ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხდა.

მასპინძლები თავიდანვე დაეუფლნენ ინიციატივას და „სტრასბურგის“ თავდამსხმელმა ემეგამ დუბლი შეასრულა. საქართველოს ნაკრებმა, რომელსაც ავადმყოფობის გამო საზონოვი ვერ დაეხმარა, ორივე გოლი დაცვის ცენტრიდან გაუშვა. ქართველი ფეხბურთელები არ შედრკნენ, შეტევებზე გადავიდნენ, მეტოქე კი უხეშობდა და მათმა სამმა ფეხბურთელმა ყვითელი ბარათი მიიღო. 31-ე წუთზე ო. მამაგეიშვილმა ხვადაგიანის პასით ანგარიში შეამცირა. მომენტები კვერნაძეს და გ. მამაგეიშვილსაც ჰქონდათ, მაგრამ ვერ გაიტანეს. პირველი ტაიმის დასასრულს ისევ ჩავარდა ჩვენი დაცვა და ემეგას ჰეთ-თრიკის შესრულება მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება.

შესვენების შემდეგ ნიდერლანდებმა ზეწოლა გააძლიერეს: პირისპირ გასულ ემეგას დარტყმული ბურთი კვლავ მოიგერია ხარატიშვილმა, მანჰუფმა მცირედით ააცილა მიზანს, ხოლო ოჰიომ მესამე გაგვიტანა. თან უგრეხელიძემ ტრავმა მიიღო და ოდიშვილმა შეცვალა. მერე მსაჯმა ჩვენს კარში ძალიან საეჭვო პენალტი დანიშნა და ოჰიოს უხეიროდ დარტყმულ ბურთს ხარატიშვილი დაეუფლა.

სვანაძის გუნდი 16 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას 10 ოქტომბერს იონკოპინგში შვედეთთან გამართავს, რომელიც მეორე პოზიციაზე ბრძოლაში ჩვენი უშუალო კონკურენტია.

ვენლო. „დე კოელი“

ნიდერლანდები - საქართველო 3:1

გოლები: 1:0 ემეგა (4), 2:0 ემეგა (18), 2:1 ო. მამაგეიშვილი (31), 3:1 ოჰიო (71)

გამოუყენებელი პენალტი: ოჰიო (79, ნიდერლანდები)

საქართველო: ხარატიშვილი, ზურაბიანი (გოგოტიშვილი 57), უგრეხელიძე (ოდიშვილი 74), ხვადაგიანი, მამაცაშვილი, ლომინაძე, გაგნიძე (ოსიყმაშვილი 81), გ. მამაგეიშვილი (აბუაშვილი 57), ო. მამაგეიშვილი ოდიშარია (გორდეზიანი 81), კვერნაძე

გუსანი
მეორე ტაიმს უკვე სრულად ვუყურე, რა კომენტარი უნდა გავაკეთო? ნახევარ ძალით მოთამაშე მეტოქემ ჩვენი ადგილი მიგვიჩინა, 92 წუთზე ჩვენი მოწოდებული აუტი მიანიშნებს კიდეც ჩვენ ხარისხსზე, რამდენიმე ფეხბურთელი კი აშკარად ქვემოთ ექაჩება საერთო დონეს, ე.წ. ლიდერებიდან კი მაგ. კვერნაძეს და გაგნიძესაც ზედმეტი წარმოდგენა აქვთ თავიანთ შესაძლებლობებზე. სიმართლე კი ის არის რომ ეროვნულის პროგრესიც მხოლოდ რამდენიმე ფეხბურთელის მხრებზე გადადის და არა ყველაზე, სამწუხაროდ ახალგაზრდულის უმეტესობის ადგილს ამ დონით ეროვნულში ვერ ვხედავ...ვერ ვხვდები სანაძემ რა სამუშაო უნდა ჩაატაროს რომ მეორე ადგილზე გავიდეთ - ევროპაზე ? სასწაული იქნება....
მეზღვაური
ოდიშარია საინტერესო კადრია სამომავლოდ ეროვნული ნაკრებისთვის.გუშინაც მონდომებული იყო.ნიჭიერი მარჯვენა შემტევია და ევროპა ლიგაზეც უფრო აიმაღლებს კლასს.ოთო მამაგეიშვილიც ნიჭიერი ბიჭია.მოკლედ არის ამ ნაკრებში 3-4 კაცი,ვისაც შეუძლია მომავალში ეროვნულში მოხვედრა. ოდიშარია-ო.მამაგეიშვილი-ლომინაძე- და საზონოვი ისეც ნაკრების წევრია.გაგნიძე რეგრესშია სამწუხაროდ,კვერნაძესაც ზედმეტად დიდი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე.
მაიცა რა
დაგვახია ბურთი თავზე გალანდიამ რა..
Irakli
ასაკობრივი ნაკრებებისათვის ძალიან თვალშისაცემი იყო კლასში განსხვავება, ძალიან ბევრ უხეშ შეცდომას ვუშვებდით, თან ზედიზედ. ანგარიში არ ასახავს გუნდებს შორის სხვაობას, ბევრად დიდი ანგარიშით შეეძლო ჰოლანდიას მოგება. მოკლედ რაც არის ეგ არის და ყურები არ უნდა ჩამოვყაროთ, ჯერ არაფერი დასრულებულა და გავამხნევოთ ჩვენი ბიჭები, წარმატებები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს!
Dato
ლოგიკურად შვედეთი მოგვიგებს, გინდ მტერი დამარქვით,
tENGO
არ შედრკენ,შეტევაზე გადავიდნენ, უხეშობდნენ, საეჭვო პენალტი, მომენტები კვერნაძეს და მამაგეიშვილს ჰქონდათ და ა.შ.-რა სიტყვათა წყობაა, გამოდის რომ ვითომ ტოლ-სწორად ვეთამაშეთ და ნიდერლანდელებმა, მხოლოდ უხეშობითა და საეჭვო პენალტის წყალობით მოგვიგეს, არადა ბურთი თავზე დააგვახიეს და რომ არა შექმნილი სატურნირო მდგომარეობა 10-საც გაგვიტანდნენ-გუნდი რომ ასე, როგორც იტყვიან, თამაშ-თამაშით ლამის ოც საგოლე მომენტს შეგიქმნის,არ მესმის რა საჭიროა ასე დავარცხნილი ანალიზი და შეფასება, თანაც საეჭვო პენალისა და სათამაშო სიტუაციაში მიღებული ყვითელი ბარათების აპერირირებით......ისე ასეთ უპირატესობა მართლა მოულდნელი იყო ამდენი ბაქი-ბუქის და ძირითადი ნაკრების ბოლო თამაშის ფონზე, მათი უძლეველობაც გადაჭარბებული მგონია ,მაგრამ მაინც, განსაკუთრებით შემტევები იყვნენ უსუსურები, კვერნაძეზეც მინდოდა პაწა აზრი გამომეთქვა, მაგრამ როგორც სჩანს ხელშეუხებელია და თავს შევიკავებ....
ბიძინა
საზღვარგარეთ სად ხარ ჩრდილო კორეაში თუ ირანში? იუტუბზე გადის პირდაპირი და ჩანაწერიც რჩება, და სურვილი რომ გქონოდა ნანახი გექნებოდა
kesha
არაუშავს კარგი ბიჭები არიან, უბრალოდ დაცვას უნდა მიხედოს დინამოს მცველებით რომლების თამაში საქართველოს ჩემპიონატში კრიტიკას ვერ უძლებს ასეთ დონეზე მაგ ფეხბურთელებით კარგ ნაკრებებთან სულ გაგვიჭირდება.
მწვრთნელი
კლასმა თავისი გაიტანა!
ვალერი
კაი თამაში ითამაშეთ , ჩვეულებრივად შეიძლებიდა ფრეც. ყველამ იცოდა რაუნდა გაეკეთებია მინდორზე-უბრალოდ არ გამოდის ხოლმე. ყოჩაგ მწვრთელს და ბიჭებს. სტატისტები არ.. მოთამაშე გუნდი იყო მინდორზე
ნიკი
მე საქართველოს ჩემპიონატს ვერ ვუყურებ საზღვარგარეთ ვცხოვრობ. ჩემთვის ძაან სამწუხაროა რომ ბევრი ასეთი დაბალი დონის ფეხბურთელია ახალგაზრდულ ნაკრებში. რატომაა ასე? ნაკრებში ნაცნობობით და ბლატით ხვდებიან თუ მართლა მეტი არავინ არა გვყავს?
დდდ
შენს ადგილზე მე გეოგრაფიას ჩავეჭიდებოდი კბილებით...
ჟორა-ს
გეთანხმები ესპანეთთან ვერ მოსთოვ მოგებას, მარა ჩვენები ნიდერლანდის გუნდს ეთამაშებოდნენ, ვერც ნიდერლანდებთან წაგებაზე მოსთხოვ ჩვენს გუნდს.
ჟორა
ესპანელებთან მოგების მოთხოვნა ჩვენი ნაკრებისთვის არა სერიოზულია და არცაა ესპანეთი ჩვენი მეტოქე. აი შვედებთან კი კბილებით უნდა ჩავეჭიდოთ ამ შანსს.
ჟორა
ესპანელებთან მოგების მოთხოვნა ჩვენი ნაკრებისთვის არა სერიოზულია და არცაა ესპანეთი ჩვენი მეტოქე. აი შვედებთან კი კბილებით უნდა ჩავეჭიდოთ ამ შანსს.
არც მიკვირს
რატომ უნდა აჯობოს მაგალითად თელავის ფეხბურთელმა ტოპ-5 -ის ჩემპიონატში მოთამაშე ვარსკვლავს? სრულიად ლოგიკური ანგარიშია. სად ჩვენი ჩემპიონატი და სად ჰოლანდიის? ჩვენები ქუჩის ფეხბურთს თამაშობენ, ისინი კიდევ გამართულ ევროპულ ფეხბურთს. ფიზიკაში გვიჭირს, პრესინგის თამაში ხომ საერთოდ უცხო ხილია და სვანაძეს არც გაუგია ალბათ. რა აზრი აქვს მხოლოდ კვერნაძის აქეთ-იქეთ სირბილს ეულად? შვედეთთანაც გაგვიჭირდება. მონდომება გვაქვს, დანარჩენი არაფერი.
ჯუდო
კოლხეთი 1913,იბერია 2999,თელავი,დილა,დინამო თბ და ბთ,სირიუსი...ყოჩაღ რამაზ სვანაძეს,სასწაულს აკეთებს ამ...ამათით ერთადერთი ტორინოელია და ისიც არ ჰყავდა.ყოჩაღ ძმაო
ჯუდო
კოლხეთი 1913,იბერია 2999,თელავი,დილა,დინამო თბ და ბთ,სირიუსი...ყოჩაღ რამაზ სვანაძეს,სასწაულს აკეთებს ამ...ამათით ერთადერთი ტორინოელია და ისიც არ ჰყავდა.ყოჩაღ ძმაო
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
მოლდავეთის მეფეები.
სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა
"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა
"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა
ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს
პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება
ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
U21 | ნიდერლანდები V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ვენლოში
მატჩის დღე! კიდევ ერთი ევროპის ჩემპიონატი ქართული ფეხბურთისთვის
U21. რა შემთხვევაში ითამაშებს საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფში?
ცუდი ამბავი - საბა გოგლიჩიძე ტრავმის გამო ევროპის ჩემპიონატს გამოტოვებს
U21. პლეი-ოფში საქართველოს ნაკრების მეტოქე გაირკვა
U21. დანაკლისით ნიდერლანდებთან - საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U21. პორტუგალია ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა [VIDEO]
მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად