უკრაინის პრემიერლიგის მე-17 ტურში "ოლექსანდრიამ" საქართველოს ნაკრების ნახევარმცევლის, შოთა ნონიკაშვილის "ჩერქასს" უმასპინძლა და (1:1) დაუზავდა. მეორე ტაიმში სტუმართა მარცხენა მცველი, 28 წლის ალექსანდრ კაპლიენკო მოედანზე უგონოდ დაეცა. ფეხბურთელებმა ეს ეპიზოდი ძალიან ემოციურად მიიღეს.

ქართული "ფეისბუქგვერდი" "22 მოთამაშე" ნონიკაშვილის კომენტარს აქვეყნებს, სადაც შოთა თანაგუნდელის გადარჩენას იხსენებს: "კაპლიენკო კანკალებდა... უცებ მივვარდი, ენა თითქმის გადაყლაპული ჰქონდა და დავუჭირე. ორი თითით მეჭირა, უკვე გაძლებაზე. რაც ძალი და ღონე მქონდა, კბილებს ვიჭერდი. ბოლო ხმაზე ვღრიალებდი."

შოთა ნონიკაშვილი (შუაში) ნაკრების რიგებში

ალექსანდრ კაპლიენკო თავს ახლა კარგად გრძნობს. შეგახსენებთ, უკრაინის ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების ყოფილმა კაპიტანმა ჯაბა კანკავამ კიევის "დინამოელი" ოლეგ გუსევი, მეკარესთან შეჯახების შემდეგ, სიკვდილს გადაარჩინა.

სოსო
კანკავას რომ მოუხდა,მგონი მაშინ დაიწერა,პირველ დახმარებას ვასწავლითო,ფეხბურთელებს.რაღაცა მახსოვს და ის დავწერე.ამ ვიდეოს კი,აუცილებლად ვნახავ და სხვებსაც ვურჩევ.არავინ იცის,სად და ვის შეიძლება დასჭირდეს მსგავსი დახმარება.დიდი გმადლობ ზურა!
gego
ენას ვერანაირად ვერ გადაყლაპავს რა სისულელეა ეს უბრალოდ ტვინის გათიშვის ან კუნთოვანი სპაზმის დროს ხდება სასუნთქი გზებზე ენის დაცობა ამ დროს აუცილებელია კისერში ამოუდო ხელი და ნიკაპით თავი უკან გადაუწიოთ. ენა წანაცვლდება და სასუნთქი გზებიც გაიხსნება.
Goga
ეს არ არის სწორი პირველადი სამედიცინო დახმარება ასეთ შემთხვევაში, კარგია თუ ქართველ ფეხბურთელებს ვინმე აუხსნის ამას, თორემ სისტემატიურად იმეორებენ ერთსა და იმავე შეცდომას. როგორც ექიმი, ისე ვწერ ამას. კარგია, რომ დახმარების და გადარჩენის სურვილი აქვთ, ამაზე არავინ დავობს, თუმცა სურვილი ერთია და სწორი დახმარება და სარგებელი მეორე.
შემთხვევით შემოსული
ერთი რამ გამაგებინეთ ვის ეფეხბურთება დღეს უკრაინაში. რაღაც სიურეალიზმში ან საგიშეში ვხოვრობთ
ზურა
ენის დაჭერას არანაირი აზრი არ აქვს და საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ეს არის რომ შესაძლებელია დაზარალდეს როგორც ავადმყოფი ასევე დამხმარე:)))) საერთოდ არ შეიძლება მაგის კეთება:))) თუ არ გჯერავთ შეგიძლიათ დაგუგლოთ რა უნდა ქნას კრუნჩხვითი შეტევის დროს https://www.cdc.gov/epilepsy/first-aid-for-seizures/index.html#:~:text=Steps%20to%20keeping%20a%20person,%2C%20medicines%2C%20and%20emergency%20contacts. ენის დაჭერა არასდროს არაფერში არ გვადგება და პირიქით შეიძლება უარესი გავუკეთოთ აი ესეთ სამყაროში ვცხოვრობთ
ზურა
ძაან საეჭვოა ვინმე რამეს ასწავლიდეს, იმიტომ რომ ენის დაჭერას არანაირი აზრი არ აქვს და საერთოდ არაფერს არ აკეთებს. ეს არის რომ შესაძლებელია დაზარალდეს როგორც ავადმყოფი ასევე დამხმარე:)))) საერთოდ არ შეიძლება მაგის კეთება:))) თუ არ გჯერავთ შეგიძლიათ დაგუგლოთ რა უნდა ქნას კრუნჩხვითი შეტევის დროს https://www.cdc.gov/epilepsy/first-aid-for-seizures/index.html#:~:text=Steps%20to%20keeping%20a%20person,%2C%20medicines%2C%20and%20emergency%20contacts. ენის დაჭერა არასდროს არაფერში არ გვადგება და პირიქით შეიძლება უარესი გავუკეთოთ

რამდენჯერ თქვეს ექიმებმა რომ მაგ დროს ენის დაწაჩვა საჭირო არ არისო
ნოდო
არავინ გააუქმებს ვინც მილიარდებს შოულობს და ფეხბურთელები სამწუხაროდ ვერაფერს იზამენ რადგან კონტრაქტები აქვთ
Emre
კანკავამ გააკეთა იგივე როცა უკრაინაში თამაშობდა
ლაშა
კანკავა რაღა შუაშია?!
Levani
დისლაიქზე შემთხვევით დამეჭირა რა თქმა უნდა გეთანხმები-ყველა ქვეყნის თასი გასაუქმებელია,მარტო ჩემპიონატი უნდა იყოს. ასევე გასაუქმებელია კონფერენს ლიგა ასევე სუპერ-პუპერ თასები. დანარჩენი დრო ნაკრებებს უნდა მიეცეს. ახლა ვის რაში ანაღვლებს ევროპა ლიგას ვინ მოიგებს და მერე კონფერენს ლიგას ხო საერთოდ. ერთმა ინგლისურმა გუნდმა მოიგო კონფერენსი მგონი ვესტ ჰემი იყო და ფეხბურთელები ზრდილობისთვის წერდნენ ხელებს,ზეიმის მუღამიც კი არ ჰქონდათ.

ფეხბურთელობა საშიში პროფესია გახდა.უნდა გაუქმდეს ბევრი არაფრისმთქმელი ტურნირები.ეს ქვეყნის თასიო,მერე ლიგისო,ფედერაციისო,სუპერთასიო,ამას ემატება ჩემპიომთა ლიგა,ევროპა ლიგა,კონტინენტისა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირები,საკონტინენტთაშორისო თასი.რამდენს უნდა გაუძლოს ადამიანის ორგანიზმმა.
კაჭკაჭი
ამასაც რომ ამინუსებს, ვინა ის ხალხი - სპორტის დრო არაა, საიტები დავხუროთ და კომენტატორის ხმა გავთიშოთ, ეგენია?
სოსო
ყოჩაღ შოთა!რამდენადაც ვიცი,ქართველ ფეხბურთელებს,პირველი დახმარების აღმოჩენასაც ასწავლიან და უკვე რამდენჯერ გამოადგათ!
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "სპორტინგთან" მატჩში?
[VIDEO] კვარაცხელიას ბრწყინვალე გოლმა პსჟ "სპორტინგთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
ევრო 2026 | ლატვია - საქართველო | ევროპის ჩემპიონატის პირველი მატჩი რიგაში
მიხაელ აპელგრენი: საქართველო ბევრად უკეთესია ამ ჩემპიონატზე, ვიდრე მეგონა
ტიტე კალანდაძე: ვფიქრობ, შვედეთთან მატჩში არ გვქონდა საბრძოლო სულისკვეთება
ლუის ენრიკეს მოულოდნელი გადაწყვეტილება - "სპორტინგისა" და პსჟ-ს შემადგენლობები ცნობილია
"არსენალი" "ინტერის" მცველის შეძენას შეეცდება
რაფინია დაბრუნდა, ტორესმა ლაზარეთში გადაინაცვლა - "ბარსელონამ" ფეხბურთელების ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ინფორმაცია გამოაქვეყნა
"არ მომწონს, როდესაც ჩვენი ფანები გვისტვენენ" - ვან დეიკი "ლივერპულის" ქომაგების საქციელზე
ძმის გარდაცვალების გამო კარიერა დაასრულა - კევინ კამპლი ფეხბურთიდან წავიდა
ევრო 2026 | ფუტსალის ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატზე
[VIDEO] ევრო 2026. ცხოვრებაძის 11 გოლი და არსენაშვილის ტრავმა - საქართველოს ნაკრები შვედეთთან დამარცხდა
გიორგი ონიანი "სამგურალის" ახალი მწვრთნელია
ევროპის ჩემპიონატი. საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
სენეგალში ზეიმია - პრეზიდენტმა უქმე დღე გამოაცხადა
ესპანეთის თასის 1/4-ფინალი - "ალბასეტე" "ბარსელონასაც" გამოაგდებს?
დიანა დევისმა და გლებ სმოლკინმა სპორტულ ცეკვებში გამოსვლა მეექვსე ადგილზე დაასრულეს
COPE: "რეალის" ფეხბურთელები ფანების ქმედებით იმედგაცრუებულები არიან
ალონსო თუ გლასნერი? - "ტოტენჰემი" ფრანკის გათავისუფლებისთვის ემზადება
ნანი და პიანიჩი კარიერას ყაზახეთში გააგრძელებენ - "აქტობეს" შემდეგი სამიზნე გერმანელი ვარსკვლავია
[VIDEO] ოიარსაბალის ულამაზესი გოლი - "ბარსელონას" 9-მატჩიანი მოგებათა სერია "სოსიედადთან" დასრულდა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
ნაკრებმა საგურამოში სრული შემადგენლობით ივარჯიშა - ფეხბურთელებმა კომენტარები გააკეთეს
ქეცბაია ტრიბუნაზე, ჩვეული კანკავა, ნაკლებად დასამახსოვრებელი ოქრიაშვილი - 19 წლის ბრაზილიელის ლამაზი გოლი... [VIDEO]
შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გუნდში გადავიდა
"მტკივნეულია იმის დანახვა, თუ როგორ იტანჯება ჩვენი ხალხი" - შოთა ნონიკაშვილი უკრაინულ გამოცემას საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ესაუბრა
ოფიციალურად: ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"სლოვანმა" გაიმარჯვა - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა
საქართველოს ნაკრებს ძირითადი შემადგენლობის ორი ფეხბურთელი გამოაკლდა
თბილისის "დინამოს" ყოფილი მწვრთნელი უკრაინული გუნდიდან დაითხოვეს
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
[VIDEO] შოთა ნონიკაშვილმა უკრაინის პრემიერლიგაში გაიტანა!