ანალიტიკური საიტებისგან განსხვავებით, იტალიურმა გამოცემებმა „ვენეციასთან“ მოგებულ მატჩში (1:0), „ნაპოლის“ გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში დადებითად არ შეაფასეს.

Tuttomercatoweb-მა დაწერა, რომ „კვარა“ დამაგვირგვინებელ ფაზაში ხშირად არასწორ გადაწყვეტილებებს იღებდა და როდესაც 75-ე წუთზე კარში არაზუსტად დაარტყა, გაბრაზებულმა მწვრთნელმა კონტემ პოლიტანოთი შეცვალა.

განსაკუთრებით ქართველის კრიტიკით ტრადიციულად Areanapoli გამოირჩევა, რომელიც აღნიშნავს, რომ კვარაცხელია არადამაჯერებლად გაისარჯა, გასხვისება მოუწევთ, მას ისევე როგორც ოსიმენს 75 მილიონ ევროდ შეელევიან და 150 მილიონით ახალ ფეხბურთელებს დაიმატებენ, ახლა კი მთავარია ხვიჩასთან კონტრაქტის გახანგრძლივების საკითხის მოგვარება. რაც შეეხება შემცვლელს, ბრაზილიელის სახით უკვე მზა კანდიდატურა ჰყავთ. გამოცემა საკუთარ პოზიციას ჟურნალისტების გამონათქვამებით ადასტურებს.

ფულვიო ჯულიანი: „ამჟამად ნერესი კვარაცხელიაზე უკეთესია. ამას საერთო ანალიზის მიხედვით ვამბობ“.

ხერარდო ფაზანო: „ეჭვიც არ მეპარება, კვარაცხელია სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს „ნაპოლის“. ვინ შეცვლის? ჩემამდე ფედერიკო კიეზაზე მოვიდა ხმები. ის შეიძლება ივნისში შეიძინონ“.

პაოლო დე ჯენიო:“კვარაცხელიას მემკვიდრე ნერესია, ორივე ფლანგზე სასარგებლოა, გადამწყვეტია. 7.5 ქულას ვუწერ. შესაძლოა, დამაგვირგვინებელ ფაზაში სიზუსტე აკლია. დღეს რომ გაეტანა, დავიდის გარჯას 8.0 ქულით შევაფასებდი“.

ყოფილმა კომენტატორმა ფაბიო კარესამ შეხვედრამდე განაცხადა, რომ თუ ხვიჩა ხელშეკრულებას არ გააგრძელებს, უნდა გაყიდონ და ტრანსფერიდან შესული თანხით სამი ფეხბურთელი შეიძინონ.

DAZN-თან კომენტარი ნერესმა გააკეთა: „ორივე ფრთაზე შემიძლია ასპარეზობა, თუმცა მარჯვნივ უფრო მეხერხება. ნებისმიერ ადგილზე შემიძლია ვითამაშო, მთავარია მოედანზე გავიდე, დანარჩენი ყველაფერი მეორეხარისხოვანია. სკუდეტო? შესანიშნავი გუნდი გვყავს, მაგრამ ჩემპიონატი გრძელი და კონკურენტულია. ამოცანების გადასაჭრელად მატჩიდან მატჩამდე უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა“.

გურულო
რას გეტყვით ბაბუა იცით? იტალიური გამოცემების საყურადღებოდ ვუბნობ ამას, თქვენს უმადურ თავებს დააფაა დამიანემ! რომ დამდგარხართ და ერთხმად ტენით ნერეშს ხვიჩას კონკურენტად, ნაღდი იდიოტებად რომ წარმოაჩენთ საკუთარ თავს თუ ხვდებით? მარჩიელობთ რაცხას და ადამიანების ბედით ჟონგლიორობას ეწევით! ღმერთი დაგსჯით მაგისთვის! აგერ ნახავთ ხვიჩა წავა და ნორ.ალურ კლუბში, ნორმლურ მწვრთნელთან ისევ თავის ლამაზ ფეხბურთს აჩვენებს გულშემატკივრებს! თქვენ კი, ჭიქა ყავაზე იჭორავებთ მერე და თავშიც შემოირტყა.თ, ვაუ რა ბიჭი დავკარგეთო! აი, ეს არის თქვენი ბოლო ამ საგაში! დაიხსომეთ კარგად ჩემი სიტყვები!
