ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

კვეკვესკირის როლი გასახდელში დიდია... ეს კონკურენციაა... ბათუმში კარგი საფარი იქნება - სანიოლისა და იაშვილის პრესკონფერენცია

"ერთა ლიგაზე" გადამწყვეტი მატჩების წინ საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა პრესკონფერენცია გამართეს.

ვილი სანიოლი: "უკანასკნელი 2-3 წლის მანძილზე მსგავსი ტაქტიკური სქემით ვთამაშობთ. ალბანეთთან მისი შეცვლა სიტუაციამ მოითხოვა, ისე კი ხშირი ცვლილებების მომხრე არ ვარ. როცა ფეხბურთელები შეკრებაზე ჩამოდიან, მათ უნდა ჰქონდეთ მოლოდინები, თუ როგორ ვითამაშებთ.

მომავალში ილია ბერიაშვილის გამოძახება? ვაცნობიერებთ, რომ დაცვაში ვეტერანი მცველები გვყავს. წარსულშიც არაერთი უკანახაზელი გამოვცადეთ - კალანდაძე, ხვადაგიანი. შესაძლებელია, ვინმე უცებ გამოჩნდეს, მაგალითად, ასეთი გოგლიჩიძეა. ნოემბერში, მინიმუმ, ერთ მატჩში ის სასტარტო შემადგენლობაში იქნება.

მიქაუტაძისა და დავითაშვილის დაპირისპირება საინტერესოა. ჩემი სიმპათიები "სენტ ეტიენისკენაა", მაგრამ მთავარი ჩვენი ფეხბურთელების ფორმაა. დავითაშვილმა ბოლო პერიოდში სერიოზულად მოუმატა. თავდაჯერება მოემატა გიორგი მიქაუტაძეს და თავდაჯერებული გიორგი ძალიან გვჭირდება!..

მექვაბიშვილი და კვეკვესკირი ყოველთვის ჩვენი გუნდის ნაწილი იყვნენ. ბოლო დროს ერთს ტრავმა ჰქონდა, მეორეს პრაქტიკა აკლდა, ახლა კი ყველაფერი მოგვარდა და ისინი აქ არიან. ყოველთვის ვცდილობდი, მექვაბიშვილი გუნდის ნაწილი მაშინაც ყოფილიყო, როცა გუნდთან ერთად არ იყო, კვეკვესკირის როლი კი გასახდელში დიდია. ახლა ალთუნაშვილი და ნონიკაშვილი არ არიან და ეს ხაზს კონკურენციას უსვამს.

ალბანეთთან შეხვედრაში სკამზე შემტევების ნაკლებობა იყო. ტაქტიკურმა ცვლილებებმა არ გაამართლა, მაგრამ შეხვედრას რამდენჯერმე ვუყურე და ქულას მაინც ვიმსახურებდით. ბოლო ერთი წლის მანძილზე ნაკრებმა სწრაფ განვითარებას მიაღწია. ამის მუდმივად შენარჩუნება რთული იქნებოდა. სტაბილურობა უნდა შევინარჩუნოთ და დავამტკიცოთ, რომ ჩვენი ადგილი აქაა. მომდევნო ორი მატჩი სწორედ ამის დამტკიცების შესაძლებლობას მოგვცემს.

არაერთხელ აღვნიშნე, რომ რთულ ჯგუფში ვიყავით. გულშემატკივრებს პირველი ადგილი სურთ. ჩემი, როგორც მთავარი მწვრთნელის ამოცანაა, ამ დონეზე სტაბილურობას მივაღწიო. პორტუგალიასთან და სხვა ძლიერ ნაკრებებთან დაპირისპირება გამონაკლისი არ უნდა იყოს. ნოემბერში მეტი კონცენტრაცია, გუნდურობა და უკეთესი მენტალილეტი გვმართებს!..

გუნდში მშვენიერი განწყობაა. ფეხბურთელებს ბოლო ერთი წლის "გადახარშვა" სჭირდებათ, რაც მარტივი არაა. სულ იმის ახსნა მიწევს, რომ უწყვეტი შრომის გარეშე განვითარება არ არსებობს. ხვიჩა კვარაცხელია კარგი მაგალითია. მას პირველი სეზონის შემდეგ გარკვეული ჩავარდნა ჰქონდა, მაგრამ გაიაზრა, რომ ძველებურად უნდა ემუშავა.

გულიაშვილის შესაძლებლობების უშუალოდ ნახვა მსურდა. ბოსნიის ჩემპიონატი არაა მაღალი დონის შეჯიბრი, მაგრამ გულიაშვილი ძალიან მონდომებულია და მას შანსი მომავალშიც მიეცემა... რაც შეეხება გოგლიჩიძეს, როცა ახალგაზრდა ფეხბურთელი იტალიაში თამაშობს, ის ეროვნულ გუნდშიც უნდა თამაშობდეს. ახალგაზრდულ ნაკრებს წარმატებებს ვუსურვებ!..

უკრაინას ჩვენთან ბევრი პრობლემა მათ შემტევ ხაზს არ შეუქმნია. აგრესია გვაკლდა, არადა, ჩვენ წარმატებას მის ხარჯზე მივაღწიეთ. ახლა მისი დაბრუნება გვჭირდება!..

ალექსანდრე იაშვილი: "იმედი მაქვს, სტადიონი 21-წლმდელთა ნაკრების შეხვედრაშიც გაივსება, გულშემატკივართა მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს.

ბათუმის "დინამო" ბოლო პერიოდში საკუთარ არენაზე არ თამაშობდა. დარწმუნებული ვარ, ბათუმში საფარი საუკეთესო ვითარებაში დაგვხვდება. ჩვენი თამაშისთვის კარგ საფარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

სიგუა ბოლომდე მზად რომ არ იყოს, სვანაძე ახალგაზრდულში არ გამოიძახებდა. სამწუხაროდ, ტრავმის გამო მას ბევრი გაუცდა, მთავარი მისი ჯანმრთელობაა.

მნიშვნელოვანია, ნაკრებმა რეგიონებშიც ითამაშოს. ქართველმა გულშემატკივრებმა არაერთხელ დაამტკიცეს, რომ ნაკრების წარმატებისთვის ყველაფერს გააკეთებენ!..

ზივზივაძე კარგ სეზონს ატარებს. იმედია, ბუნდესლიგაში დაწინაურდებიან. ნაკრებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია, უფრო მაღალ დონეზე რაც უფრო მეტი ითამაშებს!.."

ვილი სანიოლმა უკრაინასთან და ჩეხეთთან მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა

• guriec

ვახ რა სექსპერტები გვყავს ფეხბურთში! სანიოლ ნა მილო! გუუშვით სანიოლი! აგერ არიენ ვეფხვი ბიჭები! კვეკვესკირი არ პწყინავსო გეიგეთ? ხოდა რაის როლიაო, თიატრი ხოარ გგონია შენე გასახდელიო! რაფრაა მაი ლიდერი კიმარა, საცხა საყანე ფართობში თამაშობსო. გეიგეთ? თურმე, ლიდერად რომ აღიარონ, ან ესპანეთში უნდა აგორებდეს ბურთს, ან იტალიაში, კრაინი სლუჩი, ბრაზილია-არგენტინაშიო, გეიგეთ თუ ვერა კიდომ? აბა რა გიყოთ კიდომ თუ ვერ გეიგეთ. ახლა ვილიაზეც ვთქუათ 2 სიტყვით, კაროჩე, აგერ ბიჭები უბნობენ, სანიოლის გაწვრთნილი სტადიონზე არ გეიშვასო, გაწურა მაგან თავისი შესაძლებლობები და დროია აახვიოს ანკესებიო. წევიდეს ეგერ 3 თუ 4 ნაკრების გსაწვრთნელად რო უძახიენ, იქინეო. გეიგეთ? ხოდა თუ გეიგეთ, მაშვინ იმოქმედეთ პედერაციის ბატონებო!

• გასახდელში ალბათ ცეკვავს ან მღერის))

კვეკვესკირი გასახდელში ალბათ ფანდურზე ან დაირაზე უკრავს კარგად. ))) რა როლზე გველაპარაკები სანიოლ, როცა ლამის ყველა კვეკვეზე უკეთეს გუნდში თამაშობს და არც გამოდილება აკლია ბევრს. გასახდელი არა სასტუმრო და ავტობუსი კიდევ. რეაქცია აქვთ დაკარკული ასაკოვნებს, ყველა ხვდება თქვენს მეტი. ვერ ხედავთ რა სისწრაფეებზეა ასული ფეხბურთი? წამის მეათედში თუ არ მიიღე გადაწყვეტილება და შეასრულე, უკვე კარგავ ბურთს. ათამაშეთ ახალგაზრდები, დავიღალეთ ამ უაზრო უკან პასებით. მართლა პრაქტიკანტები ხართ, რა.

• სოსო

საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის შემდეგ,თბილისის დინამო ერთადერთხელ გავიდა ევროტურნირის ჯგუფურ ეტაპზე და ეტაპი ისე ჩაამთავრა,გოლი არ გაუტანია.სლოვანისთვისაც ეს პირველი გასვლაა,თანაც მათი ბიუჯეტი,ყველაზე დაბალია და უკვეჯგუფური ტურნირის დაწყებამდე,ყველას ყველაზე სუსტ გუნდად მიაჩნდა.რაც შეეხება კაშიას,ის იქაც და ნაკრებშიც თავისი პროფესიონალიზმით გამოირჩევა,ორივეგან დაცვის ლიდერი და ორგანიზატორია.შეუძლია პასის გაკეთებაც.სხვა ვინ გვყავს ასეთი ნაკრებში?საერთოდაც ნაკრების ფეხბურთელის პასპორტში ყურება,ყველაზე დიდი სისულელეა,რაც შეიძლება კაცმა მოიგონოს.სანამ უძლიერესია,მან უნდა ითამაშოს,ხოლო ვისაც მისი ადგილის დაკავება სურს,მასზე უკეთესად ითამაშოს და ვარჯიშებზეც კარგად ჩანს,ვის რამდენი შეუძლია.კონკურენციის გარეშე,მისი შემცვლელიც ვერ განვითარდება.სასკოლო ასაკიდან ახლოს ვიცნობდი მომავალში თბილისის ბურევესტნიკის(ქარიშხალა)ხელბურთელთა გუნდის წევრს,რამაზ ჩიბირაშვილს.იმ დროს,ჩვენი კი არა,მსოფლიოს საუკეთესო გოლეადორი გვყავდა,ალექსანდრე ანპილოგოვის სახით,მაგრამ ის უკვე ასაკში იყო და მის პოზიციაზე მიყვანილი რამაზიც ელოდებოდა,ანპილოგოვი წავა და მის ადგილზე,მე ჩავჯდებიო,შემადგენლობაში.ჯერ კიდევ სკოლაში,203 სმ იყო,სიმაღლეში!საბოლოო ჯამში,ანპილოგოვი წავიდა,მაგრამ ის მხოლოდ დაცვით ფაზაში გამოჰყავდათ ხოლმე მოედანზე.საოცარი ძალის დარტყმა ჰქონდა(საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი),მაგრამ რაც შეეძლო,იმის მესამედსაც კი ვერ მიაღწია,ცხონებულმა.კონკურენტი არავინ მყავსო,ეგონა და შრომა, დისციპლინა მოაკლო.ნაკრებში ადგილი,მხოლოდ ბრძოლით და საკუთარი სიძლიერის ყველგან დამტკიცებით უნდა მოიპოვო.ლანგრით მორთმეული, ზრდას არ გაიძულებს.

• geo

მამარდა კაპიტნად დანიშნე, მის გარაშე იქნებოდი ეხლა ჭ კლასში… და ერთი რამ, რათ გინდა კვეკვესკირი??? თუ მე არ ვიცი და ის ბრწყინავს სადმე? ვფიქრობ , შენ აქ უკვე ამოწურე შენ ყველაფერი. დიდი მადლობა , მაგრამ… ორევუარ მისიე!

• დინამოელი

მადლობა ღმერთს. რაო ვილი, ერთუჯრედიანი მძორის ყურება 2 ნომერზე შენც მოგბეზრდა როგორც იქნა?

• მტექ

კი ძმა ვამო წავა მარა დიდი ხანია ვაკო ნაკრებში აღარაა :)))

• Levani

კაპიტანი..იდეალური იქნებოდა კიტე სტაბილურად ჯანმრთელი რო იყოს. ამჯერად მეც ხვიჩასკენ ვიხრები

• მირო

კაშია, განსაკუთრებით ევროპის ჩემპიონატის შემდეგ,ვერ არის ძველ დონეზე.ვერ ასწრებს რეაგირებას ბევრ მომენტში...და რას გადაეკიდეთ კვეკვეს?გასახდელს დიდი მნიშვნელობა აქვს,ვისაც გესმით ფეხბურთი და თამაშით კი შეიძლება არც ათამაშონ, ან რამდენიმე წუთი ათამაშონ,თუ საჭირო იქნება.

• ზურა

კაში ჯიგარი ხარ მარა შენით უნდა მიხვდე რომ ახალგაზრდების ერა მოვიდა

• ზურა

სანიოლს ხმა მიაწვდინეთ რომ კაშიას ერა დამთავრდა და დააყენოს გოგლიჩიძე ან ვინმე სხვაა არ შეიძლებაა ??დაბერდა ვაკო წადიიი მადლობა რაც გააკეთე მარა ახლა ბავშვებს დაუთმე რააა საინტერესო იქნება

• ხვიჩა

დროა ნამდვილად კაშიას დიდი მადლობა გადავუხადოთ და წარმატება ვუსურვოთ საკლუბო კარიერაში, გოგლიჩიძე მზადაა ძირითადისთვის ასევე საზონოვიც მალე იქნება მწყობრში! კაპიტნის სამკლაური კი ნამდვილად ხვიჩას ეკუთვნის ! არაა აუცილებელი კაპიტანი მაინც და მაინც 100 წლის კაცი იყოს !

კვეკვეს კარგი თამაში ნაკრებში მე არ მინახია... ერთი პენალტი გაიტანა საბერძნეთან და ლამის უმაღლესი კლასის იგროკად აღიარეს... სულ ტრიპაჩობს მოედანზე სადაც არ არის საჭირო იქ მატაობს... სულ ბურთს კარგავს გამოკიდება არ იცის ბურთზე ბრძოლა არ იცის ნელი და რავიცი ამ მოთამაშის რაუნდა მოგწონდეს ნორმალურ ფებურთის მოყვარულს????? მისცენ თავის გამოჩენის შანსი აალგაზრდებს კვეკვესგან რას უნდა ველოდოთ ახალს?!

• იბერიელი

უკრაინა ყოველთვის იყო საბჭოთა ფეხბურთის მატორი კიევის დინამოს და ლობანივსკის ფეხბურთის ფილოსოფია იყო სძლიერი და უმაღლესი დონის ფიზიკური მომზადების მე მინდა ვუსურვო უკრაინელ ერს ომის გამარჯვებას და ედინტურობის დარჩენას აბა თქვენ მანკურტებო დისლაიკს

• ეს რეებს ამბობს?

თუ გასახდელში დიდი როლი აქვს კვეკესკირს, მაშინ ჩივაძე და სულაქველიძე გამოიძახეთ. ნაკრების ფეხბურთელის როლი მოედანზეა და არა გასახდელში ან საშხაპეში. საქმე იმაშია, რომ არ გინდათ აწყენინოთ. ეს კი პირდაპირ აისახება თამაშის შედეგზე. სწორედ ასე ვერ ელეოდა შენი წინამორბედი დვალიშვილს და რა იყო შედეგი? არაფერი. ჰოდა, ათამაშეთ ახალგაზრდები, ნამდვილ შესარჩევამდე ცოტას მაინც შეთამაშდებიან. და მოეშვით ამ დედოვშინას გასახდელში. აირჩიეთ ხვიჩა კაპიტნად და გეშველებათ!

• Levani

უკრაინელებთან იმიტომ კი არ გვიჭირს რომ რამე განსაკუთრებულს თამაშობენ,ჩვენ გვიჭირს ფიზიკურად ძლიერ მორბენალ გუნდთან. შოტლანდია,ნორვეგია ჩეხეთმაც როცა ირბინა გადაგვიარა თამაშით. გასაგებიცაა-ძნელია როცა 2 მეტრიანი ვერზილები დარბიან ბურთი შენ გქონდეს. ჩვენი ძლიერი ბიჭები მიდიან რაგბზე და ჭიდაობაზე,ერთი ლოჩო გვყავს მარტო. იმათთან მგონი ყველა სტანდარტია

• კახა

სლოვენი მაგიტო არი ყოველ ტურში 5 ზე ნაკლებს რომ არ უშვებს!??? კაშია არასდროს არ იყო ევროპული დონის ფეხბურთელი და საერთოდ კალაძე 2 გზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვების გამოა საუკეთესო ქართველ მცველებში ჩემი აზრით მხოლოდ ჩივაძე იყო ევროპული დონის ფეხბურთელი და კეტაშვილზე მწყდება გული მხოლოდ ამ ორს შეეძლო ეთამაშა გრანდში!

• დავით 67

ვერაფერი ღირებული ვერ ვნახე ვილის სიტყვებში. სადღეგრძელოსავით გამოუვიდა. ისე იმას ვერავინ დააბრალებს, რომ ვინმე ღირსეული არ გამოიძახა. რაც გვყავს ესაა. თუმცა ამ რესურს გამოყენება უნდა. მე პირადად ჩეხებთან იმედი არ მაქვს. უკრაინის ნავსი შეიძლება გავტეხოთ.

• ზაკო-12

კაშიაზე უკეთესი პირველი პასი რომელ ქართველ მცველს აქვს, ან მასზეძლიერი პოზიციურ ბრძოლაში რომელი გვყავს, ან თუ ასეთი უუნაროა ფიზიკურად კვირაში 3 თამაშის ჩატარებას როგორ ახერხებს ჩ.ლ. ჩათვლით. ან ამ ასაკზე ჩაციკვლა რა უბედურებაა

• G.LA

ვილი შიშებს არ გადავყვეთ. ვილი გვიან მიღებული სწორი გადაწყვეტილება უკვე შეცდომაა. ვილი აღარ არის დრო შიშების, მოქმედებაა საჭირო. მარტო ერთ ერთში კი არ უნდა დაიწყოს გოგლიჩიძემ ძირითადში, უნდა დაიმკვიდროს ადგილი ძირითადში და ნდობა უნდა გამოუცხადოთ ყველამ. ბერიაშვილიც უნდა იქნეს მოწვეული ნაკრებში, ის მშვენივრად თამაშობდა ახალგაზდულში და ახლაც უნგრეთში კარგად თამაშობს. გოჩოლეიშვილს უნდა ქონდეს დრო ნაკრებში, რომ თავი წარმოაჩინოს. მსოფლიოს შესარჩევში ხომ არ დაიწყებ ექსპერიმენტებს? კაშიამ დიდი სამსახური გაუწია ნაკრებს და ჯერ კიდევაც შეუძლია სათადარიგოში იყოს, ახალგაზდებს ზურგი გაუმაგროს. დაცვის რგოლი გაახალგაზდავებას ითხოვს დიდი ხანია. ზუსტად ახალგაზდებმა წინა ხაზში შეტანილი ენერგიით ნაკრები დაამსგავსეს ნაკრებს და რატომ გეშინია ახალგაზდების უკანა ხაზში დამკვიდრების? აგერ ბარსა მაგალითია ახალგაზდების ნდობის, ან რათ გვინდა ბარსა, როცა 19 წლის ახლგაზდა ჯერ ჩაკვემ ათრია ნაკრები და მერე ისევ 19 წლის კვარამ აიყვანა სხვა დონეზე. გოგლიჩიძეს გამოუცხადე ნდობა და დაეხმარე ძირითადში დაიმკვიდროს ადგილი. გოგლიჩიძე და საზონოვია ის კედელი რომელიც იქნება მომავალში ნაკრებუს იმედი. ახალგაზდა მამარდას ნდობა გამოუცხადეს ვალენსიაში და მან ჰოლანდიის ნაკრების მეკარე ამოაგდო ძირითადიდან. სულ რაღაც 2-3 სეზონში კი 10 საუკეთესო მეკარეთა ნომინანტებში მე-7 ნომრად გახდა. ჩვენ გვყავდა და გვყავს ისევაც ნიჭიერი ახლგაზდობა და ეს ჩამოთვლილი მაგალითებიც საკმარისი უნდა იყოს რომ ყველამ ერთად დავიჯეროთ ჩვენი ბიჭების. ყველასთვის უცნობი ქოჩორა ნაკრებში პირველივე თამაშიდან შეუცვლელ ლიდერად მოგვევლინა. ეს ყველა ფაქტი ნუთუ ცოტაა რომ ახალგაზდა ბიჭებს ნდობა გამოუცხადოთ?

ზოგადად, უკრაინელებს ხო ყველაფერში უპირატესობა აქვთ ყველგან, ფრონტზე განსაკუთრებით. ახლა კი სერიოზულად, თქვენ ვისკენ ხართ? , მე საქართველოსკენ.

• kvara varskvlaviiiiiiiaaaa bichooooooooooo

უი შენ რა გითხარი...დასვენე კაშო დამიჯერეე უკრაიანასთან...შეიტანე სიახლე რაღაც...კაპიტანი კვარაცხელია...ყველა ქვეყანა კვარაცხელიას მიცემდა კაპიტნობას რომელ ქვეყანაშიც არუნდა ეთამაშა.....კვარა კაპიტანი!!!!!!!!!!!

• haraus

მაქსიმალურიი შედეგი 1 ქულა ამ ორ თამაშში ნუ გაქვთ რამე მოლოდინი ჯერ ვერ ვართ იმ დონეზეე უკრაინას და ჩეხეთს ვაჯობოთ...იმედია ვცდებიი და ბოდიშსაც მოვიხდიი ამ საიტზე პროსტ მართლა არ მჯერაა ბოლოს ისე ითამაშეს,,,,

• ვვვ

მაგ ყველას ადგილას აზაროვს სვამ?

• კახა

კაშია უნდა ამოაგდო,გველესიანი,დგოგლიჩიძე დვალი გოჩელეიშვილი კაკაბაძესაც ამოვაგდებდი აზაროვს ეხლა უნდა მიეცეს შანს ბიჭს აშკარად აქვს პოტენციალი ფსიქოლოგიური ბარიერი აქვს საკუთარ ძალებშ თვითრწმენა აკლია მე თოფურიასთან შევახვედრებდი ნაკრების ფეხბურთელებს თოფურიას შეუძლია მოუყვეს საკუთარი თვითრწმენის უმაღლეს დონეზე მისაღწევად რეებს აკეთებდა და აკეთებს მოიწვიონ შეკრებაზე ტვინი თუ აქვს ვინმეს ფედერაციაში!??

• G.LA

მწვრთნელს წინა წელს ერთ ჯგუფში იყვნენ და ალბანეთმა შინ 3-0 დაამარცხა ჩეხები, არა მგონია ალბანეთში ჩეხებმა მოიგონ, გადარბენა ხომ საერთოდ გადამატებულია. რატომ უყურებთ ალბანეთს ასე ვერ ვხვდები? ჯგუფში ესპანეთი, იტალია, ხორვატია ყავდათ და არ შერცხვნენ ევროპაზე.

• მწარე

უკრაინისთვის არსდროს არ მოგვიგია. ეს ნიშნავს, პირველი-ისინი ჩვენთან ყოველთვის განსაკუთრებით ემზადებიან ანუ უნდათ დაამტკიცონ რომ ჩვენზე მაგრები არიან. მეორე- ჩვენთან ხშირად უმართლებთ. იღბალი მათკენაა. და არის მესამე ფაქტორი, კონტრშეტევის გუნდია. მოკლედ უპირატესობა აქვთ.

• ჯიმა

გოჩოლეიშვილიც სასტარტოშია საჭირო.

• მწვრთნელი

ეხ ვილი ვილი! უკვანტო საქმე საკვანტოდ როგორ გაიხადე წინა თამაშებში! ერთს ვიტყვი, რომ უკრაინას აუცილებელი მოგება უნდა (ასევე ჩვენც მოგება გვინდა) და აქედან გამომდინარე უნდა ავაწყოთ თამაში! აი მერე უკვე შევხედოთ ჩეხეთთან ამბავს, მაგრამ ჩეხეთი გადაურბენს ამ ალბანეთს და გაუხდება ათი ქულა! ასეთ შემთვევაში ჩვენი შანსები იზრდება მეორე ადგილისთვის! რა თქმა უნდა, თუ უკრაინას მოვუგებთ! უნდა შევეცადოთ ორივე თამაში მოვიგოთ! ჩვენ ბიჭებს შესწევთ ამის ძალა!

• las

ძლივს არ გამეხარდა რაღაც? მარა არამგონია კაშიას ნაცვლად დააყენოს :)

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა

შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს

[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით

გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა

სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

ალექსანდრე იაშვილი: ანტალ იაკობაშვილთან საუბარი გვქონდა, მაგრამ სამწუხაროდ, მას უნგრეთის ნაკრებში სურს თამაში

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან

ალექსანდრე იაშვილი: ყველას დავანახეთ, რომ შეგვიძლია ასეთ გუნდებთან თამაში და მათი დამარცხება

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

იაშვილი: მიზანია ვიბრძოლოთ პლეი-ოფის საგზურისთვის, მინიმუმ მეორე ადგილისთვის

"არ მინდოდა პირადი რაღაცების თქმა, მაგრამ ბუდუზე ეს უნდა მოგიყვეთ..." - რა განაცხადა იაშვილმა ზივზივაძეზე

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია