ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

კვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

კვარაცხელიას კარგი მატჩი - "ნაპოლი" "ლაციოსთან" ისევ დამარცხდა [VIDEO]

სერია A-ს მეთხუთმეტე ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ლაციოსთან“ 0:1 დამარცხდა.

ორი დღის წინ „ნაპოლი“ დუბლებით თასზე რომში 1:3 დამარცხდა და გათამაშებას გამოეთიშა, ამჯერად კი მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა კონტემ მოედანზე ძირითადი შემადგენლობა გაიყვანა და წვიმიან ამინდში თავიდანვე შეუტიეს. მაკტომინეის დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. მომენტი სტუმრებმაც შექმნეს, როდესაც ისაკსენს მეკარე მერეტმა არ გაატანინა. კვარაცხელია ძალიან მოტივირებული იყო, დიდ შავ სამუშაოს ასრულებდა, შორიდან სცადა გატანა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. ხვიჩას ზედიზედ ორჯერ ეუხეშნენ, რასაც მსაჯმა ყურადღება არ მიაქცია და ქართველს დროებით მოედნის დატოვება მოუწია. შემდეგ მისი გარღვევა გენდუზიმ წესების დარღვევით შეაჩერა და ყვითელი ბარათი მიიღო. საჯარიმო თავად „დაზარალებულმა“ შეასრულა და ოდნავ ააცილა ბურთი კარს.

შესვენების შემდეგ შანსი რომაელებს მიეცათ - დელე-ბაშირუს დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. ნეპოლელებმა ისევ დაიწყეს მეტოქის კარზე იერიშების მიტანა, კვარაცხელიას კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს ანგისა შესწვდა, მაგრამ ძელს გაარტყა. კონტემ შეტევის გასაძლიერებლად პოლიტანო ნერესით შეცვალა და... „ლაციო“ მალე დაწინაურდა: სწრაფი კონტრიერიშისას ისაკსენი ოლივეირას გაექცა და მერეტის კარი დალაშქრა. მერე საჯარიმოდან ხვიჩას ჩაწოდებული ბურთისას ძაკანისთან ბრძოლაში დი ლორენცო წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. ბოლოს „ნაპოლი“ ქაოტურ შტურმზე გადავიდა, რამაც შედეგი ვერ გამოიღო და დედაქალაქელებთან ისევ მარცხი განიცადეს.

„ნაპოლი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ატალანტას“ 2 ქულით ჩამორჩება და 14 დეკემბერს გასვლაზე „უდინეზეს“ დაუპირისპირდება.

ნეაპოლი. „დიეგო მარადონა“

ნაპოლი - ლაციო 0:1

გოლი: ისაკსენი (79)

• დავით 67

სოსო-ს! ეგრეა ყველაფერი,მაგრამ გუნდის ბირთვზე შეგეკამათები. ოსიმენის გაშვებამ ძალიან იმოქმედა გუნდზე. ასევე ზელინსკი, კიმი.

• * დათო ს.

ხვიჩას რომ ტყუილად არბენიებენ, ამას ვერც მწვრთნელი და ვერც ბევრი გულშემატკივარი ვერ ხვდება, ნიშნავს რომ კარგად არ იციან, ხვიჩა რომ სხვანაირია

• სოსო

ნაპოლი ორი წლის წინ,ევროპაში ყველაზე სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობდა და გუნდის ბირთვი,მას შემდეგ არ შეცვლილა.მოიყვანეს კონტე და დღეს ნაპოლი,ყველაზე საზიზღარ ფეხბურთს თამაშობს,თვითონ იტალიური მედიისავე სიტყვებით.შარშანდელი მწვრთნელთა ქაოსის შმდეგ,რა თქმა უნდა კონტემ სიტუაცია დაალაგა და მოტივაციაც გაზარდა,მაგრამ ლამაზი თამაშის გემო გაგებულ ფეხბურთელებს,შეუძლებელია მისი სათამაშო სტილი მიეღოთ და გაეთავისებინათ.კი,ასრულებენ მწვრთნელის მოთხოვნას,არც მონდომებას აკლებენ,მაგრამ ეს მათი არ არის,სიამოვნებას ვერ იღებენ და ასეთ დროს, დიდი მიზნების მიღწევა გამორიცხული მგონია.მით უფრო,რომ არც საკადრო რესურსია,დიდი.კონტეს მოსვლის შემდეგ ვფიქრობდი,რომ ოთხეულზე იბრძოლებდა გუნდი,აქამდე უკეთესადაც მიდიოდნენ,მაგრამ აღმაფრენის გარეშე,მხოლოდ ოთხეულისათვის ბრძოლა მგონია მათი მაქსიმუმი.მედალიც შეიძლება,მაგრამ ჩემპიონობა?-ძნელი წარმოსადგენია.საამისოდ,კონტემ რაღაცა უნდა შეცვალოს!

• Lobotka

ვინც საღ აზრზე კვარას თამაშს კარგს ეძახით.... რა ვიცი რა ვიცი.... ნუ მთლად ნოლი არ იყო მაგრამ...

• ამაშია საქმე

კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ ხვიჩას ადგილი პრემიერლიგის ტოპ გუმდშია/სიტი,ლივერპული,არსენალი/ ნაპოლიში ცოდოა,სუსტი პარტნიორები ყავს.ამჟამად აშკარად მომატებული აქვს.ეტყობა თავზე ბევრს მუშაობს.ორი წლის წინანდელ ფორმას თუ დაუბრუნდა მერე ნახეთ რამდენი მსურველი ეყოლება.

• გიას

00-ეს შეფასება მიიღო!

• tENGO

გააჩნია კარგ თამაშში რას გულისხმობთ!, ის რომ შემტევი ფეხბურთელი, რომელისთვისაც,ვითომ ევროპის წამყვანი კლუბები ნაპოლის მეპატრონეს კალთებს ახევენ და მზად არიან თითქოს 100 მლ-ნი უპირობოდ გადაიხადონ,მთელი თამაშის განმავლობაში კარში ერთხელაც მაინც რომ ვერ დაარტყავს და ერთ გამოზომილ გამამწვავებელ პასს ვერ გააკეთებს, მხოლოდ უკან პასებით, ყველასათვის გაშიფრული ცერტრისკენ შემოსვლით და საჯარიმოში ბურთის ჩაგდებით,აგრეთვე კუთხურიდან შექმნილი მომენტით არ უნდა ყელყელაობდეს-როგორ კარგად ითამაშა თვითონვე კარგად ეტყობოდა სახეზე. მოტივირებული რომ მართლა იყო ისიც ფაქტია, ოთხი ჯარიმა მიიღო და აქედან ორ შემთხვევაში თავისუფლად შეეძლო მსაჯს გაეყვითლებინა-ამაზე აქ, სტატიაში რა თქმა უნდა არაფერია ნათქვამი, მის წინააღმდეგ მიღებული ფოლები მაქსიმალურად არის გაბუქებული. ხვიჩას, მთლიანობაში კარგი მატჩი რომ არ ჰქონდა ეს იტალიური გამოცემების შეფასებებიდანაც ჩანს, მას ლუკაკუსთან ერთად ამ სეზონში თითქმის ყველაზე დაბალი შეფასებები აქვს-5,0-5,5, სოფასკორესა და ფლეშსკორეს არ ვგულისხმობ, რა თქმა უნდა....კიდევ კვარაზე უკვეთესი შეფასებები მიიღეს რაჰმანმა, პოლიტანომ, დი ლორენცომ, ლობოტკამ და იმ შოტლანდიელმა, მართალია ამათ ფონზე კვარა სულაც არ იყო ნაკლები, მაგრამ როდესაც კვარა ხარ, ასეთი ამბიციებით და პრეტენზიებით, შენს მიმართ მოთხოვნებიც მეტია და პრეტენზიებიც- ასეთ რთულ თამაშებში უნდა შექმნას განსხვავება ფეხბურთელმა და შედეგი დადოს თუ ვასკვლავი ხარ ან მისი პრეტენზია გაგაჩნია......

• გიგო პაპა

ნაპოლის ჩვენი ნაკრებივით ნელი დაცვა ჰყავს, გრძელი, სწრაფი პასის გაკეთებას ვერავინ ბედავს. ლაციოს მეკარეც კი ჯობდა ამაში მაგათ. აი ლუკაკუს კი რისთვის ათამაშებს ვერ გაიგებ კაცი. გუნდი პრაქტიკულად 10 კაცით თამაშობს, ერთი ნორმალური მომენტიც კი ვერ შექმნა. ნერეში დაცვაში ნოლია, მაგიტომაც ათამაშებს კონტე პოლიტანოს. ხვიჩა როგორც ყოველთვის საუკეთესო იყო. ოთხეულისთვის იბრძოლებს ნაპოლი. ხვიჩა კი რაც შეიძლება მალე უნდა წავიდეს უფრო ძლიერ გუნდში, სადაც პასს დროულად მაინც მიცემენ.

• sos

სეტანტამ, რომ კომენტირება გააჩერა რა გვეშველებაააა? სად ვნახავთ ამისთანა ,,პროფესიონალებს"? პირადად მე ბევრჯერ გადამიყვანია ინგლისურზე რათა ჩვენი კომენტატორების უაზრო ტიტყინი არ მომესმინა. ამ ამბავში ყველაზე საინტერესო ის არის, რომ სეტანტამ რუსული კომენტირებაც გააჩერა, რაც ძალიან დაბალფასიანი ტრიუკია. რა რუსებიც გაიფიცნენ? უბრალოდ ამით დისკომფორტს უქმნიან საქართველოს მაყურებელს და უნდათ, რომ უკრაინული კომენტირება შეაჩეჩონ დაძაბონ სიტუაცია. იქნებ არ მინდა ბატონო ეს რევოლუცია! რა გამიჭირეთ საქმე. არჩევნების დროს პირდაპირ ეთერში იყო მოწოდებები ხმა მიეცათ ,,ცვლილებებისათვის". ვისაც აინტერესებს ნახონ არქივი. ფულს ვიხდი იმაში, რომ ვუყურო სპორტულ გადაცემებს და პოლიტიზირებას შეეშვით. და კიდევ, კვარას გაუმარჯოს!!!!!

• zura222

აი იდიოტი ლაურას უაზრო პოლიტიკის კიდევ ერთი შედეგი @ ტიპს იტალიის თასი არ აინტერესებს დიდ მოგებას რომ არ მოუტაბს და იმიტომ და ვითომ ძალების დასაზოგად მარტო ჩემპიონატზეა გადართული და ლაციო ჩემპიონატშიც გამოდის თასზეც და ევროთასებზეც და ისე "გადაიღალა და გამოიფიტა" ზედიზედ ორჯერ მოუგო "დასვენებულ" ნაპოლის მარტო ნეაპოლის კი არა მთელი იტალიის მედია ლანძღავს იმ ბებერ მარაზმატიკს პირველ რიგში გუნდის საქმეებში ტაქტიკაში და შემადგენლობის დაყენებაში ჩარევაში მერე ოსიმენის მაგივრად იმ სქელუა და მოუქნელი ლუკაკუს მიყვანა რომლის მთავარი იარაღია კარისკენ ზურგით მდგომმა მიიღოს ბურთი და მერე ან თანაგუნდელს დაუბრუნოს ან უკეთეს შემთხვევაში მოტრიალდეს და მაქსიმუმ 5 მეტრით წაიწიოს წინ. ადრე ლაურამ ინტერვიუში ასეთი რაღაცა დააბრეხვა--ლუკაკუ ზორბაა და საჯარიმოში დიდი უპირატესობა ექნება მცველებთანო ! ხოდა რა უპირატესობაც აქვს აგერ ჩანს მოკლედ ოსიმენთან შედარებაც კი არ შეიძლება

• იიფ?

კვარა! აკეთეთ არაობექტიური განცხადებები და ეს ფაშისტები წაახალისეთ და უფრო "მოიგებთ".

• საჩინო

კვარაცხელია კარგი იყო.ზოგადად გუნდია ძალიან სუსტი.სწორხაზოვანი რობოტებით დაკომპლექტებული.ლაციომ უკეთესი შთაბეჭდილება დატოვა ორივე თამაშში.კარგად შეკრული და ორგანიზებული გუნდია.კონტესგან მეტს მოველოდი.ლაციოსთან მისმა ჩანაფიქრმა კრახი განიცადა,როდესაც პირველ თამაშში რეზერვი გაიყვანა,ამით მან გუნდი რიტმიდან ამოაგდო და მეორესაც ,რომ წააგებდნენ ამაში დარწმუნებული ვიყავი.საერთოდ ,როდესაც გუნდები მოკლე ინტერვალში ხვდებიან მეორედ ერთმანეთს,უმრავლეს შემთხვევაში დგება იგივე შედეგი ,რაც პირველ თამაშში.რაც შეეხება ნერეშს,ის ხვიჩას რათქმა უნდა ჩამოუვარდება, მაგრამ პოლიტანოზე ბევრად უკეთესია.გოლის დროს მან შეცდომა დაუშვა ,თუმცა ეს მოსალოდნელიც იყო,რამეთუ ფორსმაჟორის დროს შეყვანილი ფეხბურთელი,რომლისგანაც თამაშის გადარჩენას ითხოვ,სანამ სიტუაციას მოერგება და ალღოს აუღებს შეცდომებს უშვებს.კონტემ ძალიან დააგვიანა მისი და სიმეონეს შემოყვანა.უნდა აღინიშნოს ისიც,რომ ნერეში პირველ თამაშში ,ნეაპოლელთაგან საუკეთესო იყო და ეს თამაში სასტარტოშიც ,რომ დაეწყო დიდად გასაკვირი არ იქნებოდა,მეორე ტაიმი მაინც, აუცილებლად უნდა დაეწყო პოლიტანოს ნაცვლად .ერთი სიტყვით ,ჩემი აზრით,მთავარი დამნაშავე კონტეა.

