ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დამარცხდა და B ლიგაში დასარჩენად პლეი-ოფში ბრძოლა მოუწევს [VIDEO]

ერთა ლიგის ბოლო, მეექვსე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთთან 1:2 დამარცხდა.

მატჩი მასპინძელთა შეტევებით და შულცის გოლით დაიწყო. საქართველოს ნაკრებმა იერიშებით უპასუხა, კვარაცხელიას პასი ლოჩოშვილმა მიიღო, დაარტყა კიდეც, მაგრამ ბურთი მეკარე კოვარჟმა მოიგერია. შემდეგ ხვიჩას ჩაწოდებული ბურთი მეტოქის მცველს საჯარიმოში ხელზე მოხვდა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. 24-ე წუთზე კი გლოჟეკმა თავის მიერვე მოპოვებული საჯარიმოდან გაგვიტანა და ჩვენი გუნდი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. ცოტა ხანში ჩეხებს კიდევ მიეცათ შანსი და იაგიელკას გატანა მამარდაშვილმა არ დაანება. მერე მომენტი მიქაუტაძემ ვერ გამოიყენა. ჩვენი გუნდის მწვრთნელი სანიოლი ვა-ბანკზე წავიდა, გველესიანი დავითაშვილით შეცვალა. 43-ე წუთზე "კვარას" დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 2:0 დასრულდა.

მე-60 წუთზე კაკაბაძის ჩაწოდებულ ბურთს მიქაუტაძემ ერთი შეხებით კოლარჟის კარში მიუჩინა ადგილი და ანგარიში შეამცირა. სანიოლმა მაშინვე მოედანზე ჩაკვეტაძის და კიტეიშვილის ნაცვლად ზივზივაძე და მექვაბიშვილი შეიყვანა. შემდეგ კაკაბაძე და მიქაუტაძე გოჩოლეიშვილით და ლობჟანიძით შეცვალა. ზივზივაძეს ორჯერ არ გაატანინა კოლარჟმა. ბოლოს მოედანზე სიტუაცია დაიძაბა, ორჯერ შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, კვარაცხელიამ და კაშიამ ყვითელი ბარათები მიიღეს და მომდევნო შეხვედრის გამოტოვება მოუწევთ. ერთი სიტყვით, წავაგეთ, ჯგუფში მესამე ადგილზე გავედით და B დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად პლეი-ოფში მოგვიწევს ბრძოლა.

პარალელურ დაპირისპირებაში უკრაინამ ტირანაში ალბანეთს 2:1 მოუგო. შედეგად პირველი ადგილი ჩეხეთმა დაიკავა, მეორე უკრაინამ, მესამე საქართველომ, მეოთხე კი - ალბანეთმა.

ოლომოუცი. „ანდრუვი“

ჩეხეთი - საქართველო 2:1

გოლები: 1:0 შულცი (3), 2:0 გლოჟეკი (24), 2:1 მიქაუტაძე (60)

• გელაშვილი

ლოჩოშვილი როგორ არის იცის ვინმემ რამეე?

• vitom

მწვრთნელი საერთოდ არა ხო, მწვრთნელის მნიშვნელობა თუ არ იცი არრზე არა ხარ

• დავით 67

სოსო-ს! ერთი შეწვი და მეორე მოხარშე. რომ ამბობ გაყიდესო სკოლები ,ვინმემ სადმე წაიღო? მე რაც ვიცი მარტო ავლაბარში რომ იყო სტადიონი, ის დაანგრიეს. იმ 120ადგილად ამოქაჩვას ამ მთავრობას რატომ მიაწერ ვერ გამიგია. ფედერაცია არის კორუფციის ბუდე, მაშინაც ეგრე იყო. ის რომ ფეხბურთელები უკეთესები გამოჩნდნენ და ევროპამ ერთა ლიგა მოიგონა, დამეთანხმები რომ ეს ჩვენი ფედერაციის დამსახურება არაა. ერთი კია ქვეყანა ჭაობშია და კიდევ კარგად ახერხებენ ფეხბურთის თამაშს. ამასაც იმიტომ რომ ევროპაში თამაშობენ ბიჭები და არა იქ სადაც მთავრობა და ფედერაცია ისწრაფვის. გუშინდელ თამაშზე არ დაგიდია კომენტარი . მოკლედ რაც კარგად გამოგდის იმაზე არ წერ))

• Bs

ბაზარი არ არი! მართალი ბრძანდებით მაგრამ... აი ,,მაგრამ"ის მერე იმდენია დასაწერი რომ მაგისი ნერვები ახლა ნამდვილად არ მაქვს

• გენა

2 მოგება, 3 წაგება, 1 ფრე. სრული თავისმომჭრელი შედეგი

• ქ. გ.

სერიოზული წარმატების მოსაპოვებლად გუნდში საჭიროა 6 ან 7 გადასარევად ძლიერი ფეხბურთელი და 9 ან 10 ძალიან კარგი ფეხბურთელი. 1981 წლის დინამოში იყო 6 სუპერ მოთამაშე: ჩივაძე, სულაქველიძე, დარასელია, შენგელია, გუცაევი, ყიფიანი. თითქმის ასეთივე დონის იყვნენ დანარჩენებიც (გაბელია, კოსტავა, ხინჩაგაშვილი). დღეს 2 სუპერ მოთამაშეა: მამარდაშვილი და კვარაცხელია. ჩაკვეტაძემ ჯერ ბოლომდე ვერ დაიბრუნა ძველი დონე. კიტეიშვილი კარგია, მაგრამ მსოფლიოს უძლიერესი ფეხბურთელების სიაში ვერ მოხვდება. გოგლიჩიძეს შეუძლია დიდ ფეხბურთელად ჩამოყალიბდს.

• Დათო

100%

• zaza

მიროს-ს შე კაი ადამიანო იმ დროის დინამო შუაზე გახევდა დღევანდელ ჩეხეთსაც , უკრაინასაც , ალბანეთსაც . გყავს ახლა ყიფიანი , მაჩაიძე , შენგელია , გუცაევი , დარასელია , ხინჩაგაშვილი , ჩივაძე , კოსტავა , სულაქველიძე ...??? ადარებ დღევანდელებს ?

• zaza

ზაზა მაინც არ გერქვას (( აზრზე არ ხარ ფეხბურთის .

• გენა

სანიოლი გაუშვან! სასწრაფოდ დანიშნეთ ჟოზე მოურინიო ან ოტმა ჰიცფელდი

• თემური

არავითარი კატასტროფა არ მომხდარა! ჩეხი მცველის თამაშის ბოლო წუთებზე "არაკაცური" მოქმედება მიქაუტაძის მიმართ, რომ არ ყოფილიყო უფრო გულიანად ვეტყოდი მადლობას ჩეხებს ამ თამაშისთვის, რომელმაც ჩვენი ნაკრების თითოეულ ფეხბურთელს (ნუ მწვრთნელი ალბათ სხვა თემაა...) უნდა დაანახოს რაშია მისი ძალა და რა უნდა გამოასწოროს! ისე ბუდუს ის გოლი გაეტანა, მერე ვნახავდით ჩეხების "ერთი ადგილის" კანკალს! თქვენი არ ვიცი, მაგრამ არ მგონია, რომ ჩეხები ან უკრაინელები თავიანთი წამყვანი ფეხბურთელებიანად ჩვენზე რაღაც გამოკვეთილად წინ არიან (ნებისმიერ დროს შეგვიძლია მაგათი დამარცხება - ოღო დ ბაქი-ბუქი არ გვინდა!). კვარამ რომ გაფრთხილება მიიღო "გმიხარდა" (სწორად გამიგებთ ალბათ!), რადგან კვარას გარეშეც უნდა აეწყოს გუნდი მოგებაზე! წარმატებები ბიჭებს! და იქნება კიდეც...

• მიროს

კი, "გვასახელეს" ნამდვილად. სახლში რომ ალბანეთთან წააგებს და უკრაინასთან ფრეს დასჯერდები, მერე პრეტენზია აღარ უნდა გქონდეს. ბათუმში ერთნაირად წვიმდა ორივე გუნდისთვის. კოკისპირულ წვიმაში მოვუგეთ ლეგენდარულ ლივერპულს 3:0. არადა, ლივერპულში ლამის ყოველდღე წვიმს.

• ქ. გ.

რატომ არ თამაშობენ თბილისში დინამოს სტადიონზე? თბილისში ერთ ადგილას 60 ათასი ადამიანი რომ იკრიბება, ამხანაგ ივანიშვილოვს არითმია და სტენოკარდია ეწყება.

• david

რაც არ უნდა მოხდეს ყოველთვის ნაკრების გულშემატკივარი ვიქნები, მაგრამ კრიტიკა აუცილებელია რომ მომავალში სიტუაცია გამოსწორდეს თორემ წარმატებამ ეტყობა თავში ავარდნა იცის და მერე გვიანი იქნება და დავეშვებით იქ სადაც ევროპამდე ვიყავით და მერე ამოძრომას წლები დასჭირდება. აი ავხსნი რა და როგორ: ორი მოგების მერე გუნდი მოიშალა, მოეშვა, ცოტა ამპარტავნობაც წამოვიდა, უკლეს გუნდის ლიდერებმა: ხვიჩამ, ჩაკვემ, ქოჩორამ(ყველა გოლი ლამის მისი შეცდომით გავიდა), სამწუხაროდ მამარდამ(არცერთი გაშვებული გოლი არ იყო აუღებელი), ფაქტია რომ გუნდი ვერ იხსნა ვერცერთხელ.ერთადერთი ფეხბურთელი რომელზეც ცუდს ვერ ვიტყვი არის მიქაუტაძე(მართლა მაღალი დონის თავდამსხმელი). და პლიუს დაირღვა დისციპლინა, აი მაგალითად გუშინ ხვიჩამ გუნდის ლიდერმა უკვე მერამდენედ მიიღო ისეთი ყვითელი რომელიც შეიძლება ისევ ძვირად დაგვიჯდეს. ახლა დასარჩენ ფლეიოფის პირველ შეხვედრაში არ იქნება და თუ ასე გაგრძელდა არ ვარ დარწმუნებული რომ კოსოვოს ან რომელიმე სხვას მოვუგებთ და არ დავქვეითდებით ც დივიხიონში რაც იქნება კატასტროფა და არც კი მინდა დავუშვა ესეთი ვარიანტი, ფაქტია რომ რაღაც ახალია საჭირო. ეს ჩემი სუბიექტური აზრია და აუცილებელია რომ ბიჭებმა და მწვრთნელებმა კარგად გაიაზრონ რომ ყველაფერი წყალში არ ჩაიყაროს.

• ჩაკვემ რა დაუშავა ასეთი სანიოლს?

ვერ გამიგია, რატომ ცვლის სანიოლი ჩაკვეს ასე ადრე? უოტფორდში ბიჭი გუნდის ლიდერია და თამაში მიყავს. ფიზიკურადაც მაგარ ფორმაშია და 2 ტაიმს თავისუფლად ქაჩავს. ვინ უნდა შეიყვანო მინდორზე ისეთი, რომ ჩაკვე სრულფასოვნად შეცვალოს? ამან კიდევ კიტეც მიაყოლა უკან. საშინელი მიგნებები აქვს სანიოლს, მტერსაც რომ არ უსურვებს კაცი.

• ქ. გ.

ჯგუფის ბედი წინა ტურებში გადაწყდებოდა, თბილისში დინამო არენაზე რომ ჩაეტარებინათ საშინაო მატჩები.

• 3-დღიანი ინტერვალი მართლაც რომ ცოტაა

ნამდვილად ცოტაა 3 დღე აღსადგენად. პლიუს მგზავრობა. ხვიჩა, კიტე და ჩაკვე გადაღლილები მომეჩვენნენ. კაშიაც ბოლოს დალასლასებდა უკვე. უნდა ვაღიაროთ რომ ჩეხები ფიზიკურადაც გვჯობდნენ და სისწრაფითაც. მარტო ტექნიკით შორს ვერ წავალთ. პრესინგს ვერ ვთამაშობთ მოწინააღმდეგის ნახევარზე. გვყავს 5 კარგი ფეხბურთელი და მეკარე. ნახევარი გუნდი მაინც შესაცვლელია.

• სოსო

აბა რა!ნაცების დროს,ვიყავით 120 ადგილზე და სანერვიულოც არაფერი გვქონდა.სტადიონებსაც მშვიდად ჰყიდიდნენ,საფეხბურთო სკოლებსაც და სპორტის აკადემიასაც.მაშ რა უნდა ექნათ?!ისეთ ადგილებზე იყო,სადაც "ავტოსტაიანკებს" და სასტუმროებს, შემოსავლის მოტანა შეეძლო,სტადიონს კი,იქით უნდოდა შენახვა!სტადიონი თუ აღარ გვექნებოდა,მწვრთნელებს რაღა თავში ვიხლითო,იმიტომ გაყიდეს სპორტის აკადემიის შენობა.სპეციალისტებს,უცხოეთიდან მოვიწვევთო!სპეციალისტებს კი არა,ფეხბურთელებსაც მოიწვევდნენ,თუ დასჭირდებოდათ.ტყუილად ხომ არ გამოუცხადა ყოფილმა პრეზიდენტმა,მთელ მსოფლიოს:ჩამოდით,ვისაც არ გეზარებათ,საქართველოს მოქალაქეობას,პირდაპირ მოგანიჭებთო!ჰო,მაშინ კარგი,მხიარული ცხოვრება იყო,ნაცებისათვის.

• SOSO

ისე ჩეხეთის დონის ნაკრები ლამის, მესამე შემადგენლობით რომ მოგიგებს პრინციპულ თამაშს,რომლის შემადგენლობაში მხოლოდ ორი ფეხბურთელი იყო ვინც ამ ზაფხულს ევროზე გვეთამაშა, ცოტა ქე უნდა დაფიქრდე და რეალურად შეაფასო შენი შესაძლებლობები თუ ტვინი გაქვს...ამდენი ბაქი-ბუქისა და ვითომ ქვეყანაში ფეხბურთის და არა მარტო ოქროს ხანის დადგომისა, პრინციპში ისევ იქ ვართ სადაც ვიყავით-ისევ ბოლოდან მე-2 ადგილი ჯგუფში და სრული უსუსური თამაში პრინციპულ, აუცილებლად მოსაგებ თამაშებში,როდესაც მხოლოდ საკუთარ თავზე ხარ დამოკიდებული. განსაკუთრებით თვალში საცემი იყო ჩვენი გუნდის ლიდერების სუსტი თამაში-ანუ რეალური მათი სათამაშო დონე გადამწყვეტ მომენტებში, უშუალოდ მინდორზე და არა სოფასკორეს შეფასებების მიხედვით. ლამის მეგავასკვლავები რომ გგონია მამარდა,კვარა,ჩაკვე, ქოჩორა,კიტე კი ნახეთ რეალურად რა შეუძლიათ-არაფერი, მხოლოდ ერთი გამოღლეტილი ქულა ოთხ თამაშში. სხვა ფეხბურთელებზე არაფერს ვამბობ,მათ მეტიც არ მოეთხოვებათ და არ მეტის პრეტეზია აქვთ. კვარას ხელფასის და კონტრაქტის ისტორია კი მართლაც ეპოქალური პრობლემა გავხადეთ არა მარტო ფეხბურთის ქომაგებისთვის არამედ ქართული სახემწიფოსთვის, ამას დაუმატეთ სანიოლის ხანგძლივი კონტრაქტი, ემოციური ნიჰლიზმი, რაც გარდაუალია ჩვენისთანა იმპულსური ხასიათის ხალხისა და ყველაფერი თავიდანაა დასაწყები, ერთი სიტყვით ახალ წრეზე წავედით!!!

• დათო

ეს თამაში სანიოლმა წააგო (ისევე როგორც წინა არა ერთი). სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, 2:1 რომ გახდა ანგარიში და მუხტის დაჭერა იყო საჭირო, მაშინ გაიყვანა ასე თუ ისე ვინმეს თუ რაიმეს შექმნა შეუძლია - ჩაკვე და კიტე, მალევე მიქაუტაძეც მიაყოლა... გეგონებოდა ამხანაგურ შეხვედრას თამაშობდა... მერე კიდევ დასასრულს როცა იცი რომ წაგებული გაქვს თამაში, რა საჭირო იყო ამდენი ყელყელაობა და "ძალის დემონსტრირება", მიიღეს ყვითლები და ეხლა პლეი აუტში მგონი ნახევარი გუნდი დისკვალიფიცირებული იქნება. ასე რომ როცა არც მწვრთენილი გივარგა და ფეხბურთელებსაც პროფესიონალიზმი აკლიათ, რომელ მსოფლიოზე და A ლიგაზე ვიქაჩებით?! სამწუხაროა ეს ყოველივე, მაგრამ ფაქტია...

• zaza

კვარაცხელია ისწავლე დრიბლინგი ომათი 9 ნომრისგან.

• რაფინია დაფრინავს, რაფინია არ დადის!

დაღლილები იყვნენ და საერთოდ რაზე ლაპარაკობთ როცა ტემპს ვერ უძლებენ ვერც ადგილობრტივ ჩემპიონატში და ვერც ნაკრებში როცა 3 დღის ინტერვალით თამაშობენ

• aburjga

ვახ კაცო, ეს რა არის?! მაგრად მეწყინა რომ წავაგეთ! არაფერი წასაგები ამ შვეიკებთან (იაროსლავ ჰაშეკი)არ გვქონდა! მერე კიდევ ეს რა ამბავია, საიდან ამდენი ნაკრების და საკუთარი ქვეყნის მოძულე გულშემატკივარი?! ვახ კაცო ეს რა არის?! საცოდავო საქართველოვ?!

• მირო

ჩეხეთში ჩეხეთის ნაკრებს მთელი თავით ვაჯობეთ თამაშით.ფეხბურთში გამართლებას დიდი მნიშვნელობა აქვს,ჩვენ კი არ გაგვიმართლა.კარგი გუნდი გვყავს ნაღდად.ყველა რა თქმა უნდა ძალიან მონდომებული და მოტივურებულია.მადლობა ბიჭებს.კიდევ ბევრჯერ გვასახელებენ.

ქოჩორას გულისხმობ ალბათ. მაგან მოგვაგებინა უკრაინასთან.

ხალხი ნაღდად არ ხარ შენ, არ ვიცი რა ხარ მაგრამ ხალხი არა ხარ

• ზურიკო

არაუშავს, უფრო ძლიერ გუნდთან დავმარცხდით, თან ადრე იყო ჩვენთვის მსოფლიოზე გასვლა.ჯერ ევროპაზე გავიდეთ სტაბილურად ოღონდ ერთა ლიგიდან არა, შესარჩევიდან და შემდეგ მსოფლიოც მოვა ასე 20-30 წელიწადში ))

• papai

ერთს დავწერ, კიდევ კარგი გუნდს ფორმის პიკი ევროპის ჩემპიონატზე ქონდა და სახე შევინარჩუნეთ.. სულ მაღალ დონეზე ვერ იქნები მითუმეტეს ჩვენი დონის ნაკრები მკვდარი შიდა ჩემპიონატით

• ილია

სანიოლის პრაქტიკული ექსპერიმენტები ზოგჯერ მოკლებულია ლოგიკას.როცა არგყავს სწრაფი მცველები დიდი რისკია მეტოქის კონტრშეტევების დროს.თანაც მეტოქეებმა პირველივე ტურის შემდეგ აუღეს ალღო ჩვენს ტაქტიკას.ალბანეთთან პირველი თამაში ძველი ტაქტიკით ვითამაშეთ მეორეში შევცვალეთ.შემდეგში უკრაინასთან ცოტა ავარდნილიც გვქონდა და სხვა ფაქტორებიც ჩაერთო

• თამაზი

ორი მოგების შემდეგ რომ სამ თამაშს წააგებ და ერთ ფრეს ითამაშებ, ესე იგი არ ხარ ნაკრები, ხარ ერთად შეყრილი 11 ფეხბურთელი, ყოველგვარი ტაქტიკის და სათამაშო გეგმის გარეშე. დიდი სპეციალისტი არ ვარ, მაგრამ აშკარად ჩანს, რომ ყველა გუნდი ფიზიკურად ჩვენზე ძლიერია, პასებს ჩვენზე კარგად აკეთებს. ეს უკან უკან პასებით მეტოქის საჯარიმოდან მამარდამდე უკუსვლა მაინც რა უბედურებაა? ისე უაზროდ აგორავებდნენ ბურთს, გეგონება ჩვენ ვიგებდით და გვაწყობდა დროის გაყვანა.

• gzp

ლუივიტონა ბიჭები რა ქენით?

• გიორგი ბრწყინვალე

არაუშავს, წინ არის მრავალი გამარჯვება, ღმერთმა დალოცოს საქართველო! მაგრამ ამ გზააბნეულებს რა ეშველებათ? გაიხარეს დღეს ამ ნაცებმა, სხვადასხვა ჯურის ლიბერალებმა თუ გვარგადაკეთებულებმა..! ვერაფრით ხვდებიან თუ რა უსამარცხვინოესია და რა დონის ავადმყოფობაა, რომ შენი ერის(ნუ ამ გვარშეცვლილებს არ ვგულისხმობ) წარმატება არ გინდოდეს და არ გიხაროდეს პოლიტიკური მდგომარეობის გამო..! თან ის მიკვირს, მართლა ძაან მიკვირს რომ ვერ ხვდებიან გაჩერებას, ხომ გაიშიფრნენ უკვე დიდი ხანია და ისევ აგრძელებენ ამ ძირგამომთხრელ საქმიანობას მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად იცის თუ ვინ დგას ამ უარყოფითი, ბოროტი კომენტარების უკან ამ საიტზე თუ სხვაგან ინტერნეტში.!!!

• გენა

იწუწუნეთ ახლა, აუ რატო წავაგეთო. ობიექტური და ლოგიკური შედეგია: ქ. ჩეხეთი 2. უკრ 3. საქ 4.ალბ გადათამაშებასაც ჩაიკუკავენ, წააგებენ და ჩ დივიზიონში დაბრუნდებიან, სადაც არის კიდეც კაკაბაძის, კაშიას, კიტეიშვილის და ასეთუი საშუალოზე საშუალო დონის მოთამაშეების ადგილი

• Givi

სიმართლის თქმა აუცილებელია მითუმეტეს ახლა, პირდაპირ ვთქვათ, რომ სანიოლი არ არის მაღალი დონის მწვრთნელი ძალიან ბევრ შეცდომებს უშვებს, შემადგენლობას ვერ არჩევს და ვერც შეცვლებზეა კარგი(ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა), ჩემი აზრით გველესიანი არ არის ნაკრების დონის, ის უნდა ათამაშო ბოლოს თუ აგებ თავდასხმაში იქნებ თავით რომ შეაგდოს, თორემ დაცვაში სუსტია, ჯარიმის დროს კედელი როგორ დააყენეს სანამ დაარტყამდა მივხვდი, რომ მაგარ შარში ვიყავით, ზურიკომ ბოლო ორივე თამაში ჩააგდო... კვარას ძალიან ბევრი წუნი აქვს, უზუსტო პასებს ვგულისხმობ, კიტეც არ იყო რაგაც ამ ორ თამაშსი მთლად კარგი, ლოჩო ცალკე თემაა ეს ბიჭი იტალიაში გაზრდის მაგივრად ისე ბავშვით იბნევა ზოგჯერ მგონია 16-17 წლის ბიჭია, კაკაბაძე შეტევას ვერ ამწვავებს ფლანგზე გოლის გარდა გაუვარდა ყარაულის თოფივით ერთხელ, სულ ზანტად თამაშობს და ძალიან უზუსტო ჩაწოდებები აქვს...

• იფფფ

ჩაკვეტაძე არის ყველაზე მაგარი, უბრალოდ არ ჩანს ან თქვენ ვერ ხედავთ..პრემიერ ლიგის საუკეთესო ფეხბურთელია სახიფათო მომენტების შექმნაში, მაგაზე მეტი არავის შეუქმნია.. ესე ეწერა წავიკითხე.

• თაზო

უჰ,პონტი ჩააგდო

• ლაშა

ჯარიმის დროს კედელი აშკარად არასწორად დააყენა მამარდამ. სანამ დაარტყამდა ჩანდა რომ გაიტანდა.

• status quo

ისევ ჩავისვარეთ,ქებამ აწყინათ.

მამარდაშვოლი ხონის იმერეთში,კვარაცხელოვი რუბინში..აი ჯოგი

• თაობა იღუპება!!!!!!!!!!!!!!!!

რატომ თქვა წინასწარ ჩეხეთის მწვრთნელმა რომ მოვიგებთო და მოიგო კიდეც? არადა ფეხბურთელები მაგრები გყავთო გვიქო, მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო ფეხბურთელები გყავთო. ანუ რა ხდება, ვინღა დარჩა? მწვრთნელი. შემთხვევით მწვრთნელი რომ არა? ჩვენ თამაშებს რომ უყურებენ და აანალიზებენ, რომ უყურებენ ეს სანიოლი რეებს აკეთებს , ამდენ უბედურებას და ანომალიურ გადაწყვეტილებებს... ტაქტიკას ყველაფერს ხო აანალიზებენ, დებილები კი არ არიან ხედავენ და ყველა ხვდება რომ ეს უბედური და არაფრის გამკეთებელი არაა. ალბანეთი რომ ალბანეთია მაგათაც ეგრე თქვეს, ვიცით რომ მოვიგებთო და შეასრულეს. ყველა ხვდება. ყველა. ფედერაციის გარდა.

• გენა

ზუსტად დაჯდა რასაც აქ ვწერდი და ყველა გააფთრებული მლანძღავდა. ჩეხეთი უკრ საქ ალბ

• !!!-ს

შენ ხომ დადიხარ სულ წინ-წინ ცხოვრებაში :))

• ავჭალიდან

10-15 წლის უკან შეგუებული ვიყავი ნაკრების სისუსტეს ამდენად არ მწყინდა.... ახლა უფრო დავითრგუნე იმედის მერე ფიასკო უფრო ძნელია იცით ყვველამ....

• Gomako

ვფიქრობ სანიოლისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება ნაადრევი იყო,როდესაც კიტეს და ჩაკვეს ერთდროულად ცვლი,ნაკრების მატორებს,ე.ი. მოგების ამბიცია არ გაგაჩნია ან გარტყმაში არ ხარ ფეხბურთის,დასაფასებელია რასაც მიაღწია მაგრამ მეტი არ შეუძლია და მაგის სწავლაზე ეს ოქროს თაობა არ დავკარგოთ... ახლა მთავარია უკან არ ჩავბრუნდეთ წუმპეში,იმედია სომხები შეგვხვდებიან პლეიაუტში რევანში გვაქვს ასაღები მაგათთან

• ბესო

მამარდას ეძინა?რა ბურთები გაუშვა,კატასტროფაა..

• გაშეკი

ჩეხეთში იყო თამაში, ჩეხეთში, არ უთქვიათ, თორემ თბილისში მოვუგეთ.

• ქომაგი

სანიოლმა წააგო ახლა აგიხსნით რატომ. 1 გუნდმა თამაში დაიჭირა და 2-1 გახადა ამ დროს მწვრთნელი ერევა უაზროდ საქმეში და ცვლილებებს აკეთებს როდესაც მინიმუმ ასეთ დროს კარგი იქნებოდა 10 წუთი მაინც არ გაეკეთებინა ცვლილება თან ცვლის იმათ ვისაც თამაშის რიტმი მიყავდა კიტეიშვილს და ჩაკვეტაძეს შემოყავს უთამაშებლი მექვაბიშვილი,ასევე ზივზივაძე რომელიც ამ თამაში საერთოდ ვერ ჩაერთო.2 ეს მწვრთნელი საერთოდ ვერ გრძნობს თამაშის მიმდინარეობას არ იცის რა დროს რა უნდა გააკეთოს. 3.ოთხი თამაშიდან ერთი ქულა აიღო. 4 გადააკვდა ამ 5-3-2 ორს და ერთჯერაც არ გამოუყენებია 4-2-3-1 ერთი. 5 თამაშის დროს ვერ გრძნობს რომელ ფეხბურთელს მისდის თამაში და რომელს არა. 6 ვერ იყენებს არსებულ კონტინენტს რომელიც კარგი მწვრთნელის ხელში არგად გამოყენებული იქნებოდა.აღარ გავაგრძელებ დასკვნები თქვენთვის მომინდია ვისაც ფეხბურთი გესმით.ბოლოს ლელოში ვკითხულობდი რო თურმე სანიოლმა დავით ყიფიანის სტატისტიკა გააუმჯობესა შეადარეთ ყიფიანის ფეხბურთის ფილოსოფია და მერე სანიოლის ეს ჟურნალისტები ხო საერთოდ მოდებაში არ არიან ფეხბურთის სწორ და აზრიან ანალიზს ვერსად მოისმენ და წაიკითხავ არადა ფეხბურთი ამის გარეშე არ არსებობს გამიგია ძველი დინამოს გულშემატკივრები მუშტაეთის ბაღში არჩევდნენ თამაშებს.

• გია

კიდევ 32 წლამდე გაუგრძელეთ კონტრაქტი, ეკუთვნის... ამის უნამუსო...

• მაიცა რა

მე კვარაცხელიას თამაში ნაკრებში არ მომწონს.. ორ შტანგას თუ არ ჩავთვლით ორ თამაშში-რომელიც არაფერში გამოგვადგა...ეს ჩემი აზრია რავიცი..ვილისთანაც მე მგონი დრო იყო დამშვიდობების მარა ჩაახუტეს ახალი კონტრაქტი..ერთ წრეზე ვტრიალებთ..პატარა სტადიონებს ნელ ნელა მივეჩვევით..მაინც პატარა ქვეყანა ვართ!!!

• G.LA

მადლობა ბიჭებო ბრძოლისა და ჟინისთვის. გაორებული გრძნობით ვარ. სამივე წაგებულ თამაშზე დამრჩა შთაბეჭდილება რომ წასაგები არ გვქონდა. A დივიზიონში გადასვლა ჩვენი პირველად ამოცანა არ იყო. ორი გამარჯვების შემდეგ თითქმის ყველა დარწმუნებული ვიყავით A დივიზიონში დაწინაურებაზე. თავიდან ჩვენ ამ B დივიზიონში მომაგრება გვინდოდა. მოგაგონებთ ყველას ჩეხეთიც და უკრაინაც A დივიზონიდან დაქვეითებულები არიან. ასე რომ საკმაოდ ძლიერ და თანაბარ ჯგუფში ტოლ სწორად ვეთამაშეთ ყველას. არ მესმის ზოგის კომენტარი. მე ნაკრების ის ნიჭიერი თაობაც მახსოვს და მათ შემდეგ უნიჭო, უფხო ნაკრებიც. მახსოვს ისეთი დროც როცა ფეხბურთზე ლაპარაკიც მცხვენოდა ჩვენი ნაკრების შემხედვარეს. მე მაშინაც ერთგული ვიყავი ნაკრების და ყველა თამაშს უყურებდი მაზოხისტივით. ეს ნაკრები კი გულს მიხარებს და იმედით მავსებს. ეს ნაკრები პროგრესირებს და წინ მიიწევს. იმ დროიდან როცა ფეხბურთზე ლაპარაკიც კი მცხვენოდო არც ისე დიდი დრო გავიდა და ამ ნაკრების მოთამაშე წარდგენილი იყო საუკეთესო ფეხბურთელების ნომინანტებში, ერთი წლის შემდეგ კი ამ ნაკრების მეკარე იყო ნომინანტებს შორის. განსხვავება იმ სირცხვილის ნაკრებთან, ძალიან დიდია და პროგრესიც გრძელდება. წაგება სირცხვილი არაა, სირცხვილია უბრძოლველად თამაში, უიმედო და უნიჭო ფეხბურთის თამაში. სირცხვილია როცა შენთვის არ იბრძვის ის ვისაც ამის გაკეთების ბედნიერება ხვდა წილად და სულში მიფურთხებულივით ზიხარ ტელევიზურთან მაინც უყურებ შენ ნაკრებს. მე ესეთი გრძნობა მახსოვს როდის მქონდა. ეს ნაკრები ჟინიანი და ნიჭიერია, ეს ნაკრები იბრძვის ჩვენთვის. ჩვენ კი ვალდებული ვართ მათან ვიყოთ წაგებაში და გამარჯვებაშიც. ბიჭებო მე ყოველთვის თქვენთან ვარ გულით და სულით. ყველანი მეამაყებით და ძალიან მიყვარხართ. ❤️

• გაკვირვებული

თუ მიზეზს არ დაასახელებდი რა აზრი ჰქონდა ამ პოსტის დაწერას?

• Xalxi

ევროპაზე ერთა ლიგიდან გათრევა რომ ჩაითვალა დიდ მწვრთნელობად თან პენალტებით. ყიფიანის დროს ერთა ლიგა რომ ყოფილიყო ისე გავიდოდა როგორც დაგიბარებია პენალტები არც დაჭირდებოდა. ამას კიდე კონტრაქტი გაუხანგრძლივეს. და კიდე ვიღაცამ გუშინ აქ დაწერა სანიოლი და ფედერაცია ვინც არ გევასებათო დედები გვაგინა. ადმინისტრაციამაც გაატარა. საკადრისი პასუხები კი არ გაატარა. თუ გინდათ მართლა დედის ტ#%@ ვNა, ქუჩაში რო გამოვალთ ხალხი გადაგა @@ვთ თავზე ყველაფერს მაგას განახებთ როგორ იქნება . ეე ერთი გასართობი გვაქ ხალხს ფეხბურთი, თუ გინდა ხალხი არ აჯანყდეს პური და სანახაობა მიეციო ძველი რომაული სიბრძნეა და თქვენ რას აკეთებთ თქვენი დ&@@ ბს შეVე ცი არ იმსახურებთ ეხლა თავზე ყველაფერი რო გადაგატ@@@ ნათ

მოგების სიხარულს ვერასდროს ვერ იგრძნობს ხალხი! ცოდვებმა იცის

• ქ. გ.

თბილისში მაყურებლებით სავსე დინამოზე რომ არ უყვართ მატჩების ჩატარება, ამის მიზეზი არც სპორთთან და არც მაყურებლების უსაფრთხოებასთან არის დაკავშირებული. მიზეზი კონკრეტულად რომ დავასახელო, კომენტარს დამიბლოკავენ.

• ვოოტ

ბოლო ტურის წინ უკრაინელები მოსთქვამდნენ, რატომ მივიწევთ ა ლიგაში, აქ ვერავის ვუგებთ და იქ ვიღას უნდა მოვუგოთო?!... ამიტომ ახლა ა ლიგაში გადასასვლელ ფლეი ოფს ითამაშებენ... ჩვენ კი ჯიუტად ვაცხადებდით, რომ მხოლოდ ა ლიგის საგზური დაგვაკმაყოფილებდა და ამიტომ ახლა ბ ლიგაში დასარჩენად ფლეი აუტის თამაში მოგვიწევს... ამას ნიშნის მოგებით არ ვწერ, უბრალოდ, ამქვეყნად ყველაფერს საკუთარი კანონზომიერება გააჩნია, მათ შორის მის უდიდებულესობა ფეხბურთსაც...

ასეა ბიჭებო,როცა ქართულ ოცნებასთან დაიჭირეთ საქმე,დაითარსეთ და უკან-უკან წახვედით!!!

• რა გითხრათ, რით გაგახაროთ?

არც ვაისი მომწონდა და ეს სანიოლი. ხომ საერთოდ. ვაისი იმას მაინც არ ამბობდა - ვსწავლობო. ვერ აყენებს სანიოლი სასტარტოს, 5 მცველით რა შეტევაზე უნდა გვეფიქრა? სწრაფი წიტაიშვილი იყო საჭირო ხვიჩას ფლანგზე და არა ლოჩოშვილი. ბიჭებს ეტყობოდათ რომ აღდგენა ვერ მოასწრეს. კიტე და ჩაკვე ვერ იყვნენ თავის სიმაღლეზე. ჟორჟი დონეა, დაცვა სრულად შესაცვლელია. ვერ ეთამაშებიან ახლოს შემტევებს და გაგვდის ნაირ-ნაირი გოლები. სტატისტიკით ორჯერ მეტი პასი გავაკეთეთ და აზრი? აგორავე ბურთი შენს ნახევარზე და იყავი თუ გინდა დილამდე. ფედერაციას რა თქმა უნდა უგრძნობდა გული და თავიც დაიზღვია, რომ სასწრაფოდ გააფორმა კონტრაქტები. კარგი ტრიუკი გამოუვიდათ. ისე, სვანაძემ სანთელი უნდა დაუნთოს ხარატიშვილს, თორემ იქნებოდა ახლა სანიოლივით ლაფატკაზე გამზადებული.

• ჟორა

სანიოლი ისეთივე ნაკრების მთავარი მწვრთნელის,რავაც კობახიძე პრემიერი და მთავრობის მეთაური. ან ერთს ვინ და რას ეკითხება, ანდა მეორეს. რაც შეეხება ნაკრებს.აქ კომენტარებს ისეთი,ხალხი წერს,რომ თავი ქოცების პარტიულ შეკრებაზე გეგონება.რას ელიან ევროპული "ჭ" კლასის გუნდებში ხანდახან მოთამაშე ფეხბურთელებისაგან? ამ მართლაც ბრმა უნდა იყო ვერ დაინახო,რომ კვარაცხელია არის მხოლოდ და მხოლოდ კარგი ფეხბურთელი.

• odala

მივულოცოთ ნაცებს. სხვა რაღა დაგვრჩენია.

• Რაგბის ფანი

7. კვარა - გენიოსი! 22. ჟორჟი - თავისი საქმის ლომი! 9. ზურიკო - საშინელი ეგოისტი! 10. ჩაკვე - იმედი! 1. მამარდა - გენიოსი! 6. ქოჩორა - მებრძოლი სული! 8. ბუდუ - ძვირფასი რეზერვი. 4. კაშო - ჭკვიანი! 15. გველესა - საჭირო კაცი! 14. ლოჩო - საფეხბურთო ინტელექტი! . კიტე - სანდო . კაკაბა - კარგი მცველი, ცუდი შრმტევი . გოჩოლა - მებრძოლი ტენქიკოსი . წიტაიშვილი - ძვირფასი რეზერვი

• T.q

კაშია წადიიი წადიიი!!!!

• კვაზი ფსიქოლოგია

ანუ ევროპაზე იმიტომ გავედით რომ საქართველო ევროკავშირი ყოფილიყო და მსოფლიოზე რაღა გვინდა?? ისედაც მსოფლიო ვართ ანუ ბედნიერებამ მითხრა ნუ მეძებ:)))

• დავით 67

წინასწარ ვიცოდი რომ თამაშის შემდეგ 80% სანიოლის გინებას დაიწყებდა,ყოველთვის მოძებნიან ხოლმე დამნაშავეს, არა შეცდომის დამშვებს, არამედ დამნაშავეს. რით ვერ შევიდა ზოგიერთის თავში, რომ ფეხბურთელი გვყავს, მხოლოდ ერთი, ბოდიში ერთადერთი. სხვები ერთ ორ თამაშს ჩაატარებენ კარგად და ეგ არის და ეგ.მერე იწყება კომენტარეში შენ რა გინდა კარლსრუეში, შენ რა გინდა უეტერფორდში, შენ რა გინდა ავსტრიაში, შენ რა გინდა ლევანტეში და ა.შ.თითქოს ბრმები იყვნენ ევროპელი სპეციალისტები და რაღაც პირადულის გამო არ იწვევდნენ ტოპ გუნდებში. ადრეც ვთქვი, რომ ფორტუნის ხარჯზე მოგებები დამთავრდა. ალბანეთთან და უკრაინასთან არ უნდა წაეგოთ, ესეც ცუდად აისახა. ვერ ჩამოვყალიბდით საშუალო დონის ნაკრებად. სანიოლი რამე განსაკუთრებული მწვრთნელი არაა რომ ლამის სიცოცხლის ბოლომდე გაუგრძელო კონტრაქტი, მაგრამ ფეხბურთელებიც არ გვყავს საშუალო დონის და მიდი და აბრალე ეხლა ვილის რამდენიც გინდა.

• რიგითი

სანიოლი კიდევ ოთხი წელი?? კაკაბა მარჯვენა ფრთა.. გოჩო , ზურიკო , ლობჟანიძე ესენიც ყველა მარჯვენა.. მარცხნივ კი ხვიჩას გარდა მცველიც კი არ არის მარცხენა ფლანგზე მოთამაშე, ამიტომაც იყო ქაოსი და აბსულუტურად გაურკვეველი თამაში ბოლო ნახევარი საათი.. სანიოლ და სამწვრთნელო შტაბი აზაროვმა მოგიკითხათ…

• საქართველოს გაუმარჯოს

დაბეჭდეთ ერთი თუ ხალხი ხართ. ბიჭებო! აქანა ვინც წერთ კომენტარს და ა ქ ე ბ თ ჩვენს ნაკრებს . ხალხო - თვალები მიხატული გაქვთ თუ მაზოხისტები ხართ , დალოცვილებო?? რაის გუნდია ,ბიჯო, გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ თამაშში ბრძოლას ვერ უმართავ საშუალოზე დაბალი დონის გუნდს, რაია, ხალხო რამ დაგავრმავათ , ვინცხამ კრიტიკულად დაწერეთ, სიმართლე, არავის არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ???? ს ა შ უ ა ლ ო გუნდია საქარღველოს ნაკრები ???? ფეხბურთის მცოდნე ხალხი ხართ; ახლა, მაგი ვისაც გჯერათ??? ერთხელ და სამუდამოდ არ უნდა განვსაზღვროთ წინსვლის კრიტერიუმები ??? მაგის დედაც ვატირე, მაგენი თუ საშუალო და ს ა ქ ე ბ ა რ ი გუნდია - აბა რაღა გვიჭირს.

• საქართველოს გაუმარჯოს

დაბეჭდეთ ერთი თუ ხალხი ხართ. ბიჭებო! აქანა ვინც წერთ კომენტარს და ა ქ ე ბ თ ჩვენს ნაკრებს . ხალხო - თვალები მიხატული გაქვთ თუ მაზოხისტები ხართ , დალოცვილებო?? რაის გუნდია ,ბიჯო, გ ა დ ა მ წ ყ ვ ე ტ თამაშში ბრძოლას ვერ უმართავ საშუალოზე დაბალი დონის გუნდს, რაია, ხალხო რამ დაგავრმავათ , ვინცხამ კრიტიკულად დაწერეთ, სიმართლე, არავის არ გიყვართ და არ გსიამოვნებთ???? ს ა შ უ ა ლ ო გუნდია საქარღველოს ნაკრები ???? ფეხბურთის მცოდნე ხალხი ხართ; ახლა, მაგი ვისაც გჯერათ??? ერთხელ და სამუდამოდ არ უნდა განვსაზღვროთ წინსვლის კრიტერიუმები ??? მაგის დედაც ვატირე, მაგენი თუ საშუალო და ს ა ქ ე ბ ა რ ი გუნდია - აბა რაღა გვიჭირს.

• ნიკო

ჩვენი ნაკრები რომ გაზრდილია ლაპარაკი არ უნდა ეს ყველაფერი რა თქმა უნდა განაპირობა რამოდენიმე ფაქტორის ერთობლიობამ კვარაცხელიას ფენომენმა პლიუს მამარდაშვილი რომლებმაც გუნდში გამარჯვებულის ფსიქოლოგია მოიტანეს, საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებამ უფრო მასობრიობის გაზრდამ თუმცა ჩემი აზრით ისევ რჩება როგორც მინიმუმ ბავშვების ფიზიკური მომზადების პრობლემა და ბავშთა მწვრთნელების დაბალი დონე, მიუხედავად ამისა რამოდენიმე პოზიტიურმა ფაქტორმა შედეგი მოგვცა, თუმცა მოხდა ის რისიც მეშინოდა როგორც კი უკრაინა დავინახე ჩვენს ჯგუფში, ვინმე იტყვის შეთქმულების თეორიას წერო თუმცა თუ ეს შეთქმულება არ იყო ან საბოტაჟი როგორც მინიმუმ რამოდენიმე კაცის ფედერაციიდან მაშინ ამიხსენით რატომ ცურავდნენ ჩვენები გასვლითი თამაშის დროს უკრაინასთან და რატომ ისინი არა, რატომ ჰქონდათ სწორად იმათ შერჩეული შიპები და ბუცები, ვინ დაიჯერებს იმას რომ ჩვენებმა მოედნის საფარი არ იცოდნენ რა მდომარეობაში იყო, რომელი საუკუნეა ეს რომ არ სცოდნოდათ და რომც არ იცოდე მაშინ ყველაფრისთვის მომზადებული უნდა იყო როცა ისეთი კლიმატის მქონე ქვეყანაში მიდიხარ როგორც პოლონეთია, ამ თამაშის მერე გამოვიდნენ და თვითონვე უტიფრად თქვეს რომ მზად არ ვიყავითო და ბოდიშიც არ მოუხდიათ უბრალოდ ასე იმართლეს თავი თუმცა ამის მერე ნოემბერში დანიშნეს ისევ იგივე უკრაინასთან ბათუმში როცა ყველამ იცის რომ ბათუმში ნოემბერში წვიმების სეზონია და ასეთ მოედანზე უკრაინა უკეთესად იგრძნობს თავს ვიდრე ჩვენი ნაკრები, გუნდმა ითამაშა ტროპიკულ თავსხმა წვიმაში, მესამე პრობლემა სახლის თამაში გვაქვს და გუნდი ემზადება საგურამოში სხვა კლიმატში, იმის მაგივრად სტუმარ გუნდს ჩაასწროს აკლიმატიზაციისთვის ისინი საგურამოში ემზადებიან, საქართველო ცნობილია თავისი კლიმატური მრავალფეროვნებით მიუხედავად იმისა რომ პატარა ქვეყანაა, საგურამოდან ბათუმში ჩასვლა იგივეა სხვა კონტინეტზე რომ ჩახვიდე იმდენად დიდი სხვაობაა კლიმატურ პირობებს შორის. გავიხსენოთ ისიც როგორ გამოატოვებინეს კვარაცხელიას ლუქსემბურგთან თამაში რომელიც შეიძლება მართლაც შეცდომა იყო მაგრამ ამდენი ელემეტარული შეცდომა იმას მიანიშნებს რომ ან ხდება საბოტაჟი და უბრალოდ ტოტალურ გაუნათლებლობასთან გვაქვს საქმე თუმცა ერთი მეორესაც არ გამორიცხავს. ასე რომ გაგვცენ ფედერაციის ჩინოვნიკებმა რატომ მოხდა ასე და ამდენჯერ, იმას აღარ ვიხსენებ მაკედონიასთან ხალხი რომ არ შეუშვეს.

• დათო

გავუგრძელოთ სანიოლს სამწვრთენლო ვადა 2032 წლამდე ან 2036, თუ ცოცხალი იქნა. ვინიცობაა გაუწყვიტონ კონტრაქტი - „ატკატებით” უფრო ბევრი შეჰხვდება კობიაშვილსა და იაშვილს - უჭირთ მაგათ შთამომავლობას!

• არტ

ამ შემადგენლობას ჭირდება კვალიფიციური, გამოცდილი და შედეგის დამდები მწვრთნელი ,რომელსაც რაღაც შედეგი მაინც უჩვენებია სადმე ოდესმე და არა პრაქტიკანტი, რომელიც ახლა სწავლობს პროფესიას. საქართველოს ნაკრები ვიღაცის ტრენაჟორი არ არის! მერამდენედ ვწერ.

• მადლობა იმისთვის, რომ ჩეხეთთან გასვლაზე მოსაგებად წავედით პირველი ადგილის დასაკავებლად! მადლობა! მაგრამ, სანიოლი 2028 წლამდე აღარ იყო საჭირო...

• ჯონი

ვაახ, როგორ გამიტყდა ბიჭებო. ძალიან მაგრად განვიცადე, მაგრამ მომავალს გაუმარჯოს. მაგარი ბიჭები გვყავხართ და ვიცი, რომ თქვენს სიტყვას იტყვით კიდევ. წარმატებებს გისურვებთ!. გული არ გაიტეხოთ

• დათო77

სანიოლმა ბოლო 4 თამაში ჩააგდო,არც ფეხბურთელები გვყავს კარგი დონის და არც მწვრთნელი. ახალგაზრდები გვჭირდება ,ყველგან .თორემ როცა აგარ გეყოლება კვარა და არც ნაკრები იქნება.

• დდდ

ჩეხმა ოპერატორებმა არცერთხელ არ გაიმეორეს ხვიჩაზე უხეშობის ბოლო ორი მომენტი, რამაც უფრო განმიმტკიცა აზრი, რომ რუსები სწორად მოიქცნენ, როცა ტანკებით შევარდნენ პრაღაში... კვარა კი ძალიან დაგვაკლდება პლეი ოფის პირველ შეხვედრაში, არადა იქ ყველაზე სუსტი , შეიძლება, სომხეთი გვიცდიდეს, რომლებთანაც ბოლოს წავაგეთ და ყველაზე ძლიერი კი სლოვაკეთი, რომელიც ფავორიტი იქნება ჩვენთან, ბულგარეთთან და კოსოვოსთან კი, ალბათ, ორი თამაშის ჯამში 50/50. თუ ც-ში გავვარდით, სანიოლიც უნდა წავიდეს და ვინც 4-წლიანი გაუფორმა, ისიც მიჰყვეს...

"არა შეჯდა მწყერი ხესა",დავბრუნდით იქ საიდანაც დავიწყეთ!!!

• ქომაგი

ალბათ ასე იყო საჭირო და ეს ადგილი გვქონდა გამოწერილი თავიდანვე. ისიც რაღაც ააეჭვოდ ჩანს ბოლო წუთებზე კვარაცხელიამ და კაშიამ უაზროდ, შელაპარაკება რომ წამოიწყეს და უვითლები მიიღეს(მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ იცოდნენ ყვითელის მიღების შემთხვევაში პლეი აუტის თამაშს გამოტოვებდნენ). ალბათ მესამე დივიზიონში დაბრუნება ტაქტიკის ნაწილია, რომ იქიდან სცადო შემდეგ ევროპაზე გასვლა(თუ დაუშვესკიდევ ქვოტა ც და დ დივიზიონების გამარჯვებულთათვის).

• Irakli

გვაჯობა ჩეხეთმა და დამსახურებულად მოიგო, აი ბოლოს რაც ხვიჩამ და კაშიამ იკადრეს ნამდვილად არ იყო კარგი, კვარამ თამაში ჩააგდო, თან გაყვითლდა და მნიშვნელოვან თამაშს გამოტოვებს.

• გიო

მსოფლიოზე არც იოცნებოთ ესეთი ფეხბურთით !ტიპებმა რა შანსი გაუშვეს ესეთი კარგი სტარტის შემდეგ ალბანეთთან მაინც მოგვეგო ეს არის უფულობის და გამოშტერების ბრალი ტრენერი დამნაშავე თუ სხვა არ ვიცი...პირველი უნდა აგვეღო და რა ქნეს დღეს ინტრიგა უნდა მოგვეკლა

• M

ჩეხეთის მოგება მოსალოდნელი იყო, არააა ეს 3 დონის ნაკრები. მწვრთნელს შეეძლო ალბათ ცოტა მეტის გაკეყება. ხვიჩას არ გაუმართლა. დაცვა უნდა გადაეწყოს. და ალბათ მეტი ვარჯიშია საჭირო პრესინგიდან ბურთის ამოტანაზე. დანარჩენი მადლობა თავდადებისთვის გამარჯვებები კიდევ იწნება

• გია

თამამად შეიძლება ითქვას რომ საქართველოს ნაკრებმა ჩააგდო ერთა ლიგის ეს ჯგუფი. არადა რა კარგად დავიწყეთ.

• ბს

მე რაც დამამახსოვრდა სამჯერ შეეხო ბურთს მექვაბიშვილი, ერთხელ თავით კინაღამ გოლი გაგვიტანა და ორჯერ კმშიასთან გაითამაშა. ყოჩაღ სანიოლ, მაგარი შეხვდები გააკეთე!

• Რაგბის ფანი

აქ ვინც კომენტარებს წერენ, თითქმის ყველა მირჩევნია სანიოლს!

• ექვსოსნები

კვარაცხელია ზედმეტს იღებს თავისთავზე, ჩაკვეტაძე სწაფ და ხისტ თამაშში იკარგება - სიფრიფანაა. დავითაშვილი უცნაურად სუსტი იყო - ბურთსაც ვერ იღებდა ნორმალურად. გასატანი რომ გაქვს, ფლანგზე ლოჩოშვილი არ უნდა დატოვო. კაშია დაბერდა. დვალმა გრავიტაციის კანონები არ იცის. კიტეიშვილი 90 წუთი ვერ ქაჩავს? ზეწოლისას ვიბნევით და ა.შ.

• ბს

ბევრი სხვა რამეც არი სათქმელი, მაგრამ სანიოლმა რომ მიჰქარა ჩაკვეტაძის კიტეიშვილის გაყვანის მოედნიდან ეს ფაქტია. ბოლო ნახევარი საათი იყო სრული ქაოსი. და ეს პირადად მისი ბრალია

• გენძეხ მეოთხე

საქართველოს ნაკრებს მაინც მეტი შანსი აქვს ღირსებით მსოფლიოზე მოხვედრის, ვიდრე ქოცნებას საქართველოს ევროკავშირში შეყვანის

• 912

ზღაპარი დამთავრდა ... ჩვენს ტრადიციულ მაჩანჩალა ნაკრებს გაუმარჯოს.... სრული სვლით C დივიზიონისკენ...

რას ერჩი სტაჟიორი მწვრთნელია პრაქტიკებს გადის ჩვენთან.. თან ხელფასს ცოტას იღებს და მუჯირს და კობის მეტი ფული რჩება ამით.... დანარჩენს კვარა მიხედავს აქა იქ გაიტანს

• Რაგბის ფანი

საშუალო გულშემატკივარიც კი ხვდება, რომ ჩაკვე და კიტე არიან დაცვიდან შეტევაში ბურთის ამტანები. ეს სანიოლი რამ დააბრმავა, რომ ამდენს ვერ ხვდება?

• ალექს

ჩაკვე და კიტე ერთად მოხსნა მაშინ როცა ყველაზე მეტად იყვნენ საჭირო ამ დამწვარმა კრუასანმა!!! იმის მერე ოცი წუთი საკუთარ მოედანზე ახოხიალებდნენ ბურთს.. და ეს ახირებული კაცი კიდევ ოთხი წელი დაასვეს გუნდს თავზე!

• რონი

ხო შეიძლება მწვრთნელი გაიზარდოს გამოცდილებასთან ერთად??? რაც იყო ჩუგუნი იგივე დარჩა სანიოლი. მსოფლიოში 5 ნაღდი მცველით ვინ თამაშობს ჩვენს გარდა?? ჩაკვე და კიტე გაგყავს ვინ შემოგყავს ვინ მექვაბიშვილი ბურთი მიიღო მაინც?? კვარას წიტაიშვილი უნდა რო მიეხმაროს მარტო რას იზავს ფლანგზე???? ან ამ კუთხურებიდან მუდამ ჩაწოდებისას ხო უნდა გამოიტანოს აზრი რომ ჩეხეთან კუთხურიდან გოლს ვერ გავიტანთ და სჯობია გავათამაშოთ... არა ვირივით ჯიუტია ტიპი! მეტი შანსი ახალგაზრდებს სტაჟიან ფეხბურთელებს მადლობა.

• მანფრედ კალცი

კობიაშვილო და მუჯირო, აწი ნოემბრის თამაშები გუდაურში ან წალკაში დანიშნეთ ხოლმე. სანიოლს კი სამუდამო კონტრაქტი გაუფორმეთ.

• დინამოელი

ა) კვარაცხელია ცოტა ადრე უნდა შემოეუვანა სანიოლს. ბოლო 5 წუთი აშკარად არ ეყო; ბ) კაფუს უთქვამს: მივხვდი რა არარაობაც ვიყავი, ოთარა კაკაბაძის თამაში რომ ვნახეო

• სიმართლე

მე ესე ვფიქრობ ჯობია გავარდეს ც ლიგაში საქართველო იქედან უფრო გვექნება შანსიიი.

• Temo

ალბათ მეტს არ ვიმსახურებდით.

• ბაბუ

ალბანეთთან უნდა მოეგო თუ გასვლა გინდა სლოტი კი არაა ჯეკპოტი დაგეცეს, ისეთ დაბალ დონეზე თამაშობენ რომ მაგიდის ფეხბურთი უფრო ლამაზია ამათან შედარებით

• Gio

Kites da chakves gasvlis mere chveni tamashi gaxda qaosi

• Რაგბის ფანი

ამოვიდა ყელში სანიოლის სისულელეები! მე-3 წუთზე კონტრშეტევაზე გოლს როგორ უშვებ?! ჩაკვე და კიტე გაიყვანა და ბურთი ვეღარ ავიტანეთ ცენტრამდე! რა გინდა სანიოლ? რატომ ანგრევ გუნდს?!

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს

"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა

სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

კვარაცხელია: ბოლო ნაბიჯი დაგვრჩა, რომელიც ბოლომდე უნდა მივიყვანოთ

"საქართველოს 3:0-ს მოვუგებთ" - ჩეხეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"გამარჯვება დავიმსახურეთ, ახლა კი ჩვენი მთავარი მიზანი ესაა..." - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი საქართველოსთან მატჩის შემდეგ

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ჩეხეთთან მატჩში?

"ფეხბურთელები სათანადო დონეზე არ იყვნენ, აგრესია და ინტენსივობა აკლდათ" - ვილი სანიოლი ჩეხეთთან მარცხის შემდეგ

ჰაშეკი