იაპონიის ქალაქ სენდაიში რაგბის ტესტ მატჩში საქართველოს ნაკრებმა იაპონია 25:23 დაამარცხა.

"ბორჯღალოსნებმა" იაპონელებს 10 წლის შემდეგ პირველად, ისტორიაში კი მეორდ სძლიეს.

პირველი ტაიმი ჩვენმა გუნდმა 18:13 მოიგო, შესვენების შემდეგ მასპინძლები დაწინაურდნენ (23:18), თუმცა მერე ჯავახიამ ლელო გაიტანა, მატკავამ ზუსტად გარდასახა და გავიმარჯვეთ.

საქართველოს ნაკრებმა ფიჯისთან მარცხის შემდეგ ძლიერ მეტოქეს მოუგო და ერთ კვირაში გასვლაზე ავსტრალიას შეხვდება.

3 ივლისი. სენდაი (იაპონია). „იურტეკ სთედიუმი“

იაპონია - საქართველო 23:25

საქართველო

ხაზი: 15. დავით ნინიაშვილი (ლიონი), 14. აკაკი ტაბუცაძე (შავი ლომი), 13. დემურ თაფლაძე (შავი ლომი), 12. გიორგი კვესელაძე (შავი ლომი), 11. სანდრო თოდუა (შავი ლომი), 10. ლუკა მატკავა (შავი ლომი), 9. მიხეილ ალანია (ორიაკი);

შერკინება: 1. გიორგი ახალაძე (კლერმონი), 2. ვანო კარკაძე (მონპელიე), 3. ირაკლი აფციაური (ლიონი), 4. ლადო ჩაჩანიძე (შავი ლომი), 5. გიორგი ჯავახია (გრენობლი), 6. გიორგი ცუცქირიძე (შავი ლომი), 7. ბექა საღინაძე (ლიონი), 8. ბექა გორგაძე (პო, კაპ.);

მარქაფა: 16. ლუკა ნიორაძე (ორიაკი), 17. ლუკა გოგინავა (მონ-დე-მარსანი), 18. გიორგი ძმანაშვილი (ბეზიე), 19. მიხეილ ბაბუნაშვილი (შავი ლომი), 20. ლუკა ივანიშვილი (შავი ლომი), 21. თორნიკე ჯალაღონია (პროვანსი); 22. ვასილ ლობჟანიძე (ოიონა), 23. თედო აბჟანდაძე (ორიაკი).

მთავარი მწვრთნელი: რიჩარდ კოკერილი

3 ლელო: კარკაძე, ალანია, ჯავახია

2 გარდასახვა: მატკავა

2 ჯარიმა: მატკავა

1 სინბინი: კვესელაძე

porto
იქნებ მსაჯს არ ეთანხმებოდა :))))) და მხოლოდ გულშმატკივრებს მოუბოდიშა:))))
ალექს
გაძევებული იაპონელის ჟესტი ცალკე სამყაროა რა.. შემოტრიალდა გასვლისას და თავი დაუხარა მობოდიშების ნიშნად გუნდს და გულშემატკივარს, მსაჯს თანხმობის ნიშნად.. საოცარი ერია.. ორმაგად სასიხარულოა მსგავსი გუნდის დამარცხება და გულითადად გილოცავთ!
Dato
,,რაგბისტები’’ არა მორაგბეები
კაია
გამარჯვება ყოველთვის კაია!! არანაკლებ საინტერესო იქნებოდა იაპონელთა ლელოების ნახვაც!
ობლაკი.
აუ რა მაგრა გამიხარდა!❤️
გია
სამხრეთ აფრიკა ირლანდიის თამაშის დროს მოიხადეს ბოდიში არასწორი ინფორმაციის გამო.
XXX
3 არა 12-ია
სოსო
ეკრანზე გამოტანილ ტაბლოზე,მატჩის ბოლომდე წითელი ბარათი ჩანდა,იაპონელთა მხარეს.ასე რომ გაძევება,მატჩის ბოლომდე გაგრძელდა.მეორე ტაიმი,14 კაცა იაპონიამ მოგვიგო და ეგ არის დამაფიქრებელი.კაცნაკლულებმა,საკუთარი თამაში მოგვახვიეს და სულ ზეწოლის ქვეშ ვყავდით. ჩვენზე ძლიერ ნაკრებებთან,შესაძლო გამარჯვების სიახლოვეს რომ ვიგრძნობთ,მაშინ დაგვეშლება ხოლმე თამაში.ბოლო წლებში,ეს რამდენჯერმე მოხდა.რა თქმა უნდა გამარჯვება სასიხარულოა და ვულოცავ ბიჭებს,მაგრამ სულ ბოლოს,უკვე 13 კაციც კი გვიტევდა და თავისუფალ სივრცეებს ქმნიდა.იაპონია არც იმდენად წინაა ჩვენზე,რომ ასეთი ზეწოლის უფლება მიგვეცა.ლიდერები ჩვენც რომ გვეკლდა,გამართლებად მაინც და მაინც ვერ გამოდგება.სულ ორი საფეხურით გვისწრებს,რეიტნგში.ნაკრების გადაწყობის პროცესი მიდის და ჯერ საკმაოდ შორს ჩანს,დამთავრებამდე.ამ თამაშშიც ძალიან ბევრი ნაკლოვანება ჩანდა,ჩვენთვისაც კი,ადვილად შესამჩნევი რომ იყო.ბოლო თამაშში,ალბათ უფრო შეთამაშებულები შევხვდებით,მაგრამ გამომცდელიც გაცილებით მკაცრი გვყავს და ვნახოთ რა გამოგვივა.ვერც ეს და ვერც 20 წლამდელთა ნაკრები,ბოლომდე ჩამოყალიბებულის შეგრძნებას ვერ ტოვებენ და მიჭირს მათ შესახებ,რაღაც საბოლოო აზრის ჩამოყალიბება.
soso
ის13რატო დარჩა
rigiti
აუუ მორჩით ტირილს რააა! ჩვენ გავიხაროთ დავტკბეთ "ტიერ"1 გუნდთან მოგებით! შეცდომებს მწვრთნელები გააანალიზებენ.
rigiti
მოვიგეეთ!!!!! მადლობა ბიჭებს, გაიხარეთ ჩვენი გახარებისთვის! ნელა მაგრამ უკვე საგრძნობლად დაატყო ხელი ახალმა მწვრთნელმა. კარგი იყო!
ჯორჯი
სად მოიხადეს ბოდიში? ბოლომდე ვუყურე თამაშს და მაგაზე საუბარი აღარ ყოფილა. შენ რაც დაწერე, ეგ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და იქნებ ვინმემ დაგვიკონკრეტოს
Pepelu
ჯერ ერთი ჩვენი ბრალი საერთოდ არ არის იაპონრლმა თამაშის წესები რომ არ იცოდა და თავი გააგდებინა. ამასთან მასპინძელი გუნდის შემთხვევაში ძალიანაც აღარ იგრძნობა ერთით ნაკკები მოთამაშე. და რაც მთავარია მოვიგეთ გასვლაზე ძლიერ გუნდთან ახალი მწვრთნელის ხელში ამიტომ დავტჯბეთ იმით რაც გვაქვს! გავაანალიზოთ შეცდომები!! და იმედიანად გავემართოთ მომავლისკენ და კონკრეტულად ამ შემთხვევაში ავსტრალიისკენ!!! წარმატებები ბიჭებო თქვენთან ვართ ბოლომდე!!!!
ლადო
გილოცავთ გამარჯვებას. კარგია, მაგრამ არ დაგვავიწყდეს 13 კაცს ვეთამაშებოდით. ბერვია სამუშაო ჯერ კიხევ
გია
რაგბი ტვ-ის წამყვანებმა ბოდიში მოიხადეს შეცდომის გამო, ყვითელ ბარათს რომ წითლად გადააკეთებენ 20 წუთის შემდეგ შემოდის მის ნაცვლად სხვა მორაგბე, ასე რომ შემდეგ თანაბარი რაოდენობით ვითამაშეთ, ბოლოს ყვითელი ბარათის მერე 14 დარჩნენ ისინი და არა 13. ასე რომ ბიჭებს ქება და ქება ყველა ვარიანტში.
გიორგი 50
გილოცავთ, 10 წელია იაპონიასთან არ მოგვიგია... ბიჭებს და მწვრთნელებს ვთხოვ გაანალიზეთ... არ დაგავიწყდეთ ბოლოს 13-ნი დარჩნენ და ბოლო წამებამდე მატჩის ბედი გადაწყვეტილი არ იყო... ასე, მაინცდამაინც მარმაშებს ნუ გავშლით...
gela
იაპონია კაი ხანია აღარ არის ტიერ 1 გუნდი
ბესო
ამ მოგებამ ილუზიები არ უნდა შეგვიქმნას! კაცნაკლულ იაპონიასთან მეტი ქულების აღება შეიძლებოდა. კვლავ ბევრი ხარვეზი და შეცდომა იყო. ბოლო წუთებზე ლელოს შანსი ხელიდან გავუშვით, არა და რა ახლოს ვიყავით ხაზთან. ესეთ შეცდომებს მსოფლიო ჩემპიონატზე არ გავაპატიებენ!! სხვა მხრივ, ფიჯისთან შედარებით აუტის ჩაწოდება გამოსწორდა... გილოცავთ ამ მოგებას!
დათო77
მაგრები ხართ ბიჭებო!რას ვერ ვხვდები იცით,ქართველები გენეტიკურად ათლეტურები ვართ და ფეხბურთში რატომ არ ვიყენებთ ამ პლიუსს???
simartle
ძალიან კარგი, საჭირო მგება იყო და ამ მოგებამ აჩვენა ბევრი სწორი გადადგმული ნაბიჯი სამწვრთნელო შთაბის მიერ. კვლავა არის ბევრი ხარვეძები და უკანა ხაზი უფრო უნდა აქტიურობდეს, გამჭრელი შუაში არ გვყავს, ზომა აქვთ მაგრამ სისწრაფე აკლიათ 12 და 13. ვერც ერთი არის გამგლეჯი. 15 ნომერი შემცვლელი უნდა მოიძებნოს. ცირეკიძე დაემატება, მაგრამ კიდევ არის ერთი ორის ყოლა საჭირო. ასევე თოდუას შემცვლელი როგორ ვერ მოიძებნა ამდენი ხანი? გახდა 40 წლის:) არ დაგვავიწყდეს თამაშის 60% 14 კაცით იყვნენ და კინაღამ მოგვიგეს, სისწრაფით და სისხართით. მეტი ტესტები გვჭირდება თაობები მოდიან და კიდევ წინ წავალთ...მადლობა და გამარჯვებით!
ნური
ვულოცავ ბიჭებს, შარიქაძეზე და სხვებზე რა ხდება,ხომ უნდა ვიცოდეთ
ჯორჯი
გეთანხმები, მისმა შეცდომებმა კინაღამ თამაშის შედეგზე იქონია გავლენა. რამდენად ვეტერანია კვესელაძე, არ მახსოვს. მგონი 30 წელს ქვემოთაა. ნინიაშვილზე რას იტყვით? მგონი ვერაა სასურველ ფორმაში, ია რომ დაფრინავდა ხოლმე. ისე არაფერს ვერჩი, საამაყო ბიჭია
გიგა
ყოჩაღთ ლომებს! რაგბისტების დიდი გულშემატკივარი ვარ და ყოველთვის ვუსურვებ დიდი წარმატებას!
ძველი გულშემატკივარი
რეალურად შევხედოთ სიტუაციას: რომ არა წითელი ბარათი, ჩვენი ნაკრები წაგებას ვერ გადაურჩებოდა. ამიტომ სიმართლეს თვალებში ჩავხედოთ და თამაში კრიტიკულად გავაანალიზოთ
რაგბი
ტიერ ერთის მორიგი გუნდი დამარცხებულია!!! გენაცვალეთ!!! წარმატებები!!!
rable
გილოცავთ და მადლობა ყველას.. ცოტა უცნაური კია საოცარი შევსება მოდის უმეტეს სათამაშო რგოლებში და მიუხედავად ამისა ვეტერანებს ვერ ველევით, კვესელაძე ერთ სასარგებლოდ იმოქმედებს და სამ-ოთხჯერ უხეშად ცდება, ეს არაერთხელ მოხდა უკვე... დიდი პატივისცემის მიუხედავად შეუცვლელი არავინ უნდა იყვეს.. წარმატებები
Ვისტი
ფიჯის თამაშზეც ვთქვი რომ მწვრთნელსაც და ბიჭებსაც დრო სჭირდებათ შედეგის დასადებად. მეტი მუშაობაა კიდევ საჭირო ჰაერში თამაშზე, სიჩქარეებზე და გამძლეობაზე და ბევრ ტოპ 10 გუნდს დავდებთ ბეჭებზე. უფრო სწრაფი რაგბის თამაშს ითხოვს მწვრთნელი და ისეთ დონეზე ავალთ 6 ერი იქით შეგვეხვეწება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
კიდევ ერთი სენსაცია მსოფლიოს თასზე: იაპონიამ ირლანდიას თამაში შემოუტრიალა! [VIDEO]
რაგბი ევროპა | პირველი თბილისური ფინალისთვის მზადება დაიწყო
"ბორჯღალოსნები" | იაპონია თბილისში მოდის
მეჩვიდმეტე ტიტული - საქართველოს ნაკრებმა ფინალში ესპანეთს სძლია [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | როტაციით და ორი დებიუტანტით იაპონიასთან
"ბორჯღალოსნები" | 34 მოთამაშით იაპონიასა და ავსტრალიაში
რაგბი ევროპა | რუმინეთთან ფინალისთვის
რაგბი ევროპა | ქოქრილმა ფინალისთვის 23 შეარჩია
"ბორჯღალოსნები" | მეშვიდედ იაპონიასთან
"ბორჯღალოსნები" | ჩვენ და იაპონია
"ბორჯღალოსნებმა" რუმინეთი დიდი ანგარიშით დაამარცხეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში ითამაშებენ! [VIDEO]
"ბორჯღალოსნები" | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში! - ირლანდიასთან 5 ივლისს "მიხეილ მესხზე"