ლიგა 1-ის ოცდამეორე ტურში პსჟ-მა გასვლაზე „ტულუზა“ 1:0 დაამარცხა.

სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ლუის ენრიკემ ხვიჩა კვარაცხელია გადახალისებულ შემადგენლობაში სასტარტოში დააყენა. ის ცხრიანის პოზიციაზე მოქმედებდა, სადაც თავს კომფორტულად ვერ გრძნობდა. „პარი სენ ჟერმენი“ ბევრს, მაგრამ უხიფათოდ უტევდა. პირველი მომენტი მასპინძლებმა შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან კრესუელის თავით დარტყმულ ბურთს მეკარე საფონოვი დაეუფლა. თანდათან პარიზელების იერიშები უფრო მწვავე გახდა: კვარაცხელიას პასის შემდეგ ბერალდომ ბურთი ძელს გაარტყა. მერე ბარკოლამ ორჯერ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ შეძლო გატანა და პირველი ტაიმი უგოლოდ დასრულდა.

მეორე ტაიმი ორმხრივი შეტევებით დაიწყო, ჯერ საფონოვმა გადაარჩინა თავისი გუნდი, ცოტა ხანში კი პსჟ ფაბიან რუისმა დააწინაურა. 74-ე წუთზე ბარკოლა რამუშმა შეცვალა და ხვიჩამ მარცხენა ფლანგზე გადაინაცვლა. დარჩენილ დროში ანგარიში არ შეიცვალა და პსჟ-მა გაიმარჯვა.

პსჟ 56 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 20 თებერვალს ჩაატარებს - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში გასასვლელი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრაში „ბრესტს“ უმასპინძლებს.

ტულუზა. „სტად ტულუზე“

ტულუზა - პსჟ 0:1

გოლი: ფაბიან რუისი (53)

