ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

"საქართველოს ნაკრების მიზანი ახლა ესაა! რაც შეეხება ჩემს მომავალს..." - განვლილი ევრო, ნაკრების მიზნები და სამომავლო გეგმები... ინტერვიუ ოთარ კაკაბაძესთან

SportoweFakty-მ საქართველოს ნაკრებისა და "კრაკოვიას" მცველ ოთარ კაკაბაძესთან ინტერვიუ გამოაქვეყნა. ჩვენებურმა განვლილ ევროპის ჩემპიონატსა და თავის მომავალზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, პოლონეთში ყოფნით ის და მისი ოჯახი ძალიან ბედნიერნი არიან და არსად წასვლას არ აპირებს.

"ევრო 2024-ზე ნამდვილად შესანიშნავი იყო. ახლაც, გერმანიიდან დაბრუნებიდან ორი კვირის შემდეგ, ყველაფერი კარგად მახსოვს. ეს იყო მართლაც მნიშვნელოვანი რამ ქვეყნისთვის, ყველა ჩვენგანისთვის. ძალიან ვამაყობ.

ტურნირის მსვლელობისას ყველამ ვიგრძენით ჩვენი სამშობლოდან ხალხის დიდი მხარდაჭერა. ალბათ, ხედავდით, რა შესანიშნავად მიგვიღეს ევროს შემდეგ, რამდენი ხალხი შეიკრიბა ქუჩებში. გადაჭედილი ქუჩების ნახვა მართლაც დაუჯერებელი სანახაობა იყო.

ქალაქში სპეციალური ავტობუსით ვიარეთ და გულშემატკივრებს მივესალმეთ, ხელებს ვუქნევდით, მადლობას ვუხდიდით მხარდაჭერისთვის. ეს იყო მშვენიერი ღამე, სამუდამოდ დაგვამახსოვრდება, ჩვენი სიცოცხლის ბოლომდე.

პორტუგალიასთან მატჩი მართლაც რაღაც განსაკუთრებული იყო. ევროზე ჩვენ წასვლამდე ბევრმა იკითხა, რატომ მიდიოდა საქართველო ამ ჩემპიონატზე, ჩვენ კი ვთქვით, რომ ნამდვილად არ გვინდოდა ტურისტები ვყოფილიყავით და ვფიქრობ, ეს საქმით დავამტკიცეთ. ჯგუფიდან გავედით, რასაც ვფიქრობ, არავინ ელოდა.

ვთხოვე თუ არა ხვიჩას მსგავსად რომელიმე პორტუგალიელს მაისური? - არა. როცა პატარა ვიყავი, მატჩების შემდეგ ვცდილობდი მაისურების გაცვლას. ახლა მირჩევნია ჩემი შევინარჩუნო. რონალდო, რა თქმა უნდა, ბევრისთვის ფეხბურთის გმირია, ყველა ჩვენგანისთვის შესანიშნავი მოთამაშე.

ვის ვთვლი საუკეთესო ქართველ ფეხბურთელად ამ ევროზე? - უკეთესი იქნება, ჩემ ნაცვლად ამ თემაზე გულშემატკივრებმა ისაუბრონ. ჩვენს გუნდში რამდენიმე მოთამაშეს მართლაც შესანიშნავი თამაშები ჰქონდა.

უპირველეს ყოვლისა, ჩვენ გუნდურად წარმოუდგენლად ვიმუშავეთ. ჩემი მხრიდან ვინმეს გამოყოფა ალბათ არასწორი იქნება. ჩვენი მეკარე მამარდაშვილი საოცარი მოთამაშეა. ჩემთვის ის არის ფეხბურთელი, რომელსაც შეუძლია მსოფლიო ტოპ-კლუბებში თამაში. სამომავლოდ მას ჩემპიონთა ლიგის ტრიუმფატორთა მსურველი გუნდის მეკარედაც კი ვხედავ. ჩემი აზრით, ის მართლაც უმაღლესი დონეა. ბევრი დიდი ფეხბურთელი გვყავს, მათ შორის, კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე.

ნიშნავს თუ არა რაიმეს, რომ მომავალ ჩემპიონებთან წავაგეთ? - არა. ზოგისთვის ამას მნიშვნელობა აქვს, მაგრამ სულაც ინგლისს რომ მოეგო, ჩემთვის არაფერი შეიცვლებოდა.

ასევე უნდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ესპანეთმა გამარჯვება დაიმსახურა იმის გამო, თუ რამდენად კარგად თამაშობდნენ ფეხბურთს. ისინი იმსახურებდნენ ჩემპიონობას, მართლაც საუკეთესო გუნდი ჰყავდათ.

რა არის საქართველოს ნაკრების მიზანი? - ახლა 2026 წლის მუნდიალზე უნდა გავიდეთ! მნიშვნელოვანია, რომ შედარებით ახალგაზრდა გუნდი გვყავს. მიმაჩნია, რომ მომავალში საქართველოს ევროპულ ფეხბურთში კიდევ შეუძლია დიდ წარმატებას მიაღწიოს. ევროზე ეს შედეგი საქართველოში ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვისაც გარკვეული ინსპირაციაა.

