ჩემპიონთა ლიგა გადამწყვეტ ეტაპზე როცა გადადის, წარმატებისთვის სხვადასხვა ფაქტორია მნიშვნელოვანი. ერთ-ერთი გადამწყვეტი საკუთარი თავის რწმენაა; წინა პლანზე გარკველი პრაგმატიზმიც გამოდის. ახლა ქართველ გულშემატკივრებს მხოლოდ პსჟ აინტერესებთ - გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?!

ხვიჩა კვარაცხელიას გუნდის პირველი მთავარი გამოცდა მერვედფინალში იქნება(ბარსელონასთან ან ლივერპულთან), მანამდე კი ლუის ენრიკეს როტაციისა და პლეი-ოფისთვის საჭირო უნარების გამომუშავებისთვის აქვს დრო. მწვრთნელს პირადი გამოცდილება ნამდვილად გააჩნია.

"ბრესტთან" 1/16 ფინალში თითქოს ისეთი პარიზული გუნდი ვნახეთ, ძალებს რომ ანაწილებენ და პიკის მიღწევა ფინალურ სტადიაზე სურთ. ენრიკეს ბიჭები მოწინააღმდეგეს კლასით ჯობდნენ და ამის დემონსტრირებასაც აკეთებდნენ. ამასობაში, არსებული კონკურენციის პირობებში, ფეხბურთელებისთვის მნიშვნელოვანია, მწვრთნელს საკუთარი როლი დაანახოს.

დარჩენილ დროში ბევრ საკადრო ცვლილებას თუ ვნახავთ, ეს ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხება. არადა, კარგად ვიცით, "კვარა" განსაკუთრებული მაშინაა, როცა თამაშის მიმართულებები მასზე ეწყობა, დიდ ნდობას გრძნობს. ისიც გვახსოვს, ნაადრევი ცვლილების გამო რომ გაბრაზება გამოუხატავს. ამ მიზეზითაც თუ არა, ჩვენებურს მინდორზე ცეცხლი აღარ დაუნთია. რა თქმა უნდა, როცა შეხვედრის ბედი გადაწყვეტილია, თანაგუნდელები კი მსაჯის საფინალო სასტვენის მოლოდინში არიან, საკუთარ თავზე ბევრის აღება რთულია. კიდევ ერთხელ უნდა ვთქვათ, რომ ხვიჩა ბურთის დაკარგვას მაქსიმალურად ერიდება, ის ჯერ კიდევ აკლიმატიზაციის ეტაპს გადის. აქ მნიშვნელოვანია, თუ მწვრთნელი რა დავალებებს გასცემს. ხსნებული რთული მერვედფინალის გარდა, პსჟ უმოტივაციო არაერთხელ იქნება და კვარაცხელიამ უნდა სცადოს, ამ ვითარებასა და მცირე დროშიც საინტერესო და დასამახსოვრებელი შექმნას.

პარიზული კლუბი უკვე დაკომპლექტებულია და ლუის ენრიკე ბევრს ვეღარაფერს შეცვლის, მაგრამ გუნდში შეტევასა და დაცვას შორის ბალანსის პრობლემა მაინც დგას. მაგალითად, ნუნუ მენდეში, შეტევაში ასე რომ მოგვწონს და "კვარასაც" კარგად უგებს, დაცვაში რამდენჯერმე ინდივიდუალურად დაიჩაგრა. ვიტინია კი "გაფრინდა", თუმცა თუკი გუნდი არ უტევს, რაც ჩემპიონთა ლიგის დარჩენილ ეტაპზე აუცილებლად იქნება, თავის დაცვა უჭირს.

ლუის ენრიკემ ფეხბურთელებს შორის დრო ისე უნდა გადაანწილოს, უკმაყოფილება მინიმალური იყოს, ეს მწვრთნელის გამოწვევაა.

დაველოდოთ პარიზელთა ლიგისკენ სვლას!..

გიგო
ნაკრების მაისურით ორი ავტოგოლი მგონი არსად დაფიქსირებულა, ამიტომ ამ კომპონენტში კახა მსოფლიო რეკორდსმენია. ასევე გვყავს ერთი მსოფლიო რეკორდსმენი ფეხბურთში, ეს სულმნათი გიორგი ანთაძეა, რომელსაც ფეხბურთის მრავალჭიდელს ეძახდენ და ამართლებდა კიდეც. ერთხელ დინამოს მოსკოვში მეკარე გაუგდეს და შეცვლაც ამოწურული ჰქონდათ (მაშინ 3 კაცის შეცვლა შეიძლებოდა). მდგომარეობა ანთაძემ იხსნა და ჩადგა კარში. სულ მალე პენალტი დაინიშნა დინამოს კარში. შემსრულებელმა იცოდა, რომ კარში თავდამსხმელი იდგა და გულიანად არ დაარტყა, ანთაძემ მშვენიერი ნახტომით აიღო ბურთი. სულ მალე მეორე პენალტი დაინიშნა და იმავე პენალტისტმა დაარტყა, ამჯერად ისე გულმოდგინედ მოემზადა, რომ ბურთი კარს ააცილა. ასე, რომ კარში ჩამდგარ მინდვრის მოთამაშეს ოფიციალურ მატჩებში ორი პენალტი არსად აუღია.
gel-100
შე ყვავო ორი ჩემპიონთა ლიგა აქვს კალას მოგებული იმ დროის საუკეთესო გუნდში მილანში როგორც ძირითადის ფეხბურთელს,,მაგის გარდა სკუდეტო თასები და უამრავი წარმატება გამოიარა მილანში სადაც 10-წელი ითამაშა და ხელფასი 5+ მილიონი ქონდა აბა გვითხარი შენ თუ არ გაგიტანია საკუთარ კარში (რაც მსოფლიო ვარსკვლავებს მოსვლიათ და ეს მხოლოდ ყლეებისთვის არის გასაკვირი) რითი ჯობიხარ ან რითი მეტი გაქვს გაკეთებული სამშობლოსთვის კიარა თუნდაც საკუთარი ოჯახისთვის?? ხოდა შე ლუზერო კალაძეს საკუთარი ოჯახისთვისაც და საკუთარი ქვეყნისთვისაც ჯერ როგორც კაპიტანს და ფეხბურთელს და ეხლა უკვე როგორც მერს ბევრად მეტი აქვს გაკეთებული,,შენ კი რა უნდა გითხრა ზიხარ სემიჩკას აკნატუნებ ცოლის გამოგზავნილი ევროებით სლოტებს თამაშობ და სხვას აქილიკებ არადა ცოლის მუტლით ნაშოვნ ევროებს რო ხარჯავ მაგას გირჩევნია სხვისი ყლიდან ჩამოხსნა საკუთარი ოჯახის წევრები და სხვის გაკრიტიკებას საკუთარი თუნდაც გასაკრიტიკებელი გააკეთე რამე,თუმცა შენნაირი სირები სირცხვილით თავს რო ვერ ყოფთ გარეთ კლავიატურის წკაპუნში ხართ ლომები და სხვისი გაკეთებული საქმის დაკნინებით ცდილობთ ჭია გაიხაროთ
SOS!!!
ხვიჩა, უთვალავ გამარჯვებას გისურვებ! ვხედავ, რომ გუნდში დიდია კონკურენცია, ამიტომ გოლები ხშირად გაიტანე, ლაღად ითამაშე, საქართველო შენთანაა!
oxo
იმედია კალაძის სუპერ რეკორდს ვერ მოხსნის-ორი ავტოგოლი ერთ მატჩში.
თენგო
მე პარიზის მერობას ვუსურვებ
ბრაზი
დაბადების დღეს გილოცავ,ძმაო ზვიჩა! საფეხბურთო სიმწიფის ჟამი დამდგარა.გისურვებ მომავალში გაცილებით დიდი და მნიშვნელოვანი საფეხბურთო "მოსავალი" მოგეწიოს,ვიდრე მანამდე,ყველას ჩვენდა გასახარად!
Რეროs
და ბოლოს ჯიმა, თბილისის თუ არა ზუგდიდის მერობას, მანც გამოკრავს ხელს.DDDDD
gzp
წელს ვერა. ვერ არის ეგ გუნდი დონეზე. ვინც რეალის და უნიტედი ნახა მისთვის ცხადია.
Რერო
კალაძის გზას თუ გაიმეორებს ეს იქნება ფანტასტიკა. 2 ჩემპიონთა ლიგის(+ ერთი ფინალი წაგებული) მოგება ზღაპარი მგონია ამ გამოსახედიდან ,მაგრამ კვარამ მიგვაჩვია შეუძლებლის შეძლებულად გარდასახვას.
სოსო
არავინ იცის,რა მოხდება მომავალში,მაგრამ დღეს ხვიჩა კვარაცხელიას დაბადების დღეა,24 წლის გახდა და მთელი გულით ვულოცავ დაბადების დღეს!მან უკვე უამრავი სიხარული მოგვიტანა და ვუსურვებ კიდევ უფრო დიდ გამარჯვებებს,სიხარულს,სიყვარულს და ოჯახის გამრავლებას!ძალიან გამრავლებას!
zaza
თქვენც ახსენეთ რა :/
ბესო
პსჯ მოიგებს ლიგას ერთი 100 წლის მერე დდ
ქართველების "უოტფორდს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
[VIDEO] ლა ლიგისკენ. გულიაშვილს მეკარემ არადა არ გაატანინა - "რასინგმა" მოიგო და ისევ ლიდერია
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
მსაჯთა სამი გუნდით რაგბი ევროპის ჩემპიონატსა და 20-წლამდელთა ექვს ერზე
ინტერესი სერიოზულია - ლევანდოვკის MLS-ში ეპატიჟებიან და 2-წლიან კონტრაქტს სთავაზობენ
ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი - "ჩელსიმ" ხულიან ალვარესის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ჯონ დურანი კარიერას "ზენიტში" განაგრძობს
როგორი შეფასებები მიიღო მიქაუტაძემ "ესპანიოლთან" მატჩში?
[VIDEO] მიქაუტაძემ "ვილიარეალი" ესპანიოლთან" დააწინაურა
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
17 წლის ხარებაშვილმა თურქულ კლუბთან გააფორმა კონტრაქტი
[VIDEO] სპალეტიმ ჟურნალისტ ქალს აკოცა და მოეფერა - ასე განუმარტა მსაჯის გადაწყვეტილების არამართებულობა
WU17 | საქართველო 4:0 აზერბაიჯანი
[PHOTO] იამალის მამამ მისი შვილი მარადონას შეადარა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
"მეორე გოლი მის გამო გავუშვით და ეს თავადაც იცის" - კერკეზმა მედიასთან ალისონი გააკრიტიკა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
ჩემპიონთა ლიგის დაბრუნება ქართული დუელით და მატჩები სამ დროს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
"რა შემთხვევაში გახდება საფონოვი პსჟ-ს ძირითადის მეკარე?" - ენრიკემ შეკითხვაზე უპასუხა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა
ხვიჩა და პსჟ "ნიუკასლთან" მოსაგებად! - ბოლო ტური ლიგის ფაზაზე
Le Parisien-მა პსჟ-ს ფეხბურთელების გასამრჯელო გაასაჯაროვა - რამდენს გამოიმუშავებს კვარაცხელია?
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
Le Parisien-მა ჩემპიონთა ლიგაზე უმნიშვნელოვანესი მატჩის წინ, ენრიკეს პარიზულ მომავალზე საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO] ხვიჩამ დაბრუნება ლამაზი გოლით აღნიშნა - პსჟ-მ "მარსელი" გაანადგურა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "მარსელთან" მატჩში?
[VIDEO] "კვარას" საგოლე პასი და ვიტინიას ულამაზესი გოლი - პსჟ "ნიუკასლს" ამარცხებს
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგაზე ყველაფერი გაირკვა. მეკარე ტრუბინმა კურტუას გაუტანა - "რეალი" რვა საუკეთესოს შორის ვერ მოხვდა
"მარსელთან" მატჩის შემდეგ ლუის ენრიკე პსჟ-ს ფეხბურთელებს გაეხუმრა
ლუის ენრიკე კვარაცხელიას ტრავმაზე: იმედია, ვცდები და ტესტების შედეგად კარგ სიახლეს შევიტყობ
"ამის გამო, არბელოას ბოდიში მოვუხადე" - ჟოზე მოურინიო "რეალთან" გამარჯვების შემდეგ
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
სუპერკომპიუტერმა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტი დაასახელა
ვინ არის პირველი ნომერი, საფონოვი თუ შევალიე - ენრიკემ კითხვაზე უპასუხა
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
ფასი 60 მილიონია, 110 მილიონად ყიდიან - გადაიხდის პსჟ კამერუნელში ამხელა თანხას?