• თორელი

აბა მეკარემ რა პასები აკეთა, იშვიათი სიზუსტის.

• დავით 67

ვამბობდი კიდეც რომ1-0 მოგებები ნაპოლის საშუალო გუნდებთან არაფერს არ ნიშნავს მეთქი და შედეგი კონტეს მოღვაწეობის დადგა კიდეც. ინტერთან უბრალოდ გაუმართლათ.ყველაზე მონდომებული არის ხვიჩა ყველა მატჩში.ამიტომ მეცოდება კიდეც. ეს ტურისტი ლუკაკუ ( იტალიის ყველა გუნდები მოიარა) საერთოდ რისთვის იყიდეს? მისი მოვალეობა თუ კორპუსით ბურთის დაფარვაა კი ბატონო,მაგრამ ეს ფეხბურთი არაა. ოსიმენის ნახევარიც არაა. ვფიქრობ წელს ატალანტას ვერაფერი ვერ შეაჩერებს და სკუდეტოს მოიგებს. საუკეთესო ფეხბურთელად ლუკმანს დაასახელებენ. ეკუთვნის კიდეც. ნაპოლის მე-4 ადგილი კანონზომიერი იქნება.

• gia

რა შეფასება მიიღო ეს მაინც დაწერეთ

• Ff

ბალასტი ოლივიერა. არიფი სიმეონე. არიფი ახალბედა გილმორი. ლუკაკუ და მაკტომინეი არ უნდა გაეყვანა და ეს მეორე სასტავის ხალხი არ უნდა შემოეყვანა

• მირო

კვარა საუკეთესო იყო.ნერესი რომ არ გამოეყვანა სჯობდა,პოლიტანოს ის არაფრით ჯობია,რისი გაკეთება უნდოდა ბურთი რომ დაკარგა,გაუგებარია.ლუკაკუმ კი უკვე მერამდენე მატჩი ჩააგდო,თითქოს გამოიფიტა უკვე.მაკტომინაიც არაფრით გამოირჩეოდა.ანგისა და კვარა იყვნენ დონეზე.კვარას დაცვაში თამაში ანახევრებს მის თავდასხმაში ეფექტურობას.ერთ მომენტში საერთოდ ბოლო მცველის ადგილზე იყო თავის ფლანგზე.მეორე ტაიმში კი, თავდასხმაში რომ გადმოვიდა,საუკეთესო იყო.

• დავით

აუ რა ჩამოსხმა ხარ რა

• გოგა

პოლიტანო შეცვალა, არადა ბევრს ჯობდა და შეუშვა ნერეში, მაკტომინეის და ლუკაკუს არაფელი გაუკეთებიათ ღირებული და 90 წუთი ათამაშა, პრინციპში კონტეს არც ყავს თადარიგში ისეთი ფეხბურთელები, რო ვინმე შეცვალოს,წესიერი ფორვარდი არ ყავს გუნდს, გაჭირვების ფორვარდები არიან ლუკაკუ და სიმიონე ხო საერთოდ რატომ ყავთ გუნდში ვერ გავიგე:)

• რომელი ჯობია კვარას ნაპოლიში

ლავრენტა ხარბს მოშორდეს მალე კვარა და კაი გუნდში გადავიდეს, დაგლიჯავს.......

• საბურთალო

ნერეშის დებილი როჟა და დებილი დდშშშშ. მაგ მზე რომ კვარას ამოაგდებს თავისი ჩამოყალიბებული გადაწეული სიფათით, მერე უყუროს ლავრენტამ კვარას სიტიში. თამაში მაგ მზემ წააგებინა,მაგის ურეაქციო და უემოციო............

• ჯიმა

კვარა არის მაესტრო♥️ მაგრამ ძაან სუსტი გუნდელები ყავს. მოფიქრების უნარი არააქვთ. სწორხაზოვნად თამაშობენ. ან გაუყოლონ პასი ან რამე მოიფიქრონ არა. ლაციოს თამაშს რაც შეეხება ძაან ზუსტ პასებს ჩითავდნენ მეკარის ჩათვლით.

• Რაგბის ფანი

ნერეში კვარას ძირითადი შემადგენლობიდან ამოაგდებსო, ადლ-ის დავალებით მისი ავატარები გაჰკიოდნენ. შემოვიდა და ლაციოს მოაგებინა. ტიპმა პირადად წააგებინა ნაპოლის.

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

კონტე: კვარაცხელია წავიდა - ხელმძღვანელობამ შეცდომები აღიარა

U21. საფრანგეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

7-ქალა | ისტორიული ლელო მაკარსკადან

დღის მთავარი სენსაცია - ჰიფუმი აბე დამარცხდა

კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას

"ნაპოლი" სუდაკოვს არ შეიძენს

ოდიშარია: მეტოქეს არ აქვს მნიშვნელობა, ჩვენი თამაში უნდა ვითამაშოთ

სვანაძე: საფრანგეთთან ზედმეტი მოტივაცია არ გვჭირდება - სულ სხვა ასპარეზი იშლება ჩვენს წინაშე

გატუზო იტალიის ნაკრებს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში

ნაგაიამა მსოფლიოს ჩემპიონი გახდა

კვერნაძეს სერია A-ს გუნდში გადასვლის შანსი აქვს - ბევრი რამ ევროპირველობაზე მის თამაშზე იქნება დამოკიდებული

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

20 წ. | ბოლო რეპეტიცია მსოფლიომდე

[VIDEO] მსაჯების უსამართლო გადაწყვეტილება - სარდალაშვილი მსოფლიო ჩემპიონატს ნაადრევად გამოეთიშა

ტრაგედია მიხეილ აშვეთიას ოჯახში...

"ასეთი რაღაც როგორ შეიძლება?" - გვარდიოლამ ესპანური კლუბები გააკრიტიკა

[VIDEO] "რეალმა" არნოლდი წარადგინა - ინგლისელმა პრესკონფერენციაზე ყველა გააკვირვა

ცნობილია, რატომ თქვა ოსიმენმა 40 მილიონზე უარი - ნიგერიელის მომავალი მოულოდნელად ვითარდება

მატჩის დღე! საქართველო VS საფრანგეთი - ახალგაზრდები ჯგუფიდან გასასვლელად

"36 წლის ძიუბა ბევრ ევროპულ გრანდს გააძლიერებდა" - ბრაზილიელ აგენტს არტიომის იმედი აქვს

კვარაცხელია მსოფლიო ჩემპიონატს იწყებს - მესისთან დაპირისპირების შანსი

"ლაციოსთან" მატჩში "ნაპოლის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

კვარაცხელიაზე ნადირობაა - "ნაპოლისა" და "ლაციოს" პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა

ესეც თუ ფეხბურთია - როგორი შეფასებები მიიღო კვარაცხელიამ "ლაციოსთან" მატჩში?

[VIDEO] ასე უყვარს კვარაცხელიას მწვრთნელს პსჟ - ინტერნეტში დასასვენებლად მყოფი ლუის ენრიკეს კადრები ვრცელდება

კვარაცხელიას თანაგუნდელი რონალდოსთან? - პსჟ-ის ფეხბურთელის გაშვება არ სურს

"კვარასნაირი" ფეხბურთელები არ გვყავს" - დეშამმა თავი იმართლა

ასე შედგა კვარაცხელიას ტრანსფერი პსჟ-ში - გუნდის პრეზიდენტმა ახსნა, როგორ არჩევენ პარიზელები ფეხბურთელებს და ვინ წყვეტს საბოლოოდ მათ ყიდვას

"კვარაცხელიამ "ინტერთან" ფინალამდე 2 დღით ადრე ტრავმა მიიღო, მოედანი თავის ფეხით ვერ დატოვა და შემდეგ ეს გააკეთა" - პსჟ-ის პრეზიდენტმა ქართველზე უცნობი ისტორია მოჰყვა

პსჟ-ის ახალი სტადიონი ექნება - რას აპირებს კვარაცხელიას კლუბი