ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

ქართული ფეხბურთის საწადელი და თავის ახლებურად გაცნობა - რა უნდა ვისწავლოთ ესპანელთა ტრიუმფისგან? - ევროს შეჯამება...

"მას აქეთ ხმა რამ თან სდევს ყოველთა

თანაზრდილი – თანაშეზრდილი, თანატოლი.

ჩემთა ზრახვათა და საწადელთა!

ცხადად თუ სიზმრად, მე იგი მარად

ზრახვა – განზრახვა, ფიქრი.

სულ ერთსა მიწვრთნის გულისა ჭირად:

“ეძიე, ყმაო, შენ მხვედრი შენი,

ვინძლო იპოვო შენი საშვენი!"

ეს ნაწყვეტია ნიკოლოზ ბარათაშვილის "ხმა იდუმალისადან". დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ქართული ფეხბურთი თითქოს თავის დანიშნულებას მართლაც ვერ პოულობდა და ეს ყველას გვაწუხებდა. თითქოს ვეძიეთ და საშველიც გამოჩნდა. საშველია ის, რომ ელიტაში ვითამაშეთ. საშველია ის, რომ სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის არჩევაში სერიოზული კონკურენცია გვაქვს. ახლა იმაზე უნდა ვიფიქროთ, ეს ამბავი განგრძობით პოზიტივად როგორ ვაქციოთ. მიღწეულით ტკბობას თავისი დრო აქვს და შემდეგ ყოველდღიურად მის გაჯანსაღებას უნდა ეცადო...

ჩვენ კი ვამაყობთ 1981 წლის ტრიუმფით, მაგრამ თანამედროვე სამყაროში საფეხბურთო წარმატებასთან ნაკლებად ვასოცირდებოდით, სპორტის ეს სახეობა კი ყველაზე პოპულარულია. ამ საქმეს საფუძველი ხვიჩა კვარაცხელიას დიდებულმა "შემოჭრამ" ჩაუყარა. ვისაც იტალიაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების წერილი წაუკითხავს, ამას ზუსტად შეიგრძნობს. ახლა საქართველოს ნაკრებმა შეძლო და მილიონობით გულშემატკივარს თავი სწორად გააცნო. რას მივაწეროთ ეს? მათ ხომ არც ჩემპიონობა უზეიმიათ და არც ყველაზე ლამაზი ფეხბურთი უთამაშიათ. ალბათ ჟინს, მათ გაცისკროვნებულ თვალებს, მოწადინებას, როცა გინდა, სამშობლო ასახელო!..

ძალიან სასიამოვნოა, როცა გერმანიის სხვადასხვა ქალაქში დადიხარ, შენს ენას, მაისურის ფერს, ბეიჯზე დაწერილ გვარს ან მაისურზე ამობეჭდილ კვარაცხელიას იცნობენ და გაბადრული სახით გესაუბრებიან. ასე გჩუქნის ბერძენი, რომელსაც ქართველი ცოლი ჰყავს, წყალს; ასე გეკითხებოდა ჟურნალ-გაზეთების გამყიდველი, ქართველი ხომ არ ხარ და შემდეგ საკუთარ თავსაც გაცნობს, მეზობელი სომხეთიდან ვარო... აი, რა შეგვიძლია და რა შეუძლია ფეხბურთს.

სამუშაო ჯერ კიდევ ბევრია. საქართველოს ნაკრებს ახლა თავისი ხელწერა აქვს, მისი ფეხბურთელების ძლიერ მხარეებზე აწყობილი, თუმცა ელიტაში რაც უფრო მეტნი ვითამაშებთ, ჩვენი ტაქტიკაც გამრავალფეროვანდება. მაინც ბავშვთა ფეხბურთი უნდა ვახსენოთ. სპორტის ამ სახეობის პოპულარულობა კიდევ უფრო გაიზრდება, არჩევანი უფრო დიდი იქნება. ნიჭიერ ბავშვებს უნდა გავუფრთხილდეთ!.. ეს, ყველაფერთან ერთად, პრაგმატული გათვლაცაა, ხვალ ეს ამბავი მომგებიანი შეიძლება აღმოჩნდეს. არ შეიძლება ფინანსური პრობლემების გამო პერსპექტივას ხელი ვკრათ. არ შეიძლება უფრო მეტი არ ვიმუშაოთ დაფარული ნიჭის აღმოსაჩენად. არ შეიძლება პატარა ასაკში ბავშვს რაღაც დავაკლოთ, რაც ასახვას მომავალში ჰპოვებს...