Guriec
ზნაჩიტ მემკვიდრე რახან ყავს თქვენი მოკლე ჭკუით, ახლა შეუძლია აიბარგოს, აღარ გჭირდებათ? და ნერეში რო. არ გყავდეთ ვერ წავა თქვენი უტვინო თავზე დავაფსი? მოგიდღანთ უმადური ოჯახები! და ეგ თქვენი მემკვიდრე რომ არ გყავდეთ, ვერ წავა არა? უმადური იდიოტები ბლიად!
gel-100
აჰა კაცმა ადრეც არაერთხელ თქვა და ეხლაც დაადასტურა რო მარჯვენა ვინგერად უფრო უადვილდება თამაში და ესენი რატო ტენიან ძალით მარცხენა ფლანგზე და რატო აიძულებენ სერია-ას ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელ კვარასთან კონკურენციას?? არ უნდა ამ კაცს კვარასთან შეჯიბრი ძირითადისთვის, ურჩევნია პოლიტანოსთან კონკურენცია რასაც უფრო თავის პოზიციად თვლის და უფრო აქვს შანსი ძირითადში მოხვედრის, თუმცა ესენი თავისას უბერავენ მაინც და ალპობენ სკამზე ამასობაში,,საბოლოო ჯამში რაც მალე წავა კვარა მაგ გუნდიდან უკეთესი ყველასთვის,,
Zorro
ნერესი არა "ხერესი", ჩვენმა ხვიჩამ ცალი ფეხით რომ ითამაშოს, მაინც აჯობებს მას... გაუშვით მერე კვარა სადაც უნდა იქ, მერე ვნახავთ როგორი გუნდია "ნაპოლი" და კვარა სჯობია თუ ნერესი...
G.A.L.
ნერეშის ნათამაშები არ გაიშვას. ერთი ცინდრიკა, ეპიზოდის იგროკია, რომელთა უმეტესობას სულელური გადაწყვეტილებებით ასრულებს. დაცვაში საერთოდ აზრზე არ არის. პოლიტანო ბევრად სჯობია. დი ლორენცო რომ არა საერთოდ გაარღვევდნენ ნერეშს. აღარ ვამბობ არაფერს კვარას დაცვაში თამაშზე. იბიექტურობისთვის უნდა ითქვას, კონტეს ხელში ამ კომპონენტში კვარამ მოუმატა. ფიზიკაში არსებობს კანონი რომელსაც ენერგიის მუდმივობის კანონი ჰქვია. უშრეტი და ულევი არაფერია. კვარას დაცვაში დატვირთვას მიაქვს უამრავი ენერგია და შეტევისთვის ისეთი ცინცხალი (Свежый)აღარ არის. აქ უკვე კონტეს უაზრო სათამაშო სქემაა გასაკრიტიკებელი. ლუკაკუსი ალბათ რაღაც ვალი აქვს კონტეს. სხვა ახსნა არა აქვს მის მოედანზე ყოფნას. რუსული ანდაზაა, იმედია არ გამიწყრებით (Кому рояль тоскать, а кому на ней играть!). კვარა "იგროკია" და მძიმე ტვირთი მაგისი სათრევი არ უნდა გახადო, თუ შენ კარგი მწვრთნელი ხარ. სხვა ბევრიც არ მომწონს კონტესი. "ნაპოლი" უმადური გუნდია. მარადონა რა დღეში ჩააგდეს. კვარა რაც დროულად დატოვებს ნეაპოლს ყველასთვის უკეთესი იქნება. მათ შორის ლავრენტასთვის, დიდ ფულს იშოვის. კონტე მოიშორებს თავისტკივილს, რადგან მას ჯარისკაცები უფრო სჭირდება, ვიდრე მხატვრები. კვარა კი კვლავ დაიწყებს ფეხბურთის თამაშს! წარმატებები ჩვენ ოქროს ბიჭს!!! P.S.ნერეშზე და მასეთ ერთუჯრედიანებზე როგორ ააწყობს კონტე კარგ გუნდს მაგასაც ვნახავთ!
ვაჟა მასწავლებელი
სხვადასხვა საფეხბურთო ანალიტიკური გამოცემები რა თქმა უნდა კვარას თამაშის შეფასებისას უფრო ობიექტურნი არიან ვიდრე ნეაპოლელი მეგაზეთეები - რომლებიც ალბათ "ლავრენტიჩს" შესციცინებენ თვალებში და წერენ იმას, რაც მას სიამოვნებს. ოღონდაც "გადამთიელი" ხვიჩა "თითქმის უხელფასოდ" ათამაშონ - ესაა ნეაპოლელების იდეია - ფიქსი! (სხვათა შორის გამახსენდა იტალიური ფილმი "წმინდა იანუარისის . . . " სადაც ნეაპოლური მაფია ნინო მანფრედის სახით, ხელს უწყობს საეკლესიო წმინდა საგანძურის ქურდობას, მაგრამ წინააღმდეგობას უწევს მის საზღვარგარეთ გატანას). იტალიელ ანტი-კვარებს ჩემს ცხოვრებაში პირველად ახალ წელს ასე მივულოცავ: "ვაი თქვენს პატრონს და შედეგებს განვლილ 2024წ, და ვუი თქვენს პატრონს და მიზნებს დამდეგ 2025წ".
ვატო
ნეტა მართლა წავიდეს და ნახავენ მერე ნაპოლის საერთოდ თუ იქნება ლიდერებში
ემიგრანტი
ხოდა გაყიდეთ ზამთარში კვარა სრულფასოვანი შემცვლელი ხომ არის უკვე
ემიგრანტი
ხოდა გაყიდეთ ზამთარში კვარა სრულფასოვანი შემცვლელი ხომ არის უკვე
ვახო
ყველას მათ შორის ხვიჩასაც წინასწარ გილოცავთ და ყველაფერს კარგს გისურვებთ. ახლა თამაშზე.. არა საწყენად გეუბნებით მარა კომენტარებს რომ ვკითხულობ ფაქტიურად ერთი და იგივეს წერთ და უკვე მგონი არარელევანტურია.. ხვიჩამ გააკეთა უზარმაზარი განაცხადი თავიდან და სამწუხაროდ მერე ვეღარ გაქაჩა ის დონე.. გუშინ არ ქონდა ვარსკვლავის თამაში ხომ მართალია? კარგი ფეხბურთელის კი და მორჩა.. სწორხაზოვანი მოქმედებები, ვერ ატყუებს მცველს, ვერ ურტყავს კარში ნორმალურად..პირველ ტაიმში გადავახვიე სპეციალურად მარცხენა ფლანგზე 2 ნეაპოლელი იყტო ხვიჩა უნდა გასხნილიყო აუცილებლად 5 მეტრიანი რივოკი იყო საჭირო არ გააკეთა ეპიზოდს გამოეთიშა და არ იყო კარგი სანახავი.. მოკლედ ასე მგონია, ძალიან ნიჭიერია მაგრამ ფსიქოლოგიასთან პრობლემების მოგვარებაა საჭირო და ეს ნაპოლიში ალბათ არ გამოვა და უნდა გეზი აიღოს წასვლისკენ და ყველაფერი კარგად ექნება.
SOS
საოცარი ბედი აქვს ხვიჩას,ჯერ აღმერთებენ,მერე მიწაზე ანარცხებენ,ასე იყო რუბინში,საქართველოს ნაკრებში,ახლა ნაპოლშიც!!
უფროსი ნაჩალნიკი
პასუხი ფასანოს https://x.com/meekvse/status/1873599300384731213
ბრაზი
სპალეტის გაუმარჯოს! გამგები გაიგებს...
მალხაზ ჯობავა
წადი კვარა წადი ამ უმადურებისგან. დე კეტელაარის მაგალითიც საკმარისია, გადავიდა შემოქმედებით გუნდში, ატალანტაში და შედეგებიც სახეზეა. შენ კიდე ატალანტაზე ხუთჯერ უკეთეს გუნდში გადახვალ და ფილმ არსენასი არ იყოს, დიდ გუნდებში გამოჩნდება, ხვიჩა შენი მოხერხება. მერე კიდე სადღაც გადაიკვრთება შენი და ნპოლის დაპირისპირება და ათმაგად გადაუხდი მაგ მაკარონნიკებს, სამაგიეროს.
გოგა
არ აფორმებს კონტრაქტს და აშავებენ თავიანთი ჭკუით, კარგად იქცევი ხვიჩა, დახვიე მაქედან, ისეთ გუნდში წადი, სადაც თამაშით ისიამოვნებ და ფულსაც გაკეთებ. წარმატებები
დავით 67
100-იანი ხარ. უმადურთა და ფეხბურთის არ მცოდნეებს უნდა მოსცილდეს
უფროსი ნაჩალნიკი
მონიკა ბელუჩიმ უარი მითხრა. მაგრამ მას მზა შემცვლელი უკვე ჰყავს: მაშა, დაშა და ნატაშა. ხვანჭკარა ვერ ვიყიდე, მაგრამ მას მზა შემცვლელი უკვე ჰყავს - яблочное вино "Воронежское".
დავით
მოსალოდნელი იყო იტალიური მედიის ამგვარი ქცევა და არც ნეაპოლიტანური კლუბია სანიმუშო ზრდილობიან ქცევასა,თუ თავმდაბლობაში. მადლიერნი უნდა იყვნენ ქართველის თამაშით,რომელმაც ლომის წილი შეიტანა ნაპოლის გაჩემპიონებაში,მაგრამ.....რაც შეიძლება სწრაფად უნდა დატოვოს ხვიჩამ ნაპოლი,თუ უნდა რომ უფრო განვითარდეს როგორც ფეხბურთელი.
სოსო
თამაშის დასრულების შემდეგ,ერთი გულშემატკივარის ხელში პლაკატი გამოჩნდა,რომელზეც ჩემი ძალიან სუსტი იტალიურის ცოდნით,ეწერა:-კვარა,სადაა შენი მაგია?მაგაზე მეტი მაგია რაღა გინდათ დალოცვილებო,მსოფლიოს ერთერთმა საუკეთესო თავდამსხმელმა,დაცვაში უფრო მეტი ითამაშა და რამდენიმე ისეთი ართმევა გააკეთა,ნაპოლის ზოგიერთი მცველი რომ ვერ ახერხებს.კონტეს,მასში მცველი უფრო მოსწონს და ბედაურის მუშა ჯაგლაგად გადაქცევას ცდილობს.იქაც ჩანს მისი კლასი და საუკეთესო შეფასებაც მიიღო,მაგრამ არც კვარა და არც ნაპოლი,ფეხბურთს არ თამაშობენ.ეს თამაში კი არა,წვალებაა!მძიმე შრომით მოპოვებული ლუკმა პური(ქულები).ცოტა ხანი,კონტესთან თამაში,მართლაც სასარგებლოა ხვიჩასათვის,მაგრამ დიდხანს დარჩენა,მისი როგორც ფეხბურთელის,როგორც შეტევის ჯადოქარის სიკვდილი იქნება.
ჯეჯე
მეცინება იტალიელების მსგავს შეფასებებზე. ნუთუ ვერ ხედავენ ნერეშის თამაშის ზედაპირულობას და საფეხბურთო აზროვნების სიმწირეს? მით უმეტეს, ხვიჩას რომ ადარებენ. :) უბრალოდ, ამხნევებენ ნერწეს, რადგან ხვიჩა წამსვლელია. კი ვიცი კარგი ანეკდოტი გამხნევებაზე, მაგრამ აქ ვერ დავწერ. :)
დათო
ყველა ანალიტიკურმა საიტმა მატჩის საუკეთესოდ კვარა დაასახელა, მეორეზე ოლივეირა დაასახელეს, ნერეში ცუდი არაა მაგრამ ეგეც პოლიტანოს კალიბრის ფეხბურთელია. სად კვარა და სად ნერეში.
აჩი
აგენტი არ უვარგა კვარას!! მეორე რაც შეეხება კვარას გულით და სულით სხვა გუნდშია, მაგრამ მაინც მაგარია, ნაპოლის არასდროს ყოლია მარადონას მერე ისეთი ფეხბურთელი რომელიც გუნდს იმპროვიზაციას და სილამაზეს სძენდა, ყოველთვის უკან პასები მწვრთნელის სკამის შენარჩუნება და ფრე სასიამოვნო, ასეთია ნაპოლი და ბევრი იტალიური გუნდები, წადი ბიძია იქ სადაც ფეხბურთს თამაშობენ ნაპოლი 30 წლის მერე გახდება ალბათ ჩემპიონი სადაც კიდე ქართველი იქნება ჯადოქარი, თუ არადა არასოდეს მიყირებია მაგ მატარაბელ ბანცალა კლუბზე
giga23
ღმერთო რა უმადურები არიან, წადი ძმაო გაეცალე მანდაურობას სასწრაფოდ.
ოპტიმუს
კარგია კვარა, მასე გააგრძელე, სრული სვლით ბლაუგრანასკენ!!! ნერეში კვარას ჯობიაო, თვენი ექსპერტობა არ გაიშვა, ვაი თქვენს პატრონს.
გურულო
ერთი მაგათი დედაც ვატირე! წამოდი ბაბუ, მეორე წრე უშენოდ ითმაშონ, ვნახოთ ერთი რისი ტრაკი ექნებათ უშენოდ! უმადური პროჭები არიან ბაბუ ეგენი, თან დაცვაში ჩაგკარგავს ეგ ავტობუსის ჟოპერი კონტე ბაბუა! შენ სხვა ტაქტიკის თამში გჭირდება ბაბუა და არა ავტობუსის!
Achi
Am italiel jurnalistebi xvela ertnairad rava saubrobs mase tqveni kargis tr...mov.. rom kvaras neresi arjonia magram geubnebian ase tqvitoda ras gaawyobt witelze unda idzaxot tetriao. Nersi 7.5 kvara 8.5 da tqven rogor itvlit (((( kaia kvara mase gaagrdzele da moxie mag umadurebidan
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
"ნაპოლი" ფრანგულ "ბრესტთან" დამარცხდა
ნერესი "ნაპოლის" მომავალ ორ მატჩშიც ვერ დაეხმარება
ცნობილია, როგორ დაითანხმა რონალდომ ფელიქსი "ალ ნასრში" გადასვლაზე
სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულად ცნობილი ბენ იედერი შესაძლოა, სერია A-ში გადაბარგდეს
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
"ხვიჩა ბრუნდება - დე ლაურენტისი მისი ტრანსფერით დიდ ფულს იშოვის" - იტალიური მედია
"ნაპოლი" "ჟირონას" მცველს შეიძენს
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება
ნერესმა ტრავმა მოირჩინა და "ნაპოლის" დახმარებას შეძლებს
საგანგაშო ვითარება - არც ანგისა, არც ნერესი და კონტეც მიდის?
ნერესი: "კვარას" მემკვიდრე ვარ? - ექვს თვეში იმდენი ვირბინე, რამდენიც მთელ ჩემს კარიერაში
იარემჩუკმა იტალიურ გუნდში გადასვლა არ ისურვა
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"კვარა" სლალომისტია, ნერესი კი მხოლოდ მოთხილამურე" - ფედელე ვითარებას ისევ ობიექტურად აფასებს
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
[VIDEO] შენგელიას გმირობა - თოკომ მხოლოდ 3 წუთი ითამაშა და "ვირტუსი" ნახევარფინალში გაიყვანა
რასპადორიმ გეზი მადრიდისკენ აიღო?
Victory - ვიქტორ ოსიმენი "გალათასარაის" ფეხბურთელი გახდა
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
"კვარაცხელიას წასვლა "ნაპოლისთვის" დიდი დანაკლისი და პრობლემაა" - იტალიელი მწვრთნელი
"ბარსელონას" ყოფილი ფეხბურთელი კარიერას "ფენერბაჰჩეში" გააგრძელებს
"ახალი თავგადასავალი მჭირდება" - სონმა "ტოტენჰემიდან" წასვლა დაანონსა
"ნაპოლიმ" ერთ-ერთ აუტსაიდერს ვერ მოუგო [VIDEO]
"ნიუკასლმა" "ლივერპულის" 120-მილიონიანი შეთავაზება იუარა - ისაკი "კაჭკაჭებში" დაბრუნებას არ აპირებს
გოგლიჩიძის კარგი მატჩი - "ემპოლიმ" "ვენეციასთან" ქულები გაიყო [VIDEO]
სიმეონე "ნაპოლიდან" მიდის, მაგრამ იტალიაში რჩება