ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის მეცხრე ტურში საქართველოს ნაკრები გასვლაზე შვედეთთან 2:3 დამარცხდა.

სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე მასპინძლებს აუცილებლად გამარჯვება სჭირდებოდათ, თავიდანვე შემოგვიტიეს, სტუმრებმა კი თამაში კონტრიერიშებზე ააგეს და ლომინაძემ დააწინაურა. თუმცა, შვედებმა ზეწოლა გააძლიერეს და ონდრეიკამ ლომინაძისგან რიკოშეტით ანგარიში გაათანაბრა. 38-ე წუთზე კი ხვადაგიანის შეცდომით სვედბერგმა ისარგებლა და ხარატიშვილის კარი დალაშქრა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენი დაცვის მორიგი ჩავარდნის შედეგად ერაბმა მესამე გოლი გაგვიტანა. შემდეგ შეცდომა მეტოქის მეკარე დოვინმა დაუშვა და კურიოზული გოლი გაუშვა. აქედან მოყოლებული სვანაძის შეგირდებმა თამაში გაათანაბრეს, მეტოქის ნახევარზე აიწიეს და სწრაფი კონტრიერიშისას მოწინააღმდეგეს შანსი მიეცა, როდესაც კასემის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. კომპენსირებულ დროში აბუაშვილს გატანა მეკარემ არ დაანება და შეხვედრა 3:2 დასრულდა.

ბოლო ტურის წინ შვედეთი 17 ქულით მეორე ადგილზეა, ხოლო საქართველო 16 ქულით მესამეზე.

14 ოქტომბერს შვედეთი ნეიმეგენში პირველადგილოსან და უმოტივაციო ნიდერლანდებს დაუპირისპირდება, საქართველო კი 15 ოქტომბერს ჩრდილოეთ მაკედონიას ქუთაისში მიიღებს.

იენჩეპინგი. «სტადსპარკსვალენი“

შვედეთი - საქართველო 3:2

გოლები: 0:1 ლომინაძე (12), 1:1 ონდრეიკა (23), 2:1 სვედბერგი (38), 3:1 ერაბი (47), 3:2 დოვინი (51, საკ. კარში)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი, უგრეხელიძე, ხვადაგიანი, მაისურაძე (გოცირიძე 88), ოსიყმაშვილი (აბუაშვილი 46), ო. მამაგეიშვილი (ეგოიანი 88), ლომინაძე, გ. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 64), ოდიშარია (მამაცაშვილი 79), კვერნაძე

ვსო
ზაზა ძმაჯან შენ თუ ესე გესმის ფეხბურთი მაშინ დაიწყე წვრთნები მაგრამ მაინტერესებს კონკრეტულად შენნაირი ეგრედწოდებული გაუნათლებელი ღიპიანი არსება რას იზამს თუ სანიოლის იმედზე უნდა იყო 7:1 რო წააგაო ესპანეთთან სანიოლმა მაგ დროს ვისი ბრალი იყო ?
თენგო
ჰო და 90% 10% მოგებას და 7:1რთს არაფერი ჯობია ფრანგი გვინდა :დდდ სანამ დღევანდელი საზოგადოება თვალს აე გაახელს და არ დაინახავს იმას რაც სვანაძემ გააკეთა მანამდე მხოლოდ წაგებებს დავინახავთ და “ფრანგი მწვრთნელიო” :დდ
დაუნახი ერი
შენ თუ ნაპოლეონი ხარ მე მაკედონელი ვყოფილვარ რა ხალხი ხართ ან რა იცით ფეხბურთის შესახებ ერთი შეცდომის გამო რაამბავს ტეხავთ ეხლა ნაკრებმა რო წააგო რას დაწერთ აფანატებთ ფრანგებზე წინაზე რო წააგო 7:1 მაგ დროს სად იყავი “ნაპოლეონ” იფიქრე სანამ რამეს დაწერ
საჩინო
ყოველთვის მომწონდა სოსოს კომენტარები,დღეს კი მას ვერ დავეთანხმები.ფეხბურთელები ნაკრებებში კიარ უნდა გაიზარდონ,არამედ აკადემიებში და კლუბებში.და რახან უეფა და ფიფა ატარებენ ასაკობრივ ტურნირებს ,ეს იმას ნიშნავს,რომ შეჯიბრია და საუკეთესო უნდა გამოვლინდეს და მაყურებელმაც თავისი ინტერესი უნდა დაიკმაყოფილოს.ამ შემთხვევაში საუბარია მწვრთნელის კონკრეტულ შეცდომებზე და არავის არ უნდა მისი დამსახურების დაკნინება.ორი ცენტრალური მცველი გამოგვაკლდაო,აი სწორედ მად არის ძაღლის თავი ჩამარხული.ე.ი. ჩვენ არგვყავს რეზერვი(ტრამვები ხომ ფეხბურთის თანმხლები ატრიბუტია) და მწვრთნელსაც ის ევალება ,რომ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს,რაც სვანაძემ ვერ მოახერხა.შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანდა ,რომ იმ კოხტა-პრუწა კიკინებიანი ბიჭის დაყენება არ შეიძლებოდა და კიდევ მრავალი.რა ქნათ ალა მუდმივად ვიძახოთ წაგებები მოსულა ,ყურადღება არ მივაქციოთ,პირველ ნაკრებს უზრდიან ბიჭებსო? წაგებებით გაიზრდებიან? არ ვამბობ,რომ ჯოხი სვანაძეზე უნდა გადავტეხოთ,აქ მთელი სისტემაა მოსაწესრიგებელი.ჩვენ გვინდა ფეხბურთი ,როგორც შეჯიბრი და სანახაობა ყველა დონეზე.ასეთია გულშემატკივრის ბუნება.
