"ლივერპულის" ყოფილმა შემტევმა, ჯონ ოლდრიჯმა Sunday World-თან ინტერვიუში გიორგი მამარდაშვილისა და კაომინ კელეჰერის შესახებ ისაუბრა.

ოლდრიჯის თქმით, "მერსისაიდელები" შეცდომას უშვებენ, რადგან მისი აზრით, ირლანდიელი ქართველზე უკეთესი მეკარეა.

"ცხადია, "ლივერპული" კელეჰერს იანვარში არ გაყიდის, რადგან ირლანდიელი "სქაუზერთათვის" ახლა ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ჩემი აზრით, "ლივერპული" კელეჰერთან მიმართებაში შეცდომას უშვებს, რადგან კაომინი ამჟამად მამარდაშვილზე უკეთესია. რას ვიზამთ, ყველაფერი გადაწყვეტილია, მამარდაშვილი ზაფხულში "ლივერპულში" ჩამოვა, კელეჰერი კი კლუბიდან წავა.

ეს ყველაფერი უსამართლობაა, რადგან კაომინმა დაამტკიცა, რომ ამ გუნდის ძირითად მეკარედ ყოფნა შეუძლია", - განაცხადა ოლდრიჯმა.

ჯონ ოლდრიჯი "ლივერპულის" ღირსებას 1987/1989 წლებში იცავდა და ამ პერიოდის განმავლობაში "მერსისაიდელების" მაისურით გამართულ 83 შეხვედრაში თავი 50 გატანილი გოლით გამოიჩინა.

რაც შეეხება "მამარდას", "სქაუზერებმა" ქართველი მეკარე გასულ ზაფხულს 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეიძინეს და გიორგი "მერსისაიდელებს" მომავალი წლის ზაფხულში შეუერთდება.

რრრ
ხო მარა თუ მაღალ დონეზე არ ათამაშეს მამარდა 35 მილიონზე ძვირად, როგორ უნდა გაყიდონ? მინამინო თავად ამ ბობ 8 მილიონად იყიდა, 8 და 35 არაა ერთი.
nedved
მამარდა 35ად ისეთი ნაჩუქარია ერტი 15-20 მილიონის მოგება შეუძლია იმავე წელს გააკეთოს რატომაც არა
ჟორა გაბრიჭიძე
მე ყველას აზრს პატივს ვცემ, მაგრამ სიმართლე თუ გინდათ ისაა, რომ მამარდა მიმდინარე წლის საუკეთესო მეკარეთა შორის მესამე ადგილს იკავებს და ეს ადგილი მას ფეხბურთის პროფესიონალებმა მიაკუთვნეს და არა ფეისბუქის კომენტატორებმა, ასე, რომ მაგ თქვენი ლივერპულის მეკარეები წლის საუკეთესო მეკარის არჩევის დროს, არავის გახსენებია.
იასონას უდარი
კელეჰერმა ბევრჯერ დაამტკიცა თავისი კლასი,მარტო წელს არა,თასებზე თამაშის დროს ბევრი გადამწყვეტი ბურთი აიღო,პენალტების სერიაში ბევრჯერ გამოირჩა და პენალტიც კი გაუტანა კეპას.რა თქმა უნდა,ლივერპულის გადაწყვეტილება ბევრ კითხვებს აჩენს,როცა გყავს ალისონი 2 წლიანი კონტრაქტით და კელეჰერი,არ უნდა ყიდულობდე სხვა მეკარეს,თან იმ დროს,როცა სხვა პოზიციებში ბევრი პრობლემა აქვთ რეზერვის მხრივ. თუმცა გადაწყდა ის რაც გადაწყდა,მამარდამ კონტრაქტი გააფორმა და ყველა ველოდებით მის ლივერპულში თამაშს. ისიც უნდა ითქვას რო თანამედროვე ფეხბურთში გარანტირებული არაფერია და ვერავინ იტყვის ვერაფერს ამ მომენტში,შეიძლება კელეჰერი წავიდეს ან მამარდა გაანათხოვრონ,მიდი და გაიგე რა მოხდება. რაც არ უნდა იყოს,ლივერპულის მენეჯმენტს უტვინობას ვერ დააბრალებ,რაღაცის გამო იყიდეს მამარდა და გამოჩნდება ეს "რაღაც" რა არის. შეიძლება პირველი ნომერი გახდეს ან გადაყიდონ პრემიერლიგაში. მაგალითისთვის,ზალცბურგიდან მინამინო იყიდეს 8 მილიონად და ზარზეიმით მიიყვანეს,თუმცა მალევე გაყიდეს უფრო მეტ ფასად. მამარდაც ფასი ძალიან დაბალი იყო მისი კლასის და ასაკის გათვალისწინებით,ლივერპულმა ამიტომ იყიდა და დააკვირდება. რო რამე,უფრო ძვირად გაყიდის და ამ ფულს მაინც ამოიღებს.ქართველებს გვინდა ლივერპულის პირველი მეკარე იყოს მამარდა,ბოდიში ალისონს და კელეჰერს,ძლიერი ბიჭები ხართ და კლასიც არ გაკლიათ,მარა ჩვენ ჩვენსას ვქომაგობთ. ლივერპულის ქომაგი ვარ,თუმცა ჯერ ქართველი ვარ და მამარდას ვქომაგობ უპირველესად. ღმერთმა არ ქნას,რამე ისე რო არ წავიდეს,გინებაში ამოგხდით სულს ლივერპულში გადაწყვეტილების მიმღებებს. სამი ენა ვიცი და კიდევ ვისწავლი,მსოფლიოს ყველა ენაზე უნდა გაგინოთ ყველაფერი.
ქართველი
კელეჰერი ძალიან მაღალი დონის მეკარეა და არ იმსახურებს არანაირ დაცინვას. მამარდაშვილი უკეთესი მეკარეა,თუმცა ვერ ვიტყვი რომ მათ შორის დიდი განსხვავებაა. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ მამარდაშვილს აქვს გარკვეული პრობლემები სათამაშო კუთხით, განსაკუთრებით ნაკრებში არ მომეწონა მისი ბოლოდროინდელი გამოსვლა, პარალელურად კელეჰერმა მშვენივრად ისარგებლა ალისონის ტრავმით და კარგი პერფორმანსები აჩვენა. ვნახოთ რა იქნება, თუ ალისონი წავა და კელეჰერი დარჩება დღვანდელი მოცემულობით ვერ ვიტყვი,რომ მამარდაშვილს ძირითადი გარანტირებულიაქვს.
zura222
მართალია ეს ილდრიჩი. მამარდა ალბად მიტინგების ყურებაშია და ვარჯიშისთვის ვეღარ იცლის
გიორგი ჩაკვეტაძე კარიერას სავარაუდოდ, იტალიის სერია A-ში გააგრძელებს
"დინამო თბილისის" 17 წლის ნახევარმცველი ლიგა 1-ის ბინადარ "პარიზში" გადავიდა
"ამ ზაფხულს კვარაცხელიას ეს შესაძლო ტრანსფერი შოკისმომგვრელი იქნება და ევროპას შეარყევს" - El Nacional ხვიჩას შესახებ
20 წ. | ხუთი ცვლილებით მსოფლიოს ჩემპიონთან
7-კაცა ჰამბურგში გაემგზავრა
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
კელეჰერი წავიდა, მაგრამ პრემიერ ლიგაში დარჩა - "ლივერპულის" კარს შემდეგ სეზონში მამარდაშვილი და ალისონი დაიცავენ
მამარდაშვილს "ლივერპულში" მინუს ერთი კონკურენტი ეყოლება
ალისონი "ლივერპულში" დარჩა - ცნობილია, მუშაობს თუ არა "იუვენტუსი" მამარდაშვილის ტრანსფერზე
მამარდაშვილთან მიდის თუ კვარაცხელიასთან - დიომანდეს მომავალი თითქმის გაირკვა
"ლივერპული" ამას ხშირად აკეთებს, მამარდაშვილი მაშინვე პირველი მეკარე ვერ გახდება - ცნობილი საფეხბურთო ექსპერტი ქართველ მეკარეზე
რჩება მამარდაშვილი და ალისონი - კელეჰერი ზაფხულში "ლივერპულიდან" წავა
ეს უკვე კონკრეტიკაა - მამარდაშვილმა და დავითაშვილმა შეიძლება ერთ გუნდში ითამაშონ
"ბეშიქთაშს" მადა გაეხსნა - მამარდაშვილთან ერთად, შევალიეს ვარიანტზეც მუშაობენ
ალისონის მოულოდნელი და სკანდალური აღიარება "ლივერპულში" გამოტოვებულ თამაშებზე - ინგლისური გრანდის ფანები აღშფოთდნენ
"მამარდაშვილს სხვა გუნდში მომავალი აქვს" - "ლივერპულში" ქართველის პერსპექტივას განიხილავენ
"თამაშობ და იცი, რომ ალისონი დაბრუნდება, მაშინვე სათადარიგოთა სკამზე ხარ" - კელეჰერი "ლივერპულიდან" წასვლაზე
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა