საქართველოს 16 წლამდე ვაჟთა ნაკრებს ჩვენი ეროვნული ნაკრების ვეტერანი - სანდრო კობახიძე უხელმძღვანელებს, რომელიც ეროვნული გუნდების სტრუქტურაში 2022 წლიდან მუშაობს.

საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ სანდრო 18 და 19 წლამდე ვაჟთა ნაკრებში მთავარი მწვრთნელის ასისტენტი იყო, დღეიდან კი 16-წლამდელთა ნაკრებს ჩაიბარებს, რომელიც 2025 წლის შემოდგომაზე 17-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიიღებს მონაწილეობს.

სანდრო კობახიძის გუნდი 29 სექტემბერს თურქეთის ქალაქ ერზურუმში გაემგზავრება, სადაც 16-წლამდელები 1 და 2 ოქტომბერს საერთაშორისო ამხანაგური ტურნირის B ჯგუფში ყირგიზეთს და უზბეკეთს დაუპირისპირდებიან. ხოლო ტურნირის მესამე მატჩს 4 ოქტომბერს ჩვენი ასაკობრივი A ჯგუფში თანაბარ პოზიციაზე მყოფ გუნდთან გამართავს.

ალექსანდრე იაშვილი: "ჩვენი ხედვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია ის, რომ ახალგაზრდა ნიჭიერ ქართველ მწვრთნელებს ეროვნული გუნდების სისტემაში თავის წარმოჩენის და საკუთარი სამწვრთნელო უნარების განმტკიცების საშუალება მივცეთ.

სანდრო წლებია ჩვენი სტრუქტურის წევრია და ვფიქრობ, რომ ამ წლებში შეძენილი გამოცდილების გათვალისწინებით, დღეს ის უკვე მზად არის იმისთვის, რომ მთავარი მწვრთნელის პასუხისმგებლობა აიღოს. ეს სანაკრებო ციკლი მისთვის საინტერესო გამოწვევა იქნება და მინდა, რომ მას მოახლოებულ მატჩებში და ზოგადად, წარმატება ვუსურვო."

სანდრო კობახიძე: "მინდა მადლობა გადავუხადო ალექსანდრეს და მთლიანად ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობას გამოჩენილი ნდობისთვის. ეს საქმე ჩემთვის დიდ პასუხისმგებლობასთან ასოცირდება და იმედი მაქვს, რომ სწორი მუშაობით და შრომით, დასახულ მიზანს მივაღწევთ."

nakrebi.ge

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
თსუ-ს შთამბეჭდავი ქამბექი და ზედიზედ მეორე გამარჯვება სუპერლიგაში
მონტელა თურქეთის ნაკრებს ემოციური წერილით დაემშვიდობა
ქართველთა ესპანეთის Primera FEB-ში: კორსანტიას ბრწყინვალე მატჩი და ფევაძის დაძაბული ბრძოლა
გულიაშვილის გარეშე - "რასინგი" "ვალენსიას" ფრედ ეთამაშა
რატი ანდრონიკაშვილმა "ანდორას" მაისურით პირველი მატჩი ჩაატარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 1-0 დინამო (თბ). სამი ქულა და პირველი ადგილი
იეგოიანმა გაიტანა - "ექსელსიორი" სახლში "გრონინგენთან" განადგურდა
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "გლადბახს" მოუგო
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 3-0 გაგრა. როცა სამი ექვსის ტოლია
[VIDEO] საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
[VIDEO] გოგლიჩიძემ სერია A-ში პირველი გოლი გაიტანა
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
[VIDEO] ბექაურის გმირობა და ოქროს გდება - საქართველოს ნაკრები ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
[VIDEO] "ბაიერნმა" ბუნდესლიგის ისტორიაში ყველაზე სწრაფი გოლი გაუშვა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
დუაიტ ჰოვარდის სადებიუტო მატჩი და ივერიონის გამარჯვება თბილისში
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
U16 | თურქმენეთი 0:4 საქართველო
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები თურქეთს უმასპინძლებს - შემადგნელობა და მატჩების განრიგი
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
სანდრო კობახიძე: "ვორსკლაში" ძალიან კარგი პერიოდი მქონდა
16-წლამდელებმა თებერვლის შეკრება დაასრულეს
სანდრო კობახიძემ ტრავმა მოირჩინა და გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყო
U16 | საქართველო 1:2 თურქეთი - მეორე ტესტ-მატჩი 27 თებერვალს გაიმართება
ლეგიონის უქმეები: გიორგი ჩაკვეტაძე დაბრუნდა [VIDEO]
გიორგი წიტაიშვილმა კიევის "დინამოს" პირველ გუნდში ულამაზესი გოლი გაიტანა [VIDEO]
16-წლამდე ნაკრებმა თურქული შეკრება დაასრულა
ევროპა ლიგა. IV ტური: ჭანტურიშვილის ულამაზესმა გოლმა "სპარტაკი" წაგებისგან ვერ იხსნა [VIDEO]
"სუბოტიცა", რომელსაც "დინამომ" ვერ მოუგო, "ვორსკლამ" დაამარცხა - გოლი სანდრო კობახიძემ გაიტანა