პარიზში მიმდინარე პარალიმპიადაზე ლადო ჭინჭარაულმა ვერცხლი მოიპოვა და საქართველოს მეოთხე მედალი მოუტანა.

ქართველმა პარამსროლელმა R9 კატეგორიაში შაშხანის 50 მეტრზე სროლის ფინალში იასპარეზა. მან 248,2 ქულა დააგროვა და საქართველოს პარიზის პარალიმპიადაზე პირველი ვერცხლის მედალი მოუტანა.

საკვალიფიკაციო ეტაპზე მან 622,4 ქულით მეექვსე ადგილი დაიკავა. ლადო ჭინჭარაული პირველი ქართველი პარამსროლელია, რომელმაც პარალიმპიადაზე მედლის მოპოვება შეძლო.

შეგახსენებთ, მიმდინარე პარალიმპიადაზე საქართველოს აქტივში 4 მედალია - 1 ოქრო, 1 ვერცხლი და 2 ბრინჯაო. ოქრო მძლეოსანმა გიგა ოჩხიკიძემ მოიპოვა (ბირთვის კვრა), ვერცხლს სროლაში ლადო ჭინჭარაული დაეუფლა, ხოლო ბრინჯაო ანა ჯაფარიძემ (ტაეკვონდო) და ნინა თიბილაშვილმა (ხმლით ფარიკაობა) მოიპოვეს.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პარალიმპიადაზე მეხუთედ მონაწილეობს (2008, 2012, 2016, 2020, 2024) და აქამდე ჯამში ჰქონდა 4 მედალი - ზვიად გოგოჭურის ოქრო 2016 წელს (ძიუდო), ნინა თიბილაშვილის (პარაფარიკაობა), ინა ქალდანის და რევაზ ჩიკოიძის (ორივე ძიუდო) ვერცხლის მედლები 2020 წელს. ასე რომ, პარიზში მიმდინარე პარალიმპიადა საქართველოსთვის უკვე ყველაზე წარმატებულია. საქართველო ამ დროისთვის 1 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედლით ჩათვლაში 44-ე ადგილზეა.

მომზადებულია საქართველოს პარალიმპიური კომიტეტის "ფეისბუქის" გვერდის მიხედვით

ჟორა გაბრიჭიძე
ვულოცავ ბატონ ლადოს ამ ბრწყინვალე შედეგს, მობილიზებაც ასეთი უნდა, სამაგალითოა ყველა სპორტსმენისათვის მისი საჭირო დროს მობილიზების უნარი.
ბესო
გაიხარე ლადო შნს ოჯახთან და საყვარელ გუნდთან ერთად ! გილოცავ გულითა და სულით ! მაგარი კაცი ხარ ! ასევე ვულოცავ თელავს და სრულიად საქართველოს !
ლეგენდარული ოლიმპიური ჩემპიონი, სეოკ-ის ვიცე-პრეზიდენტი ნინო სალუქვაძე ევროპის სროლის კონფედერაციის ვიცე-პრეზიდენტად აირჩიეს
საქართველოს ტყვიის მსროლელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონია
ნინო სალუქვაძე ოლიმპიურ თამაშებზე მეათედ იასპარეზებს
იტალიის ნაკრებში გატუზოს შემცვლელი ცნობილია
"არსენალი" არტეტას კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
აზაროვი სათადარიგო იყო - "შახტარმა" "ალკმაარს" დამაჯერებლად სძლია
ევროპა ლიგაზე პირველი 1/4-ფინალური მატჩები გაიმართა
საქართველო 4:2 აზერბაიჯანი
ნოიერი საუკეთესო, კვარაცხელია სიმბოლურში
სიომინი: ხვიჩამ უმაღლეს დონეზე ითამაშა
სლოტმა განმარტა, რატომ არ ათამაშა სალაჰი
თსუ-მ მარგვეთს სძლია და საქართველოს თასი ბოლო 4 წელიწდში მესამედ მოიგო
"450 მილიონი დახარჯეს და ქვედა ლიგის გუნდივით თამაშობენ" - კარაგერმა "ლივერპული" გააკრიტიკა
"იყო თუ არა კუბარსი გასაძევებელი?" - ტიერი ანრი
"ენფილდზე" მთელი მატჩის განმავლობაში შევუტევთ" - ლუის ენრიკე
[VIDEO] ბითაძის შესანიშნავი მატჩი და "ორლანდოს" ზედიზედ მეოთხე გამარჯვება
"მამარდაშვილმა ალისონს მიბაძა, მაღალი კლასისაა და "ლივერპულში" ცუდ დროს მოხვდა" - ინგლისში ქართველის თამაში შეაფასეს
[PHOTO] MVP კვარაცხელია და "ლივერპულში" გამორჩეული მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს ქართველებმა?
[VIDEO] "ბარსელონას" უიღბლობა, უამრავი განიავებული შანსი და ალვარესის ბრწყინვალე გოლი - "ბლაუგრანა" რთულ სიტუაციაშია
[VIDEO] კვარაცხელიამ ისევ გაიტანა - რომ არა მამარდაშვილი, პსჟ "ლივერპულს" უფრო დიდი ანგარიშით მოუგებდა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან მატჩებისთვის ემზადება
პსჟ - "ლივერპული. გუნდების შემადგენლობები ცნობილია
გეგმა "ელ კლასიკოში" თამაშია - რაფინიას მოედანზე მალე დაბრუნება უნდა