ფიფას ვერსიით 2024 წლის საუკეთესო ფეხბურთელი ვინისიუსი (რეალი) გახდა. მან საპატიო პრიზი პირველად მოიპოვა.

გამოკითხვაში, რომელშიც მონაწილეობა ნაკრებების მწვრთნელებმა, კაპიტნებმა და ჟურნალისტებმა მიიღეს, მეორე ადგილზე როდრი (მანჩესტერ სიტი), მესამეზე ჯუდ ბელინგემი (რეალი), მეოთხეზე დანი კარვახალი (რეალი), მეხუთეზე კი ლამინ იამალი (ბარსელონა) გავიდა.

ცნობილი გახდა, როგორი არჩევანი გააკეთეს საქართველოს წარმომადგენლებმა:

ვილი სანიოლი (საქართველოს ნაკრების მწვრთნელი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ტონი კროოსი.

გურამ კაშია (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): 1 როდრი, 2 ვინისიუსი, 3 ლამინ იამალი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის გამოკითხვაში საქართველოს უძველესმა სპორტულმა გაზეთმა - „ლელომაც“ მიიღო მონაწილეობა 1991 წლიდან მისი კორესპონდენტის მამუკა კვარაცხელიას სახით და ჩვენ სწორად გამოვიცანით გამარჯვებული - ბრაზილიელი ვინისიუსი!

კაცთა სიმბოლური ნაკრები: მარტინესი, კარვახალი, რიუდიგერი, დიაში, სალიბა, ბელინგემი, როდრი, კროოსი, იამალი, ჰოლანი, ვინისიუსი.

ქალთა სიმბოლური ნაკრები: ნეიჰერი, პარედესი, ბრონზი, ბატლე, გირმა, ბონმატი, ჰორანი, პორტილიო, გუიხარო, ჰანსენი, პარალუელო.

BOSS
ჩემი აზრით ყველაზე მეტად კარვახალს ეკუთვნოდა.ყველაფერი მოიგო კლუბშიც და ნაკრებშიც,თან ორივეგან უძლიერესი ფეხბურთი ანახა
ჟორა გაბრიჭიძე
ვინისიუსი მართლაც სუპერვარსკვლავია, მაგრამ ის ასეთი დღევანდელი საფეხბურთო სამყაროს სიღარიბის ხარჯზეა. ისეთი ჩავარდნები, როგორიც ხშირად აქვს ვინისიუსს, სუპერვარსკვლავს არ ეპატიება. დღეს კი ასეთ ლიდერს უნდა დასჯერდეს საფეხბურთო სამყარო.
სოსო
რეალი და მანჩესტერ სიტი,თითქმის ერთნაირი კლასის გუნდებად მიმაჩნია.რეალსაც მოუწია ვინისიუსის გარეშე თამაში და სიტი,დღესაც როდრის გარეშე თამაშობს.ვინისიუსის გარეშე,რეალი მაინც გუნდია,აი როდრის გარეშე კი,სიტის ვარსკვლავები ვერაფერს ახერხებენ.გამოდის,რომ როდრი უფრო მეტს ნიშნავს გუნდისათვის,ვიდრე ვინისიუსი.სათამაშო ამპლუიდან გამომდინარე,როდრის თამაში ნაკლებად თვალში საცემია,ვინისიუსის კაშკაშა ოსტატობისაგან განსხვავებით.როცა ფრანს ფუტბოლმა საუკეთესოდ როდრი დაასახელა,მაშინ ეს ვინისიუსის არც თუ საქები ადამიანური თვისებებით უფრო ავხსენი,მაგრამ დღეს როცა ვხედავ რა დღეშია სიტი,უფრო მეტად დავაფასე,როდრის მნიშვნელობა. პ.ს. ვინისიუსის შესახებ შთაბეჭდილება საგრძნობლად შემეცვალა.როცა გავიგე,რომ წყალდიდობით დაზარალებულთა დასახმარებლად,საკმაოდ დიდი თანხა გადარიცხა.მოედანზე სულ სხვა ადამიანი შეიძლება იყო და მის გარეთ,სულ სხვა.რეალის და პორტუგალიის ნაკრების ცენტრალური მცველი,პეპე,თავისი სიგიჟით და უხეშობით იყო ცნობილი,არა და მოედნის გარეთ,მაგაზე წყნარ ადამიანს ვერ ნახავო,იწერებოდა.დღეს ვინისიუსიც დააფასეს და ასე მგონია,აღიარება,მოედანზე მის ქცევასაც სასიკეთოდ შეცვლის.
ამაშია საქმე
რაც მესი და რონალდუ დიდი "ავიაციიდან" წავიდნენ,ფაქტიურად მსოფლიოში ვარსკვლავი ფეხბურთელი აღარ დარჩა.როდრი ევროპის პირველობამდე არსად არ ჩანდა. ჩემი სუბიექტური აზრით ნიჭით ხვიჩა არავიზე ნაკლები არ არის თუ მეტი არა. ე.ი. თუ მაგრად მოინდომა და ჭკვიანურად წარმართა თავისი ცხოვრება /როგორც კრიშტიანომ გააკეთა/ რატომ არ შეიძლება ოქროს ბურთზეც ვიოცნებოთ.აბა რაა.
zura222
ვა ჩვენი ვარსკვლავი არ მოხვდა მანდ?
ქომაგი
საუკეთესო მქსოველთა ხუთეული რომ დაასახელონ და იქვე მიუთითონ - კაცი მქსოველების ხუთეული. რამდენიც არ უნდა გამოხტეთ, ზუსტად ეგეთია, ქალი ფეხბურთელების აქვე დასახელება. ამავე დროს, სრულიად არაა გამორიცხული, რომ კაცმა რაღაც არაჩვეულებრივი უზორი შექმნას ქსოვაში, ან პირიქით - ქალმა რომელიმე მძინარე მზეთუნახავს სასწაული გოლი გაუტანოს. ეს არანაირად არ ცვლის თავდაპირველ მოცემულობას. ყველამ ის საქმე უნდა აკეთოს, რომელიც ლაღად და ლამაზად გამოსდის + ამით თავსაც რომ ირჩენს. ვაჟთა ფეხბურთის დონის გათვალისწინებით ქალთა ფეხბურთზე არავინ დადის, შესაბამისად - ფინანსური მოგება იქ არაა და რჩება მხოლოდ ვალდებულება, რომ დააფინანსონ. და რატომ? რისთვის? კიბოიანების დახმარება აიძულეთ ფედერაციბს, დალოცვილებო, ან რამე ამდაგვარი, ქალთა ფეხბურთი იყოს სამოყვარულო დონეზე, ქველმოქმედება მეტი იქნება და დაშვებით რა დაშავდება?
dato
რატო ტენიან ამ ქალთა ფეხბურთს ყველგან
დავით 67
გამარჯვებული რა თქმა უნდა უალტერნატივოა. ხუთეულში კაშიაც უნდა მოხვედრილიყო. მაგარი შემფასებელია გინდა წელს, გინდა შარშან.
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Opta-ს რეიტინგით მუნდიალზე ფავორიტი შეიცვალა
"რეალმა" "დორტმუნდს" სძლია და ნახევარფინალში პსჟ-ს შეხვდება
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
"მილანმა" სათადარიგო მეკარე შეცვალა - "როსონერიში" სპორტიელოს ნაცვლად ტერაჩიანო იქნება
როცა ოცნება რეალობად იქცევა — საქართველოში „A.C. Milan-ის“ საფეხბურთო ბანაკი იწყება
შავი ლომი | ‘მონპელიე’ და ‘ძებრე’ თბილისში, ‘ქონახთი’ და ‘მონტობანი’ სტუმრად
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვინისიუსი: დიახ, მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი ვარ!
ვინისიუსი პორტუგალიური კლუბის თანამფლობელი გახდა
ვინისიუსმა შესაძლოა, ყველა დროის რეკორდი მოხსნას - საუდის არაბეთის კლუბი ბრაზილიელის სანაცვლოდ 1 მილიარდი ევროს გადახდაზე თანახმაა
ვინისიუსმა "სან ანტონიოს" 224-სანტიმეტრიან კალათბურთელთან გადაიღო სურათი
ვინისიუსმა "რეალს" ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა მოსთხოვა