27 წლის ავსტრიელი მეკარე ტობიას შუტცენაუერი თბილისის "დინამოს" ბოლო დანამატია. ფეხბურთელი დედაქალაქურ გუნდში თავისუფალი აგენტის სტატუსით ჩაირიცხა და ფოთის "კოლხეთთან" 0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარიც დაიცვა.

შუტცენაუერი წლების განმავლობაში ოთარ კიტეიშვილის გრაცის "შტურმის" მეორე კიპერის სტატუსს ატარებდა, ბოლო სეზონი კი კვლავ სამშობლოში ითამაშა და "ალტახში" ირიცხებოდა, სადაც ჯამში 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ავსტრიულმა MeinBezirk-მა ამ მეკარესთან ინტერვიუ ჩაწერა და დაინტერესდა, თუ როგორ შედგა მისი ტრანსფერი თბილისის "დინამოში".

"იოლი პერიოდი არ მქონდა. კვირიდან კვირამდე რიტმში ხარ და გუნდთან ერთად ვარჯიშობ და მისი ნაწილი ხარ, მიუხედავად იმისა, გიწევს თუ არა თამაში.

მოულოდნელად, კლუბის გარეშე აღმოვჩნდი და როგორც უკვე აღვნიშნე, ეს ძალიან რთული მდგომარეობა იყო. ნოემბერში ერთმა ძველმა მეგობარმა (ფერდინანდ ფელდჰოფერი "დინამოს" მწვრთნელი) დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა მოედანზე დავბრუნებულიყავი.

ვიცოდი, რომ ამ გუნდის ღირსებას ოთარ კიტეიშვილი იცავდა, რომელიც "შტურმში" ჩემი თანაგუნდელი იყო. მას ვესაუბრე და ოთარმა მითხრა, რომ "დინამო" საქართველოში ყველაზე დიდი კლუბია. მას კარგის მეტი არაფერი უთქვამს და მეც უცებ თვითმფრინავში საქართველოსკენ მიმავალ რეისზე აღმოვჩნდი.

ჩემს ახალ გუნდში მოედანზე და მის გარეთ ყველა ფეხბურთით ცხოვრობს. აქ ყველაფერი მაღალი დონისაა, სასწავლო ცენტრიდან დაწყებული, საცხოვრებლით დამთავრებული.

ახალგაზრდა უნიჭიერესი ფეხბურთელებით გაჯერებულ გუნდში ძალიან კარგად მიმიღეს და ადაპტაციაში ისიც დამეხმარა, რომ აქ "ალტახის" ყოფილი წევრი დომინიკ რეიტერი დამხვდა.

ქართველები მოედანზე ხშირად ხმარობენ სიტყვას "მოდი, მოდი..." ეს სიტყვა უკვე ძალიან კარგად დავიმახსოვრე. კონტრაქტი სეზონის ბოლომდე მაკავშირებს და თუ ორ მხარეს შორის შეთანხმება მოხდება, დარჩენაც შესაძლებელია", - ამბობს შუტცენაუერი.

მეზღვაური
კიდევ ერთი კუპატაძე მესამელიგელი გონიოს კარებს იცავს. :დ
Walkabout
ბიჭო თამაში არ გიყურებიათ და კაცს აკრიტიკებთ... იცით რომ აკაკი დევაძე რუმინეთთან წაგებულ 0-5 ში საუკეთესოდ დასახელდა!? გვარებიც არ იცით დინამოს ფეხბურთელების და პროფესორობთ და იმას არჩევთ ვინ უნდა ითამაშოს და ვინ არა, კუპატაძე არა კატლეტაძე, ეგ კუპატაძე საერთოდ ფუტზალის მეკარეა და ახლა 45 წლისაა...
გივი, ჩვენ ვართ გივი
გივი, დინამომ რომ თავისი აკადემიის აღზრდილებით ითამაშა იმიტომ ვერ იბრძოლა ჩემპიონობისთვის. ბოლო 5 წელში 3 ჯერ ჩემპიონები გახდნენ და 2 ჯერ მეორე ადგილზე გავიდნენ. თან როგორ ხარ ჩახედული გემჩნევა დინამოს აკადემიის აღზრდილებში, მეკარეები ყავთ ყველა ასაკობრივ ნაკრებში, სეზონის ბოლოს ტრავმები იყო და დაიმატეს ეს ავსტრიელი. ხელმძღვანელობა დინამოს რომ ყავს ნეტა ბევრ გუნდს ყავდეს. მეორეც კუპატაძე არაა ეგ კუტალაძეა და იჯარითაა გაშვებული ალბათ არ იცი მაგრამ კარში ერთი კაცი დგას და ვინმე სათამაშ პრაქტიკისთვის უნდა განათხოვრდეს რომ სულ არ დაიკარგოს. მოკლედ ესაა შენი გაკვეთილი, დაჯექი ორიანი!!!!
შოთა
კარგად ითამაშა, ტყუილად აკრიტიკებთ
Givi
დინამოს საერთოდ ხელმძღვანელობა ყავს? ასეთი აკადემია გქონდეს და გუნდს კიდევ ასეთი შედეგები... უარესს ვერც კი იფიქრებს კაცი, ცოტა დააკლდა გავარდნას... კუპატაძე სად გაუშვეს თუ მეკარე არ ყავდათ და ეს ვინ ჩამოიყვანეს?
სიმართლე
დინამოს შენ კიარაა ვერ უშველისს ვერავინ
ვაჟა მასწავლებელი
0:3 წაგებულ შეხვედრაში გუნდის კარი მართლა "კარგად" დაუცავს! რას ემსახურება ეს სტატია - დროის და ინტერნეტსივრცის შევსების გარდა?
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
[VIDEO] "რამდენიმე ფეხბურთელს ვესაუბრებით" - "ტორპედოს" მწვრთნელმა შესაძლო ტრანსფერებზე ისაუბრა და შეკრება შეაფასა
[VIDEO] უკვე დუბლი და საგოლე გადაცემა - გულიაშვილის ძალისხმევით "რასინგი" ლიდერების მატჩში 3:0-ს იგებს
დაიწყო - გულიაშვილმა ესპანეთში პირველი გოლი გაიტანა
ლუის ენრიკემ "ჰავრთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა დაასახელა
WU17 | ჩრდ. მაკედონია 1:0 საქართველო
ზივზივაძე კვლავ არ იყო განაცხადში - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერთან" დამარცხდა
[VIDEO] გოლების წვიმა "ენფილდზე" - "ლივერპულმა" "ვესტ ჰემი" დაამარცხა
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
"ორი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გასახდელში პირველად შეხვდა ერთმანეთს" - რა ითქვა დანიასთან ნამატჩევს
გირასი მთავარი სამიზნეა - "მილანს" "დორტმუნდის" ფორვარდის დამატება უნდა
ახალი კონტრაქტი დუშანს - “იუვენტუსს” ვლაჰოვიჩის შენარჩუნება უნდა
სრულფასოვანი კონტრაქტი რაშფორდს - "ბარსელონა" ინგლისელ შემტევს გამოისყიდის
"ეს ზუსტად ასეთი მატჩები იქნება" - როსენიორმა პსჟ-ისთან დაპირისპირებაზე ისაუბრა
მადრიდული დუეტი "მილანში" აღდგება? - კაზემირომ შესაძლოა, სერია A-ს მიაშუროს
"იმ მომენტში სიმეონეს მოკვლა მინდოდა" - კოშტამ "ატლეტიკოს" დატოვების მიზეზი გაიხსენა
"მალიორკას" გადარჩენა მარტინ დემიკელისს დაავალეს
ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის მიუხედავად, "ინტერი" კივუს კონტრაქტს გაუხანგრძლივებს
ქოჩორაშვილის და ლომინაძის გარეშე - "სპორტინგმა" "ეშტორილს" მოუგო
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 39:32 ამარცხებს
"ჩელსის" დირექტორი: პსჟ ჩვენთვის საშიში არ არის
გაზაფხულამდე - ჯერ მიქაუტაძე "ბარსელონასთან", შემდეგ ხვიჩა ნორმანდიაში
[VIDEO] 2:7 - თბილისის "დინამო" "შახტართან" დამარცხდა
თბილისის "დინამომ" ბოსნიელი მცველი დაიმატა
თბილისის "დინამოს" 44 წლის ავსტრიელი მწვრთნელი ჩაიბარებს
ოფიციალურად: თბილისის "დინამოს" ყოფილმა მწვრთნელმა ბელგიური გუნდი ჩაიბარა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
"ვფიქრობ, ჩემზე არჩევანი ამიტომ გააკეთეს... ეს სტილი ამ გუნდს ძალიან მოუხდება" - "დინამოს" მწვრთნელის პირველი კომენტარი თბილისში ჩამოსვლის შემდეგ [VIDEO]
კიტეიშვილმა ტრავმა მიიღო - "შტურმი" დამარცხდა
"დინამოს" ჩვენზე 50-ჯერ მეტი ბიუჯეტი აქვს! ქართულ გიგანტს ვეთამაშეთ..." - რა თქვა "მონრარის" აღფრთოვანებულმა მწვრთნელმა ისტორიული გამარჯვების შემდეგ
კიტეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "შტურმი" ავსტრიის თასიდან "ალტახმა" გამოაგდო
[VIDEO] კიტეიშვილს ორიდან ერთი გოლი ჩაუთვალეს - "შტურმმა" "ბრანს" მოუგო
თბილისის "დინამომ" ტუნისელი შემტევი დაიმატა და თურქულ შეკრებზე გაემგზავრა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
თბილისის "დინამომ" თურქეთში მზადება დაიწყო
"შტურმმა" მამაგეიშვილის მოპოვებული პენალტით გაიმარჯვა
კიტეიშვილის ტრავმა მძიმე არ გამოდგა
ფერდინანდ ფელდჰოფერი თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელია
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა