გიორგი შერმადინის ტენერიფე ესპანეთის სამეფო თასის გათამაშების ნახევარფინალშია. "კანარელებმა" მარადიული მეტოქე – "ბარსელონა" დაამარცხეს, რომელიც მადრიდის "რეალთან" ერთად წლებია, "ტენერიფელთა" გადაულახავ ბარიერად იყო აღმართული. "ტენერიფე" ესპანურ გრანდებს სულ ეურჩებოდა და ბოლომდე ებრძოდა, მაგრამ ყოველთვის შეხვედრა მეტოქის გამარჯვებით სრულდებოდა. "ტენერიფელებმა" ნავსი გატეხეს და "ბარსელონა", რომელიც წლეულს რეალურად დასუსტებულია, თასის გათამაშებიდან გააგდეს.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა. "ტენერიფე" თამაშის მსვლელობისას 12 ქულითაც აგებდა, მაგრამ გადამწყვეტ პერიოდში მეტოქეს შანსი არ დაუტოვა, 25:13 აჯობა და ბრწყინვალე გამარჯვება იზეიმა – 91:86. საქართველოს ნაკრების ცენტრი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:11 წუთში 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. შერმადინმა ორივე ორქულიანი და 3-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, 2 პერსონალური ფოლი მიიღო, მის წინააღმდეგ კი 3-ჯერ დაჯარიმდნენ. ტენერიფეს ფრან გუერამ (14 ქულა, 6 პასი, 5 მოხსნა) და მარსელინიო ჰუერტასმა (22 ქულა, 6 პასი, 6 მოხსნა) ულიდერეს.

ნახევარფინალში "ტენერიფე" "უნიკახას" შეხვდება, რომელიც წლეულს ესპანეთის ლიგის ლიდერი და თასის გათამაშების უმთავრესი ფავორიტია. "მალაგელებმა" მეოთხედფინალში "ხუვენტუდი" არ დაინდეს – 100:83. ნახევარფინალები 15 თებერვალს გაიმართება. 14-ში კიდევ 4 მეოთხედფინალია: "რეალი" – "მანრესა", "გრან კანარია" – "ვალენსია".

GBF

ზორო
ამას რო ცოტა მეტი საკალათბურთო "ჟილკა" ჰქონდა ძალიან მაგარი იქნებოდა ნაკრებში არასდროს მომწონდა რაღაცნაირი ზოზინაა ამუხრუჭებს ყველაფერს
zaza
ასაკი არაფერ შუაშია.მარსელინიო ჰუერტასი 36 წლისაა და დაფრინავს ტიპი.ისე არასოდეს არ მომწონდა შერმადინი.დონდლო ტიპია
ნუგზარი
აღარ ენდობა არ ჰქვია მაგას. მოწინააღმდეგის მიხედვით აძლევს სათამაშო დროს.
მორჩა ამის კალათბურთი
მწვრთნელი უკვე აღარ ენდობა და ძირითადად სკამზე უწევს ჯდომა. დროსაც ცოტას აძლევენ. ე.ი. აღარ ენდობიან. ასაკი მაინც თავისას შვრება. ნაკრებს კიდევ უფრო გაუჭირდება, ვეღარ იქნება გიორგი ძველებურად შედეგიანი. გოგა კი შეცვლის სრულფასოვნად, მაგრამ იშვიათად მოუწევს ნაკრებში თამაში.
RRR
ასაკის გამო რომ ფიზიკურად მოუკლო და ძველებურად ვეღარ ირჯება გასაგებია, მარა ეს ჯარიმების სროლა რატომ გაუუარესდა ვერ გავიგე.
საუკეთესო შენგელია და "ბარსელონას" გამარჯვება ევროლიგაზე
17 წლის მათე ხატიაშვილის დებიუტი ესპანეთის უმაღლეს ლიგაში
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტო რაპტორსმა" "იუტა ჯაზი" დაამარცხა
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
"ბარსელონა" რაფინიას ტრავმის გამო კომპენსაციას მიიღებს
გიორგი შერმადინმა "ბურგოსს" 15 ქულა ჩაუგდო
[VIDEO] შერმადინი მატჩში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და საუკეთესო გახდა - "ტენერიფე" "გრან კანარიასთან" დამარცხდა
შერმადინის შედეგიანობა ვალენსიასთან გამარჯვებით ვერ დაფასდა
[VIDEO] შერმადინი MVP გახდა - "ტენერიფემ" "ბარსელონას" დაუქამბექა
გიორგი შერმადინი საკუთარ გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "უნიკახა" პლეი-ოფს გამოეთიშა
ესპანური ამბები: შერმადინის 14 და სანაძის 15 ქულა | შენგელია მურსიაში დამარცხდა, კორსანტიამ იმარჯვა
კუკურელია უკეთუ თავს გადაიპარსავს, ვიდრე "რეალში" გადავა
[VIDEO] შენგელიას 10 ქულა - "ბარსელონა" "ჟალგირისთან" დამარცხდა
გიორგი შერმადინის "უნიკახამ" ვალენსიაში იმარჯვა და სერიაში მოედნის უპირატესობა მოიპოვა
ეს საინტერესოა - პსჟ "ბარსელონას" ვარსკვლავის შეძენას აპირებს
[VIDEO] შერმადინის უნიკალური მიღწევა - "ტენერიფე" "ბურგოსთან" დამარცხდა
გიორგი შერმადინის და ტედ მაკფადენის 12-12 ქულა და მოგება-წაგება
[VIDEO] შერმადინი ბრწყინვალეა - "ტენერიფემ" "ბრეოგანი" დაამარცხა
შერმადინის "ტენერიფემ" "ბარსელონა" დაამარცხა და თასის ნახევარფინალში "უნიკახას" შეხვდება
წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "გრანადა" "ტენერიფესთან" დამარცხდა
[VIDEO] 36 წლის შერმადინის ფენომენალური მატჩი ესპანეთის ჩემპიონატში
შერმადინის 10 ქულა "რეალთან" | "ტენერიფემ" ლიდერთან ლიდერობის შანსი ვერ გამოიყენა
გიორგი შერმადინის "უნიკახა" "ვალენსიასთან" შინ დამარცხდა და გადამწყვეტი მატჩი სტუმრად ელის
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
[VIDEO] შერმადინის 11 ქულა და "ტენერიფეს" მეორე გამარჯვება ჩემპიონთა ლიგაში
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
შერმადინი "სარაგოსასთან" მატჩის MVP გახდა - ქართველის მორიგი კარგი მატჩი ლიგა ენდესაში [VIDEO]