ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გასასვლელი პლეი-ოფის პირველ მატჩში, საქართველოს ნაკრებმა საკუთარ მოედანზე ხორვატია 1:0 დაამარცხა.

მასპინძლებმა თამაში აგრესიულად დაიწყეს და დებიუშივე შეძლეს დაწინაურება, როდესაც კვერნაძის მარჯვენა ფლანგზე გარღვევას მამაცაშვილის დარტყმა, მეკარის მოგერიება მოჰყვა და გ.მამაგეიშვილთან ბრძოლაში ბურთს საკუთარ კარში ადგილი მცველმა სოლდომ მიუჩინა. აქედან მოყოლებული სტუმრები ინიციატივას დაეუფლენ და მომენტები შექმნეს: ზვონარეკი საჯარიმოში შეიჭრა, დაარტყა და ჩვენი გუნდი ხარიხამ იხსნა, შემდეგ სოლდოს გატანა მეკარე ხარატიშვილმა არ დაანება, ფრიგანმა კი შესანიშნავი შანსი ვერ გამოიყენა.

მეორე ტაიმის დასაწყისში ჩვენმა გუნდმა მეტოქის მწვავე შეტევები მოიგერია, ხოლო 61-ე წუთზე სწრაფი კონტრიერიშისას პირისპირ გასული გ. მამაგეიშვილი მეკარე ჩავლინამ საჯარიმოს გარეთ წააქცია და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლული ხორვატები იძულებულები გახდნენ დაცვაში ჩამდგარიყვნენ, შეცვლაზე შესულმა მეკარე კოლიჩმა ორჯერ გადაარჩინა თავისი გუნდი და საქართველოს ნაკრებმა მინიმალური ანგარიშით გაიმარჯვა.

საპასუხო შეხვედრა 19 ნოემბერს რიეკაში ჩატარდება.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

საქართველო - ხორვატია 1:0

გოლი: სოლდო (4, საკ. კარში)

გაძევება: ჩავლინა (61, ხორვატია)

საქართველო: ხარატიშვილი, აზაროვი (მორჩილაძე 90+1), უგრეხელიძე, ლაცაბიძე, მაისურაძე, გაგნიძე, გ. მამაგეიშვილი (სიგუა 67), ო. მამაგეიშვილი (გორდეზიანი 76), მამაცაშვილი (აბუაშვილი 67), ოდიშარია, კვერნაძე

გოგა
რას ამბობს ეს ხალხი ვერ გავიგე, რახან კაცი გაუგდეს 5 ფორვარდით უნდა გვეთამაშა? კაცის გაგდების მერე გვქონდა 2 3 იდეალური მომენტი გასატანი და ყველა მეკარემ აიღო, 8 დან 6 კუთხური მერე მოვაწოდეთ, ზუსტი დარტყმები მერე გვქონდა 4 ზუსტი დარტყმა, რა კლასის ქონდათ უტევდნენ და მეტი რა ექნათ? 10 კცით დარჩა და დაცვაში ჩადგა ხორვატია, მაშინ არ უნდა დავბნეულიყავით თორემ კონტრშეტევაზე შეგვიგდებდნენ, სწორად ათამაშა გუნდი სვანაზემ და როცა აზრზე არ ხართ ფეხბურთის არაფელი დაწეროთ ჯობია, თუ მეორე მეორე გოლი ვერ გავიტანეთ აქ უკვე კლასი არ ეყო გუნდს, სულ ეგა და ბრძოლას და სურვილს ვერ დავუკარგავთ ბიჭებს
სოსო
გაზეთ ლელოს ინტერნეტ გვერდზე,"ლელო გე",უკვე გუშინ იყო,მისი კომენტარი.
gel-100
ღმერთმა ქნას მაინც გავიდეთ თუმცა თუ ვერ გავედით სვანაძე არის გასაგდები მიუხედავად იმ წარმატებისა რაც ასეთუ ისე აქვს ახალგაზრდულ ნაკრებს, რაც გუშინ მწვრთნელმა იკადრა ეგეთი არც ახალგაზრდული ნაკრები გვინდა და არც ეროვნული, რა იკადრაა?? რა იკადრა და ჩაიჯვა და გუნდსაც ჩააჯმევინა,,ესეთი შანსი როცა მოგეცემა მით უმეტეს 2-რაუნდიან დაპირისპირებაში და შენ ამ შანსს შეგნებულად არ იყენებ ბოდიში მარა ხარ მშიშარა მწვრთნელი და მშიშრები წარმატებას ვერ აღწევენ,,გასაგებია წინა მწვრთნელებთან და წინა წლებთან შედარებით რაღაც პროგრესი გვაქვს თუმცა რა პროგრესიც შეგვეძლო გვქონოდა იმ თაობიდან გამომდინარე რაც გვყავს არ გვაქვს და ეს მწვრთნელის მშიშარა ბუნების პირდაპირი ჩვენებაა,,ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზეც წაუგებლად გამოვარდით ისრაელთან რომელიც არც ფეხბურთელებით გვჯობდა და არც როგორც გუნდი თუმცა შიშით და კანკალით მოთამაშე გუნდს ყველა მიაჩმორებს რაც დაგვემართა კიდეც,,ესეთი შანსი უნდა გამოიყენო აუცილებლად როცა გქვია მწვრთნელი და გაქვს რაიმე პრეტენზია, შიშით და კანკალით მოთამაშე გუნდის ყურება არც თუ ისე სასიამოვნოა
სადაა მწვრთნელის კომენტარი?
რატომ დუმს სვანაძე? ახსნას რატომ გააჩერა გუნდი როცა რიცხობრივი უპირატესობა მივიღეთ? ჯგუფის თამაში ეგონა ალბათ და 3 ქულა მოიპოვა ხომ?))) აქ წერდნენ, ფინეთი ყველაზე სასურველი მეტოქე იქნებოდაო. ნახეთ როგორ ითამაშეს, გადაურბინეს ნორეგიას, როგორც ჩეხებმა გასვლაზე ბელგიას და პირველივე თამაშით გაინაღდეს ევრო საგზური. აქეთ სვანაძე და სანიოლი რამდენიც გინდათ (ძირითადად ფედერაციის ბოტებო), გაუფორმეთ სასწრაფოდ გრძელვადიანი კონტრაქტები, ფაქტია, რომ აზრზე არ არიან არაფრის. ლომებივით ბიჭები გვყვავს, 2-3 გუნდის გარდა შეუძლიათ ყველას გადაახიონ თავზე ბურთი და ესენი კიდევ საშინელ ფეხბურთს ათამაშებენ!
ზაზა
100%
odala
ქართულში ოროსანი იყავი, შრატი, შვილო? მაგრამ ეგ რა საკითხავია. მთავარია პატრიოტი ხარ, ანტი-პუწწწწწინისტი :)))
გიორგი
რაებს წერთ სვანაძის ნაირი წარმატებული ახალგაზრდა მწვრთნელი საქართველოს ჯერ არ ყოლია აეკრძალოს ქართველს მწვრთნელობაო ახალკაცი და ჟორდანია მსოფლიო დონის მწვრთნელები იყვნენ მომავალს როგორ ხედავთ თუ ახალგაზრდა მწვრთნელებმა პრაქტიკა არ მიიღეს სადაც შეცდომებიც იქნება დაინახავენ გაანალიზებენ რაც შემდგომში წარმატების საწინდარი იქნება.
გიუშა
მგონი საქართველოს ყველა ჭორიკანა დედაბერი ამ საიტზეა))
გიუშა
ყოჩაღ ბიჭებო!!! ყველა კომპონენტში ვაჯობეთ ხორვატებს! რაც შეეხება კომენტარებს პასუხის ღირსადაც არ ვთლი იმათ ვინც ასეთ ღვარძლს ანთხევს
odala
ვიზიარებ ნაცების მწუხარებას.
Bu
ხორვატიას ბიჭებმა ბურთი თავზე დაიხიეს და კიდევ ბევრი უკმაყოფილოა,უფრო მეტი გვინდა,ჭამა მადაში მოდის.
სოსო
ნაპოლეონ,2 საუკუნის წინ მკვდარი კაცის სახელით ბლატაობ და სხვის ბლატაობაზე ლაპარაკობ?სვანაძის ტრაბახი და ბლატაობა ვის გაუგია?!ან,რომც იბლატაოს,არ ეთქმის?!ერთხელ ჯგუფიდან გაიყვანა ნაკრები და მეორედ,ერთ ნაბიჯშია,ამისგან.ამ ასაკში,აქამდე სხვას მიუღწევია?