ევროპის ახლახან დასრულებულ ჩემპიონატს რომ დავუბრუნდეთ, ტენდენციების შესაფასებლად დრო საკმაოდ გვაქვს. ახლა უნდა გავიხაროთ იმით, რომ გიორგი მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ცხოვრება ამიტომაცაა საინტერესო - ქართველი ფორვარდი ჯერ "ლიონში" სათანადოდ არ დააფასეს, ცოტა ხნის წინ "აიაქსში" რაღაც გაურკვევლობაში მოახვედრეს, მაგრამ მიქაუტაძემ თავისი სიტყვა თქვა. მან ეს ნაკრებშიც მოახერხა, არადა, რთულად იწყებდა, ტაქტიკაზე მორგება გაუჭირდა, იყო ენობრივი ბარიერებიც და გვსმენია, პირველ ეტაპზე, გუნდში კომუნიკაციას ყურსასმენებში მუსიკის მოსმენა რომ ერჩივნა. ეს ყველაფერი ასე იდეალურად რომ მოგვარდა, მისი, გუნდისა და სამწვრთნელო შტაბის დამსახურებაა. ცხოვრება მართლაც საინტერესოა, როცა სანაკრებო დებიუტი 33 წლის ასაკში გექნება (გიორგი გველესიანი) და უცებ ყველა მედიასაშუალების სასურველი სტუმარი ხდები, სიამოვნებთ შენი ანალიზის მოსმენა...

ასეთი მაგალითები ბევრია. დღეს ვინმეს განსაკუთრებით გამოყოფა ჩვენი მიზანი სულაც არაა. ამ გუნდის ერთიანობა მისი წარმატების ერთ-ერთი მთავარი განმსაზღვრელი ჩანს. ახლა მთავარია, ყველას გვახსოვდეს, მიღწეული კიდევ უფრო მეტ სურვილს აჩენს და ამ ზღვა ემოციას შესაბამისი გაგრძელება სჭირდება!..

ისე კი, კარგია, როცა საუკეთესო გუნდი იმარჯვებს. ესპანეთის ნაკრებმა ყველაზე რთული მეტოქეები დაამარცხა და სრულყოფილ ფეხბურთს თამაშობდა - ცენტრიდან, ფლანგებიდან, შეტევაში თუ დაცვაში. ლამინე იამალმა ნიკო უილიამსთან ერთად ლამაზი ისტორია დაწერა და ისინი მხოლოდ ახლა იწყებენ. ჯგუფში მეორე ადგილის დაკავების შემთხვევაში, გაცილებით მარტივ ბადეში ვხვდებოდით, ახლა კი თამამად ვამბობთ, რომ მერვედფინალში, რაც შეგვეძლო, გავუძალიანდით ასე მონსტრად ქცეულ ესპანეთის ნაკრებს. სასურველი არაა, როცა პატარა რაღაცებით ამაყობენ, საქართველოს ნაკრებმა ევრო 2024-ს უფრო მეტი შესძინა, ვიდრე მომავალ ჩემპიონთან მარცხია.

იამალის ამბავმა კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ 16-17 წლის ასაკში უკვე შესაძლებელია, ფიზიკურ-მენტალურად სრულად ჩამოყალიბებული იყო. რა თქმა უნდა, პელეს ისტორია გვაქვს, თუმცა თანამედროვე, ახალი გამოწვევებით სავსე სამყაროში კიდევ უფრო დასაფასებელია ასეთი სპორტული რეჟიმის ადრეულ ასაკშივე დაცვა. აი, რაც გვაქვს სასწავლი, ეს უნდა ვისწავლოთ. სანაკრები მწვრთნელს რამდენიმე დღეში ყველა საკითხის მოგვარება არ შეუძლია, ესეც უნდა ვიცოდეთ.

ევრო 2024 ის იყო, რაც ასე გვჭირდებოდა. ცუდი მაგალითები არ განიხილება, ამან მხოლოდ უკეთესი მომავალი უნდა მოგვცეს!..

სტატია გამოქვეყნებულია 2024 წლის 15 ივლისს.

• თბილისელი

გილოცავთ ახალ წელს. ავტორი დიდი ენთუზიაზმით ელის მომავალ საქართველოს ფეხბურთის წარმატებებს,მაგრამ საქმე იქით მიემართება, რომ გაჩნდა პერსპექტივა უახლოეს პერიოდში დსთ-ს ჩემპიონატში ( თუ დაარსებენ) მონაწილეობისა და რუსეთ-ბელორუსიის ნაკრებებთან სპორტინგი მატჩებისა.

• გიუშას

გველესიანი საშუალოზე დაბალი დონის მცველია, ისე როგორც ლოჩოშვილი 33 ის როგორ მოხვდა ნაკრებში მართლაც საკითხავია.

• გიუშა

გველესიანს რომ 33 წლის ასაკში ქონდა დებიუტი მისი ბრალი კი არ არის,ქართულ ფეხბურთში შემძვრალი წურბელების ბრალია

• Lasha

Chveni saklubo done aris reitingshi andorastan da luxemburgtan amaze ceret da improblemebze rac qartul fexburtshia korufxia biujetis fulis motexva da ase shemdeg es uazro statiebi visratunda

• სოსო

მთლად მასეც არაა,აღმოსავლელებსაც შეუძლიათ მათ სიმაღლეზე ასვლა,მაგრამ საამისოდ,დასავლეთის განვითარებული ეკონომიკის ქვეყნებს უნდა დაეწიონ ეკონომიური და ტექნოლოგიური განვითარებით,კიდევ კაი ხანი,მათთან პარიტეტში იყვნენ სპორტული ცხოვრების ტექნოლოგიური თუ ფინანსური მომარაგებით და მხოლოდ ამის შემდეგ მიეცემათ საშუალება,შეინარჩუნონ და განავითარონ საკუთარი ფეხბურთელები,საკუთარ კლუბებში,დაამატონ მათ უცხოელი ტალანტები და კონკურენცია გაუწიონ,დასავლეთის გრანდებს.უზარმაზარი დაფინანსების პირობებში,რუსეთის,უკრაინის და თურქეთის კლუბებმა,რაღაცა დონეზე შესძლეს ევროპაში პოზიციების დაკავება,თუმცა სტაბილურობას მაინც ვერ მიაღწიეს.გრანდობას, ფულის გარდა,სხვა რამეებიც სჭირდება,რაც დროს და გამოცდილებას მოაქვს.უკრაინის ომმა,უკრაინულ და რუსულ კლუბებს შეუშალა ხელი,განვითარებაში,თურქული კლუბები კი,ჯერჯერობით მეორე დონის ტურნირებში გამოდიან წარმატებით და ცდილობენ,ლიგაზეც აიმაღლონ პოზიციები!საქართველოსაც შეუძლია გაცილებით მაღლა აიწიონ მსოფლიოს რეიტინგში,მაგრამ მოწინავე პოზიციებზე გასვლას კიდევ კაი ხანს ვერ ვიოცნებებთ.სანამ ახალგაზრდობის ქვეყნიდან გაქცევის ტენდენცია,დაბრუნების ტენდენციით არ შეიცვლება,სანამ შობადობა არ გაიზრდება და ქვეყნის მოსახლეობა ზრდას არ დაიწყებს,საკლუბო ფეხბურთი, ვერ გაძლიერდება და მხოლოდ ნაკრების წარმატებებზე შეგვეძლება ოცნება. ღვთისავარ ანთაძეს მადლობა,კარგი სტატიისათვის.

• გოგა

პოლირიკა, რო არ შემძვრალიყო ნაკრებში, ერთა ლიგასაც მოვიგებდით და უფრო მაგარი წელი გამოგვივიდოდა, 1 თვეში არ დავიწყდებოდათ ჩვენ ბიჭებს თამაში, ბოლო 4 შეხვედრაში რაც მოხდა, ეს ყველაფრისგან ამოვარდნილი იყო და რა მოხდა ეგეც გაირკვევა თავის დროზე

• alexandre

დავით. არც მასეა საქმე. მაკედონიასთან მაგალითი. ერთა ლიგა არ იყო, რატომ წავაგეთ სახლში? იმ ძველი ნაკრების ბიჭებია დაანგრევდა მაგათ. გარდა ამისა ძველ დროს არაპროფესიონალიზმი იყო დამახასიათებელი: ჯანაშიას მანქანით ჩამოგულავება მოსკოვიდან თამაშამდე 1 დღით ადრე, რუმინეთთან თამაშის წინ "ავთანდილის" კოსტიუმების დეფილე (ამ დროს თუ მოვუგებდით, გასვლის რეალური შანსი გვქონდა) და ა.შ.. და კიდევ ერთი! უმადრობა (ამ შემთხვევაში სანიოლის მიმართ) დიდი ცოდვაა.

• სტალინი

ოთხივე თამაშში გუნდი მეორე ნომრად თამაშობდა, ფეხბურთელებს არ შეუძლიათ ბურთის ხანგრძლივი კონტროლი და შეტევის მომზადება ძლიერ გუნდებთან, რაც ჩვენი ფეხბურთელების დაბალ ფიზიკურ და ტაქტიკურ მომზადებაზე მიუთითებს. მარტო დაცვაში ჩაჯდომა და მეკარის და კონტრშეტევების იმედად ყოფნას დიდი შედეგები არ მოაქვს. შეიძლება ერთ თამაშში გაისროლო, მაგრამ ასე შორს ვერ წახვალ. დანიამ 1992 წელს და საბერძნეთმა 2004-ში მართალია სწორედ დაცვითი ფეხბურთის წყალობით მოიპოვეს ევროჩემპიონობა, მაგრამ დანიას გაცილებით მაღალი კლასის შემსრულებლები ყავდა იმასთან შედარებით, რაც ჩვენ დღეს გვყავს, საბერძნეთი კი დიდი ფიზიკო-ტაქტიკური განსწავლულობით გამოირჩეოდა. მესმის, გულშემატკივრის ეიფორიის, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა მაქსიმუმი აჩვენა ამ რესურსით, დანარჩენზე კი სპეციალისტები იმსჯელებენ.

• სტალინი

იყო დრო, ევროპის ჩემპიონატებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწინავე პოზიციებზე: სსრკ, ჩეხოსლოვააკია ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ და იუგოსლავიასთან ერთად ფინალშიც არაერთხელ გასულან. ბოლოს ევრო ფინალში ჩეხეთი იყო 1996 წელს, 2004 და 2008 წლებში კი იმავე ჩეხეთის და რუსეთის ნახევარფინალში გასვლა უფრო ინერცია იყო. საბერძნეთის და თურქეთის წარმატებები პირობითად შეიძლება მივაწეროთ აღმოსავლეთ ევროპას. ისინი ყოველთვის კაპიტალისტურ საფეხბურთო მეურნეობას მიეკუთვნებოდნენ და თავიდან მათი მაჩანჩალებიც იყვნენ. ყველაფერი მომდინარეობს ბოსმანის (არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის) ავადნახსენები შემთხვევიდან, რომელმაც საქმე მოიგო 90-იან წლებში და ეს პირდაპირ კავშირში იყო ევროკავშირის შექმნასთან. ამ სასამართლო პროცესის შემდეგ ფეხბურთელებმა მიიღეს უფლება თავისუფლად გადასულიყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და ამას მოჰყვა ძლიერი ფეხბურთელების გადინება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთის უმდიდრეს კლუბებში. ამ საქმემ დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებიც და ზოგადად სამხრეთ ამერიკის ფეხბურთიც კი დააზიანა. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ამსტერდამის აიაქსი და ბრიუსელის ანდერლეხტი აღარ არიან სუპერკლუბები. ბოლო დროს ცოტას თუ ახსოვს ტყავის ბურთის ოსტატების გამარჯვებები ბრაზილიიდან და არგენტინიდან ევროპულ გიგანტებზე(განსაკუთრებით კლუბების). ეს უფრო მეტად ეხება ყოფილი სოციალისტური ბანაკის კლუბებს, ფეხბურთი პრაქტიკულად მხოლოდ 5 ძირითად ევროპულ ქვეყანაშია მაღალ დონეზე: ესპანეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისინი ევროკავშირის შექმნის შემდეგ მონოპოლისტებად იქცნენ და დანარჩენები მათ წარმატებებს ხელს უწყობენ. ამიტომ, აღმოსავლელებისთვის შეუძლებელია იმ წარმატებების მიღწევა, რაც იყო წარსულში.

• სტალინი

იყო დრო, ევროპის ჩემპიონატებზე აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც იყვნენ მოწინავე პოზიციებზე: სსრკ, ჩეხოსლოვააკია ევროპის ჩემპიონებიც იყვნენ და იუგოსლავიასთან ერთად ფინალშიც არაერთხელ გასულან. ბოლოს ევრო ფინალში ჩეხეთი იყო 1996 წელს, 2004 და 2008 წლებში კი იმავე ჩეხეთის და რუსეთის ნახევარფინალში გასვლა უფრო ინერცია იყო. საბერძნეთის და თურქეთის წარმატებები პირობითად შეიძლება მივაწეროთ აღმოსავლეთ ევროპას. ისინი ყოველთვის კაპიტალისტურ საფეხბურთო მეურნეობას მიეკუთვნებოდნენ და თავიდან მათი მაჩანჩალებიც იყვნენ. ყველაფერი მომდინარეობს ბოსმანის (არაფრით გამორჩეული ფეხბურთელის) ავადნახსენები შემთხვევიდან, რომელმაც საქმე მოიგო 90-იან წლებში და ეს პირდაპირ კავშირში იყო ევროკავშირის შექმნასთან. ამ სასამართლო პროცესის შემდეგ ფეხბურთელებმა მიიღეს უფლება თავისუფლად გადასულიყვნენ ევროკავშირის ნებისმიერ ქვეყანაში და ამას მოჰყვა ძლიერი ფეხბურთელების გადინება აღმოსავლეთ ევროპიდან დასავლეთის უმდიდრეს კლუბებში. ამ საქმემ დასავლეთ ევროპის პატარა ქვეყნებიც და ზოგადად სამხრეთ ამერიკის ფეხბურთიც კი დააზიანა. ევროკავშირის შექმნის შემდეგ ამსტერდამის აიაქსი და ბრიუსელის ანდერლეხტი აღარ არიან სუპერკლუბები. ბოლო დროს ცოტას თუ ახსოვს ტყავის ბურთის ოსტატების გამარჯვებები ბრაზილიიდან და არგენტინიდან ევროპულ გიგანტებზე(განსაკუთრებით კლუბების). ეს უფრო მეტად ეხება ყოფილი სოციალისტური ბანაკის კლუბებს, ფეხბურთი პრაქტიკულად მხოლოდ 5 ძირითად ევროპულ ქვეყანაშია მაღალ დონეზე: ესპანეთი, იტალია, ინგლისი, საფრანგეთი, გერმანია, ისინი ევროკავშირის შექმნის შემდეგ მონოპოლისტებად იქცნენ და დანარჩენები მათ წარმატებებს ხელს უწყობენ. ამიტომ, აღმოსავლელებისთვის შეუძლებელია იმ წარმატებების მიღწევა, რაც იყო წარსულში.

• დავითი

ერთა ლიგა რომ ყოფილიყო და უეფას გუნდები 16 დან 24 გაეზარდა..ზემოთ აღნიშნული თაობაც გაგვიყვანდა ევროზე.უბრალოდ ეიფორიაში ვართ თორე ისეთი არაფერი მომხდარა..ტრადიციულ ჯგუფში ისევ ბოლოსწინა ადგილზე გავედით..

• გ.შ.

დიდება ღმერთს, სიკეთე, კეთილდღეობა, სოხარული, ღვთისმშობლის მფარველობა საქართველოს

• ზაკო

აი ასეთი საქართველო მიყვარს, ყველას მადლობა მეგობრებო, ყველას კომენტ. სიყვარულზე, ანალიზზე, პატივისცემაზეა დაფუძნებული და არა ნიშნის მოგებაზე დაფუძნებული, მჯერა აყვავდება საქართველო და კიდევ გაიხარებს, კიდევ უფრო გაერთიანდება და გამთლიანდება, წინ ოლიმპიადა გველოდება და მინიმუმ 4-5 ოქრო გვინდა, ლაშა, ლაშა, ტატო, სარდალა, ილია, ლაშა, სანდრო მჯერა ეს ბიჭები ოქრროზე გაიწევენ და ასახელებენ ჩვენს ქვეყანას და ააჟღერებენ ქართულ ჰიმნს, წარმატება ქართველებს და საქართველოს

• ლევანი

რა თქმა უნდა სასიამოვნოა ასეთი სტატიების კითხვა, ანალიზი, ჟურნალისტიკაც ხომ უკეთესის სურვილს ტოვებს. დიახ მეგობრებო, ბავშვთა სკოლებია მისახედი, ბევრი კარგი სკოლა, ბევრ ნიჭიერ სპორტმენს უდრის. ორი დღის წინ, დინამოს თამაშს ვუყურე, და სასიამოვნოდ გაკვირვებული დავრჩი, ბავშვები 15 16 18 20 წლის გულით თამაშობენ. განსაკუთრებით ხარებაშვილი მომეწონა, 15 წლის. მეტი დაწერეთ, მეტი ანალიზი, მეტი მსჯელობა და ჰაა დიდება საქართველოს!

• alexandre

სწორი კომენტარია არჩი-სს! ღვთისავარ, მართლა მშვენიერი სტატიაა, ნამდვილად გასაზიარებელი. მხოლოდ ერთს დავამატებ. გუნდის ერთიანობაზე! აპა დაფიქრდით. არანაკლები ფეხბურთელები გვყავდა: ქინქლაძე, არველაძეები, ქეცბაია, იაშვილი, დემეტრაძე, ჯამარაული, კობიაშვილი, ასათიანი, ცხადაძე, კალაძე, თუნდაც კუდინოვი... შედეგი კი ნოლი იყო. რატომ? იმიტომ, რომ არასოდეს არ იგრძნობოდა ერთიანობა, თავდადება, ბრძოლა მთელი სულით და გულით! ასეთი თამაში მხოლოდ 1 იყო. რუსეთთან მიხეილ მესხზე. და აი მთავარი, რისი თქმაც მინდოდა! სანიოლი! ბევრს წერენ, მისი დონე არ არის საკმარისიო, უფრო მაგარი მწვრთნელი გვინდაო! რა არის გასაკვირი, ქართული უმადურობა, ხომ ჩვენი სენია, განსაკუთრებით ბოლო წლებში. მაგრამ მე ამ მხრივ არ ვწერ. მთავარი: ვილიმ, და მხოლოდ ვილი სანიოლმა შეძლო, რომ გოჩოლეიშვილი, ზივზივაძე, ლორია და ყველა სხვა ფეხბურთელები ისევე ხარობდნენ წარმატებას, როგორც მოედანზე ნამყოფი ფეხბურთელები! არავითარი ბოღმა, არავითარი შური, მხოლოდ ერთიანი საერთო სიხარული და ბედნიერება. ის რაც გვაკლდა! ამიტომაც ძალიან დიდი მადლობა მას და მთელ სამწვრთნელო შტაბს, ნაკრების ყვლა თანამშრომელს დამლაგებელი თუ ექიმი იყო, ფედარაციის იმ წევრებს, ვინც პირდაპირ გუნდთან ურთიერთობდა. და თუ მართლა შეცვლით სანიოლს, ეს მომენტი მუნდა რომ იყოს გათვალისწინებული! წარმატებები ქართულ ფეხბურთს, ნაკრებს, წარმატებები ზოგადად ქართულ სპორტს! წარმატებები საქართველოს!

• bd

18 წლის ასაკში ჩამოყალიბებული ათლეტური სპორცმენებია საჭირო

• გიუშა

16 წლის ბიჭი როგორ უნდა იყოს საქართველოში წარმატებული როცა 25 წლამდე შვილებს ლამის კოვზით აჭმევენ საჭმელს!?)

• იასონას უდარი

საქმის კეთება და ის ამბავი რო ტიტულებს იგებს გუნდი. მესი სულ მაგარი იყო და არის,თუმცა მას არ ყავდა შეკრული გუნდი. შეიკრა გუნდი და მოვიდა შედეგი,ასეა ესპანეთიც. ჩვენ სულ იმას გავყვირივათ რო კვარა ან ბუდუ,თუმცა ჩვენმა ნაკრებმაც დაამტკიცა რო გუნდურად ბრძოლა შეგვიძლია. გადახედეთ ესპანეთის შემადგენლობას,ეს შემადგენლობა განსხვავებულია 2008-12 წლების გუნდისგან,სადაც ბირთვს წარმოადგენდა ბარსა და რეალის ფეხბურთელები. დღეს,ეს ბირთვი არის ბასკური,ბილბაო და რეალ სოსეადადი არის ამ ნაკრების საბაზო გუნდები. რა თქმა უნდა სხვებიც არიან,თუმცა ორი გრანდიდან ბევრი არავინ. კარვახალი და ნაჩო რეალიდან,იამალი,ტორესი,პედრი და ფერმინი,რომელთაგან 2 არცკი უთამაშია. ახლა გადახედეთ გაბღენძილ ინგლისელებს,ზამენაზე ისეთი ხალხი ეჯდათ რო რავი რა.თუმცა ესპანეთი არის გუნდი და ინგლისი არა. ესპანეთში ყველა მნიშვნელოვანია,ინგლისისთვის არა და ეს სწორია? ტრენტს იმას უწუნებენ რო დაცვაში არ არის კარგი და უოლკერი ამიტომაც არის სასტარტოში,თუმცა ორივე გოლი მისი ზონიდან გავიდა. გუნდს ყავდეს ტრენტი და არ ათამაშებდეს,ეს არის დანაშაული და დაისაჯა კიდეც ინგლისი. და კიდევ,ჩვენი სტილი უნდა შევმუშაოთ და ბავშვთა ფეხბურთიდან ასე გავზარდოთ ხალხი,მერე ყველაფერი შეიძლება.თუმცა ჯერ ბავშვთა ფეხბურთი არის გადასარჩენი და ჯერ გადავარჩინოთ,მერე ვიფიქროთ სტილზე.

• არჩი

სასიამოვნო საკითხავია ამ ჟურნალისტის ნაწერი. სამწუხაროდ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ ცხოვრების დონის დაცემასთან ერთაიდ ბევრი მიმართულებით გაუარესდა სიტუაცია და მათ შორის ფეხბურთშიც და სპორტულ ჟურნალისტიკაშიც. ბოლო შვიდი-რვა წელია თანდათან უმჯობესდება სიტუაცია, სპორტშიც აღმავლობაა და იმედი მაქვს, ზოგადად ჟურნალისტიკის და მათ შორის სპორტულის დონეც ამაღლდება - დაიცლება თანდათან ქაჯობისგან, პროვინციალური სტილისგან და ჟურნალისტი არ იქნება პოლიტიკურად ანგაჟირებული.

პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას შეეცდება

"ნებისმიერ ნორმალურ ნაკრებში ამას დიდი განხილვა და გუნდიდან მოკვეთა მოჰყვებოდა" - უკრაინელმა ჟურნალისტმა საქართველოსთან მატჩამდე თავისი ქვეყნის ნაკრებზე სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა

"ძალიან დაბალი ინტენსივობა იყო და ამის მიზეზი ეს გახლდათ" - ანჩელოტიმ ევრო 2024-ზე ისაუბრა

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

[PHOTO] ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ ვანდამ საღამო პსჟ-ს ვარსკვლავთან გაატარა

ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"ეს ორი ფეხბურთელი გერმანიის ნაკრებში არ უნდა თამაშობდეს" - მიხაელ ბალაკი

"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

დადასტურდა - ლაკაზეტთან ერთად "ლიონს" რაიან შერკიც ტოვებს და თვალი კვარაცხელიას პსჟ-ისკენ უჭირავს

შესარჩევს თურქეთთან თბილისში ვიწყებთ, წელს სომხეთში სტუმრობით - კალენდარი და თავისუფალი ივნისი

"კვარას" ვეტყვი, ეს საქმე გააკეთოს" - მიქაუტაძეს ხვიჩასთან სათხოვარი აქვს... "ლიონში" მატჩის შემდეგ ეს ხდებოდა [VIDEO]

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოს მეტოქეზე. "ჩვენი და ბასკების გარეშე სენეგალსაც ვერ მოუგებდით" - კატალონიელი პოლიტიკოსი

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

კაცნაკლულმა ესპანეთმა შვეიცარია დაამარცხა - დანიამ სერბეთს სძლია [VIDEO]

"ბარსელონა" იამალს 6-წლიან კონტრაქტს შესთავაზებს

8 გოლი და ქამბექი, რომელიც საკმარისი არ აღმოჩნდა - ესპანეთის ნაკრებმა ოლიმპიადის ფინალში საფრანგეთი დაამარცხა [VIDEO]

უნდა ჩათვლილიყო თუ არა იამალის გოლი? - ვიდეო, რომელიც ყველაფერს ნათელს ხდის [VIDEO]

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

დუემ, კვარაცხელიამ და პსჟ-ის სხვა ფეხბურთელებმა სოციალური ქსელი დაიპყრეს - ლიგის ფინალის შემდეგ ციფრები მნიშვნელოვნად შეიცვალა

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

მიქაუტაძის "ლიონი" მძიმე დღეში აღმოჩნდა - ტრანსფერების გაკეთება 1 წლით აუკრძალეს

თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]

[VIDEO] საფრანგეთში წლის საუკეთესო გოლის პრიზზე 8 ნომინანტიდან 3 ქართველი იბრძვის - როგორ მივცეთ ხმა კანდიდატებს

ისეთივე პირობები, როგორიც მბაპეს - პსჟ იამალს ზღაპრულ კონტრაქტს შესთავაზებს

"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს

კვარაცხელია და მბაპე რონალდოს განსხვავებულად დაემშვიდობნენ - როცა საყვარელ ფეხბურთელს ამარცხებ [PHOTO]

"ნაპოლიში" კვარაცხელიას გადამყვანი კრისტიანო ჯუნტოლი "იუვენტუსიდან" გაუშვეს

პსჟ სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება - El Gol Digital ზაფხულში კვარაცხელიას გუნდის მიზანზე

"იცით, გული რაზე მწყდება?" - ლაკაზეტმა მიქაუტაძეზე ისაუბრა

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

ცოტათი დაუჯერებელი - მიქაუტაძე ევრო 2024-ის "ოქროს ბუცთან" ახლოსაა...

დღეს ფინალია! ესპანეთი ფავორიტია, თუმცა... შურისძიება ბათუმის გამო?!

[VIDEO] დეშამმა პსჟ-ის ფეხბურთელებს ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა - მარკუს ტურამის რეაქცია ინტერნეტს იპყრობს

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

"ოქროს ბუცის" მფლობელ მიქაუტაძის მადლობა - "მონაკო" გაიწელა და იქნებ "რომა" კვლავ აქტიურობს...

ჩანაწერები გერმანიიდან. კვარაცხელია - ლიდერი, რომელშიც გულწრფელი ბავშვი ცხოვრობს - ისევ დავრუნდებით!..

"ჩემი აზრით, შემდეგი რონალდო ის იქნება" - პორტუგალიელის ყოფილი აგენტი

მიქაუტაძის 2024 - ევროპის ჩემპიონატის თანაბომბარდირი, შერწყმა "ლიონთან" და დიდი პერსპექტივები ჩერკისთან...

"ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული, ამ მოთამაშეს დღესვე შევიძენდი" - იამალმა ნიკო უილიამსზე ისაუბრა

სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა