ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში ჩეხეთთან 1:2 დამარცხების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"ასეთი შეხვედრის შემდეგ ვფიქრობ, პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა, მაგრამ როცა ორბურთიანი სხვაობით მარცხდები, ამ დონის გუნდთან თამაშის შემოტრიალება რთულია.

მარტში პლეი-აუტის თამაში მოგვიწევს, B ლიგაში უნდა დავრჩეთ. რა თქმა უნდა, როცა აგებ, რაღაც უნდა შეცვალო. არ მინდოდა შესვენებამდე მოცდა. ზურიკო თამაშში კარგად ჩაერთო, ინტენსივობა შეგვძინა. ვერ შევეგუები იმას, რომ გუნდის პროგრესი შეფერხდეს, მარტში ძლიერები უნდა დავბრუნდეთ.

ოქტომბერსა და ნოემბერში შეხვედრებში ცუდი სტარტი ჩვენი პრობლემა იყო. ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით, უნდა გავაგრძელოთ მუშაობა. გასახდელში ვისაუბრეთ, რომ უამრავი დეტალია, რაზეც ყურადღება უნდა გავამახვილოთ".

• გიზოგ

მართალი ხართ გელა. თვითონ უნიათო ხალხი სხვის შრომას პატივს არ სცემს. ოთხივე თამაშში გუნდიძალა გამოცლილი თამაშობდა, სისულელეაიმ თქმა, რომ თავს ზოგავდნენ, მაგრამ აშკარა იყო ძალა არ ყოფნიდათ. რაც გასაკვირი არ არის, რადგან ეს ბიჭები ამდენ დატვირთვას ჯერ შეჩვეულები არ არიან. ცოტა საყმაწვილო სენიც გამოერიათ, განსაკუთრებით ზოგიერთს.

• გენა

35 მილიონი რომ ღირხარ მეკარე ეგ ბურთები ორივე უნდა აიღო. მეორე გოლი ჯარიმიდან განსაკუთრებით ასაღები იყო.

• ტარიელი

მეორეზე შეცდა , ამას არ უნდა ლაპარაკი .(((

• გიორგი V

დაცვას მიხედე ვილსონ დაცვაას!ეგენი დაგღუპავენ შენ!

• simartle

ზოგი სანიოლს რომ აბრალებთ შეიძლება სცდებით. ყველამ კიარგად იცის ყველა ფედერაცია ხელს ჰყოფს მთავერის მქწვრთნელის არჩევნებში და არ აძლევენ სრულ თავისუფლებას. ლაპარაკია ფეხბურთზე, კალათბურტზე, რაგბზე კი განსაკუთრებით... ასე რომ სანამ ქვეყანას კლანები მართავენ რადგნა ფულს ვდებთო და სტადიოებს ვაშენებთო ის იკითხონ რომელამ ჭკუათმყოფელმა და რა მიზნით გადაწყვიტეს ბათუმშI თამაშის ჩატარება როდესაც ბათუმის ამინდს მაგენი კი არა ვანგა ვერ გამოიცნობს. ჩაუჯდნენ ფიფიას ჯინაშI და უნდოდად დინამოს სტადიონის დანგრევა და კორპუსების აშენება. იპოდრომი ხომ ააშენეს და ლაგუნა ვერე? ყველა სპორტის პრობლემა მაქედან იწყება...

• მირო

პირველი ორი მოგების შემდეგ წაგება,წაგება,ფრე,წაგება.ბოლო ოთხ მატჩში ჯგუფში ყველაზე უარესი შედეგი ვაჩვენეთ და ეს ყველაფერი სანიოლის გაუთავებელუ ექსპერიმენტების და არასწორი ტაქტიკის ბრალია.

• სიმენონი

ყველაფერი მარტივია ვთამაშობდით 5-3-2 ტაქტიკას ვაგებდით 2-0, გადავეწყვეთ 4-3-3 ზე გავიტანეთ გოლი და თამაში მიგვყავდა, გადააწყო გუნდი გაუგებარ ტაქტიკაზე 4-2-3 ზე თუ რაღაც ჯანდაბაზე და ისევ გაძლებაზე მოგვიწია ფიქრი. ტაქტიკის შერჩევას ფეხბურთელებს ვერ დავაბრალებთ.

• ვაჟა მასწავლებელი

ხედავთ? ეგრევე ფეხბურთელებს "მოდუნება, აგრესიულობის და ინტენსივობის ნაკლებობა დააბრალა და შეცვლებმა გამოაკეთა თამაშიო". ჩვენი ძმა: შენი ნათქვამით შენი თავი გამოაშკარავე: ე.ი. შემადგენლობა თავიდან სწორად ვერ შეარჩიე - შენ თვითონ აღიარებ!? და კიდევ, ამ დღევანდელ ფეხბურთელებს აჩვენოს იქნება ვინმემ: - როგორ გაიტანა პირდაპირ კუთხურიდან ბურთი ილია დათუნაშვილმა; - როგორ ურტყამდა საჯარიმოებს სერგო კუტივაძე, მურთაზ ხურცილავა, ვახტანგ ქორიძე, საშა ჩივაძე. იქნებ გამოადგეთ რამეში.

• Gia

ნამეტარი პროფესორობს ეგ სანიოლი, მადლობა რაც გაგვიკეთა მაგრამ რა ბიცი რა ცვლილებებ აკეთებს გუნდი ვერ დააყენა და რაცაა იმასაც ურევს თავისი შეცვლებით კიტე და ჩაკვე ვერ გამოიყენო ბურთის ამომტანი ეს ორი კაცი გყავს არა ვერაა ეს სანიოლი

• გრუზინებ-ს

ვინ გაღუნა ტვინი??თქვენ გაღუნეთ ტვინი ომში მყოფ უკრაინის დაცინვით,რომელიც ჩვენ საერთო მტერს ეომება,კაცური ან ქრისტიანული საქციელია?ან ქართველი კაცის საქციელია ეგ? უკრაინელებზე მეტად შეგტკივათ გული?? დახოცილ ბავშვებზე,და ერზე??ისინი ბრძოლობენ და იხოცებიან და არა შენ და შენნაირები,იღლიცინეთ კიდე უკრაინაზე და ნიშნი მოუგეთ, კი გადაგვასწრო ჯგუფში!!ხო ელარჯი და ერთი ადგილი უწელეთ თქვენი ქვეყნის ოკუპანტ რუსებს საქართველოში, "ვაჟკაცო და მებრძოლო ქართველებო",რომლებმაც თქვენი სისხლი და ხორცი დევნილები ვერ აიტანეთ!!ფ ა რ ი ს ე ვ ლ ე ბ ი!!

• gel-100

ჯერ იის რო ქუთაისელს არ უნდა იწერდე, საკუთარი სახელით გამოდი და ისე წერე როცა ადამიანების პიროვნებას ეხები ვინც არ უნდა იყოს მით უმეტეს ცუდად ეხები და მით უმეტეს ეხები ადამიანს რომელმაც ქართული ფეხბურთის ისტორიაში ჯერჯერობით ყველაზე დიდი კვალი დატოვა და თაობების ნატვრა აუსრულა ფეხბურთელებსაც და გულშემატკივრებსაც,,გასაკვირია რატო არ ელოდი იმ სიტყვებს რაც გეძახეს?? უმადური, დაუნახავი, გულმავიწყი, სხვისი გაკეთებული საქმის აბუჩად ამგდები და გაბოროტებული, ბოღმიანი ტიპი (ადამიანიც არ გეთქმის)) აი ეს სიტყვები გეძახეს და რომელს არ ეთანხმები?? უზრდელობის გარეშე ფაქტებით მსჯელობა თუ შეგიძლია რატო უნდა გაეგდოთ სექტემბერში ან რატო უნდა მიეღწია აქამდე უფრო მეტისთვის მიდი გისმენ ვიმსჯელოთ,,ოღონდ ფაქტებით, მიღწეული შედეგებით,რესურსით თუ დროის სიმცირით ნებისმიერ საკითხზე,,თან ცუდად რო წაგვივიდა საქმე მაინცდამაინც მაშინ მიხვდი მაგას ხო?

• სიმართლე

სანიოლი არაფერ შუაშია. ვერ თამაშობენ, ვერაააა. გინდა კვარა ეძახე, გინდა კვარადონა - ბოლო 4 თამაში ჩააფლავა მანაც და თითქმის ყველამ. არასტაბილური მოთამაშეები გვყავს: უცბად მოიგებენ გასვლაზე წარმოაუდგენლად ძლიერ მეტოქესთან და შემდეგ შინ ჩაფლავდებიან ფარჩაკ გუნდთან. სანიოლი ხომ არ გამოვა მოედანზე? :) ბოლო 4 თამაში გორის დილას დონეზე ითამაშეს…

• vitom.

კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე რომ გაგყავს მოედნიდან რა ქვია მაგას

• ქუთაისელი

პირველი ორ მოგებული მატჩის მერე ვამბობდი, დაგვღუპავს, გასაშვებია სანიოლი-მეთქი. იმიტომ რომ არ არის ჩვენი ნაკრების დონის შესაფერისი. მაგრამ უმადური და დაუნახავი მეძახეთ, და სამნიშნა დისლაიქები დამიწერეთ. ახლა კიდე - არასოდეს არ აუღია თავის თავზე არცერთი მარცხი, სულ ფეხბურთელებს, ჩვენს მენტალიტეტს აბრალებს. პეპი, ანჩელოტი, კლოპი და სხვა დიდი მწვრთნელები იღებენ წაგების სიმძიმეს, რომ ფეხბურთელებს ტვირთი შეუმსუბუქონ, და ვინ არის ეს გაზულუქებული ამპარტავანი? წააბრძანეთ საიდანა ამოაბრძანეთ!!!

• mamardas brali

შენს კარებში ჯარიმას რომ ურტყავენ კედელი უნდა დააყენო შენ და მოწინააღმდეგე რომ გიყენებს კედელს ეს იგი გაიწევა მაგდენს ვერ უნდა მიხვდე???

• გიორგი

არც ერთი გოლი მამარდას ბრალი არ იყო. პირველი გოლი მთლიანად მოხუცი დაცვის ბრალია. სიჩქარეში გვაჯობეს, ერთი-ერთზე გაიყვანეს და გაგვიტანეს. მეორე გოლიც "კედელმა ჭამა". კედელში ჩამდგარი ჩეხები გაიწიენ და უკან ჩვენი არავინ იდგა. სწორედ იქ გააძვრინეს ბურთი.

• გიორგი

ჩადაფრებულების დედაც და ფედერაციის შნირებისაც ცალკე. დამრალებლების დედა კიდევ ცალკე!

• ინტენსივობა არა ლეღვი კიდევ

ოღონდ ამ კაცის ინტენსივობა გამაგებინა და მეტი არაფერი მინდა))) დაუსწავლია და წამდაუწუმ იმეორებს ყველგან.)) აგრესია აკლდათ ბიჭებსო. მეტი რაღა უნდა ექნათ, ხმლებს ხომ არ იშიშვლებდნენ და ისე ეკვეთებოდნენ? რაც შეეძლოთ იმაზე მეტი ქნეს, ჩეხებმაც არ დაუთმეს და წავაგეთ.

• max

M-33 მომეწონა ანალიზი და გეთანხმები, ვილი მართლა გასაშვები იყო და რატომ დატოვეს ვერ ვგებულობ)))

• მწარე

არც მე მინდა კრიტიკული ვიყო, მაგრამ კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, დავითაშვილი მოედანზე არ იყვნენ? სანიოლმა შეუშალა ხელი მამარდაშვილს, ორი გაგორებული ბურთი რომ გაუშვა?

• ზაკო-12ს

უკრაინაზე ხელის გაშვერა რათ გინდა?აგერ ქართველებმა ვერ აიტანეს 2008წ სამაჩაბლოდან დევნილები,სნობმა თბილისელებმა ორი თვით მერხებზე მწოლიარე!!!ყველა დევნილს გვახსოვს და არ დაგივიწყებთ თქვენს საქციელს ძვირფასო ქართველებო და თბილისელებო!!!!!

• ამბაკო

ოთხი ბოლო თამაშიდან ყველა დაძაბულ ბრძოლაში დავთმეთ.ბიჭებმა გამოავლინეს მაღალი სულიერი სიმტკიცე და ბრძოლის უნარიანობა.როგორც წესი,შრომა და ბრძოლა ფასდება ხოლმე,მაშ ჩვენ რატომ არ დაგვიფასდა? იმიტომ ,რომ მას თან არ ახლდა სათანადო კლასი და პროფესიონალიზმი,როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელის მხრიდან.მოდი დავანებოთ თავი რთული ტაქტიკური სქემების რჩევას და ჩახლართულ იდეებს.სულ მარტივ და ელემენტარულ სიტუაციებში აბსურდულად, ბავშვურ ,შეცდომებზე ვისაუბროთ(სანიოლი, რომ დაყენებისას და შეცვლებისას შეცდომებს უშვებს ეს სალაპარაკოც აღარ არის).ბოლო თამაში გუნდმა დაიწყო შეტევით,მოგებაზე ორიენტირებით და კონტრშეტევა----გრძელი პასი ჩვენს ნახევარზე---კაშია არის ბურთთან ყველაზე ახლოს და.....მას ერთდროულად ორმა მოწინააღმდეგემ მიასწრო ,გაკთდა პასი საჯარიმოში --კვლავ დაგვასწრო მოწინააღმდეგემ---კიდევ ერთი პასი,კვლავ დაგვასწრეს და გოლიც მივიღეთ.დასკვნა:მეტოქის კონტრშეტევების სათანადო გათვალისწინების არქონა და შეუფასებლობა.გოლი მესამე წუთზე,საკუთარ კარში ,როცა საბრძოლოდ და მოსაგებად ხარ შემართული,ნებისმიერი გუნდისთვის იქნებოდა შოკი და რა გასკვირია ,რომ ამან ჩვენს გუნდზეც დამთგურნველად იმოქედა.ამას მოჰყვა მეორე გოლი,რომლის დროსაც ჩვენმა ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგის ელემენტარული ჩანაფიქრი ვერ გამოიცნეს.გამოიკვეთა კონტურები თამაშის ასტრონომიული ანგარიშით წაგებისა,რამეთუ გუნდი ფსიქოლოგიურად უკიდურესად ცუდ მდგომარეობაში აღმოჩნდა.ბიჭების სასახელოდ მინდა ვთქვა,რომ მათ შეუძლებელი შესძლეს და მოახერხეს თამაშის გადარჩენისთვის ძალების მოკრება და ბრძოლა ბოლო წამებამდე.სანიოლის კვლავ დაშვებულმა შეცდომებმა კი,მეტის მიღწევის საშუალება არ მიცათ.ცალკე საუბარია,ზოგადად სტანდარტულების საკითხი ,სადაც კვლავ მწვრთნელების როლები იკვეთება.გუნდის შემადგენლობა ნამდვილად არ გვყავს ისეთი,რომ აპრიორი ჯგუფებში პირველ ადგილებს ვისახავდეთ,მაგრამ სწორი სტრატეგიითა და ლაფსუსური შეცდომების შემცირებითა და აღმოფხვრით ბევრად უკეთესი შედეგების მიღება ნამდვილად შესაძლებელია.

• ვახო...

არ მინდა, კრიტიკული ვიყო, მაგრამ კვარაცხელიას, მიქაუტაძის, მამარდაშვილის, ჩაკვეტაძის და სხვა ფეხბურთელთა დონის ვერ გამოყენება, მწვრვრთნელის კვალიფიკაციაში, ბევრ კითხვის ნიშანს აჩენს! ვფიქრობ, საქართველოს, კრეატიული და მაღალი დონის მენეჯერი სჭირდება!

• ჯონი

გაიხარე და გაგვახარე!

• მანფრედ კალცი

ბრავო, M-33 !

• ზაკო-12

ნუ შეიტ...ით ამ უკრაინით ტვინი თქვენი იდარდეთ და იმას უქომაგეთ, უკრაინის დედაც მოვტ... და ზედ რუსეთის კიდე, არ წაღუნეს ამ უკრაინით ტვინი, თუ გული შეგტკივა აქ კლავიატურას კი არ უნდა უწკაპუნო, წადი და იქ დაუდექი ხალხს, უბრალო ხალხს გვერდით. ორთავე სლავები არიან და ერთი ყ..თ ნაკეთებია, სულითაც ერთი შოვინისტები არიან და მაგათი ნაბოზ.... პრეზიდენტი 2008 ღადაობაში ფულს შოულობდა რუსეთის კლოუნად იყო გადაქცეულიდა ეხლა გახდა გმირი?! გაწყდა ერი და დააქცია ქვეყანა, თვითონ კი მილიონებს იდებს ჯიბეში, რასაც ა.შ.შ ახალი თავდაცვის მინისტრი იძახის.

• გიორგი

გასაოცარი ამბავი ისაა, რომ არ მახსენდება სანიოლს ოდესმე ეთქვას ჩემი ბრალია რაღაცო. მოვიგებთ - ვილის დამსახურებაა, წავაგებთ და ბიჭების ბრალიაო. მაგარია, ხომ?

• საბა

რუსეთუმო ქართველებოო,დასცინეთ ახლა კიდევ ომში მყოფ უკრაინას,რომელიც,A-დივიზიონისთვის ითამაშებს და რომელმაც საქართველოს გაუსწრო ჯგუფში!!!!

• გიორგი

ბევრ რამეში გეთანხმები მაგრამ არა 'მთავარში'. მართალია არაბიძემ შეიძლება გაიტანოს გოლი მაგრამ მაგისივე მოქმედების მიზეზით შეიძლება კარშიც მიიღო, და ერთზე მეტიც. ასე რომ მომგებიანი ვარიანტი არ არის. ეგ თამაშობს ფეხბურთს მარტო თავისი გეგმით და ფეხზე იკიდებს მწვრთნელის დავალებას, საერთო გეგმას თამაშის, და მერე კიდევ გაუთავებლად თავის მართლებასაც მოყვება რატომ მოიქცა ესე. ეგაა მიზეზი რომ არ იძახებენ, თორემ დიდი ნიჭის პატრონი რო იყო ეს სადავო არ არის. მე პირადად კარგა ხანს ვგულშემატკივრობდი.

• გიორგი

ინტერესით წავიკითხე და რაც წავიკითხე დამაჯერებლობა ნამდვილად აქვს. 'დასკვნაზე' თავი სიცილისგან ვერ შევიკავე). მოწონება ჩემგან.

• Anjelo Antei

სანიოლის 3-5-2 - ამ სქემაში დიდი როლი აკისრიათ ვინგ ბექებს, რომლებიც ბოლო ფაზაში შერბენებს აკეთებენ და როცხობრივ უპორატესობებს ქმნიან, ჩვენები? არ მიყვარს ის გამოთქმა რსინაზე გაბმული ძაღლივითო, მაგრამ ზუსტად ასეა, შენგელია ან წიტაიშვილს როცა აყენებს, იმათზე სწორად კი რსინაზე გაბმული ძაღლები ირბენენ, ესენი ორი მთლად აცდენილია ყველაფერს, რადგან საერთოდ სხვა პოზიციის ფეხბურთელები არიან. ასევე ყველამ ვიცით რომ ამ ტაქტიკის დროს, საყრდენ და ცენტრალურ ზონაში კაცი გვაკლია, ამ დროს ეს ვინგ ბექები უნდა იწევდნენ შუაში, ესენი შემთხვევითაც არ არიან მანდ მონახვედრები, ტაქტიკას რომ თავი დავანებოთ. ვინგ ბექები კი არა, 3 ცენტრალურ მცველში, მაგალთად როცა მარცხნიდანაა შეტევა, მარცხენა ცენტრალური მცველი უტევს, ეს 3 ცენტრალური მცველი საერთოდ 3 კვადრატულ მეტრს განაცდენი არაა. ერთ-ერთი უმთავრესი პლიუსი რაც უნდა გვქონდეს, 5 კაცი გამოდის ხო ვინც სტანდარტებზე სახიფათოდ უნდა ჩადიოდნენ მეტოქის საჯარიოში, ნორმალურ გუნდებს 2 ცენტრალური მცველი ყავთ კუთხურებზე და გოლეები გააქვთ, ჩვენ 5 გვყავს და თავით ბურთი მონაგები არ გვაქ 83883 კუთხურიდან, გოლზე არცაა საუბარი. ამდენ სტანდარტს და კუთხურს ვაწვდით, ერთხელ მაინც დამუშავებულად დამდგარან? არასოდეს, ჩადიან საჯარიმოში ისე, თავიდანვე აწერიათ სახეზე, პანაშვიდზე მოვალეობის მოხდით მისული, გადამთიელები რომ არიან. ერთი რასაც აკეთებენ, მეტოქის შეტევის დროს, დგანან საჯარიმოში და უცდიან თუ ვინმე მივა მათ ზონაში ან ჩააწვდის ამოიტანონ. ეგ ინსტიქტურია და ჩვენც რომ დაგვაყენონ, ჩვენც იგივეს გაკეთებას შევეცდებით, ყველა ნელია და დასწრებაზე თამაშს არც ცდილობენ და არც შეუძლიათ. აზაროვი ამათგან განსხვავებით ამწვავებს, პასს აკეთებს, შერბენებს აკეთებს და ამიტომ არ მოწონს, ერთ ადგილზე დამდგარი რომ არ არის. პლანი არა კოკაინი. პლანი თუ მოწია, ახალგაზრდულში რატოა? უბრალოდ რამის გამკეთებელი მცველი არ უნდა, ურჩევნია იმ 3 კვადრატში იდგეს, წინ კი ეგერ არაა ხვიჩა, ამხელა ვარსკვლავია და რამეს მისითაც იზამს. კარგი გადავიდეთ საყრდენ ზონაში, აქ იმ სრული ლუზერია ვილი ელემენტარული ის ევალება ჩაკვეტაძე მარცხნივ დააყენოს და არა, როცა გიო მარცხნივ დგას გუნდს ვგავართ და როცა მარჯვივ გადაყავს ამასაც სპეციალურად აკეთებს რომ დაგვერხეს, საკმარისია გადაწიო მარჯვნივ, საერთოდ სხვა გუნდი ვართ. ადრე ტოტალიზატორში შეკრებელი სასტავი, მიცა გუნდმა თამაშიო თეორიებს რომ აგებდნენ, ისინი ახსნიან მარტივად, თუ რატო იყო გუშინდელი თამაში გაყიდული. მართლა რომ მიყვე ლოგიკას, ისეთი რამეები აკეთა სანიოლმა, სპეციალურად მიცემული თამაში იყო. ერთი ვინც ამ სქემაში სწორად თამაშობს არის ქოჩორაშვილი, დაცვით ფაზაში ყველას აზღვევს, ხოლო იმდენად ჭკვიანია შეტევით ფაზაში სადაც საჭიროა სულ იქაა, გაიხსენეთ ჩვენი გოლები და მიხვდებით რასაც ვგულისხმობ. ქოჩორას ამ მოძრაობებს ემატება ჩვენი შემტევების ინდივიდუალური ოსტატობა და შეტევაში რამე რომ გამოგვივა, გვგონია რამე ტაქტიკით მოხდა ეგ. ქოჩორაშვილის ეს მოძრაობები ვილის დავალებული რომ არ არის, მარტვად შეგვიძლია ამის დამტკიცება, გავიხსენოთ ამ ტაქტიკაში, მანამდე ვინც იდგნენ, ისინი აკეთებდნენ ამას თუ არა, რა თქმა უნდა არა. უმთავრესი პრობლემა რაც წარმოიშვა არის ევროპის შემდეგ, გინდა არ გინდა 200 % კონცეტრაციით და შემართებით ვერ ითამაშება გუნდი. ის რომ გაიბრიქნენ, არაა ეგრე, დიდად არ დატყობიათ, მაგრამ ეგეც ბუნებრივია თუ მოხდა და ეგ დოზა, არაფერია საერთოდ, უბრალოდ სულ ზღვარზე ვერ ითამაშებდა გუნდი და ამოვარდა აგერ ერთიანად. ყველა მწვრთნელი მიხვდება რომ საქართველოს ნაკრები უნდა ამოწიო და მათმა გუნდმა დასკვნით ფაზაში სწრაფად იმოქმედოს, ხოლო დაცვაში კომპაქტურად და დისციპლინირებულად დადგნენ, რაც გაგვიკეთეს და შედეგიც მიიღეს. ერთი პლიუსი სანიოლს რაც აქვს "კვერცხებია" ჩვენ არ გვქონდა და გაგვიჩინა, ლუზერები "კვერცხებიანებად" გვაქცია, გამარჯვების მენტალიტეტი დაგვიბრუნა, არაკაცი უნდა იყო ეს არ დავინახოთ, მადლობა მას ამისთვის, მაგრამ რორგორც მწვრთნელი, ყველას და ყველაფერს აცდენილია ჩვენდა სამწუხაროდ დიდი სისულელე გააკეთა ფედერაციამ მისი დატოვებით, განა მარტო ჩვენს გამო, მისი შედეგიც გაუფერულდება, რასაც აქ მიაღწია. ძალიან სუსტია, აი ძალიან სამწუხაროდ.

• მოქალაქე

პირველ რიგში ბიჭებს ასწავლე სწრაფი სირბილი... დაცვის კედელი, რომ მტკიცე უნდა იყოს და იქ ბურთის გასასვლელი ხვრელი არ უნდა იყოს დატოვებული, ეს ბავშმაც კი იცის...

• კასპსკი

მარადიშვილი არა მარად და ყველგანიშვილი კიდევ...

• გამახარია

დავი!

• zaza

სასწრაფოთ -არა . სასწრაფოდ !

• zaza

აბსოლიტურად გეთანხმები , ჩემი სათქმელი თქვი . ერთს დავამატებ მხოლოდ , ლუკა გაგნიძეა აუცილებელი გუნდში . ერთად ჯობია ალთუნაშვილს და მექვაბიშვილს . მაგ ორისნაირი ფეხბურთელი ბარე 5 მაინც მოიძებნება საქართველოში . ლუკა ართმევაზეც უკეთესია ,შეტევაშიც რაღაცას ქმნის, საფეხბურთო თავხედობითაც , დარტყმაც აქვს და თავდადებაც . მწვრთნელი გვინა ნორმალური ტაქტიკოსი !!!

• გამახარია

მალე,5,6 წელში გვეყოლება საფეხბურთო ვარსკვლავ,მოსტრი მე ვზრდი...✊❤️

• M-33

ჩაგდებით თამაში არც ერთს არ ჩაუგდია, არც მამარდას, რომლის კისერზეა მეორე გოლი. უბრალოდ ჰქონდათ შეცდომები, მაგრამ არაკატასტროფული. ერთადერთი ადამიანი ვინც ეს თამაში ჩააგდო იყო ვილი სანიოლი და დავწერ მიზეზს. დავიწყოთ ვილის ტაქტიკით. სანიოლი ყოველთვის იწყებს ერთი და იგივე ტაქტიკით და თითქმის ერთი და იგივე შემადგენლობით. ორჯერ სცადა ამის შეცვლა და ორივეჯერ ცუდად მოუტრიალდა, ამიტომ როცა მისი ექსპერიმენტები არ ამართლებს, უბრუნდება ჩვეულ ხაზს, 5-3-2-ს. პირველი შეცდომა ესაა. ადვილად პროგნოზირებადია და მისი ტაქტიკა ვერ ერგება მოწინააღმდეგის გუნდს. ანუ, სათამაშო ტაქტიკის თვალსაზრისით ვილი არის ფაქტობრივად 0. ჩვენ გვყავს 4-5 კაციანი ბირთვი რომელიც ფაქტობრივად შეუცვლელები არიან, მაგრამ დანარჩენების ცვლილების ხარჯზე მინიმუმ მცირე ტაქტიკური უპირატესობაა მიღწევადი, რასაც ვილი არ/ვერ აკეთებს. როგორია სანიოლის ტაქტიკა, თამაშის პერიოდში ? უმარტივესი. თუ წინ გავალთ აძლიერებს დაცვას, თუ მოწინააღმდეგეს მიჰყავს ანგარიში, ცდილობს გააძლიეროს შეტევა. აქაც მარტივად პროგნოზირებადია იმ ფონზე, რომ იძახებს სულ ერთსა და იმავე ფეხბურთელებს, ნაკლებ შანსს აძლევს ახალგაზრდებს და არ გვყავს ჩვენ იმდენი ვარსკვლავი, რომ ნებისმიერ პოზიციაზე ვინმე მონსტრი შემოიყვანო. რა შეცდომები დაუშვა გუშინ სანიოლმა? ცოტა შორიდან დავიწყოთ. ოდითგანვე, ჩვენი ნაკრების პრობლემა იყო ის, რომ დაცვიდან შეტევაში ბურთი ვერ გადმოგვქონდა, ძირითადად ვიგერიებდით ხოლმე წინ და ბურთს ვკარგავდით, ამისთვის საჭირო იყო ძლიერი შუა ხაზი, რომელიც შეძლებდა ბურთის დაჭერას და მოკლე პასებით ბურთის წინა ხაზამდე მიტანას. ასეთი შუა ხაზი ავაწყეთ მას მერე, რაც აქ დადგა ჩაკვე, კიტე, ქოჩორას ტრიო. სამივე ფეხბურთელს შეუძლია ბურთის დაჭერა, რთულია მათთვის ბურთის წართმევა, სამივეს აქვს იმდენი სისწრაფე, სითავხედე და ტექნიკა, რომ მოწინააღმდეგის პრესინგს გაუძლოს და ბურთის ამოტანა შეძლოს. ეს სამი ფეხბურთელი შეუცვლელია. თუ შენ ცვლი ერთ-ერთს მაინც, მერე სამის საქმეს ასრულებს ორი და შუა ხაზი ვარდება. ის ფეხბურთელები რომელიც მათ ნაცვლად შემოჰყავს ვილის, ვერ ასრულებენ იმ ფუნქციებს, რასაც ეს სამი ასრულებს. ავიღოთ მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი. არც ერთ ამ ფეხბურთელს არ აქვს იმის უნარი, რომ ბურთი დაიჭიროს შუა ხაზში და სწორად ამოიტანოს წინ. დაცვით ფაზაში/ართმევაზე/ზონების ჩაკეტვაზე ასე თუ ისე თამაშობენ, მაგრამ წინ წასვლას რაც შეეხება, არ იციან ამდენი და შეე.. ავიღოთ დავითაშვილი. დავითაშვილი არის ხვიჩას სტილის ფეხბურთელი, რომელიც ორიენტირებულია თავდასხმაზე. აქვს ძალიან ცუდი დაცვითი სქილები და გუშინ მისი დაკარგვების გამო, კინაღამ გოლი მივიღეთ მინიმუმ ორჯერ. ანუ, ჩაკვე/კიტე/ქოჩორას პოტენციურ შემცვლელებს ალთუნაშვილს/მექვაბიშვილს/დავითაშვილს პირველ ორ შემთხვევაში არ ჰყოფნით შეტევითი, ხოლო მესამეს შემთხვევაში დაცვითი სქილები რომ ეს სამი სრულყოფილად ჩაანაცვლონ. შედეგად მივიღეთ რა? 30 წუთით ადრე, როცა 2 გოლი გვაქვს გასატანი, სანიოლი ხსნის ნახევარდაცვის 2 ძირითად ფეხბურთელს, ჩვენი ნახევარდაცვა სრულად კოლაფსირებს, ვერ უძლებს ჩეხების პრესინგს და იმის ნაცვლად რომ შეგვეტია, 90% შემთხვევებში ბურთს კაშია და დვალი აგორავებდნენ აქეთ იქეთ. სანამ მოედანზე არ დაიხოცებოდნენ ჩაკვე და კიტე, მანამდე არ უნდა გამოეცვალა. ბოლომდე უნდა გაეწურა და მათი გამოცვლით შეტევა ვერ გაძლიერდებოდა უმარტივესი მიზეზის გამო, მათთან ერთად თუ კეთდება 10 შეტევა, მათ გარეშე კეთდება 2. მეორე და მნიშვნელოვანი ასპექტი ჩვენი ნაკრების შეტევებში არის კვარაცხელია. ბებიაჩემმაც კი იცის რა სახიფათოა ეს ბიჭი, ამიტომ მას ხშირად ეთამაშება 2-3 მცველი. როცა ამდენი კაცი ეთამაშება, ხვიჩას პროდუქტიულობა ძალიან ეცემა. იმისთვის რომ კვარაზე ზეწოლა განიმუხტოს, უმარტივესი ფორმულა შექმნა სპალეტიმ. საჭიროა გყავდეს მობილური მარცხენა მცველი (მარიო რუი, ოლივეირა) და ნახევარმცველი (ჟელინსკი), რომელიც ხშირას გააკეთებს ჩარბენებს, ან კვარას ადგილს გაუცვლის, რომ მოწინააღმდეგის მცველები გადაერთონ ამ ჩარბენებზე და კვარას ასე თუ ისე სივრცე გაუთავისუფლდეს. რა გააკეთა ვილიმ, იმისთვის რომ კვარასთვის შეემსუბუქებინა ტვირთი? არაფერი. არ იძახებს აზაროვს, რომელსაც აქვს ძალიან კარგი შეტევითი პოტენციალი, ტექნიკურია და სწრაფია. არ შემოიყვანა წიტაიშვილი, რომელიც ასევე ტექნიკური და სწრაფია და კვარას დაეხმარებოდა. ბოლომდე დატოვა ლოჩოშვილი, რომელსაც, მიუხედავად იმისა რომ მართლა თავდადებული ბიჭია, არ აქვს ის შესაძლებლობები (ტექნიკა და სისწრაფე), რომ შეტევაში კვარაცხელიას დაეხმაროს და სივრცეები გაუთავისუფლოს. როცა კვარა მოედანზეა, არაა ეს მხოლოდ 1 კაცი, 1.5 კაცია და როცა ვიღაცას აყენებ მის უკან, ამ ვიღაცაში 2 თვისება უნდა იყოს აკუმულირებული, ითამაშოს თავის პოზიციაზე + დაეხმაროს კვარას ისე, რომ მას სივრცეები შეექმნას. ლოჩოშვილი მეორე კომპონენტში არის სრული 0. ანუ, ტაქტიკურად სანიოლმა ფაქტობრივად მოახდინა ჩვენი ცენტრის და მარცხენა ფლანგის საბოტაჟი. მოგვიკლა შუა ხაზი და მოგვიკლა მარცხენა ფლანგი. მარჯვენა ხაზზე კიდე რა ვთქვა, კაკაბაძის იმედადაა მიგდებული. ამას თითქოს იმით აკომპენსირებს რომ ჩაკვეს აყენებს მარჯვნივ, მაგრამ პირიქით - ჩაკვეს ფუნქციებს ასუსტებს და კვარას ფლანგს ასუსტებს. დასკვნა, ვილი სანიოლი არის დებილი. ფეხბურთელებზე ცუდს ვერ ვიტყვი, ასეთი მონდომებული გუნდი მე კარგა ხანია არ მინახავს. ამით იყო გამოწვეული ბოლოს ის ჩხუბები, იმდენად მოტივირებულები იყვნენ, რომ წაგებით იმედგაცრუება ვერ მიიღეს და ნერვებმა უმტყუნა რამდენიმეს. და წავაგეთ არა მათ მიერ ჩავარდნილი თამაშის გამო (შეცდომებს ყველა უშვებს, მაგრამ გამოსწორებადია ეგ, სწორი თამაშის შემთხვევაში), არამედ სანიოლის ტაქტიკური უვიცობის გამო. და კიდე, მენტალობაზე მინდა ვთქვა. 2-0-ზეც კი ნაკრებს ყურები არ ჩამოუყრია და ლომებივით იბრძოდნენ თითოეული სანტიმეტრისთვის. არ გახსოვს, 1:0-ს თუ წაიყვანდა მოწინააღმდეგე, უკვე წინასწარ რომ ვიცოდით, წაგებული იყო თამაში ისეთ ფსიქოლოგიურ ტრამვას იღებდნენ ფეხბურთელები? ჩვენი ნაკრების მენტალობა ძალიანაა შეცვლილი. მონდომება, ჟინი და თავხედური თვითრწმენაა ზუსტად წარმატების გარანტორი. მაგრამ ამ წარმატებას რომ მიაღწიო, გუნდი უნდა დაალაგო სწორად. ასე რომ, კიდე ერთხელ დიდი დიდი მადლობა მაგრამ სანამ დროა უკვე out სანიოლს.

• დაიწყეთ, ისევ ძველებურები?!

მოიგებენ, აუუუ რა მაგარია ვილი, წააგებენ და გადადექი სასწრაფოთ! ასევე: ფეხბურთელებს, რო ამუნათებთ თქვე სირებო, მოიგებენ მაგრები არიან, ფეხი დაუცურდებათ და ეს წავიდეს, ის მოშორდეს და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. მე კი ბიჭებს შევუძახებ და გავამხნევებ, ბიჭებო თქვენს გვერდით გვიგულეთ, თქვენი ნაღდი გულშემატკივრები! ამ ჩასაფრებულების დედაც....

• იბერიელი

მინდა მადლობა გადავუხადო ყველა ბიჭებს ითამაშეს თავდაუზოგავად მადლობა სტაფს ბატონო ვილი ეხლა გთხოვთ გაკეთდეს როტაცია თაობის გაცვლა უმტკივნეულოდ უნდა მოვიწვიოთ ახალი თაობის ფეხბურთელები ეხლა მინდა მივმართო ფედერაციას დავიწყოთ რეკონსტრუქცია დინამოს არენაზე მადლობა ყველას

• nika

სანამ მეტოქის ნახევარზე პრესინგის თამაშს არ ვისწავლით ვიქნებით ასე, შემთხვევითობის იმედზე.

• ირაკლი

ახლა ხომ გასაგებია რატომ თამაშობენ ჩვენი ფეხბურთელები მეორე ლიგებში და მაჩანჩალა ჩემპიონატებში

• ლადო

???-ს შე მართლა შვიშტოკო შენ! არაბიძეს რო დაყენებული დარტყმა აქვს, ჯარიმას და კუთხურს იყენებს ისე ეგ ფაფხურა კენტავრი სად გინახავს რო შეეძლოს! საფრანგეთის თვის საუკეტესოობა როგორ მოიპოვა, იქნებ გეფიქრა, თავის გუნდში არის გამორჩეული და იმ რამდენიმე თამაშში თავის ბაყაყ გუნდელეში ძალიან ჩანდა! ეგ სენტეტნიენი გორის დილას კვალიფიკაციისაც არაა და უისევ გავბარდებიან შენი ზურიკოიანა და მაგათ შორის თუ გამოჩნდა იმიტოა მაგარი ხო?!

• Gio

მომავალ წელს ნაკრებში აღარ უნდა გამოიძახონ: ლორია, კაშია, კვირკველია, გველესიანი, მექვაბიშვილი, კვეკვესკირი. მათ ნაცვლად ნაკრებში უნდა იყვნენ: საზონოვი, გოგლიჩიძე, მარადიშვილი, გაგნიძე, აზაროვი. თაობათა ცვლა გარდაუვალია, წინააღმდეგ შემთხვევაში რეგრესი კიდევ უფრო მტკივნეული იქნება

შე კაცო დავითაშვილი წინა თვის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს საფრანგეთში და არაბიძე კორეაში სკამს ხეხავს, იქაც სანიოლია მწვრთნელი? რაღაცას რომ გავს ისეთი დაწერე, არაბიძე არა შვიშტოკი...

• Guriec

მისტერ ვილი, ხანდახან კომენტარებსაც გადახედეთ, გასწავლიან ბატონები როგორ უნდა გაწვრთნა და "სასტავში" ვინ დააყენო! და ბოლოს მეც ჩავაკვეხებ ჩემს აზრს, ეს ბებერი პედერასტი კაშია და კვეკვესკირი, რით ვერ მოაშორეთ ნაკრებს?! პირადად შენ ვილი, რატომ დაკიდე ბუცები ლურსმანზე, დაბერდი ხომ? ჰოდა ძველებურად ვეღარ ინძრეოდი, იმიტომაც წამოხვედი ხომ? ხოდა, მოაშორე ეს 2თუ 3 ცალი ბერიკაცი გუნდიდან ბლიად, ბიჭები ღმერთის წყალობით გვყვანან ამ ბოლოს და სურვილიც არ აკლიათ, ქვეყნისთვის გაისარჯონ, ჰოდა დაუძახე ბლიად, მიეცი შანსი გააკეთონ ის რაც კარგად გამოსდით და დაანახონ ერს და სხვებსაც, რა შეუძლიათ. სანამდე გინდა ათრევინო კვარას ნაკრები? დაიღალა ბიჭი ბლიად! ყოველთვის ყველაზე მეტს ეგ აკეთებს და დროა მიხვდე ამას და რაღაცები შეცვალო, თორემ, თვითონ გახდები შესაცვლელი! შენ კიარა ჩივა და ძოძუაშვილი შევცვალეთ! ისინი კი, გარწმუნებ შენზე გაცილებით დიდი ავტორიტეტები არიან ქართველებისთვის!

• ბადრი

თავის გუნდზე ისე ლაპარაკობს თითქოს უცხო ვიმე იყოს.

• ლადო

ბატონ ვილის, მის მარჯვენა ხელ ხიზანას და სამწვრთნელო შტაბს! - 1. ლოჩო არაა შემტევი, არის მცველი და მისი შეტევაში ჩართვა არის სრულიად არასარგებლიანი, მეტიც აკლებს ყურადღებას დაცვას! 2. მარცხენა მცველის პოზიციაზე არის იდეალური წიტაიშვილი და სულ ტყუილა არ აძლევთ საშუალებას რომ გაიხსნას ბოლომდე! 3. სასტავში უნდა იდგეს ის მოთამაშე, რომელსაც აქვს გუნდში ანალოგიური ნდობა და პრაქტიკა, ანუ ბუდუს უდნა დაეწყო და შემოგეყვანათ ჟორჟი, თუნდაც მეორე ტაიმში იქნებოდა გაცილებით ეფექტური! 4. დავითაშვილი არის არაფრის მომცემი ფაფხურა და ქარაქუცა, რომელიც ფეხებში უფრო ებლანდება ბიჭებს ვიდრე ხელს უწყობს! 5. და მთავარი!!! როდესაც თამაშის შემობრუნება გინდა და არც კარში დამრტყმელი არ გყავს, არც სტანდარტულების იდეალურად შემსრულებელი როგორ არ გრცხვენიათ, რომ გვავს არაბიძე და აიგნორებთ!!!!! დაცვაში თუ ვერ ეხმარება და თუნდაც დადიოდეს, ფაფხურა ზურიკოს მაინც მირჩევნია და ბოლო ბილო დასასრულისკენ 20-15 წუთი, რო ვერანაირად ვერ ახერხებთ გატანას შემოიყვბან და სტანდარტულზე შანსია, კარში დარტყმაზე დაყენებულს გაუშვებს! რა გაგინათ ასეთი, თუ რა გიქნათ, რომ ვერ აპატიეთ!!!!

• ავთანდილი

სანიოლი დაძველდა, დაჩაჩანაკდა გაუშვით ეს კაცი სახლში. სანამ მთლად არ გააპარტახებს ქართულ ფეხბურთს მანამდე არ ვერ მიხვდებით ვინ ვინ არის.

• gan

ქართული ფეხბურთი მკვდარია!

• ვახო

უფრო მეტი ფული))

• ემიგრანტი

კაშია რატომ გვყავს ხელშეუხებელი ვერგავიგე, ამ ეტაპზე გველესიანი უფრო სანდოა დაცვაში. კაშიას მართლა დიდი მადლობა დიდი დამსახურება აქვს მაგრამ ასაკს ვერ გავექცევით, საშინლად შენელდა და დროა თვითონვე მოიფიქროს წასვლა მიეცით შანსი პერსპექტიულ ახალგაზრდებს იქნებ რეკლამა მაიმც გაუკეთდეთ და წაიყვანოს ვინმემ ევროპაში.

• ექსპერტობაზე არ ვდებ თავს, მხოლოდ ჩემს აზრს მოგახსენებთ

სანიოლის გაშვების მომხრე ვიყავი თავიდანვე, არ მომეწონა არც მისი ტაქტიკა და არც მეორე ნომრად თამაში. ევროს მერეც მომხრე ვიყავი გაშვვების, ვერ გადავხარშე ჩვენს კარში 35 -ჯერ დარტყმული ბურთი ერთ თამაშში. ამას გუნდი უკვე აღარ ქვია. დავაცადოთო. კი ბატონო. რა შეიცვალა? 4 თამაშში სიმწრით აღებული ქულა უკრაინასთან და სასწრაფოდ გახანგრძლივებული კონტრაქტი. კვლავ ვამბობ: მარტის ფლეი-აუტამდე ახალი მწვრთნელია საჭირო. წინააღმდეგ შემთხვევაში ძირითად შესარჩევში უარეს შედეგს მივიღებთ. იქ შეიძლება 2 თამაშიც ვერ მოვიგოთ. არ დამიწყოთ ეხლა ფული არა გვაქვს კარგი მწვრთნელის ჩამოსაყვანადო. (მართლაც რომ სასაცილოა ეს უსუსური არგუმენტი). 12 წელი ფულის კეთების მეტი რა გააკეთეთ?)))

• მანფრედ კალცი

ბავშვთა ფეხბურთში კატასტროფაა; ნამდვილი მწვრთნელი თითზე ჩამოსათვლელია; სადაც მოედანი იპოვეს, ყველგან კორპუსი ჩადგეს; ფედერაცია "მაყუთის" შოვნაზეა აქცენტირებული; სანიოლი ძალიან სუსტია. სხვა მხრივ წლობით უმუშევარი არ იქნებოდა; ვეტერანებს პირში წყალი აქვთ ჩაგუბებული; სპორტული ჟურნალისტების უმრავლესობა ფედერაციასთან ურთიერთობის გაფუჭებას ერიდება... მოკლედ რაც ქვეყანაა (შეუმდგარი, ქაოტური, აბდაუბდა), ისეთი ნაკრები გვყავს.

• აი როგორ უნდა მუშაობდეს და აზროვვნებდეს პროფესიონალი მწვრთნელი

დააკვირდით ჩეხების მწვრთნელის სიტყვებს: ^ჩემს მიმართ წამოსული კრიტიკა? რა თქმა უნდა, როდესაც მეტოქესთან 4 ბურთიანი სხვაობით მარცხდები, არავინ შეგაქებს, კრიტიკა ლოგიკური იყო. რამდენიმე ექსპერტიც გავიცანით, მაგრამ ეს ყველაფერი წარსულში დარჩა და თამაშის ხარისხიც გამოვასწორეთ.^ ეხლა მე გეკითხებით, რამდენი ექსპერტი გაიცნო სანიოლმა რაც ჩვენს ნაკრებს მოძღვრავს, რა გაითვალისწინა და რა გამოასწორა? არაფერი. მხოლოდ უაზრო ექსპერიმენტები. ჰოდა აი შედეგიც. თურმე კვეკვვესკირს დიდი როლი ქონია გასახდელში, მაგიტომაც ყოფილა საჭირო. ეჰ ვილი, ვილი. სადა ბანაობ.......

• ფეოლა

ამ გუნდს დაცვის ხაზის გადახალისება ჭირდება.როდესაც თავდამსხმელი იძულებულია დაცვაში იმუშაოს იქ გოლი სანატრელია. სანიოლმა ახალი ფორმაციის გუნდი შექმნა და ეს მარტივი არ იყო. ჩვენ ცოტა სულსწრაფობა გვახასიათებს...სანიოლი გაიყვანს ამ გუნდს მსოფლიოზე.

• ვერ გავიგე ამ კაცის

ვილი, რომ ამბობ აგრესია და ინტენსივობა აკლდათ ბიჭებსო, მერე და ეს ჩემი ბრალია თუ ჯონდი ბაღათურიასი? შენ თუ სათანადოდ ვერ განაწყობ გუნდს თამაშისთვის, ესე იგი პრობლემა შენშია და არა ბიჭებში. ცალკე თემაა ნელი დამცველები, ბურთი ვერ ამოაქვთ, კიდევ კარგი მეკარეც იქვეა, რომ იმას მაინც მიუგორონ ხოლმე. ვერავინ ვერ ბედავს გრძელი და თანაც ზუსტი პასის გაკეთებას. მოკლედ, წადი რა ვილი, შევარდნაძე წავიდა ბოლო-ბოლო და შუქი მაინც გვაქვს ხალხს სახლებში, თუ არა ვისხდებოდით ეხლაც სიბნელეში. ვერ გავიგე, რამდენი მთავრობაც მოვიდა, იმდენი ორ წრეზე დატოვეს მწვრთნელები. ვერ ხედავთ, ზოგჯერ ერთ სეზონზე 4-5 მწვრთნელს ცვლიან გუნდებში? რა ყველა ჩვენზე უნდა სწავლობდეს და მდიდრდებოდეს? წადი და ფედერაიაც გაიყოლე თან!

• ჟორა გაბრიჭიძე

ქართული ანდაზაა: "ურემი, რომ გადაბრუნდება გზას მერე ეძებენო" (უგნურ ხალხზეა ეს ნათქვამი). ურემი დიდი ხნის გადაბრუნებულია, მაგრამ გზას დღემდე არ მოუნახავთ. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დღეს დაცვა მთლიანადაა შესაცვლელი, არადა ხომ შეიძლებოდა თანდათან შეგვეცვალა? ევროპის შესარჩევამდე დიდი დროა დარჩენილი, ამიტომ მანამდე უნდა მოესწროს დაცვის მთლიანად გადახალისება და საიმედო ახალგაზრდა ტალანტების დაწინაურება.

• gel-100

რასთან შედარებით არის რეგრესი?? გადახედე ბოლო 30-წლის საქართველოს ნაკრებს და თუ 2-3 თამაშს არ ჩავთვლით სად დაინახე რო უკეთესი ნაკრები გვყავდა რომელიმე სხვა მწვრთნელის დროს?? გასაგებია რო უფრო და უფრო მეტი გვინდა და ეგ ეგრეც უნდა იყოს თუმცა რეალობასაც არ უნდა მოვწყდეთ, პროგრესი გვაქვს ადრინდელ ნაკრებთან შედარებაც არაა თუმცა მეტი და მეტი გვინდა და აღარ გვაკმაყოფილებს პატარა პროგრესი, გვინდა ნახტომისებური პროგრესი გვქონდეს რაც ერთხელ უკვე გამოგვივიდა თუმცა მაშინ დ-ლიგაში სუსტ ნაკრებებთან გამოგვივიდა ეხლა გაცილებით ძლიერ ნაკრებებს ვეთამაშებით და რთულია ნახტომისებური პროგრესი თუმცა რაღაც სახის წინსვლა ყოველთვის უნდა ქონდეს გუნდს

ჯერ ერთი გომბეშოები სახლში მოიკითხე, მანდილოსნების სახით. მეორე, მოღალატეები ზუსტად შენნაირი არარაობები არიან, რომლებიც ქვეყნის ინტერესებზე წინ, საკუთარს აყენებენ.

• გიზო რაჭველი

დაცვა მთლიანად გამოსაცვლელია რეგვენო, რომელ ტაქტიკაზე გველაპარაკები, ვეღარ ირყევიან ვერ ხედავ?

• მალხაზ ჯობავა

რა ბიჭებო რა არ მოგეწონათ, არ ამბობს რომ ტაქტიკის ბრალი არაფერი არ არის, ბიჭები არ იყვნენ სათანადო დონეზე, აგრესია და ინტენსივობა აკლდათო? ტაქტიკური ცვლილების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდაო, ათამაშდა კიარა კიტეს და ჩაკვეს გასვლის შემდეგ საერთოდ ქაოსი იყო, ჰოდა გაუგრძელეთ კიდე კონტრაქტი 34 მდე. სანიოლის ტაქტიკა არ გაიშვა ერთი...

• bud

1 აუცილებელია ახალი ფეხბურთელები. 2 დროა დაცვის ხაზი მთლიანად გადახალისდეს გავიგე

• ნიკა

წადი რა ირლანდიაში....

• ილია

კონტრაქტი გაინაღდა და წავიდა ექსპერიმენტებზე ნელი მცველების პირობებში

• მწარე

კარგად გიხდიან ძმა?!

• რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!

დაღლილები იყვნენ და საერთოდ რაზე ლაპარაკობთ როცა ტემპს ვერ უძლებენ

• მწარე

მე საერთოდ ვფიქრობ, რომ ეს ადამიანი თამაშიდან თამაშამდე არანაირ ვიდეო ანალიზს არ მიმართავს, სადაც ფეხბურთელებს ხარვეზებზე გაუმახვილებს ყურადღებას, არ აქვს ტაქტიკური სქემები და მონახაზები, თამაშის გადაწყობის და შეცვლის გეგმა, უბრალოდ იპოვნა 5-3-2 განლაგება,რომელიც სრულად დაცვასა და სწრაფ კონტრ-შეტევაზეა აგებული და რომლის ხარჯზეც ევროზე ასე თუ ისე გავძვერით ჯგუფიდან, ისიც ფეხბურთელების ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე და ცოტაოდენი იღბალის წყალობით. როცა ჩვენ გვაქვს შესატევი, სადაც პირველი ნომრის სტატუსი გვაქვს გასამართლებელი, იქ გუნდი უბრალოდ უსახური ხდება და ქრება. ასე იყო უკრაინასთან პირველ მატჩში, სადაც აკადემიური და ფრეზე გათვლილი სტილით ვითამაშეთ, რის გამოც საბოლოო ჯამში დავისაჯეთ და ალბანეთთან თბილისში, სადაც ელემენტარულად შემართება და საწვავი არ გვეყო, ამას უკრაინასთან მარცხი, დემორალიზებული ფეხბურთელები და სანიოლის უაზრო ექსპერიმენტიც დაემატა, რამაც საბოლოო ჯამში განაპირობა ის, რომ ჯგუფში მხოლოდ და მხოლოდ მესამე ადგილზე გავედით და ჯგუფის აუტსაიდერ ალბანეთთან 7-7 ქულა გავიყავით, არადა პირველი ორი ტურის შემხედვარე იფიქრებდა მავანი, რომ პირველ ადგილზე ფორითაც კი გავიდოდით:). ზედმეტი ქება ყველას და ყველაფერს ვნებს და სანიოლმაც ნაქებარი ძაღლივით გა@#$ფსა ნიახურს. ევროს შემდეგ გავიძახი, რომ ამ ადამიანის ცოდნა და ინტელექტუალური რესურსი ნაკრებში ამოწურულია,მაგრამ როგორც ყველა საქმეში, არც ფეხბურთში იცის ვინმემ დროულად და მაჟორულ ნოტაზე წასვლა, აუცილებლად ყველამ ჯერ უნდა ჩაისვაროს და მხოლოდ ამის შემდეგ...

• Klahsriop

მთავარია:"ალა ლუსულ კანონს" და მოსაგებ თამაშებს ლომჯარიაც მოიგებს რა პრობლემააა....

• მალხაზ ჯობავა

მთვრალია ეს.

• ახალი სისხლია საჭირო

სწრაფი ახალგაზრდები გვჭირდება დაცვაში, გოგლიჩისნაირები. რას ვთხოვთ ირანის და კვიპროსის ჩემპიონატში მოთამაშე ბიჭებს, თანაც უკვე ასაკოვნებს. მეტი მართლა არ შეუძლიათ. უგორებენ ერთმანეთს ბურთს და ვერ ბედავენ ვერც შეტევის დაწყებას და ვერც გრძელი პასის გაკეთებას. რამდენი ძვირფასი წუთი დაიკარგა ამ უაზროდ ბურთის გორებაში? თანამედოვე ფეხბურთი ზეუსწრაფესი გახდა. დააკირდით ჟორჟს, ეგრევე ურტყამს, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუბლოკავენ, როგორც ხვიჩას არ აცლიან დარტყმას. ხომ ნახეთ როგორ მჭიდროდ გვეთამაშებოდნენ ცენტრშიც და დაცვაშიც. პრესინგიც კარგი ქონდათ. აი ეს კომპონენტები გვაკლია. ფლანგებზეც სწრაფი მცველებია საჭირო. ხვიჩა ბურთის მისაღებად თავის საჯარიმოში არ უნდა ჩამოდიოდეს. რაის კიდევ 4 წელი? სასწრაფოდ უნდა წავიდეს სანიოლი და კობიაშვილმა თუ უნდა თავის ოჯახში ჩაიწეროს თბილისის საპატიო მოქალაქე, სულაც არ ვარ წინააღმდეგი. არ შეუძლია ამ კაცს მეტი, უბრალოდ არ იცის და თუ გინდა მოკალი. გულდასაწყვეტია, რომ თავის თავს არასოდეს ადანაშაულებს. ვაისიც არ აღიარებდა თავის შეცდომებს. პროფესიონალ მწვრთნელს ყოველთვის ყოფნის გამბედაობა რომ თავისი შეცდომები აღიაროს და პასუხისმგებლობა აიღოს თავის თავზე. წინააღმდეგ შემთხვევაში უბრალოდ ვერ განვითარდები. აბა, ეგრე ამათ მიზეზები არ დაელევათ, ხან სიცხეს დააბრალებენ მარცხს, ხან ქაცვებს და ტალახს, ხანაც უთამაშებლობას, ინტენსივობას ან სულაც უგუნებობას. ვიმეორებ: დაცვა მთლიანად შესაცვლელია და სისწრაფეებია გასაზრდელი.

• ჟორა

გამოდის რომ ლუქსემბურგის მსაჯებმა გაგვიყვანეს ევროპის ჩემპიონატზე ...ალბანეთს რომ გოლს ვერ გაუტანა საკუთარ მოედანზე ესე იგი არ გესმის ფეხბურთი !

• Las

ხოდა შეცვალე რაღაც. მწვრთნელი რისთვის ხარ. ვეღარ უნდა მიხვდე რო დაცვა შესაცვლელია მადლობა ამ ვეტრეანებს , მარა აცერთია ეგენი რონალდო და პეპე. 45 წლამდე ითამაშონ დააკვრიდით პირველ გოლზე? კაშია ვეღარ დარბოდა უბრალდო ვერ დაეწია მოწინააღმდეგს

• ნიკ

სანიოლი: "პრობლემა არა ტაქტიკაში, არამედ იმაში იყო, რომ ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ. ტაქტიკური ცვლილებების შემდეგ გუნდი უკეთ ათამაშდა". მეეჭვება იმ მწვრთნელმა, რომელიც ფეხბურთელებისკენ იშვერს ხელს წაგებული თამაშების შემდეგ და თვითონ თავს იქებს, შეძლოს გუნდის თამაშის გაუმჯობესება. ფეხბურთელები რომ მოწადინებულები იყვნენ ბევრი რამიდან ჩანდა. ჩვენი პირველი გატანილი გოლის შემდეგ, კიტეიშვილის და ჩაკვეტაძის გაყვანამ ცენტრი დაგვკარგვინა და დაცვიდან ბურთის ცენტრამდე ამოტანაც კი პრობლემა გახდა.

• პაატა

როდესაც მწვრთნელი გუნდის წარუმატებლობას ფეხბურთელებს აბრალებს იქ საქმე წასულია… ერთი თამაში შეიძლება ჩაეგდოთ, მაგრამ 12 ქულიდან 1-ს რომ აიღებ ეს ზუსტადაც რომ მწვრთნელის არასათანადო კვალიფიკაციის შედეგია! სანიოლიმ თქვა რომ მე ყველაფერი სწორად გავაკეთე, ფეხბურთელებმა ვერაო, რითაც ბევრჯერ “ნანახი ფილმის” ჩაგვირთო…

• შოთა

კიტეიშვილის გაყვანა და ლოჩოშვილის ბოლომდე დატოვება, ეგ ორი გაუგებარი გადაწყვეტილებაა ჩემთვის, სხვა მგონია, რომ მიუხედავად წაგებისა გუნდი პროგრესირებს, ეპიზოდურად მაღალ ხარისხს ვაჩვენებთ. თუ ვისწავლით პრესინგიდან მეორე ზონაში ბურთის გადატანას, ევროპაში ანგარიშგასაწევი გუნდი გავხდებით. წარმატებები ბიჭებს

• Gomako

ნაადრევი კონტრაქტია პრობლემა რას ვერ ჩაწვდი?!

• R.M.

ჯობია ვაჟკაცობა ეყოს სანიოლს და აღიაროს რომ ცხენი გაექცა... უნდა აიღოს თავის თავზე და გამოსწორებაზე იფიქროს (იმედია რაიმე რესურსი კიდევ აქვს)! რეგრესი სახეზეა, თან აშკარა და ზომებია მისაღები თორემ ქართულ ჯიგრულ პონტში დავქვეითდებით... რამხელა პერსპექტივა დაგვაკარგინა ა დივიზიონში ვერ გადასვლით...

• Gomako

რა შედეგითაც არ უნდა დასრულდეს პლეიაუტი სანიოლი გასაშვებია... ბუდუ ხარახურა გუნდებთან გამოდგება ქოჩორა რემბო არ არის კიტეს და ჩაკვეს რო გამოაცლი გუნდის ხერხემალს აზრზე არ ხარ მწვრთნელობის,მარტის მერე ორივე გაგნიძე ნაკრებში აწიეთ და გულიაშვილს მეტი დრო მიეცით,ასევე კაშიას, კვერკველიას მადლობა და ნახვამდის,ამ ლობჟანიძეს ნუ აწვალებთ კიდე მან ყაზაიშვილის გზა აირჩია... მოკლედ ამ ეტაპზე ნაკრების პროგრესს სანიოლი აფერხებს და ეს თვალსაჩინოა... აი ფედერაციამ კი არჩევნებს გადაგვაყოლა და შეგვრჩა მოსწავლე მწვრთნელი

• სასწრაფოდ უნდა გადადგნენ

სანიოლს უნდა გაუწყვიტონ კონტრაქტი და მთელი ფედერაციაც გადადგეს. აუნაზღაურონ თავიანთი ჯიბეებიდან კონტრაქტის საფასური, თითქმის ყველა მილიონერია და არ გაუჭირდებათ ფულის გადახდა. აი ეს არის გამოსავალი. უნდა დაინიშნოს ახალი ფედერაციის არჩევნები და მოიყვანონ ახალი პროფესიონალი მწვრთნელი. ეს უნდა მოხდეს ფლეი-ოფის თამაშებამდე!

• Რერო

დასანანი მარცხი იყო, ერთადერთი გოლი დაგვაკლდა და მარტში პლეიოფში ა ლიგაში გადასასვლელად ვიბრძოლებდით. არ იყო ეს ჩეხეთი გადაულახავი ბარიერი. აუცილებლად უნდა დავრჩერ ბ ლიგაში, იქ სომხეტია 2 ადგილზე და თუ მოიგეს ბ ლიგაში გადავლენ, ეს კი ნამდვილად დიდი უსამართლობა იქნება,იმ შემთხვევაში ჩვენ თუ ც ლიგაში დავქვეითით.

• მწვრთნელი

ამ თამაშის მერე 100% ვეთანხმები სანიოლს! შესარჩევი ჯგუფიდან მსოფლიოზე უნდა შევეცადოთ გავიდეთ! ბევრ მოთამაშეს მოუწევს ამ თამაშის მერე ნაკრების დატოვება! ყოჩაღ სანიოლ საღი შეფასეებაა სიტუაციის! ეხლა გამოჩნდა, რომ ეს ადამიანი არ არის მართული ფედერაციიდან! ლოჩოშვილი საუკეთესო იყო ორთავე ნაკრებში! ყველას ასე, რომ ეთამაშა დაცვაში ორ ბურთს არ მივიღებდით! ხვიჩას არც უკრაინასთან და არც ჩეხეთთან მაგრად არ გაუმართლა!

• გიორგი

ეს ჯგუფი რომ დაკომპლექტდა, რასაც საღი გონებით ვივარაუდებდით, ის შედეგი დადგა. ჩვენი სტატისტიკაც (2 მოგება, 1 ფრე, 3 მარცხი) ასეთი ნაცნობია ჩვენთვის

• დავითი...

სპეციალურად ბოლო მატჩების წინ გაუგრძელეს კონტრაქტი ამას თითქოს ხვდებოდნენ რომ კიდე ჩაისვრიდა ნაკრები და მერე რთული იქნებოდა გაგრძელების მიზეზის ახსნა... ოთხ თამაშში ერთი ქულა ესაა სანიოლის წარმატებული მწვრთნელობა?და ამბობს ტაქტიკის ბრალი არააო,როცა მარცხდები რაღაც უნდა შეცვალოო.. კი მასეა.. და მერე ორ საპასუხისმგებლო თამაშში რომ დამარცხდი რატომ არ შეცვალე რამე?.. ფეხები დაუთბუნოთ კიდე ამას და ვუძახოთ ვიძახოთ ჩვენი საუკეთესო მწვრთნელია თქო,... საწყენია მაგრამ ვბრუნდებით იქ სადაც უნდა ვიყოთ

• ლავრენტას

აი პროსტა როგორ უნდა ირწმუნო ფეხბურთის მოყვარულმა მწვრთნელმა პრაქტიკანტი სანიოლის? ან თამაშს არ უყურებ რა შეცდომება უშვებს??? კოკოშკოვი და ჰეიგი რომ ამოგიჩემებია რატო იმას აღარ უყურებ რომ იმ პერიოდში კარიერის პიკში მყოფი ხალხი ყავდა ერთსაც და მეორესაც... ეხლა რომელი მორაგბე ან კალადბურთელია კარიერის პიკში???? შერკინება ყველასთან აგებს აღარ არის ძველი გვარდია.. კალადბურთშიც ვინც იყვნენ წამყვანები კარიერის დაღმასვლა აქვთ ან დაასრულეს კარიერა. სანიოლს თუ შეცვლიან იგივე დილედანტით აზრი??? ფულის გადახდა ამათ არუნდათ და წესიერი ვინ მოგივა?!

• რონი

ჰაა გამოყე თავი კობი ხარ თუ მუჯირი? მიდი მუჯირო ატრიალე სლოტები არ მოცდე

• იასონას უდარი

მთლიანი ერთა ლიგა უნდა შეფასდეს და არა კონკრეტული ერთი თამაში. დასაწყისმა დაგვღუპა და ეიფორიაში ჩაგვაგდო,რის მერეც საერთოდ არაფერი აღარ გაგვიკეთებია.ამიტომ ამბობენ,ორი თამაშის მერე ზეიმი არის უადგილო და ასეც იყო. იმეზე მეტი წარმოდგენა შეგვიქმნა იმ ორმა თამაშმა,რაც რეალურად ჩვენი შესაძლებლობებია. რაც არ უნდა იყოს,უარყოფითი გამოდგა ეს ერთა ლიგა და ამ ფეხბურთით ა ლიგაში არაფერი გვესაქმებოდა. ახლა,დავრჩეთ უნდა ბ ლიგაში ან პრაგმატულად ვიფიქროთ და გავარდეთ ც ლიგაში,რამეთუ ევროპაზე გასვლის შანსი ც ლიგიდან უფრო გვაქვს. რაც შეეხება მსოფლიოზე გასვლას,მოგების შემთხვევაშიც მინიმალური შანსი იყო ბ ლიგის გამარჯვებული გასულიყო იქ,თუ რამე გვინდა ტრადიციულ შესარჩევს უნდა მივაწვეთ,რაც რეალურად გამოაჩენს სად ვართ. მე კი ვიცი ეს,მარა ადამიანებმა ხო უნდა გაიგონ ამ ქვეყანაში. დრო და სწორი მუშაობა არის საჭირო,ესე ერთბაშად არავინ აშენებულა. ყველაზე ცუდი ის არის რო უკრაინას დაუწვა გუნდი ამ ერთა ლიგაზე,რაც ძალიან სამწუხაროა და დავისაჯეთ კიდეც.საერთოდ,თუ რამე გინდა ჯგუფში,სახლის თამაშები უნდა მოიგო და თუ ამას ვერ ახერხებ ე.ი. ა ლიგაში არაფერი გესაქმება. და ყველაზე მთავარი,როდის იქნება დრო იმის რო თაობათა ცვლა დავიწყოთ ნაკრებში,დაცვას და საყრდენ ზონას ვგულისხმობ,როდის მოვა ეგ ნანატრი წამი? საკვალიფიკაციოს ვერ იყენებ,ერთა ლიგას ვერ იყენებ და როდის? ახალგაზრდულის თამაშს ვუყურე ორივე შემთხვევაში,კარგი ბიჭები არიან და დროა დავემშვიდობოთ ასაკიან მცველებს და ქოჩორაშვილი ჩანაცვლდეს ლომინაძეთი.

• საბურთალო

ფეხბურთელმა უნდა ითამაშოს და არა იპრანჭოს და თან პოლიტიკოსი გახდეს. განცხადებებს უმეტესობამ თავი დაანებეთ და ერთი ადგილი გაანძრიეთ

• Რაგბის ფანი

სანიოლ! დააბრუნე ის სტილი, რაც გვქონდა ევრო-2024-ზე. ნუ შეგვაღონე შენი ექსპერიმენტებით!

• c

ძალიან მომეწონა სანიოლის ცვლილებები, მართალია მოედნის ცენტრს ვერ მოუხერხა ვერაფერი, რამე სხარტი იდეა, მაგრამ მაინც , ყოჩაღ ვილის! გამბედაობა უნდა მცველი მოხსნას და შემტევის დამატებას პირველივე ტაიმში და მან ეს გააკეთა. გველესიანი კი რაც იმ ინტერვიუებით და კასატინგებით გააბრუეს ამოვარდა კაცი ფორმიდან. ძალიან სუსტი თამაში იყო მისი, ასევე ქოჩორაშვილია მაგარი შეცვლილი, ამიტომ არ გინდათ რა ბიჭებო ეს პოლიტიკური განცხადებები და ბლა ბლა ბლა, ითამაშეთ რა ჯიგრულად, აგერ ხვიჩას მიბაძეთ, კაცი რას თამაშობს არ ვიცი რა, სასწაულს და პასს მაინც უგვიანებენ ხოლმე, განსაკუთრებით ე.წ. ერთი ახლო მეგობარი :)) ბოდიში ამას რომ ვამბობ, მარა ვაკვირდები სულ და აშკარად ხოდზე პასის და დროული, დამაგვირგვინებელი პასების პრობლემაა მისკენ. დაცვაშიც, შუაშიც, შეტევაშიც ეს ერთი კაცი მართლა ტერმინატორი ხომ არაა? მოკლედ მაინც მადლობა გუნდს, აჩვენა ხასიათი და მოგების ჟინი, აღარ არის სირცხვილი, რომ ვუყურებ საამაყოა, როცა შენი ქვეყნის გუნდი სულ მოგებაზე იწევს და ბოლო წუთამდე შეტევაზე ფიქრობს. ყოჩაღ ვილისაც და ხვიჩასაც, ბიჭებსაც და უკან ვინცაა იმათაც, ანუ ფედერაციას ამ კუთხით, მესმის რომ აწყობთ და თავს იკლავენ , მარა აშკარად გამოიღო შედეგი (წავიდა ცალმხრივი დისლაიქები:))) მთავარია, რომ არის პოტენცია და გაჩნდა გუნდი პირველად ამდენი წლის მერე. წარმატებები ც

• ნუკრი გუგავა

ჩაკვეტაძეს გაყვანა ნაადრევი გადაწყვეტილება იყო,დავითაშვილმა რამდენჯერმე დაკარგა ბურთი!

• Levani

ნუ აყიყინდით გომბეშოებივით,ჩასაფრებული მოღალატეები ხართ. რაის რა ფედერაცია? რა გინდათ ფედერაციისგან? დომენტას ფანები და მიშისტები ხართ

• ლავრენტი

კი დავაბრალოთ მწვრთნელს. კალათბურთში გავაგდეთ კოკოშკოვი, კაცი ორლანდო მაჯიკის მწვრთნელი იყო. მერე სლოვენიას მოაგებინა ევროპა. ჩვენ აღარ ვიცოდეთ. რაგბში მილტონ ჰეიგი არ ვიკადრეთ . უფრო მაღალი დონის მწვრთნელი გვინდაო. მილტონის მერე ჩვენი რაგბი ბორძიკობს. აბა თქვენ იცით, ახლა სანთელს დააბრალეს ყველაფერი

ბოლოს მაინც ჩავი***თ!

• არჩილი

ძალიან ცუდია, როდესაც ვერ ვხედავთ პრობლემას და მას დღეს მწვრთვნელი ქვია! ეს ბიჭები ნამდვილად უკეთესს იმსახურებენ!!! სადამდეც მოვედით ყველა თამაში გავარჩიოთ და მოვედით მხოლოდ ფეხბურთელებით ამის გარეშე!

• ე

რა აზრი აქვს ეს წავა და სხვა პრაქტიკანტი მოვა.. არა ბიჭო და მუჯირი და კობი ფულს დახარჯავენ კარგი მწვრთნელის მოყვანაზე.

• კორკოტა

კობახიძემ და კალაძემ დაგთარსეს ბიჭებო,ნუ ფულადმა პრემიებმაც გაწყინათ!!

• რონი

ერთხელ ხო შეიძლება გამოხვიდე და შენს თავზე აიღო წაგება? სულ სხვის ბრალი როგორ არის???? გამოუცდელი მწვრთნელი ხარ პრაქტიკანტი და მასე გაგიჭირდება პროფესიული ზრდა....

უკრაინამაც კი გვაჯობა და გადაგვისწრო ჯგუფში!!!პროგრესის მაგივრად რეგრესი გვაქვს,ეეჰ ვერ გავხდით ახალი ხორვატია!!!

• არტ

ამის არაპროფესიონალიზმი იმაშიც ჩანს, რომ ყოველთვის ფეხბურთელებს აბრალებს წაგებას, თავის შეცდომებს ვერ და არ ხედავს და საერთოდ მოაშორეთ ეს პრაქტიკანტი ნაკრებს!

• ნოდარი

როცა 12 შესაძლებლიდან 1 ქულაზე მეტს ვერ იღებ აქ სალაპარაკო არაფერია, უმოტივაციო პორტუგალიასთან მოგებით გააღმერთეს, 21 წლამდელთა მწვრთნელი დანიშნეთ და ბევრად მეტი შედეგი იქნება.

• Achi

(Esec imatnairad alaparagda...) anu araperi ar gvchirs xvelaperi kargatariso

• მამუკა

ჰოდა ადექი და წადი, მაგრამ ამის სინდისი ვინ მოგცა, რომ საკუთარი შეცდომები აღიარო. რაც ფედერაციაა, მწვრთნელიც ისეთივე. ბიჭებს კი წარმატებები! ფიზიკური მომზადების გაუმჯობესებაზე იმუშავეთ (უკრაინასთან მთელი ძალ-ღონის დახარჯვა წინ დაგვხვდა).

აუფ… ა ბიჯო კაცი

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

ჰაშეკი