საქართველომ ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემდეგ ზამთრის ფესტივალსაც გაუღო კარი - ბაკურიანი-2025 დღეს საზეიმოდ გაიხსნა.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის გახსნის ცერემონია ბაკურიანში, ეგრეთ წოდებულ 25-იანების პარკთან გაიმართა. ეს იყო მეტად საინტერესო, ქართული ფოლკლორით და ეფექტური სცენებით გაჯერებული სანახაობა.

აღიმართა საქართველოს სახელმწიფო დროშა, შესრულდა ქვეყნის ჰიმნი.

შედგა გახსნის ცერემონიის აუცილებელი ნაწილიც - დელეგაციათა აღლუმი, სადაც განსაკუთრებული ოვაციები, რა თქმა უნდა, საქართველოს წარმომადგენლებს ერგოთ.

ოლიმპიური ფესტივალის გახსნის საზეიმო ცერემონიაზე საქართველოს მედროშეები იყვნენ სამთო-მოთხილამურეები გიორგი ჯაფარიძე და ნელი უსტიმენკო.

ოლიმპიური ფესტივალის სტუმრებს მიესალმა საქართველოს პრემიერ მინისტრი ირაკლი კობახიძე და წარმატებები უსურვა მათ. ფესტივალის მონაწილეებს ასევე სიტყვით მიმართეს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა სპიროს კაპრალოსმა და ევროპის ზამთრის ოლიმპიური ფესტივალის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე მამუკა ხაბარელმა.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი გახსნილად გამოაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, რასაც ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშის შემოსვლა და შემდგომ მისი აღმართვა მოჰყვა.

წესისამებრ, ფიცი დადეს ათლეტებმა, მწვრთნელებმა და მსაჯებმა.

სტუმრებმა იხილეს რომიდან ჩამოტანილი მშვიდობის ცეცხლის მოგზაურობის ამსახველი კადრები, პარკში მისი შემოსვლა და ცერემონიის კულმინაცია - ცეცხლის დანთების ცერემონია.

გახსნის საზეიმო ცერემონიალს ესწრებოდნენ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის, სპორტის სამინისტროს, სპორტული ფედერაციების ხელმძღვანელები, ოლიმპიური ჩემპიონები, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების აღმასრულებელი საბჭოს წევრები, შესაბამისი ევროპული სპორტული ფედერაციების წარმომადგენლები და სხვა ოფიციალური პირები, ვეტერანი სპორტსმენები, გულშემატკივრები.

„გახსნის ცერემონია ფესტივალის მნიშვნელოვანი ნაწილია. გვინდოდა ჩვენი სტუმრებისთვის და ფართო ტელეაუდიტორიისთვის ემოციური, დასამახსოვრებელი სანახაობა წარგვედგინა და ეს ამოცანა, ვფიქრობ, წარმატებით შევასრულეთ. ამის შესახებ თავიანთი მაღალი შეფასებები ევროპის ოლიმპიური კომიტეტების ხელმძღვანელებმაც გაგვიზიარეს. მჯერა, რომ ასევე წარმატებული იქნება თითოეული საფესტივალო დღეც“ - აღნიშნა სეოკ-ის პრეზიდენტმა ლერი ხაბელოვმა.

ოლიმპიურ ფესტივალში მედლები სპორტის 8 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ბიათლონი, თავისუფალი სრიალი, ფიგურული ციგურაობა, ყინულის ჰოკეი, შორტ ტრეკი, თხილამურებით რბოლა, სნოუბორდი) გათამაშდება. ფესტივალში მონაწილეობას მიიღებს 45 ქვეყნის 14-დან 18 წლამდე 1000-მდე სპორტსმენი.

საქართველო სპორტის სამ სახეობაში (ფიგურული ციგურაობა, სამთო თხილამურობა და ბიათლონი) 8 სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი.

წყარო: საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი

ქართველმა სუმოისტებმა მსოფლიო თასზე 4 მედალი მოიპოვეს
ამბები, რომლებიც შესაძლოა შაბათ-კვირას გამოგრჩა
ისრაელს საერთაშორისო სპორტიდან მოკვეთენ? ოლიმპიური კომიტეტის პასუხი
ჩაკვეტაძის დაბრუნება ისევ გადაიდო
"ნაპოლი" "მანჩესტერ იუნაიტედის" კიდევ ერთ ფეხბურთელის დამატებას ცდილობს
ევროპის საკლუბო ჩემპიონატზე "გოლდენ გორის" შემადგენლობა ცნობილია
ბერნარდო სილვამ შესაძლოა, "მანჩესტერ სიტი" დატოვოს
[VIDEO] "ტორონტოს" ზედიზედ მეხუთე მოგება - მამუკელაშვილმა "ფილადელფიასთან" 15 წუთი ითამაშა
ჰაკიმი აფრიკის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს
საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში რეგრესი განიცადა
რუსი მეკარე ნორვეგიის ნაკრებში თამაშს აპირებს
გოგლიჩიძე "ბოლონიასთან", ალბათ, ვერ ითამაშებს
"კოშმარი საქართველოსთან დასრულდა - ეს ტრიუმფია" - ბულგარული მედია
"ერთ-ერთი ვარჯიშის შემდეგ გონება დავკარგე" - ფაბრეგასმა კონტესთან მუშაობა გაიხსენა
"საქართველოს არ ჰყავს ფეხბურთელი, რომელიც კვარაცხელიას დონეს მიუახლოვდება" - Goal ხვიჩასა და სხვა ვარსკვლავებზე, რომლებიც მუნდიალზე ვერ ითამაშებენ
რონალდო "თეთრ სახლში" დონალდ ტრამპს შეხვდა და ილონ მასკთან სელფი გადაიღო
კვარაცხელია ძალიან პრესტიჟული Globe Soccer Awards-ის საუკეთესოთა სიაშია - როგორ მივცეთ ხმა ქართველ ფეხბურთელს
"60 ფეხბურთელს პირადად დავურეკე და ეს ავუხსენი" - ტუხელი ინგლისის ნაკრების მსოფლიო ჩემპიონატის შემადგენლობაზე
"საქართველოსთან შევხედრაში ჩვენი ამოცანა სწორედ ეს იყო" - ბულგარელთა მწვრთნელი მატჩის შემდეგ
"მინიმუმ იმ წარმატებით დავბრუნდებით, რაც საქართველოს აქამდე მოვუტანეთ" - დავითაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"ამ თამაშების შემდეგ ეს ყველაზე კარგად იგრძნობა" - მამარდაშვილი ბულგარეთთან მარცხის შემდეგ
"საკადრო შიმშილი გვაქვს, რასაც მენტალური პრობლემები ემატება" - რა თქვა სანიოლმა ბულგარეთთან მატჩის შემდეგ?
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?