კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“-მა საკუთარ მოედანზე „პარტიზანი“ 2:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თავიდანვე სახიფათოდ შეუტიეს და მომენტები შექმნეს: ტაბატაძის მეტოქის საჯარიმოში წაქცევისთვის მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. შემდეგ მეკარე კირკომ ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი. 31-ე წუთზე კი თბილისელები თერთმეტმეტრიანით ნონიკაშვილმა დააწინაურა.

„იბერია 1999“ აშკარად სჯაბნიდა მოწინააღმდეგეს, მეტადრე - ტექნიკურად, მეორე ტაიმის დასაწყისში მათმა ნახევარმცველმა რაპაიმ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო და რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. სილამ მალე მეორე გოლი გაიტანა, რომელსაც ჯინჯოლავამ ისეთი გადაცემა გაუკეთა, ბურთის კარში შეგორებაღა დარჩა. ცოტა ხანში სილა მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ დუბლის შესრულება ვერ შეძლო. ტირანელები უხეშობდნენ, კოხრეიძემ და სილამ ტრავმები მიიღეს და შესაცვლელები გახდნენ. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და კორღალიძის შეგირდებმა 2:0 გაიმარჯვეს.

საპასუხო შეხვედრა 1-ელ აგვისტოს გაიმართება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

იბერია 1999 - პარტიზანი 2:0

გოლები: 1:0 ნონიკაშვილი (31, პენ), 2:0 სილა (57)

გაძევება: რაპაი (47, პარტიზანი)

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, ჯგერენაია, აგიაკვა, კაპანაძე, ქარდავა, ნონიკაშვილი (დადიანი 90+7), კოხრეიძე (მამაცაშვილი 79), გ. მამაგეიშვილი (ფლორესი 90+7), ი. ტაბატაძე (გეგუჩაძე 85), სილა (სიხარულიძე 85)

Karche ra
ტორპედოს ისეთი პიროებები აქვს და ხელფასები რაც საქ ჩემპიონატში ხელფასებია მთლიანად ყველასი ერთად მარტო ერთ ფეღბურთელს ექნება ტორპედოში მაგრან აზრიი....
ყურადღება!!!
ნონიკაშვილის და ტაბატაძის ქცევებმა, განსაკუთრებით ნონიკაშვილის "ძველბიჭობამ" საკუთარი ფეხბურთელების მიმართ 90იანი წლების ქართული ფეხბურთი გამახსენა, კიდე თუ არსებობდა "ძედავშინა" კლუბებში არ მეგონა. წარმომიდგენია ვარჯიშების დროს რა დღეში ეყოლებათ თანაკლუბელები, განსაკუთრებით ასაკით უფრო პატარები!!!
S.K.
არ მესმის საერთოდ რა აზრი აქვს ასეთი გუნდების არსებობას (ან ერთის ან მეორის), სადღაც ინგლისის მე 11 (არაპროფესიონალური) ლიგის დონის, ზოგადად ფეხბურთისთვის? ხო, იქ ადგილობრივები მაინც ავსებენ პატარა სტადიონებს ლუდის დასალევად!
გოდერძი ბაბანგიდა
ძალიან მშიშარა მწვრთნელი ყოფილა კორღალიძე.
Givi
გელაშვილი იბერიაშიაო იწერებოდა და არსად ჩანს, სად არის ხომ არ იცით?

შეცვლები დაგვიანებული, რისკი 0, შემართება და გუნდურობა, რაც ყოველთვის ჰქონდა ამ გუნდს, გუშინ არ იყო, ლეგიონერებს საფეხბურთო ინტელექტი დაბალი, ფიზიკა დაბალი, რა ვიცი.. იმედია, შემდეგ თამაშს უფრო ძარღვით ჩაატარებენ მწვრთნელებიც და მოთამაშეებიც. წარმატებები! არავის ეგონოს, რომ არ ვიცით, რა პირობები გაქვთ, ბიჭებო, ამიტომ ამასაც როგორ ახერხებთ, მიკვირს
ქომაგი
2 ლეგიონერი ყავდათ და მშვენივრად ითამაშეს ასე თუ ისე. მთავარია მოიგეს. ტორპედო და ბათუმი მწვრთნელების ჩათვლით სავსეა ლეგიონერებით და შედეგი არაფერი. უნდა ქონდეს ლიმიტი ლეგიონერებს და მეტი ქართველი ითამაშებს უმაღლეს ლიგაში. ფეხბურთელიც გაიზრდება და კონკურენციაც იქნება. წარმატებები
გიზოგ
შოთა, ფეხბურთი ითამაშე, გამოცდილი ხარ და უნდა ულიდერო გუნდს კაპიტანთან ერთად. გოლის გატანა გულავის უფლებას არ გაძლევს. წარმატებები შოთა!!!
გიზოგ
მართალი ბრძანდებით, როცა ასეთი საჩუქარი გეძლევა, მას მაქსიმალურად უნდა იყენებდე, თუ ჯგუფში შესვლა გინდა. ორ მატჩიანი ბრძოლის შედეგი გუშინ უნდა გადაწყვეტილიყო. წარმატებები იბერია 1999-ს.
ზურიკო
სად გამოხტა ეს იბერია თორე კარგად მივდიოდით წაგებებით… ეს ნახევრად ხუმრობით ისე კი უკვე ძაან მიკვირს ჩვენების მოგება კი არა ფრეც კი ))
ბექა
გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია მაგრამ გვინდა ჯგუფში შესვლა? მთელი მეორე ტაიმი კაც ნაკლული გუნდი იმდენ სივრცეს ითვისებდა რიგ ეპიზოდებში ასე მეგონა იბერია იყო კაც ნაკლული.ჩვენ უფრო ვცდილობდით დროის გაყვანას ვიდრე მეტოქე. შანსი არ აქვს ამ თამაშით იბერიას ნეტა ვცდებოდა და ასე მგონია ამ ეტაპზე დასრულდება ამ გუნდის მოღვაწეობა ასეთი თამაშათ ტირანაში. აქ უნდა გადაეწყვიტათ ყველაფერი და არ უნდა ესეირნათ მოედანზე.
გიორგი კაჭკაჭიშივილი
კოხრეიძე როგორ არის საინტერესოა, კარგი ხედვაა აქვს ამ ბიჭს მოედნის. მეტად უნდა გამოეყენებინათ მათი კაცნაკლულობა.
არ მოველოდი
არ მეგონა თუ ვაისზე დიდი კურდღელი მწვრთნელი კიდევ არსებობდა მსოფლიოში. თურმე ვცდებოდი. კორღალიძე ყოფილა. ამ ნონიკაშვილს კიდევ თავი კიტრი რატომ გონია. ძალიან უდისციპლინო და თავში ავარდნილი ფეხბურთელია. მე მაგალითად გუნდიდან საერთოდ გავუშვებდი.
სტატუს ქუო
სადაური პარტიზანია,რატომ არ წერთ?
Kommarkos
ისეირნონ მოედანზე და ვნახავ 1 აგვისტოს გოლებით ამოტენილს ტირანაში. არ უნდათ ამათ ფეხბურთის თამაDი!
ნიკა
კარგად ითამაშეს, მაგრამ დავეთანხმები ყველას აქ უნდა მოგვემთავრებინა და დიდი ჰანდიკაპით მოგვეგო აშკარად დაზადნა მწვრთნელმა, ასევე სათადარიგო ფეხბურთელების ნაკლებობა იყო. წარმატებები არ მოდუნდეთ ალბანეთში რა ძაღლებიც არიან იცით და გაქვთ გამოცდილება. ქართული გუნდების თამაშიდან მხოლოდ ეს მომეწონა ფეხბურთი ითამაშეს. ბათუმის თამაშიც მომეწონა ლუდოგორეცთან, მაგრამ ყველაფერი გადახაზეს გუშინდელი წაგებით
იასონას უდარი
სასიხარულოა მოგება,თუმცა მომავლის იმედი მაინც არ არის. ის უნდა ითქვას რო საბურთალო და ახლა იბერია ყველაზე სწორად მუშაობს.უკრაინელმა დემჩენკომ მენტალიტეტი დაგვიწუნა ქართველებს,ხოდა ხომ არის გასაროზგი? ჩვენი მენტალიტეტი ნახა აგერ ევროზე და იბერიას შეხედოს,ძირითადი ბირთვის არის ქართველების.
Gomako
ჩხირი კედელს,შედეგით კმაყოფილი ვარ,თამაშს რა მაყურებინებდა ყლიფიას და ყვერიძეს ხელში,იმედია გავალთ
Levani
2-0 იგებ სახლში 10 კაცთან და დროის გაყვანა,უკან პასები და გორაობა რა სიბრძნეა? მესამე გოლზე არ უნდა გაიწიო?
ქართველი
მიხარია რომ გაიმარჯვეს და ვულოცავ ამ კარგ ამბავს, მაგრამ 10 კაციან (და გადაყვითლებულ) ალბანურ გუნდს უნდა შეუტიო და არ უნდა ჩაჯდე დაცვაში ნახევარი საათით ადრე :) სამწუხაროდ ბევრჯერ გვახსოვს ალბანეთში წასული ჩვენი კლუბები 2 და 3 ბურთიანი ჰანდიკაპით და უკან დამწუხრებული დაბრუნებულან.. ასე რომ აქ უნდა დაემთავრებინა საბურთალოს ყველაფერი..
საბო: ინფანტინო რუსებისგან ქრთამს იღებს
[PHOTO] რა ქნას, დარდს იქარწყლებს... - მუდრიკი "სამაგალითოდ" მოქცევას აგრძელებს
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები ხორვატიასთან მატჩისთვის ემზადება
"ვინისიუსის დამატება? თუ შესაძლებელი იქნება ამაში ლიგის აღმასრულებელი დირექტორიც ჩაერთვება" - "ალ ჰილალს" ბრაზილიელის დამატება სურს
ქუთაისმა ბათუმში ბოლო წამზე იმარჯვა, ზესტაფონმა რაში 16 სამქულიანით უშანსოდ დატოვა
[VIDEO] "მანჩესტერ სიტიმ" "ნიუკასლს" ისევ მოუგო და ფინალში გავიდა
დი ლორენცოს ოპერაციის გაკეთება მოუწევს
ტერ შტეგენმა "ჟირონაში" ტრავმა მიიღო და საოპერაციოა
ქართველების "მეცში" "ბაიერნის" ყოფილი მცველი დაბრუნდა
MLS ან საუდის არაბეთი - კაზემიროს კარიერის გაგრძელების ორი ვარიანტი აქვს
დიდი გეგმები ზაფხულისთვის - "მანჩესტერ იუნაიტედი" ტრანსფერებზე ბევრს დახარჯავს
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
საქმე სერიოზულადაა - პსჟ ზაფხულისთვის ტოპ ტრანსფერის გაკეთებას შეეცდება
[VIDEO] ჰავერტცმა ყოფილ გუნდს გაუტანა - "არსენალი" ინგლისის თასის ფინალში ითამაშებს
[VIDEO] "რეალის" მძლეველი "ალბასეტე" "ბარსელონასთან" დამარცხდა
[VIDEO] ჩაკვეტაძის კარგი მატჩი და "უოტფორდის" სტუმრად ფრე ერთ-ერთ ლიდერთან
თებერვლის პირველი ნახევარი | ფიბა-ს ევროტურნირების 3 მატჩი 2 ქართველს
გიორგი ცხოვრებაძის გოლი ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო ათეულში მოხვდა
"ინტერმა" 197-სანტიმეტრიანი ნახევარმცველი შეიძინა
"ლივერპული" დოყლაპიაა - დიუგარი ჟაკეს ტრანსფერს გამოეხმაურა
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
ფალკაოა თუ ფრანკენშტაინი - რას დაგამსგავსეს, რადამელ?
"ბორჯღალოსნები" | ვიწყებთ რუმინეთით, ვამთავრებთ იტალიით!
სანდრო ალთუნაშვილი "ჰაპოელის" ფეხბურთელი გახდა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
"საბურთალომ" ალბანეთში გაიმარჯვა და შემდეგ ეტაპზე "სტიაუას" დაუპირისპირდება [VIDEO]
Geo Team: გიზი მამაგეიშვილმა "შტურმთან" კონტრაქტი გააფორმა
გორის სტადიონზე ისევ დაბნელდა - "საბურთალო" "პარტიზანთან" დამარცხდა [VIDEO]
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
ლაშა ნოზაძე: უნდა ვაჯობოთ მეტოქეს და გამარჯვებულები გამოვიდეთ
გამარჯვების ტოლფასი ფრე ალბანეთში - "იბერია 1999" კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპზე გავიდა
ოფიციალურად - გიზი მამაგეიშვილი "შტურმის" ფეხბურთელია
ფინალის დღე | საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი | ყველაფერი სუფთა ფურცლიდან იწყება...