sandrex
საღოლ ნაპო))))
სოსო
მსოფლიოს ნებისმიერ ნაკრებს,ერთბაშად ორი ცენტრალური მცველი მოაკელი და თუ პრობლემები არ შეექმნა,მე მისაყვედურეთ,ფეხბურთის აზრზე არ ხარო.ყველა ასაკობრივ ნაკრებს,ერთწლიანი კონტინგენტიდან უწევს ფეხბურთელების არჩევა და რა თქმა უნდა მათთვის უფრო ძნელია,ასეთი საკადრო დანაკლისის გადაფარვა.ჩვენ კარში გასული გოლები,სწორედ შეუთამაშებელი დაცვის შედეგი იყო,უმეტესწილად და საგანგაშო არაფერი გვაქვს.ეგ კი არა,ცოტა მეტი დრო რომ გვქონოდა,ასე მგონია სვანაძე ამ ფეხბურთელებითაც დაალაგებდა დაცვას.ძალიან უსიამოვნოა წაგება,მაგრამ ბოლო ტურამდე საკმაოდ საფუძვლიანი შანსები რომ გვაქვს,ბრძოლის გაგრძელებისათვის,ხშირად გვქონდა ასეთი მომენტები?-არც ისე ხშირად.სვანაძის გუნდი იმიტომ კი არ დასუსტდა,რომ ფეხბურთელებმა თამაშს მოუკლეს,არამედ იმიტომ,რომ ორი ცენტრალური მცველი,პირველ ნაკრებში გაწევრიანდნენ.მართალია საბა საზონოვი ტრავმირებულია,მაგრამ ისიც ხომ ეროვნულის წევრია და ასაკობრივში უკეთებდნენ დელეგირებას,ისევე როგორც ირაკლი აზაროვი ათხოვეს,ასაკობრივს.საბა გოგლიჩიძეზე სანიოლმა უარი ვერ თქვა და რაკი ეროვნული ნაკრების ინტერესები უპირველესი მნიშვნელობისაა,ეგეც სრულიად გამართლებულია.რამაზ სვანაძეს და ამ ნაკრებს,მხოლოდ მადლობა ეკუთვნით.თანაც შანსი ჯერ კიდევ გვაქვს და საკმაოდ კარგიც.ნიდერლანდების ნაკრები,ყველაზე ერთი თავით ძლიერია და რაც უნდა ექსპერიმენტები ჩაატაროს,მაინც დიდი შანსია,შვედები საკუთარ მოედანზე დაამარცხოს.ფრეც რომ დაამთავროს,მაინც კარგი შანსები გვრჩება,ჯგუფში მეორე ადგილზე გადასასვლელად.ჩვენ ხომ საქართველოში ვთამაშობთ.ამ ნაკრებში,ბევრი ისეთი ახალგაზრდა თამაშობს,უკვე თითქმის ჩამოყალიბებული პროფესიონალი რომაა და მათი იმედი,ახლაც,სამომავლოდაც,მეც მაქვს და ყველას უნდა ჰქონდეს.
უი-ს
რა განცდებში ხარ მოგედო მჭიდროდ?
სოსო
ეგ 4 ნომერი,საქართველოს ჩემპიონატში დღეს მოთამაშე ფეხბურთელებიდან,ყველაზე ძვირადღირებულია და მართლაც კარგი ფეხბურთელი.გუნდის კაპიტნად,სუსტ ფეხბურთელს არავინ აირჩევს.კაპიტანია,გუნდის ლიდერი და საკუთარ თავზე,ამიტომაც იღებდა სხვებზე ბევრს,ან სხვა რა გზა ჰქონდა?ორი ცენტრალური მცველი,თანაც გუნდის ლიდერი,ერთბაშად დააკლდა გუნდს და რა თქმა უნდა ურთიერთგაგება მოიშალა.მეკარე და მცველებიც კი,ხშირად შეუთანხმებლად მოქმედებდნენ.ყველა ასაკობრივი ნაკრების დანიშნულება,ახალგაზრდა ფეხბურთელის პირველი ნაკრების დონემდე თანდათან მიყვანაა.საბა გოგლიჩიძე,დღეს პირველ ნაკრებთანაა,ალბათ იქვე იქნებოდა,საბა საზონოვიც,დამტვრეული რომ არ იყოს.გამოდის რომ რამაზ სვანაძემ წარმატებით შეასრულა თავისი მთავარი ამოცანა და ეროვნულ ნაკრებს მოუმზადა ფეხბურთელები.ირაკლი აზაროვიც ხომ ეროვნული ნაკრების წევრად ითვლება.ერთი ნაკრებისაგან მეტს რაღას ითხოვენ ზოგიერთი?შარშანდელი 21 წლამდე ნაკრების ბიჭები,რომლებიც აგრეთვე რამაზ სვანაძემ ათამაშა,უკვე ეროვნული ნაკრების ბირთვს შეადგენენ და ასეთ მწვრთნელზე ვიღაცა იმისთანა სიტყვებს რომ იკადრებს,რასაც ზოგიერთი,ამ საიტზე კადრულობს.ეს რამაზ სვანაძის კი არა, სწორედ მათი უღირსობის დამადასტურებელია!
ტეხავსს
ძაან ტეხავს დღევანდელი ხალხის შეხედულება დღევანდელ ქართულ ფეხბურთზე რამხელა გუნდს მოუგო სვანაძემ პირველი იყო რომელი ევრპაზე გავიდა და პორტუგალია დაამარცხა ამას რატომ ვერ ხედავთ ?! ამხელა საზოგადოება მხოლოდ წაგებებს ხედავს
ვახ
მოდი შენ წადი მწვრთნელად და ვნახავთ რას იზამ რა ხალხი ხართ საიდან მოდიხართ
უი
თქვენნაირი ვაი ბალეშიკები რომ ყავს საქართველოს მაგიტომაა კარგად საქმე სვანაძენ გამოცრთვნა ის ეროვნულის ბიჭები 5 წელი ეხლა რომ იგებენ ამათაც უნდათ დრო და გამოცდილება
ოთხი
აი კომენტარებს ვუყურებ და ვხვდები როგორი დაუნახავი ერი ვართ ერთ წაგებაზე რაამბავს ატრიალებთ და აქეთ ითხოვთ ახალ ფრანგ მწვრთნელს
დ.დ.
ერთ გუნდში ამდენი დეგენერატი ერთად შეყრილი თუ სადმე გინახიათ ?
სამ
ჯერ ერთი შენი აზრი და ბევრი ვაი ბალეშიკის ვის აინტერესება ერთს კი ვიტყვი ესესნი არიან გამოუცდელი ბიჭები საქართველოს ჩემპიონატიდან ეს ერთი მეორე ის რომ ძირითადის სამი ფეხბურთელი აკლდა ორი დისკვალიფიცირებული იკო თქვენ ამეებს არ უყირებთ და ილანძღებით ესაა საქართველო
გიზოგ
ცხადია დაცვა ჩავარდებოდა, რადგან 2 ძირითადი ცენტრალური მცველი, სერია „ა“-დან, გამოაკლდა გუნდს. აქ გასაგებია, მაგრამ სვანაძის გუნდი მუდამ გამოირჩეოდა მაღალი მონდომებით და ურთიერთ დაზღვევით, გუშინ კი ეს არ ჩანდა. უფრო ინდივიდუალური თამაშით გამოირჩეოდნენ. აქვე მაინტერესებს, სვანაძე რატომ არ იყენებს ეროვნული გუნდის ტაქტიკას 5-3-2-ს? ხომ ვიცით, რომ ახალგაზდულიდან გადმოსული ფეხბურთელი უნდა მოხვდეს მისთვის ნაცნობ ტაქტიკაში და არ დასჭირდეს დამატებით ადაპტაცია. წლებია იწერება, რომ წარმატებული ევროპული გუნდები ამ მეთოდს იყენებენ, განსაკუთრებით კი ესპანეთი გამოირჩევა ამ მხრინ
ულვაშებიანი ქათამი
4 ნომერი ვისი ახლობელია
მეზღვაურ-ს
არ გიტყდება ფედერაციის და შაშაბანა სვანაძეს ტროლი რომ ხარ
asea
სვანაძე მიკერძოებული და დავალების უსიტყვო შემსრულებრლი რომ არის ფაქტია.უთამაშებელ ფეხბურთელებს იძახებს და ძირითადში ათამაშებს..ამაში ეხლა შეიძლება ფინანსური ინტერესიც იყოს ან სხვა რამეც.
გიზოგ
ვინც ფეხბურთს უყურებს, ყველას გვინახავს კაპიტნის ცვლილება და სამკლაურის გადაბარება. არაა კაცი ფორმაში და ისე თვითონაც უნდა ქონდეს კაცს ნამუსი და უთხრას მწვრთნელს თავის მდგომარეობის შესახებ. ფეხბურთელს, თუ ის ურჩევნია მოედანზე იყოს და ისეთი რამეები ჩაიდინოს რაც გუშინ ვნახეთ, მაშინ ასეთი ფეხბურთელი საერთოდ არ უნდა გააკარო ნაკრებს, რომელის ქვეყნის სახელით გამოდის.

სხვა შედეგს ელოდით სვანაძეს ხელში. სვანაძე უნდა იყოს დიდი ბაგა ბაღის თანამშრომელი..
gzp
უცხოელი მწვრთნელია საჭირო! ფრანგი აჯობებს ყველას !
Ჯამბულ მალანია
ადრე როდის ჰქონდა საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ბოლო ტურის წინ გასვლის შანსი. პირველი ოთხი თამაშის მერე ხელს ვუქნევდით ევროპის ჩემპიონატს.ეხლა ბოლო ტურში არის არც თუ ურიგო შანსი რომ გავიდეთ პლეიოფში. შვედეთთან თამაშის ხარისხით და შედეგით იმედგაცრუებული ვარ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ ნაკრებს პროგრესი არა აქვს. ნაკრებს პროგრესი აქვს და ეს პირველ რიგში რამაზ სვანაძის დამსახურებაა.
11
სვანაძე ეს 4 ნომერი სად გამოძებნე სამივე გაშვებული ბურთი მაგის ბრალია თან კაპიტნობს, წინა თამაშებზეც დაცვის შეცდომები მაგ 4 ნომრიდან მოდიოდა, მოკლედ ქართველი მწვრთნელები ნაკრებებს არ უნდა გააკარო
dew
საერთოდ არ მომეწონა არც ფეხბურთელების სულის კვეთება სურვილი და არც მწვრთნელის ნამუშევარი არასწორი ტაკტიკიდან არასწორი შეცვლებამდე აშკარა ჩანდა გეგმა ბ არიყო ასეთი გლახა გუნდი შვედეთი არასდროს მენახავს. 4 კატასტროფაა.14 საერთოდ არიყო.8 ნომერი სად დარბოდა რაუნდოდა თვითონ არ იცოდა აზაროვს თუ არუნდა დაცვაში თამაში თქვაას
ამბაკო
სვანაძეზე არასოდეს ვყოფილვარ მაღალი აზრის.გუშინ მან საბოლოოდ დაუსვა ბეჭედი თავის არაკომპეტენტურობას.არასწორად შერჩეული შემადგენლობა,არასწორი ტაქტიკა,არასწორი და არადროული შეცვლები.საერთოდ ძალიან მაკვირვებს ის ამბავი,რომ ჩვენმა მწვრთნელებმა ვერაფრით ვერ აითვისეს და შეისისხლხორცეს მეთოდები ,რომლებიც ფეხბურთელის ფიზიკისა და სისწრაფის ამაღლებისთვისაა საჭირო.
მწვრთნელი-ს
რა ძაან მზე ხარ
კაჭკაჭი
თქვენმა ჟურნალისტმა სანიოლს ჰკითხა, გოგლიჩიძე ახალგაზრდულს რომ არ დაუთმეთ, სასტარტოში იქნებაო? მაშინ ვიფიქრე, რა სისულელე ჰკითხა მეთქი და თურმე...
გუსანი
გუშინაც დავაფიქსირე,ნაკრები არც მენტალურად არც ტაქტიკურად მომზადებული არ ჩანდა, ბიჭების თამაშის ხარისხი კრიტიკას ვერ უძლებს, ადრე თუ რაღაც პერსპექტივები იკვეთებოდა ასაკობრივ ნაკრებებში ეროვნულისგან გასნხვავებით, ამჟამად პირიქით არის, ამ ბიჭებმა ყველა ასპექტში, განსაკუთრებით პროფესიონალიზმში თუ უძალიანესად, ვიმეორებ უძალიანესად არ მოუმატეს, მაშინ ს ,,პროფისაზე'' შიცვალონ..ვინც სხვა აზრზე ხართ -შეგახსენებთ- გუნდს თუ საჯარიმოდან ბურთის ამოტანა არ შეუძლია წარმატებაზე როგორ უნდა იფიქროთ? არც სანიოლი წყვეტს ციდან ვარსკვლავებს, მაგრამ ჩვენთვის შედეგი მოიტანა, ამ შემთხვევაში დასაფასებელია ბიჭების დამსახურებაც, მოედანზე გადაიტანეს დარიგებები, ე.ი. პროფესიინალზმი გაზრდილი აქვთ. ჩემი აზრით ასაკობრივ ნაკრებებს სასიცოხლოდ ჭირდებათ უცხოელი დამრიგებლები, გუნდში უნდა იყოს ერთი ერუდირებული ქართველი პროფესიონალიც, რომელიც ვფიქრობ ადვილი მოსაძებნი არ იქნება...პ.ს. გულის ფანცქალით და იმედით ველოდები დღევანდელ თამაშს-კომპენსირებისთვის-მე ვარ საქართველო!
leqso
ამ კვერნაძის ვერაფერი გავიგე, ვინ ჰყავს ასეთი მფარველი ან რა დამსახურებისთვის ათამაშებენ მხოლოდ ნაკრებში 90 წუთი. არადა, უკვე მერამდენე სეზონია ირიცხებოდა ბათუმში და ახლა ფროზინეზეში,როგორც სერია ა-ში ისე ბ-ში და გოლიც არ აქვს გატანილი,გოლი კი არა სასტარტოშიც არ დაუყენებიათ იშვიათი გამონაკლისის გარდა, აი ნაკრებში კი შემტევის საკვანძო ადგილი დაჯავშნული აქვს....
მიხო
ძალით გაიჩალიჩეს, დაცვაში ქაოსია
ნაპოლეონი
აქ კომენტარებს ვკითხულობ და გაოცებას ვერ ვმალავ. . მწვრთნელს მაფიოზობაში დებს ბრალს აბსოლუტურად ყველა და იმავდროულად საკუთარ ნეპოტისტურ მაფიოზურ გამოსავალს გვთავაზობს. არავინ არ ვარგა და ვინც ვისი მეზობელი მეგობარი თუ ნათესავია ისაა კარგი. . .ასე რომ რაც გულშემატკივარი ხართ დღეს რომ გყავთ ის ნაკრები არანაირად არ გეკუთვნით.ქართველ გულშემატკივარს მარტო მოგება გოლი და ამბავი უნდა,ხოლო თავად რეზინა ღეჭოს ან მზესუმზირა იფურთხოს. . .გერმანიაში დროშების ცვენა იყო,ხოლო თბილისში დროშებს საჯდომის სუფთად შენახვის ფუნქცია აქვს.განა დამავიწყდა ფედერაციამ დაბეჭდილი დროშა დადო ყველა სკამზე იმ იმედით რომ გუშემატკივარი ხელში დაიჭერდა(როგორც ეს თქვენ სანუკვარ ევროპაშია და თქვენებურ ენაზე რომ ვთქვათ ღრუსეთშიც კი) და ლამაზ ეფექტს შექმნიდა. . .და რა იხილა კაცობრიობამ?!. . . არაა ჭუჭყიანი იყო სკამები არა?!. . აბა ხელსახოცს ან 60 თეთრად ნაყიდ სელფაკს ხომ არ გამოვიყენებდით არა?!.. ისე ძაანაც ნუ ინერვიულებთ მამების თაობის ღირსეული გამგრძელებლები ხართ მაგ კუთხით. . .ყიფიანის დროსაც მზესუმზირის ჭამით კვდებოდა გულშემატკივარი და დედის გინებით.მაშინაც იმ დროს ახმაურდებოდა როცა საჯარიმოში მიიღებდა ვინმე ბურთს. . .იგივეა კალათბურთის თამაშისას,ხოლო რაგბის საერთოდ ნონსენსია. ..წარმოდგენა არ აქვს ქართველ გულშემატკივარს წესებზე. . . მსაჯი რომ ჩასტვენს და ხელს გაიშვერს მერე ახდენს სტადიონი რეაქციას,მაშინ როცა სარაგბო ქვეყნებში დასტვენისთანავე ხვდება ხალხი რაც მოხდა,ხოლო თუ სხვანაირად გაიშვირა სტვენა და უბედურება. . . ქართველი გულშემატკივარი მოკვდა მესხის თაობასთან ერთად. . .ანუ მანამ სანამ ჭეშმარიტად მშრომელი საზოგადოება იყო ქვეყანაში გულშემატკივარითც აღმაფრთოვანებელი იყო,ხოლო 1970 წელს ედიკას მოსვლიდან შრომა რომ დაიკიდა და ქურდობაზე გადავიდა სტადიონზეც გამამაძაღლდა ერი. . .დათო ყიფიანს წლები სართულიანებს აგინებდა ეს ხალხი,ვისაც დღეს ღმერთად მიაჩნია. . . დღესაც იგივეა და მეტიც ის ურჩევნია მამულსა რომ შვილი სჯობდეს მამასაო,უკუღმა გაგებით ბრწყინვალეთდ მუშაობს აქ. . . ჩვენ კლავიატურასთან ლომობანას ვთამაშობთ. . .გერმანიაში მარშები იცოცხლე, ყვირილი, დროშების ფრიალი, ხოლო საკუთარ სტადიონებზე ენერგეტიკული ყავა მზესუმზირა და დედის. . გი.. ნება. . . იმის მაგივრად რომ დოლი დაფდაფი დავკრათ ,დოუნანა დოუნანა დოუ დოუ დოუნანა და მსგავსი შევბეროთ(ქართლელი ვარ არ ვარ მეგრელი)ზღაპრის ბოლო კეთილია და . . . ერთადერთი იმ ე.წ ქომაგს მიშა მიშას ძახილი აკლია. . .ნუ სახალხო აგრესიას ერიდებიან თორემ აუცილებლად მაგასაც იზამენ. ..ასე რომ რაც გულშემატკივარია ისაა ფეხბურთიც. . .ნუ ეხლა რაღაც გამონათება გვაქვს ჯერჯერობით და ისაც მხოლოდ ფეხბურთელების დამსახურებააა
kesha
ამ ცენტრალური მცველებით შორს ვერ წავალთ შეიგნეთ
QT
საღოლ ხვადაგიანმა ძალინ საიმედოდ ითამაშა, ოღონდ შვედეთის მხარეს. ამდენმა მაყურებელმა დაინახა, რომ ბიჭს არ მისდის თამაში, ვერაა ფორმაში, შეცვალე რა ეგ დალოცვილი, მაინდამაინც ქვეყნის სალანძღავი უნდა გახადო ? ვერ ვხვდები რატომ არ ეძლევა მეტი სათამაშო დრო ეგოიანს, თავის გუნდში სულ ძირითადშია, გოლებს იტანს და განა ესეთი დაბალი დონისაა ნიდერლანდების მეორე დივიზიონი, რომ აქ ძირითადს ვერ გაქაჩავას ? რაღაც არამგონია და ეგეც სვანაძის შეცდომა მგონია.
ნაპოლეონი
სვანაძივე ისეთვივე მწვრთნელია როგორიც მე კვანტური ფიზიკის სპეციალისტი
Master
ე.ი მეკარე ხარატიშვილს ბოლოს კლუბში 3 ივლისს უთამაშია,ნაკრებში კი ბოლო სამ მატჩში შეუცვლელია.ხვადაგიანი ყველაზე სუსტი იყო ჰოლანდიასთანაც და შვედეთთანაც მაგრამ სვანაძეს ნაკრებში შეუცვლელი ფიგურა და კაპიტანია.გინდა არ გინდა ჩნდება განცდა რომ დიდი ნეპოტიზმია ამ ნაკრებში.
gel-100
ბოლო-ბოლო ამოირჩიე U-21 მწვრთნელის გაკრიტიკება გინდა ეროვნულის მწვრთნელის თუ ფედერაციის?? აშკარად მომართული ხარ იმისთვის რო ვიღაც გააკრიტიკო და ცუდი თქვა და მაინტერესებს კარგს ვერაფერს ამჩნევთ შენ და შენი დამქაშებიი?? ხან სანიოლს გადაწვდი, ხან ქეცბას, ხან სვანაძეს, ხან ფედერაციას, ხან აზაროვს ხან კვარას ხან მიქაუტაძეს ხან კვერნაძეს და მართლა რანაირად არ მოგწონს არაფერი?? აშკარად მხარე ხარ და მაგის გამო ტენდენციურად აფასებ ყველაფერს თორე მიხუილა დედა მოტყნულის დროინდელი ფედერაციის (სიჭინავა) შემდეგ თუ წინსვლას ვერ ამჩნევ გინდა შედეგებით გინდა თამაშით და გინდა ინდივიდუალურად ბრმა ყოფილხარ მეტი არაფერი,,ერთადერთი აზაროვზე შეიძლება დაგეთანხმოს ადამიანი დანარჩენში ყველაფერში გეტყობა მიხუილას და მისი დედალი გარშემომყოფების კვალი,აშკარად მაგათი ნარატივით საუბრობ და მაგის გამო ვეღარ არჩევ კარგს და ცუდს,,დღეს სანიოლი არის უპირობოდ კარგად შერჩეული და მორგებული ნაკრებს შედეგებითაც და თამაშითაც, ვილიზე მაღალი დონის მწვრთნელს ჩვენ ვერ ჩამოვიყვანთ ვერც ფინანსურად გავწვდებით და ვერც სახელით და გუნდით დავაინტერესებთ და რაღა გინდათ თქვე მართლა შეჩვენებულებო??დაგავიწყდათ წინა მთავრობის და ფედერაციის პირობებში მალტას ვერ უგებდით და ლიტვა ლატვია გვანადგურებდა? დაგავიწყდათ ყველა სტადიონიდან როგორი შერცხვენილები გვაბრუნებდნენ სახლებშიი??
მწარე
16-წლიანებით დაწყებული მთავარი ნაკრებით დამთავრებული, ყველა ერთი და იგივეს აკეთებს. ვგულისხმობ დამცველებს და ნახევარდაცვას, ყველა იგერიებს ბურთს უაზროდ. ესეთი რამე აღარსად არ ხდება. ყველ ცდილობს ბურთი მოიგერიოს ისე რომ ან კონტრშეტევა დაიწყონ, ან მოწინააღრმდეგეს გაუჭირდეს შეტევის გაგრძელება. გადაახვიეთ, რამდენჯერ მისცეს ბურთი პირდაპირ შვედებს. იმიტომაც არიან სულ დაცვაში. კონტრშეტევას რომ ვერ იწყებ, მოწინააღმდეგესაც აღარ ეშინია და იქვე გპრესავს. ამ ბიჭებს ბავშვობაში ტრენერი არ ყავდათ? მე მგონი ყველა თვითნასწავლი იყო მოედანზე. ყველას უჭირს სწრაფი გადაწყვეტილების მიღება. ასეა ყველა გუნდში და ყველა ნაკრებში.
gela
კარგით რა ასეთი ცხვრები როგორ ვართ მაურინიოს ცვლიან როცა საჭიროა რა დაინახეთ ამ თამაში ტრენერის ხელი ამათზე სწავლობს და აწვალებს გუნდს
zaza
სვანაძე არის დედალი და არაკომპეტტენტური , როგორც მწვრთნელი . ვინც ეს გასულ ევროპაზე ისრაელთან ვერ დაინახა , მე ვთვლი , რომ ფეხბურთი არ ესმის .ისრაელთან მარცხი მთლიანად სვანაძის და მისი სტაფის სინდისზეა. გულის კანკალით მებრძოლი თამაშს ვერ იგებს , მით უმეტეს პრინციპულ თამაშს . აქვს დღევანდელ საქართველოს რესურსი , რომ ასაკობრივებმა მეტად ლაღი , გამართული ფეხბურთი ითამაშონ , მაგრამ კურდღლების მეთაურობით ლომებიც კი მარცხდებიან კურდღლებთან , რომელთაც სათავეში ლომი ყავთ. პ.ს/ ჩიტაური არსად დაეკარგოს კიდევ ფედერაციას . სად ნახეს ეგ დალოცვილი , სად თამაშობდა , ვინ არის , რა იმუნიტეტი აქვს ?!
და მაინც მართალი იყო ბოსხკამპი
რაც თავი მახსოვს (ბოლო წლებს თუ არ ჩავთვლით) ჩვენი მთავარი ნაკრები შეტევაზე ფიქრს იწყებდა როცა უკვე აგებდნენ ორი ან სამი ბურთით. და რა თქმა უნდა ძირითადად ყველა მთავრდებოდა მარცხით. ამას ემატებოდა ერთთავად უკან პასები, ათასჯერ მეკარესთან მიგორება და უაზროდ დაკარგული ძვირფასი წუთები. აღარაფერს ვამბობ თუ როგორი მძიმე და აუტანელი საყურებელია ეს ყველაფერი გულშემატკივრისთვის. დავამატოთ ისიც, რომ ფიზიკაში ყოველთვის გვიჭირდა, ვერც ერთი მწვრთნელი ვერ აკეთებდა დროულ და რაც მთავარია შედეგიან შეცვლებს. ვინმეს თუ გახსოვთ ბოლო 30 წლის მანძილზე ერთი ან ორი კარგად დამუშავებული და გოლით დასრულებული გათამაშება, საჯარიმო ან კუთხური? მე მაგალითად ვერ ვიხსენებ. თითქმის ყოველთვის ვთამაშობდით მეორე ნომრად. აი ეს ყველაფერი დავინახე დღეს პირველ ტაიმში. სანამ 3-1 არ გახდა, მანამდე არ მოხსნა სვანაძემ საყრდენი და არ დაიწყო შეტევაზე ფიქრი. ამათ საერთოდ გაუგიათ რას ნიშნავს ტერმინი პრესინგი? თუ ვერ ათამაშებ, ცენტრს მაინც ნუ ჩააბარებთ ისე, როგორც ჩეხებთან ევროპაზე და 35-ჯერ დაარტყმევინებ კარში. თითქმის ყველა მწვრთნელი გვყავდა მშიშარა და განუსწავლელი. ქეცბაია საერთოდ ავტობუსს აყენებდა და მესების არ ყოფნით იმართლებდა თავს. მე სანიოლი არასოდეს მომწონდა, იგივე კატეგორიას მივაკუთვნებ, მაგრამ ერთი რამე ნამდვილად გამოიცნო, აზაროვის ადგილი მთავარ გუნდში კი არა, 21 - იანებშიც არაა. უსუსტესია ფიზიკურად. ევროპის მერე გამოვასწორეთ შემდეგი: ბურთის უკან უაზრო გორება, სწრაფი ამოტანა ცენტრამდე, მშვენიერი შუა ხაზი და შეტევა. არ შეგვიძლია სწრაფი გრძელი პასების კეთება ჩვენივე საჯარიმოდან, ან ვერ რისკავენ, არ გვაქვს დამუშავებული კომბინაციები და ეს ძალიან ცუდია, რადგანაც საშუალო დონის მწვრთნელი 5 წელში 1 კომბინაციას მაინც უნდა ამუშავებდეს. და ისევ და ისევ პრესინგი. შვედეთი დღეს თითქმის ტაიმნახევარი გვეთამაშა 5-6 კაციან პრესინგს და ჩვენ თამაშის მიწურულსღა დავიწყეთ. ვერ ვიგებ რა აზრი აქვს კვერნაძის ერთკაციან პრესინგს ან კვარას და ჟორჟის ორკაციანს. გაიგეთ ხალხო, რომ ტყუილად იღლებიან. სვანაძე უსუსტესია, სანიოლი ოდნავ მასზე უკეთესი. მე მხოლოდ ჩვენი ბიჭების თავდადების მჯერა. უკრაინა აუცილებლად უნდა დავამარცხოთ, თუ სანიოლმა დიდი შეცდომები არ დაუშვა.
gela
ჩვენი დაცვის ხაზი, კატასტროფა იყო
ნოე
საღოლ სამწვრთნელო სტაფს,გასაოცარია პირდაპირ რანაირად უნდა მოახერხო და გუნდი ათამაშო მეკარის გარეშე,ისე კაპიტნად შეცდომების სიმრავლით თუ ირჩევენ მართლა გვეკუთვნის ამ ნოვაციაში პრიზი,გუნდი თამაშობდა ცხრა კაცით და ჩვენ ქულა მაინც გვინდოდა წამოგვეღო ოღონდ რანაირად ალბათ ამას უკვე მთავარი მწვრთნელი ახსნის
მეზღვაური
ვინ ბიჭები? აზაროვის,ოდიშარიას და ოთო მამაგეიშვილოს გარდა რომელია მანდ მომავალში ნაკრების დონის?გაპიარებული კვერნაძე?
ადამიანი
გასაგებია ტრავმეიც და ერონულის ინტერესებიც,მაგრამ ადამიანს რომ არ მისდის ტამაში,არ არის მისი დღე,ვინ უნდა გამოიყვანოს მოედნიდან,კიდევ მეტ გოლს გადავრჩით
Gio-goli
კაი რა რა ხვადაგიანი ძმურად მაგის კარგი თამაში გინახიათ ვინმეს?
კახელი
სანამ იმ ვიღაცის ნათესავ თუ ძმაკაც სვანაძეს არ მოაშორებენ მანამ ეს ნაკრები ასე უაზროდ ითამაშებს და ვერაფერს ვერ მიაღწევს
მდაა
საიდან ამდენი ბავშვური შეცდომებიო და იქედან რომ საზონოვი დაიმტვრა გოგლიჩიძე აახიეს ახალგაზრდულს ))))) ( არა თუ ამ 2 თამაშში 15 წუთი ც თუ კი ათამაშეს მაშინ მე ბოდიში და თუ არა დააა…მაშინ ეცლიათ სვანაძესთვის და ბიჭებისთვის ) ორი ცენტრალური მცველის დაკარგვა არაა ხუმრობა …მცველბის გარდა ჩავარდა საყრდენი ზონაც …ასევე რა ოხრობაა უთამაშებელი მეკარის კარში დაყენება როდესაც სკამზე ტოვებ მეკარეს რომელიც ხანდახან მაინც თამაშობს ხოლო ხარატიშვილს ამ სეზონში მესამე თამაში ქონდა და ყველა ნაკრებში …ასე რომ დასანანი იქნება ეგეთი შანსის განიავება …კარგი მწვრთნელია სვანაძე მაგრამ ჯგუფისთვის როგორც კი იწყება პლეი-ოფის ( დღესაც თითქმის პლეიოფი იყო) ანუ გადამწყვეტი თამაში ვეღარ უმკლავდება ან ის რაღა იყო 88-წუთზე 2 ფეხბურთელის შემოყვანა იგებდა და დრო გაიყვანააა …?! ეგებ იმ ვიტესის ( ეგოიანი) ფეხბურთელს რამე მოესწრო 10-12 წუთით ადრე მაინც რომ შემოეშვა….ასე რომ ჩემი აზრით ( თუ კი ადრე პირიქით ვიძახდი სანიოლის შემდეგ სვანაძე თქო) ჯერ ადრეა სვანაძე ეროვნულში და არ მგონია რომ თვითონვე შეაბერდეს ახალგაზრდულს …ეეხ ბიჭებო ვიქნეთ ახლა ნიდერლანთა სინდისზე რომ გამხეცებულ შვედეთთან ძალად არ წააგონ თამაში …მაგრააამ მთავარია ჯერ თქვენი მოსაგები მოიგოთ …!!!! წარმატებებიიიი
sani
ჩვენმა კაპიტანმა მაგარი პატივი სცა მასპინძლებს
Gia
Ezos fexburtic ar erqva chven tamashs.svanazem waago.mandrajit itamasha.tu ar wagebaze tamashob gundic ise unda moamzado.burtis amotana shvedettan tuar shegvizlia aba ra gvinda pëeiofshi.an 19wlamdelebshi davijero 2-3biji araa ro gaazlierebda?aqedan erovnuli nakrebshi vercerti ava.droa aqac ucxoeli mwvrtneli moviyvanot!!!
565
ამ ბიჭების ცოდვა არ გაგახარებს სანიოლო, როგორ არ დათმე გოგლიჩიძე.
ასე არ უნდა თამაშობდეს ნაკრების კაპიტანი
კაპიტანი ასეთ საგოლე მომენტებს რომ აჩუქებს მეტოქეს, სხვას რაღა უნდა მოსთხოვო? ისეთ ბავშვურ შეცდომებს უშვებენ, თითქოს ეხლა ისწავლეს ფებურთის თამაში. თუ ნაკრებისთვის ამათზე უკეთესებს ვერ პოულობს მწვრთნელი, ქართულ ფეხბურთს მომავალი თაობა არ ყოლია. ასეთივე ბავშვური შეცდომებით მოგვიგეს ნიდერლადებმა(განსაკუთრებით პირველი ტაიმი).
მალხაზ ჯობავა
ბიჯო ვერ გავიგე ის პირველი გაშვებული გოლი რა იყო. ბურთი პარაშუტივით მოდის საჯარიმოში, საჯარიმოში არის ჩვენი ორი დამცველი და მათ უკან მეკარე, დაუძახე შე გახარებულო გაატარეთქო და ბურთი ხელში გაქვს, დროც გადის და მშვიდობაც გაქვს. არა ურტყამ უტვინო თავს და ბურთიც შენს კარშია, რა უბედურებაა. თამაში ნული, ფიზიკა ნული, ტაქტიკა ნული, შდეგი 3 / 1, ის მეორე ჩვენ არ გვეთვლება თამაშით.
ამბაკო
კვლავ თვალში საცემი იყო ჩვენი გუნდების სერიოზული სენი,კოლოსალური ჩამორჩენა ფიზიკაში და სისწრაფეში ,რაც იწვევს ორთაბრძოლების სისთემატიურ წაგებას და შედეგად, გოლებს ჩვენს კარში.უსაზიზღრესი იყო მთელი დაცვა და მათ შორის კიდევ უფრო საშინელი ჩვენი მეკარე.ნუთუ ამ ასაკში ამაზე უკეთესი ვერავინ მოინახა? ბიჭს ეტყობა სარკესთან მეტ დროს ატარებს ვიდრე მოედანზე შრომაში და მწვრთნელმა ეს ვერ უნდა შენიშნოს? ან რა არის საკუთარ საჯარიმოში ბურთის გორება ,როცა მოწინააღმდეგე ,რომელიც მნიშვნელოვნად გჯაბნის ორთაბრძოლებში ,ფეხზე გაზის .ეს ხომ ცეცხლთან თამაშია და აკი დავიწვით კიდევაც.როდესაც ჯგუფიდან გასვლის პრეტენზია გაქვს,თამაშიც შესაბამისი უნდა აჩვენო.
ასეა
ეს ბიჭები ასეთ უბადრუკ მწვრთნელს არ იმსახურებენ..სცანაძე მხოლოდ საშოვარზეა გადართული
Givi
ხვადაგიანი იყო კატასტროფა 1 და 2 გოლი ძალით მოიტანა რომ იტყვიან, მაისურაძეც უამრავ შეცდომას უშვებდა, საერთო ჯამში ეს შვედეთი ბოლო ტურის მომგები არ არის და ჩვენებმა უნდა მოიგონ წესით, მაგრამ მერე???...
A
მაგიტომ ჭირდებოდა გოგლიჩიძე მანდ და არა დიდებში სავარაუდოდ სკამზე, ახალგაზრდულის დაცვა არის 0
Master
რეალურად შევხედოთ,ასეთ გუნდს ასეთი თამაშით არაფერი ესაქმება ევროზე.ვინ უნდა შეგვხვდეს ფლეი ოფში რომ გავიაროთ ამ გუნდით?ეს ხვადაგიანი საერთოდ თემაა.თან კაპიტანი!სასაცილოა,სატირალი რომ არ იყოს.
მეზღვაური
არაუშავს წაგება არაა ტრაგედია,ბოლო ტურში მაკედონიას უნდა მოვუგოთ სახლში და შვედეთმა ვერ უნდა მოუგოს ჰოლანდიას,მაგ შემთხვევაში მეორე ადგილით გავალთ ჯგუფიდან საკვალიფიკაციოს ფლეი ოფში.სამწუხაროდ ჩვენი დაცვის ხაზიდან არცერთი არაა მომავალში ეროვნულის დონის. ოდიშარია და ოთო მამაგეიშვილია,რომლებზეც შეგიძლია თქვა ეროვნულში მოხვდებიან მომავალშიო.
მწვრთნელი
კარგით რა! ამდენი ბავშვური შეცდომები საიდან!? გადაცემების დროს ამდენი შეცდომა შეიძლება!? შვედეთს არეფერი ისეთი არ გაუკეთებია თვენ მიეცით თამაში, თუ რა არის ვერ გავიგე!?
Hh
ეს რა ქაოსურად ითამაშეს რა უბედურება იუო
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
ახალგაზრდულმა შვედეთთან მატჩისთვის მზადება დაიწყო
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
რამაზ სვანაძე: დასანანია, რომ მთელი გეგმა ორმა ინდივიდუალურმა შეცდომამ აგვირია
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21 | შვედეთი V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში იენჩეპინგში
ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობა ოქტომბრის მატჩებისთვის
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. მოლდოვამ საქართველოს მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთა