გადაცემა Viva el Futbol-ში "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ იტალიის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელებმა ანტონიო კასანომ და დანიელე ადანიმ დისკუსია გამართეს და ხაზი გაუსვეს, რომ ანტონიო კონტეს ხელში პირველ რიგში თამაშის სტილის შეცვლა ქართველს მოუწია.

კასანო: „კვარაცხელია ის აღარ არის, რაც ლუჩანო სპალეტის დროს იყო, თუმცა ახლა მეტი გოლი აქვს გატანილი, ვიდრე „ნაპოლიში“ პირველი სეზონის დასაწყისში. ეს ის არ არის, რაც მე მომწონს. მაშინ უფრო შეტევაში მოქმედებდა. ჩემი კითხვაა: ეს გუნდის ტაქტიკური ცვლილებებისთვის გაღებული მსხვერპლია თუ მწვრთნელი მას რაღაცას ართმევს?“

ადანი: „კონტემ ყველაფერი განაახლა, ფეხბურთელებს უთხრა, რომ ჩემპიონატზე დაკავებული მეათე ადგილის შემდეგ ყველაფრის თავიდან დაწყება მოუწევდათ. ჩაგდებულ სეზონში ასევე დამნაშავე „კვარა“ და ლობოტკა იყვნენ. ჩემი აზრით, კვარაცხელია აღარ იღიმის, რადგან მსხვერპლის გაღება უწევს. კონტე ბოლომდე გამოწურავს.

კასანო: „ვერ დაგეთანხმები. ხვიჩა „ინტერთან“ დაცვას ძალიან ეხმარებოდა და ბურთის ართმევა ისე იზეიმა, თითქოს გოლი გაიტანა. კონტე ფანტაზიის მხრივ ზღუდავს. არ ვიცი, ამ შემთხვევაში რა არის კომპრომისული ვარიანტი, მაგრამ ეს მოსაფიქრებელია“.

ადანი: „კვარა“ თავისი ძალისხმევით კმაყოფილია, მაგრამ თუ მას თავისუფლად თავისი თამაშის საშუალებას მისცემს და უაზრო სირბილისგან გაათავისუფლებს, სწორედ ეს იქნება კომპრომისი. მსგავსი ველური დატვირთვა უკიდურეს გადაღლას გამოიწვევს. კონტე აკეთებს იმას, რისიც სჯერა“.

„სკუადრა აძურას“ ექს-თავდამსხმელმა ფრანჩესკო გრაციანიმ განაცხადა, რომ „ინტერთან“ „ნაპოლის“ თამაში არ გახლდათ სანახაობრივი შოუ, თუმცა ფეხბურთელებმა მოედანზე გასწირეს თავი და აქამდე არასოდეს უნახავს, რომ კვარაცხელია და პოლიტანო წინ და უკან განუწყვეტლივ 80 მეტრს დარბოდნენ.

დავით 67
მადლობა სოსო. კიდევ შეგეკამათებოდი, მაგრამ მეზარება)) .შემდეგში გავცვალოთ კიდევ აზრები
დავით 67
გეთანხმები 100%. ბევრს ამის გაგონება არ უნდა. ვის არ გვინდა ლამაზი სანახაობრივი თამაშის ნახვა 50 და 100 ევროდ, მაგრამ იმ მილიონების ჩამდებებს ამ ბიზნესში ეს სულაც არ ადარდებთ. ვერ გაამტყუნებ
სოსო
ბევრ რამეში გეთანხმები,დავით,მაგრამ ვფიქრობ,კლასი კი არა,რისკი დაიკარგა,ნაპოლის თამაშში.კონტე დაცვიდან ათამაშებს ნაპოლის და კონტრშეტევა თუ არა,პოზიციურ შეტევაში,ბევრს ვერაფერს ქმნის.ინტერი მართლაც ძლიერია,ნაპოლიზე და ხვიჩას დაცვაში აქტიური დახმარება,მართლაც გამართლებული იყო,თუმცა როცა მეტოქე შეტევაში მოდის,ხვიჩასგან ყოველთვის ბოლომდე დევნას მოითხოვს კონტე.ყოველ შემთხვევაში ასე ჩანს.უხეშობაზე და შესწავლაზე რა თქმა უნდა გეთანხმები,ყველაფერი გამიზნულად და მწვრთნელის დავალებით კეთდება.ინტერის მწვრთნელი მოედანზე რომ შევარდა,აქ სტატიაშიც წერია,ფეხბურთელებს უყვიროდა,კვარა მჭიდროდ აიყვანეთო.ცხადია ეს რასაც ნიშნავს.ბურთი მოძრაობს ძალიან ნელა,ფლანგიდან ფლანგზე ბურთის ერთი პასით გადატანა აღარ ხდება და ამიტომაა კვარას სივრცეები მუდმივად რომ აქვს შეზღუდული,თორემ სპალეტის დროსაც აქტიურად თამაშობდა პრესინგს,მხოლოდ მეტოქის ნახევარზე და წართმეულ ბურთზე,წამიერად ვითარდებოდა სწრაფი შეტევა,რადგან ერთი პასი და უკვე კარის სიახლოვეს იღებდა ბურთს,ან ის,ან კიდევ პარტნიორი.ამიტომ იყო მაშინდელი შეტევა შედეგიანი და დღევანდელი,უნიათო.რაც უნდა ეცადო,ბურთზე სწრაფად ვერ იმოძრავებ.ამიტომ არის,რომ დღეს ხვიჩა დარბის,მაგრამ ბევრი არაფერი იქმნება,მაშინ კი,ბურთი დაფრინავდა და ყოველი შემტევი,სახიფათო სივრცეში იღებდა ბურთს,იქიდან კი ყველაფერი ადვილი და სახალისო ხდება.კარი ხომ დასარტყმელ მანძილზეა და დრიბლიორის წინააღმდეგ თამაშიც,გაცილებით პენალტ საშიში.ისეთ გუნდში გადასვლის სურვილში,რომელსაც ადრე ლიგა არ მოუგია,საწინააღმდეგო არაფერი მაქვს,თუმცა დღეს ასეთი გუნდის მოძებნა,რომელსაც არ მოუგია და მოგების შანსი აქვს,ძალიან ძნელია.პსჟ-ში გადასვლის სურვილში კი,ბოდიში მაგრამ ვერ დაგეთანხმები.ისეთ გუნდად მეჩვენება,უნახავმა რა ნახაო,კაცი რომ იტყვის.არც ორგანიზაციაა სათანადო დონის და რაც მთავარია,გულშემატკივარი არ მომწონს მაგათი.სწორედ მათ გულშემატკივარს ვგულისხმობ,წინა წინადადებაში შეფასება რომ დავწერე.ვერც ერთ გუნდს ვერ ვხედავ,ისეთს,უტიტულო იყოს და ხვიჩას შესაძენი ფული ჰქონდეს და მხოლოდ ხვიჩას დამატებით,ლიგის მოგების რესურსი ჰქონდეს.შვილების საფრანგეთში სწავლას კი,გულით გილოცავ.ფრანგულ კულტურას,სულ სხვანაირი ეშხი და სიმსუბუქე აქვს.ნამდვილი ფრანგებიც გახსნილი და გულიანი ხალხია,თუმცა უზარმაზარმა აფრიკულმა ემიგრაციამ,ძალიან აამღვრია ქვეყანა და როგორც ვატყობ,თვითონაც ვეღარ პოულობენ გამოსავალს.ეროვნული,ფრანგული ფოლკლორი,ფაქტობრივად აღარ აქვთ და კულტურების აღრევამ,ეროვნული კულტურის დაცემაც გამოიწვია.არც ისე დიდი ხნის წინ,ფრანგები იყვნენ საქართველოში ჩამოსული,ქართული კულტურის,ლიტერატურის გასაცნობად და ჩემი მეგობარი,ფრანგული დამოუკიდებლად რომ შეისწავლა და ფრანგულ სასულიერო და საერო ლიტერატურას თარგმნის,მათი მასპინძელი ყოფილა.თავიდან ცოტა ისე იყვნენო,მაგრამ კახეთის კულტურის ძეგლები რომ დავთვალიერებინე გაგიჟებულან.მერე საუბარში ,ჩემ მეგობარს,ფრანგული მწერლობის კლასიკოსები რომ უხსენებია და აღმოუჩენია,რომ მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ,მაგალითად პროსპერ მერიმეზე,ახლა ეს გაგიჟებულა.მეკითხებიანო,რომელი წიგნები წავიკითხოთ,ქართული ლიტერატურიდან,იქნებ სია დაგვიწეროთო.არც ავიღე,არც დავიღე და ვუთხარი,ჯერ თქვენი კლასიკოსების წიგნები წაიკითხეთ და მერე გეტყვით,ვისი წიგნები წაიკითხოთ,ქართველი მწერელებიდანო.სხვათა შორის,გურამ ფანჯიკიძესაც უწერია დაახლოებით მსგავსი ისტორია,როცა 1966წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე,მას და სხვა საბჭოთა ჟურნალისტებს,გიდებად რუსული ფილოლოგიის ფაკულტეტის სტუდენტები მიამაგრეს და აღმოჩნდა,რომ შექსპირიც კი არ იცოდნენო,რადგან მათ მხოლოდ რუსული ლიტერატურის ცოდნას სთხოვდნენ,უნივერსიტეტში.ინგლისური კი არ გვჭირდებაო.ცხონებული ბატონი გურამი,გაოგნებული დარჩენილა.სპეციალიზაცია საჭიროა,მაგრამ რაღაცა საბაზისო ცოდნა,ყველას უნდა ჰქონდეს.მგონი ამ უკიდურესმა სპეციალიზაციამ შეუწყო ხელი,კულტურის ასეთ დევალვაციას,მთელ მსოფლიოში და გლობალიზაციაც ამიტომ ანადგურებს, ყოველივე ეროვნულს.
გუნდის შეცვლა უნდა
იმედია წელს კიდევ ერთ სერია ა-ს დადებს და შემდეგ გადავა ისეთ გუნდში სადაც დაცვაში სირბილით არ გამოწურავენ. მაგალითად ლივერპულში ან ბარსაში. ან თუნდაც მანჩესტერში
გოჩა
ხვედელიძე დაცვას მიხედე დაცვას!კარგია, კვარაცხელია დაცვაში დი ლორენცო თავდასხმაში.რა დაცვა რის დაცვა?კაცი დაბადებულია შემტევ ფეხბურთელად,დაჯილდოვებულია უბადლო ტექნიკით და ნიჭით და ჩვენ გვაიძულებენ კვარას ვუყუროთ დაცვაში.სიბრაზე მიპყრობს!
რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!
80 მეტრის წინდაუკან სირბილი მაგას კი არა სპრინტერს გადაღლის უკიდურესად და ორგანიზმის გამოფიტვაც შესაძლებელია
ჟორა გაბრიჭიძე
ფეხბურთის მატჩი კონცერტი არ არის, რომ მისგან სიამოვნებას იღებდე. ეს ბრძოლაა გუნდისთვის და მწვრთნელისთვის, რისი მიზანიც ლამაზი თამაში კი არა 3 ქულის აღებაა. სწორეთ ამაში იხდის ლავრენტი ფულს და არა კვარას ლამაზ დრიბლინგში, რომელიც ასე ძალიან მოსწონს მაყურებელს. როცა მიზანი ქულებია, მაშინ თამაშის სილამაზე ეწირება 3 ქულას. მართალია არიან გუნდები, რომლებიც ამას ერთდროულად ახერხებენ, მაგრამ კონტემ მაყურებელს უთხრა: "გაიხსენეთ გასული სეზონიო". ანუ წელს სატურნირო მდგომარეობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებაა აუცილებელი.
