ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

დრამა ფინალში - სულამანიძემ 8 წამით ადრე მესამე გაფრთხილება მიიღო და ვერცხლის მედალს დასჯერდა

ოლიმპიადის დებიუტანტი, 23 წლის ილია სულამანიძე (100 კგ), ვერცხლის მედალს დასჯერდა.

ფინალში სულამანიძე აზერბაიჯანელ მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონ ზელიმ კოცოევს სჯობდა, ვაზარით (არადა, იპონს ჰგავდა) 1:0 ამარცხებდა, მაგრამ 8 წამით ადრე მესამე შიდო მიიღო და მარცხი განიცადა.

ქართველმა ასპარეზობა მეორე წრიდან დაიწყო - იტალიელ ჯენარო პირელის იპონით სძლია, შემდეგ ოლიმპიურ ჩემპიონს, იაპონიის სახელით მოასპარეზე აარონ ვოლფს ვაზარით მოუგო, შვეიცარიელი დანიელ აიხი კი 11 წამში დაამარცხა.

ამავე წონით კატეგორიაში ესპანეთის სახელით მოასპარეზე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონმა ნიკოლოზ შერაზადიშვილმა ბრინჯაოს მედლისთვის ბრძოლა უზბეკ მუზაფარბეკ ტურობოიევთან წააგო.

ოლიმპიადაზე

საქართველოს დელეგაციამ სამი მედალი მოიპოვა და სამივე ძიუდოისტებმა: აქამდე ოქროს ლაშა ბექაური (90 კგ), ხოლო ვერცხლს ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) დაეუფლა.

ხვალ ტატამზე გურამ თუშიშვილი (+100 კგ) და სოფიო სომხიშვილი (78 კგ) გავლენ.

გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!

• tngh

წარმატებები ილიას!!! წინ კიდევ ბევრი ტურნირია!!!

• თვალი გავუსწოროთ რეალობას

ვაიმე, ხალხო, რა გჭირთ?! ხომ უყურებდით ბრძოლას და გაიხა ეს გუჯეჯიანი შუაზე ბოლო წუთზე, გარკვევით ისმოდა რა მითითებებს აძლევდა და ეს ბავშვი სხვა რამეს აკეთებდა... მე დამარცხებამდე შემეცოდა ეს გუჯეჯიანი, ისეთი პანიკა ეწერა სახეზე, თითქოს გული უგრძნობდა, რომ სისულელეს ჩაიდენდა... 3-მდე ვერ დათვალო სწორად, ვერავის დააბრალებ, რაა!.. რაც არის, არის, კი დავიზაფრეთ ყველა, მაგრამ ეს ყველაზე და ყველაფერზე გადაბრალება რა სპორტია?! წარმატება ჩვენ სპორტსმენებს!

• ალექს

უკაცრავად, ბოლო სამი მინდოდა დამეწერა

• ალექს

2 ოქრო აქვს რინერს ძმა, 2 ბრინჯაო..

• jorj

ილიას წარმატებები.

• დავით 67

zura222-ს! მე შენ ამაზრზენ ანტიუკრაონულ და რუსმადიდებლურ კონენტარებს საერთოდ არ ვპასუხობ და ჩემს კომენტარებზეც თავი შეიკავე. გაიგე??? ?? კრივზე ლაშა გურულზე სტატიაში ილომკაცე ვითომ, უფრო სწორად ივირთხე ჩემს კომენტარზე. ნაცებიც და ქოცებიც შენსკენ მოიკითხე. სხვა აზროვნების ხალხი არ გინახავს და რას იზამ.

• გოგა

რეკორდს რეკორდზე ვხსნით ქართველები სხვა ქვეყნების პატივისცემასა და სიყვარულში,არ მახსენდება არცერთი სხვა ქვეყნის სპორტსმენი გარდა ისევ ქართველებისა ლაშა იქნებოდა ჭრიკიშვილი გენო თუ ილია ასე ეჩუქებინოთ სხვა ქვეყნის სპორტსმენებზე ოქროს მედლები,ისე დაუდევრობასა და ფლანგვაში რომ ტარდებოდეს ოლიმპიადა იქ ხომ სულ ჩვენი ჰიმნი იგუგუნებდა და სამფეროვანი ჩვენი დროშა იფრიალებდა ამაყად,არ ვიცი მართლა გაუგებარია რანაირად ხდება როცა მეტოქეზე ძლიერი ხარ იგებ და მაინც ახერხებ იმას რაც გუშინ ილიამ კიდევ ერთხელ გაგვახსენა,მოკლედ დავიწყების საშუალებას არ გვაძლევენ ეს დალოცვილები თუ რა გულუხვი და დარდიმანდი ერი ვართ,არსენას ლექსი ოღონდ ცოტა ჩასწორებული ზუსტად ჩვენზეა,თვითონ იხდის და სხვას აძლევს ღმერთი როგორ წაახდენსა

• თუშოს საძმო

მოკლედ დღეს მსოფლიოს ყურდღება ძიუდოსკენაა მიმართული სავარაუდოდ იწერება საუკუნოვანი ისტორია ( თუ მრავალსაუკუნოვანი არა ) ტედი რინერი უმიზნებს მეოთხე ოლიმპიურ ოქროს დიდი ალბათობით მეოთხედ ფინალში ჩვენი თუშა გადაეღობება და ოღონდ ეგ მოიგე თუშა და მერე თუ გინდა წადი დიდი სპორტიდან .

• გურულო

თავისი ხელით ჩამოიხსნა ოქროს მედალი და იმ თვალებდაყლეპილ ოსს ჩამოკიდა.რას იზამ.წარმატებები ილიას.

• დათო

მართლა არავითარ ლოგიკას არ ექვემდებარება ის მოსაზრება რაც აქ ზოგიერთისგან გაისმა მაგრამ ფაქტი რომ ჯიუტია,ილიამ ბოლო წუთიდან მოყოლებული ყველაფერი გააკეთა რომ ბრძოლა დაეთმო,კოცოევი რომ ილეთის გამკეთებელი არ ჩანდა თუ თვითონ ილია არ მისცემდა ამის საშუალებას ცხადზე ცხადი იყო, ალბათ ერთი ასჯერ გადავახვიე ეგ დაწყევლილი ბოლო 20წამი და ძალიან უნიჭოდ დადგმულ სცენას გავდა ყველაფერი,ისტორიას არ ახსოვს ოლიმპიადის ფინალში მსაჯებს ასე სწრაფად მიეცათ ორი გაფრთხილება და მაინცდამაინც აქ მოხდა ეს შემთხვევა რაც ძალიან საეჭვოდ ჩანს და ამავე დროს ამ ყველაფერს ილომ მისცა ბიძგი ამ თავისი ჩახტომებით თუ ჩავარდნით როცა კომენტატორიც ბოლო ხმაზე ბღავის არ გააკეთო იგივეო ხო წარმოგიდგენიათ გუჯეჯიანი და იქ მსხდომი ქართველები რა დღეში იქნებოდნენ და ამ დროს ილო იგივეს უფრო მონდომებით იმეორებს,არ ვიცი შეიძლება ეს ყველაფერი შეთქმულების თეორიიდანა მარა თუ სპეციალისტები გამოვლენ და გულდასმით ახსნიან რა მოხდა ბოლ 20 წამში მაშინ ეს ალბათ უსაფუძვლო ეჭვებიც გაიფანტება რაც ხალხის არც თუ მცირე რაოდენობას გაუჩნდა არადა არ ჩანდა ილია იმ დონის ძიუდოისტი ელემენტალურად არ ცოდნოდა რა მოყვებოდა მის ბოლო საბედისწერო ჩავარდნას,რაც არ უნდა მომხდარიყო ფაქტი ერთია ქვეყანამ თავისი გულარხეინობით თუ დაუდევრობით რაც კიდევ ჯობია სხვა ვერსიას სხვა ქვეყანას მისცა გახარებისა თუ გალაღების საშუალება

• რონი

მსაჯს შეეძლო და უნდა მიეცა კიდეც იპონი..! ბაყაყივით გააკრა ბეჭებზე და მეტი იპონი მე აღარ ვიცი. ასევე მსაჯს შეეძლო არ მიეცა გაფრთხილება მიუხედავად იმის რომ რამ წამოუარა ილიას და რატომ ქნა ეგ თვითონაც ვერ ახსნის.. იმდენ ჩავარდნაზე დაუხუჭიათ თვალი... ეხლა ჩასაფრებული მსაჯი მაგას არ გვაპატიებდა. კოცოევმა ვერაფერი ქნა მცდელობაც არ ჰქონია ამნაირი ჩემპიონი რავიცი მე შემრცხვებოდა მაგრამ ოსებს რისი უნდა შერცხვეთ რა ხილია ეგ?

• კახა

მესამე მსოფლიო ომის დაწყება არ გამიკვირდებოდა ისე, რაც ბოლო 12 წამში მოხდა . არ ვიცი რა უნდა ვთქვათ ქართველებმა. კიცოევს ილეთი არ გაუკეთებია და კაცმა ოლიმპიური ოქრო აიღო, წლების მერე ის გაფრთხილება არავის ემახსოვრება მსოფლიოში ,აი კოცოევის ოლიმპიური ოქრო კი დარჩება ისტორიას. ნეტა მალე გამოვიდეს ილია ამ შოკიდან და სტრესიდან რაც გუშინ მოხდა, და არამარტო ილია მთელი ერი. ხალხი დაღვრემილი და დაღონებული დადის რაც დღეს ვნახე ამ დილით ქალიან კაციანათ.

• Lasha

აბრალეთ ეხლა მსაჯებს და იყავით, იმსჯელეთ, იყო იპონი თუ არ იყო... რეალობა კი ისაა, რომ წინა ოლიმპიადაზე 7 ფინალიდან 6 წავაგეთ. ამჯერადაც მაგ გზას დავადექით. ილიამდე გენო პეტრიაშვილი იყო, გენო პეტრიაშვილამდე - ჭრიკიშვილი, რომელმაც, რეიტინგის პირველმა ნომერმა, ჭ კლასის მოჭიდავესთან გაანიავა ზედიზედ ორ ოლიმპიადაზე თავისი შანსები... კიდევ იყო შავდათუაშვილი, რომელმაც ასევე ვაზარით დაწინაურებულმა, შიდოებით წააგო ორუჯოვთან ფინალი. ეს რომ ერთსა და იმავე სპორტსმენს სჭირდეს, ვიტყოდი, რომ მენტალურად უჭირს კონკრეტულად მას, მაგრამ ამდენი ფენომენალური სპორტსმენი მოგებულ ფინალს ბოლო წამებზე რომ აგებს, ამაში მწვრთნელების, ფსიქოლოგების (თუ ჰყავთ საერთოდ) და მთლიანი გუნდის დიდი "დამსახურებაა". როგორ ხდება, რომ ჩვენ არავინგ გვჩუქნის ამ მედლებს... ჭრიკიშვილს აღარ უჭიდავია თავის გემოზე იმის მერე. გენოც თავის აჩრდილს დაემსგავსა. იმედია ილია იპოვის თავის თავში ძალას და უფრო ძლიერი დაგვიბრუნდება.

• ალექს

ესეიგი, ბოლო ორი ოლიმპიადა: ვიჭიდავეთ ჯამში 15 ფინალური შეხვედრა -ოქროსთვის 8 და ბრინჯაოსთვის 7. წავაგეთ 13!!! ვინც მოიგო კი იცით, ლაშამ ორი ოქრო და შავიმ ბრინჯაო. სხვა ტურნირებს აღარ მინდა გადავწვდე, მაგალითად შარშანდელ ევროპას, გახსოვთ ალბათ 4 წაგებული ფინალი ,თან ოთხივე ფავორიტი იყო.. თუშო, თუ კაცი ხარ,თუ შენც ისევ წაგებას აპირებ ეგრევე წააგე რა პირველივე. მართლა აღარ შეიძლება ამის მოთმენა! ამ ყველაფრის ახსნა არის წარმოუდგენელი. ამდენი ფინალი როგორ შეიძლება წააგო? ჩვენები არ არიან მზად ფინალების საჭიდაოდ. მგონი სპეციალურად ცალკე მწვრთნელი და ზედ ფსიქოლოგიც ჭირდებათ რომ ფინალები იჭიდაონ. დიდი ცვლილებებია ამ მხრივ საჭირო მართლა.

• ლაშა 19

იპონი რატომ არ იყო ? ორი იდაყვის დადება არაა იპონი ?

• lugu123@walla.co.il

ამაზეა ნათქვამი: „ძაან ჭკუაში„ სისულელემ იზეიმა. არბიტრისთვის არ უნდა მიეცა საბაბი, რადგან მდგომარეობა არ ითხოვდა ასეთ არალოგიკურ მიდგომას, არადა „მთელ ნაწველი საკუთარი უაზრო ჩაწოლით დააქცია ბოლოს„. ნამდვილად თანაგრძნობის ღირსია.

• springbok

უკაცრავად მაგრამ ბექაურს ვინმემ გაუბედა რამე? რა შუაშია სხვა ქვეყნის შვილი. გულშემატკივარი პირველ რიგში საკუთარ დროშას და ქვეყანას ქომაგობს. მეტოქეს როცა ჯობიხარ და ოქროს მედალს პირდაპირ მიართმევ აბას ქვია გამარჯვების გაფლანგვა, არაპროფესიონალიზმი, საკუთარი თავის, გულშემატკივრის და ქვეყნის უპატივცემულობა. ფინალში როცახარ თავი უნდა შეაკლა მოწინააღმდეგეს თუნდაც შენზე ძლიერს და თუ წააგებ ვაჟკაცურად მაინც წააგებ. არაფრით არ იმსახურებდა მოწინააღმდეგე ოქროს მედალი ასე ჩავარდნოდა ხელში, სწორედ ესაა ყველაზე გულდასაწყვეტი.

• zura222

ნაც ტროლო შენი სახლით რატომ არ წერ ? მე თუ კოცოევი ვარ მაშინ შენ რა გვარი ხარ ? სააკიანი თუ პეტროსიანი D D

• garegin meore

რუსული მაფია რომ ჭიდაობაზეა მომჯდარი მე ვიგონებ? მე რუსეთუმეებს მივმართე და თქვენ რატომ მპასუხობთ. აა თუ მოიცა... უიიი..... :))))))))))) ფხახახახა

• aburjga

ავად ხარ, ავად! იმკურნალე!

• ვვვ

არ უთქვამთ, რა ჯანდაბა მოხდა? ისეთი გდება გააკეთა, არა მგონია, ვინმეს ვერცხლზე ჰქონოდა დადებული და ამიტომ გაიჩალიჩა. უფრო ვფიქრობ, ერთი შიდო გამორჩა. უფრო სწორად, სხვა რა ვიფიქრო, არ ვიცი...

• საბურთალო

უჯიშო და უტიფარი კოცოევი რომ დაიხია და მედალი ვერ აიღო, აი ეგ კლავს საქართველოს. გუჯეჯიანო გაასაჩივრე იპონის არ მოცემა აუცილებლად

• გიორგი

გდება ჩვენი შესრულებით არ იყო იპონი. რაც შეეხება წაგებას, ეგ იყო ილიას შეცდომა და არა მსაჯის მიკერძოება. საკმაოდ კარგი მსაჯობა იყო. თუ ჩვენი შეცდომა არ დავინახეთ, შემდეგში იგივე დაგვემართება. ილიას კი მთელი საქართველოს მხარდაჭერა და გამხნევება ჭირდება.

• garegin meore-ს

რას მიედ-მოედები, სოკარი რა შუაშია. უხეში, აბსურდული შეცდომა დაუშვა ილიამ

• gio9

და რატომ დაუწვა 8 წამით ადრე ვინმემ იცის? მგონი მარტო თვითონ იცის რატომ დაუწვა მეტოქეს და რატომ დათმო შეხვედრა სულ ტყუილად

• გარეგინ მეორეს

ეი სიმონ! თავი რამეს ხომ არ მიარტყი?

• დათიკო48

100% მსაჯი იყო მოსყიდული და იმიტომ მისცა 8 წამით დამთავრებამდე მესამე "გაფრთხილება" მაგ ნაძირალამ,ილია იმარჯვებდა,ეხ ზნედაცემულთა ხროვითაა მსოფლიო გავსებული.

• სიმართლე

ილიამ ყველაზე ღირსეული და ხარისხიანი გამარჯვებები რომ მოიპოვა, აი ეგ მკლავს ესე რომ "წააგო". იპონით მოიგო სიმართლე ეგაა და ამ საქმეს მიხედვა უნდა, მოგვაწოდეთ ინფორმაცია, ბევრჯერ შეუცვლიათ განაჩენი

• garegin meore

თავისუფალში და ბერძნულ-რომაულში რუსული მაფია რომ არის მე ვიგონებ? :)))))))))

• garegins-s

ნეტა, არ უბერავდე რა? ყველგან "რუსეთი რო გელანდებათ" ამ ევროპათუმეებს?

• rigiti

ილია! დარწმუნებული ვარ უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა მიიღე! ასეთი გამოკვეთილი ლიდერი არც ერთ წონას არ ჰყავს როგორც შენ ხარ, ასე ერთი ამოსუნთქვით არავის გაუვლია თითქმის მთელი ოლიმპიადა, რომ არა ის საბედისწერო ბოლო 10 წამი! შენ კოცოევზეც კი ერთო თავით მაღლა იდექი. მას არ მოუგია შენთვის, უბრალოდ შენ ცუდი ტაქტიკა აირჩიე სულ ბოლოს. მჯერა რომ ასეთ შეცდომას აღარასოდეს არ დაუშვებ და ყოველთვის ბოლო წამამდე იბრძოლებ!!! თავი მაღლა ასწიე, გვეამაყები! თამამად შეიძლება თქმა შენ მართლა ყველაზე ძლიერი იყავი!!!

• garegin meore

ჭიდაობაში გაზპრომი და რუსების მაფიაა , აგერ ძიუდოში სოკარი და აზერბაიჯანი. რუსეთუმეებო და დიქტატორთუმეებო როგორ მოგწონთ?ჰა შევიდეთ ესენგეში?

• ზაკო

გულშემატკივრამდე თვითონ მიიღო უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმაც და ტრამვაც, სამწუხაროდ,რომელიც შეიძლება დიდხანს გაყვეს ამიტომ ყველამ ერთად მხარდაჭერა უნდა გამოვუცხადოთ ილოს, მასზე ძალიან არავის უნდოდა მოგება, აბა სულ 1წამით თქვენი თავი წარმოიდგინეთ ამ ბიჭის ადგილზე, მართალია ყველა განადგურებულები ვართ, მაგრამ ცხოვრება გრძელდება და ილიას წარმატებები და მომავალში ოქრო ვუსურვოთ, ის ამას იმსახურებდა და იმსახურებს,ჩემთვის ილო ჩემპიონია, თუმცა რეალობაა სხვაა ჩვენდა სამწუხაროდ, ილო თავი მაღლა აწიე, შენ სხვა ქვეყნის შვილი რომ ყოფილიყავი ჩათლახი ვაიზერები მაგას ვერ გაგიბადავდნენ, თუნდაც ფრანგი ან იაპონელი

• vava

ბაბუ, "ალტ-ანალიტიკა" მოიძიე ინტერნეტში და ყველაფერი ნათელი გახდება ნელ-ნელა )

• zura222

ჩემმა მოგვარემ მოიგო,მაინც კარგია.

• ჯუდო

ასეთი უსამართლობის მერე რატომ არ ასაჩივრებენ.ხომ ვიცით ძიუდოში პრეცენდენტები როცა თვეების მერეც შეუცვლიათ შედეგი.რინერი_ტასოევი,თუშიშვილი_რინერი.უცნაურად იქცევიან ჩვენები.მარტო ოხვრას სჯერდებით?იპონი არ ჩათვალეს და ბოლო წამებზე ორი გაფრხილება მისცეს.თათრებს კი აქვთ ფული მაგრამ ჩვენები რატო გაუყუჩდნენ.თუ არ გაასაჩივრებენ,საეჭვო იქნება რაც მოხდა და როგორც მოხდა

• ჯუჯი

კოცოევი პირველი ოსია,რომელიც ოლიმპ. ჩემპიონი გავხადეთ ძიუდოში

• zura222

უკრაინელიო ? ჰაა თქვე ნაც მზეებო არ მოგეწონათ ჩემი კომენტარები და დაიქოქეთ ჩემი სახელიით ? DDD

• ჯუდო

სოკარი ზის იქ,ყველგან.სოკარი იგებს მედლებს

• zura222

ჯანდაბას, კიდევ კარგი უკრაინელი არ იყო

გუჯეჯიანმა საჩივარი დაწერა თუ არა მოგვაწოდეთ ინფორმაცია. ნაღდი იპონი იყო, ბრმები ზიან იქ თუ სპეციალურად მოხდა ???

• მწვრთნელი

რას იზავ ილო, გული არ გაიტეხო ყველაფერი მოვა და ოქროც აუცილებლად იქნება! მთავარია სწორი დასკვნები გამოიტანე და ბლომდე იბრძოლე! ძმა ხარ იაპონელი, რომ დაამარცხე!

• zura222

მწარედ მახსოვს ის უაზრობა

• zura222

ხოო მართალი ხარ ცოდოა ამდენს რომ ლანძღავენ და კომპენსაცია სჭირდება და ათხოვე შენი და ცოტა ხნით ! ზანგებს ნატრობდი შენ დისთვის და აგიხდა ნატვრა და გუჟეჯა ქართველი მაინცაა და უფრო ეკუთვნის !

• ერო

თუ რინერი - ტასოვეის შეხვედრას გადახედა საერთაშორისო ფედერაციამ ესეც გადაიხედოს ათჯერ გადავახვიე და ათივეჯერ იპონი იყო ილოს გდება .

• ქართველი.

ილო! გამაგრდი შენს გვერდით ვართ! ყველას გთხოვთ არ დაუწყოთ ბიჭს "გადავლა" როგორც გჩვევიათ, პირიქით შევუძახოთ და ნამდვილი გულშემატკივრობა ვაჩვენოთ. გუჯეჯიანსაც შევეშვათ, ეხლა არ არის მტყუან-მართლის გარჩევის დრო, ყველაზე ძალიან ილოს ვჭირდებით!

• 100%

ორგანიზატორები, მსაჯები ძმაო.

• სანდრო

ყველაზე მთავარი პროფესიონალიზმი აკლია მთლიანად სპორტსმენებს და სამწვრთნელო შტაბს შე დალოცვილო ეს უცხოელები ყველა წამს და წუთს აანალიზებენ როდის როგორ უნდა მოიქცეს და რა გააკეთოს სპორტსმენმა გინდაც მოგების და გინდ წაგების დროს და ამ დროს მეტოქეზე მთელი თავით მაღლა დგახარ და არ იცი როგორ მიიყვანო საქმე ბოლომდე, ის რაც ამ მართლა უნიჭიერესმა ქართველმა გააკეთა ამას დამწყები დილეტანტიც არ იზავდა,რატომ? იმიტომ რომ რასაც აღწევენ მხოლოდ ნიჭიერების ხარჯზე ამის იქით კი სრული უცოდინარობა და ქაოსია

• ჟორა გაბრიჭიძე

მინდა დავამატო დაწერილს. მე ძიუდო მიჭიდავია და ვავარჯიშებდი კიდეც რამდენიმე წელი, ამიტომ პასიური ჭიდაობა, ისე რომ აქტიური ჩანდე, ცალკე ხელოვნებაა ძიუდოში და ამას ცალკე ვარჯიში და სწავლა უნდა, რასაც ქართველი მწვრთნელები დიდ ყურადღებას არ აქცევენ, ეს კი სამ ოლიმპიურ ოქროდ დაგვიჯდა (რიოში პეტრიაშვილი და ტოკიოში თუშიშვილი). ქართველებმა ვიცით სულ დგომში შეტევაზე ჭიდაობა და ამაში მართლაც ყველას ვჯობივართ. ჰოდა შე დალოცვილო, შენარჩუნებაზე რომ არ გივარჯიშნია და არ იცი, რატომ ჭიდაობ შენარჩუნებაზე? იჭიდავე რაც იცი და გაიმარჯვებ, რადგან ნათქვამია ყველაზე კარგი დაცვა, თავდასხმააო. მწვრთნელის საყურადღებოდ კი ის მინდა ვთქვა, რომ დროის გაყვანაზე რომ არ ავარჯიშებ კაცს და იცი ეს არ ეხერხება, რატომ აძლევ რჩევას დროს გაყვანაზე იმუშაოს? საერთოდ კი ილიას ფინალში შესვლა, უდიდესი გამარჯვება იყო და ვულოცავ ილიას და მის ყველა გულშემატკივარს, მაგრამ ოქრო, რომ ასე ახლოს იყო და დაიკარგა მართლაც, რომ ქვეყნის ტრაგედიაა, რომელსა იმედია ილია ლოსანჯელესში გამოასწორებს.

• ნაპოლი

ჯერ იქიდან დავიწყოთ ,რომ იპონი იყო ეგეთი საზიზღარი მსაჯობა არ ვიცი ზოგი 2 გადამბულ შეტევაზე საპირისპიროდ შიდოს აძლევს ,ზოგი ხუთზეც არ იზლევა შერაზადშვილის შეხვედრაზე იყო იაპინელთან ხუთი თუ ექვსი შეტევა ნიკოსი და საპირიპიროდ არაფერი ორმაგი სტანდარტებია .როგორ არ მიცეს იპონი არ ვიცი იმდენი ეკრანი ,ბოლო შიდო ნამდვილად ეკუთვნოდა იმის წინა არა.როცა ჯობნი ყველნაირად, რატომ გაჩერდა ვერ გავიგე დილეტანტი არ ვარ 35 წელია საბრძოლო სპორტში ვარ და ვიცი რაც არის პირველი და მეორე და ა.შ. მაგრამ როცა ასე აშკრად ჯობნი გაჩერება არ მგონია გასაგებია სასწორზე ოლიმპიად იყო მაგრამ ასე აშკარად მეორე ნომერი მე მწვრთნელის მხრიდან არსწორი მგონია, ვულოცავ ილიას და საქართველოს. ეხლა მოტივაცია დიდი აქვს შემდეგი ოლიპიადა ჩვენია მაგარი ბიჭია და დიდი გამარჯვებები აქვს წინ

• zura222

აქ ისედაც ბევრი გაგვისწრებს იმის მერე რაც კაცები და ქალები გააერთიანეს იმის მერე აღარ გვაქვს შანსები სამეულის ! ესაა დღევანდელი ლიბერასტ-ფემინიზმის მეფობა-ჯერ ქალების ჭიდაობა-კრივი-ძალოსნობას რა ვუთხარი და მერე კიდევ უფრო დიდი უაზრობა--ქალების და კაცების ნაკრებების გაერთიანება @ მალე ალბათ ერთმანეთსაც აჭიდავებენ კაცებს და ქალებს !

• გიორგი

ბოლოს რაც იჭიდავა, მარტო მაგის გამო არ ეკუთვნის ჩემპიონობა. ამას გამოსვლამდე ჰქონდა ეგ ჩაფიქრებული თუ ქულას აიღებდა, როგორმე გაეთრია ეს ბრძოლა. ფეხბურთელებივით კოტრიალი და დროის გაყვანა არ ხდება ძიუდოში, თორემ მაგასაც იკადრებდა. არ აქვს თვალებში ცეცხლი ბექაურივით, სამუდამოდ მეორე ადგილოსანი იქნება, აგერ თქვენ და აგერ დაიმახსოვრეთ. პოლისჯოხივით ათასში ერთხელ რამე გრანპრის გამოკრავს ხელს და ეგ იქნება

• ilo

თუ გახსოვთ მსგავსად წააგო შავათუაშვილმა ევროპის პირველობის ფინალი აზარბაიჯანელ ორუჯოვთან მაგრამ 30 წამი იყო დარჩენილი.

• ასეა ეს

გუჯეჯიანს მხოლოდ იმაში ვადანაშაულებ, რომ ილომ იპონი გააკეთა და აქ საქართველოში ხალხი რა დღეშია და არ მოგვცა ინფორმაცია, გააპროტესტა და იგნორი მისცეს თუ არააააააააააააააააააააააააააააააა

• zura222

მსაჯმა არ დაგვინდო თუ დაგვინდო მეათეხარისხოვანია მთავარი ისაა რომ ანგარიში ტაბლოზეა და იმის მიხედვით უნდა იმოქმედო

• დავით

ან ბავშვივით შეცდომა დაუშვა ან ალიევისგან მანის მიიგებს მე არ მინდა მჯეროდეს მეორესი სხვა რა უნდა ვთქვა მთელი შეხვედრა უპირატესობა ქონდა და 20 წამში გააჩნია ბოლოს რაც გააკეთა გაფრთხილებას იმსახურებდა და მიიღო კიდეც

• Ioseb

რა გულის ამრევი ხალხი ხართ რეებს წერთ საერთოთ თუ აზროვნებთ? წარმატებები ილოს ყველაფერი წინააქვს.

• zura222

იასონ მაგ "ჯიშიანს" ეტყობა მარტო მესაჯდომე ევროპელები და ამერიკელები მიაჩნია თავისნაირ ჯიშიანად ! ანუ ჭირსაც წაუღიათო "უჯიშო" კავკასიელებიო @ ზუსტად ეგ "უჯიშო" აზერები გვეხმარებოდნენ 3 ცივი ზამთარი ზედიზედ ლამის უფასო საჩუქარი გაზით და მაზუთით ჩვენი მეცხრე და მეოთხე ბლოკებისთვის ! ეგენი რომ არ ყოფილიყვნენ გაიყინებოდა მაშინ საქართველო ! ეხლა ვიღაცა გამოხტება-"დავით გარეჯი რომ წაგვართვესო ?" და იმას კი არ კითხულობენ ვინ უფეშქაშა აზერებს დავით გარეჯი და რა ფასად დრო მოვა ეგეც გაირკვევა და ვივამედში კი არა თავდაყირა დაკიდებს ქართველი ხალხი იმ არაკაცებს ! ჩვენ ასე რომ მოგვცეს ვიღაცამ კაპიკებად (ამ მიწებისთვისაა კაპიკები თორემ როგორც ირკვევა 50 მილიონი ჩაიჯიბეს არაკაცებმა) დიდი ტერიტორიები უარს ვიტყვით ?

• აბგდ

ახლა გადავხედე სტატისტიკას და 2020წლის ოლიმპიადაზეც ტოკიოშI კოსოვომ ჩაგვიხურა გზა სამეულამდე!კოსოვომ ბიჭო :DD 2 ოქრო აიღეს!ახლაც აზერბაიჯანმა გადაგვასწრო...

• Rezo

ნათლად გამოცნდა, რომ ჩვენი სპორცმენების მთავარი პრობლემა ფსუქოლოგიაა. ფსუქოლოგი გვწირდება, რომ მანდრაჟი მოვიცილოთ.

• არდილეს 78

დილით რო ეთქვა ვინმეს ილო ბრინჯაოს აიღებსო,ძალიან გამიხარდებოდა.ახლა კი...რა ვიცი,შოკიდან ვერ გამოვდივარ

• sul2

შეეძლო მსაჯს დანდობა, პირველი გაფრთხილება ტყუილა მისცეს, მართალია მერე ერთხელ კიდევ დაგვინდო მარა მეორე ყვითელიც არ იყო მთლად სუფთა. ჯამურად ორ ყვითელზე მეტი არ ეკუთვნოდა. გილოცავ ილო!

• ამაშია საქმე

უბრალოდ ისეთ მშიშარა აღმოჩნდა რომ გადამწყვეტ მომენტში ჩაისვარა.არადა უძლიერესია ჭიდაობაში.

• springbok

გულშემატკივარს ესე არ უნდა მოეწქცე სპორტსმენი, მოგებული ბრძოლის მოწინააღმდეგისთვის ჩუქებაა კატასტროფულად მტკივნეული, თუ წაგებაა ვაჟკაცურად წააგე.

• მამუკა

უფალმა გაგაძლიეროს ილია, არაუშავს, ყველაფერი გამოსწორებადია,იქნებ ასე იყო საჭირო შენი შენი სულისთვის-გულისთვის,შემთხვევით არაფერი ხდება ამ ქვეყანაზე,უფალი გაგახარებს დარწმუნებული ვარ, გაძლიერდი თავი არ დახარო

• Temo

Ase aniavebdes olimpiur oqros adamianis ar minaxia cina olimpiadaze gavaniavet bolo camebze cels kide. Mag msajebis dedas sheveci kide mgati xeli urevia magram ro ici aseti teslebi Arian daudeqi ra magrad

• კორბენა

აი ვინც გუჯეჯიანს უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებთ, ოდნავ მაინც არ გრცხვენიათ ?! ზედიზედ მეორე ოლიმპიადაზე სულ 13 შესაძლებლიდან შვიდი ფინალი დაგვადებინა. ორი ოქრო და ხუთი ვერცხლი გვაქვს. 23-24 წლის ბიჭები უკვე მსოფლიო ლეგენდებად აქცია. ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონია, გრიგალაშვილი სამ-სამჯერ მსოფლიო/ევროპის. იქ სარდალაშვილი წამოსწია და გაუმართლა, აგერ სულამანიძეც დიდებული ბიჭია. მაისურაძეც არ დაგვავიწყდეს - მსოფლიოს ჩემპიონია ეგეც. მეტი რა ქნას ? ან ვის უქნია თუნდაც მაგის ნახევარი ?! დღესაც მთელი დღე სწორ რჩევებს აძლევდა ილოს, მესმოდა მისი ხმა.

• გიგი

ინფორმაცია მოგვეცით სასწრაფოდ. იპონი რომ იყო, გაასაჩივრა თუ არა გუჯეჯიანმა ?????????????????????????????????????????

• zura222

ჯერ ერთი ირანს არავინ არ ეტენება (სავაჭრო და სატრანზიტო უეთიერთობის დაკავშირება რანაირი შეტენვაა ?) და მერე ლიბერასტ მოძალადე ამერიკა-ევროპასთან შეტენვით რა მივიღეთ ? შედეგები სახეზეა

• aburjga

ილია რას იტყვის იმაზე გაცილებით მეტად მაინტერესებს რას იტყვის მწვრთნელი გუჯეჯიანი?????????????????!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

• თენგო

საერთოდ არ მიჭიდავია ძიუდო და მე არ გავაკეთებდი მაგას.რა გვიყო ეს? თვითინ ხომ დაზარალდა და ჩვენც ტრამვა მიგვაღებინა სერიოზული!

• Cheroeli

ვინც ბრძოლას გაურბის ყველამ უნდა წააგოს,ჩემი ძმაც რომ იყოს.

• ფორტეპიანოზე სიარულს ფსიქოლოგთან ევლო არ ჯობდა?

• დდდ

გაიხარე, მეც ეგრე ვფიქრობ, თავის წონაში ყველას მთელი თავით ჯობდა ... მგონი, მთელი კარიერის მანძილზე შიდოს აღარ მიიღებს...

• L.J .

Rac moxda moxda cudia mesmis,magram exla mtavari ilias psiqologiuri mdgomareobaa,unda gadalaxos eg da yvelaperi kargad iqneba...warmateba saqartvelos!!!!

• კარეკა

დისლაიქებს რომ უწერთ, ვკიტხულობ 1 ლაიქი და 4 დისლაიქი. -რა თქვა ეხლა ამან კომენტარში არასწორი?! მაშინ გამოდით და თქვით დაწერეთ კომენტარი რა მოგწონთ კონკრეტულად..

• გიორგი-50

ილია, საქართველოს საამაყო შვილო, ოქრო კი კოცოევს დაკიდეს, მაგრამ ჩემპოონი შენ ხააარ!

• მხარში დავუდგეთ ილოს!

ეხლა, ჭირდება ჩვენი მხარდაჭერა და გამხნევება ილოს!შევეშვათ კრიტიკას, უკვე აზრი აღარ აქვს, მაინც არაფერი შეიცვლება! რას ვიზავთ სპორტი ისეთი რამეა, სადაც ვერ გათვლი ვერაფერს, ამიტომ ჩვენს ილოს ვუსურვოთ მალე გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან და როგორც იტყვიან ყველაფერი წინაა აქვს!

• გია პაპა

რომელ პარტიას გვთავაზობ?

• გიორგი

ყველა გთხოვთ აღარ გავაკეთოთ ცუდი კომენტარი თვითონაც განადგურებულია ეხლა უნდა გვერდში დადგომა რომ საერთოდ არგაფუჭდეს როგორც სპორტსმენი ხომ წარმოგიდგენიათ რამდენი შრომა და გაჭირვება აქვს ნანახი გაკვეთილი და ბოლო შეცდომა იყოს ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის რომ ბოლომდე უნდა იბრძოლო და თავი არ დაზოგო კაცურად თუნდაც წაგების ხარჯზე

• ეხ

ამ ჯერზე მართალი ხარ

• თემური

მივულოცოთ ილიას ოლიმპიადის ვერცხლის მედალი... დიდი მიღწევა! ოქრო? კი ეკუთვნოდა, მაგრამ წესი წესია... ჩვენ კი, რამეინარად, რომ დავმშვიდდეთ" ასე ვთქვათ: ბოლო წამებზე გაითიშა რა!!! ისე, ილია 23 წლის ხარ, ტალანტი გაქვს, ჯანი გაქვს და უკვე კარგი გამოცდილებაც ! ბევრ დიდ ტურნირებზე მოგიწევს გამოსვლა და მინუმუმ 1 ან 2 ოლიმპიადაზეც!

• აბგდ

სასწრაფოდ რაღაც არის შესაცვლელი!არ შეიძლება ტრადიციულ ძიუდოს ქვეყნად ითვლებოდა საკუთარ სტილს ქმნიდე უმაგრეს ძიუდოისტებს ზრდიდე და ოლიმპიადებზე ვიღაცეები შენს წინააღმდეგ ისტორიებს წერდნენ!არ შეიძლება ასე...გასაგებია რო მთელი საფრანგეთის ნაკრები აფრიკელებით არის დაკომპლექტებული კაი ცხოვრებისგამო მარა დავიჯერო ჩვენ ან გოგოებს ვერ ვზრდით ლიპარტელიანის მსგავსს მაინც კიდევ ხუთს?ან რანაირად შეიძლება აზერბაიჯანელი უგებდეს ქართველს ძიუდოში და აღწევდეს ისეთ შედეგებს რაც ჩვენთვის სანატრელია ოლიმპიადებზე?არ შეიძლება ასე მეგობრებო თუ ძიუდოისტების ქვეყანა ხარ მაშინ უბრალოდ გრანდ სლემებზე და რაღაც გრანპრებზე არ უნდა აკეთებდე აქცენტს!აშკარად მენტალური პრობლემაა რაღაც და გადატეხეთ რააა ეს მომენტი რა გახდით რა იყო კლასით და თეორიულად ჯობიხარ ვიღაც აზერს და შვეიცარიელს და რას მიქარავ მერე?

• ზაზა

აზერებმა კარგად გადაიხადეს ოლიმპიურ კომიტეტში. არ ყოფილა შემთხვევა 12 წამში 2 გაფრთხილების

• ქართველი

გუჯეჯიანი აშკარად არაა კომპეტენტური. გასაშვებია დიდი ხანია

• ქომაგი

საშინელებაა, რაც მოხდა. წინა ორთაბრძოლებში რომ ჰქონდა, ის თავდაჯერება ტიტულზე და მილიონ ლარზე ფიქრში აკანკალებულმა მუხლებმა გაანიავა. ანუ: უნარები - უმაღლესი! ფსიქოლოგიური მდგრადობა - ნული! გამარჯვებულის მენტალობა - ნული! (ნახეთ, რამდენი ვერცხლი აქვს კარიერაში!) მწვრთნელის დახმარება - ნული! ამდენი ნული რა ნიჭს არ გაანიავებს?! და მაინც... მესმის თქვენი, ძმებო, მაგრამ ამ ბიჭზე ცოდვანი არცერთი არ ვართ, კატოკივით გადავლას არაფერი უნდა, მეტი ნუგეშის სიტყვა უნდა გავიმეტოთ ასეთ დროს! ჯერ მხოლოდ 23 წლის ხარ, ილია, ძმაო! ძლიერი ფსიქოლოგი გჭირდება უპირობოდ, ძლიერი მწვრთნელიც - ერთმნიშვნელოვნად! (მგონი ყველა ძიუდოისტს ინდივიდუალური მწვრთნელი ჰყავს და მხოლოდ ქართველებს ერთი საზიარო. ძლიერი მწვრთნელიც რომ იყოს, ვერ გაწვდება ამდენს გუჯეჯიანი!) და ჯერ კიდევ მოასწრებ ფინალების მოგებას, თან ოლიმპიადაზეც!

• რონი

თავიდანვე ეტყობოდა რომ ძალიან ნერვიულობდა... გუჯეჯიანი რა გაყუსული იჯდა? შემოუძახე რა უთხარი რამე ბავშვია გამოუცდელია თან ხედავ მაგრა ნერვიულობს ... ჩაიგუბა პირში წყალი.. რისთვის ზის იქ?

• ლერი

ამ უქროს ხელიდან გაშვება როგორ შეიძლებოდა? ამ დროს მწვრთნელს უკეთ უნდა ემოქმედა.

• soso

რა გუჯეჯიანი რო აბრალებთ ამხელა გამოცდილების მოჭიდავე მაგას რომ გააკეთებ რაზეა საუბარი ბექაურთან ერთად ცხივრობ ნომერში ყველა შეჯიბრებაზე ციტა ჯილკა აგეღო მაგისგან

• Giga

მოფიქრებითაც ვერ ვიფიქრებდი რომ ესეთ სისულელეს იზავდა გავნადგურდი რა ქნა.

პირჯვარი რა შუაშია? თუ გაჟრიალებს ჯვარზე?!

• zura222

შე ნაბ...ფაშისტო მზეო ვის ეძახი უჯიშოს ? ან რატომაა უჯიშო შენ რით ხარ იმათზე უკეთესი ? ქვეყანა წინ მიიწევს ტერიტორიები დაიბრუნეს უბატონოდ ლიბერალები ვერაფერს უბედავენ და ეგენი არიან უჯიშოები და შენ ხარ ჯიშიანი ??? @@@

• ალექს

უნამუსო ვიყო ჯობდა საერთოდ პირველივე შეხვედრა წაეგო.. ვერ მოვალ კაი ხანი აზრზე.. მსგავსი ბიპოლარული აშლილობა არ გამიგია, რომ ჯერ ასე ჭკვიანურად, უშეცდომოდ იჭიდაო მთელი ტურნირი როგორ მეტოქეებთან და ბოლოს გალაქტიკური დონის იდიოტობა ჩაიდინო.. პ.ს. არ ვიცი რამეს აქვს თუ არა აზრი, ვგულისხმობ მაგალითად ვაზარის გასაჩივრებას, რომელიც არ ვიცი იპონი როგორ არ იყო, გადაახვიეთ თქვენც.. გახსოვთ ხომ რინერმა რომ ტასოევს "მოუგო" მსოფლიო და საბოლოოდ ისე შერცხვათ რომ ტასოევსაც მისცეს ოქრო, დიახ , ორი მსოფლიო ჩემპიონი ერთდროულად,არადა ალალად ტასოევის იყო საერთოდ.. ეგებ მსგავსის შანსი მაინც იყოს?? ცუდად ვარ ..

• პაატა

იქნებ ვინმე მცედნემ ამიხსბას ილიას ილეთი იპონი რატომ არ იყო? მადლობა

• dato

ინდა გასაჩივრდეს აუცილებლად, იპონი იყო იპონიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი

• სოკარს მოხვდეს ილიასი

ხალხო, ილიამ იპონზე დააგდო ოსი, არც გადახედეს და სასწრაფოდ გააგრძელებინეს. სულ უნდა გვახსოვდეს, რომ თუ მსაჯებიანად არ მოვუგებთ მოწინააღმდეგეებს, არავინ მიიღებს ჩვენს სასიკეთოდ გადაწყვეტილებას. ბექაურივით უნდა ვიბრძოლოთ ყოველთვის და ბოლომდე, აბა ნავთობი ჩვენ არა გვაქვს და გაზი. ირანს რომ შეეტენები, ვინ იქნება შენდამი კეთილად განწყობილი? დარწმუნებული ვარ მაგ ოსს მსგავს ჩავარდნაზე არ მიცემდნენ შიდოს. აი ის სუპერ ვაიზერები უნდა დაკიდო კაცმა ფეხებით ილიას იპონი რომ გაატარეს.

• საბურთალო

არადა იპონი იყო გადაახვიეთ და უყურეთ

• ქობულეთიდან

წარმომიდგენია რა ხდება ახლა ილიას გულში, ეს რა მოხდა ხალხო..7 წამში 2 ჯერ ჩავარდნა ამხელა ტურნირზე არ ვიცი რაა, მდგარიყო მაინც, 1 ის მეტ შიდოს ხომ ვერ მიიღებდა 15 წამში? ეს ყველაფერი გამოუცდელობის ბრალია, თორემ აზერს არაფერი არ გაუკეთებია, საერთოდ არაფერი და სწორედ ესაა ყველაზე მეტად გულდასაწყვეტი. რას ვიზამთ, რაცაა ეგაა. ვერცხლიც ხომ უდიდესი წარმატებაა და დარწმუნებული ვარ, შემდეგ ოლიმპიადაზე ილია აუცილებლად მოგვიტანს ოქროს.

• a a

მომდევნო ოლიმპიადაზე შენ გაგაყვაინებენ გუნდს.

• Saba

არაუშავს რას ვიზავთ. ამას ეტყობა რომ კიდევ ბევრ ვერცხლს მოიგებს კარიერაში. ოქრო გაუჭირდება. ჩემპიონობას სხვა გონებრივი მონაცემები და ჯიგარი უნდა

• ყურადღება!!!

პირველად ვნახე მილიონი ლარის მეტიჩრობით წაგება. 20 წამი ტყავი, რომ გაეტყავებინათ ისე გავძლებდი.

ისე გამანადგურა ამ ამბავმა, რომ არ ვიცი ცხოვრებაში ძიუდოს თუ ვუყურებ საერთოდ

• იასონას უდარი

რატომ კადრულობ მსგავს რამეს? აზერბაიჯანელს შენთვის არაფერი დაუშავებია,არც ილიასთვის და არც საქართველოსთვის. იმას რო თავი გავანებოთ,კავკასიელია და სამარცხვინოა შენი კომენტარი.ის რო გარეჯის პრობლემა დადგა,ეგ ქართველების ბრალია და არა აზრბაიჯანელების,თუ ვინმე გჩუქნის,უნდა გამოართვა. ჯერ სააკაშვილის დროს აურიეს ეს ამბავი და მერე სალიტამ ააბარდაგა,ხოდა ალიევის ბრალია ეს? შენი ქვეყანა რო არ გიყვარს და ფულზე ცვლი,ეს აზერბაიჯანის ბრალია? ის ყველას ავიწყდება,რომ ევროპის ჩემპიონატზე აზრბაიჯანელები სულით და გულით გვქომაგობდნენ,ვიდეოც გავრცელდა ამის ამსახველი და მარტო შენაირი უაზრო ხალხი აკეთებს მსგავს განცხადებას. უამრავი აზერბაიჯანელი ცხოვრობს საქართველოში,ჩვენი მოქალაქეები არიან და ზოგი ჩემთან ერთად მსახურობდა ჯარში. ისინი არიან აზერბიაჯანელები,თუმცა საქართველო მათი სამშობლოა და ეს ქვეყანა უყვართ. თუ უჯიშოებს დაუჯახებთ,სიყვარულიდან სიძულვილადმე ერთი ნაბიჯია. აზერბაიჯანი,სომხეთი,საქართველო და ჩრდილოეთ კავკასიელი ხალხები არის ერთი ოჯახი,თქვენაირი ხალხი არის ამ ოჯახის მოღალატე და შემარცხვენელი. რუსებმა რო გაგყინეს,ხომ კარგი იყო იაფი აზერბაიჯანული გაზი? ან ბაქო თბილისი ჯეიჰანის ნავთობსადენის საქართველოზე გატარება ხომ კარგი იყო? რომელიც ჰეიდარ ალიევის დიდი დამსახურებით მოხდა,თავისი პროცენტები დაიკლო და საქართველო მოახვედრა ამ სისტემაში. გათვლა ქონდა და ეხლა ხდება ეგ ამბავი,ახალი აბრეშუმის გზის პროექტი და აქ ჩვენ ეთად ვართ. თუ დრობლიან მიშას და სხვა გამყიდველებს არ აყვებით,არ აურევთ სიტუაციას,ეს პროექტი იმუშავებს,თუმცა მოღალატეებს რა დალევს თქვენი თამადობით. სახელი მაინც გადაირქვი,დაირქვი სერგო ან რამე სხვა მოღალიტისთვის შესაბამისი.

• rable

თუ გახსოვთ შავდათუაშვილმა წააგო ორუჯოვთან ანალოგიურად, მგონი ევროპის ფინალში, ესეთები ჩვენ შემთხვევაში მახსენდება მხოლოდ.. ყველაზე ცუდი "სცენარი" მივიღეთ, ჯობდა იპონით წაეგო, ან ბრინჯაო აეღო... ჩვენ როგორ ვართ და ილია უმძიმეს მდგომარეობაში იქნება და ვუსურვებ ფსიქოლოგიურ მხნეობას.. პასუხისმგებლობა მწვრთნელზეცაა და მოჭიდავეზეც, აღარ აქვს გადაბრალებებს აზრი, ცუდი ფაქტი მოხდა და გაკვეთილი იყოს მომავლის.. წარმატება საღამოს ლაშა გურულს და ხვალ თუშიშვილს და ყველა ქართველს...

• გრიᲨო

ლიპარტელიანის აჩრდილმა ქნა...

• სოსო

გლეხის და ქილა ერბოს მენტალიტეტია რა, დარწმუნებული ვარ იმ ბოლო წამებში იმას ფიქრობდა როგორ დახარჩავდა მილიონს და ამასობაში მიადგა ხიდს.ტფუ

• გიორგი

რაიყოდა როგორც იაპონელი გოგონა ატირეს ისე გვატირეს ჩვენც სპორტის ყველა სახეობა დაიპყრეს. ეხლა გინდა დაბლოკეთ გინდა რაც გინდათ ის ქენით

• Martali

ცუდად ვარ ასეთი რამე ისტორიას არ ახსოვს უკვე ვზეიმობდით ოქროს ((( სიტყვებსაც ვერ ვპოულობ

• Chele

500 000 dagvizoga ilom chemi gadasaxadebidan.erti kargic dainaxet .nu motqvamt

• გოგა

გუჯეჯიანი უნდა წავიდეს, მინუმუმ სეკუნდანტად მაინც სხვა დასვან.

• დათო

ფსიქოლოგი და ფსიქიატრიც მჭირდება ,რატოოომ რატომ ჩავაარდიიი...ეს რა გააკეთე ამას ბავშვიც არ გააკეთებს

• გიორგი

აი რამხელა განსხვავებაა მებრძოლი სულის ბექაურსა და სულამანიძეს შორის იგებ დალოცვილო ყველაფერში ჩაგრავ რამ შეგაშინა ათ წამში რა უნდა ექნა თუნდაც წაეგო კაცურად წაეგო და არა ესე კურდღელივით... სამასი არაგველი არა... რა შორია შენგან ჩემო ძმაო

• საბურთალო

ესეთი თავმდაბალი და ერუდირებული კაცი იშვიათია. რაღა ამას დაემართა მართლა ეს უბედურება. დაგვანგრია მთელი საქართველო სამწუხაროდ, ისე ყველაზე მაგრად ილია გამოვიდა და ის მაინც ჩემპიონია

• ქორ-პარიკმახერი

წაგებაც სხვადასხვანაირია, პეტრიაშვილის მერე ასეთი სიმწარე არ განმიცდია

• Rooney

ჩვენი ტრენერი ვინ არის? საუთგეიტი დაგვინიშნეს ევროპის მერე ძიუდოში?

• Bs

მეც დავფშვენი ეკრანი (( მარა მილოცვით ვერ ვულოცავ, ეს არ არის მოგებული ვერცხლი, ეს წაგებული ოქროა, უნიტაზში გაყოლებული

• ვოოტ

მე მაინც ნერვების ამბავი მგონია, სხვა ახსნას, უბრალოდ, ვერ ვპოულობ...

• G.G.

ესეთ რაღაცას თეორიულად თუ წარმოიდგენ. რაის გამოუცდელობა, რაის დაღლა, რაის ფსიქოლოგია: 20 წამში რანაირად უნდა ქნა. ეს ალბათ სახელმძღვანელობაში შევა, რო ეგეთი სისულელე არ ჩაიდინო.

• იასონას უდარი

მოკლედ,ჩემი თამადობით ყველამ ემოციები უნდა მოვთოკოთ და გავამხნევოთ. ძლიერი ბიჭია,კარგი ტექნიკით და ჩვენი მხარდაჭერა გადამწყვეტი იქნება,რათა ფსიქოლოგიურად არ დაინგრეს და არ განადგურდეს მისი კარიერა. გენოს ფინალი გავიხსენოთ,მცირე კონცენტრაციის დაკარგვა,ეიფორიამ გამოიწვია ეს ამბავი.4 წელი ემზადებოდა ამისთვის და 10 წამში იყო თავის ოცნებასთან,შეიძლება უცებ გონება დაებინდა სიხარულისგან და საერთოდ არ ესმოდა დარბაზიდან დაძახილი.ყველა ადამიანი სხვანაირად აღიქვამს და განიცდის ყველაფერს,ჩემს თავზე ვიტყვი რო ლამის სუნთქვა შემკვრა ნერვიულობით და ემოციებისგან,ილიას რა დაემართობოდა. ბოდიშს ვიხდი ჩემი წინა კომენტარის გამო,თითქოს ცუდი არაფერი დამიწერია,თუმცა არ უნდა დამეწერა და ძალიან ვწუხვარ ჩემი ემოციური და გაუაზრებელი ქმედების გამო. ასეთ დროს უნდა თქვა,ჩემი მხარდაჭერა ილია სულამანიძეს.

• goga

გენო დაღლილი მაინც იყო და ამას რა დაემართა? ამოიღო ჯიბიდან ოქრო და საზეიმოდ გადასცა.

• tngh

ცუდად ვარ... ეს რამოხდა... აზრზე ვერ მოვდივარ!!!

• არაა ლამაზი

ეგ იცის კურდღელივით ჭიდაობამ. იჭიდავე რა ძმაო კაცურად ბოლომდე. არც დაღლილი ხარ, ვერც ილეთს გიკეთებს, რა ფეხები უნდა მოეჭამა მაგ მენავთობეთა ოსს? ვაზარიც რომ აეღო, გოლდენ სქორში მაინც შეიძლებოდა მაგის დამარცხება. 60-70% გუჯეჯიანმა წააგო. ბიჭების პირჯვრის საწერლად არის მანდ თუ სეკუნდანტია, ვეღარ გაიგებ კაცი.

• sportall-ს

რატომ არ აქვეყნებთ ჩემს კომენტარს სულამანიძისა და გუჯეჯიანის მიმართ?! რამე უხამსი დავწერე? მართალს ვიძახი, კინაღამ ინფარქტი მივიღე, გული ცუდად გამიხდა და თქვენ კიდევ კომენტარსაც მიბლოკავთ?!

• ნაპოლეონი

აი მაგ დროს უნდა ეყვირა გუჯეჯიანი იპონიო და გადახედა დნენ. . ეგ გდება იყო მილიარდპროცენტიანი იპონით მარა . .

• ზურა

ჩვენთვის ჩემპიონი ხარ უმაგრესო ადამიანო ყველანაირად და ალბათ თავად იმ საქონლისთვისაც, რომელსაც მედალი შემთხვევით თავში დაეცა აბსოლუტურად დაუმსახურებლად. არასდროს დამავიწყდება ეს გულისტკივილი

• აბგდ

ხალხო რაც ილომ გააკეთა მაგას მწვრთნელისგან მითითება არ სჭირდება!!!ელემენტალური აზროვნება უნდაა.20 წამში რო ყვითლებს იღებ მანდ რო ასე არ უნდა მოიქცე ეს ხომ უამარტივესი ამბავია არაა?პირველად ხო არ არის ტატამზე?ცუდია ძალიან მაგრამ კიდევ უფრო ცუდი იქნება თუ ამ მარცხმა ილო არ გააძლიერა და სადაც ამას ნახავს იქ მიუნგრიოს სიფათი.სხვა მისია ამ ბიჭს უკვე არ აქვს აწი ოქროებს ქვემოთ არ უნდა დადოს შედეგები:დ ისე თაობა უკეთესი მოდის ერთი ეს მამშვიდებს მარა ისე 4 წელი ცოტაა?ნეტა სად ვიქნები 4 წლის მერე?რათ მინდა მე თუ ვერ მოვესწარი ამის წარმატება?ვახ ჩემი ეს რა იყო!!!!!!!!!!!!!!!!!

• გიო

უჯიშოს აჩუქა სამწუხაროდ. მოგვსპო ფაქტიურად ამ ამბავმა

• Zorro

რა ქნა ფინალში ამ ბიჭმა ეს, აჩუქა რა ოქროს მედალი ამ აზერს...

• კახა

უძახოდა,უყვიროდა არ ჩაწვეო.მაგრამ გამოშტერდა

• საბურთალო

დაგვხოცა ამ მაგარმა კაცმა..........

• geo

პირიქით რომ ყოფილიყო ჩვენ მოგებას მოგვცემდნენ? მოიგო სოკარმა.

• G.LA

მშიშარა ყოფილა და იმიტო წააგო. მე-2 გაფრთხილების შემდეგ ვიფიქრე თვითო წააგებს ისე ეშინია წაგების მეთქი. ვინმე ფსიქოლოგი არ ყავს ნაკრებს ასეთ ფინალების წინ დაელაპარაკოს? სირცხვილია 12 წამში ორი გაფრთხილება.

• გივი

საბოლოო ჯამში ფიზიკა არ ეყო და მაგიტომ წააგო

• ზაქრო

გუჯეჯიანი სხვა დროს ენას რომ არ აჩერებდა, ეხლა სად იყო ?

გენოს რომ მოუვიდა წინა ოლიმპიადაზე, ის ვერ გადავხარშე დღემდე და ახლა ეს. რანაირად? როგორ შეიძლება ასე წააგო.

• zura222

კიი ეხლა უთქვამს არ მინდა ასეთი ოქრო და წაიღეთო ! წესები იცის და მსაჯობის ამბავიც მწვრთნელიც ადეკვატური ყავს და სწორად კარნახობდა ჩვენგან განსხვავებით და წაიღეს ოქროს მედალი !

• Gijo

მართლა ვერგავიგე რატო არ უთხრეს რო არ ჩაწოლილიყო? რისთვის ზის მწვრთნელი? ეხლა იტყვიან უთხრა და ეგეთები....

• ალექსანდრო

რავა წამანკალეთ გუშინდელი სიხარული!.. აჩუქა ჩემპიონობა ვიღაც ოს თათარს. ფუუუ!!!

• არ გვინდა ემოციები

ალიევმა ფული გადაუხადა და დათმო რა ვერ გაიგეთ

• სულამანიძეს და გუჯეჯიანს

შევარცხვინე თქვენი ნამუსი იმ ქაჯობისთვის, რაც იკისრეთ ფინალში! ერთის უტვინობამ და მეორის სიმუნჯემ კინაღამ ინფარქტი მიმაღებინა...

• vava

სპორტს კიდევ რა უჭირს და თუ უახლოეს პერიოდში ეროვნული ძალები არ მოვა ქვეყანაში და დღის წესრიგს არ შეცვლის, ასე და ამაზე უარესი ჩასვრილი მენტალიტეტი გვექნება/ჩამოგვიყალიბდება, რაც კატასტროფით დასრულდება საბოლოოდ!

• ფეხბურთის ქომაგი

გუჯეჯიანის დამსახურება არაა, ეს კარგი გუნდი და კარგი შედეგი? სამი მედალი და ხვალ კიდევ თუშიშვილი.

• alexandre

მე 40-50 წელია ძიუდოს ვუყურებ. ბრძოლის ნებისმიერ მონაკვეთში 12 წამში ვინმეს 2 შიდო მიეღოს, ნამდვილად ვერ ვიხსენებ. საერთოდ ბოლო წუთში 2 შიდოც არ მახსოვს. მართლა სასწაული ხალხი ვართ. შარშან გენომ 0,3 წამში მოახერხა მოგებულის წაგება. ნონსენსი, სასწაული. ფეხბურთია და ყველას ყველას დადებით ისტორიას ჩვენ ვაწერინებთ. ამ აზერს როგორ არ ცხვენოდა, მთელი ბრძოლა ილეთი კი არა, ილეთის ცდაც კი არ ქონია. გასკდა გული

• Gijo

მართლა ვერგავიგე რატო არ უთხრეს რო არ ჩაწოლილიყო? რისთვის ზის მწვრთნელი? ეხლა იტყვიან უთხრა და ეგეთები....

• რეზზზ

ვინ რა ქნა ჩემო ძმაო?

• ქართველი

დროის ყაყვანას ცდილობდა და მიტომ ჩახტა, ფეხი კი მიტომ მოხვდა რომ ის უკან გაიწია და ფაქტიურად შემთხვევით მოუვიდა . კაცი იგებდა , წამები იყო დარჩენილი და გამარჯვება მოპარეს.

• კიტა

ეს იყო საშინელება,ზოგს მსაჯზე აქვს პრეტენზია,რა შუაშია თავისი ბრალია ასეთ რამეს ბავშვი არ გააკეთებდა,ან გუჯეჯიანი რა შუაშია ვინმე წარმოიდგენდა რომ ამხელა გამოცდილების მქონე კაცი მაგას იზავდა ?

• არდილეს 78

10 ჯერ გადავახვიე და, მომკალით,იპონი იყო და არა ვაზარი!შიდოებს თუ უყურებენ გამუდმებით,გდება რატომ არ გვაჩვენეს???

• გიო

პირველი ოლიმპიადა იყო ფინალში გამოუცდელობამ იჩინა თავი ვერცხლიც კაია ვულოცავ.

• aburjga

ამისთანა ვერცხლის "მოგებას" ჯობდა აარონ ვოლფთან წაეგო და ის იქნებოდა! 70 წლის ვარ და ასე სულელური წაგება მეტი არ მინახავს ! არა და შეჭამა ის აზერი! ეჭიდავა და თუ წასაგები იყო კაცურად წაეგო!

• ეჰ

არა, გენო წააქციეს

• რემი

აშკარა იყო ჩავარდნა ორივეჯერ ,ოღონდ რატომ ვერ ვხსნი ,რატომ ჩავარდა .

• იასონას უდარი

თუ მჯეროდეს,ეს რა გააკეთა და რა კარგი ტურნირი დაასრულა სამარცხვინოდ.ამას ჯობდა 2 წამში იპონით წაეგო.მთელი დარბაზი გიყვირის,მწვრთნელი გეუბნება"არ გინდა,მარჯვენაზე კონტროლი აიღე" და შენ მაინც ამას აკეთებ,რატო ირცხვენ თავს და რატომ გვარცხვენ? ამისთან კარგი ტექნიკის პატრონი,ასეთ კარგ ასაკში და როგორი ცუდი ფაქტი მის კარიერაში. შესაძლოა ემოციური ვარ და შეიძლება არ უნდა ვიყო,მარა კიდევ ვერ ვიჯერებ რო ეს მოხდა. აზერბაიჯანელს საერთოდ არაფერი გაუკეთებია და აჩუქა ოლიმპიური ჩემპიონობა. ყველაზე მეტად ის არ მინდა რო ამ ფაქტმა კარიერა დაუნგრიოს.მიზეზები ზუსტად არ ვიცი და ვარაუდს არ ვიტყვი,არ მინდა ცილი უმიზეზოდ დავწამო,თუმცა ძნელია დაჯერება იმის რო მწვრთნელს,შენს გუნდელებს და ქომაგებს არ უსმენ,აკეთებ ესეთ რამეს და მეტოქეს ჩუქნი ოქროს.

• giorgi

იმენა აჩუქეს რა აზერებს ოქროო! ვენებმაც და სუდიებმაც! ტრენერი რისთვის არის იქ ვერ ვიგებ საერთოდ. დაუძახე არ ჩავარდეო . ან რა საჭირო იყო ჩავარდნა, საერთოდ ვერაფერს უშვებოდა . კარგით რა რას დაგვაწყვიტეთ ეს ნერვები.

• ჟორა გაბრიჭიძე

არ ვიცი რა დავარქვათ ამას, ბოლო წამებზე უკვე მეორე ოლიმპიურ ოქროს ვკარგავთ. რატომ არ იციან ჩვენმა მოჭიდავეებმა დროის გონივრულად გაყვანაზე ჭიდაობა? კაცი ოლიმპიადის ფინალში ხარ, 10 წელია საერთაშორისო ტატამზე ჭიდაობ და ჩავლების გარეშე "ჩერეზ სებიას" გაკეთება რომ ჩავარდნაა, არ უნდა იცოდე? პირადად მე რომ ვყოფილიყავი ტატამზე მსაჯად მეც არ გაუტარებდი ამას, მით უმეტეს 8 წამის წინ ასეთ ჩავარდნაზე დაგსაჯეს. ილია, შენ აჩუქე კოცოევს ეს მედალი და ოლიმპიური ჩემპიონობა და ვინ იცის კიდევ გექნება ამის შანსი?

• სკ ზესტაფონი

ეს გუჯეჯიანი იქ რას აკეთებს მე უნდა ვყვიროდე ტელევიზორიდან არ ჩაწვეთქო?

• მამუკა

ასეთ შეცდომას რომ დაუშვებ ამ ხნის კაცი 20 წამში 2 შიდოს რომ მიიღებ ღირსი ხარ წაგების, ამას 15 წლის ძიუდოისტი არ იზამდა

• aburjga

ნაღდი ხარ! საფრანგეთი, მაგათი ტრანსგენდერული ოლიმპიადაც მ...ნ! არ უნდა მეყურებეინა! ეს რა უბედურება იყოო??!!

• ნაპოლეონი

აქ კომენტარის გაკეთებაც კი ჭირს. . . მხოლოდ ჯითხვა გვევასება რატომ მოგვდის ესეთები მხოლოდ ჩვენ. . . მაშინ როცა უნდა მიეხრჩო ერთ წუთში ოთხჯერ ჩავარდა და სამი შიდოც აიკრა. . .ეს დამარცხებული კაცის ფსიქოლოგიური სინდრომია. . . აგროვოს ლიპოსავით ვერცხლები და იყოს. . . ჩემპიონი გახდა კაცი რომელსაც საერთოდ ტურნირზე არ უჭიდავია რასაც ქვია...რატომ არ ისმოდა გუჯეჯიანი ხმა რომ აღარ ექნა ეგ სისულელე. . მერე კიდე არაქართულია და არავაჟკაცური პახოდუ და რაც მთავარია არასდროს არავინ არ გვიტარებს მსგავს ქცევებს

• მანფრედ კალცი

ვინმემ არ დაწეროთ აქ, გუჯეჯიანი მაგარი მწვრთნელიაო!

• აფსუს

ვაა, ამხელა სპორტსმენს ეგ როგორ მოუვიდა? ბოლო 30 წამში ეტყობა ფსიგოლოგიურად ვაფშე გაითიშა. რა დასანანია.

• ეეე

არა ვის აბრალით კი მარა თავად ჩახტა უაზროდ არც ჩავლება ქონდა და არაფერი, ერთხელ და მეორეჯერ, წავიდეს რა ფორტეპიანოს მიაწვეს რა მაგის საქმეა ძიუდო.

• ალექს

მსგავსი მაშტაბის განიავება დაუჯერებელია.. ვერაფერს ვერ აკეთებდა მაინც მეტოქე ისე აკონტროლებდა ილია და რა ქნა ეს.. 7 წამში 2 შიდო, რისთვის აი რისთვის ,რაში ჭირდებოდა საერთოდ ქვემოთ წასვლა.. როგორ ღმერთო რანაირად.. მეც კი არ ავიღებდი.. მახსენდება გენოს ფინალი, შავის ფინალი და სხვები კიდევ.. არ ვიცი რა ვთქვა..

• zura222

არ ვიცი რააა @ ორი გაფრთხილება გაქვს და რაღას უხტები არ იცი რო არ გაპატიებენ ? ფრანგი ან იაპონელი ხო არ ხარ რო გაგიტარონ @ 10 წამია და ამ ხელი გაუკავე ან მოძრაობაში გაიყვანე დრო ან შედი ბრძოლაში ბოლო ბოლო 10 წამში რა უნდა გიქნას ? უკვე მარამდენე უაზრო წაგება გვაქვს @@ ან სეკუნდანტი რისთვის ზის უკარნახე რაააააააა @@@@@

• Walter White

დასანანია.მხოლოდ თავის თავს უნდა დააბრალოს.მეორე გაფრთხილების შემდეგ აღარ უნდა ეცადა იგივე მეთოდით თავის არიდებას.

• 100%

რაც გახსნაზე გააკეთეს, იმას აკეთებენ ეხლაც. წადი თქვენი. ეს რა ქნეს ნაბი.ვრებმა.

• მწვრთნელი

ილო, რა გააკეთე ბიჯო! ოქრო როგორ გაატანე მა უბადრუკს! აი რას ქვია კონცენტრაციას დაკარგვა! გუჯეჯიანი აკადემიკოსი რას მიკეთებდა მაგ დროს!?

• ლაშა

აუუ ჩემიი რა იყო ეს?! მე ძმაო ტელეფონი გავტეხე.. მადლობა ილო და თავი უნდა აწიო ყველაფერი წინ გაქ

• გიორგი

რა უნდა თქვა... ოღონდ თვითონ იყოს კარგად ძალიან განიცადა მწვრთნელი სად იყო მაგ დროს გამოუცდელობით მოუვიდა არადა მოიგო ყველა ასპექტით არ შერცხვა ნეტა იმ აზერს თუ ოსს რა ქონდა საზეიმო ხონჩით მიართვეს ჩემპიონობა ან იმ მსაჯის დედა ფინალია რა ბოლო ბოლო რვა წამი....

• დააT

იმ სპორტის დედაც სადაც ქულას ყვითელი ბარათი წონის ილია სულამანიძე ვარლამ ლიპარტელიანის კლონია

• 123

ილიამ კისრიდან ჩამოიხსნა ოქროს მედალი და გადასცა აზერს

• გენა

რაც ამან გააკეთა არის უმაღლესი არაპროფესიონალიზმი. მეტი აღარ უნდა გააკარო ნაკრებს. გენო პეტრიაშვილმა გაანიავა კიდე ზუსტად ასე ჭიდაობაში წინა ოლიმპიადაზე. დუფთა ქართული ქარაქუცობა

• Gizo

ტიპმა თავისი ჯიბიდან მედალი ამოიღო და მეტოქეს გადასცა

• Bs

ეს რა ქნა პეტრიაშვილის წაგების მერე ასეთი შოკი არ ყოფილა

• გაყიდა ვითომ?

ასე ძალით წაგებული ფინალი არ მინახავს

• status quo

ბოლოს იდიოტურად იჭიდავა.რატომ ჩაუწვა, ვერ ვხვდები.

• აბგდ

ვახ ჩემი!რა ცუდად ვარ ბიჭო!!!

• კაჭკაჭი

მართლა დაწყევლილი ვყოფილვართ ძიუდოში მეორე ოქროზე

• 912

კლასი 100 მენტალიტეტი 0

• ჯუჯი

ვინ ასწავლა ასე სულელური ჩავარდნები.

• ქომაგი

გასკდა გული. ნეათეჯერ გააკეთა ეს სისულელე (არაფერში ჭირდებოდა, ვერაფრით ჯობნიდა მეტოქე) და მეხუთეზე მაინც ვერ დაუძახა გუჯეჯიანმა, მიატოვე მაგი და იჭიდავეო?!

• ზაქარია

ვულოცავ, ეგეც მიღწევაა. სამწუხაროა, მოგებული ოქრო გავაჩურეთ მეზობლად. 12 წამში 2 გაფრთხილება არაფრის გამო! პრაქტიკულად არაფერი არ უჩვენებია კოცოევს, თან შეტევაც არ იყო წაყებული, ეგრევე ჩაუხდა ორჯერ ბოლოს. ეტყობა ნერვებს აყვა და ინსტინქტურად.

• 100%

ხთფუი თქვენი ...

• მანფრედ კალცი

ასე უტვინოდ როგორ უნდა მოიქცე კაცი? ან მწვრთნელმა მაინც არ უნდა გააფრთხილოს? ვაჩუქეთ ოქრო ოსებს და აზერებს.

• ჯუჯი

ეს რა გააკეთა ილომ.ძალით წააგო. ასე უტვინოდ წაგება ერთი გენო პეტრიაშვილმა წააგო და მეორე ამან.

• 100%

თქვენი ოლიმპიადა ..... თქვენი საფრანგეთი .... თქვენი მსაჯობა ..... თქველი ტრანსგენდერი ძაღლმა და ვირმა... და თქვენი ყველაფერი ....

• გიორგი

დრამა კი არა, იჭიდავე რა, 15-20 წამი გაქვს დარჩენილი და რა ჩავარდნები აგიტყდა? 20 წამი ვერ გაათრია ტიპმა

• SS

კლასიკური მაგალითი თუ როგორ უნდა წააგო ძალით ფინალი

• ქიტესა

მოხერხება უნდა რომ წააგო

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

იპონი 43-ე წამზე - სულამანიძემ ბაქოს გრან სლემი მეორედ მოიგო [VIDEO]

რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება

[VIDEO] რევანში შედგა - სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა

თუშიშვილი და სულამანიძე ფინალში დამარცხდნენ, ბექაურმა ბრინჯაო მოიპოვა - საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა 7 მედლით დაასრულა

მოქმედი ოლიმპიური ჩემპიონიც დამარცხებულია! - სულამანიძე ნახევარფინალშია

გამარჯობის თქმა არ აცალა - ილია სულამანიძე ფინალშია!