ჩელენჯ თასის მესამე ტურში „შავი ლომი“ საკუთარ მოედანზე ფრანგულ „ბაიონასთან“ 16:41 დამარცხდა.

შემდეგ მატჩს „შავი ლომი“ 19 იანვარს შოტლანდიაში „ედინბურგთან“ ჩაატარებს.

თბილისი. „მიხეილ მესხი“

შავი ლომი - ბაიონა

შავი ლომი

ხაზი: 15. ლუკა ცირეკიძე, 14. აკაკი ტაბუცაძე, 13. დემურ თაფლაძე, 12. თორნიკე კახოიძე, 11. ამირან შვანგირაძე, 10. ლუკა მატკავა (კაპ.), 9. თენგიზ პერანიძე;

შერკინება: 1. დათო აბდუშელიშვილი, 2. შალვა მამუკაშვილი, 3. გიორგი ჩხარტიშვილი, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. გურამ ღანიაშვილი, 6. სანდრო მამამთავრიშვილი, 7. მიხეილ გაჩეჩილაძე, 8. ლუკა ივანიშვილი (კაპ.).

მარქაფა: 16. ირაკლი ქვათაძე, 17. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 18. ბაჩუკი ჭუმბაძე, 19. ლადო ჩაჩანიძე, 20. გიორგი სინაურიძე; 21. დავით ხუროშვილი, 22. იოანე მეტრეველი, 23. ალექსანდრე თოდუა.

ᲐᲨოტ როსტომიანი
საღოლ ძმაო, ახალი ვეფხისტყაოსანი დაწერე
სოსო
კარგი ანალიზია და რაც მთავარია,გულშემატკივრის დაწერილია,სხვა პოსტების უმრავლესობისაგან განსხვავებით. სამწუხაროდ ძალიან მოგვიმრავლდა ნულზე წაგებული ტაიმები და ეგ ალბათ მაინც მწვრთნელების სისუსტის ბრალი უნდა იყოს,დიდწილად.რაც შემადგენლობა გყავს,მთელ მატჩზე უნდა გადაანაწილო და არა ერთ ტაიმს შეალიო,ბოლომდე.ძალიან აკლიათ თამაშები და ალბათ ესეც მაგრად აფერხებს, ახალგაზრდების ზრდას.აი სწრაფად მოაზროვნეების ნაკლებობა კი,ყოველთვის იგრძნობოდა და ახლაც იგრძნობა,ჩვენს ნაკრებებში.მატკავას შეფასებაში გეთანხმები,ახალგაზრდაა,რისკავს,მაგრამ ყოველთვის სწორად ვერ ზომავს თავის შესაძლებლობებს და მომენტს.მაგას გამოცდილება ასწავლის,თუმცა გამოუცდელიც აღარ ეთქმის.უბრალოდ მეტი თამაში სჭირდება.ხშირად პარტნიორებიც დროზე ვერ უბამენ მხარს.ჩვენ სათამაშო დისციპლინაზე ვაკეთებთ აქცენტს და მგონი ეგეც ცუდად მოქმედებს,ბიჭების ინიციატივიანობაზე.ვფიქრობ,მწვრთნელებმა სუსტ გუნდებთან,ნება უნდა მისცენ ბიჭებს,საერთო სქემაში ჩამჯდარი ინიციატივა გამოიჩინონ და არეულ თამაშს შეეჩვივნენ.გულსაც გაიხალისებენ და თამაშსაც გაახალისებენ!ძლიერებთან კი,მკაცრი დისციპლინის გარეშე,არაფერი გამოგვივა და ასეც უნდა ვითამაშოთ!შვიდკაცას თამაშიც რომ აუცილებელია,მგონი სალაპარაკოც აღარ არის.
ვანჩი
პირველი ტაიმი უნდა მოგვეგო, თანაც დამაჯერებლად. მანდ გავუშვით ხელიდან გამარჯვება. მეორე ტაიმს რაც შეეხება, მესმის, რომ მწვრთნელი "იგებს და აგებს" მეორე ტაიმს და მეც ვფიქრობ, რომ ამ მხრიც წააგო ქოქრილმა, მაგრამ ისიცაა, რომ რესურსი არ ყოფნის და რაც მთავარია, პრაქტიკიდ უქონლობა. ფიზიკურად ვერ ვართ სათანადოდ. ცოტა მეტ ინფორმაციის თუ მოგვაწვდის ხოლმე ან ფედერაცია ან შავი ლომი თვითონ ან რომელიმე საიტი წინასწარ, არ იქნებოდა ურიგო. რატომ არ იყო კაკოვინი მაგალითად? ეს არ არის გადამწყვეტი, მაგრამ უნდა ვიცოდეთ წამყვანი მოთამაშეები რატომ გვაკლია ხოლმე. ტაბუცაძეს ზედმეტი კრიტიკა დაატყდა თავს და მეტწილად გაუმართლებელი. არაა არც ჰიულეტი და არც კამპეზე, მაგრამ თავის საქმეს ბრწყინვალეს აკეთებს. ყველაზე უკეთ საქართველოს ნაკრების ისტორიაში. მარტო ლელოების რაოდენობას არ ეხება, ხარისხსაც და მეტოქის დონეს, რომლებთანაც დადო. ფინიშერია და მორჩა. ბურთი უნდა მიაწოდო, რაც ვერ მოხერხდა. ძირითადი მიზეზი, რატომაც წავაგეთ პირველი ტაიმი იყო კონკრეტული შეცდომები. პირველად რომ კაცი თამაშობს, გასაგებია, მაგრამ წლები რომ თამაშობ და ნაკრებშიც, არა! დავიწყოთ. ჩამოვყვეთ რიგ-რიგობით. პირველი ხაზი ნორმალურია. უფრო სწორედ ბურჯები. მამუკაშვილი მობერდა. რას იზამ, ვილკინსონიც დაბერდა. კარგი ჰუკერი აშკარა პრობლემაა. ამ საქმის პროფესიონალია ქოქრილი და სქაუტინგშიც უნდა მიიღოს მონაწილეობა ალბათ. ჰუკერთან ბვაშია მოერე და მესამე ხაზის თამაშიც ჰაერში (აუტში). ბაბუნაშვილი გამორჩეულია. სხვა მხრივ ჯერ-ჯერობით მეორე ხაზი არ გვყავს. ( იმედია, მხოლოდ ასაკის ბრალია). ესამე ხაზი თითქოს ყველაზე ძლიერი გვყავს, მაგრამ ვნახეთ ცუცქირიძის არყოფნა როგორ დაგვეტყო. მისი ბოჭვები, მიწაზე თამაში. ივანიშვილი გავიდა და საერთოდ მოგვეშალა ყველაფერი. საერთოდ ბოჭვებში ძალიან გაგვიჭირდა. სხვა მესამეხაზელები ვერ პასუხობენ მოთხოვნებს. 9 ზე საერთოდ არ მინდა კომენტარის გაკეთება. და ამ კაცს ქოქრილიც და მაისაშვილიც ალანიას ამჯობინებენ ნაკრებში! დიდ 10 ში მასზე უკეთესი 9 ა არის?))) თანაც ახალგაზრდა მატკავა მაგრალიტია, მაგრამ ძალიან ბევრ შეცდომას უშვებს, როდესაც ცდილობს ავანტიურულად ითამაშოს. ამას ვერ და არ დაუშვლი. ამით ფასობს. უბრალოდ ისწავლის მომენტის ზუსტად შეფასებას გამოცდილებასთან ერთად. ახლა კი მწვრთნელმა ან კაპიტანმა უნდა მიუთითოს ხოლმე. ისე კი გუნდში საუკეთესოა ივანიშვილთან ერთად. ხაზი სამწუხაროს ჯერ-ჯერობით საერთოდ ვერ ამართლებს იმედებს. პატარები ვინც მოვიდნენ, არაფრით არ გამოირჩევიან. კრეატივი არ გააჩნიათ და ისე საშუალო დონის მოთამაშეებად დახვეწა შეუძლიათ , რა თქმა უნდა და დისციპლინირებულად ნორმალურად თამაში. აქაც მეტი სიახლეა საჭირო. მეტს უნდა მიეცეს თავის გამოჩენის საშუალება. ოღონდა გადავწყვეტ(ასეთ) თამაშებში სჯობს ისევ დაცვაში ( და არა მარტო) საუკეთესო, ნაცადი თოდუა დააყენო. პ.ს. ხალხი რომ არ დაიდს, ესაა ყველაზე სამარცხვინო. თუ მიდის უარსიზე საუბარი მართლა და ამის გამო არ შეგვიშვეს, ჩვენი ბრალი ყოფილა მაშინ ყველაფერი. ღმერთმა თუ ინება და იქ შეგვიშვეს, მერე კი გავაკეთებთ მაგარ გუნდს და გავიხარებთ კიდეც
გიორგი 50
ბოდიში, ედინბურგი უნდა მეთქვა...
გიორგი 50
მოდით პირდაპირ ვთქვათ, ცუდად ვითამაშეთ და მეტოქემაც არაფერი გვაპატია და გაკვეთილები ჩაგვიტარა... თუმცა, ასეთი ანგარიშით წაგებას მაინც არ ვიმსახურებდით. არ მინდა გვარების დასახელება, მაგრამ ლამის 35 წლის რომ ხარ ძმაო, დიდი მადლობა დამსახურებისათვის და თუ ასე არ გეთმობა მინდორი, მაშინ აიყვანე ბავშვები და გაზარდე მომავალი ლომები რაა... შერკინებაში ვეღარ, შემოგდება ვეღარ, ბურთის წაღება-გაგლეჯვა ვეღარ... არა უშავს, სწორი დასკვნები და წარმატება კარდიფში...
ნიკო
ჩემის აზრით, ასეთი ანგარიში უფრო ბავშვური შეცდომებით იყო გამოწვეული და არა მოედანზე ამხელა უპირატესობით. კარგი იქნენოდა აქ ვინც უფრო კარგად ერკვევა დეტალებში, თამაში გაერჩია ჩვენთვის და არა უაზრო პოლიტიკური გაბოროტებული განცხადებები, რაც საერთოდ არ არის კავშირში არც გუშინდელ თამაშთან და არც შავ ლომთან.
S.K.K.
ის უფრო გასაკვირია (და სასიხარულო) რომ ორ გუნდს მოვუგეთ. მაგრამ წელს ვანი ტოპ 14-ში ბოლო ადგილზეა ხოლო გასულ წელს სკარლეტსი ღრმა კრიზისში იყო. სამწუხაროდ მატერიალურ სამყაროში ასე მარტივად არაფერი მოდის. რაგბის სამყაროში რვა ტოპ ქვეყანა სრულიად განცალკევებულად დგას (ბოლო დროს მათ ეროვნულის დონეზე არგენტინაც შეუერთდა). მათ უზარმაზარი სარაგბო რესურსები აქვთ. კიდევ ექვს-შვიდ ქვეყანას შიგა და შიგ მცირედი გამონათებები აქვს. სამწუხაროდ ეს არის რეალობა (ყოველ შემთხვევაში დღეს) დადეთ
დიმა
ახალი წლის დღეებში გადაიტვირთნენ ბიჭები .
Rezo
აი ეს იაფფასიანი კომენტარი რა დასაწერი იყო? პირში უთხარი ერთი თუ კაცი ხარ? კრიტიკას და უზრდელობას შორის სხვაობა უნდა ისწავლოს ქართველმა. ძალიან დაცემულები ვართ
რეზო
დღეს ცუდად ითამაშა მაგრამ ტაბუცაძე საუკეთესო მელელოვეა და დიდხანს ვერ მოუხსნიან კიდე ამ რეკორდს, თან პირველი დონის გუნდებთანაც აქვს დადებული, გვყავს ვინმე უკეთესი ეგ რომ არ ვათამაშოთ?
კახა
სხვა სახელი ხომ არ მოუხდებოდა შავ ლომს მაგ.შავი კატა ან შავი კნუტი ლომობას ვერ ქაჩავენ
შალვა ჯიღაური
მე არ მინდა ცხელ გულზე დავწერო, მაგრამ გული არ მითმენს, მესამე შემადგენლობას ვეთამაშეთ, და ვაი, რა უნდა ტაბუცაძეს ნაკრებში, რა უნდა თაფლაძეს, რა უნდა პერანიძეს, და საერთოდ რა გახდა ერთი ტაქტიკოსი მწვრთნელის პოვნა, ხელფასები შეიძლება უცხოელებთან შედარებით ნაკლებია, მაგრამ საქართველოს მაშტაბით ხომ აქვთ 10000 ლარამდე, რა ხდება, ხდება ნეპოტიზმი
რაგბი
თავისივე შეცდომებმა და უტვინობამ წააგებინათ თორემ არაფრით ჯობდნენ ისინი
simartle
ბავშვური შეცდომებით აჩუქეს თამაში. სირცხვილია მარათლა. სად ისროდნენ ბურთს ან რა გადაწყვეტილებს იღებდნენ ან ჯარიმებს, თითქოს ეხლა შეიკრიბნენ. მამუკაშვილს გადაუხადეათ მადლობა ასი წელია თამაშობს და აურის აგდება ვერ ისწავლა. გაუშვით ბიძინეის ხალხი გუნდიდან იმ დოყლაპია ტრემალზე რომ ზის და ხურმას ჭამს პრეზიდენტიდან დაწყებული. შავი ლომი კი არა პირველი მერცხალი...
garegin meore
ასტვაწ სირისტიანმა ევროპიელებმა მოგვიგეს მუჟიკ მართლმადიდებლებს .ვაი ვაი არა ცავტანემ მამატ ქუნემ ისევ ჩვენ მამაპაპა სპარსელებს და დედარუსეთს ვეთამაშოთ ფერხორცითაც და მენტალიტეტიტაც ვგავართ.მი გრუზინი არა ესენგე დრუჟბა ნაროდოვ ტაჯიკი უზბეკი არა ცავატანემ . ყაველაშვილს ებარებიდეთ...
რამაზ მართალი
41 ქულა, რა სიმბოლურია. რაც უყვართ იმ ანგარიშით დასრულდა. ცარიელი ტრიბუნები რატომ არის, ნუთუ ამდენი დამსახურება არ აქვს ბატონ სოსოს სიტყვას, რომ მეათედი სტადიონი მაინც შეივსოს, დათრგუნულ-ნაჩუქარი ბილეთებით. თან აგინო ევროპას, თან იქ გინდოდეს თამაში, თან ხმას ნუ იღებთ პროტესტის გამოსათქმელადო, თან მაინც მოდით საქომაგოთო. რა უნდათ ვერ გავიგეთ, რისთვის ვჯახირობთ ამ ევროპულ გუნდებთან, თუ მათი მაგინებლებიც ხართ და სტუმარ-მასპინძლებიც. ნეპტისტური მიდგომით დაიღუპა რაგბიც, ძლადობრივი არჩევნებით, კლანური მართვით, დოპინგების მალვით, გაუმჭვირვალე ხარჯებით და ახლობლობით დაწინაურებით, ლელოელების გაქაჩვით. ეჰჰ...
პაატა
შესვენებისას მაგარი დაარიგა კოკერელმა:))) 0-24 მეორე ტაიმი, რა უბედურებაა?! შეცვალე რა ეს უინტელექტო ტაბუცაძე, საკუთარ გუნდს ორი ლელო გაუხერხა:( ნაკრების საბაზისო გუნდიაო და მამუკაშვილს რა ესაქმება?! რავი კოკერელმა მაგაზე უკეთესი თუ ვერავინ ნახა აღარ ყოფილა ჩვენი საშველი.
მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ
ნინო ელოშვილი მოლდოვაში იმსაჯებს
7-კაცა და 7-ქალა | ჯგუფები და შემადგენლობები ჰამბურგში
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ნიკოლოზ ხატიაშვილი: ასეთი სარაგბო ზეიმის ფუფუნება ბევრ დიდ ქვეყანას არ აქვს
ჩელენჯ თასი | ორ-ორი ცვლილებით ედინბურგში
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
იოსებ ტყემალაძე: "შავი ლომის" მნიშვნელობასა და პერსპექტივებზე
ჩელენჯ თასი | 120 წლის ფრანგული კლუბი თბილისში
"შავი ლომი" | ზედიზედ მეორედ ბრიტანეთში
ჩელენჯ თასი | ქოქრილის ყოფილ გუნდთან ედინბურგში
ლუკა მატკავა: ვეცდებით ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ და შანსი გამოვიყენოთ
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
ჩელენჯ თასი | შემადგენლობა წლის პირველი და უმნიშვნელოვანესი მატჩისთვის
რიჩარდ ქოქრილი: ვეცდებით ვიყოთ უფრო ზუსტები
"შავი ლომი" შოტლანდიაში "ედინბურგთან" დამარცხდა