ქართველები
  • ქართველი სპორტსმენები
  • ფეხბურთი
    • ეროვნული ნაკრები
    • ეროვნული ლიგა
    • ეროვნული ლიგა 2
    • ლეგიონერები
    • თასი
    • ასაკობრივი ნაკრები
    • სხვადასხვა
    • ევროპა ლიგა
    • კონფერენს ლიგა
    • ინგლისი
    • ესპანეთი
    • იტალია
    • გერმანია
    • საფრანგეთი
    • მსოფლიო
    • ჩემპიონთა ლიგა
    • ევროპის ჩემპიონატი
    • სხვადასხვა
    • ქალთა ფეხბურთი
    • ტრანსფერები
    • კალათბურთი
      • ეროვნული ნაკრები
      • სუპერლიგა
      • თასი
      • NBA
      • ლეგიონერები
      • ევრო ლიგა
      • ევროპის ჩემპიონატი
      • მსოფლიოს ჩემპიონატი
      • ასაკობრივი ნაკრები
      • სხვადასხვა
      • ჩოგბურთი
          რაგბი
          • ეროვნული ნაკრები
          • დიდი 10
          • თასი
          • ლეგიონერები
          • 6 ერი
          • ტესტები
          • ერთა თასი
          • მსოფლიო თასი
          • ასაკობრივი ნაკრები
          • სხვადასხვა
          • MMA
            • UFC
            • ფორმულა 1
                ჭიდაობა
                • ძიუდო
                • თავისუფალი
                • კლასიკური
                • ქართული
                • სუმო
                • სამბო
                • ქალთა ჭიდაობა
                • ბერძნულ-რომაული
                • სხვადასხვა
                  • კრივი
                  • ველოსპორტი
                  • ტანვარჯიში
                  • ცურვა
                  • ჭადრაკი
                  • მძლეოსნობა
                  • ძალოსნობა
                  • მკლავჭიდი
                  • ტყვიის სროლა
                  • კარატე
                  • ნიჩბოსნობა
                  • მშვილდოსნობა
                  • ფარიკაობა
                  • წყალბურთი
                  • ხელბურთი
                  • ფრენბურთი
                  • ავტოსპორტი
                  • ჰოკეი
                  • თხილამურებით სრიალი
                  • ფიგურული სრიალი
                  • საინტერესო ამბები
                  • სხვადასხვა
                  • ფიტნესი
                  • ფიგურული ციგურაობა

თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

თუშიშვილი რინერთან დამარცხდა - გურამი რეპეშაჟიდანაც მოხსნეს [VIDEO]

<p>პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე გურამ თუშიშვილი (+100 კილოგრამი) ტურნირის მეოთხედფინალში ლეგენდარულ ფრანგ ძიუდოისტთან, ტედი რინერთან დამარცხდა. შეხვედრის შემდეგ ტედის პროვოკაციას გურამმაც აღელვებით უპასუხა, რაც არ გვაპატიეს და მსაჯმა რინერის გამარჯვებასთან ერთად ჩვენი ჰანსოკუ-მაკეც აჩვენა.</p><p>გურამი შეჯიბრებაში მეორე წრიდან ჩაერთო და სენეგალელი მბაგნიკ დიაიე 47 წამში დაამარცხა.</p><p>სოფიო სომხიშვილი (+78 კილოგრამი) ასპარეზობაში პირველივე წრიდან ჩაერთო და გერმანელ რენე ლუხტს სძლია. სამწუხაროდ, სოფიო მერვედფინალში ფრანგ რომან დიკოსთან დამარცხდა და ტურნირი მედლის გარეშე დაასრულა.</p><p>ამ დროისთვის საქართველოს სამი მედალი აქვს. ძიუდოისტი ლაშა ბექაური ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა. მან ფინალში იაპონელი სანშირო მურაო დაამარცხა და საქართველოს ნაკრებს პირველი ოქროს მედალი მოუტანა. საქართველოს ნაკრებს პარიზის ოლიმპიადაზე ვერცხლის მედალი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონმა ტატო გრიგალაშვილმა მოუტანა. ამასთან, ვერცხლის მედალს დაეუფლა ქართველი ძიუდოისტი (100კგ) ილია სულამანიძე.</p><p>ცნობისთვის, ზაფხულის 33-ე ოლიმპიურ თამაშებში საქართველოდან სპორტის 10 სახეობაში (ბატუტზე ხტომა, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, კრივი, მძლეოსნობა, ტყვიის სროლა, ფარიკაობა, ცურვა, ძალოსნობა, ძიუდო) 28 სპორტსმენი ასპარეზობს.</p><p><br></p>

  • გგგ

    სწორადაც მოიქცნენ. არ მოსულა ის რაც თუშიშვილმა გააკეთა. გენომაც არანაკლებ აგრესიულად აღნიშნა ირანელთან მოგება მაგრამ ამის გამო ქუჩური გარჩევა მისთვის ხალიჩაზე არ გამართლდებოდა.

  • ნიკა

    ვისაც ეჭვი გეპარებათ რინერის არაკაცობაში,დააკვირდით როგორ კოტრიალობს ამხელა გიგანტი თუშის მსუბუქ ბიძგზე

  • 555

    თუშიშვილმა რინერს ბოდიში უნდა მოუხადოს ღირსეულად წაგებაც არ შეუძლია

  • ან

    რა განსაკუთრებული ვაჟკაცობა ჩაიდინა თუშიმ? ვაჟკაცობა კი არა, რინერმა პატარა ბიჭივით ააგდო და ესეც ავარდა! რატომ ააგდო ეგეც გასაგებია, ხვალ დიდი ალბათობით ჩვენს გუნდს ნახევარფინალში ფრანგებთან მოუწევს დაპირისპირება და კაპიტნის გარეშე დაგვტოვა! თავის გუნდს საქმე გაუკეთა. თუშიმ კი არაპროფესიონალიზმი გამოიჩინა, რა არის აქ მოსაწონი? შორს ვარ იქიდან რომ ამისთვის თუშის გადავუაროთ და ვლანძღოთ, მაგრამ მოსაწონი რა არის ნერვების ვერმოთოკვაში?

  • მწვრთნელი

    უყურე და მერე რა! მაგის გულისთვის რასაც ფედერაცია მოიგებს თქვენც გაგიყოთ მერე! თუშიშვილმა კარგად იცოდა რა სანქციებიც მოყვებოდა რინერის პროვოკაციას, მაგრამ მაინც აყვა! ფსიქოლოგიურად აფსოლიტურად მოუმზადებელია!

  • ზაქარია

    მარტო არ დაუჭყანია. იპონის მერე კისერში ხელი წაუჭირა, რაც გურამმა გააშვებინა. მერე ზემოდან დაუდგა, ხელები გაშალა და ენა გამოუყო, დაუჭყანაც კიდეც. აღნიშვნის ეს ფორმა სრულიად დამამცირებელია, განსაკუთრებით ძიუდოში. გურამის თავდაპირველი რეაქცია გასაგები იყო, პრაქტიკულად თავდაცვის მდგომარეობაში იყო. მერე ზედმეტი მოუვიდა და აქეთ შეუტია. თუმცა ემოციებია, წააგო, თან ამაზრზენად მოექცნენ. იდეაში თუშიშვილმა ის გაუკეთა, რაც რინერმა. რინერი თუ არ დასიჯება ამის გამო, მაშინ საერთოდ არ ყოფილა სამართალი ძიუდოს სამყაროში.

  • gogi

    ყველა ძიუდოისტი არა, ერთი ქართველი ყავდათ - ლუკა მხეიძე

  • სიმართლე

    თავად ამბობთ რო სახე დაუჭყანა და რამე უხამსობის თქმა მოერიდებოდა? ანუ მაგინონ ყელში მწვდნენ და მე გავატარო? ზიდანს ის გინებები უნდა გაეტარებინა?

  • BOSS

    თუშა შენ გენაცვალე მაგ გულში!ყელში წაჭერა არც არავის უნდა ეპატიოს! ფეხებზე მკიდია რინერის ტიტულები-როგორც კაცი ყოფილა ნოლი,თან დიდი ნოლი!კარპოვის გარდა არც არავინ მახსენდება დიდი ჩემპიონი და ამ დონის არაკაცი

  • ბესო

    მოდით ვეცადოთ ვიყოთ ობიექტურები! იპონის მერე მაგ აფრიკელმა ფრანგმა გურამს სახე დაუჭყანა, თუ რაღაც უთხრა (რა უთხრა საერთოდ ვიცით??) არასპორტული საქციელია, მაგრამ გურამის საცქიელიც ძალიან არასწორი და არასპორტულია!! თავშეკავება, მენტალური სიძლიერე და დისციპლინა სპორტში უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ძალა და კუნთები!! რა მოიგო ეხლა ეგეთი საქციელით??! ... არა და დიდი შანსია ბრინჯაო მაინც აეღო! ბრინჯაოს მაგივრად კიდევ შერჩა ეხლა არაფრის მომცემი საქციელი. ზოგიერთები გულს კი იფხანთ მაგრამ მე ვერ გავამართლებ ესეთ საქციელს...

  • სიმართლე

    ვინც ამბობთ მაფია არა ისო დამიდეტ ფაქტი როცა ერთი კვირის მერე გააუქმეს შედეგი ოღონდ დოპინგს თუ ეხება ეგ სხვა ამბავია მსაჯებს რო ეხება ეგ ფაქტი თუ არსებობს? ეჭვი მეპარება მსოფლიოზეც ეგრე მიკერძოება არ იყო რუსთთან? ტედი რო გაბრაზებული იქნება საქართველოში წაგებით მიუხედავად ერტი კვირის მერე შეცვლილი შედეგისა რათ უნდა ორი აზრი გამბედაობა ხომ გინდა პარიზში ტედის არ დააჩაგვრინო თავი ისე არაა პირველი ერთ რუსისტვისაც ეგრე მოუგია წინა ოლიმპიადაზე ზურგიდან მიპარვია შეიძლება მაგარი სპორტცმენია მარ ეგ არ ნიშნავს რო ადამიანიც არის

  • მოუგო თუშის, ისევე როგორც ყველა დანარჩენს>>>

    ჯერ ერთი ილეთის მერე ყელზე წვდა და მეორეც რო უტხრა 2 სიტყვა არ უნდა მაგას არწივის თვალები და რო გაბრაზებულუა ჩვენზე ტედი რათ უნდა 2 აზრი 50 წელი წაგება არ ქონდა და აქ როგორ მოუგო გურამმა მართალია გააუქმეს ტუმცა არავინ აუქმებს ერთი კვირის მერე ილეტს ამიტო ცოტა ოვიექტურობა არ გაწყენდა თუ არ გიყურებია და ისე ამბობ უყურე და თუ უყურე და მაუნც მაგ აზრზე ხარ აწი სხვა სპორტს უყურე

  • თამაზ

    ოლიმპიადას ოლიმპიური კომიტეტი ატარებს საფრანგეთი კი უთმობს სპორტულ არენას და ინფრასტრუქტურას დააფორმებს მხატვრულად.ასე რომ საფრანგეთს ნუ აბრალებთ თუ კრიბში ტრანსგენდერი მონაწილეობს

  • გიო

    კიდევ მაგრად მოითმინა თუშიმ

  • Walter White

    ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ აქ კომენტარების ავტორებს ცხოვრებაში არავითარი კონტაქტიც კი არ ჰქონია სპორტთან. ალბათ ეზოში ლუდის სმა და უბანში ჩაცუცქული ჯდომა უფრო დამაჯერებლად მოქმედებს ზრდასრულ ასაკში კომენტარების წერაზე. ბევრი წერს მხოლოდ პოლიტიკური კუთხით რომ ევროპას ( მათი ჭკუით) რაიმე ლაქა დაადონ, ვითომცდა ჩვენთან მიმართებაში არიან არაობიექტური და "ვეზიზღებით". ქვეტექსტი კი სულ სხვაა, რომ ერთმორწმუნე მეზობლები, რომ "გვაგასებენ" ასე ვინ დაგვაფასებს. ეტყობა ძირითადად ახალგაზრდებზე აქვთ აქცენტი აღებული თავის "გზავნილებში", თორემ უფროს თაობას კარგად გვახსოვს საბჭოთა კავშირში ერთიანობა,"მეგობრობა" და თანასწორუფლებიანობა როგორ გამოიყურებოდა. ისიც გვახსოვს თუ რა ძნელი ( ხანდახან კი შეუძლებელი) იყო ქვეყნის ნაკრებში მოხვედრა ე.წ. "ნაცმენებისათვის". ისიც გვახსოვს თუ რა გაუკეთეს რუსებმა ლევან თედიადშვილს,როცა ბოლო ოლიმპიადაზე არ წაიყვანეს, რომ მას არ გარმეორებინა რუსი ფალავანის მიღწევა. არც ვიქტორ სანეევი დაინდეს, რადგან, მიუხედავად იმისა რომ ვიქტორი არ საუბრობდა ქართულად, თავის თავს ქართველად თვლიდა. კოლია დერიუგინის ისტორია გაიხსენეთ და სხვა რომელი ერთი ( თბილისის "დინამოს" მიმართ რუსების სიყვარულზე ცალკე დისერტაცია შეიძლება დაიწეროს)

  • თამაზ

    რატომ?გდება არ ჩაუტარებია?თუშის წაგება რო მეწყინა რინერს დავაბრალო არ ეკუთნოდაო?

  • ..

    ენა გამოუყო

  • ???!!!

    გამაგებინეთ, საფრანგეთს ფრანგები ყავთ საერთოდ? ყველა სპორცმენი ზანგია, ამ სიტუაციას როგორ ეგუებიან ფრანგები, მომკალით და ვერ ვიგებ.

  • იასონას უდარი

    ვერ დაგეთანხმები,რადგან თუ გვეპატიება რაღაც,არ ნიშნავს რო უნდა გააკეთო.მოცემულობას გააჩნია,თუ ყველაფერი გააკეთე შესაძლებლობის ფარგლებში,მაშინ შესაძლოა უფალმა შეგინდოს,ხოლო თუ იცი რო გეპატიება და ამიტომ აკეთებ ე.ი. ეს არის მიზანმიმართული ქმედება,რაც შესაძლოა აღარ გეპატიოს.პეტრეს ეპატია რაღაც,არ ნიშნავს რო მე ან თქვენ იგივე გვეპატიება,ჩვენ არც პეტრე ვართ და არც პავლე.ყველა ადამიანს ისე მიეგება რასაც დაიმსახურებს. ფილოსოფია არ გვინდა,ერთი რამე ვთქვათ მხოლოდ. რის გამო არ წამოვიდნენ ტურნირიდან? მატერიალური სარგებლის მიღების გამო,ხომ ასეა? ერთია,როცა გეშინია,არ ხარ ძლიერი და ამის გამო რაღაცას აკეთებ და მეორე,როცა მატერიალური სარგებლის და სახელის მოხვეჭის გამო აკეთებ,ეს მგონია რო არ გვეპატიება არავის. ვთქვათ და წამოვედით ოლიმპიადიდან,რა შეიძლება დაგვმართონ ქვეყანას? ტურნირებიდან ჩაგვხსნიან და მორჩა,ხომ იქნება ასე? აქ მთავარი არის ის,თუ რას განვიხილავთ მნიშვნელოვნად,ღმერთის პატივისცემას თუ მედლების მოგებას,რა არის უპირატესი? ქვეყანას არ ჩამოაქცევს ეს ამბავი,პირიქით,განაცხადს გააკეთებ და ვეღარავინ გაბედავს იგივეს შენთან.შეიძლება ამას ქონდეს ჯაჭვური რეაქცია და სხვებიც აგყვნენ,ეს ჩამოაქცევს სისტემას. თუ არ აგყვებიან,ღმერთის წინაშე ვალს მოიხდი და გაამართლებს იმ ამბავს,რომ საქართველო არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. ხომ ვამაყობთ ერი ამით და რა გვესაქმება სოდომურ ქალაქში? ამიტომაც ვამბობ,რომ ქრისტიანები უნდა ვიყოთ და არ ვართ სამწუხაროთ. როცა ღმერთმა გადაწყვა სოდომი,დავიჯერო თქვენსავით არავინ ფიქრობდა? ჩემი აზრით,ყველაზე დიდი ცოდვა არის ის,როცა შეგიძლია ცოდვას ააცდინო მეორე ადამიანი,მისცე მას მაგალითი და ამას არ აკეთებ. თუ ჩვენ ვამაყობთ,რომ 2000 წლიანი ქრისტიანული ტრადიცია გვაქვს და ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა ვართ,მაშინ შესაბამისი ქმედება გვჭირდება,ვიდრე სხვა ქვეყნებს.როგორც მოძღვარს უფრო მეტი დაკვირვება მოეთხოვება,ვიდრე ჩვენ ან ნებისმიერ ჩვეულებრივ მოქალაქეს,ეგრეა ქვეყნებში საქართველოც. რა გგონიათ,შუშანიკს არ ეშინოდა სიკვდილის ან აბოს,ან ქვეთევან დედოფალს? თუმცა ის იყო მაგალითის მიმცემი,თუ დანებდებოდა ქეთევან დედოფალი,ერიც დანებდებოდა. თუნდაც ანწუხელიძე ავიღოთ,რა გგონია არ ეშინოდა ან სიკვდილი უნდოდა,თუმცა მისი დროშის წაბილწვა,ერს გააპარტახებდა და გაანადგურებდა. ყველა ჩამოთვლილი დიდი ადამიანები იყვენენ,უფრო სწორად ნამდვილი ადამიანები,ჩვენ არ ვართ და არც ვცდილობთ რო ვიყოთ. მაგალითი მოგვცეს და გვქნდეს მაგალითი,სწორება მათზე და ვცადოთ ვიყოთ გიორგი ანწუხელიძეები და ქეთევან დედოფლები,თუ ვერ შევძელით და არ გამოგვივიდა,მერე გვეპატიოს შესაძლოა,თუმცა მცდელობის გარეშე არაფერი გვეპატიება. როცა სოდომურ ცოდვას უყურებს და წაუყრუებ ან მამათმავალი ჩამოვა და ტაშს დაუკრავ ერის ნაწილი,მაშინ გვეპატიება? გამოცდის წინაშე დგას ქვეყანა და სამწუხაროდ,ვერ შევხდით ძლიერები ამ განსაცდელს. ამ მოცემულობაში დამტკიცდება,ვართ თუ არა ქრისტიანული ერი თუ ვართ მამათმავლებს აყოლილი ყოფილი ერი. ძალიან მარტივი გასაკეთებელია,თუმცა ძნელი გადასატანი და ამიტომაც ქვია გამოცდა.

  • ტოტტი

    პრიქოთ რო ყოფილიყო სამუდამო დისკვალიფიკაციას მიცემდენ რასისტიაო და ეგ არაფერი

  • მოუგო თუშის, ისევე როგორც ყველა დანარჩენს

    რა უნდა ეთქვა? უბრალოდ მოუგო თუშის, ისევე როგორც ყველა დანარჩენს. დიდია რინერი, უნდა ვაღიაროთ და ვისწავლოთ მარცხის ვაჟკაცურად მიღება. საწყენია, რომ თუშის შეეძლო ბრინჯაოსთვის ებრძოლა.

  • თეთრ რასას!

    თეთრებო! გაიგეთ რო შავები და ლგებეტეები "ხელშეუხებლები" არიან! შევეპასუხებით?და ეგრევე "ევროკავშირიდან" სასჯელს ვირტყავთ! რას დაამსგავსეს საფრანგეთი, ამ ლიბერასტებმა? თფუი...

  • არჩილ

    ტედის მესამე ოლიმპიურ ჩემპიონობას მიეძღვნა პარიზის ოლიმპიადა. რინერზე იმუშავა სრულიად ოლიმპიურმა კომიტეტმა.

  • WHAT?

    რეპე რეპე..რეპეშაჟი?ჰან..ჰანსო.. ჰანსოკუ-მაკეცჟი? იაპონური ენის პროფესორებო გოიმებს გადაგვითარგმნეთ რაა :)

  • გიგა

    ამ ზანგმა რა უთხრა ასეთი გამაგებინეთ!

  • gio gio

    წარმოიდგინეთ რომ ტეტი ქართველი ყოფილიყო და ოლიმპიატა საქართველოში გამართულიყო მაშინ თუ გავამართლებთით გურამის საქციელს.დროა ვისწავლოთ ღირსეული წაგწბა ასევე ასეთ ტურნირს შევხდეთ სათანადოთ მომზადებულუ

  • გენას

    რა მაფია? მაგას ვერ მიხვდები მაინც და აზრი ახსნის?

  • სიმართლე

    მარტივად გეტყობა რო არ გიყურებია ჰოდა უყურე ჯერ მერე იკითხე

  • სიმართლე

    თქვენაირმა ხალხმა ენები დაიმოკლეთ ჯერ უყურე და მერე იძახე

  • ნოდო

    გურამს აბრალებ? დაასტოპე და ისე უყურე და ნახავ ვის რა ეტაკა პირველს

  • 555

    მთავრდება ძიუდო და რამოდენიმე სპორცმენი დაგვრჩა საგულშემატკივროდ.ჭიდაობების კვოტა მხოლოდ ნახევრამდეა შევსებული,მშვილდოსნები,წყალში მხტომელები და სპორტის სახეობათა სხვა წარმომადგენლები აღარ გვყავს.მეზობელ აზერბაიჯანს 48 სპორცმენი ყავს ოლიმპიადაზე ჩვენ28.ასე "მუშაობს"სპორტის უქნარა სამინისტრო.

  • S.K.K.

    აღარ უნდა მოშორდეს ეს ჯეელი? შეეწირა თუშიშვილის კარიერა მის "უკვდავობას".

  • ბესო

    არა სამართლიანია . თუშიშვილი თუ ჩახსნეს , მაშინ რინერიც უნდა ჩაეხსნათ

  • გულშემატკივარი

    ისა, რომა, მე-3 ოლიმპიური ოქროს უნდა, სპორტიდან წასვლის წინ.

  • zura222

    არადა გუნდურში იმედი მქონდა რომ მედალს გამოვკრავდით ხელს და ეხლა ისიც უნდა დავივიწყოთ @@@@

  • zura222

    ტედი ჩვენთან მაგრადაა ძმაკაცობს და რა ეტაკეთ ? @@

  • ცვლილებების დროა

    უნდა დაემატოს 100-დან 120კგ- მდე და 120+ კატეგორიები. ნამდვილად ძნელია 110 კგ-იანი მოჭიდავისთვის 150 -ის წაქცევა.

  • ვანდა ჯიქია

    აიშვა მავნებლობამ, მაგრამ ფსიქოლოგიაში ორპირი ქარი და გრიგალია ჩვენებში, ორთაბრძოლაშიც და საერთოდ, ჩვენ ნაკლად ყალიბდება და არ ვაღიარებთ, უყურადღებოდ თვითდინებაზეა ეგ საქმე. ვფლანგავთ ჩვენივე ახალგაზრდობას.

  • springbok

    თუშიშვილი იწონის 112 კგ-ს რინერი 140ზე მეტს. რინერს ის გარანტია აქვს, რომ რაც არ უნდა მოხდეს 3 შიდოს არავინ მისცემს. თუშიშვილს სხვა გზა არ ქონდა გარდა სულ შეტევებისა, თანაც ამხელა სხვაობაა წონაში. დაცვიდან რომ ეჭიდავა ნაღდად 3 შიდოს მისცემდნენ რინერს ილეთი რომც ვერ გაეკეთებინა. (გავიხსენოთ შავდათუაშვილი - ონოს ფინალი წინა ოლიმპიადაზე). ეს ყველაფერი არ მოქმედებს სპორტსმენზე ფსიქოლოგიურად? ვერ წარმართავ ორთაბრძოლას ცივსისხლიანად და წინასწარ დაგეგმილად ამ შემთხვევაში ვერანაირად. შემდგომ რაც მოხდა ეს იყო რინერის პროვოკაცია და თუშიშვილი ის უნდა გაეკეთებინა რაც გააკეთა და მადლობა ამისთვის. გუშინდელი საშინელი იმედგაცრუების შემდეგ ბევრს დაეუფლებოდა სიამაყის განცდა მარცხის და დისკვალიფიკაციის მიუხედავად.

  • ?

    ტედი რინერი ჩვენი ძმაკაცია და რატო, რა ეტაკა რატო მოხდა ასეთი რაღაც

  • იასონს

    ნაწილობრივ გეთანხმები იასონ, თუმცა არც მთლად მასეა საქმე: მაზიარებელი და მონანული ადამიანი მაინც ცხონდება! მიუხედავად მის მიერ გამოჩენილი უამრავი სისუსტისა.. პეტრემ სამჯერ უარყო ქრისტე მამლის ყივილამდე.. ასე რომ, მთავარია გვწამდეს და შეძლებისდაგვარად მივყვებოდეთ და ვეზიარებოდეთ იმას რასაც ღვთის მადლი ქვია და წმინდანებივით თუ ვერ ვიქენით, ეგ გვეპატიება - დედამიწა დაცემის ადგილია, რაც იმის ნიშნავს, რომ აქ ცოტა სხვა კანონები მუშაობს და გარკვეული ტაქტიკის გარეშე ვერ გადარჩები - ანუ, გარკვეული სახელმწიფოებრივი გათვლებიცაა საჭირო, რწმენის გარდა; ქრისტიანობა ბევრს არაფერს ამბობს სახელმწიფოს/ქვეყნის მოწყობაზე - რაც ფრიად ფილოსოფიური საკითხია.. მეტს აღარ გავაგრძელებ აქ - სხვა ფორმატში შეიძლება უკეთ, შენნაირ საინტერესო ადამიანთან საინტერესო საუბრის გამართვა )

  • მწვრთნელი

    გუნდურიდან არავის არ მოვუხსნივართ! თუ გამოვა გამოვა სულამანიძე 90+, თუ არა და ამ წონაში ავტომატურად წაგება ჩაგვეთვლება!

  • მწვრთნელი

    სულამანიძე გამოვა 90+ -ია!

  • vava

    ცოტა ხასიათი გამომიკეთდა გუშინდელი ქალაჩუნობის შემდეგ :) რინერთან საფრანგეთშივე გაჩმახება სულაც არაა პატარა და უსაფრთხო ამბავი )) ნებისმიერ მედალს მირჩევნია, ვაჟკაცური და არა ჩასვრილობის სახელის დატოვება! განსაკუთრებით გუშინდელი დღის შემდეგ, შეიძლება ითქვას, ეს აუცილებელიც კი იყო! დიდი მადლობა და უდიდესი პატივისცემა თუშის, ჩვენი ნამუსის შენახვისთვის! მედლები აქამდეც იყო და აწეც იქნება, მარა სახელის გატეხვა ყველაზე უარესია - ღმერთმა ნუ ქნას, ქართველებმა მშიშარა, ბრძოლის უუნარო და უფხო ხალხის იმიჯი შევიქმნათ! აქვე დავამატებ, რომ ზოგადად რა თქმა უნდა არ ვემხრობი ასეთ დებოშებს, მაგრამ კონკრეტულად დღეს, ეს პირდაპირ მისწრება იყო, რომ იტყვიან!

  • იასონას უდარი

    llcl იცი როგორი რამეა,იმ იტალიელმა ხომ იცოდა ყველაფერი,კაცი რო იყო და მაგრად გალახავდა,რატომ თავიდანვე არ გამოხატა პროტესტი? იფიქრა,გავალ და ქალკაცას გავლახავო,მარა ვერ გალახა და თვითონ გაილახა. ყველამ ყველაფერი იცის,ყველამ იცის რო იაპონელებს ეხმარებიან დღემუდამ ძიუდოში,ხოლო ამ ოლიმპიადაზე ფრანგებიც მიუმატეს,ხოდა რატომ გადიან ტატამზე? ან რატომ არ ტოვებენ დელეგაციები ტურნირს,ჯერ გახსნის გამო და ასეთი უცნაური ფაქტების გამო? გავლიან,წააგებენ და მერე ამბობენ,თურმე ვიღაც ქალად გადაცმული კაცი იყო,ვიღაც იჩაგრება და ა.შ. არადა,როცა გადიხარ სადღაც წესებს და პირობებს ეთანხმები ე.ი. თანამონაწილე ხარ პროცესის,მერე გინდ პირჯვარი გადაიხასე წუთში სამოცჯერ და გინდიც ხატებით ირბინე პარიზში. ქრისტიანობა სიტყვების ბრახუნი კი არ არის,ეს არის ქმედებები. როცა ადამიანზე და მის გაჭირვებაზე,შიმშილზე ნერვიულობ,ლოცვა კი არ უნდა აღავლინო,უნდა ადგე და გაყიდო ჯიპი,თავშესაფარი მისცე და დააპურო. ჩვენ ვცხოვრობთ ფასადურ სამყაროში,ყველაფერი ფასადურია და რეკლამებისთვის ხდება.ქრისტაინობა მთელ მსოფლიოში და საქართველოში ფასადური გახდა,სიღრმეს და შინაარს არ ეძებს არავინ,რიტუალებს უფრო მეტ ყურადღებას აქცევენ,ვიდრე ქრისტეს სიტყვებს და ქმედებებს. მოდით ასე დავსვათ საკითხი,გახსნის ცერემონიაზე ან ქალად გადაცმულ კაცზე,რას იტყოდა ქრისტე,რამდენი მოვიქეცით ეგრე? როგორც ჯვარცმის ეპიზოდში თქვა "უფალო,შეუნდე,რამეთუ არ იციან რას სჩადიანო",ხოდა რამდენმა ქრისტიანმა თქვა იგივე? მოდით,ყველაფერს ჯობია რო ჩვენ ვიყოთ ქრისტიანები და თუ ეს ასე იქნება,ვერც ილიპიადაზე გაკეთებული და ვერც სატანის მოციქულები ვერაფერს დაგვაკლებს. სიმბოლიზმს მოეშვით და ქმედებაზე გადადით ქრისტიანებო. დიახ,ისინი არიან სატანისტები,თუმცა არც ჩვენ ვართ ქრისტიანები. მონათვლა და ჯვარის ტარება არ აქცევთ ადამიანებს ქრიტიანებად,ქრიტიანი არის ადამიანი ვინც ზედმიწევნით ასრულებს ქრისტეს მოძღვრებას და ცხოვრებაში გადააქვს. ვიღაც დღეში შეიძლება ასჯერ ლოცულობდეს და მარხვასაც იცავდეს,თუმცა ვიღაც არც ქრისტიანად იყოს მონათლული და არც ლოცულობდეს,მაგრამ ქრისტეს მოძღვრებას ის ასრულებდეს და არა ე.წ. ქრისტიანი მლოცველი.

  • kesha

    და ვინ გითხრა რომ მარტო ჩვენ ძიუდოისტებზეა საუბარი? გადახედე უცხოურ პრესას და ნახავ რა ამბავია ატეხილი, და კიდე ნერვები დაიოკე გიორგა და წაკითხვიდან აზრის გამოტანა ისწავლე!

  • გოჩა

    თუშიშვილის წითელი ბარათის გამო მართლა მოგვხსნეს გუნდურიდანაც?

  • გიო

    კარგად ხო დახედა ზემოდან მაგ ვირს,ჩემპიონობა უნდა შეგეფერებოდეს

  • გიორგი

    რავა ხარ ყველგან მაფია და შეთქმულება გელანდებათ? ბექაურზე ვერ მუშაობს ეგ შეთმქულება და ჯადო? იქ თურმე ფრანგებს უჯიგრეს, აქეთ სოკარმა უყიდე ოქროები თავის ძიუდოისტებს (სულამანიძე ბოლო წუთს ჭიდაობის გარდა რომ ყველაფერს აკეთებდა, არ ვიმჩნევთ). თუ ყველგან შეთქმულება და მაფიაა, დაანებეთ ბიძია ამ ტურნირებს თავი და იჭიდავეთ გორში "ქართული ჭიდაობის" ტურნირზე, ცხვარს მაინც მოიგებთ

  • დევი

    თუშას წინააღმდეგ იყო სრულიად ძიუდოს სამყაო ასეთი ბრინჯაოც რინერის იყოს.

  • მწვრთნელი

    გაუჭირდებოდა! პირველად მოხსნეს, თუ რა! ფსიქოლოგი რას აკეთებს ოლიმპიურ სოფელში ხომ ვერ მეტყვით!?

  • რონი

    რა გახდა ეს რინერი?? შანსი არაა საიტო მოუგებს თუარ დაწვეს.. უკვე ყელშია მსაჯების საქციელები გემოვნების მიხედვით აძლევენ უკვე შიდოებს ვაზარებს და იპონებს თან ისე რაც არუნდა რეალური მომენტი იყოს თუარ უნდა არც გადახედავს და თვალს დაიბრმავებს... ფარიკაობა იყო მსაჯს კომპიუტერმა ჩვენი გამარჯვება ამცნო ამან სხვა ვერდიქტი გამოიტანა.. საკმარისია რა ხმა ყველა ფედერაციამ უნდა აიმაღლოს. ეს ესპანელი მსაჯი აშკარად ფრანგებისაა ფინალსაც მაგას ამსაჯებენ რომ რინერს ოქრო გაატანონ. მარაზმია. ილია ჩვენს გულებში ჩემპიონია... გუჯეჯიანი კი მართლა გასაშვებია. თუქრების მწვრთნელი ნოზაძე ან ჯარჯი დანიშნონ თუ წამოვლენ ისინიც ეგეც საკითხავია..

  • kesha

    რავი რაც ძიუდოს მსაჯობაში ხდება ეგეთი მაფია ალბად იტალიას არ ახსოვს, მაგარი სირცხვილია!

  • გენა

    რა მაფია. ნერვები დაეოკებინა ბრინჯაოზე იჭიდავებდა. უპასუხიმგებლოა!!!

  • ლაშა 19

    გუნდურში გამოვა თუშიშვილი ? თუ არ გამოვა რახდება მაშინ ?

  • ფედერაცია მანდ ტურისტებად ხართ?

    ფედერაცია გააპროტესტეთ რამე, თქვე არაფრისმაქნისებო!

  • იასონას უდარი

    გურამი ჩვენი ძმაა,ძლიერი ფალავანია და უმაგრესი ქართველი.საქმე ის არის რო ობამასნაირი არ არის და არც სქესი აქვს გადაკეთებული ე.ი. განწირულია წაგებისთვის. დღეს ორ შეხვედრას ვუყურე,ერთი ჩვენებურის და მეორე იაპონელის,ხოდა არც რინერი არის მაგარი და არც იაპონელი. რინერი ობამასნაირია,ფრანგია და ეხმარებიან,ხოლო იაპონელს შარვალი ჩასძვრა,თუმცა მსაჯმა ისიც არ უთხრა,ებიჭო ნუ ამოყარე ყველაფერი და გაისწორეო. გაახრჩო მოწინააღმდეგე კვერცხების სუნით და ისე მოუგო. ზოგადად,ეს ოლიმპიადა არის სპორტის სირცხვილი,ჯერ გახსნა რა იყო და მერე კაცი გაუყვანეს ქალს ბოქსში,სისხლი და მუტუტი ერთად გაასხმევინა,ხოდა ეს არის საქმე? ჯერ ისევ თმენის რეჟიმია,თუმცა მალე ამოასხავს და დაიწყება ომი. სერბმა ყველას და ყველაფერს აგინა,ვერც გაამტყუნებ კაცს,20 წამის მერე გადახედეს და შიდო მისცეს,თუმცა 20 წამი არ დაუბრუნებიათ. ოლიმპიადა ერებს შორის მშვიდობისთვის იქნა დაარსებული,თუმცა ეს ოლიმპიადა დაპირისპირების მიზეზი გახდა და დაპირისპირება არის ქრისტიანებს და სატანისტებს შორის. მიმიფურთხებია საფრანგეთისთვის,თავისი ობამასნაირებით და კაბიანი კაცებით.

  • llcl

    ტრანსგენდერთა ოლიმპიადა! დიდება საფრანგეთს!)))))))))))))))))) ამ დედამოხნულებმა კაცს სასტიკად აცემინეს იტალიელი გოგონა მთელი მსოფლიოს თვალწინ, გურამმა კი ფერადკანიანს ოდნავ ფეხში მიარტყა და მედლის შანსი მოუსპეს! ესე აგებინებდნენ რუს-მონღოლებს საბჭოთა კავშირის დროს, მახსოვს ფეხბურთში ბოლო ტურებს მანეჟში ათამაშებდნენ, მოკლედ დავეწიოთ და გავუსწროთ კომუნისტებს, ეს ლიბერასტ-ფაშისტების დევიზია!

  • არდილეს78

    ისევ ჩახსნეს?უკვე მერამდენედ?

  • ვისტი

    ძალიან დიდი მაფიაა ძიუდოს მსაჯობაში, ნაპოლეონ 100%-იანი ხარ. ასეთივე ილეთი გუშინ ილიასი ვაზარი იყო და დღეს რინერის იპონია? სოფიოსაც რომ შევეხოთ, როგორ პასიურადაც არ უნდა ეჭიდავა მარტო ფრანგთან შეიძლება 2 პირველ წუთში მოგცენ 3 შიდო. ორი ქართველი დამარცხდა 2 ფრანგთან ისე, რომ სამაგალითოდ მოიწონონ ძიუდოს ფედერაციამ თავი სპონსორებთან. მიუხედავად ძიუდოს მაფიისა, ტატამის მიმართ უპატივცემულობის გამოხატვა და ამით ბრინჯაოს შანსის დაკარგვა გაუაზრებელი ნაბიჯია და როცა ასეთ ფორმაში ხარ საკუთარი თავის, საკუთარი გუნდის და გულშემატკივრის დაღალატებაა.

10-თვიანი პაუზის შემდეგ - ბექაური ტატამზე ბრუნდება

საბა ინანეიშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

[VIDEO] უჰ რა იპონი! - ზაურ დვალაშვილმა ასტანის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

ექვსთვიანი დისკვალიფიკაცია - ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ გურამ თუშიშვილი დასაჯა

თუშიშვილს რინერთან გამარჯვება გაუუქმეს [VIDEO]

რევანშის შანსი - სულამანიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალშია და კოცოევს შეხვდება

ტედი რინერი ოთხგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა

მე-11 გამარჯვება მსოფლიოზე! ტედი რინერი ისტორიის წერას განაგრძობს

რინერი თბილისში ჩამოდის? - ლეგენდარული ფრანგი გრანდ სლემზე დარეგისტრირდა

"რინერს აუცილებლად დავამარცხებდი. რუსები რომ ოლიმპიადაზე ყოფილიყვნენ..." - ინალ ტასოევი

ტედი რინერი: ეს თუშიშვილის მხრიდან, სავარაუდოდ, ანგარიშსწორება იყო

თუშიშვილი ვერცხლს დასჯერდა - ჯაბნიაშვილმა და დემეტრაშვილმა ბრინჯაოს მედლები მოიგეს [VIDEO]

დაბრუნება ოქროს მედლით აღნიშნა - თუშიშვილი ავსტრიის გრან პრის ჩემპიონია! [VIDEO]

ავსტრიის გრან პრიზე ქართული ფინალი იქნება

6-თვიანი დისკვალიფიკაციის შემდეგ თუშიშვილი ტატამს უბრუნდება - ავსტრიის გრან-პრიზე საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია