<p>ქართველი ძალოსანი ლაშა ტალახაძე და მოჭიდავე გენო პეტრიაშვილი „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიაში არიან.</p><p>ამის შესახებ დღეს „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ 2024 წლის საარჩევნო სიის პირველი ოცეულის წარდგენის ღონისძიებაზე გახდა ცნობილი.</p><p>პარტიული სიის ოცეული პრემიერ-მინისტრმა, “ქართული ოცნების” საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ დაასახელა.</p><p>ლაშა ტალახაძე სამგზის ოლიმპიური, შვიდგზის მსოფლიო და შვიდგზის ევროპის ჩემპიონია. ხოლო გენო პეტრიაშვილი 2024 წლის პარიზის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ევროპის 2-გზის ჩემპიონი და 3-გზის მსოფლიოს ჩემპიონია.</p><p>როგორც ცნობილია, საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს გაიმართება.</p><p>ფოტო/მასალა: <strong>ინტერპრესნიუსი</strong><br></p>
გულშემატკივარი
ლაშას და გენოს დეპუტატობა რა მოსატანია ჯორჯ ვეასთან, რომელიც საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ ლიბერიის პრეზიდენტი გახდა, დიდიე დროგბამ კი კოტ დ'ივუარში წლების განმავლობაში დაუსრულებელი ომი შეაჩერა თავისი ავტორიტეტით. ჩვენ ოქროს ბიჭებს უფრო დიდი ავტორიტეტი აქვთ და დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ კარგ საქმეს გააკეთებენ. ვინც აქ მათ აკრიტიკებს, ბოღმიანი და შურიანი ხალხია.
ასეა,
ჯიგარი ხარ! ვინც აქ ჩვენს ოქროს ბიჭებს ლანძღავს და ცხოვრებაში აგური აგურზე არ დაუდევთ, შურით და ბოღმით სკდებიან, ერთ გემზე ხართ შესაყრელი გვარამიას თამადობით და შუა ზღვაში გასაშვები.
ქართველი ვაჟკაცი
მოდით სიმართლე თქვით ბიჭებო!!პარლამენტში ჯდომა გინდათ ფულისა და პრივილეგიებისთვის,ჩვენ გადასახადით გადახდილ ფულებს გინდათ მოაჯდეთ,ეს არის სიმართლე!!!!!
თედორე
ჩემპიონმა ისეთ საქმეს არ უნდა მოჰკიდოს ხელი, სადაც მაჩანჩლა და სხვისი სიტყვის შემყურე იქნება. თავმოყვარე კაცისთვის ეს შეურაცყოფაა
ნიაკო
აი ეხლა ეგ ფული გიღირთ იმად, ქუჩაში რო გახვალთ და ხალხი მოღალატე რუსს დაგიძახებთ ? ფუუუუ რააა... ან ფული გიჭირდა მართლა ტალახაძევ ? რამდენი ოლიმპია მოიგე და რამდენი 3 მილიონი მოგცა ქვეყანამ მოგცა ხაზს ვუსვამ და არა რომელიმე პარტიამ ,ჩვენი ფული იყო ეგ 3 მიიონი თითო ოლიმპიადაზე რომელიც მოგეცით შენ და ამ გენომ (2 სიტყვას ერთდროულად რომ ვერ აბავს) უღალატეთ ქვეყანას და ფულზე გაიყიდეთ - აი ეგაა თქვენი პატრიოტობა
გივი
ამ ამბის შემდეგ ჩალის ფასი აქვს მათ მედლებს.
ასეა!
თავს, ლაფი დაგასხით ნაცებო! ვინ ხართ ვის დაკარგვიხართ, რო ასეთ საამაყო ქართველებს აკრიტიკებთ? იმის მაგივრად რო დაიმალოთ, უფრო და უფრო გვეტენებით ხალხს? არ გეშინიათ თქვენი შავი ცოდვები შეგახსენოთ, რაც ჩაგიდენიათ? თქვენნაირების ადგილი მოუსავლეთშია, საიდანაც არ ბრუნდებიან. აქ შემოსული კომენტარების ავტორებს, რომლებიც ილანძღებით, ამ ორი ბუმბერაზი სპორცმენების მისამართით, პასუხს გაგცემთ 26-ში, ევრო ლიბერალების და ათხოვილი მიხეილ რუთის იმედად ნუ იქნებით, მაინც არაფერი გეშველებათ!
ქ. გ.
პოლიტიკაში წარმატება არის დროებითი. მაგარი პოლიტიკოსიც რომ იყო, საბოლოო ჯამში ხალხი მაინც შეგიძულებს. ლაშას ხალხია ღმერთებდა. რეპუტაციას უნდა გაუფრთხილდეს ლაშა.
ლაშას და გენოს!
ლაშა და გენო! ძალიან გთხოვთ ამ "გაგიჟებულ შეპყრობილებს" არ მიაქციოთ ყურადღება, სულ ცალ ფეხზე დაიკიდეთ ამათი ბოდვები და ბჟუტური. ასეთებს არავინ არ უყვართ, ალბათ საკუთარი დედაც. მთავარი თქვენთვის არის ნაღდი ქართველების სიყვარული, რომლებიც ზურგს გიმაგრებენ, ასეთები კი უამრავი გყავთ. ამ ვიგინდარებს ერთადერთი ნათქვამი მიესადაგება: ძაღლი ყეფს და ქარავანი კი მიდისო, დაე იყეფონ იქამდის სანამ არ დაიხრჩობიან. თქვენ თქვენი გზით იარეთ, რომელიც მშვიდობისკენ მიდის და ვისაც არეულობა და ქაოსი უნდა, ეგერ ნაცებისკენ აუცვან.
!!-ს
ჩემნაირი "სამარცხვინო ტროლები" არ გამოელიოს საქართველოს! აი შენნაირი სამარცხვინო ტროლებისგან კი ღმერთმა დაიფაროს საქართველო! ლაშას და გენოს წარმატებები!
გურულო
:)):)):)) ავტობუსში ჩემს გვერდით ბ ო ბ ო ლ ა ქოცჩინოვნიკები აღმოჩნდენო???:)):))თუ ბობოლები იყვნენ და ასეთ მაგარ საქმეებს მაზავდნენ შენს გვერდით ა ვ ტ ო ბ უ ს შ ი რა უნდოდათ??? რა ზღაპრებს ყვები:)) ან sportall შენ რას უშვებ.მე ყველა კომენტარი დამიბლოკე,არც ვიგინებოდი და ვილანძღებოდი.
ბაბაია
"ტალახაძემაც ალბათ უარი ვერ თქვა, ლაშაც საჩხერელია" და .... ორი დიდი კაცი , ერთი მართლაც "დიდი" მეორე კი "დიადი"ფინანსისტი , დიდი რომ მიდის სპორტიდან მერე როგორ უნდა გააგრძელოს ცხოვრება ? ხომ დაიმსახურა სამშობლოს და ხალხის წინაშე !? აქ დიდს დაეხმარება დიადი მასაც რომ აწყობს ისე, აბა სხვა ვინ ? ასწავლის თუ როგორ შეიძლება მარტივად ტონობით სიზიფეს ტვირთის ზიდვის გარეშე იცხოვრო უზრუნველად , დაისვენო მოირჩინო გონ და კოქს ართრიტი , შმორლის თიაქარი ,ზედმეტი წონა და სხვა მრავალი ტანჯვა რასაც პროფესიული სპორტი აყენებს სპორტსმენს , არაა ასე მარტივი იყო დიდი და განუმეორებელი სპორტში და როგორც სჩანს ყველამ დავკარგეთ უნიკალური შანსი 4 გზის ოლიმპიური ტრიუმფისა , თუმცა ვერც ლაშას მოსთხოვ კვლავ თავგანწირვას კიდევ და კიდევ მისი სამედიცინო დიაგნოზების გამგები (ეშველათ სომხებს აბა) , დასასრულს გეტყვით კიდევ რომ არის ღვთისგან ნაბოძები თვისება ადამიანისა რომლის გარეშეც მძლეოსანი თუ მოჭიდავე, პოლიტიკოსი თუ მეეზოვე, ქალი თუ კაცი ამ დედამიწაზე ვერ განკაცდება და ვერც ცხონდება , არის მარილი რომლის გარეშეც უგემოა კერძი და უსახურია ადამიანი : კ ე თ ი ლ შ ო ბ ი ლ ე ბ ა ! მისი უქონლობა (თან გაუნათლებლობა) კი იწვევს მძიმე , მძიმე პიროვნულ დეგრადაციას, მლიქვნელობას და გაუმაძღრობას , უტიფრობას და გაუტანლობას , ამპარტავნებას და მეჩემეობას , შურიანობას და ბოღმიანობას ყველაფერს რისთვისაც არ მემეტება ჩვენი მართლაც "დიდი" ლაშა !
ლადო
შვარცნეიგერი თუ იყო ამერიკის შტატის გუბერნატორი და სენატორი და რავიცი რა აღარ, ჩვენტვის ამ ბიჭებზე უკეთესი ვინ გვყავს ნეტა?! ტალახაძე და პეტრიაშვილი ეროვნული გმირები არიან და ალალია მათზე! აი ოცნების სიაში რომ 20-ე ნომრად გოგო დაასახელეს, შარტავა ლია!!!! ის არის "საოცრება" რა დამსახურება აქვს, ან რა აგანათლება ასეთი რომ 23 წლისას უკვე პარლამენტში უნდა ვუსმინოთ?! სადაც უმუშავია, სულ ნეპოტიზმით, გრამი ტვინი და გონი არ გააჩნია, თუმცა ყოფილა ჟიულის შვილიშვილი და სახეზეც არ გამოიყურება თურმე ცუდად! ოცნებავ თქვე საცოდავებო, თუ 20 კაცსაც ვერ ააგროვებთ რომ რამე დამსახურება და ამაგი ან შესაფერისი გაქანება არ ჰქონდეს რის იმედზე ხართ ნეტა?!
გიორგი
კი, თუ გინდა უტვინო, უთავმოყვარეო და მლიქვნელი თაობა
გიორგი
მაგას მაშინ ამბობს, როდესაც ესა თუ ის სპორტსმენტი მთავრობის ქმედებებს აკრიტიკებს. როდესაც ითავსებენ ლეღვის ფოთლის ფუნქციას და უვაზელინოდ ეტენებიან მთავრობას, მაშინ სპორტსმენები "პატრიოტები და მამულიშვილები" ხდებიან
გიორგი
ეხლა ბათუმში ვარ, ავტობუსით დავდივარ ქალაქშიც და ქალაქგარეთაც, ბატონყმობა დაბრუნდა საქართველოში, ამ გასაცოდავებულ ხალხს ეს ნაძირლები აბოლებენ ყალბი პატრიოტული სადღეგრძელოებით. კვარიათში ჩემს გვერდით ბობოლა ქოცჩინოვნიკები აღმოჩნდნენ, ჯერ 10 წუთი იმაზე ლაპარაკობდნენ როგორ "გამაზეს" და 2012-ში პირველ 2-3 კვირაში არ მოახრჩეს "ნაცები", ეხლა ხმას ვეღარ ამოიღებდნენ. 10 წუთის მერე "ვედამსტვენი" (სახელმწიფო სტრუქტურების კუთვნილი) იახტებზე დაიწყეს ლაპარაკი, რა მაგარია და როგორ მაგარს გულაობენ, კაი ჩასუქებულ-ჩაკურატებული ტიპები იყვნენ ასე 50-60 წლის, ცალკე სავეცკი პერიოდის კაი პონტები გაიხსენეს, როგორც გულაობდნენ, ლუარსაბ თათქარიძის და შარიკოვის ღირსეული შთამომავლები
jorj
პროპაგანდის ფორმას, რომელიც სპორტსა და სპორტსმენებს პოლიტიკოსების რეპუტაციის ასამაღლებლად იყენებს, „სპორტსვოშინგი“ ჰქვია..
mamuka09ze
როგორ გგულშემატკივრობდით, რა დიდ პატივს გცემდით. ნახევარ საქართველოს ხომ მაინც ძალიან დაწყვიტეთ გული. ნეხვში ჩამჯდარს შეიძლება არ გცივა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ იქ ჯდომა კარგია.
jorj
ნუ გარევთ სპორტსმენებს პოლიტიკაში , ამბობს „ოცნება“. აი, რას აკეთებს თვითონ.
ლიზა
თორნიკე შენგელია იყო ჩემი ყველაზე საყვარელი ქართველი სპორტსმენი,ყველაზე მეტად ვგულშემატკივრობდი,არც ერთი თამაში არ გამომიტოვებია მისი ბასკონიაში,მაგრამ როცა ცეესკაში გადავიდა,ძალიან მატკინა გული,ვერ ვაპატიე დღემდე.დავიფიცე,რომ არც ერთ ქართველ სპორტსმენს აღარ ვუგულშემატკივრებდი და შევიყვარებდი ასე,მაგრამ კიტეიშვილზე ვერ ვასრულებ მაგ პირობას,იმედია კიტეც არ გამიცრუებს იმედებს...
პორტუგალია
ლაშას და გენოს მაგალითზე უნდა გაიზარდონ თაობები!! ძალიან სწორი და დროული გადაწყვეტილებაა!!!! წარმატებები ბიჭებო!!
!!
აი სამარცხვინო ტროლი..
ჯარჯი
სირცხვილი და თავის მოჭრა თქვენ.თავს ლაფი როგორ დაისხით და შეეთენეთ ღალატის პარტიას
სპორტი და პოლიტიკა
რა თქმა უნდა სპორტისაც უნდა ყავდეს თავისი წარმომადგენელი პარლამეტში, ეგ სწორია. მარა გააჩნია პრიორიტეტს ხო? პირველ 20-ში რო ორს შეიყვან, თან უნდა ახალკარიერადამთავრებულს კიარა, აი ამ წუთში რო პოპულარულია, მიზანი ხომ ცხადია რომ სპორტსმენების ინტერესების საკანონმდებლო დაცვა არაა. მე არც ერთი პარტია არ მომწონს, მარა მაინც ოცნება მერჩივნა ნაცებს. მიუხედავად იმისა რომ არ მომწონს "რუსული" კანონი, მესმის რო რაღაცეებში ალბათ დათმობებზე უნდა წახვიდე რუსეთთთან. მარა როგორი სტრანნიც არ უნდა იყოს, აი ეს გადაწყვეტილება უკვე მართლა ტეხავს, სპორტს ცუდად შეეხენ, ყაველაშვილი, კალაძე და სხვები პირდაპირ აქტიური სპორტიდან არ მისულან, ჯერ სხვა რაღაცეებიც აკეთეს, ისწავლეს და მერე. ოცნება მერე რაღას იზამს, ამით ჩანს რო ტორმუზი ჩახსნილი აქვთ და თუ მოიგეს, ისეთივე შარში ვართ, როგორც 2012-ში ნაცებს რო მოეგოთ.
ქ. გ.
ესე იგი, ბექაურმა უარი უთხრა ბინძურა ივანიშვილოვის პარტიას.
122112
შეიძლება მართალი ხარ, მაგრამ ტალახაძის მსგავსი სპორტსმენი - სამჯერ ზედიზედ ოლიმპიური ჩემპიონი (თუნდაც ზედიზედ ნუ იქნება) მსოფლიოში არ არსებობს და ალბათ კაი ხანი არ იარსებებს. თუმცა გეთანხმები, სირცხვილია როდესაც ტალახაძის მასშტაბის სპორტსმენს იწვევ პარტიაში, ტალახაძემაც ალბათ უარი ვერ თქვა, ლაშაც საჩხერელია - უბრალოდ ყველამ რომ ჩვენი თავი წარმოვიდგინოთ, შეიძლება უარი ვერ თქვა, რომ გეჩალიჩებიან რაღაც მომენტში შეიძლება ვერ თქვა უარი, მოკლედ მაინც დაგკერავენ :))
ზურა
სახელის დამტვრევას ყურების დამტვრევა ჯობიაო ))
!!!
ეს ორი სპორტსმენი ვერაფერს უშველის ოცნებას!!!ახლა პოპულარულები ფეხბურთელები არიან
ლევან ბევრმძღნერიშვილი
აააააა
gurulo
sportall ბიჭებს ვინხც აგინებს მარტო იმათ კომენტარებს რომ უშვებთ და დანარჩენებს ბლოკავთ ესაა თქვენი სიტყვის თავისუფლება,დემოკრატია და ა.შ:)) ასე ქმნით საზოგადოებრივ აზრს არა?
გენოს და ლაშას!
ჩვენო, საამაყო ქართველებო! ძალიანაც სწორი ნაბიჯი გადადგით, ზუსტადაც თქვენნაირი პატრიოტებით უნდა იყოს პარლამენტში დაკომპლექტებული, რდგანაც თქვენ გიყვართ საქართველო და ქართველი ერი! ეხლა რაც შეეხება თქვენს " ბულინგს ვაი პატრიოტებისგან", უბრალოდ გაატარეთ და დაიკიდეთ! რაც მთავარია, ძალიან ბევრს უყვარხართ და პატივს გცემთ. წარმატებები საამაყო ბიჭებო!
გოგა
ეგეთი ხალხის ადგილი არა პოლიტიკაში, გინდა თუ არ გინდა, ხალხს შეაძულებ თავს, პოლიტიკოსები არავის არ უყვარს, ასეთი სახელი გაქვს ყველას უყვარხარ, ფული არ გაკლია და გაჩერდი რა
giorgi
შენ გონია პოლიტიკოსობა პროფესიაა:) ხაბე შენ პარლამენტარად დაბადებული გონია?:) და ტალახაძე არა?
ნიკას
ნიკა! ლეო მესიც ჩემთვის გამორჩეულად, უსაყვარლესი ფეხბურთელია! (ნაღდად ესეა, არ ვხუმრობ) სულ რო მთხოვოს ნაცებს დაუჭირე მხარიო, მაგას ნაღდად არ გავაკეთებ, თუნდაც იმის გამო რაც წარსულში მაგათ გაკეთებული აქვთ: პატიმრების წამება, ახალგაზრდების ქუჩაში ჩახოცვა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. თაზო.
რეზო
რატო შვებით ამას? მთელ ქვეყანას უყვარხართ და რატო ისვრით სახელს. ასანიძისთვის მაინც გეკითხა ლაშა (
>>>>>
შტანგას აწევს კი
G.LA
სირცხვილი თქვენ. ყველასათვის საყვარელი სპორტსმენები წუმპეში ჯდებით. მთელი ერი თქვენზე ლოცულობდა და ეს ღალატია მთელი ერის. ასე ამაგრებთ ერთი კაცის ძალაუფლებას, რომ დამარხოთ საქართველო საბოლოვოდ?
Buxra
ნეტა არ გიტყდებათ ამ რუსების გვერდით დგომა? ან ხალხო რა გინდათ პარლამენტში უნდა გაგხადონ ქვეყნის დასაცინი და ღირსებიც იქნებით. აკეთე ის რაც იცი
დიმიტრი
ვინმემ ხომ არ იცით პარლამენტშიც ითხოვენ ინგლისურის და კომპიუტერის ცოდნას?
მამუკა
პარლამენტი დაკომპლექტებული უნდა იყოს საზოგადოების ყველა სფეროს წარმომადგენლით, სპორტსმენიც უნდა იყოს, მსახიობიც, მხატვარიც და მეცნიერიც, კურდღელი ელისაშვილი ვისაც უფრო სარგებელის მომტანი გგონიათ ხალხისთვის ვიდრე ვაჟკაცი ტალახაძე იმათ აზროვნებაში მაგრად გიჭირთ, ან მეტრაკე გვარამია როგორ შეიძლება შევადარო ამდენ ტანჯვაგამოვლილ პეტრიაშვილს
G.A.L.
ბიჭებო, როგორ პარივს გცემთ და გაფასებთ მთელი ერი. რა გინდათ, რა დაგრჩენიათ პილირიკაში?! ნუთუ მაგით მიღებული დივიდენდი საერთო, სახალხო სიყვარულს სჯობია?! რა ვიცი, რა ვიცი!!!
ნიკა
ჩემი ყველაზე საყვარელი სპორტსმენია მესი,სულ რომ მესიმ მთხოვოს ოცნებას მიეცი ხმაო,ამას არ გავაკეთებ,ოპოზიცის ჩემი ხმა!!!.არ მიყვარს პრივილეგირებული და გაბღენძილი ხალხი!!!
David
რა უნდათ პარლამენტში?!შტანგა უნდა აწიონ?!თუ უნდა იჭიდაონ?!
გიორგი
პეტრიაშვილზე დიდი ხანია წარმოდგენა დამეკარგა პუწინის მაიკით რომ აპოზიორა ვიღაცამ ვლადიკავკაზში (მასპინძელმა მაგარი პატივი გვცა, გვაქეიფა და უარი ვერ ვუთხარითო). ეხლაც ერთი ხელით ლიმონი რომ ჩაახუტეს, იქვე ლეღვის ფოთლად წამოდიო და უარი ვერ უთხრა. მოკლედ უკვე მერამდენედ ამტკიცებენ სპორტსმენები რომ ჩვეულებრივი კონფორმისტები არიან, ოღონდ თავისი გაისწორონ და ყველაფერი ფეხზე კიდიათ, ფული და პრივილეგიებია მაგათი ღირსებაც და თავმოყვარეობაც. შტერი ბავშვებივით დაიწყებენ რაღაცაზე ბჟუტურს თითქოს ან კანონი ესმით ან საგარეო პოლიტიკა. ფურცელზე რომ დაუწერენ თუ გამართულად წაიკითხავენ, უკვე კარგია
გოგა
აბა ტალახაძეზე გაიკითხეთ საჩხერეშეი რა კაცია როგორ უყვარს ხალხს, ტიპი მთელ მიწებს და ბიზნესებს მოაჯდა თურმე ფაშასავით! არ შემედავოთ გთხოვთ ჯერ საჩხერლებს ჰკითხეთ და მერე გამლანძღეთ მე არ მომიგონია ტიპი თითქმის არავის არ უყვარს თავის ქალაქში
გოგა
ამ სპორტსმენების პიირველი მტერი ბიძინა ივანიშვილია მისი მიზანია სახალხო სპორტსმენები ჩაათრიოს ბინძურ პოლიტიკაში რომ ნახევარ საქართველოს თავი შეაძულებინოს
გაბო
წარმატებები ბიჭებს! ისე რა მაგარი ბოღმა ხალხი ვართ. ტალახაძეზე რომ ენა მოგიბრუნდება ქართველს აუგად რისი ღირსია ის!
ფეხბურთი
ოცნებას ხმას ვაძლევდი, მაგრამ ამის შემდეგ გადავიფიქრე და ხმას ოპოზიციას ვაძლევ. არ მინდა , რომ ორი კლასის დამთავრებულეა მართონ სახელმწიფო . სპორტსმენი ვიცი არენაზე და პოლიტიკოსი კი პოლიტიკაში.
>>>>>
ტალახაძეს და პეტრიაშვილს მიცა დამსახურებისთვის ქვეყანამ ჯილდო ერთს სამი მილიონი მეორეს ერთი მილიონი.ხალხის ფულიდან მიცეს ეგ ფული რომ იცოდე იუზგარ.თორემ არცეტი ოცნების დეპუტატს და არცერთ ოპოზიციონერ დეპუტატს სახლიდან არ მოუტანიათ.
11
არის ხახლი ვისაც თავის შრომით ქვს მიღწეული და ხახლის ფულზე არ კიდია.. შე მამაცხონებულო ხალხის ფულზე რომ კიდიხარ, საპირწონე პაივისცემის ვალდებლება არ გააქვს? მაშინ ბიუჯეტიდან კი არა ბიძინას გადაეხადა ამათთვის ფული და ესენი სადაც უნდა იქ გამოეფინა.
კონსტანტინე
ძალიან დიდ პატივს ქცემთ ბიჭებო, მაგრამ არაო
Vai
ყველაფერი წყალში ჩაყარეს . ტფუ
paf-paf
პური უნდა გამოაცხოს მეპურემ...შტანგა უნდა აწიოს შტანგისტმა...იჭიდაოს მოჭიდავემ...პარლამენტარმა კრიშოს საკუთარი ბიზნესი და გაარჩიოს ერთმანეთისგან წითელი და მწვანე ღილაკი...ესე არს ძველი ქართული ანდაზა...
გიორგი აფრიდონიძე
სირცხვილი!!!
გვეშველება აბა რა
ტალახაძე სიაში მე-7 ნომერია რონალდოსავით
..
რა გაკლდათ?!რით ვერ გაძეხით ფულით და პრივილეგიებით?!
Gia
Fuli gaq,xalxs uyvarxart da rat gindat eg pilitika.parlamentshi ra unda aketot?an tu amtavrebt karieras gulshematkivarma partiuli yrilobidan unda gaigos?gazardet momavali taoba da olimpielebi ar jobia?kanonmdeblebi unda airchios xalxma tu sporcmenebi?yvelam tavis saqme ro aketos chaobi male dashreba.
მ.მ
თუ ამ გადაწყვეტილებით კარიერა დაასრულეს მაგარი ტეხავს. გენოსგან მითუმეტეს, 2-3 დიდი ტურნირს მაინც იჭიდავებს.
ლაშას და გენოს წარმატებები!
ლაშა და გენო ერთ რამეში შეცდნენ, ამ გიჟებს რო არ დაეკითხნენ, შეიძლება თუ არა ოცნების გვერდით დავდგეთო? ჰეიიიი აფრენილებო! მკვლელი მეცოცხეების გვერდით დადგებოდნენ? სანამ ამ მაგარ ქართველებზე დაასველებთ ,თქვენს ბინძურ ენებს (ყველაფერს, რო წამლავთ) მანამდე კარგა მაგრა სპირტით გამოირეცხეთ ეგ აქოთებული პირები.
*
ამ კუნთმაგარების ჯიბრზე,ოპოზიციას მივცემ ხმას
ერიჰაა
აქამდის ყველას უყვარდა და ეხლა კი..რატომ გაიხადეს თავი დასაცინად?, ფული ისედაც არ აკლდათ და პატივისცემა დარჩათ ეხლა მხოლოდ ფული...
ვახსიმონტო
ერიჰაა ! ამასაც ავიტანთ მაააშ !მაგრამ რა დავუშავეთ ასე რომ გვიმეტებს, მტერი ვერ გიზამს ასეთს, გაგიუქმოს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენები და გვიქციოს უვარგის ყლეპუტატებად ! ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მააშ ! ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? არ არის და ვერც იქნება მააშ !
ოლიმპიური კომიტეტი
ძვირფასო ლაშა და გენო! ამ არჩევნებს ვინც გააყალბებს და მოიგებს, იმის საარჩევნო სიაში შეგიყვანთ შემდეგი არჩევნების დროს.
ვახსიმონტო
ერიჰაა ! ამასაც ავიტანთ მაააშ !მაგრამ რა დავუშავეთ ასე რომ გვიმეტებს, მტერი ვერ გიზამს ასეთს, გაგიუქმოს ქვეყნის ისტორიაში საუკეთესო სპორტსმენები და გვიქციოს უვარგის ყლეპუტატებად ! ეს საუკეთესო გადაწყვეტილებაა მააშ ! ჩვენისთანა ბედნიერი განა არის სადმე ერი? არ არის და ვერც იქნება მააშ !
ილარიონი
ახლა გული ამერევა ..
ბოტოფერმის უფროსი ნაჩალნიკი
ამხანაგ ივანიშვილოვის კრემლებოტებო! სპორტი და პოლიტიკა ცალკე თუ ერთად? ნუ ურევთ ერთმანეთში თუ უნდა შეურიოთ ერთად?
rezo
წავიდა ბოღმიანი კომენტარები:) საქმე მიეცა უსაქმურებს:) იმდენი მიეცით ქვეყანას რამდენიც ტალახაძემ მისცა და მერე აკრიტიკეტ. და რატომ გონიათ რომ თქვენი მხარეა პატრიოტი და მისი არჩეული მხარე მოღალატე? ვინ დასკვნა? ნაცებმა? კაცმა ქვეყანას 3 ოლიმპიური ოქრო აჩუქა 7 მსოლიო ოქრო და ვიღაც მზეები აქ აკრიტიკებენ. ეს მოღალატეა ის მოსაკლავია. ვინ ხართ თქვენ? შენ თუ რაღაც მხარე არ მოგწონს სხვას რა მოწონს რატომ უწყვიტავ? რა დამსახურება გააქვს და უფლება ვინმეს მოღალატე უწოდო? მიდი პირში უთხარი ,გაქვს მაგის ერთი ადგილი ? კლავიატურის ლომები :)
11
ამათ რა გონიათ? ის მილიონები რაც ბიუჯეტიდან მიიღეს, ოცნებამ გადაუხადაა? ხალხის გადახდილია ეგ ფული და ხალხს უნდა სცენ წესით პატივი, მაგ ხალხში ოპოზიციაც იგულისხმება, მაგრამ რა გინდა რომ ქნა როცა ტვინები გადალესილი აქვთ?
alexandre
ვერც კი წარმოგიდგენია, მეგობარო, როგორ უჭირდა ბოლო წლებში ტალახაძეს გამოსვლები, ყველა სახსარი აწუხებდა. ასე რომ, მას ბოდიშ მოუხარე. გენოსი კი ნამდვილად არ ვიცი არაფერი. ერთს ვიტყვი: ორივე გმირია ჩემთვის და უდიდეს მადლობას მოგახსენებთ თქვენი სპორტული მიღწევებით ჩემი გახარებისთვის! იმისთვის რომ ყოველთვის სიამაყე იყო რეაქცია ყველა თქვენ გამოსვლაზე, თუნდაც ტოკიოში გენოს ფინალის მერე. ყოველთვის ეყვარებით ქართველ ხალხს და ყოველთვის ეამაყებით! ოღონდ ერთს გთხოვთ! ასანიძესავით, ნაცპარლამენტარი რომ იყო, არავისთან არ იჩხუბოთ საპარლამენტო დარბაზში.
დავით
კარგით რა სუ აიგეთ ნამუსზე ხელი რაც ხალხს სიხარული მიანიჭეთ სუყველაფერი ხაზი გადაუსვით ვერ ხვდებით რატო უნდიხართ ეეეე
ნია
ოცნებას ვაძლევდი ხამს, მაგრამ ამის შემხედვარე რომ სულშ გვაფურთხებენ, დაგვცინიან, ამდენი ნასწავლი და უმუშევარია ცემს გვერდით და შტანგის აწევის და ტატამზე კოტრიალის გამო პარლამენტში შეყავთ ტუგადუნები, ამის გამო ჯინაზე მივალ არცევნებზე და ოპოზიციას შემოვხაზავ. აი ეს იქნება პასუხი თქვენი დაცინვა საკუტარ ამომრცევლებზე
Jora-giorgi
ყველაფერი ყველაფერი,მაგრამ ამ სახემწიფოს რას ერჩის ის კაცი ვერ გავიგე.... სურვილი გასაგებია-არჩევნების ნებისმიერ ფასად მოგება და ერთპიროვნული მმართველობა, მაგრამ ასეთ პოლიტიკურად ტურბულენტურ გარემოში როდესაც ქართული სახემწიფო ისტორიულ გზაგასაყარზეა და დანის პირზე უწევს სიარული-საპარლამენტო მმართველობის პირობებში,მმართველი პარტიის პირველ ოცეულში მომქმედ შტანგისტს, მომქმედ მოჭიდავეს და ყოფილ უდიპლომო ფეხბურთელს რა უნდათ, რა უნდა აკეთონ?!....ან სპოცმენები ფუნდამენტული განათლების და პოლიტიკური გამცდილების გარეშე, რომლებიც ასეთი მწვავე პოლარიზაციის პირობებში,რომელის ჩვენი სახემწიფოს ლამის ძირითადი საფრთხეა, საყოველთაო სახალხო სიყვარულს რაღაც პრივილიგიებში გაცვლის და დაპირისპირებული მხარედან ერთ-ერთს მიეკედლება!!!.... რაზეა საუბარი...
ჩასაფრებულებს!
გენოს და ლაშას, თქვენი ბინძური პირებით, რო აკრიტიკებთ, თქვენ ის ბოღმიანი კასტა არ ხართ? სანიოლს და ჩვენს ბიჭებს ყველა ბრუნვაში რო აგინებდით? ვინ ხართ რა, რას წარმოადგენთ, რო ლაშას და გენოს ეჯიბრებით თქვენი მოკლე ჭკუით? არა ბიჭოს ნაცების გვერდით დადგებოდნენ არა? ვისაც მშვიდობა გვინდა ყველა ოცნების მხარეზეა!
თბილისელს
დედაააა! ძაან დააკლდები ეხლა შენ თუ არ უგულშემატკივრებ ჩვენს სპორცმენებს რა? ერთით ნაკლები იქნები და ეგ არის მეტი არაფერი!
გიორგი
კარგია, ბოლო ბოლო დავა ხალხის ტვინამდე რომ პარლამენტი და მერია ტატამი არ არის, რადგან 500 კგ ასწია და ვიღაცას ტატამზე მოერია, ამისთვის არ უნდა მისცეს ხმა. და თუ მისცემს, მერე პრეტენზია საღორეში რატომ აღარ უნდა გვქონდეს. ტალახაძე სპორტსმენს ქება და დიდება, ტალახაძე-დეპუტატი არის ერთი დიდი გაუგებრობა. რომელმა სპორტსმენმა გვასახელა პოლიტიკაში, ზვიადაურმა? რაგბისტებმა? ასანიძემ? ხინჩიგაშვილმა თუ ყაველაშვილია დიდი სახელმწიფო მოღვაწე? სპორტსმემებით ამომრჩევლის დაბოლება დაბალგამვითარებული საზოგადოების მაჩვენებელია
456
ქოც და ნაცი რა შუაშია არც ერთ პარტიაში არ უნდა შებუნძულდრს ასეთი პატიოსანი ხალხი, ტფუ განულდნენ ჩემს თვალში.
ლაშა
ქვეყნის ორმა საუკეთესო სპორტსმენმა კარიერა რომ დაასრულა ამას პარტიის ყრილობიდან ვიგებთ )))
Პაწრიოტი
პატრიოტები ხორვატი ფეხბურთელებია ომში წავიდნენ 90-იანებში . გენო კიდენა რასიას მაიკით ფოტკაობდა .მასიმუმ 100000 ლარი უნდა იყოს ოლიმპიური ოქრო და მერე ნახავდი პატრიოტიზმს :)))
ლაშა
ვინც ამ გადაწყვეტილებას უწონებთ ამ ხალხს ისინი ხართ ამ ბიჭების პირველი მტრები. დრო მოვა ესენი თვითონ აღიარებენ რომ ცხოვრების მთავარი შეცდომა დაუშვეს, როგორც ასანიძემ აღიარა
ლაშა
რამდენი შორომა და ენერგია ჩადეს ბავშვობიდან თავის საქმეში რომ იმ წარმატებისთვის მიეღწიათ რას მიაღწიეს და ეს ყველაფერი ერთ დღეში გაანიავეს. ამას ქვია გატოტალება
ეუსებიო
30 ვერცხლზე არა, მილიონ ლარზე. სამარცხვინოები, მთელი ცხოვრება დამღა დაირტყეს. ან ეს პეტრიაშვილი რამ გამოაშტერა, ყველაფერი რუსეთმა წაართვა და ისევ რუსეთს რო ეტენება. მაგრები ხართ რა.
ggg
გენო რომ გახდები პარლამენტარი კიდევ გადაიღე ფოტო რუსულ დროშიანი მაიკით თედეევთან.ტალახაძეზე რავიცი თვითონ გახსნა "შუტკები" , ერთხელ ჭამა ჯეელობაში დოპინგზე ჩავარდა და ახლაც დიდი ლოჯკებით მიირთვა. ორივეს თავი ტკივდება 2 გვერდის წაკითხვის შემდეგ თურმე ...
ასეა!
ზუსტადაც, ასეთი კარგი პატრიოტი ადამიანები უნდა იყვნენ პარლამენტში! რაც მეტი მით უკეთესი საქართველოსთვის!აბა ის საჯღანეები, რო გვეჯდნენ ნაცების სახით, რომლებსაც არეულობის მეტი და ზიანის მეტი არაფერი გაუკეთებიათ საერთოდ, ეგეთების ადგილი ისტორიულ სანაგვეზეა! ძალიანაც გამეხარდა ასეთი ვაჟკაცი ქართველების შესვლა ოცნების სიაში! ვისაც გეწყინათ და სისულელეებს აბრახებთ, ცივი წყალიც მიაყოლეთ! ლაშას და გენოს კი წარმატებას ვუსურვებთ!
ტვინ ბურღოლოგია
ოქროს მედლები 30 რუსულ ვერცხლზე გადაცვალეს. სირცხვილი
ზ. ვ.
ქართველებს არ უგულშემატკივრო, უკრაინელებს უგულშემატკივრე
Levan1
სამწუხაროა, ბიჭებო არ არის პოლიტიკა თქვენი საქმე , სპორტში ნამდვილი ჩემპიონები ხართ და არ დაკარგოთ ხალხის ეს სიყვარული , უარი თქვით სკამზე.
rigiti
გილოცავთ ლაშა და გენო, აიხდინეთ ალბათ "ოცნებები", ოცნებასაც როგორ ჭირდებოდა კიდევ ერთი ორი კაი კუნთმაგარი "დეპუტატი". კი მგრამ სპორტული კარიერა დაამთავრეს ამათ უკვე? თუ პარლამენტში შეთავსებით იმუშავებენ ან დისტანციურად, კანონებს სახლში დაწერენ და ელექტრონულით გაგზავნიან პარლამენტში!!!!
Www
ძაან მეწყინა რაა. აი რა სხვაობაა ინტელექტში,არველაძეებმა თქვა(ტყუპებმა) ეხლა ყველას ვუყვარვართ და ყველა მიგვიღებს ოჯახში მთელ საქართველოში რო ვიაროთო და პოლიტიკაში ნახევარი შეგვიზიზღებსო,ღმერთმა ისე არ გამიჭირვოს პოლიტიკაში მოსვლა დამჭირდესო. და შე კაი კაცო ერს უყვარხარ განურჩევლად სქესის პოლიტიკური მიმდევრობის თუ იდეოლოგიისა და რა გაკლიათ ფული ძალაუფლება თუ სიყვარული??? ეჰჰ კაიით რაა.. ისე პოლიტიკას შესაბამისი განათლება უნდა მარტო შტანგა და დამტვრეული ყურებით ვერაფერს იზავ.
უამრავ მიზეზთა გამო ,
ძალიან გულდასაწყვეტია ... ძალიან სამწუხაროა ! ძალიან !
Asea
ბოლოს გვარი მაინც გაამართლა ტალახაძემ..პეტრიაშვილს ისიც ეყოფა რომ კლოუნია
თბილისელი
ვიო ამ მარაზმის შემყურე ქართველ სპორტსმენებს არარ ვგულშემატკივრობ არარასოდეს, რადგან პოლიტკაში უნდა მოათრინ და მაინც ხალხისთვის ამაზრზენ ადამიანებად აქცინ.... მიღებულ უნდა იქნას კანონი რო სპოირტსმენები და მსგავსი პარლამენტისთვის შეუფაერეებელი არაკომპეტენტურები არ შეილებოდეს !!!!!!!!!!!!! ამათი დაწერილი სისხლის სამართლის კოდექსი, სამოქალაქო კოდექსი და ქვეყნის განვითარებისთვის საჭირო კანონები არ გაიშვა. თითს ღილაკზე ყველა დავაჭერთ გვითხარით ხალხო მაგას არავინ დაგამადლებთ !!!!!!!!!!!!!
ან
რას იბანძებთ თავს? ამხელა ხალხისპ სიყვარული და პატივისცემა წყალში რატომ უნდა გადაყაროთ არ მესმის. ხომ ცხადია, რომ კანონშემოქმედების სიყვარულმა არ მიგიყვანათ მანდ, ხოდა რა გაგიჭირდათ ასეთი, მშიერი შვილების ყურებას ვერ გაუძელით არა?
Pepelu
წარმატებული, პატიოსანი, პატრიოტი ადამიანებისგან უნდა გადაიღოს მომავალმა თაობამ მაგალითი!! გენო და ლაშა ზუსტად აზეთები არიან!! შესაბამისად სრულიად ვეთანხმები მათ გადაწყვეტილებას!! რაც მეტი მათი კალიბრის ადამიანი შემოვა მით უკეთესი!! ჭიჭე ვაშაძე, ნიკა გვარამია და მათნაირი პოლიტიკანები მაგარი მისაბაძები არიან კი არეული აქვთ ყველანაირი ორიენტირი!!! ამიტომ რაც მეტი გენო და ლაშა იქნებიან პოლიტიკაში მით უფრო პატიოსანი და პატრიოტული ატმოსფერო იქნება!!!!
მწვრთნელი
ნეტა ყველა პეტრიაშვილს და ტალახაძის ნაირი იყოს პარლამენტში! გილოცავთ! დაიმსახურეთ!
მერკუციო
სსრკ-ს კომპარტიის ნაცადი მეთოდებით იკვლევს გზას "საქოცეთი",უწინ ყველა გამორჩეული პიროვნება და მათ შორის სახელოვანი სპორტსმენები სახალხო დეპუტატები იყვნენ ხოლმე და ამათმაც გააგრძელეს მოქალაქეთა კავშირისა და შემდეგ ნაცების გზა(ასანიძე გლდანის მაჟორიტარი იყო,ორჯერ არის სულ ნამყოფი გლდანში და აქედან ერთხელ მე შემხვდა თავისი ძმისშვილის საკითხზე)))
!!
ნუ ეხლა გენო პეტრიაშვილი რომ ფსკერია გონებით ცხადია,მაგრამ ტალახაძეს უღირდა ოცნების მარიონეტი რომ გახდა?
ჟორა
შე კაცო, ყობიაშვილი პარლამენტარობას და პრეზიდენტობას უთავსებს ერთმანეთს და ამათ სპორტულ საქმიანობას რომ პარლამენტარობა შეუთავსონ რა გასაკვირია? სხვათაშორის საქართველოში პარლამენტარობა ხალხის დასაქმების ერთერთი მეთოდია და არა პოლიტიკური მოღვაწეობა, ამიტომ დეპუტატობა არავის არ უჭირს.
ჟორა
გადასარევია.დაამშვენებენ ქართულ პარლამენტს ნიკუშა შენგელიას ცოლთან ერთად. მთავარი შეკითხვა: ჩვენ რა გვეშველება,ჩვენ?
d
ანუ ძალით დაასრულებინეს სპორტული კარიერა. ვის წარმოგიდგენიათ ეხლა პარლამენტარი ოლიმპიადაზე შტანგას წევდეს ან ტატამზე ხტუნავდეს
limona
ცენზურა აკრძალია ხომ? ხოდ კარგი მაშინ, სალამი გენო და ტალახა, მართლა რად გატალახდით?
semi
დიადი ინტელექტის და პოლიტიკის მცოდნენი არიან ხალხო, ფული არაფერ შუაშია.
suxumchanin
სამწუხაროდ მხოლოდ კარგ ათლეტებად დარჩით
ბათუმელი
რბილად რო ვთქვათ, ძალიან ტეხავს.. ამხელა სახელს და ხალხის სიყვარულს წყალში ყრიან. იმედია ფულის გამო არ გაწევრიანდენ.. :((
suxumchanin
სამწუხაროდ მხოლოდ კარგ ათლეტებად დარჩით
ესპანელს ესპანელი შეცვლის? - "ლევერკუზენში" ფაბრეგასის ვარიანტს განიხილავენ
კეინის პირველი ტიტული - "ბაიერნი" ბუნდესლიგის გამარჯვებულია
ტენ ჰაგმა შესაძლოა, ბუნდესლიგის კლუბი ჩაიბაროს
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...
ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...
ლაშა ტალახაძე ბულგარეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე აღარ იასპარეზებს
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
მესამე ოქროს მედალი - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია!
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
პეტრიაშვილი ოლიმპიადის 1/2-ფინალშია! მეტოქე ქართველი იქნება [VIDEO]
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
მხოლოდ ტალახაძის იმედად არ დაგვტოვოთ - მოჭიდავეებმა საშინლად დაიწყეს, თავისუფლებმა უნდა გამოასწორონ!..