ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სტუმრად ნიდერლანდებთან 1:3 დამარცხების შემდეგ nakrebi.ge-სთან კომენტარი საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ გააკეთა:

"რთული თამაში გამოდგა. მარცხი ყოველთვის საწყენია, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ ოქტომბერში, შვედეთში ფინალის ტოლფასი თამაში გველოდება. თამაშის მენტალურ მხარეს თუ გავითვალისწინებთ, თუ არ ჩავთვლით პირველ 15 წუთს, დანარჩენ მონაკვეთებში, ვთვლი, რომ გუნდი სათამაშო ეპიზოდებზე ადეკვატურად რეაგირებდა და გვქონდა მართლაც იმის სურვილი, რომ თამაში გადაგვერჩინა.

პირველი ტაიმის მეორე ნახევარი მთლიანად ჩვენი კარნახით წარიმართა და შემიძლია ვთქვა, რომ ერთ-ერთი საუკეთესო თამაშის მონაკვეთი იყო, თუ საუკეთესო არა, რაც ამ ფორმაციის ახალგაზრდულ ნაკრებს აქამდე უთამაშია. ბევრი გვაქვს სამუშაო ემოციურ კონტროლსა და ტაქტიკური დავალებების შესრულებაზე. დიდი როლი ითამაშა გამოცდილებამ, ძალიან მაღალი დონის გუნდთან გვქონდა საქმე, ამას საუბარი არ სჭირდება - ეს შედეგებიდანაც კარგად ჩანს და მინდა მათ ევროპის ჩემპიონატზე გასვლა მივულოცო.

მეორე ტაიმში დაღლაც დაგვეტყო და გამოუცდელობა კიდევ ერთხელ უნდა ვახსენო, დღეს მინდორზე ბევრი ახალი მოთამაშე გვყავდა, რომლებმაც პირველად ითამაშეს ახალგაზრდულ ნაკრებში და პირველად ითამაშეს საერთოდ ასეთი დონის გუნდთან და ეს მათთვის ძალიან დიდი გამოცდილება იყო, რაც შვედეთში აუცილებლად დაგვეხმარება. არავისთვის არაფრის დათმობას არ ვაპირებთ, აქამდე ჩვენით მოვედით, ჩვენი შრომით, ჩვენი გუნდურობით, ჩვენი ერთსულოვნებით და დარწმუნებული ვარ, შვედეთში წარმატებით დავასრულებთ იმ თამაშს, ყოველ შემთხვევაში, ჩვენი მხრიდან ცდას არ დავაკლებთ.

ძალიან საწყენი იყო, რომ თამაშის წინ საბა საზონოვი გამოგვაკლდა, მთელი 8 დღის ნამუშევარი გეგმა, ფაქტობრივად, თამაშის წინ აგვერია. ასევე გვქონდა სხვა დანაკლისებიც, ფაქტობრივად, მთელი დაცვის ხაზი შეცვლილია, თუ არ ჩავთვლით გუნდის კაპიტანს, საბა ხვადაგიანს. ამიტომ, ძირითადად, პრობლემები დღეს დაცვის ხაზში გვქონდა, თუმცა სწორი დასკვნების გაკეთების შემთხვევაში, დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში წარმატებას მივაღწევთ.

დიდი მადლობა მინდა გადავუხადო თამაშზე ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან ჩამოსულ თითოეულ გულშემატკივარს. მათი მხარდაჭერა 90 წუთის მანძილზე იგრძნობოდა, რაც ჩვენი გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია".

დავით
ეს სვანაძე ,ხომ უნდა მიხვედრილიყო: ნიდერლანდელები თუ (უფრო აფრიკელები) ჩვენებს ფეხზე ასხდნენ!!!ზონები გადაკეტილი ქონდათ!ჩვენები 3 მეტრიდან ეთამაშებოდნენ და ჩვენი დაცვა თავისუფალი ორღობე იყო!!!
დავით
ეს სვანაძე ,ხომ უნდა მიხვედრილიყო: ნიდერლანდელები თუ (უფრო აფრიკელები) ჩვენებს ფეხზე ასხდნენ!!!ზონები გადაკეტილი ქონდათ!ჩვენები 3 მეტრიდან ეთამაშებოდნენ და ჩვენი დაცვა თავისუფალი ორღობე იყო!!!
მომავლის იმედით
გამოჩნდა რო 4 მცველით თამაში ნაკრებს შეძლებია თან ძლიერ მეტოქესთან 5 ნახევარმცველი კარგია რომ მუდმივ მოძრაობაში იყვნენ ასევე ამით მცველებს საქმეს უიოლებენ ეს ტაქტიკა თამაშის ეპიზოდები დასახვეწ დასამუშავებელია უნდა გაგრძელდეს მუშაობა სათქემელია ისიც რო სულ ერთი და იგივე კონტინენტი არ იქნება სვანაძის ხელში და სელექცია უნდა გაგრძელდეს.ახლა ფეხბერთელებზე მინდა ვთქვა მეკარეც კარგია შემდეგ დაცვა ზურაბიანი ძალიან კარგი ბიჭი ჩანს და ფლანგს აკონტროლებდა კარგად მეტი შეუძლია აშკარად. ხვადაგიანი კი ძალიან საიმედო მცველი გახდება მომავალში შრომას უნდა მოუმატოს ოღონდ. ასევე უგრეხელიძეს დიდი მომავალი აქვს ბევრი მაგარი ართმევა ქონდა და ჩამოყალიბებული მცველის მანერები აქვს იმედია ძალიან არ დაშავდა მეკარესთან შეჯახებისას.წინა ხაზი ოდიშარია კარგი ბიჭია შრომა უნდა გააგრძელოს და უკეთეს კლუბში გადავიდეს ვიდრე რიგაა.გაგნიძეს აშკარად აკლია პრაქტიკა კლუბში არადა თანამედროვე ტიპის ნახევარმცველია ბოლოს დაღლა დაეტყო უთამაშებლობის გამო. მამაგეიშვილები მშრომელი ბიჭები აროან ასევე.ლომინაძე კი ბუსკეტსს მაგონებს და თუ მოუმატებს ძლიერი ჩამშლელი იქნება გაგნიძესთან ერთად.კვერნაძე კი კარგი თავდამსხმელია მაგრამ პრაქტიკა აკლია კლუბში ისეთო კლუბი უნდა მოძებნოს სადაც ითამაშებს.
ქომაგი
21 წლამდწლები არიან მომავალი ეროვნული ნაკრების ფეხბურთელები ძნელია ჰოლანდიის ნაკრების დონის გუნდს ტოლ სწორად ეთამაშო მაგრამ იყო მომენტები საქართველო კარგად გამოიყურებოდა უნდა გააგრძელონ მუშაობა თავიანთ კლუბებში და შედეგები აუცილებლად იქნება.
გუსანი
ბევრ ფეხბურთელს უჭირს სიტვაციაში გარკვევა, პასის დროული და სიზუსტით შესრულება ხომ კულტურულად რომ ვთქვად კრიტიკას ვერ უძლებს, ზოგიერთს თავზე ზედმეტი წაროდგენა აქვს, ზოგიერთი კი ვერ ხვდება როგორ იმოძრაოს როცა პარტნიორს აქვს ბურთი და გარბის, ან პოზიციას ეძებს, იმის თქმა მინდა, რომ ჯერ ,,საკლასო" ოთახში უნდა იმეცადინონ ბიჭებმა რა დროს რა და როგორ კეთდება და მერე მოედანზე ცადონ გაკეთება, გამიშიფრედ 92 წუთზე ჩვენი მოწოდებული აუტი?! უყურებს და პირდაპირ მეტოქეს მიაწოდა, არადა მაისურები ძალზე განსხვავებულები ეცვად...ზოგიერთი უძალიანესად დაღლილი იყო და ძლივს გადაადგილდებოდა მოედანზე.... და ა.შ. პატარა მაგრამ შანსი არსებობს და სვანაძეს არ ვიცი რა მაგიური სამუშაოს ჩატარება შეუძლია ამ მოკლე დროში რომ ბიჭები ,, გაზარდოს" .. ღმერთმანი, ოღონდაც -კი...
თენგაბი
განსაკუთრებული რეზერვი ტაქტიკაში გვაქვს,კერძოდ, დასახვეწია უბურთოდ მოძრაობა და დროული პასი. არ მინდა ვინმესკენ თითის გაშვერა, მაგრამ იყო ეპიზოდები, როცა ჩვენი გუნდის მოთამაშე მეტოქის კარისკენ გარბის, ამ დროს იქვე მდგომი პარტნიორი მშვიდად უყურებს მოვლენების განვითარებას და არ იცის რა გააკეთოს. ესპანეთის ნაკრების მოთამაშე ამ დროს თავისუფალი პოზიციისკენ გაიქცეოდა, გაიხსნებოდა და დროული პასის შემთხვევაში, შეტევის გაგრძელების მრავალვარიანტულობა გაჩნდებოდა. ასევე მნიშვნელოვანია მეტოქის თავდამსხმელებს მოძრაობაში სწრაფი აყოლა დაცვის თამაშისას, ისევე, როგორც დასწრებაზე თამაში.
tazomilan
თამასი იყო თითქმის თანაბარი და მსაჯის სიმპათიებმა გადახარა სასწორი. მოედანზე იდგა ორი კარგად განსწავლული და მებრძოლი გუნდი. არ მოველოდი ნამდვილად. ბრავო მაისურაძეს--გვაჩვენა ფეხბურთის თანამედროვე ხედვა. თავიდან დავიწყე ყურება და შემდეგ ვეღარ მოვწყიტე თვალი-იმდენად ღირსეული ბრძოლა იყო. ბრავო ბიჭებს.
tazomilan
თამასი იყო თითქმის თანაბარი და მსაჯის სიმპათიებმა გადახარა სასწორი. მოედანზე იდგა ორი კარგად განსწავლული და მებრძოლი გუნდი. არ მოველოდი ნამდვილად. ბრავო მაისურაძეს--გვაჩვენა ფეხბურთის თანამედროვე ხედვა. თავიდან დავიწყე ყურება და შემდეგ ვეღარ მოვწყიტე თვალი-იმდენად ღირსეული ბრძოლა იყო. ბრავო ბიჭებს.
დდდ
ფრე კი არა, წაგებითაც გავდივართ, თუ ბოლო ტურში შინ მაკედონიას მოვუგეთ და ჰოლანდიამ არ მისცა შვედებს... ჩემი აზრით, არც მისცემენ, - უნიკალური შანსი აქვთ, 10- დან 10 მოგებით დახურონ შესარჩევი...
მწვრთნელი
ყოჩაღი კაცი ხარ რამაზ! არ ეპუები სიძნელეებს! დიდი მადლობა ასეთი თავდადებულობისთვის!
გოგა
შვედებმა მოლდოვას ვერ მოუგეს, ეს იმას ნიშნავს, რო შვედებთან ფრეც გვყოფნის
გულშემატკივარი - მე ვარ საქართველო!
დღეს შვედებმა ვერ მოუგეს 10 კაციან მოლდოვას და ჩვენ ფრეც გვაწყობს მაგრამ გთხოვთ მოგებაზე ითამაშეთ, თქვენ ეს შეგიძლიათ, გუშინდელმა თამაშმა ანახა რომ შეგიძლიათ!!!
დუდუ
შვედეთმა მოლდოვას ვერ მოუგო და ჩვენი შანსები გაიზარდა!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"საქართველოში ამით ძალიან გაკვირვებული დავრჩი" - "გაგრას" ბელარუსი მეკარე
მეორე წრე დასრულდა: გოლი მე-20 წამზე და სხვა ამბები
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
რამაზ სვანაძე: საინტერესო ჯგუფია და რთული მატჩები გვექნება
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
რამაზ სვანაძემ ხორვატიასთან მატჩებისთვის საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
რამაზ სვანაძის ახალი კონტრაქტი | 2024-2028
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21. გამარჯვების ტოლფასი ფრე - საქართველოს ნაკრები მეოთხედფინალში ჯგუფიდან პირველი ადგილით გავიდა! [VIDEO]
U21. საქართველო-ნიდერლანდები. 1:1 პირველი ტაიმის შემდეგ
რამაზ სვანაძე: შედეგი ისტორიულია - ვეცდებით, მეოთხედფინალისთვის ძალები აღვიდგინოთ
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
"დრამა, სირცხვილი და დავითაშვილის განსაკუთრებული გოლი" - ნიდერლანდური მედია და მწვრთნელი მარცხის მიზეზებზე
რამაზ სვანაძე: რთული მატჩები გველოდება - მერჩივნა პირველი თამაში სტუმრად ჩაგვეტარებინა
ზურიკო დავითაშვილი: პირველ ტაიმში გაგვიჭირდა - ახლა მეოთხედფინალზე უნდა ვიფიქროთ
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს 21-წლამდე ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა