ქართველ ძიუდოისტებს ოლიმპიადებზე ერთგვარი ბედისწერა დაჰყოლიათ. თითქოს ჩვენთვის ოქროს მედლების წარმოსახვითი რაოდენობრივი კვოტაა დაწესებული. საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობიდან მოყოლებული, ერთ ოლიმპიადაზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი გვქონდა, დამოუკიდებლად მონაწილეობის შემდეგ კი მის მოპოვებას, ფაქტობრივად, ერთსა და იმავე წონაში ვახერხებთ.

ლაშა შავდათუაშვილის გარდა, რომელიც -66 კგ წონით კატეგორიაში გამოდიოდა, საქართველო პირველობას -90 კგ-ში ზეიმობდა - ზურაბ ზვიადაური, ირაკლი ცირეკიძე, ლაშა ბექაური... იმედია, პარიზის 2024 წლის ოლიმპიადაზე ეს სტატისტიკა უკეთესობისკენ შეიცვლება, თუმცა ბექაურს ზემოხსენებული ფაქტორის გამოც უკავშირდება განსაკუთრებული იმედები. არადა, როგორია, ტიტული დაიცვა...

ჭრიკიშვილის მარცხი...

ისე, ჩემპიონობის გამეორება როგორია, 30 ივლისს კი ვნახეთ, რაც იაპონელმა ტაკანორი ნაგასემ (-81) შეძლო. ამ წონასაც მივადექით. აი, აქ კი იღბალს ჩვენთვის ზურგი უქცევია... 2016 წელს ავთანდილ ჭრიკიშვილი (-81) კვლავ ამერიკელ ძიუდოისტთან დასანანად დამარცხდა. ავთო, რომელიც მსოფლიო ჩემპიონი იყო და წინა ოლიმპიური თამაშების გამოცდილებაც ჰქონდა. სხვათა შორის, ბრინჯაოს დაპირისპირებაში ნახევარფინალიდან მძიმე ემოციური მდგომარეობით რომ გადავიდა, სწორედ ნაგასესთან წაააგო. 2021 წელს ტატო გრიგალაშვილი ოლიმპიადას (ასევე -81 კგ) ადრეულ ეტაპზე, მოულოდნელად გამოეთიშა.

ამ ყველაფრის ოქროთი გამოსწორების შანსი ახლა მოგვეცა, მაგრამ ნაგასემ ნახევარფინალით ძალიან დაღლილ და აშკარად ტრავმით შეწუხებულ ჩვენებურს ბევრი შანსი არ მისცა...

ცირეკიძე და ზვიადაური - ოლიმპიური ჩემპიონები

ისევ ბექაურსა და ჭრიკიშვილს დავუბრუნდეთ. როცა ავთომ წააგო, მეორე დღეს ტატამზე ვარლამ ლიპარტელიანი გავიდა. კაპიტანმა ვერცხლი იკმარა, შემდეგ ატირდა, მერე კი თქვა, რომ გამარჯვება იმიტომაც სურდა, ის დამწუხრებული ჭრიკიშვილისთვის მიეძღვნა. ახლა ვერცხლის მედალი გვაქვს, ეს ფიქრები კი 31 ივლისს ლაშას თავში მაინც იტრიალებს.

ნამდილად არ გვსურს, ბექაური ზედმეტად დავძაბოთ, მას პასუხისმგებლობა ისედაც არ აკლია. თვალს ვადევნებთ მის აქტივობებს სოციალურ ქსელებში და კარგია, რომ ნებისმიერ დაძაბულობას "ისხლიტავს", კარგ ხასიათზეა და საკუთარი შესაძლებლობების სწამს!..

ყურები არც უნდა ჩამოვყაროთ, ჯერ ერთი ვერცხლი გვაქვს, თუმცა დარჩენილ დღეებში შეგვიძლია, კვარცხლბეკზე ვიდგეთ. მეორე გაფრთხილების მერე, დაღლილი და ტრავმირებული ტატო გრიგალაშვილი საკუთარ თავს რომ გადაახტა და ფინალში ჩემპიონურად გავიდა, ამ შემართებით ყველაფერს ვეცდებით მაინც, თუ ვერ შევძლებთ!..

ჟორა გაბრიჭიძე
ქართველი ძიუდოისტები ამშვენებენ ნებისმიერ საერთაშორო შეჯიბრებას, რადგან იაპონელებივით შეტევით ძიუდოს ჭიდაობენ და ხშირად არ უყურებენ იგებენ თუ აგებენ, თვალი ყოველთვის ილეთის გაკეთებაზე უჭირავთ. ეს რა თქმა უნდა კარგიცაა და ცუდიც,რადგან სპორტის ყველა სახეობაში დაცვა და თავდასხმა ერთნაირად აუცილებელია მოგებისათვის. ამიტომ ვარჯიშზე ანგარიშის შენარჩუნებაზე ჭიდაობა ძიუდოისტის მომზადების რაციონის ერთ-ერთი ძირითადი შემადგენელი უნდა იყოს. თუ ეს არ იცი, მაშინ შენარჩუნებაზე არც უნდა იფიქრო და ისე გააგრძელო ჭიდაობა, თითქოს აგებ. ილიას რომ თავის ჭიდაობა ეჭიდავა ბოლომდე, ვფიქრობ გავეშებულ მოჭიდავს კონტრზე დაიჭერდა და იკბილო ჩავარდნებს არ გააკეთებდა.
გენა-ს
მექანიკური შეცდომა დაუშვა, მაგრამ მგონი შენც :(
hm
რეებს ბოდავ, წადი შენ იბრძოლე თუ რამის თავი გაქვს
კაჭკაჭი
მართლა დაწყევლილი ვყოფილვართ ძიუდოში მეორე ოქროზე
vako
დაწესებული კანონზომიერება არაა უბრალოდ მოლოდინი გვაქვს რომ ოქროს მედლებით დაბრუნდებით და გაგვახარებთ ეგაა სულ თორე რაც გინდა ის გიქნიად თუ გინდათ პირველ წრეშივე გამოვარდით რას გვამადლით ჩვენ ნერვები გვაწყდება და გული გასკდომასაა ხოლმე და კიდევ აქეთ გვამადლით
ქედო საკოხია
ტოტტი, მაისურაძეს როგორ წაიყვანდნენ?
ჟორა
ღვთისავარ იქნებ ჩამოყვე წონების მიხედვით და პრიზიორებიც გაგვაცნო არ შეიძლება?თუ ბიძგი გინდა მაინცდამაინც
მწვრთნელი
ბექაურთან შეხვედრის უკლებლივ ყველას ეშინია! იაპონელებს არ უყვართ თავბრუდამხვევი ჭიდაობა ილეთს, რომ ილეთზე აკეთებ! ბექაურმა ეს იცის და თუ დაკვირვებით იჭიდავებს მოიგებს ოქროს! ბაქაურისთვის ვაზარის გაშვება პრობლემა არ არის! იქვე შეიძლება იპონი გაუკეთოს, თუშიშვილმაც ასე იცის, ჯერ გაუშვებს მერე დააიპონებს ხოლმე! დანარჩენები ცოტა სხვა სტილის მოჭიდავეები არიან ჩვენ ნაკრებში და ტატოც აკადემიურ ჭოდაობას გაყვა ამ ოლიმპიადაზე, რაშიც იაპონელები ძალიან განსწავლულები არიან! არ უნდა ამოასუნთქო მოწინააღმდეგე და მოფიქრების დრო არ უნდა დაუტოვო! ამას აქამდე ტატო კარგად აკეთებდა გრიგალივით!
rable
ტატოს ფსიქოლოგიურად ვერ იყო მზად, წინა ოლიმპიადაზეც ტრიბუნებისკენ ჰქონდა ხშირი მზერა და ეხლაც.. კონცენტრაცია დააკლდა.. მატეს მერე ბევრჯერ დაიწყო პარტერში მოქმედება, ხშირად აგვიანებდა ილეთს, დააკვირდით ნაგასეს ბოლო გდებას -რამდენიმე წამი ელოდა და მარცხენა როგორცვე აწია, მყისვე გამოუსვა.. ტატო დიდი ტალანტია და შრომით ოლიმპსაც დაიპყრობს... დღეს ბექაური ორგზის ოლიმპო გახდება, მჯერა. წარმატება
ტოტტი
ლაშა მოიგე და აღარ ვიტყვი ლუკა მაისურაძე წაეყვანათ ნეტათქო . (ეხლა მასე ვამბობ)
გენა
ტრავით არა ტრამვაით ჭიდაობდა
დიმა
წინა ოლიმპიადაზე ტატომ ბრინჯაოსთვის იჭიდავა. კასესთან წააგო.
G.LA
გილოცქვთ. ეს პირველი მედალი და კიდევ მრავალი აგვეღოს ოლიმპიადაზე. კი ოქრო გვინდოდა ჩვენ ტატოსგან მაგრამ ისე არ აეწყო როგორც ჩვენ გვინდოდა. მგონი ტრავით ჭიდაობდა ტატო.
თომა
ის სთქვი, რაც უნდა თქმულიყო.100%
ტატო
როგორც ლ.თედიაშვილი იტყოდა, ბეჭდაუდებელი მოჭიდავე არ არსებობს... მაგრები, ძალიან მაგრები ხართ ბიჭებო!!! ჩვენზე ბევრად დიდ ქვეყნებს ოლიმპიური ლიცენზია ენატრებათ დღემდე და 7 თუ 8 მილიარდიან სამყაროში ერთი დიდი მეგაპოლისის გარეუბნის მოსახლეობის რაოდენობიდან ამორჩეული მოჭიდავეებით მსოფლიოს საუკეთესო ხუთეულიდან არ გამოვდივართ.... მართლა ძალიან მაგრები ხართ
ფულადი ჯილდო და ეროვნული ორდენები - პრემიერმა ძიუდოისტთა ნაკრები დააჯილდოვა
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
"ყველანი მეუბნებოდნენ, ქალს რა უნდა ძიუდოში, ეს კაცების სპორტია და თავი დაანებეო" - ინტერვიუ ძიუდოში პირველ ქართველ მსოფლიო ჩემპიონ ქალთან
კიბო დაამარცხა - ვან გაალმა საზოგადოებას კარგი ამბავი ამცნო
საქართველოს U20 ნაკრები ავსტრიასთან ბრძოლაში დამარცხდა
ფედერაციის მივლინებით ევროპის ქალთა სამიტზე სლოვენიაში ოთხმეზური და დანელაშვილი იმყოფებიან
გოგლიჩიძე ლა ლიგაში? - იტალიური გამოცემა საბაზე წერს
"მან ყველაზე მეტად აღმაფრთოვანა" – "ბარსელონას" მეკარე თანაგუნდელზე
"რეალმა" კარერასის ტრანსფერი შეათანხმა - "ბლანკოსი" "ბენფიკას" 50 მილიონ ევროს გადაუხდის
"არსენალი" "ჩელსის" შემტევს 52 მილიონ ევროდ შეიძენს
"თუ ეს მოხდება, დიდი ალბათობით, თოფურიასა და მახაჩევის სუპერ ჩხუბს ვიხილავთ" - დეინა უაითი
"კლოპი უკმაყოფილოა? იცით, რას გეტყვით?" - ვენგერმა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის კრიტიკოსებს უპასუხა
პირველი მილიონიანი ტრანსფერი ქალთა ფეხბურთში - "არსენალი" "ლივერპულის" ლიდერს იმატებს
16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა გიბრალტარი გაანადგურა და ბრძოლას მე-5 ადგილისთვის აგრძელებს
"ყველაფერი გავაკეთეთ, რათა გორში გამარჯვებულები დავბრუნებულიყავით" - რა ითქვა ლუქსემბურგში გამარჯვების შემდეგ
სიმიჩი: ამას მხოლოდ კომპიუტერულ თამაშში თუ წარმოვიდგენდი
ქართველების გარეშე, ბრაზილიელების გოლებით - "შახტარმა" "ილვესი" გაანადგურა
Geo Team: ლოჩოშვილი კარიერას გერმანიის ცხრაგზის ჩემპიონ გუნდში გააგრძელებს
ყოჩაღ - "დილამაც" შემოატრიალა თამაში და ლუქსემბურგში გაიმარჯვა!
[VIDEO] 4:3 - "ტორპედომ" "ორდაბასის" მაგარი თამაში შემოუტრიალა!
სანამ ბავშვთან მამა მივიდოდა, პირველადი დახმარება ხელაიფიმ აღმოუჩინა - პსჟ-ს პრეზიდენტის ეს ქმედება სოციალურ ქსელებს იპყრობს [VIDEO]
როგორ განწყობაზეა ჩვენი მეტოქე? - "ჩიტასის" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | შეცვლილი შემადგენლობით და დებიუტანტებით "ჩიტასთან"
ავთანდილ ჭრიკიშვილმა და ვარლამ ლიპარტელიანმა აქტიური სპორტული კარიერა დაასრულეს
რატომ არ აცვია საქართველოს კიმონო და რატომ არ ჰყავს სეკუნდანტი ავთანდილ ჭრიკიშვილს?
ოსაკას გრანდ სლემზე 4 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს
ავთანდილ ჭრიკიშვილმა აბუ-დაბის გრან სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა
"ფაფარი რომ წამოეშალათ ზვიადაურზე, ამ კაცზე ხომ ეყარნენ ჩუმად" - ჩერგოლეიშვილი ზვიადაურის დაკავებას ეხმაურება
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ზურაბ ზვიადაურს ოპერაცია ესაჭიროება
"ზურა უმძიმეს დღეშია, 10 კილო დაიკლო, მას სრულიად ოლიმპიური გუნდი თავდებში უდგება" - ავთანდილ ჭრიკიშვილი
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
"ქართველები და საუკეთესოები ვართ!" - ბექაურის კომენტარი და ოლიმპიადის საიტი საქართველოს ნაკრების მსოფლიო ჩემპიონობაზე
ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს
როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა - ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]
დღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და ბრძოლა მედლისთვის
ვარლამ ლიპარტელიანმა ულან-ბატორის გრანდ-სლემზე ვერცხლის მედალი მოიპოვა
"მიყვარხართ, ჩემო ქართველებო, თქვენთვის მოვკვდები" - ლაშა ბექაურის ემოციური პოსტი
ლაშა გუჯეჯიანმა მსოფლიო ჩემპიონატზე წამსვლელთა შემადგენლობა დაასახელა
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
სულამანიძე ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლაში დამარცხდა
ირაკლი ცირეკიძე: თბილისის გრან პრი ევროპის ჩემპიონატისთვის მზადების ერთ-ერთი ეტაპია
ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს
ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ
ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?
[VIDEO] ეფექტურ სტილში - მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ოლიმპიური ჩემპიონი ზურაბ ზვიადაური დააკავეს - კახეთში მომხდარი მკვლელობა გახსნილია
ტატო გრიგალაშვილის ოქროს იმედი გვაქვს - "საქართველოს ჰიმნს აუცილებლად ავაჟღერებ!.."
ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება
დიდი დანაკლისი - ტატო გრიგალაშვილი თბილისის გრან-სლემს მოეხსნა
ოლიმპიური ჩემპიონები ბექაური და ტალახაძე მზად არიან, ზვიადაურს თავდებში ჩაუდგნენ [VIDEO]
დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..