გუშინ, 14 ივლისს, ევროპის ჩემპიონატის ფინალში, ესპანეთმა ინგლისი 2:1 დაამარცხა. მატჩის შემდეგ "სამი ლომის" მთავარმა მწვრთნელმა გარეთ საუთგეიტმა ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"ახლა ჩემს მომავალზე ვერ ვისაუბრებ, ამისთვის შესაბამისი დრო არ არის.

ფინალის წაგება განსაკუთრებით რთულია. პირველ რიგში, ესპანეთს ვულოცავ, მთელი ტურნირის განმავლობაში საუკეთესოები იყვნენ და ფინალშიც გვაჯობეს.

მსურს ჩემს ფეხბურთელებს მადლობა გადავუხადო, მათ თავი არ დაზოგეს და შესანიშნავი ხასიათი გამოავლინეს. სამწუხაროა, რომ ბურთს საკმარისად არ ვფლობდით. გათანაბრება მოვახერხეთ, თუმცა გადაღლილობამ ფინალის წაგებაში თავისი როლი ითამაშა. ბურთის ფლობის პრობლემაც სწორედ ამან გამოიწვია.

ჩემი გუნდით ძალიან ვამაყობ. ქვეყნისთვის ყველაფერი გააკეთეს, უბრალოდ, უკეთეს გუნდთან დავმარცხდით. შეცდომები უნდა გავაანალიზოთ", - განაცხადა საუთგეიტმა.

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, ინგლისის ფეხბურთის ფედერაციას სურს, რომ გუნდს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე კვლავ გარეთ საუთგეიტმა უხელმძღვანელოს.

ჟორა
ეხ რას გადაგვირჩა ინგლისი.მსაჯს რომ ჩვენს კარში გოლი არ ჩაეთვალა,ხომ მოვიგე დილით ფინალს)))))
გია
აბა, თქვენ იცით, პროფესორებო!..
IMERELI
გაუბედავი სტარტი არასწორი სეფასება გუნდების და დატოვებული გამოსადეგი ფეხბურთელები, და კიდევ ფლანგების უგულვებელყოფა და ტრიპიერის ადგილას სხვას უნდა დაეყენებინა, ნუ ეს რასაც მე ვფიქრობ.ასევე კეინის წყევლა და შედეგიც ადგილზეა
ზაკო
საქართველო გამოგრჩა მეგობარო თუ სათვალავში არ შეიყვანე?! ესპანელები თვითონ წერენ რომ გარდამტეხი გამარჯვება ევრო2024 საქართველოსთან ჰქონდათ და 1-ლი ტაიმიც ყველაზე მეტად ჩვენთან გაუჭირდათ
სოსო
ძუნწი ორჯერ იხდისო,ნათქვამია!ინგლისელებს აქტიური ფეხბურთი რომ ეთამაშათ,ამდენი დამატებითი დროის თამაში არ დასჭირდებოდათ და ძირითად დროში მოიგებდნენ თამაშებს.შეეძლოთ,მაგრამ მწვრთნელი დაცვიდან ათამაშებდა და დამცველი რომ მეტად იღლება,არც ეგ არის საიდუმლო.რისი და ვისი უნდა შინებოდათ,ინგლისელ ფეხბურთელებს?საუკეთესო შემადგენლობა ჰყავდათ და როცა დასჭირდათ,რამდენჯერმე ვნახეთ კიდეც,სრული ძალით ათამაშებულ ინგლისელებს,გოლის გატანა რომ არ უჭირდათ.ვერცხლის მედალი შესაძლოა სხვებისთვის წარმატება იყოს,მაგრამ ინგლისის ნაკრების შემადგენლობის შესაძლებლობებისათვის ,გამარჯვებად ვერ ჩაითვლება.ათამაშე გუნდი,გაინაღდე სასურველი ანგარიში და მერე გააგორე ბურთი!მაშინ სიმპათიაც მეტი ქნებოდათ და მხარდაჭერაც.რა,ესპანელ პატარა ბიჭებს,მეტი შეეძლოთ,ვიდრე ინგლისელთა გამობრძმედილ შემადგენლობას,ახალგაზრდა ბელინგემის წინამძღოლობით?ინგლისელთა მწვრთნელმა წააგო ფინალი და არა ფეხბურთელებმა.
ლექსო
ინგლისს ყოველთვის საუკეთესო ფეხბურთელები ყავდა და ყოველთვის ცუდ ფეხბურთს თამაშობდა (თუ გასქოინის დროს არ ჩავთვლით).ეტყობა რაღაც მენტალიტწტშია საქმე,სულ წაგების ეშინიათ და ამიტომ პრაგმატულ და უფანტაზიო ფეხბურთს თამაშობენ.
ნიკ
მერე,ვინ გადაღალა,ბრიყვო
მინდია
სავარაუდოდ შემადგენლობას და სახელებს გულისხმობთ თორემ გუნდი როგორც ასეთი გეთანხმები არასდროს ჰყოლია
მინდია
რამ დაგღალათ მთელი ტურნირი ისვენებდით და ძალებს ზოგავდით...
სეხნია
ისევ კრიკეტს მიაწექი!
გია
უკეთესი ვარსკვლავები ყავდათ ინგლისს, საფრანგეთსა და გერმანიას, ვიდრე ესპანეთს, მაგრამ სანახაობრივი ფეხბურთი მხოლოდ ესპანეთმა ითამაშა. დანარჩენის მწვრთნელებმა ვითომ რაციონალური, პრაგმატული და სინამდვილეში უსახური ფეხბურთი ითამაშეს. დაღლილები ესპანელებიც იყვნენ და ეს გასამართლებელი საბუთი არ არის, უბრალოდ მწვრთნელი ყავდათ კარგი და მწვრთნელმა მოუგო იმ სხვა მწვრთნელებს. მიკვირს იმ „ფეხბურთის პროფესორების“ ვისაც სანიოლის „პრაგმატული“ და უსახური ფეხბურთი ურჩევნიათ ლაღ და ლამაზ ფეხბურთს. ახლა დაიწყებენ, რომ ესპანეთის „სასტავს“ ადარებს ჩვენ გუნდსო და ა. შ. მაგრამ ესპანეთზე უკეთესი „სასტავი“ ყავდათ ინგლისსაც, საფრანგეთსა და გერმანიასაც, მაგრამ ლამაზი ფეხბურთი ვერცერთმა ვერ ითამაშა იმიტომ, რომ მწვრთნელები ყავდათ „რაციონალური“ ფეხბურთის მიმდევრები. საქმე მწვრთნელებშია, ზოგი ფეხბურთს ათამაშებს გუნდს და ზოგი ანტიფეხბურთს, სანიოლი ესპანეთის გუნდსაც უსახურ, „რაციონალურ“ ფეხბურთს ათამაშებდა და აქ ფეხბურთელებსა და კადრებში კი არ არის საქმე, არამედ _ მწვრთნელის შეხედულებებსა და პროფესიონალიზმში. ფედერაციამ უკეთესი მწვრთნელი უნდა გამოძებნოს, მაგრამ ისე არიან „ჩაბრატებულები“, არა მგონია სხვა მოიყვანონ.
jordan beli
ერთ ადგილას იკოცნეთ ფინალში რო გახვედით.
Ქართველ-ს
როდის ყავდა ინგლისს კარგი ნაკრები.1978 წლის მსოფლიოდან ვუყურებ ფეხბურთს და არასოდეს არა ჰყოლია ისეთი ნაკრები რო რამით უკეთესი ყოფილიყოს.არ გეწყინოს მაგრამ გაგებაში არა ხარ ფეხბურთის.ერთხელაც კი არა ყოფილა ისეთი ნაკრები რო რამით სჯობდა გერმანიას,საფრანგეთს,ესპანეთს.შენ შილტონი ალბათ გაგებულიც არ გექნება.შილტონიც ჰყავდათ მაგრამ ყოველთვის უღიმღამო ნაკრები იყო რაც მე მინახია 1978 დან
ქართველი
ინგლისის ნაკრებს ყოველთვის კარგი გუნდი ყავდა თუნდაც წინა თაობა ლამპარდი ჟერარდის დროს, მაგრამ ყოველთვის ცუდი მეკარეები ყავდა და ცუდი მწვრთნელი.
Yt
Movildi shen da sheni msgavsi mcvrtnelebi
ლაშა
ამას უყურე ერთი რა! ესპანეთმა ყველაზე მეტი, 9 ქულა დააგროვა ჯგუფურ ეტაპზე და შემდეგ, გერმანია და საფრანგეთი გააგდო. ინგლისს კი მეტნაკლებად სუსტი მეტოქეები ჰყავდა ფინალამდე და კალენდარი რაღაც საეჭვოდ ჩანდა თავიდანვე...
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება
ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
3:0. დანელიას დუბლი, ამბალიას ლამაზი გოლი - საქართველოს ქალთა ნაკრებმა მოლდოვა დაჯაბნა
საქართველოს ხელბურთელთა ნაკრები "კარპატის თასზე" წლეულს მეორედ იასპარეზებს
WU17 | საქართველო 3:2 ლატვია
სპალეტი საქმეში ბრუნდება? "იუვენტუსმა" იგორ ტუდორი გაათავისუფლა
15-წლამდელ მოკრივეთა 9 მედალი ევროპის ჩემპიონატზე
ბათუმმა კსუ-ს დამაჯერებად სძლია და ქუთაისთან ერთად სუპერლიგაში დაუმარცხებელია
"როგორ შევაჩერე იამალი? ალონსოს უფრო მაგარი დრიბლინგი აქვს, ვიდრე მას" - კარერასმა ლამინს დასცინა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "დალას მავერიქსმა" "ტორონტო რაპტორსი" დაამარცხა
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
შერმადინმა "უნიკახასთან" 15 ქულა, 8 მოხსნა და გამარჯვება გაიფორმა
ქოჩორაშვილი ორი გამოტოვებული მატჩის შემდეგ შეცვლაზე შევიდა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
ისევ მილანში, ოღონდ სხვა გუნდში - კოვაჩიჩს სერია A-ში დაბრუნების ვარიანტი აქვს
ჰარი კეინმა მორიგი რეკორდი დაამყარა
"ბოს, თქვენ ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი მწვრთნელი ხართ, თქვენ ქვეყანა გააერთიანეთ!" - კეინი საუთგეიტს დაემშვიდობა
"ბელინგემს ნაკრებში არავინ ემეგობრება და პატივს არ სცემენ" - The Athletic-ის სენსაციური ინფორმაცია "რეალის" ვარსკვლავზე
საუთგეიტმა შესაძლოა, დროებით სამწვრთნელო საქმიანობა შეწყვიტოს
საუთგეიტს დარჩენას ნებისმიერ შემთხვევაში შესთავაზებენ - ახალი კონტრაქტი უკვე მზადაა
"დიდი იმედი მაქვს, ორშაბათს საუთგეიტს სერის წოდება ექნება" - პოლ მერსონი
დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!
"მანჩესტერ იუნაიტედი" ამორიმის შემცვლელად, ინგლისის ნაკრების ყოფილი მწვრთნელს მოიაზრებს
ოფიციალურად: საუთგეიტმა ინგლისის ნაკრების მწვრთნელის პოსტი დატოვა
ესპანეთი ჩემპიონია, მოიგო, ვისაც უნდა მოეგო - მიქაუტაძე "ოქროს ბუცის" მფლობელი გახდა! [VIDEO]
დღეს ტუხელს ინგლისის ნაკრების მწვრთნელად წარადგენენ