2024 წლის 4 აგვისტოს Philippe-Chatrier-ის კორტზე სპორტმა გაიმარჯვა. ლეგენდარულმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა 37 წლის ასაკში ერთადერთი დარჩენილი ნანატრი ტიტული მოიგო, რომლის ჩემპიონობის გემოც აქამდე არ გაესინჯა და ოლიმპიადის ფინალში ესპანელი კარლოს ალკარასი ორ სეტში 7:6, 7:6 დაამარცხა.

ანდრე აგასის შემდეგ სერბი გახდა პირველი მამაკაცი ჩოგბურთელი, რომელმაც კარიერული სუპერსლემი შეასრულა. მას ოთხივე დიდი სლემი, პლუს შემაჯამებელი ტურნირი და ახლა უკვე ოლიმპიადაც აქვს მოგებული.

ამაზე უფრო მეტი საუბარი დაიწყება, არის თუ არა ნოვაკი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. რა თქმა უნდა, ყველას თავისი აზრი აქვს, მაგრამ სერბის გენიალურ მიღწევებს ცალკე აღნიშვნა სჭირდება და ყველაფერზე ციფრები მეტყველებს.

ჯოკოვიჩი არა მარტო ჩოგბურთის გენიოსი, არამედ თანამედროვე სპორტის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. სერბი ამ წარმატებაზე ოცნებობდა და მუდამ ამბობდა, რომ თავისი ქვეყნისთვის რაღაც განსაკუთრებულის მიცემა სურდა.

ჯოკოვიჩი არასდროს არ ამბობს უარს, დაიცვას თავისი ქვეყნის ღირსება დევისის თასის მატჩებში, ეროვნულ გუნდში გაათმაგებული მოტივაციით თამაშობს და თითოეული ბურთისთვის იბრძვის. მას უყვარს სამშობლო და ნოვაკი სერბეთში უბრალოდ გმირია.

2023 წელს ბელგრადში სერბეთის საკალათბურთო ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატზე ვერცხლის მედლის მოპოვება აღნიშნეს. ზეიმს ჯოკოვიჩიც შეუერთდა, რომელმაც ამ ღონისძიებამდე რამდენიმე დღით ადრე ამერიკის ღია პირველობის ფინალში დანილ მედვედევი დაამარცხა.

ნოვაკმა სიტყვით გამოსვლისას ცრემლები ვერ შეიკავა. სერბები განუწყვეტლივ მის სახელს სკანდირებდნენ და სიყვარულს გამოხატავდნენ. ნოვაკს ემოციებმა უმტყუნა.

ეს არ იყო პირველი შემთხვევა, როდესაც ჩოგბურთელი ემოციებს საჯაროდ გამოხატავდა. მოგეხსენებათ, ჯოკოვიჩმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე უარი განაცხადა, რის გამოც თითქმის მთლიანი წელიწადი გაუცდა, მაგრამ მას ყველაზე დიდი ტკივილი ავსტრალიაში მიაყენეს.

მელბურნში ჩასული შვედი რამდენიმე დღეში დაადეპორტეს. მაშინ ლეგენდამ თქვა, რომ ეს მისთვის დიდი შოკი იყო, თუმცა გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებდა და თუნდაც კარიერა დაესრულებინა, ვაქცინას მაინც არ გაიკეთებდა, მაგრამ საზოგადოებას ანტივაქსერობისკენ არ მოუწოდებდა და ამას პირადი გადაწყვეტილებით ხსნიდა.

2023 წელს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ ჯოკოვიჩმა მელბურნში ჩასვლა და ავსტრალიის ღია პირველობაზე ასპარეზობა შეძლო. რა თქმა უნდა, ის ტრიუმფით დაბრუნდა და ფინალში ბერძენი სტეფანოს ციციპასი 3 სეტში დაამარცხა.

მატჩის შემდეგ ნოვაკმა ცრემლების შეკავება ვერ შეძლო. ის თავის გუნდთან მივიდა, დედასა და ოჯახის წევრებს ჩაეხუტა და პანიკური ტირილი დაიწყო. ეს იყო მორიგი დიდი გამარჯვება ავსტრალიაში დაბრუნების შემდეგ.

2012 წელი და მონტე-კარლოს მასტერსი მისთვის ერთ-ერთი ყველაზე რთული იყო. 1/8-ფინალში ალექსანდრ დოლგოპოლოვთან მარცხის წინ ჯოკოვიჩს შეატყობინეს, რომ მისი ბაბუა გარდაიცვალა.

ჩოგბურთელი კორტზე უსიცოცხლოდ გამოიყურებოდა, პირველი სეტი 2:6 დათმო და კორტზეც ცრემლები წამოუვიდა, თუმცა იპოვა ძალა, ის თამაში მოიგო და შემდეგ ფინალამდეც მივიდა, სადაც ნადალთან დამარცხდა.

მონტე-კარლოს მასტერსის შემდეგ ნოვაკმა პაუზა აიღო, მშობლიურ ბელგრადში მისი ოჯახის ორგანიზებულ ტურნირზე არ ითამაშა და განაცხადა, რომ ახლა ჩოგბურთზე ფიქრი არ შეეძლო. მისთვის მთავარი ოჯახია და ემოციებისგან დაცლილია.

საინტერესოა, რომ "რკინის ადამიანი", როგორც სერბს უწოდებენ, 2018 წელს კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობდა.

"ძალიან უსიამოვნო პერიოდი მქონდა. ზედიზედ ორ ტურნირზე წავაგე სასტარტო მატჩები და დარწმუნებული არ ვიყავი, რომ მინდოდა ჩოგბურთის თამაშის გაგრძელება. ისეთი შეგრძნება იყო, რომ კედლები მოძრაობდა და სუნთქვა სულ უფრო რთული ხდებოდა. ჩოგბურთი – ჩემი სიყვარულია, მაგრამ მინდა მისი გამოყენება, როგორც პლატფორმა პოზიტიური გარდაქმნებისთვის, მინდა ვთქვა: იმოქმედეთ, ეძებეთ გზები თავისუფლებისკენ, გამოიკვლიეთ საკუთარ სუპერძალები.

არ აქვს მნიშვნელობა, წარმატებული ხართ თუ არა საზოგადოების თვალში: თქვენი ძალა თქვენს ხელშია. კრიზისულ მომენტში ვიგრძენი, რომ ბუნება მიზიდავდა. წავედი ოჯახთან ერთად შვებულებაში და ერთხელ, როცა პლაჟზე ვთვლემდი, უცებ ახალი ენერგიის მოზღვავება ვიგრძენი. სხეული გადაიტვირთა. ყველაფერი ასე მარტივად მოხდა", - თქვა მაშინ ჯოკოვიჩმა.

სერბი ამ ეტაპზე აქტიური სპორტიდან წასვლას არ ჩქარობს და ამბობს, რომ ჯერ სიამოვნებას იღებს და მეტოქისთვის კონკურენციის გაწევა შეუძლია, რაც ალკარასთან მატჩმაც დაამტკიცა.

ჯოკოვიჩი მუდმივ მაგალითს აძლევს ახალგაზრდა თაობასა და სპორტსმენებს. ის ეხმარება თანამემამულე სპორტსმენებს, რათა წარმატებას მიაღწიონ.

მაგალითისთვის, იმედისმომცემმა 21 წლის სერბმა ჩოგბურთელმა ჰამად მედჯედოვიჩმა განაცხადა, რომ ნოვაკი ფინანსურად ეხმარებოდა, როდესაც მოგზაურობის და ტურნირებზე წასვლის საშუალება არ ჰქონდა.

საჩოგბურთო ვარსკვლავს არაერთ საქველმოქმედო ღონისძიებაში მიუღია მონაწილეობა და ფინანსური დახმარებითაც ხშირად გამორჩეული გახლდათ.

ნოვაკი დაეხმარა თავისი ყოფილი მწვრთნელის, ლეგენდარული ჩოგბურთელის, ბორის ბეკერის ოჯახსაც. მოგეხსენებათ, 2018 წელს "უიმბლდონის" ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა გამარჯვებულს ინგლისის სასამართლომ გადასახადებისთვის თავის არიდების გამო 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ბეკერი გაკოტრებულად გამოცხადდა, ციხიდან გამოსვლის შემდეგ კი მან თავად განაცხადა, რომ სერბი მის ოჯახს გვერდში ედგა, როდესაც ის ციხეში იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ ნოვაკს აქვს შემუშავებული ე.წ. DjokoLife ცხოვრების წესი, რომელიც მისი წარმატების ერთ-ერთ განმაპირობებელ ფაქტორად ითვლება. ყოველდღიური დაბალანსებული კვება, ხშირად ჭამს ბრინჯს, შვრიას, ყაყაჩოსა და სელის თესლს, ანტიოქსიდანტებს, აქტიურად სვამს ქოქოსის რძეს.

ნოვაკი ახლა მუდმივი მწვრთნელის გარეშე მოგზაურობს და ტურნირებს ასე ატარებს. მან და მისმა ბოლო დამრიგებელმა გორან ივანიშევიჩმა რამდენიმეწლიანი შედეგიანი თანამშრომლობის შემდეგ განშორება გადაწყვიტეს.

სერბის სიძლიერე ახლა მისი ოჯახია: მისი მეუღლე ელენა რისტიჩი და შვილები სტეფანი და ტარა, რომლებიც მამის მატჩებს თითქმის სულ ესწრებიან.

"ჯერ კიდევ შოკში ვარ. მთელი ჩემი სული და გული ჩავდე! ჩემი ოჯახი მაქსიმალურად გვერდში მედგა, რომ 37 წლის ასაკში ოლიმპიური ოქრო მომეპოვებინა. ჩვენ ეს ერთად გავაკეთეთ!", - თქვა ფინალის შემდეგ ჯოკოვიჩმა, რომელმაც ცრემლების შეკავება ვერ შეძლო.

აღსანიშნავია, რომ მან თავის შვილს, სტეფანს, 2024 წლის "უიმბლდონის" ფინალის შემდეგ მიმართა და უთხრა, რომ თუ ჩოგბურთელობას გადაწყვეტს, მზად არის მისი მწვრთნელი გახდეს.

დასახელდება თუ არა ნოვაკი ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელად, ამას დრო გვიჩვენებს, მაგრამ ფაქტია, რომ ის მოპოვებული ტიტულებით მსოფლიო ლეგენდებზე წინაა.

ახლა სერბს 24 დიდი სლემი აქვს, რითაც რაფაელ ნადალს ორით, ხოლო როჯერ ფედერერს ოთხით უსწრებს. პლუს ამას, მას კარიერული სუპერსლემი აქვს შესრულებული. ნოვაკის ანგარიშზე ასევე 40 მასტერსი, 98 ATP და 7 წლის შემაჯამებელი ტიტული ფიქსირდება. გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ჯოკოვიჩი ჯერჯერობით კარიერის დასრულებას არ აპირებს და ახალგაზრდა თაობის დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ტიტულების მოგებას კვლავ გეგმავს.

ჩვენ კი უბრალოდ ვისიამოვნოთ, ვიდრე აქტიურ სპორტში ასეთ ლეგენდას ვხედავთ.

ჯავახელი
მეც მაგის დაწერას ვაპირედი და ძაან გამიხარდა რომ დამასწრეს!!! ჯერ უფალს გადაუხადა მადლობა!!! აი მაგიტომ ვაფასებ პირველ რიგში ნოლეს!
იასონას უდარი
ახლა მაინც ნუ იჩხუბებთ,ჯოკოვიჩი უძლიერესი ჩოგბურთელია,არ არის ეს საჩხუბარი საკითხი და რა გაჩხუბებთ? წარმოიდგინეთ,რა მაგარ დროს გვიწევს ცხოვრება სპორტის მოყვარულებს,უდიდესი სპორტსმენების ეპოქაში. ჩოგბურთში:ჯოკო,რაფა და როჯერი,ფეხბურთში:მესის და რონალდუს,სხვა არაერთი დიდი ფეხბურთელის ეპოქა,კალათბურთში:კობი და ლებრონი,იქვე სტეფ კარი და კამპანია,ავტოსპორტში:შუმახერი,ჰამილტონი და ფერსტაპენი. ამ დროს კი,ხალხი იმაზე ჩხუბობს,ვინც მართლადიდებელია და ვინც სექტანტი,არ მოგბეზრდათ? ყველაფერის მიშა ბიძინიზე გადატანა ხო არ შეიძლება,შეირგეთ რა. ჯოკოვიჩი არც რუსეთის ტაშის დამკვრელია და არც ამერიკის მაგინებელი,პრინციპში,ამერიკას კი უნდა აგინებდეს,მარა არ არის ეგეთი ტიპი.სხვათაშორის,ამერიკამ და ნატომ ბომბა იუგოსლავია და ბელგრადი,მარა რატომღაც სერბეთში არავინ აგინებს ჯოკოს იმის გამო რო ამერიკაში ჩადის და თამაშობს. ხედავთ,სერბებისგანაც გვაქვს რაღაც სასწავლი და ვისწავლოთ. პოლიტიკა იქნება ეს თუ სპორტი,დღეს ასეა და არავინ არ იცის რა იქნება ხვალ ან ზეგ. გუშინ საფრანგეთი და ინგლისი მტრები იყვნენ,დღეს პარტნიორები არიან,გუშინ თურქეთი და საქართველო მტრები იყვნენ,დღეს პარტნიორები არიან და არ შეიძლება სწორხაზოვნად აზროვნება. დღეს რუსეთი მტერია და არავინ არ იცის,რა იქნება ხვალ,ამიტომ ისეთ რამეს ნუ იტყვით რო მერე ინანოთ. ერთადერთი მეგობარი ყავს ჩვენს ქვეყანას,ეს არის საქართველო,სხვა დანარჩენი ინტერესების და დიდი ფულის ამბავია,მეგობრობაც და მტრობაც.
Dsasdfn
შემაჯამებელი არ აქვს ნადალს და სუპერ გრანდ შლემი მაგით ითვლება, თუმცა ნადალის სიდიადეს ეს არ აკნინებს. ორივე თავისი დროის უდიდესია
Walter White
მერე ეგენი მართლმადიდებლები არიან? ხოდა მათი შედეგები არ ითვლება))))
ზაკო
ნოვაკი ძალიან დიდია, სულ რომ არაფერი მოეგო ამ ოლიმპიადაზე მის მიერ ნაჩვენები ჯვარი გადაწონიდა ბევრის ბევრ ტიტულს.
zaza
აგასის შემდეგ ჯოკოვიჩამდე ნადალს აქვს მოგებული დიდი სლემის ოთხივე ტურნირი და ოლიმპიადაც.ცოტა მეტი კომპეტენცია გმართებთ მეგობრებო.იმედია არ დაბლოკავთ.
ქუთათური
ნოვაკი საუკეთეოა და დიდი წერტილი. "აღარ უნდა ლაი–ლაი"
გიგა
ყველა ბაიდანისტების და ევროკავშირების დდდდ-აც
მამუკა
ტიტულებით ნოვაკი საუკეთესოა, მაგრამ პირადად ჩემთვის როჯერი სულ სხვა დონე იყო, ერთი სიამოვნება იყო კარიერის საუკეთესო წლებში მისი თამაშის ყურება.
რუსებს ვინც მხარს უჭერს-ს
სულ შენ და შენისთანა "ლგებეტე ევროპათუმეებს" დაგეკითხებათ ჯოკოვიჩი, ვის დაუჭერს მხარს და ვის არა, რა?! ეს ამერიკა "მშვოდობის მტრედად" ნუ გამოგყავთ ლიბერასტებს, სადაც ერევა ყველგან ომი და უბედურებაა, აქაც როგორ ყოფს ცხვირს და მეცოცხე გნაცებს უჭერს მხარს?
რუსებს ვინც მხარს უჭერს იმათი ყველასი დდდდ
ჯოკოვიჩი არის ნამდვილად საუკეთესო ჩოგბურთელი მამაკაცებში აქ სადაო არაფერია მაგრამ რუსეთის მიმართ აქვს სიმპათია ეს არის მიუღებელი ყველა რუსეთუმეს დდდდფფ
Giusha 3232
გამოდი ჩერგოლეიშვილო,გიცანი.
Drangeta
რუსეთმა რომ დაგვბომბოს თქვენი სერბი ძმა ..ეზე დაგიკიდებთ. სერბი ძმა არა ჭუ..უ. არ კიდიხართ ნოვაკას :)))))))))))))))))))))))
M ს
მეგობარი ჩემი კომენატარი სხვა რამეს გულისხმობდა რაც ნოვაკს გადახდა თავს რომელიც არ აყვა მოდას და თავისი შეხედულებით მოქმედებდა სპორტის გარეთ რის გამოც მას პრობლემები შეუქმნეს
თაზოს
კი გეთანხმებით ნოვაკი სამაგალითო ადამიანი და სპორტსმენია. ჩემი საყვარელი ჩოგბურთელია ბავშვობიდან. უბრალოდ ჩემი თხოვნაა ვინც "სპორცმენს" წერს აღარ დაწეროთ. სპორტსმენი. სპორტი და არა სპორცი. მეც ვუშვებ შეცდომებს წერისას მაგრამ სპორცმენი ძალიან მეტისმეტია.
ადამიანი
რაც არ გაქვს,იმას ვერ ,,წაგიდღნავენ" ;)
თაზო
მართლა ავადმყოფები არის, ჩვენი საზოგადოების რაღაც ნაწილი. სექტანტები ხართ ვინც მიიჩნევს, რომ ჯოკოვიჩი საუკეთესოა, რომ დაწერს ადამიანი - ღრმა ფსიქიკური პრობლემა აქვს)) შეიძლება შენ არ თვლიდე, მაგრამ ვისაც მიაჩნია და თან 100% არიან - ისინი არიან ავადმყოფები და ესენი ჯამრთელები??)) ჯოკოვიჩი აღიარა ფედერერმა,ნადალმა, უილიამსმა, აგასმა და ყველა ზე ჩოგბურთელმა - როგორც ისტორიაში საუკეთესო, ახლა ოლიმპიადაც მიაყოლა და ვიღაც ნათელა ან შალიკო დასცინის)))) ერთი დიდ შლემის ტურნირსაც მოიგებს - კორტნის გადაუსწრებს, ყველა დროის ერთპიროვნული რეკორდსმენი გახდება, ჩოგბურთის იმპერატორად დასახელდება და მერე წავა. თქვენ კი დარჩებით ისევ - კლავიატურაზე კაკუნის რეჟიმში))))
m
აი ეს არის კაცი, ბოლომდე იბრძვის. ზოგი ბოთე ახალგაზრდა კი ფინალში ჩემპიონობას ჯიბეში უდებს მოწინააღმდეგეს და გულშემატკივარს ზაფრავს.
ქ
შტეფი გრაფს ოთხივე აქვს წლის მანძილზე.მაგას რომ იზამს იქნება ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. მანამდე კი ტვინი ნუ წადღანით ამ სექტანტებმა რა
თაზო
ნოვაკი არამარტო დიდი სპორცმენი არამედ თავისი პრინციპების და რწემინს დამცველი ადამიანი რაც თანამედროვე მსოფლიოში თითქმის შეუძლებელია სამაგალითო უნდა იყოს ქართველი სპორცმენებისთვის
ძველი ბასილაშვილი ბრუნდება - ნიკოლოზმა ტოპ 30-ის წევრი 2022 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
პირველი მოგება 6 მარცხის შემდეგ - ბასილაშვილმა პრაღის ტურნირი გამარჯვებით დაიწყო
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
ჩოგბურთის მოქმედი ლეგენდა "მილანში" - "როსონერი" კლუბში ჯოკოვიჩს ეპატიჟებოდა
ჯოკოვიჩი ავსტრალიის ღია პირველობის 1/2 ფინალიდან ტრავმის გამო მოეხსნა
ნანატრი მიზანი ასრულებულია - ჯოკოვიჩი ოლიმპიური ოქროს მფლობელია! [VIDEO]
"მოუსმინეთ ახალგაზრდებს, მათი სურვილი უკეთესი მომავალია!" - ჯოკოვიჩმა სერბეთში მთავრობის წინააღმდეგ ქუჩაში გამოსულ სტუდენტებს მხარდაჭერა გამოუცხადა
კარიერაში მეშვიდედ - ნოვაკ ჯოკოვიჩი შემაჯამებელი ტურნირის გამარჯვებულია [VIDEO]
მეოთხედ მოგებული დიდი სლემის ტიტული 21 წლის ასაკში - ალკარასმა უიმბლდონის ფინალში ჯოკოვიჩი დაამარცხა [VIDEO]