ბევრმა ადამიანმა, ვინც ევროს წინ საქართველოს შესახებ ბევრი რამ არ იცოდა, ჩვენი სიურპრიზის შემდეგ საქართველოთი დაინტერესდა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ კარგად გავაკეთეთ სამუშაო.

ჩემი მომავალი? წასვლა, რომ მდომებოდა, ევროპის ჩემპიონატის წინ კონტრაქტს არ გავახანგრძლივებდი. ჩემს ოჯახთან კონსულტაცია გავიარე და აქ ძალიან ბედნიერი ვარ.

აქ თავს ისე ვგრძნობ, როგორც საკუთარ სახლში. ერთი სული მაქვს ახალი სეზონი დაიწყოს. აქ კიდევ სამი წლით მოქმედი კონტრაქტი მაქვს.

მთლიანად "კრაკოვიაზე" ვარ ორიენტირებული და ჩემს მომავალს ამ გუნდში ვხედავ", - თქვა კაკაბაძემ.

• თეიმურაზ კვიტაიშვილი

მაგარი ფეხბურთელი, მშრომელი და კარგი ადამიანია ოთარი! დიდი წვლილი შეიტანა ნაკრების წარმატებაში! ჯანმრთელობა და წინსვლა

• alexandre

წარმატებებს გისურვებ, ოთო! გაიხარე! და კიდევ მრავალჯერ გაახარე შენი ერი!

• zaza

უნდა გაახალგაზრდავდეს დაცვის ხაზი , რომ ბურთის სწრაფი ამოტანა და უკან დაბრუნება შეძლონ სწრაფადვე , თორემ ის ახალგაზრდული ნაწილი გუნდისა , რომელიც გვყავს ისევ ,,ავტობუსში " იდგება . ამით იმას არ ვამბობ , რომ ბიჭებით არ ვამაყობ , რაც გააკეთეს არ ვუმადლი -პირიქით , მაგრამ ის ეტაპი დამთავრდა და თუ მეტი გვინდა , მაშინ ჩემი აზრით, ტაქტიკა უფრო მრავალფეროვანი უნდა გავხადოთ. აქ არ ვწერ , მაგრამ 90% გულშემატკივრებისა მიხვდება , ვინც ჩემი აზრით ნაკრებიდან უნდა წავიდეს . მიბაძონ ყოფილ , სამაგალითო კაპიტანს .

• დათო

უკეთესს გუნდზეც არ ვიტყოდით უარს :)

• რატი

ოთომ მაგრად ჩაატარა ეს ევრო .

• გიორგი ვარშავიდან

მადლობა ოთარის , შესანიშნავ ფეხბურთელს და ძვირფას ადამიანს. წარმატებები კარიერაში და პირად ცხოვრებაში. ველოდებით შენ თამაშებს კრაკოვიაში !

• შახრუდინი

კაკაბაძე საქართველოს ნაკრების უმნიშვნელოვანესი ფიგურა.დარწმუნებული ვარ მომავალში ნაკრების დაცვის ცენტრში ვიხილავთ ფლანგისთვის საკმარის სისწრაფეს რო დაკარგავს.ძაან მაგარია დაცვაში

• მინდია

მაღალ დონეზე ითამაშე კაკაბ ამ ევროზე. ცოტა გული მწყდება კიდევ უფრო კარგი კარიერა შეგეძლო. თუმცა განსაკუთრებით ესპანეთში ტრავმებმა გაგაწამა. ნებისმიერ შემთხვევაში მადლობა ჩვენგან

რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს

გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა

სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა

ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში

"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით

ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა

ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი

თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს

შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს

"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს

დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს

ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს

Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს

[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა

ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა

საქართველოს ნაკრების მოთამაშე კარიერას "ბაიერნში" გააგრძელებს

რატომ არ ითამაშა საქართველოს ნაკრებში ბოლდუინმა - GBF.GE სიტუაციას განმარტავს

საიდან შეიჭრა და როგორ გაიტანა - კაკაბაძის გოლით "კრაკოვიამ" გამარჯვება მოიპოვა [VIDEO]

"ძალა ჩვენშია, რომელიც ერთიანობაშია" - "ჯვაროსნების" მატჩისწინა ვარჯიში და კომენტარები

კაკაბაძე შეტევაში ჩაერთო და "გურნიკს" გაუტანა [VIDEO]

"სირცხვილია, მისგან პასი აღარ მიიღოთ!" - გია ჭანტურიამ კაკაბაძის განცხადების შემდეგ ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებს მიმართა

კაკაბაძემ "კრაკოვიასთან" კონტრაქტი გააგრძელა

ოთარ კაკაბაძე "კრაკოვიას" კაპიტანი გახდა

ქართველების მიმართ ინტერესი იზრდება - კაკაბაძემ შეიძლება კარიერა ინგლისში ან გერმანიაში გააგრძელოს

"გამეღიმა, როცა ეს ამბავი გავიგე" - "კრაკოვიას" პრეზიდენტმა კაკაბაძეზე ისაუბრა