სოსო
ჯერ ზოგადად პირველ ნომრად თამაში გვიჭირს,თანაც ყველა ნაკრებს და როცა ისე ხდება,რომ ჩვენი გუნდები(კლუბებიც) რიცხობრივ უმრავლესობაში რჩებიან(სპორტის სხვა გუნდურ სახეობებშიც),კიდევ უფრო იბნევიან,არ იციან რა გააკეთონ და ხშირად უპირატესობას ჰკარგავენ კიდეც.ზოგადად სვანაძე,ფრთხილ თამაშს ათამაშებს ნაკრებს და ამიტომ იყო,თამაშების უმეტესობა 0-ზე რომ დავამთავრეთ.ხორვატებთანაც საფუძვლიანი შიში გვქონდა,რომ კარის მშრალად შენახვა გაგვიჭირდებოდა.თითქმის მთელი ჩვენი დაცვა,ხომ შეცვლილი იყო,სხვადასხვა მიზეზებით.ამიტომ კიდევ უფრო ფრთხილობდა სვანაძე.მეორე მხრივ,თამაშმა გვიჩვენა,რომ ხორვატებს კიდევ უფრო ცუდად ჰქონიათ საქმე დაცვაში.სამწუხაროა,მათი მეკარე რომ გააძევეს,ვინც თავიდან იდგა,ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა,შეცვლაზე შემოსულმა კი,შესანიშნავად ითამაშა და განმეორებით თამაშში,გამოდის,გაცილებით უფრო საიმედო მეკარე იდგება,მათ კარში.განმეორებით მატჩში,ხვადაგიანი და ლომინაძე დაგვიბრუნდებიან,მაგრამ გოგლიჩიძე არ გვეყოლება და ალბათ აზაროვიც(საზონოვის არყოფნას შეგუებულები ვიყავით).არ ვიცი უგრეხელიძემ მერამდენე გაფრთხილება მიიღო,მაგრამ თუ მეორეა,ესე იგი,არც ის ითამაშებს და დაცვა კიდევ უფრო დაგვისუსტდება.აქ წაგება,ხორვატებს მეორე მატჩში შეტევაზე წამოსვლას აიძულებს და კონტრშეტევის შანსები მოგვეცემა,მაგრამ კვლავ სერიოზულად გადახალისებული დაცვა,რამდენად გაუძლებს მათ დაწოლას,ეგ კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა.ამ თამაშმა გვაჩვენა,რომ მათი შეკავება,საკმაოდ გვიჭირდა,ახლა კი აზაროვიც თუ აღარ იქნა,ამ თამაშში მართლა კაპიტანი რომ იყო და შეტევაშიც კარგად ირჯებოდა,კიდევ უფრო გაგვიჭირდება.ისევ წინა ხაზმა უნდა ივარგოს და იქ შებოჭოს ხორვატები.ძალიან მებრძოლი გუნდი გვყავს,თითქოს ხორვატებზე უფრო მებრძოლი და ეს მაძლევს იმედს,რომ ბოლომდე გაიტანენ თავისას.გამარჯვება მაინც გამარჯვებაა,ახლა ჩვენმა ბიჭებმა უკვე იციან,რომ მათთან თამაში,თამამად შეგვიძლია და ის დაძაბულობა,დასაწყისში რომ ეტყობოდათ,აღარ ექნებათ.ვფიქრობ ამ მოგებამ,ბიჭების თვითრწმენა უფრო აამაღლა და ამასაც დიდი მნიშვნელობა აქვს.ვფიქრობ,ახლა ჩვენი ანსები,გაცილებით უფრო მაღალია,ვიდრე ამ მატჩამდე გვქონდა,ხორვატიაშიც აუცილებლად გვექნება შანსები და პირველად თუ შანსი ჩვენ გამოვიყენეთ,ეს შანსი,ხორვატების შანსზე უფრო მეტი გახდება. ვულოცავ ბიჭებს გამარჯვებას და ხორვატიაშიც წარმატებას ვუსურვებ.იმედია იქაც კარგი ამინდი და გაზონი იქნება.კარგ გაზონზე ბურთის მოძრაობა ადვილი იქნება,რაც ჩვენი უპირატესობაა.
ოპელი ვერ გევიგე
აქ ხალხი ამბობს, კაცნაკლუკ გუნდს რატომ არ შევუტიეთო. რა ვიცი, რაც ამ გამეორებაში მომენტებია, 90% კაცის გაგდების შემდგე შევქმენით. თამაში არ მინახავს და ამიტომ ვერ ვხვდები, რის საფუძველზე ამბობთ არ შევუტიეთო. ამ გამეორებაში აშკარად გვაქვს მომენტები, მაგრამ დასრულებაში ვცოდავთ
L.J .
Zaza ra qna swori daglil xorvatias tanac kacnakluls burtis goreba rom daiwyoo,arada dges yveoreri chvensken iyo metis gatana unda gvecada..
ნაპოლეონი
სვანაძე მთელი ცხოვრება იბლატა ენა ხორვატიას მოვუგეო. . . ათ კაციანი გუნდთან ანგარიშის შენაეჩუნება დაისახა უმთავრეს მიზნად. . . რას ვიზამთ გასვლა განადგურდება და ხორვატი იყოო თავს გაიმართლებს. . . ართველი მწვრთნელი საერთოდ აიკრძალოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში. .
ქორ-პარიკმახერი
ვერანაირი ტაქტიკა და ბოდვის დონეზე ატმასკები ვერ გაამართლებს ათ კაციან გუნდთან დროის გაყვანას და მოედანზე სეირნობით სიარულს. ერთ ბურთიანი ფორა არაფერს არ ნიშნავს, ღმერთმა ქნას იქ უკეთ ითამაშონ.
Zaza
გუშინ დაიწყე შენ ფეხბურთის ყურება გეტყობა და დაანებე თწვი ანალიტიკოსობას. რა 4-5 ბურთით მოგება?! როდის გინახია საქართველოს რომელიმე ნაკრებს ხორვატიისთვის 4-5 ბურთით მოეგოს?! 1-0 რო მოიგეს სასწაულის ტოლფასია და საღოლ ბიჭებსაც და ტრენერსაც. კოეფიციენტებს მაინც შეხედე და მიხვდები იმედია რა სასწაულიც მოხდა. მაგრამ ვერ მუხვდები. თქვენ ოღინდ რამეზე გაწუწუნათ, მეტი არაფერი გაინტერესწბსთ
ზაზა
უნდა ადვილი სათქმელია. შეტევა კი არა ძაან სწორი ქნეს რო ბურთი დაიჭირეს. ხორვატიის მიგებწ ისედაც სასწაულის ტოფასი იყო
გიგო
ოხერო ვირთაგანებო, გვეპატიჟებით "მოდით გვიბალეშიკეთო" რისთვის მოვიდეთ? ბურთის მეკარესა და მცველებს შორის ბურთის გორების საყურებლად? არ გეიშვას არსად სვანაძის ფეხბურთი.
ჟორა გაბრიჭიძე
"ვინც არ რისკავს ის არ სვავმს შამპანურს", გონიერია ანდაზა. იცი გასვლაზე გაქვს სათამაშო და კაცნაკლულ გუნდს ეთამაშები, შეუტიე რა დალოცვილო.
ფეხბურთის ყურება შემაზიზღეს
რა უნდა ესეთ გუნდს ევროპაზე? მსაჯი, უფალი, ხალხი, ამინდი, იღბალი - ყველაფერი ამათკენ იყო და ესენი სვანაძის დავალებით მაინც ეშმაკისაკენ იწევდნენ. ვინც სვანაძეს მწვრთნელობა დააბრალა რა.....
რატი
მე მირჩევნოდა ის გოლი გაეტანა ჩვენებს და 11 -11 ზე გვეთამაშა ...ყველა ასაკობრივში გვიჭირს პირველი ნომრობა.
L.J .
Gamarjveba kargia,vulocav bichebs,mavram Chemi azrit Gadzevebis mere egreve unda sheetia bichebs is 5,10 wuti rac ukan agoraves sheidzleboda xorvatebis gatexva...gagvichirdeba magram unda gavidet!!!
goga
11-ტი 10-ზე თამაშს სპეციფიკური ცოდნა უნდა, ასე მარტივი არაა, შეიძლება აქეთ წამოგიხიონ ხინკლის ჩეკივით. სვანაძემ იცის თავის დონე და ესეც ბევრს ნიშნავს, დაუკრეფავში არ გადავიდა, ამიტომაც არ შეუტია.
გაუმარჯოს კურდღლურ ტაქტიკას!
სხვას არც მოველოდი სვანაძისაგან. ამიტომაც გაუფორმეს სასწრაფოდ კონტრაქტი, რომ ევროპაზე ვერ გასვლის შემთხვევაში ვეღარ მოვითხოვოთ მისი განთავისუფლება! ვაისიც კი არ იყო ესეთი მშიშარა მწვრთნელი! ხორვატიაში ბურთს თავზე გადაახევენ და ღირსებიც იქნებიან. ცენტრში და მეკარესთან ამდენი უაზრო ბურთის გორაობა ათკაციანმა ხორვატიამაც არ იკადრა. თვითონ ბიჭებს მაინც არ უტყდებათ ესეთი ამაზრზენი თამაში? თავისუფლად შეიძლებოდა 4-5 ბურთით მოგება და დუელის თბილისშივე გადაწყვეტა. და ამ მწვრთნელს განიხილავთ ვაისის ადგილზე? სასაცილოა ნამდვილად, სატირალი რომ არ იყოს!
ტევესი
მაგარი გაუმართლათ და ვერ გამოიყენეს შანსი საუბედუროდ მწვრთნელი არ გვივარგა
A
გასვლის შანსი მგონი 1%, უდიდესი შანსი ვერ გამოვიყენეთ, მინიმუმ ორი ბურთით რომ მოეგოთ, მოგების მიუხედავად ჩანდა რომ უფრო სუსტი გუნდი ვართ, დაცვა მეკარე , აზაროვსაც და გაგნიძესაც მოკლებული აქვთ, დრო ამათ უფრო გაყავდათ
Givi
სვანაძე არასოდეს რისკავს, არადა სულ თავისუფლად შეიძლებოდა კიდევ მინიმუმ ერთი ბურთის გატანა, ტყუპების შეცვლა იჩქარა სულ სხვა ჟილკით თამაშობენ ძმები...წარმატებები მეორე თამაშში ბიჭებს!!
დათო
აზაროვის ტრავმაზე დაწერეთ, სერიოზულია?!
ლადო
კარგი თამაში გამოვიდა ჩვენთვის. გილოცავთ. იქაც მოვუგებთ. კარგი დებიუტი გამოუვიდა ლუკა ლაცაბიაძეს ხაშურელ ბიჭს. წარმატებები
123
პირველ რიგში ვულოცავ გამარჯვებას და წარმატებები ბიჭებს. მაგრამ ეს რა იყო 10 კაციან გუნდ მეორე ნომრად რომ ეთამაშები და ბურთის შენარჩუნებაზე რომ ფიქრობ , ასე გაგვიჭირდება განმეორებით შეხვედრაში
წიქარა
რისი იმედი აქვთ იქ ამოტენიან.პირველად ვნახე 11 კაცს 10 წინააღმდეგ დრო გაყავდეს თავის მოედანზე. იმის მაგივრად ბურთის გატანაზე ეთამაშათ სამარცხვინო თამაში

როგორ ვერ გაიტანეს 2 ან 3 ბურთი გასულები ვიქნებიდით, ეხლა გაჭირდება გასვლაზე მაგრამ წარმატებები იქნებ მოხდეს კარგი შედეგი
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
"სამგურალს" ფალკაოს და სკოლარის ყოფილი თანაშემწე ჩაუდგა სათავეში
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ევრო 2027 | 21-წლამდელთა შესარჩევი ციკლის წილისყრა ნიონში
U21. ხორვატიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
U21. შესანიშნავი მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა ფინეთს 4:2 მოუგო [VIDEO]
U21 | ხორვატია V საქართველო - 18 ნოემბრის განრიგი
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
მზადება ანტალიაში - ახალგაზრდული ფინეთს და სერბეთს დაუპირისპირდება
21-წლამდე ნაკრებმა ხორვატიასთან გასამართი პლეი-ოფისთვის მზადება დაიწყო
U21. საქართველოს ნაკრებმა სერბეთსაც მოუგო [VIDEO]
U21. ხორვატიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
21-წლამდე ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას თურქული შეკრებით დაიწყებს
U21. ხარატიშვილის გმირობა - საქართველოს ნაკრებმა ხორვატიას ორი მატჩის ჯამში სძლია და ევროპის ჩემპიონატზე გავიდა [VIDEO]
U21 | საქართველო V ხორვატია - 14 ნოემბრის განრიგი