ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აი, როგორ გუნდში ახერხებს ამდენს კვარაცხელია: დრო გაძლიერება-სწავლისთვის და ავანსები, რომელმაც ვერ გაამართლა...

აი, როგორ გუნდში ახერხებს ამდენს კვარაცხელია: დრო გაძლიერება-სწავლისთვის და ავანსები, რომელმაც ვერ გაამართლა...

"ნაპოლიმ" სეზონი ისე დაიწყო("ვერონასთან" 0:3), სათქმელი ბევრი არაფერი დაგვიტოვა. არადა, როგორ ველოდით, ანტონიო კონტეს ტაქტიკური სქემის შუქ-ჩრდილებს ჩავწვდენოდით. გასაგებია, ყველაფერთან ადაპტირებას გარკვეული დრო სჭირდება, თუმცა ისე ჩანს, ნეაპოლური გუნდის პრობლემები, რაც წინა სეზონში გარკვევით დავინახეთ, უფრო ღრმაა, მასთან გამკლავებას კი მხოლოდ მწვრთნელების ცვლა რომ ვერ უშველის, დამტკიცდა.

კონტემ თავისი გეგმის განხორციელება ახალი ფლანგელებით დაიწყო, რომელთაც მის ტაქტიკაში დიდი მნიშვნელობა აქვთ. გვესმის სპინაცოლას მიმართ მწვრთნელის დამოკიდებულება და სენტიმენტები, მაგრამ ის მისი საუკეთესო ფორმისგან აშკარად შორსაა და მასზე ამხელა ავანსების გაცემა?! ეს ის შემთხვევაც არაა, ლეონარდოს სქემასთან და მწვრთნელთან ადაპტირება უჭირდეს. აქტიური ფლანგის ნაცვლად, რომელსაც ხვიჩა კვარაცხელიასთვის სივრცეები უნდა გაეთავისუფლებინა, მეტოქის დაცვა გაეწელა და ბურთს სწრაფად ემოძრავა, ინერტული და პასიური ფრთა ვნახეთ. კარგი ისაა, რომ კონტეს საკუთარი თავისთვის რაიმეს მტკიცება არ დაუწყია და ფეხბურთელი, რომლისაც ეიმედება, მოედნიდან მეორე ტაიმის დასაწყიდიან მალევე გაიყვანა.

რაც შეეხება მარჯვნივ მაცოკის, ის ამ პოზიციაზე მშვენიერია და უნდა მოუმატოს კიდეც... მეორე გაშვებული გოლისას ყველაზე კარგად გამოჩნდა, დი ლორენცოს ცენტრალური მცველობა ჯერჯერობით უფრო ექსპერიმენტის დონეზე რომაა, აი, ბონჯორნოს ადაპტირება ასე რატომ გაიწელა, სასტარტოში ისევ ჟესუსი რომ ვიხილეთ, რთული სათქმელია...

როცა თამაში არ მისდიოდა, "ნაპოლი" მაშინაც იყო გუნდი, რომელიც ცდილობდა, ფლანგები დაეტვირთა, რასაც საკმაოდ ბევრი კუთხური მოჰყვებოდა. მართალია, შემდეგ მას პროდუქტიულად ნაკლებად იყენებდნენ, თუმცა ცდა იყო. ახალი ტაქტიკის პირობებში ეს უპირატესობა, თითქოს, სადღაც გაქრა, თეორულად წინ და უკან მორბენალი ფლანგელები მას ვერ ქმნიდნენ, შუაში შესვლით კი პოლიტანოს ის თვისებები დაიკარგა, გვერდით ხაზთან ახლოს მჭიდროდ შეკავშირებული მოწინააღმდეგეების გაშლას, თავისუფალი ადგილების პოვნასა და საჯარიმოში ჩაწოდებებით ხიფათის შექმნას რომ ახერხებდა. ამ პოზიციაზე ახალწვეული ნერეშის გამოჩენას უნდა ველოდოთ... ამავდროულად,

ოსიმენის ფაქტორის დაკარგვა, რომელსაც საჯარიმოში ნებისმიერი ბურთისთვის ბრძოლა შეეძლო, ნეაპოლელების სიზუსტე-დახვეწილობაზე ნაკლებად გათვლილ პასებს ძალასა და მნიშვნელობას უკარგავს. ლუკაკუს ტრანსფერმა ამ კუთხით მეტი პოზიტივი უნდა მოგვცეს, რამდენად იქნება საკმარისი, ვნახავთ...

ის პრობლემა, რაზეც გასულ სეზონში აქტიურად ვწერდით, არსად გამქრალა. მაშინ, როცა მეტოქე საკუთარ ნახევარზე დიდი ძალით დგას, "ნაპოლის" ფეხბურთელებს ბურთის უფრო სწრაფად მოპოვება, დამუშავება, სახიფათო ზონაში გადატანა და მეტი შემოქმედება სჭირდებათ. სამწუხაროდ, შუა ხაზში ამას ვერ ვხედავთ, განსაკუთრებით, ზელინსკის წასვლის შემდეგ. კვლავ დიდია განსხვავება ლობოტკას საუკეთესო და დანარჩენ სეზონებს შორის, პერიოდული აფეთქებების მიუხედავად კი ანგისა ბურთის მეურვეებისთვის ძველებურად ართმევასა და შეტევისთვის იდეალური გაგრძელების მიცემას ვერ ახერხებს...

ხანდახან ხვიჩა კვარაცხელიას კრიტიკა მოგვისმენია, რომ ის აღარაა რაც თავიდან იყო, გაშიფრეს... ამაზე არაერთხელ დაგვიწერია, ახლა კი უბრალოდ გადავხედოთ განვლილი მატჩის პირველ და მეორე(როცა "კვარა" ტრავმის გამო აღარ იყო) ტაიმებს, მერე ზოგადი სიტუაცია შევაფასოთ და გავიაზროთ, კვარაცხელიამ გასულ სეზონში როგორ გუნდში მოახერხა 11 გოლი გაეტანა, ექვსჯერ პარტნიორებსაც გაატინანა და ამისთვის კიდევ უფრო მეტი შანსი შეუქმნა; 77-ე ნომერს თამაშის საშუალებას უხეშობის მეშვეობით კვლავ არ აძლევენ, ყველანაირად ცდილობენ, მას ხასიათი გაუფუჭონ. ხვიჩა ძალიან დიდ განსხვებას ქმნის როგორც გუნდში, ასევე მთლიანად მატჩში.

კვარაცხელიასაც მუდმივად სჭირდება სიახლე, საკუთარ თავსა და მოლოდინებზე მუშაობა, ახალი ელემენტები და დამოკიდებულებები. მითუმეტეს, ახლა ტაქტიკა შეიცვალა და მას სრულყოფა ამ მიმართულებითაც აუცილებელია (ნაკრებში კარგი გამოცდილება აქვს). კონტესგან განსხვავებულის სწავლა ნამდვილად შესაძლებელია...

აგვისტოში მარცხს ის უპირატესობა აქვს, რეაგირებისა, სწავლისა და შესაბამისი ტრანსფერებისთვის დრო ჯერ კიდევ არის, ვინმე თუ წასვლას ძალიან მოინდომებს, მაგისთვისაც!..

• მამუკა

ნაპოლის შედეგი შარშანდელზე უარესი იქნება

• მე არ ვარ ბოროტი

წადი ექიმს ეჩვენე, მერე გვიან იქნება.

• სოსო

დარწმუნებული ხარ,რეალი თამაშებს აწყობსო და 24 წელი,მაინც მისი გულშემატკივარი თუ ხარ,უარესის ღირსი ყოფილხარ!აღარსად წამოგცდეს,ფეხბურთის გულშემატკივარი ვარო!შენი ძველი კომენტარებიდანაც კარგად ჩანდა,ფეხბურთისაგან შორს რომ ხარ,მაგრამ ახლა,შენ თვითონ აღიარებ.არ ვარ რეალის გულშემატკივარი,მაგრამ ტოტალიზატორშიც პრინციპულად არ ვთამაშობ და როცა რეალის ფეხბურთს ვუყურებ,შენზე გაცილებით დიდ სიამოვნებას ვიღებ.ფეხბურთის გულშემატკივარი ვარ და იმიტომ!რეალს კი,მართლაც დიდებული ფეხბურთელები ჰყავს,დიდებულ ფეხბურთს რომ თამაშობენ.

• რაღა კაჭკაჭი ?!

ჰოდა, არსი გასაგებია, მაგრამ რატომღაც(!) დამცინავად რომ იყო ნახსენები და ფეხბურთის ნაცვლად პოლიტიკურ -ამპარტავნული პასუხი გამოვიდა, სწორედ ეგ არაა და ვერაა მოსაწონი ! შინაარსს არავინ ედავება, ფორმა ! ------- ბოდიშს ვიხდი, ერთგვარი "დიდაქტიკისთვის" და თუ ვინმეს გული ვატკინე, მაგრამ ... თმენის ვალდებულების მოთხოვნა/საჭიროება, მხოლოდ საჯარო მოსამსახურისთვის არაა !

• Ზაზა

ქიტესა რომ დაირქვი მანდ გაიშიფრე... წადი შვილო ფარიკაობას უყურე!

• კაჭკაჭი

მე მხარე არ ვარ, არ ვიცი აქ ვინ რას წერს და ობიექტურად ვიტყვი. "ექსპერტი" დამცინავად იყო ნახსენები და "გია ხუხაშვილი" იმიტომ ახსენეს. ამ ამბავს რაც შეეხება, იქნება მართლა იყიდონ ნორმალური ნახევარმცველი ამ 10 დღეში

• გიორგი

რატომ აქვს ამ კომენტარს ამდენი დიზლაიქი რა მოგხვდათ სიმართლე რეალმა სოსიედადმა ინტერმა რომამ ფიორენტინამ მილანმა ბოლონიამ ნაპოლიმ გაგრძელებაც შეიძლება არ მოიგეს უსუსტეს გუნდებთან ამის მერე რომ კიდევ ფსონს გააკეთებ ნორმალურია?ადრეც ხდებოდა ერთი ორი თამაში სენსაციური შედეგით მთავრდებოდა ეხლა ძაან მოსდით ერთადერთი რაც კარგია არავინ გაძალებს ამიტომაც ბოიკოტი უნდა გამოაცხადოთ მოთამაშეებმა თქვენკი მირბიხართ ლომბარდებში და აბარებთ ნივთებს კიდევ მოგების იმედით.

• შენი ლოგიკა ...

"ნისლიანი ალბიონი" რომ იმაზე ნეტად "დანისლული" და ბნელი ყოფილა, ვიდრე როდისმე ნისლიანი ალბიონი, "პასუხის პასუხიდან" გამომდინარე, ეს უდავოა , მაგრამ პასუხი იმდენად წარმოუდგენლად დიდი უზრდელობაა და დაბალი დონის პოლიტოგაჯერებული "აბდლობა", რომ ეტყობა არ გაკმაყოფილებთ მხოლოდ სპორტული ასპარეზი ... თფუუ... არ ვარგა ასე ! ბარემ, არჩევნებზე წერე(თ) ! -------- ცუდად ამოხეთქა ! :(((((

• ნისლიანი ალბიონი

ყველაფერიც მისაღებია,თქვენს ჩემდამი პასუხში,ღვთისავარ ანთაძევ,გარდა ორი რამისა,გიახუხაშვილი,რომ თქვენთვის,რაღაცას წარმოადგენს,ექსპერტობის უნარის სიმძლავრე-სისუსტის ფარგლებში,სხვათა შესადარებლად,რომ იყენებთ, და რაც არ უნდა ასწორონ ძალიან დაგვიანებით ,ათი დღე უკიდურესად მცირე დროა, და გუნდის სიძლიერე ზამთრის ტრანსფერებისას უნდა გადაეწყვიტათ,გაზაფხულისთვის დასრულებით

• დათო

ფაქტია ოსიმენის და ზიალინსკის სრულფასოვან შემცველს ნაპოლი ვერ იყიდის,გუნდის ლიდერებს რომ უშვებ და შემცველელს ვერ პოულობ მეტის ღირსი ხარ..შედეგი შარშანდელზე უარესი იქნება.

• დდდ

შენც ადექი და როცა არ აპირებ, მაშინ დადე ხოლმე და როცა აპირებ, მაშინ არ დადო... თანაც, ტაქტიკა უნდა ცვალო ხოლმე ხშირ-ხშირად, თორემ ანჩელოტის და სასტავის ხარჯზე ფულის კეთება ცოტა სარისკო საქმეა, შენ გაგაკოტრებენ და თავად იახტებს იყიდიან შენი ფულებით...

• ექსპერტ ნისლიან ალბიონს

გიახუხაშვილო, გაზაფხულზე რომელი ტრანსფერი გინახავს და აქ წერია, რაც აქამდე არ ქნეს, ათ დღეში იქნება გამოსწორების საშუალებაო, აქ რაა მიუღებელი? ჯერ ოსიმენის ამბავიც ჰაერშია, შეგახსენებთ და ბოლო დღეს ბევრი რაღაც რომ ხდება, არ იცით?

• gel-100

დასკვნა ერთადერთია ძახილის ნიშანო მეორე ლიგა უმაღლეს ლიგასთან შედარებით არის სუსტი ხოდა ჩვენი ბიჭები მაგ მეორე ლიგებში ამტკიცებენ რომ გოლების გატანა და კარგად თამაში სხვებივით შეუძლიათ,,კიდევ არის დაფასების თუ შეფასების მომენტიც ასე მაგალითად ბევრი უცხოელი ფეხბურთელი მინახია რომლებიც მაღალი დონის გუნდებში გამოდიან, ზოგი გრანდებშიც კი და რო ვადარებ ვერაფრით ვპოულობ იმ მიზეზებს რატომაც ამჯობინებენ ქართველ ფეხბურთელს უცხოელს,(გამონაკლისების გარდა)) აი მაგალითად რატო უნდა გაეტარებინა კიტეიშვილს 5-6 წელი შტურმში როცა მასზე დაბალი კლასის ფეხბურთელებითაა გავსებული ტოპ-5,,თუნდაც ბუდუ აიღე კაცი როგორ გამტან ფორვარდად იქცა თუმცა უმაღლეს ლიგაში ვერ მოხვდა მაინც,,ან თუნდაც ქოჩორა აიღე ვერავინ დამარწმუნებს იმაში რომ ნაპოლიში, ფიორენტინაში, ბოლონიაში, და სხვა გუნდებშიც ყველა უკეთესია ამ ბიჭებზე, ნუ ჩაკვეზე აღარ ვსაუბრობ

• ahaha

ბარსელონას ფანებმა ამ კაცს ფული აუგროვეთ ყოველ თამაშზე რეალზე რომ დადოს :))))

• ნისლიანი ალბიონი.

აგვისტოს მარცხს არავითარი უპირატესობა არც ერთ თვესთან ჩემპიონატისა არ აქვს, მარცხი მარცხია,ფეხბურთის ცოტა უნდა ესმოდეს,ექსპერტობას ვინც ვდილობს,ტრანსფერები უკვე გაზაფულზე უნდა დასრულებულიყო,სწავლებაც მუდმივადაა საჭირო,მერეტი რომ მანდრაჟში ვარდება დიდი სტრესისას ესეც ცნობილია დაცვაც რომ დასისტდა კიმის ,ესტიგორის წასვლით ესც იციან,მიმწოლი ძალისმიერი ცენტრ ფორვარდი რომ არაა და ასეთარანს,რომ ბურთების მიმწოდებლებიც სჭირდება, ესეც ფაქტია და ფაქტია რო ხვიჩას ამ გუნდში თვებით გაწელილი დაბალი ანაზღაურებით სხბასთან შედარებით გუნდში ,არაფერი ესაქმება,ეს ქართული მენეჯმენტის არაპროფესიონალიზმია,კონტემ იცის ეს ყველაფერი ,მაგრამ რეალობაში უპვე აგვიანებს დროით სასკუდეტო გუნდის შექმნას,რაც უკვე დე ლაურენტისის მიზეზით ხდება,ლუკაკუმ,ძლიერმა მეკარემ,მამარდა დახატავდა ნაპოლის და დაცვის კიდევ გაძლიერებამ,შეიძლება ნაპოლი გახადოს სასკუდეტო გუნდად,კიდევ,,მ.ზ..

• კიეზა

დიდი მცოდნე არა ვარ ფეხბურთის..და არც ამ ერთი თამაშით ვერ შეაფასებ.მაგრამ ადრეც ვთქვი..ამ ხარბი კაცის ხელში..ამ ნაპოლის კონტე კი არა ვინც არ უნდა დანიშნონ შარშანდელ დონეზე კიდევ 30 წელი ვერ გავლენ..კვარამ მოუკლო ფაქტია.მაგრამ თუ ამ გუნდიდან წავა..ნაპოლის შედეგები პირდაპირ აისახება მის თამაშსა და დონეზე .კარგი გუნდი სჭირდება და სტიმული რომ მეორე სუნთქვა გაეხსნეს..მე მჯერა მისი..და ყველა ნაღდ ქართველს..

• ადამიანი

ჯანმრთელობა და წარმატებები ხვიჩას

• ადამიანი

დასკვნა? ა ბატონო დასკვნა:,,ნეხვის ბუზი ნეხვს ეძებ,ფუტკარი-ნექტარს და ორივე პოულობს",შენც ეგრე ხარ,რაც გინდა,იმას პოულობ

ფაქტია! ტოპ ხუთ ლიგაში გვყავს ხუთი კაცი,აქედან ვერც ერთმა ივარგა, ყველას გუნდმა წააგო,სამაგიეროდ ივარგეს მეორე ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელებმა.დასკვნა თქვენთვის მომინდია!!

• რეალობა

Geo Team-ი: ხვიჩა ნაპოლის სამედიცინო სტაფის წევრთან ერთად ცვლილების შემდეგ ვერონას ჰოსპიტალში წაიყვანეს, და იქ დაახლოებით 4 საათი გაატარა.

• სიმართლე

ყველაზე ყომარა გუნდი მსოფლიოში არის რეალ მადრიდი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!¡!!!!!!!!!!!!!!!!!!¡!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!++++ არარსრბიბს დავდო და არ გამაზოს და არ დავდო და მოიგოს შანსი არაა ოღონდ ეგ უნდა მქონდეს დარჩენილი შანსი არაა გუშინ ისეთი ბილეთი გამიფუჭა ცხ9ვრებაში ვერ წარმოვიდგენდი რეალი ესე თუ შემძულდებოდა 2000 წლიდა რეალს ვგულშემატკივრობ და მე არ მახსოვს რეალზე ვყოფილიყავი დამოკიდებული და რეალს მოეგოს გამორიცხულიაა შანსი არარისს მაგისიიი!!!!!!!!!!

• უსახელო

სადაა ის ბებერი მელააა??? ისევ იგივეს აკეთებს.

• dew

სუსტი ცენტრი ყავს ნაპოლის ცენტრ ფორვარდიც არაა და პოლიტანოც არააა ძირითადის მოთამაშე!! დილორენცოს ეტყობა ძალით თამაშობს უნდა გაყიდონ

• kesha

ვაი შე მზეო, ზუსტად შენნაირ მზეებს უნდა რომ ვერ ითამაშოს ზუსტად მაგრამ კიდევ დიდხანს მოგიწევთ მაგ მზის სიტუაციაში ყოფნა.

• ABARA

ამ კლუბში ხვიჩას მომავალი არ აქვს! მოკითხვა ჯუღელს!

• დათო

პოლიტანო ვეღარ არის ძირითადის ფეხბურთღელი, განსაკუთრებით ახალ პოზიციაზე. რასპადორიმ ან ნერეშმა უნდა ჩაანაცვლოს.დი ლორნცო ცენტრალურ დაცვას არ უნდა გააკარო და ისევ მარჯვენა ფლანგზე დარჩეს ჯობს. ცენტრალური მცველის და საყრდენის დამატება სჭირდებათ აუცილებლად!

• ქიტესა

იქნებ ისიც გვითხრათ რას ახერხებს ? გვეყო თავის მოტყუება. ვერ თამაშობს და საბაზრო ფასიც ეცემა

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?

[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება

"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა

"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება

მამარდაშვილი: ეს მხოლოდ დასაწყისია

"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"პსჟ-მ მბაპეს პრობლემა "რეალს" გადაულოცა" - ესპანელი ჟურნალისტი

[VIDEO] მამარდაშვილმა "ლივერპულში" სადებიუტო მატჩში კარი მშრალად შეინახა

მოდრიჩი ორშაბათს "მილანთან" კონტრაქტს გააფორმებს

ივლისის სარაგბო ტესტ-მატჩები - მეორე ნაწილი

"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო

"ის არასდროს დაგვავიწყდება“ - ლივერპულმა დიოგუ ჟოტას საპატივსაცემოდ 20-ნომრიანი მაისური გააუქმა

"სხვა ვერცერთი ტურნირი ვერ შეედრება“ - ინფანტინო მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე

ფედერაციის ახალი სამედიცინო პროექტი: თანამედროვე დეფიბრილატორი ყველა საკალათბურთო მატჩზე

"ბარსელონას" შეტევის გაძლიერების ერთი ვარიანტიღა დარჩა, "იუნაიტედმა" რაშფორდის ფასი დაასახელა

"ჩელსი" ნიკოლას ჯექსონში 100 მილიონ ევროს ითხოვს

[VIDEO] მესის ულამაზესი ჯარიმა - მაიამის "ინტერმა" არგენტინელის დუბლით გაიმარჯვა

Geo Team: ლომინაძე ორშაბათს პორტუგალიურ კლუბთან გააფორმებს კონტრაქტს

კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

"რეალი" და "ინტერი" არ ვეგონოთ - პსჟ-ს დამარცხებით გაგაკვირვებთ - "ჩელსის" ფეხბურთელები იქადნებიან

დღეს პსჟსა და კვარაცხელიას მორიგი დიდი ფინალი აქვს

პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ "ჩელსისთან" ნადგურდება

[VIDEO] 0:3 "ჩელსისთან" - პსჟ-მ შესანიშნავი სეზონი დიდი ანგარიშით წაგებით დაასრულა

კვარაცხელია მარცხენა ფლანგზე, ტრამპი ტრიბუნაზე და ვნებათაღელვა პარიზში

"ნაპოლი" ოსიმენს ემუდარება - ნიგერიელმა გადაწყვეტილება მიიღო

ოსიმენი "განვადებით" - ნიგერიელის სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება

დე ლაურენტისი კონტეს პირობას უსრულებს - "ნაპოლი" ამ ზაფხულს ბევრი ფეხბურთელით გაძლიერდება

როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ჩელსისთან" მატჩში?

როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები

"ის არცერთი ნაბიჯით უკან არ იხევს, დიდებული კლუბები ასე მოქმედებენ" - იტალიელმა ჟურნალისტმა დე ლაურენტისი შეაქო

დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება

"ჩელსისთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

დე ლაურენტისი ოსიმენის ტრანსფერზე გაჯიუტდა - არავითარი "განვადება", 75 მილიონი ახლავე და დაუყოვნებლივ