ALONZO
შენ რომელი კევინი ხარ კიგანი,თუ სპეისი ?
ანზორ რეშვორდი
რა უბნელი ხარ ბრატ?
დდდ-ს
კორეელი მის მერე მისცეს ჯარიმის დარტყმის უფლება, რაც ხვიჩამ ყველა ჯარიმა ცუდად შეასრულა. კარგიც უნდა დაინახოს კაცმა და ცუდიც. აბა, შეაქეთ კვარა გავრილოვივით, ჩათლახი მასლაჩენკო რომ აქებდა ბურთის ყოველ შეხებაზე და იყავით.
კევინ
მოკლედ რა ხვიჩა და რა რეშვორდი.ერთიერთში მეორდება ხვიჩასთან იგივე რაც რეშვორდს დაემართა.არადა 100 მილიონს ცდებოდა რეშვორდის ფასი და ყველა ბობოლა გუნდი ეჩალიჩებოდა.ეხლა რასაც თამაშობს რეშვორდი მგონი მაგას კომენტარი არ სჭირდება.ძალიან სამწუხაროა რომ ხვიჩასაც კარიერასა ალბათ იგივე ელოდება და ბოლოს თავს ამოყოფს ფულემში ან ბრენფორდის დონის გუნდში და იქაც მოუწევს ადგილისთვის ბრძოლა
Lev88
ხვიჩას თამაშს რომ ვუყურებ გული მწყდება როგორ თამაშობდა და ეხლა როგორ თამაშობს.მე არ მჯერა რომ ეგ მოიმატებს იქნება ისევ არასტაბილური.შეიძლება ერთი ორი თამაში გამოაცხოს და მერე ისევ უფერული თამაში.მე რომ მკითხო რომელ ფეხბურთელს გაგონებსო ხვიჩა ვიტყოდი რეშფორდი.ამანაც ეგრე დაიწყო სასწაულებს აკეთებდა,ინგლისის ამომავალი ვარსკვლავი იყო,და ეხლა სადაა და როგორ თამაშობს ყველა ხედავთ.არ მინდა რომ ხვიჩასაც იგივე დაემართოს მაგრამ როგორც ვაკვირდები იქეთკენ მიდის.2-3 წელიწადში ალბათ სადმე კრისტალპალასში ამოყოფს თავს და საერთოდ არავის გაახსენდა.რაც შეეხება ამ ყველაფრის მიზეზს როგორც ვაკვირდები არაპროფესიონალიზმი და ფსიქოლოგიური პრობლემების.ტიპს ნერვოზი ქონდა სანამ გუნდი არ შეიცვალა და საერთოდ დაივიწყა ფეხბურთი.თანაც ამდენი არაპროფესიონალი ახვევია თავს ჯუღელით დაწყებული და მამამისით დამთავრებული.თან ცოლი მოიყვანა ამ ასაკში და ესეც დაემატა.დაკარგა ყველანაირი მოტივაცია.მოკლედ მგონია რომ ხვიჩას პიკი იყო ნეაპოლში რომ გადავიდა პირველი წრე.აწი უფრო მოუკლეს მომატება ჩემი აზრით თითქმის გამორიცხულია.
ვაჟა
რით ვერ გაიარა აკლიმატიზაცია ეს რა თამაშია
ქომაგს
ხვიჩა იყიდეს ლიგისთვის, ჩემპიონატს ისედაც სულ იგებენ. ამიტომაც არ იღლის თავს ზედმეტად და სწორიცაა
დდდ
რომელი საჯარიმოები ანდეს?!... ხვიჩას მოპოვებულ ჯარიმას კორეელი ლი ისე დაებრდღვინა, გეგონება, ჟუნინიო პერნამბუკანო მყავდეს....
ქომაგი
თუ ვინმემ გკითხათ, რა განსხვავებაა მშიერი და მაძღარი ადამიანების მოტივაციებს შორისო, აჩვენეთ კვარა 3 წლის წინ და კვარა დღეს! ამ ბიჭს რეალობის შეგრძნება აქვს დაკარგული და ვინმემ შემოულაწუნეთ! 75 მილიონიან ტრანსფერს და 9 მილიონს ხელფასად ბურთის მოშორებაში არავინ იხდის, განსხვავებას რომ ქმნიდი, ბიჭო, მიტო გიყიდა მაგ კაცმა და შენ თუ ბალეტის ცეკვა გააგრძელე, დაგნაყავენ შენცა და ჯუღელასაც!!!
ვაჟა მასწავლებელი
კომენტარებში უმეტესობა გულდაწყვეტილობას გამოხატავს, რადგან ხვიჩას ფანები არიან და ჭეშმარიტად კარგი უნდათ ხვიჩასთვის. მეც იგივე მდგომარეობაში ვარ. გუშინდელ თამაშის ყურებისას მეგონა ხვიჩას მოედანზე მთავარი მწვრთნელის ასისტენტობის დავალება მისცა ლუის ენრიკემ: ყველა მოძრაობა განკუთვნილი იყო პარტნიორებისათვის ბურთის "მისაგორებლად". ასე და ამგვარად ჩემო უმცროსო მეგობარო ხვიჩა, წინ და შორს ვერ წახვალ, ჩვენ კი ნერვებს დაგვაწყვიტავ!!!
ბადრი
ვარსკვლაური სენი შეეყარა. ფსიქოლოგი ჭირდება. თამაშის ჟინი აქვს დაკარგული. ალბათ მარტო დადებით შეფასებებს კითხულობს და თავი მარადონა გონია.
ბადრი
მწვრთნელებო! არაა ხვიჩა გოლეადორი, გაიგეთ ბოლო-ბოლო.
ალექს
ეეჰ, ულვაშებიც თუ გაიპარსა ....
რასია მატუშკა
Хвича дарагой, Мы тебя ждём:))) ეგაა მისი დონე- დროზე გადადი სადმე რუსეთში:))) ან ბათუმის დინამოში:)))
zura222
ვერ ითამაშა კარგად მართალია მაგრამ არ იყო თავის ადგილზე. არაა ხვიჩა 9 ნომერი და შეეკითხეთ ! ლიუს ენრიკე ძიებაშია და ეძებს ოპტიმალურ განლაგებას და ცდის კვარასაც და სხვებსაც სხვადასხვა ადგილებზე და სწორადაც აკეთებს სანამ მეორე ხარისხოვანი თამაშები აქვთ. აი ეხლა ლიგაზე რომ აქვთ თამაში იქ ყველაფერი გადაწყვეტილია და დარწმუნებული ვარ კვარას ისევ მთელ თამაშს ათამაშებს ოღონდ მაგის ადგილზე მე ბარკოლას დავაყენებდი ცენტრში დემბელეს მარჟვნივ(ან პირიქით) და კვარას კი თავის ადგილზე და მგონი ასეც იზამს ეს თამაში სავარჯიშოდ და ტაქტიკის დამუშავებისთვის უნდა გამოიყენოს და არანაირად არ უნდა დაასვენოს ძირითადი შემადგენლობა(როგორც ფრანგული გამოცემები წერენ და ურჩევენ) უმაგრეს ფორმაში არიან და დასასვენებელი არაფერი არ ჭირთ თანაც ბარსას ან ლივერპულთან თამაშის წინ ამ "დასვენებით"პირიქით ამოვარდებიან ფორმიდან
L.J .
Sashineli sayurebelia saprangetis chempionati....kvara veraa pormashi,imedi maqvs gamoasworebs tamashs da vnaxavt dzvel xvichas!!!
ანაგელი
წუხანდელი თამაშის შემყურეს კომენტარის დაწერის ხასიათიც არა მაქვს, კატასტროფა
Lasha
Ese icis mayutma colma 75 milioni ara 700
მურთაზი
ქალი შეირთო, ხელფასი დაირტყა და მორჩა. მოტივაცია ნული. შეტევას რატომ არ ცდილობს ვინმემ იცის? მთელი მსოფლიო მის დრიბლინგზე ლაპარაკობდა და სად გაქრა ის ჟინი? ქალი და ფული.... ქალი და ფული... ქალი და ფული... სასწრაფოდ პერსონალური ფსიქოლოგი მიუჩინეთ თორემ დაამთავრა კარიერა. კეთილისმსურველი არავინაა ახლომახლო რომ რამე ჭკვიანური ურჩიოს?
მდა
ეს რა თამაში იყო.ან ჩემპიონთა ლიგაზე რა გააკეთა..საერთოდ ამოვარდნილია კალაპოტიდან..ყოველი მაგის მირება და ბურთის დაკარგვა ერთი იყო...ამაში როგორ გადაიხადეს 75 მილიონი )))))მეგრელემა შეუსრულა რასაც ქვია
რას გავხარ
აუ, ჩაიცვი და მილიონს მე დაგიმატებ )))
გულშემატკივარი
ყველა პოზიციაზე დააყენეს, საჯარიმოების დარტყმაც კვარას ანდეს, თუმცა თავი ვერაფრით ვერ გამოიჩინა. მეტი რა ქნას მწვრთნელმა? არადა, როგორი იმედი მქონდა, მეგონა ათრევდა მთელ ტულუზას.
gel-100
უმნიშვნელოვანესი 3 ქულა. გილოცავ, კვარა!
Რაგბის ფანი
ეს ტულუზა აშკარად სხვა სახეობას თამაშობდა, ვისაც ბურთი ჩაუვარდებოდა, მარტო გარბოდა წინ, არავითარი პასი.
თბილისელი
არ ვიცი თუ რა სასწაულს ელოდება ვინმე პსჟ-სგან ჩემპიონთა ლიგაში.იქით ოლიმპიკის და სენტ-ეტიენის თამაში ხომ საერთოდ სამგურალი-ჩიხურას დონეზე იყო....
გეი მექისე
ტიპი გამაშებს ვერ იწევს,ფეხის კუნთები კი გაეზარდა მარა ტანზე ბიცეპსი ტრიცეპსი მუცლის კუნთები საეროდ არ აქვს .საერთოდ არ ვარჯიშობს ეტყობა სპორტდარბაზში. ნუ მაგალითად ჩაკვესნაირი ადვილზე ტექნიკა არც არასდრო ქონია მარა რაც ქონდა კარონნი სისწრაფე ისიც დაკარგა.
ჯონდერა
ჯუღელმა შეუსრულა რასაც ქვია პჟს.დდდ
რიკი
მხოლოდ მეორე ტაიმს ვუყურე და ისევ ბურთის მიღებამდე უკვე ბურთის მოშორებაზე ფიქრობს, კაცის მოტყებაზე და ფინტის გაკეთებაზე ხომ საუბარი ზედმეტია, ისეთი პროგნოზირებადია რომ აი არ გინდა თამაშის ყურება... ცუდი თამაში შეიძლება ყველას ჰქონდეს მაგრამ რომ არ ცდილობ პასუხიმებლობის აღებას ეგ შინაგაბ მენტალურ პრობლემებს მიუთითებს.
ტიტველი ქალი
მასე მეც ვითამაშებ და 3 მილიონზეც თანახმა ვარ .
ვაი
“ფერმერთა” ლიგა
რა ხდება სინამდვილეში - დავითაშვილმა შეიძლება ჩემპიონატის პირველი ტური გამოტოვოს
გოჩოლეიშვილი "ჰამბურგის" ფეხბურთელი გახდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
დონარუმა "ტულუზასთან" არ ითამაშებს
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ის სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
"ტულუზა" - პსჟ. 0:0 პირველი ტაიმის შემდეგ
ლუის ენრიკემ პსჟ-იდან კიდევ ერთი ფეხბურთელის გაშვების გადაწყვეტილება მიიღო
L'Équipe: კვარაცხელიას თანაგუნდელებთან ურთიერთმოქმედება უჭირს - ადაპტაციას დრო სჭირდება
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ის ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
[PHOTOS] მილიარდერი შეყვარებული ჰყავს - ვინ არის კვარაცხელიას თანაგუნდელის ლის მეგობარი გოგონა
ევროპის სუპერთასი, ევრობასკეტი და სხვა ამბები - რას ვნახავთ აგვისტოში
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Le Parisien: კვარაცხელია "ტულუზას" დემბელესთან ერთად შეუტევს
"გალათასარაიმ" მატვეი საფონოვის ტრანსფერზე მუშაობა დაიწყო
ოფიციალურად: კვარაცხელია "ოქროს ბურთის" ნომინანტებს შორის დასახელდა
სიომინმა კვარაცხელიას "ოქროს ბურთის" მოგების შესაძლებლობა შეაფასა
პსჟ-ის ახალი მეკარე ეყოლება - შევალიე კვარაცხელიას თანაგუნდელი გახდება