3 დეკემბერს, საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდის პირველ მატჩს კოსოვოს წინააღმდეგ გამართავს.

თამაშამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა გუნდმა შეხვედრის მასპინძელ თბილისი არენაზე ივარჯიშა. საწვრთნელ პროცესში 16 ფეხბურთელი მონაწილეობდა.

მოახლოებული მატჩის შესახებ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ავთანდილ ასათიანმა და ჩვენი გუნდის ფეხბურთელებმა, გიორგი ღავთაძემ და ნიკა ხარატიშვილმა ისაუბრეს.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი): "მოვიდა ის დრო, რისთვისაც ამდენი ხანი ვემზადებოდით და 8 ამხანაგური თამაში ჩავატარეთ. ვფიქრობ, გუნდი მზად არის ხვალინდელი მატჩისთვის. ნაყოფიერი შეკრება გავიარეთ. ყველა პირობა გვქონდა, რომ ფეხბურთელებს მხოლოდ თამაშზე ეფიქრათ.

რთული თამაშები გველის, კოსოვო ძლიერი გუნდია, რომელიც რამდენიმე წლის წინ დავამარცხეთ, თუმცა ახლა განსხვავებული შემადგენლობით ვხვდებით მეტოქეს. პირველი თამაში ყოველთვის მნიშვნელოვანია და თუ მაქსიმუმს გავაკეთებთ, შევძლებთ სამი ქულის აღებას.

დიდი იმედი მაქვს გულშემატკივრის, რომელიც ყოველთვის გვერდში უდგას ქართულ ფუტსალს და ვფიქრობ, ერთიანი ძალებით შეგვიძლია მეტოქის დამარცხება".

გიორგი ღავთაძე (საქართველოს ნაკრების წევრი): "მზად ვართ თამაშისთვის და ბრძოლისთვის. კოსოვო ჩვენი ერთ-ერთი მთავარი კონკურენტია და ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ამ თამაშში გამარჯვებას. ვფიქრობ, სანახაობრივ თამაშს ვაჩვენებთ, თანაბარი ბრძოლა იქნება და ვინც უფრო მეტს ჩადებს ამ ბრძოლაში გამარჯვებაც მას დარჩება. მინდა მივმართო გულშემატკივარს, რომ მოვიდნენ და მხარი დაგვიჭირონ, რადგან ერთად ძალიან დიდი ძალა ვართ. მათი დახმარება ძალიან გვჭირდება და სავსე ტრიბუნების წინ თამაში ორმაგი მოტივაცია იქნება.

ნიკა ხარატიშვილი (საქართველოს ნაკრების წევრი): "ვემზადებით მნიშვნელოვანი ციკლისთვის, როგორც ფიზიკურად, ისე თეორიულად. კოსოვოს ნაკრები შევისწავლეთ. ოფიციალურ შეხვედრაში დებიუტი მელის და იმედი მაქვს, მატჩი ჩვენი გამარჯვებით დასრულდება. დიდი იმედი მაქვს, რომ გულშემატკივარი მოვა და ყველაფერი ჩვენი წარმატებით დასრულდება".

საქართველო - კოსოვოს შეხვედრა თბილისი არენაზე 18:00 საათზე დაიწყება. მატჩზე დასწრება თავისუფალია.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარეები: თორნიკე ბუკია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ბექა ტყემალაძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ლუკა ხარშილაძე (დინამო თბილისი)

წინა ხაზი: ბექა ბექაური (კსუ), გიორგი ჩიმაკაძე (კსუ), ვახტანგ კეკელია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ირაკლი თოდუა (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ვახტანგ ჯვარაშვილი (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ), ნიკა ხარატიშვილი (კსუ), ნიკოლოზ გაბრიჩიძე (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი), ნუკრი ჭუმბურიძე (არმია), შაკო ცირამუა (არმია), გიორგი ღავთაძე (ტიუმენი, რუსეთი), შოთა თოფურია (ნიუ-ვიჟენ ჯორჯიანსი)

საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ რაუნდში საქართველოს ნაკრები მეათე ჯგუფში იასპარეზებს, სადაც საფრანგეთის და კოსოვოს გარდა, ბულგარეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ევროპის ჩემპიონატის საგზურს ჯგუფის გამარჯვებული მოიპოვებს, მეორეადგილოსანი კი საგზურისთვის ბრძოლას პლე-ოფში გააგრძელებს.

nakrebi.ge

Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
ხვიჩას მორიგი წარმატება და ქართული კლუბების წარუმატებლობა?! - რას ვნახავთ ივლისში
"რეალთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
პსჟ-ს ორი საკლუბო რეკორდის დამყარება შეუძლია
“თბილისი” საფრანგეთში, ორლეან 3×3 ჩელენჯერში საასპარეზოდ მიემგზავრება
საქართველოს U16 ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ამბროლაურიდან იწყებს
იოკიჩმა "დენვერს" შეატყობინა, რომ კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს
"იუვენტუსს" ვლაჰოვიჩთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"შეუძლია მესიზე უკეთესი გახდეს" - პეტიმ იამალზე ისაუბრა
"მეტოქეს პატივს ვცემთ, თუმცა ჩვენი ფეხბურთი უნდა ვითამაშოთ, რაც შეეხება მბაპეს..." - კვარაცხელიამ "რეალთან" მატჩის წინ კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - "ჩიტასი"
[VIDEO] პედროს დუბლი ყოფილ გუნდთან - "ჩელსი" ფინალში გავიდა
კვარაცხელია "რეალის" წინააღმდეგ. პსჟ-მ ოკეანისგაღმა დესანტი გადასხა - ორმა ფეხბურთელმა გუნდი ნაადრევად დატოვა
"ბაიერნი" პსჟ-ს ბარკოლაში სოლიდურ თანხას შესთავაზებს
პსჟ-ს ორი ფეხბურთელისთვის საკლუბო მუნდიალი დასრულდა
პსჟ-ს შემტევის ძმა შეიძლება "მილანში" გადაბარგდეს
"ოქროს ბურთი" მისთვის ჯერ ადრეა" - მაკელელემ იამალზე ისაუბრა
"რეალი" გონსალო გარსიას არ გაუშვებს
ბონიფისი ან ვლაჰოვიჩი - "მილანი" ფორვარდის დამატებას ცდილობს
დარვინი "ნაპოლის" უახლოვდება - ნუნუესი სავარაუდოდ, "პარტენოპეის" ფორვარდი გახდება
დაბრუნება 18 წლის შემდეგ - ანხელ დი მარია კვლავ "როსარიო სენტრალში" ითამაშებს
"ლიონმა" "რომას" მიქაუტაძის სანაცვლოდ გიჟური თანხა მოსთხოვა - Corriere dello Sport შესაძლო ტრანსფერზე
ფუტსალი | საქართველოს ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველო - რუმინეთი | ფუტსალის ნაკრებმა მატჩისწინა ვარჯიში გამართა
საქართველო 2:0 რუმინეთი
ფუტსალი | საქართველო 3:1 კოსოვო
ფუტსალი | საქართველო 3:0 რუმინეთი
ფუტსალი | ნაკრები რუმინეთთან ამხანაგური მატჩებისთვის ემზადება
ევრო 2026 | საქართველოს ნაკრები პლეი-ოფში სლოვაკეთს დაუპირისპირდება
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეინ რაუნდისთვის მზადებას იწყებს