საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი, რატი ანდრონიკაშვილი კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 23 წლის გამთამაშებელს, რომელიც სანაკრებო ფანჯრამდე რიგის ვეფ-ში 3-კვირიანი კონტრაქტით იყო, "მონბუს ობრადოიროში" იასპარეზებს. ესპანეთის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე კლუბმა ქართველ გამთამაშებელს კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაუფორმა.

ანდრონიკაშვილის შესახებ კლუბის ოფიციალურ გვერდზე შემდეგი კომენტარი დაიწერა:

"ანდრონიკაშვილი გამთამაშებლის პოზიციაზე თამაშობს, მისი მოწვევა კი იმ პრობლემას უკავშირდება, რაც ტომს ლეიმანისისა და ტომეუ რიგოს ტრავმებმა გამოიწვია. ის რიგის ვეფ-იდან შემოგვიერთდა, რომლის რიგებშიც ბოლო პერიოდში ირიცხებოდა და საშუალოდ 8.3 ქულას, 4.7 მოხსნასა და 2.7 პასს აგროვებდა".

ქართველი უკანახაზელის ტრანსფერზე კომენტარი გააკეთა კლუბის გენერალურმა დირექტორმა, ექტორ გალანმაც:

"რატი ის კალათბურთელია, რომელმაც ჩვენი უკანა ხაზი უნდა გააძლიეროს. მას თამაში შეუძლია როგორც პირველ, ასევე – მეორე ნომერზე. ანდრონიკაშვილი ჯერ კიდევ მზარდი მოთამაშეა, რომელსაც ლიგა ენდესაში თამაშის გამოცდილებაც გააჩნია, როდესაც "მურსიასა" და "სარაგოსას" ღირსებას იცავდა. ის მეტ ენერგიას შეგვძენს, რადგანაც თავისი პოზიციისთვის შესაშური ფიზიკური მონაცემები გააჩნია, მთელს მოედანზე დაცვაში ძალიან ძლიერია და შეტევაში გადასვლაც კარგად შეუძლია. საერთო ჯამში, რატი ძალიან გაგვაძლიერებს. ანდრონიკაშვილს ვუსურვებ, რომ ადაპტაციის პერიოდი მალე გაიაროს და კლუბს სარგებელი მოუტანოს".

ესპანეთის მეორე ლიგას Primera FEB-ი ეწოდება და იქ "ობრადოირო" გასული სეზონის შემდეგ დაქვეითდა. გუნდმა მე-17 ადგილი დაიკავა და უმაღლესი ლიგა დატოვა. მიმდინარე სეზონში "ობრადოირო მონბუსი" მე-6 ადგილზეა. გუნდს 6 მოგება და 3 მარცხი აქვს, შენდეგ შეხვედრას კი 5 დეკემბერს, სტუმრად "პალენსიასთან" ჩაატარებს.

GBF.GE

დინამო 72
ქუდი რომ მოეხადა აჯობებდა და მიმიკაზე იმუშაოს ,საოცარ სახეებს ღებულობს თამაშისას და ისეც :)))
sss
უნდა ყური გაიხვრიტოს უნდა სხვა რაიმე ეგ მისი საქმეა. ნაკრებისთვის კი კარგი იქნება თუ მოხერხდება და სადმე დამკვიდრდება და ბედუინივით მომთაბარე ცხოვრებას შეეშვება.
დინამოელი
3 კვირიანი კონტრაქტი რაღა ჯანდაბაა? )))
rembo
ვერ შედგა გამთამაშებლად სუსტია
747
ნაკლები მოწიე!
Dato
Eg sheni cincxali tvinis nakvesebi krebulad gamoeci, tore dedaena dagvekargeba qartvelebs.
korben dallas
ჩემი ყურაგხვრეტილი, ჯენზი თაობის, ლაღი თავისუფალი ძმა! შეხედეთ ნებისმიერ ჯენზის სახეზე როგორი შეშლილი თვალები აქვთ, ისეთ ცუდ პერიოდში აცხოვრებენ ნაკომუნისტარი არარაობები! არაუშავს წინ თავისუფლებისაკენ, დიდება ლიბერალიზმს, მულტიკულტურიზმს, ათეიზმს სულ ცოტაც, ჩვენი პატარა 2 ათასიანი, წლების შემდგომ დაბადებულო ჯენზის წარმომადგენლებო და ყველა ერთად მოვძოვთ ბალახს ამ პლანეტაზე! გეიც, ჰეტეროც, ქრისტიანიც, მუსლიმიც, ათეისტიც, შავკანიანიც, თეთრკანიანიც
მათე ხატიაშვილის 29 ქულა მადრიდის "რეალთან" ფინალურ მატჩში
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
შენგელიას 14 ქულა "გრან კანარიასთან" და MVP-ს ტიტული
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
WU17 | საქართველო 6:0 აზერბაიჯანი
რაგბი ევროპა | ხუთი დებიუტანტით და მერვე ცენტურიონით შვეიცარიასთან
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
ფიგურული ციგურაობა | რიტმულ ცეკვაში დევისისა და სმოლკინის წყვილი წარსდგა
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ანდრონიკაშვილის 11 ქულა 19 წუთში და მისი გუნდის მე-10 გამარჯვება ესპანეთის მე-2 ლიგაში
ანდრონიკაშვილის ტრავმა სერიოზული არ აღმოჩნდა
ანდრონიკაშვილის 13 ქულა, 8 მოხსნა და 4 პასი ესტონური "კეილას" წინააღმდეგ
ანდრონიკაშვილი ისლანდიურ გუნდში გადავიდა
ანდრონიკაშვილის 21 ქულა და 6 პასი ისლანდიაში
ანდრონიკაშვილის 8 ქულა 12 წუთში და "ობრადოიროს" მე-8 გამარჯვება ბოლო 9 მატჩში