სპორტული ღონისძიებებით დახუნძლული ზამთრის სეზონი გველოდება.

გუდაური და ბაკურიანი, FIS-ის ეგიდით, მსოფლიო თასის 3 შეჯიბრს

დეკემბერსა და მარტში უმასპინძლებს. ესაა მოგულის, სკი კროსისა და

სნოუბორდ კროსის დისციპლინები. კურორტები დამატებით ახალი სასრიალო

ტრასებით ხვდება სეზონს. მოთხილამურეები აჭარიდან, სვანეთიდან,

გუდაურიდან, ბაკურიანიდან და თბილისიდან, საქართველოს თასის

ეტაპებისთვის ემზადებიან, რომელიც საქართველოს მთიან კურორტებზე

რამდენიმე ეტაპად გაიმართება.

ასევე, 2025 წლის 9-16 თებერვალს, საქართველოში, ევროპის ზამთრის

ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი (EYOF) ჩატარდება, რომელსაც

ბაკურიანი, ბათუმი და თბილისი უმასპინძლებს, სადაც საქართველოს

მოთხილამურეთა ოლიმპიური ნაკრები იასპარეზებს.

10-16 თებერვალს ავსტრიის კურორტ ზაალბახში გაიმართება მსოფლიო

ჩემპიონატი, სადაც სამთო-სათხილამურო ნაკრები იასპარეზებს, 18-30 მარტს

შვეიცარიის კურორტ ენგადინში კი ფრისტაელის მსოფლიო ჩემპიონატზე

საქართველო, სხვადასხვა სახეობაში, ნაკრებით წარდგება.

17-20 დეკემბერს იტალიის კურორტ კრონპლაცში საქართველოს ეროვნული და

იუნიორთა ჩემპიონატი ჩატარდება, 27 თებერვალს კვლავ საქართველოს

ჩემპიონატს იტალიის კურორტი დობიაკო უმასპინძლებს, ხოლო 26 მარტს

იტალიაში საქართველოს ჩემპიონატის დასკვნითი შეჯიბრი ისევ კრონპლაცში

გაიმართება.

საქართველოს სათხილამურო ფედერაცია კი გუდაურში 4-6 აპრილს

საქართველოს ჩემპიონატს გამართავს.

საქართველოს კურორტებზე უკვე ყოველწლიურად ტარდება საერთაშორისო

დონის სპორტული ღონისძიებები და ჩვენი ქვეყანა FIS-ის კალენდარში

შვეიცარიის, საფრანგეთის, იტალიის, ნორვეგიის, აშშ-ის, კანადის გვერდით

იკავებს ადგილს. ეს მნიშვნელოვანი გარღვევა საქართველოს ისტორიაში

პირველი მსოფლიო ჩემპიონატის წარმატებით ჩატარებამ განაპირობა.

ბაკურიანში, 2023 წელს, პირველი ისტორიული ჩემპიონატის წარმდგენი

კომპანია სილქნეტი იყო, რომელიც მეორე ათეული წელია სათხილამურო

ფედერაციის გენერალური სპონსორია და დაარსების დღიდან უჭერს მხარს

ზამთრის სპორტის განვითარებას საქართველოში. ამ უწყვეტმა თანადგომამ

ჩვენს ქვეყანაში ზამთრის სპორტის მომავალი განსაზღვრა.

დღეს მსოფლიო ჩემპიონატისთვის შექმნილ ინფრასტრუქტურას

გათოვლიანების სისტემებს, უახლეს საბაგიროებს, სპეციალურ საშეჯიბრო

არეალებს ყოველწლიურად ახალი ტრასებიც ემატება. ქართველ სპორტსმენებს

აქვთ შესაძლებლობა სათანადოდ მოემზადონ და გაიტანონ ჩვენი ქვეყნის

სახელი საზღვრებს გარეთ. ქვეყანას ტურიზმის, ზამთრის სპორტის

მიმართულებით განვითარების და მთის პოტენციალის სწორად გამოყენების

პერსპექტივა უჩნდება.

R

ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
Aprilia Racing-ის ისტორიული გამარჯვება MotoGP-ს რბოლაში!
17-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
რა შემთხვევაში გაათავისუფლებენ არბელოას? - ესპანური გამოცემა დეტალებზე წერს
ქოჩორაშვილის გარეშე - "სპორტინგმა" "მორიერენსეს" სძლია
[VIDEO] დავითაშვილმა ისევ გაიტანა და "სენტ-ეტიენი" "ლავალთან" დააწინაურა
პსჟ - "მეცის" მატჩის სასტარტო შემადგენლობები ცნობილია
20 წ. | ორი შემადგენლობით სამხრეთ აფრიკასთან
კარლი სრულწლოვანი გახდება და "ბაიერნი" ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
საქართველოს ნაკრებმა დანიასთან მატჩებისთვის თბილისური შეკრება დაასრულა
მერვე მატჩიდან მეშვიდე წაგება სეზონში - ბასილაშვილი ცუდ ფორმაშია
ანსუ ფატი შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"ლევანტეს" მწვრთნელი "ბარსელონასთან" მატჩამდე: იმ ფეხბურთელებს მოვკლავ, რომლებიც მოედანზე ყველაფერს არ გაიღებენ
"ბარსელონას" პრეზიდენტობის კანდიდატი კეინის ტრანსფერს უმიზნებს
"ხვიჩაში მხოლოდ ვარსკვლავს ხედავენ, მაგრამ ის არის ადამიანი, რომელიც..." - პსჟ-ისთან მატჩამდე წიტაიშვილმა Lequipe-თან ისაუბრა
"ლივერპულში" სალაჰი უნდა შეცვალოს - ინგლისურ გრანდს ამ პოზიციაზე ფავორიტი ჰყავს
"რეალს" "ბარსელონას" ამჯობინებს - როდრის კარიერის გაგრძელება სამშობლოში სურს
რობი კინმა შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგის გუნდი ჩაიბაროს
დიდი როტაციით "მეცთან" - ითამაშებს კვარაცხელია?
კვერნაძის 82 წუთი და "ფროზინონეს" ფრე "ემპოლისთან"
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
ქართული დუელის დღე! ბრძოლა ლიდერობისა და აუტსაიდერობისგან თავის დასაღწევად