ამბაკო
რა თქმა უნდა,კვარაცხელია გუნდის ნაწილია და როგორც გუნდს სჭირდება ისე უნდა იმოქმედოს,მაგრამ ისმის კითხვა:ასეთი თამაშით (ინტერთან)მას მოაქვს გუნდისთვის ის სარგებლობა ,რა სარგებლობის მოტანაც ,მას შეუძლია? რა თქმა უნდა არა.გუნდისთვის დახმარების გაწევა თავდაცვის დროს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ძუნძულით ირბინო მთელს ფრთაზე,სდიოს ყველას ,ბურთთან კვეთა არ გქონდეს,მეტოქე პერეპასოვკებით მაინც ახერხებდეს შენი კარისკენ ამოწევას და ხიფათების შექმნას და შენ ქანცგაწყვეტილს შეტევის თავი აღარ გქონდეს.რამოდენიმეჯერ ,როცა მერეტიმ ბურთი ხელში დააფიქსირა ,კონტრშეტევის წამოწყება სცადა და ამ დროს ხვიჩა თავჩაღუნული ,ნელი ნაბიჯებით მიდიოდა ცენტრისკენ.არც კი ცდილა თავი შეეთავაზებინა ,სწრაფად გახსნილიყო და კონტრშეტევა განეხორციელებინა.ალბათ თავიც აღარ ჰქონდა ამის. ჩემი აზრით,ხვიჩამ ასე არ უნდა ხარჯოს ენერგია .მან არ უნდა სდიოს ყველა მეტოქეს "კვადრატში მოქცეულმა".კონცენტრირება უნდა გააკეთოს მხოლოდ ერთ მოწინააღმდეგეზე,(უშუალო ვიზავიზე უმჯობესია) შეზღუდოს მაქსიმალურად და არ მისცეს შეტევით ოპერაციებში ჩართვის საშუალება,პოზიციური მანევრირებით ჩაჰყვეს მხოლოდ და მხოლოდ თავისი ნახევრის ნახევრამდე და ჩასაფრდეს და მზად იყოს კონტრშეტევისათვის.ასეთი მანევრებით მას,თავდაცვის დროს გუნდის დახმარებაც გამოუვა და შეტევაშიც ძალიან ეფექტური იქნება.ამ შემთხვევაში ,ის ხომ გუნდისთვის ბევრად უფრო სასარგებლო იქნება და თავის კრეატიულობასაც არ დაკარგავს.ფეხბურთი ხომ მარტო შეჯიბრი არ არის,ის ხომ სანახაობაცაა?
დავით 67
სოსო-ს.მესმის შენი რომ სანახაობრივი თამაშის ნახვა გინდა, მეც ეს მინდა მაგრამ ის პრაგმატულობა რაც კონტეს აქვს, ეს მისაღებია გუნდის ხელმძღვანელობისთვის. მე აქედან გამომდინარე გავაკეთე კომენტარი. ამბობ ყველასთან ასე ათამაშებსო. რატომ? ლეჩესთან კალიარისთან პარმათან და კიდევ სხვებთან სხვადასხვა სტილით თამაშობდა. თვითონ გუნდმაც ბოლომდე თამაში ისწავლა. პარმას დამატებით წუთებში გამოსტაცეს მოგება. ზოგ გუნდებთან შემტევ ფეხბურთს ათამაშებს გუნდს. სხვა რამეა რომ გუნდს კლასი არ ჰყოფნის.რაც შეეხება ხვიჩას ჩემი აზრით, რაც პირველ სეზონში გამოსდიოდა, უბრალოდ აღარ გამოსდის, მხედველობაში მაქვს ბევრი დრიბლინგები, არ მგონია ეს ვინმემ დაუშალოს. ადრე არ ელოდნენ მისგან ასეთ თამაშს მოწინააღმდეგე გუნდის მწვრთნელები და ფეხბურთელები, ეხლა იციან, ვინც არის და ამიტომ ზედმეტად ყურადღებით არიან, 2 მცველი ყოველთვის მეურვეობს, ამას ემატება კიდევ მიზანმიმართული უხეშობა. ვფიქრობ ესაა მიზეზი მისი ეგრეთწოდებული " გაუფერულობის " .საერთო ჯამში გუნდისთვის მაინც ყველაზე სასარგებლო ფეხბურთელია. რაც შეეხება მის გადასვლას, მეც მინდა რა თქმა უნდა მისი სხვა გუნდში გადასვლა, მაგრამ არა ესპანურ ან ინგლისურ გრანდებში . მე ისეთ გუნდში მინდა მისი ხილვა, რომელსაც ლიგა არ მოუგია და მისი იქ ყოფნით მოიგოს. ისე რომ მისი წვლილი დიდი იყოს,როგორც სკუდეტოს მოგებისას.ასეთია პსჟ. შეიძლება სუბიექტურიც ვარ, რადგან ძალიან დიდი პატივისმცემელი ვარ ფრანგული კულტურის.საერთოდ ყველაფერი ფრანგულის. თან შვილები პარიზში სწავლობენ და ხანდახან მიწევს ხოლმე ჩასვლა და დავესწრებოდი მის თამაშებს. ეხლა ბევრს არ მოეწონება ჩემი სურვილი, მაგრამ ამაშიც არაა საქმე. საერთოდ ქართველებს გვიყვარს სხვის აშენებულზე გულაობა,სხვისი შრომით გამდიდრება და ა.შ ამიტომაც უნდათ ბევრს მისი გადასვლა რეალში ბარსაში სიტიში ლივერპულში. ყველაზე არ ვამბობ რა თქმა უნდა. ბოდიში ყველა წესიერ და პატიოსან ქართველ ადამიანთან
სოსო
დავით,ინტერთან გასაგებია,ასე თამაში და არც თვითონ დაუზარებია.ეგ კი არა,რამდენჯერმე გოლივით აღნიშნა,დაცვაში კარგად რომ ითამაშა,მაგრამ როცა ყველასთან ასე თამაშობენ და ხვიჩას,თუნდაც ძველი ნაპოლის ფეხბურთის სილამაზის ანარეკლსაც ვეღარ ვხედავთ,ამას რა ვუყოთ?ორი წლის წინ,მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და შედეგიან ფეხბურთს თამაშობდა,ნაპოლი,წელს კი,აგერ სტატიებშიც აღარ მალავენ,მახინჯ ფეხბურთს თამაშობენო!გესმის?!ხვიჩას,ნაპოლის, მახინჯი ფეხბურთის თამაშს სთხოვს,კონტე!მარტო ეგეც არა,როცა არ გამოსდით,რა გააკეთონ,აღარ იციან და უკვე ორჯერ წააგეს,სამარცხვინო 0-3 ანგარიშით.ხვიჩამ 5 გოლიც გაიტანა,მაგრამ ძველებური სილამაზე,აღარ გვინახია,მისი შესრულებით.11 კმ.ზე მეტი ირბინა.ესე იგი ფიზიკური მომზადება,სრულიად საკმარისი დონისა აქვს,მაგრამ დრიბლინგებს,მეტოქეების ფინტებით ჩამოტოვებას უკვე ვეღარ ახერხებს და ეგაა უბედურება.ერთი ერთზეც კი ხშირად ჰკარგავს უკვე ბურთს და ეგ იმიტომ,რომ უკვე მოტყუების ჩვევა დაკარგა.ცდილობენ ხვიჩას თამაში შეცვალონ და ეს ყველაფერი,თამაშის სილამაზის,ინდივიდუალიზმის დაკარგვის ხარჯზე ხდება.როცა მკვეთრ ინდივიდუალისტს გუნდში იყვან,განსხვავების შესაქმნელად და შემდეგ ამ ინდივიდუალიზმის აღმოფხვრას იწყებ,მის თამაშში,ეგ არის მიუღებელი.ამბობ,ხვიჩა პროფესიონალია და ყოველთვის სრული ძალით თამაშობსო...მართალს ამბობ,მართლაც სრული ძალით თამაშობს,მაგრამ ფეხბურთელიც ადამიანია და ფსიქოლოგიურ ფაქტორს,თამაშზე დიდი გავლენა აქვს.როცა რაღაცა პრობლემა გაწუხებს,კი,თავს არ იზოგავ,მაგრამ ხარისხი მაინც ის ვეღარ იქნება.კონცენტრაცია და თავდადება აღარ გაქვს ძველებური და იმიტომ.კონტეს შედეგს რომ სთხოვენ,ეგეც სრული ჭეშმარიტებაა,მაგრამ იგივე შედეგს,სპალეტიმ ზღაპრული ფეხბურთის თამაშით მიაღწია,ეს კი მახინჯი ფეხბურთით ცდილობს.მახინჯ ფეხბურთში, ხვიჩას არაფერი ესაქმება,ისევე ,როგორც ისეთ გუნდში,სადაც მის ღირსებას და ინტერესებს არაფრად აგდებენ.ამიტომ წავა ნაპოლიდან,იმავე წამს,როგორც კი ეს შესაძლებელი გახდება.საკუთარი მეს გადასარჩენად უნდა წავიდეს.რამდენიმე დღის წინ,მიხეილ მესხის და გივი ნოდიას კარიერის მაგალითები შევადარე ერთმანეთს და არ მინდა,კვარასაგან გივი ნოდიას ანალოგიური,გატეხილი ფეხბურთელი მივიღოთ,სხვების ნებას რომ დაჰყვა და თავისი სახე დაკარგა.არა და გივი ნოდიაც ბრწყინვალე თავდამსხმელ-გოლეადორი იყო.
დავით 67
სოსო-ს! კარგი რა, რა გამოწურავს არა ისა. ვიცი კახელი ხარ და ღვინო ბევრჯერ დაგიწურავს და ამიტომ ამბობ ალბათ.)) როდესაც ინტერს ეთამაშები, ისიც გასვლაზე, გუნდს დაცვაში ყურადღება მართებს და ამიტომაც დაავალა კონტემ დაცვაში დახმარება, რაც ნორმალურია, თან კარგადაც გაართვა თავი ხვიჩამ.აბა ლეჩესთან და კალიარისთან კი არ მოსთხოვს დაცვაში თამაშს. როცა არ გყავს იმ დონის გუნდი, რომ შემტევი ფეხბურთი ეთამაშო ტოპ-კლუბებს, ესეთი ტაქტიკა გამართლებულია. მე ხომ ვამბობდი ხვიჩა ბოლომდე დაიხარჯება თითქმის ყველა მატჩში მეთქი, ვიღაც მეკამათებოდა, ისე ითამაშებს, როგორც უხდიანო)). ახლაც გავიმეორებ როცა მოედანზე გადიხარ, იქ იწყება ბრძოლა,როგორც ომში. სხვანაირად არც გამოუვა პროფესიონალს.აბა ზაფხულობით სიამოვნებისთვის მეც კი ვაგორებ ბურთს. )) ასე რომ კონტეს ვალდებულებაა, რომ შედეგი დადოს,რაც ჯერჯერობით გამოსდის კიდეც.ის რომ ჩვენ რამე არ მოგვწონს, ეგ არაფერს ნიშნავს. მე რაც სერია ა-ს გუნდების თამაშებს ვუყურე ნაპოლი არ სჯობია არც მილანს არც ინტერს, არც იუვეს, მაგრამ ასეთი ტაქტიკური მონახაზით, მათზე წინაა. კიდევ რაც არ მომწონს აქ ბევრი თვლის რომ ხვიჩას თავისუფლება უნდა მისცეს მწვრთნელმა. რატომ ვითომ? ის გუნდის ნაწილია, ისე უნდა ითამაშოს როგორც გუნდს სჭირდება. ოსიმენიც კი ჩამოდიოდა დაცვაში, (როდესაც კუთხური იყო )და მაღალ ბურთებს ხარისხიანად იღებდა. მის გადასვლა არ გადასვლაზე ვერაფერს ვიტყვი. არ ვიცი უბრალოდ და ჭორების არ ავყვები, რადგან ნაპოლიშია, ალბათ მოსწონს ხვიჩას. სხვა გუნდში ახლიდან უნდა დაიწყო ყველაფერი. აგერ მბაპეს მაგალითი, პსჟ-ში ბრდღნიდა ყველაფერს, რეალში ვერ ქაჩავს. ალბათ ათამაშდება, მაგრამ ჯერ არ გამოუდის თამაში ისეთი, როგორსაც მისგან ელიან.

სპალეტის დროს კვარას აკრიტიკებდით დაცვას არ ეხმარებაო,ახლა ეხმარება და ეგეც არ მოგწონთ,ვეღარ გავიგე რა გინდათ?!
სიმენონი
რაღაც მხრივ მართლა საშიშია ხვიჩას კონტემ იგივე არ გაუკეთესოს რაც მოურინიომ გაუკეთა ეტო'ოს, როცა ჯადოსნური ჯოხით ჯორად გადააქცია
მირო
გამოწურავს ერთია,მაგრამ სანახაობასაც უკარგავს კვარას თამაშს.დრიბლინგზე უფრო პასების მუცემას თხოვს,რაც აშკარა იყო ინტერთან თამაშში.ეს ყველაფერი კი კვარას ჩვეულებრივ შემსრულებლად აქცევს,ასე უნდა კონტეს,უს გუნდური შედეგისთვის მუშაობს და კვარასაც გადააკეთებს.ხვიჩა გაიქეცი დროზე.
სოსო
კვარამ 11 კილომეტრზე მეტი გაირბინა ამ თამაშში.დიახ,მან გუნდისათვის თავი გადადო,მაგრამ ეს კვარას ფეხბურთი არ არის და სეზონის ბოლოს,ყველაფერს იღონებს,რომ ამ მარაზმს გაეცალოს.ამას,ნაპოლის გაჩემპიონებაც კი ვერ შესცვლის.ეს ლაურენტისმაც უკვე იცის და კონტეც კარგად ხვდება.ამიტომ ცდილობენ ბოლომდე გამოწურონ.რამდენს გაუძლებს კვარა?ახლა არა,მაგრამ გაზაფხულზე უკვე ამასაც ფეხებზე დაიკიდებენ,კონტეც და დე ლაურენტისიც.შეეცდებიან ბოლომდე გამოადინონ წვენი და თუნდაც უმძიმესი ტრავმით დასრულდეს,მისი გადაღლა,რეაქცია ნული ექნებათ.იხმარე?გადააგდე და სხვა იყიდე!ეს არის მაგათი მამოძრავებელი იდეა.
ჯონი
ნუ ნერვიულობთ თქვენ, მეგრელი არავის გამოაწურინებს თავს, იქეთ გამოწურავს და გამოწველის ბევრს.
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
ზედიზედ მეორედ - კიტეიშვილი ავსტრიის ბუნდესლიგის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
"კონტეს ნერესი "კვარას" გასაუმჯობესებლად სჭირდება" - კასანომ და ადანიმ დებატები გამართეს
"კვარას და დემბელეს ამ ლეგენდარულ დუეტს შევადარებდი" - იუპ ჰაინკესი
"გუნდიდან ყველაზე ძლიერი მოთამაშე წავიდა, მის შეცვლას კი ვერავინ ახერხებს" - ადანიმ კვარაცხელიაზე ისაუბრა
"კვარაცხელიას და მარმუშის სანაცვლოდ 75 მილიონი გადაიხადეს, მსოფლიო საუკეთესო გუნდები კი ამ ფეხბურთელით არ ინტერესდებიან" - კასანომ გაკვირვება გამოხატა
"კვარა საუკეთესო იყო, ოსიმენი ვერაფრით დაეხმარა" - იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა ხვიჩაზე ისაუბრა
"ნაპოლის" ზაფხულში გუნდის ფორვარდი გამოემშვიდობება
კონტეს სეზონის ბოლოს პრობლემები მოეძალა - "ნაპოლი" ერთ-ერთი ლიდერის გარეშე დარჩა?
"ამ სეზონში სკუდეტოს მოპოვება სასწაული იქნება" - კონტე "ნაპოლის" შესაძლო ჩემპიონობაზე
"ახლა რაღაც პროვოკაციულს ვიტყვი"- იტალიის ნაკრების ყოფილმა მცველმა "ნაპოლის" ფეხბურთელზე ისაუბრა
კასანო: სიგიჟეა - კონტე კვარაცხელიას არყოფნით გახარებულია
"სალერნიტანასთან" საბედისწერო შეცდომა დაუშვა" - იტალიის ნაკრების ყოფილი მცველი სპალეტიზე
ნუთუ დე ლაურენტისი ასეთი გულუხვი გახდა? - ყველაფერი დე ბრუინისთვის!
"სპალეტის კვარაცხელია და ოსიმენი მაინც ჰყავდა, რაც შეეხება კონტეს..." - რა თქვა კასანომ?
კასანო: ლეაოს კვერცხები არ აქვს და ფალსიფიცირებული ფეხბურთელია
კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის
8 ახალი ფეხბურთელი პრესეზონის დაწყებამდე - "ნაპოლი" ზაფხულში მაგრად გაძლიერდება
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"მომდევნო 15 წელიწადში ეს ორი მსოფლიოს გააგიჟებს" - ანტონიო კასანო
"ვინც ხვიჩას შეურაცხყოფას აყენებს, უნდა რცხვენოდეს" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე
მოვლენების ასეთ განვითარებას არავინ ელოდა - ოსიმენის მომავალი თითქმის გადაწყდა
"დე ლაურენტისს მათზე არაფრის გაგონება სურს" - რას წერს იტალიური პრესა "პარტენოპეიზე"?
"ნამდვილი ჯორჯ ბესტია" - კვარაცხელიას ზღაპრულ გოლზე გამოხმაურებები არ წყდება
ძალიან დიდი თანხა - რამდენი გამოიმუშავა კვარაცხელიას გუნდმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში გასვლით
"ეს ადამიანი დიდი თავის ტკივილია, მაგრამ..." - კოსტაკურტამ კონტეზე ისაუბრა
ასე და ამიტომ თქვა უარი "არსენალმა" 2022 წელს კვარაცხელიას ტრანსფერზე - კლუბის ყოფილმა სკაუტმა ეს ამბავი მოჰყვა
კონტე "ნაპოლის" ტოვებს? - "პარტენოპეის" შესაძლო შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს