ლიგა 1-ის მესამე ტურში „ლიონმა“ საკუთარ მოედანზე „სტრასბურგი“ 4:3 დაამარცხა.

თამაში ძალიან ლამაზი სანახავი გამოვიდა. სტუმრები დებიუტში სწრაფი კონტრიერიშისას დაწინაურდნენ - მატას შეცდომის შედეგად პერის კარი ნანასიმ დალაშქრა. მასპინძლებმა დიდი ძალებით შეუტიეს, რომელთა რიგებში მიქაუტაძე აქტიურობდა. მან სამჯერ ხელსაყრელ პოზიციაზე გაიყვანა პარტნიორები, შემდეგ კი დუემ წააქცია და ყვითელი ბარათი მიიღო. „სტრასბურგს“ მალე ანგარიშის გაზრდა შეეძლო, მაგრამ პირისპირ გასულ ემეგას პერიმ არ გაატანინა. 23-ე წუთზე გიორგი საჯარიმოში შევიდა, დაარტყა კიდეც და მოწოდების სიმაღლეზე აღმოჩნდა მეკარე იუნსონი. შვედმა მეკარემ ცოტა ხანში ახლო მანძილიდან მატიჩის თავური მოიგერია. პირველი ტაიმის დასასრულს ქართველმა კიდევ ორი მომენტი ვერ გამოიყენა, სამაგიეროდ ტოლისომ გამოიყენა და თანაფარდობა რიკოშეტით აღადგინა.

შესვენების მერე „სტრასბურგი“ ინიციატივას დაეუფლა, ორი გოლი გაიტანა და 3:1 გავიდა წინ. მიქაუტაძე მე-60 წუთზე შეცვალეს. „ოლიმპიკი“ შტურმზე გადავიდა, მეიტლენს-ნაილზმა ერთი გაიტანა, შეცვლაზე შესულმა ორბანმა დუბლი შეასრულა და საჟის გუნდმა ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა.

შემდეგ შეხვედრას „ლიონი“ 14 სექტემბერს გასვლაზე „ლანსთან“ ჩაატარებს.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“

ლიონი - სტრასბურგი 4:3

გოლები“ 0:1 ნანასი (3), 1:1 ტოლისო (42), 1:2 სანტოსი (48), 1:3 ემეგა (58), 2:3 მეიტლენდ-ნაილზი (61), 3:3 ორბანი (63), 4:3 ორბანი (72)

რა მაფიაა?
ჟორჟი მეცში რო გადავიდა აიაქსიდან მაშინაც ეგრევე არ ამოქოქილა და დრო დაჭირდა... აცადეთ და იტყვის თავის სიტყვას... ან თუ გინდა ნუ აცდით, მაინც იტყვის ის თავის სიტყვას
მწვრთნელი
ამ ორბანმა და ფოფანამ არ გაიგიჟეს თავი შეცვლაზე რომ შემოვიდნენ! 1-3-დან ამოუქაჩეს სრასბურგს! გიორგიმ ნორმალურად ითამაშა ოღონდ მეტი კონცენტრაცია მართებს! ერთ მომენტში ლაკაზეტი ცარიელი იდგა საჯარიმოში და არ უპასა, დაარტაყა 50\50 იყო მომენტი, მეკარემ ბარძაყით გააჩერა ბურთი! ლაკაზეტი მაგარია ორჯერ გაარტყა შტანგას და მერე დამატებაზე გაიტანეს ლიონის ფეხბურთელებმა!
Ტტტ
გიორგი ამ სეზონში ბევრ გოლს გაიტანს! დღეს არ გაუმართლა მაგრამ დარწმუნებული ვარ ის ისეთივე მეფე გიორგი იქნება ლიონში როგორიც მეცში იყო. 15+ ამ სეზონში
გია_544
არც ერთი 100% მომენტი არ ჰქონია, არ გაუფუჭებია. ემუქრებოდა კარებს ისეთ პოზიციიდან, საიდანაც გატანაც შეიძლება და არ გატანაც. დაცვას ეხმარებოდა. შეფასება 7.3 მეტყველებს, რომ კარგად/ნორმალურად ითამაშა. კიჟინი და ჭყიპინი ჩასაფრებულებისაგან სამარცხვინოა. ლიონიც და მიქაც წინ მიდიან. მორჩა და გათავდა.
serxio
აქ ხალხი მგონი ასტრალშია გასული. წაიკითხეთ ფრანგი ფანების კომენტარები და მიხვდებით რა სიტუციაც არის.
ჟორა
არაა ჟორჟი ვერაა მაგარი ჩვენ რომ გვგონია ეგეთი ბომბარდირობის დედა ვატირე 6 კაცს რომ ეცილები 3 გოლით 2 პენლები რომ გაქ გატანილი
საქმე
ეეჰ,სამწუხაროდ სკამზე გადასვავებ გიოს დიდი ალბათობით...
Რერო
გიომ კარგად ითამაშა.ძალიან აქტიური და მონდომებული იყო,სხვასაც შეუქმნა მომენტი და თვითონაც არ გაუმართალა 2 კარგი შანსი ჰქონადა. ლიონი ზოგადად კარგი გუნდია ,ოღონ დაცვა ბავშურ შეცდომებს უშვებს და ეს ძალიან ცუდად აისახა,იმედია გამოასწორებენ. . მჯერა გიოს გაუმართლებს,ყურებს არ ჩამოყრის და შანსები კვლავ ბევრი მიეცემა. რაც მთავარია მწვრთნელი მისდამი კეთილად განწყობილი ჩანს. თამაშით მაგრად ვისიამოვნე ბრავო.
ჯეჯე
აუ რა გაიხარეს კომენტარებში ჰეითერებმა და სკოლაში განავალებმა.
Lm
საბოლოო ჯამში. ბევრი პასები არიგა. მომენტები შექმნა, ყვითელი აკიდა და ცუდად ნამდვილად არ უთამაშია. ლაკაზეტზე ეფექტური აშკარად იყო. გოლი დახატავდა და სუპერ შეფასებასაც მიიფებდა რომ გაეტანა. კიდე მოუმატებს.
დავით 67
სკოლაში არ დადიოდი?
სოსო
ახალ კლუბში ადაპტაციისათვის,დაახლებით ერთი,ერთნახევარი თვე სჭირდება ხოლმე,გიორგის.მერე კი ვეღარ აჩერებენ.აქაც ასე იქნება,თუ ენდობიან და დააცადეს.
c
ბილი გილმური ნაპოლის ფეხბურთელია
მირო+
ეს ხალხი ფეხბურთს როგორ საზღვრავს ვერ გამიგია..მიქაუტაძე იყო ერთერთი საუკეთესო იმ დროს იყო დაცვა სუსტი..7.3 ქონდა შეფასება რაც წაგებულ თამაშზე საკმაოდ დიდია..კაი აქ კამათი არ ღირს იქ ლაკას რო გაეხსნა მეკარემ აუღო ის გახსნა ერთ ერთი საუკეთესო რამე იყო მთლიან მატჩში ან ის პასი მარვნივ ერთიერთზე რო გაიყვანა...ხო იმ ჯიგარმა გაიტანა და ექნება პრეტენზია ძირითადზე მაგრამ ჟორჟი სხვა დონეა სხვა სტაბილურობას დებს!! მოვა 14 და ვნახავთ სავარაუდოდ მაგას!! მაგრამ ბაი ბაი ძირითადი და აბა სკამზე გადასვავენ რა მუღამია ვერ გამიგია??! თან რო ჩააგდოს თამაში და მერე ეგ კომენტარი ოკ გაიგებ ადამიანი მაგრამ...თითქოს რო ერთი სული გაქ დამთავრდეს რო ეს დაწერო...კისლატა ხელებზე ყველა არაკეთილისმსურველ ჯაგას.
c
ძალიან დიდი სირცხილი იყო! თავიდან რამდენი კარგი მომენტი ჰქონდა და ერთმა მომენტმა გააფუჭა ყველაფერი. 1000% პასი არ მისცა თავის თანაგუნდელს, ლიონის ლეგენდას. სირცხვილი. მეც შევცვლიდი და საერთოდ აღარ გამოვუშვებდი ძირითადში. ძალიან , ძალიან შემრცხვა. ეს 100% პასი უნდა მიეცა. ამართლეთ ეხლა და იყავით. ფაქტია გაიყვანეს თუ არა მოიგო ლიონმა და ლოგიკურიც იყო. არ უნდა იყოს ძირითადში სამწუხაროდ ჯერ, არ იმსახურებს. ტეხავს. ასეთი ღორობა. თან ვისთან, ვინც გეხმარება , შენი ახალი თანაგუნდელი და კაპიტანი. მდა
ლომი
აიაქსი მახსენდება. 3 გოლი უნდა ქონოდა გატანილი პირველ ტაიმში. მემგონი სათადარიგოში დასვამენ მაგას.
Yoko Ono
ბაი, ბაი ძირითადი.
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
მესი ამერიკული ფეხბურთის დასაცავად - ხვიჩა გუნდის ნახევარს აკეთებს...
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ლიგა 1-ის კლუბი დავითაშვილთან მოლაპარაკებებს იწყებს - ცნობილი ფრანგი ჟურნალისტი
როგორ შეაფასეს მიქაუტაძის თამაში "სტრასბურგთან" მატჩში?
დუემ თავის უფროს ძმა გელას მოედანზე ეს გაუკეთა - რა მოხდა პსჟ-ის ბოლო მატჩში... ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს [VIDEO]
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
[VIDEO] დავითაშვილმა "სტრასბურგს" მაგარი გოლი გაუტანა
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
მიქაუტაძის მე-14 გოლი - "ლიონი" სტუმრად "სტრასბურგთან" დამარცხდა [VIDEO]
ზურიკოს "სენტ-ეტიენმა" ორი წაგების შემდეგ გაიმარჯვა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია