ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..

საქართველომ ტოკიო-2020 ისტორიაში ყველაზე მეტი მედლით (8) დაასრულა.

წინა ოლიმპიადაზე 35 ქართველი სპორტსმენი წარდგა. მათ 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს - ჩემპიონები ძალოსანი ლაშა ტალახაძე (+102 კგ) და ძიუდოისტი ლაშა ბექაური (-90) გახდნენ; ვაჟა მარგველაშვილი (-66), ლაშა შავდათუაშვილი (-73) და გურამ თუშიშვილი (+100) (ძიუდო) ფინალში დამარცხდნენ; ვერცხლის მედლის მფლობელები, ასევე, მოჭიდავეები გენო პეტრიაშვილი (+125) და იაკობ ქაჯაია (-130) იყვნენ, ბრინჯაოს მედალი კი ძალოსანმა ანტონ პლესნოიმ (-96) მოიპოვა.

ახლა, 28 მონაწილის პირობებში, ამ შედეგის გამეორება, ფაქტობრივად, გამორიცხულია. საქართველოს ნაკრებმა ძიუდოში კვლავ ვერ შეძლო ერთ ოქროს მედალზე მეტი მოეპოვებინა, არადა, რა ახლოს ვიყავით... ჩვენს ანგარიშზე ახლა 4 მედალია. ძიუდოისტების: ლაშა ბექაურის (-90) ოქრო, ტატო გრიგალაშვილისა (-81) და ილია სულამანიძის (-100) ვერცხლი; ასევე, მოკრივე ლაშა გურულის (-63.5 კგ) ბრინჯაო.

ძალოსნობა

დღეს, 7 აგვისტოს, საქმეში შოთა მიშველიძეს (-61) ვნახავთ. შეჯიბრება ჩვენი დროით 17:00 საათზე აიღებს სტარტს. საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ცნობით, ტრავმის გამო მიშველიძე მაქსიმალური დატვირთვებით ვერ შეძლებს ასპარეზობას. მონაწილეობა მხოლოდ ფორმალურად დაფიქსირდება, არადა, მას მედლის შანსიც ჰქონდა.

ჩვენი ქვეყანა ლაშა ტალახახის (+102 კგ) მესამე ოლიმპიური ოქროს მოლოდინშია. ტრავმის გამო მას ევროპის ჩემპიონატის გამოტოვება მოუწია, თუმცა უკვე ყველაფერი მოგვარებული უნდა იყოს. ლაშას მთავარი კონკურენტები სომეხი ვარაზდატ ლალაიანი და ირანელი ალი დავოუდი არიან. მისი მეორე ოქრო ძალიან გვჭირდება, არავინ იცის, ამას სხვა რამდენად შეძლებს. შეგახსენებთ, ქართველი ოლიმპიელების საუკეთესო შედეგი 3 ოქროს მედალია (2008 წელს), ისე კი, სტაბილურად, 2 ოქროს მოპოვებას ვახერხებთ.

ეს შეჯიბრება 10 აგვისტოს, თბილისის დროით 23:30 საათზე დაიწყება. იმავე დღეს, უფრო ადრე, 13:30 საათზე, ფიცარნაგზე ირაკლი ჩხეიძესაც (-102 კგ) ვიხილავთ. მედლისთვის ბრძოლა მასაც შეუძლია.

ზოიძე და გობაძე

ჭიდაობა

ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში გამოსვლა საშინლად დავიწყეთ, რობერტ კობლიაშვილი (-97) მალევე დამარცხდა. დღეს, 7 აგვისტოს, იმედიანად ვიყავით, მედალს ველოდით. საქმეში რამაზ ზოიძე (-67 კგ) და მსოფლიო ჩემპიონი ლაშა გობაძე (-87 კგ) ვნახეთ. ისეთი განცდა დარჩა, ისინი ფიზიკურად არ იყვნენ მზად, ამბიციური მიზნები დაესახათ. გობაძე რეპეშაჟში გადაერთო (მისი დამმარცხებელი ფინალშია) და ბრინჯაოს შანსი არ დაუკარგავს (7 აგვისტოს).

8 აგვისტოდან თავისუფალი სტილით ჭიდაობა იწყება. მათ ეს შედეგები უნდა გამოასწორონ!.. თამამად გენო პეტრიაშვილის (+125 კგ) მაღალ მიზნებზე საუბარი შეგვიძლია. გენო 9 აგვისტოს გამოვა (13:30 სთ), ფინალური ბლოკი კი მეორე დღეს ჩატარდება. იმედია, წინა ოლიმპიადაზე განცდილ ტკივილს ის ბოლომდე მოიშუშებს.

"თავისუფლები"

ხუთშაბათს, 8 აგვისტოს, ვლადიმერ გამყრელიძეს (-86), ვიხილავთ, 10-ში კი - გოდერძი ძებისაშვილსა (-65) და გივი მაჭარაშვილს (-97 კგ). წინასწარი შეხვედრების დრო უცვლელია, ფინალური ბლოკი კი ყველგან მეორე დღესაა. თუკი ფინალურ ბლოკში გადავალთ, ოლიმპიადის ბოლო დღეს, 11 აგვისტოსაც ვიასპარეზებთ, ისე კი, გამოსვლას ათში დავასრულებთ.

11 დღის შემდეგ საქართველოს ნაკრები 28-ე ადგილს იკავებს. ყველაზე მეტი მედალი აშშ-ს აქვს - 86 და ოქროც სხვებზე მეტი აქვთ - 24. მეორე ადგილზე ჩინეთია - 58 მედალი და მათ შორის 22 ოქროსია.

• ზურიკო

ალექს ძვირფასო შენ ყველგან ნაცები როგორ გელანდება? ალბათ პროპაგანდის მეტს არაფერს უყურებ. გადი ერთხელ აქციაზე არ გაინტერესებს რა ხდება შენს ქვეყანაში? ტეხავს ადამიანი როცა გქვია და ღმერთმა ტვინი მოგცა ხომ უნდა გაანძრიო და დაფიქრდე რაღაცაზე ასე უფუნქციოდ ნუ დატოვებ ))

• ალეკო

რომელია ზონდერი, იქნებ ჩვენც გაგვიმხილოთ? თუ ნაციონალების შემოგდებული ზღაპრებია? სპორტსმენების ზონდერობა რაში სჭირდებათ, თვითონ ცოტა ჰყავთ?

• ზურაბი

დღეს სპორტი დიდი პოლიტიკაა! ის არა მარტო ადამიანის ფიზიკურ შესაძლებლობას უჩვენებს არამედ ქვეყნის მდგომარეობასაც! ჩვენი ბრძოლის სარბიელია კულტურა, სპორტი, განათლება, ეკონომიკა და ქვეყანაში მშვიდობის, მოსახლეობის უზრუნველყოფა ადამიანური ცხოვრების შრომის და ნორმალური ურთიერთობის გარემოს შექმნა! სპორტი ამას ხელუწყობს და ეს გასაცნობიერებელის! ურა, უტას ძახილი სიბრიყვის და ჩამორჩენილობის ნიშანია!

• ზურიკო

ჩაფახდა წელს ოლიმპიელების უმრავლესობა. რაოდენობითაც ისტორიული მინიმუმი დაფიქსირდა ჩვენი წარმომადგენლების. ვიღაცები რომ გაიძახით სპორტი და პოლიტიკა უნდა გაიმიჯნოსო აქციის დამშლელი ზონდერების ნაწილი სპორტსმენები რომ არიან ეგ არაა პოლიტიკა? თუ ორმაგი სტანდარტი მისაღებია თუ პარტიას სჭირდება? ))

• zura222

წელს ლალოიანი მოიპოვებს ოქროს მედალს. ლაშას არ უნდა გამოეტოვებინა ევროპის ჩემპიონატი. არ ჰქონია ტრამვა. ლალოიანი მაგარი შტანგისტია. წარმატებები ჩვენს ძმას.

• ეჰჰჰ

აბა ხელი რომ გაუშვა სანუკვარს, იქნება უფრო აზრიანი იდეები გქონდეს ...

• რაჭველი

გამყრელიძე ჩემპიონ, აუცილებლად ეგ დაიმახსოვრეთ

• ზასტაველი.

გეგეშიძე ზონდერობს თუარა არ ვიცი მაგრამ თქვენ ვის აქციებზე დგხართ და რას აპროტესტებთ,დადგომიხართ გვერდით ბებერ მატყუარა ქლესებს,რომლებსაც არავითარი გეგმა არ გააჩნიათ ქვეყნის განვითარების,გარდა ხელისუფლებაში მოსვლის სურვილისა,თქვენ ახალგაზრდებო თუ რამე შეგიძლიათ და გიყვართ თქვენი სამშობლო,თქვენი ინიციატივით გამოდით,ვინმეს მითითებით კიარა და თუ მისაღები იქნება თქვენი პროგრამა გვერდით დაგიდგებით.

• ზურაბ

ერთი ანაბაჯი როგორ ვერ გამოვნახეთ

• odalas

ხო, გიყვარდეთ გიყვარდეთ. ერთი ადგილი უკოცნეთ ხოლმე ხშირხშირად მადლიერების ნიშნად ))

• Odala

ბრძენმა კაცმა ნაცები რომ გაგიშვათ სადაც საჭიროა ეგეც ეყოფა ხალხის სიყვარულისთვის.

• ეეჰ-ს

და როდის იყო ? სპორტში და ოლიმპ . კომიტეტშიც ძირითადად ნაცები არიან. ღრმადაა აქვთ ფესვები გადგმული. სპორტი კარგად ფინანსდება , ესენიც ითვისებენ. აი შედეგი . მაგრამ ,ღვთის მადლით არ გველევა ისეთი უნიჭიერესი სპორტსმენები , როგორიცაა ლაშა, მეორე ლაშა და გენო. კიდევ რამდენიმე სხვაც. მეც არ მომწონს ხაბელოვი . თანაც რა შთამომავლობით ერგო თუ რა. მაგრამ მიდი , აბა დაშალე მაგათი სისტემა. დაიწყება პროვოკაციები ყველს ფედერაციაში და ქაოსი. ისე, ბუბკა რამ გაგახსენათ, კი იყო მოვლენა , მაგრამ ცხოვრების წესით ტალახაძესთან რა მოსატანია და რა შესადარებელი.

• Alexი

ბოლო ათწლეულები ეს ფიზიკური მომზადება ხომ მოუგვარებელი პრობლემა გახდა, ძიუდოდან დაწყებული კალათბურთით და ფეხბურთით დამთავრებული. რასაც ვუყურებ, ბოლო წუთებზე ფეხზე ძლივს დგანან ჩვენი სპორტსმენები და უმეტეს შეხვედრებს სწორედ ფიზიკის ხარჯზე გვიგებენ მეტოქეები. ამ მიმართულებით თუ რამე არ შეიცვალა ძალიან უკან წავალთ.

• ჩაქუჩი

რა ვიცი, სტუდენტ გოგ-ბიჭევს კარგად ურტყამდნენ ეს გეგეშიძის დაგეშილები და ამ ყირგიზ მურტალოებთან რა ემართებათ? ის ბრძები კაცი რას იძახის?

• ეჰჰჰ

ტალახაძე რომ გყავს, ან ბუბკა, ან ლუისი ან ბოლტი, ეგაა ბუნების საჩუქარი. ოლიმპიური კომიტეისა და ფედერაციების ნამუშევარი სადაა?

• G.LA

გეგეშიძე და მისი ძმა კარგად მუშაობენო ზონდერებმა თქვეს და ოლიმპიადაზე ნეტავ რა სჭირთ მოჭიდავეებს? პრინციპში ოლიმპიადა რათ გვინდა თუ ძმანის მისნი კარგად გრძნობენ თავს?

• ბარცუხას

ეხ მარტო ვერც მაგათ ერევიან, 5-6 ესევიან და ისე უმკლავდებიან.დდდ

• მანფრედ კალცი

ბოდიში. ზოიძემ წააგო პირველი და არა გობაძემ. გვარები შემეშალა. რაც მე ამათზე ვნერვიულობ, კიდევ კაი ჭკუაზე ვარ.

ლაშას იმედი ნუ მოგვიშალოს ღმერთმა. გენოს დიდი იმედი გვაქვს კიდევ.

ეგ მიშას დროს იყო მოჭიდავეების დახვედრა , კიევშიც კი აგზავნიდა დასარბევად წინასაარჩევნოდ . აქ მთავარია მიუკერძოებლად ითქვას , ცუდი მომზადებაა .

• ეჰჰჰ

მთელი ცირკი ის არის, რომ რუსებმა თავის ხალხს აუჯრძალეს მონაწილეობა. ახლა რომ აქ დაღესტმელები და კიდევ ვიღაცე ეგეთები ყოფილიყვნენ, ,,, თუმცა რა, მაგენი არ არიან და 1 წრეში ვვარდებით ...

• cheroeli

ტალახაძესაც შარი რამე არ მოდონ,ფრთხილად უნდა იყოს, სანქციებია ამოქმედებული.თუ არა დაგვრჩება მხოლოდ აღა-მახმადხანის სახელობის ღირსების ორდენი.

• ორდე

სავალალო შედეგი ჭიდაობის ფედერაციის არაკვალიფიციური და სრულიად შეუსაბამო მოქმედებების შედეგია - მარტო ის, რომ ფედერაციის მაღალჩინოსანმა მოჭიდავეს მომარჯვებული იარაღით სხეულის დაზიანება რომ მიაყენა და ეს შერჩა, ვითომ არაფერი(?) ??? რატომ?

• ელიასი

ყოჩაღ ბიჭებო! მშვენიერია, ძალები რომ ეგზომ ბლომად შეინახეთ, რადგან გეგეშიძეს ახლახან კალიაძისგან ზეპირი ფორმით შეკვეთა მიუვიდა, რომ მომავალ აქციებზე მინიმუმ 41 გოგო უნდა გაილახოს სასტიკად და ულმობლად და აქანა დაზოგილი ძალები იქანა დაგჭირდებათ უეჭველად. იმედია ვაჟკაცურად გაართმევთ თავს დაკისრებულ პარტიულ დავალებას, რითაც უზომოდ გაახარებთ აქანა პატივცემულ ბორინკა რადნოის და მის მონღოლოიდ ხაზეინს იქანა კრემლში.

• სიმართლის მოყვარული

ეს გეგეშიძეები და ზონდერაშვილები რამდენ ხანს უნდა გვიფუჭებდნენ საქმეს? საარჩევნო ცემა-ტყეპაში ვცვლით ოლიმპიურ მედლებს?

• ჟორა

გეთანხმები, ამ დონის მოჭიდავეს, რომ ქულას ვერ გაუკეთებ, ოლიმპიდაზე კი არა საქართველოს პირველობაზე არ ხარ დასაშვები. რა ხელმძღვანელობაც ფედერაციას ყავს, საერთოდ რომ გვყავს წარმომადგენელი ოლიმპიადაზე, ესეც საკვირველია. ესაა სწორედ ნეპოტიზმი, რითაც ქვეყანა დაზარალდა.

• ბარცუხა

წიომნი პერეულოკზე რომ ვხვდებით ხოლმე საცემად ოპოზიციონერებს გდებები გამოგვდის და ოლიმპიადაზე რა გვჭირს ტოო?!

ეტყობა, ეგრე გინდოდა, მაგრამ მოიგო.

• 456

არა ფერი მესმის თუ ტრამვა აქ ამ მიშველიძეს, საეროდ რას გამოდის, ძალების დაზოგვით შტანგის აწევა მე არ გამიგია.

• მანფრედ კალცი

გობაძემაც წააგო... (((

• ეჰჰჰ

ქალების ძიუდო მეტ ნაკლებად განვითარდა და ქალების ჭიდაობაში რატომ ვართ ნული?

• სიმართლის მოყვარული

ჭიდობის არაფერი გამეგება, მაგრამ მეჩვენება რომ გეგეშიძესაც ბევრი არაფერი გაეგება ...

• ნაპოლეონი

რა სერიოზული მოჭიდავეები გვყოლია. . .

• კარასინი

12 აგვისტოდან მძღრენოსნობა იწყება. ჩაებმებიან ჩვენი სასიქადულო ფალავნები odala,zura222 და aburjga.

• შოთა

კიდევ 2 ოქრო რომ ავიღოთ, 3 ოქროს მედლით ოცეულშიც შევალთ. ორი ოქროთი კი ვფიქრობ 30-ში მოვხვდებით.

• ჭიდაობის ფედერაცია

თუ ბერძნულ/რომაულში და თავისუფლებში ვერაფერი ვერ ვქენით საერთოდ მოქალაქეობაც უნდა ჩამოართვან გეგეშიძეებს არათუ ფედერაციიდან გაყარონ პანღურით. ისედაც გასაყრელები არიან,მხოლოდ იმიტომ რომ ოლიმპიადაზე არასრული შემადგენლობით ვართ, მაგრამ ესენი ხო უნამუსოები არიან...მაქსიმუმ გენომ აიღოს ოქრო... რეალურად კი ერთადერთი ოქრო გვაქ გარანტირებული ეს ლაშა ტალახაძეა

• პროფესტო

ჭიდაობაში წონებს რომ ვერ ვავსებთ ეს არის დანაშაული!!!

• კაჭკაჭი

ყველაზე ოპტიმალური პროგნოზით 7 მედალია, ობიექტურად - 5. გეგეშიძეებს მოკითხვა

• alexandre

მართლა კარგად წერ, ღვთისავარ. მხოლოდ ერთი ნაღდად გეშლება. საერთო ცხრილში ვერაფრით ვერ დავწინაურდებით. იმდენი სახეობა დარჩა, ზოგი არც კი გაგვიგია, არც ვმონაწილეობთ, ამიტომ 3 ოქროც რომ ავიღოთ მაინც მაქსიმუმი მეოთხე ათეულია. ცნობიასთვის, ტოკიოში 33-ე ვიყავით.

• მწვრთნელი

ისვ 8 მედლით დავამთავრებთ ოლიმპიადას! 4 გვაქვს და 4-საც ავიღებთ! ტალახაძე, პეტრიაშვილი, მაჭარაშვილი და გობაძე!

• aqsadaqsa

აი სტატია, მომეწონა. გავიგე ყველაფერი))

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

მიშველიძე ოლიმპიადაზე მეექვსე ადგილზე გავიდა

ნუგზარ წურწუმია მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალს დაეუფლა

ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა

ზოიძე ევროპის ჩემპიონატის ფინალში გავიდა - ლოლუას ბრინჯაოს შანსი აქვს

ბათუმი. ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი: ირაკლი ჩხეიძემ საქართველოს მე-9 მედალი მოუტანა

"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს

ლერი აბულაძე მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში გავიდა

პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება

როგორ მოიგო ლაშა ბექაურმა ოლიმპიადა - ტოკიოს გახსენება პარიზის წინ [VIDEO]

დღეს - საქართველოს ნაკრები გუნდურში, სულამანიძე დისკვალიფიცირებული თუშიშვილის ნაცვლად და ბრძოლა მედლისთვის

ქართველ ძალოსანთა წლიური მონაგარი - 80 მედალი და მსოფლიოს 10 რეკორდი!

გამოცხადებული ოქროს ქრონიკა - ლაშა ტალახაძე იწყებს!

დათუნაშვილის ოქრო სერბეთისთვის - საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე 5 მედალი მოიპოვა [VIDEO]

არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!

მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!

სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...

რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?

მსოფლიოს ჩემპიონატი: საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდულმა ნაკრებმა ფიჯიში ივარჯიშა

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედლები მოიპოვა

ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]

ზოიძე ტიტულოვან მეტოქესთან დამარცხდა და უმედლოდ დარჩა

ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

ლაშა ტალახაძე ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს

შოთა მიშველიძე ევროპის ჩემპიონია!

შოთა მიშველიძემ ევროპის ჩემპიონატზე სამი მედალი მოიპოვა

ირაკლი ჩხეიძემ ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვა

ძალოსანი ირაკლი ჩხეიძე ახალგაზრდებს შორის მსოფლიო ჩემპიონია!

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

ლერი აბულაძე ზედიზედ მეორედ გახდა ევროპის ჩემპიონი

ტატო გრიგალაშვილის ოქროს იმედი გვაქვს - "საქართველოს ჰიმნს აუცილებლად ავაჟღერებ!.."

საქართველოს ძალოსანთა ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატიდან 4 მედლით დაბრუნდა

ქართველი ძალოსანი სამეულთან ახლოს იყო, მაგრამ ოლიმპიადა მე-7 ადგილზე დაასრულა

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

გიორგი ლორიას საოცარი "სეივი" - 15 სექტემბრის დაიჯესტი [VIDEO]

ვითვალოთ მედლები - ქართველმა ძალოსნებმა მსოფლიოს ჩემპიონატი 3 ვერცხლის მოგებით დაიწყეს [VIDEO]

ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა