ევრობასკეტ 2025-ის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები გასვლაზე სერბეთთან 54:63 დამარცხდა.

ამ მატჩს უკვე არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ ჰქონდა, რამეთუ ნებისმიერ შემთხვევაში სერბეთი ჯგუფში პირველ ადგილზე გავიდოდა, საქართველო კი მეორეზე და ორივე გუნდმა ევროპირველობის საგზური გასულ ტურში გაინაღდა. მიუხედავად ამისა ალეკსანდარ ნიკოლიჩის სახელობის დარბაზი პირთამდე გაივსო.

ჩვენმა გუნდმა ტრავმირებული ბოლდუინის, აგრეთვე შენგელიას და შერმადინის გარეშე ითამაშა. მწრთნელმა ჯიკიჩმა თანამემამულეების წინააღმდეგ პარკეტზე შემდეგი სასტარტო ხუთეული გაიყვანა: ოჩხიკიძე, დ. სანაძე, კორსანტია, ჯინჭარაძე, ბურჯანაძე. დაბალშედეგიანი პირველი მეოთხედი 13:17 დასრულდა. ქართველი კალათბურთელები დაცვაში კარგად ირჯებოდნენ, შეტევაში დ. სანაძე და ბურჯანაძე გამოირჩეოდნენ, თუმცა მასპინძლები სიმაღლიდან გამომდინარე ფარზე უპირატესობას ფლობდნენ , სამქულიანებს ზუსტად ვერ ისროდნენ და პირველი ტაიმი 4 ქულით მოვიგეთ.

დიდი შესვენების შემდეგ ჩვენმა გუნდმა გუნდური ჯარიმების ლიმიტი მალე ამოწურა, სერბებმა გაქცევა მოხერხეს, ბურჯანაძემ ორი ზუსტი სამიანით ანგარიში გაათანაბრა, დასკვნითი პერიოდის წინ კი ტაბლოზე 44:41 დაფიქსირდა. ბოლო მეოთხედში ჯინჭარაძემ და ოჩხიკიძემ მეხუთე პერსონალური მიიღეს, მასპინძლებს სამქულიანი სროლები შედარებით წაუვიდათ და გაიმარჯვეს.

17 ქულით მატჩის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე ბურჯანაძე გახდა, 12-12 ქულა დ. სანაძემ და კორსანტიამ (6 მოხსნა) ჩააგდეს, 10 ანდრონიკაშვილმა, 2 ს. სანაძემ, 1 კი ოჩხიკიძემ. მასპინძელთა რიგებში ყველაზე შედეგიანი 14 ქულით ავრამოვიჩი იყო.

სოსო-ს
მარტო ფული რას უშველის, ვისაც აქვს იმის შვილიც ვერ ხდება კალათბურთელი. მწვრთნელები არ არიან და სისტემური განვითარების გეგმის გარეშე ( რაც არის რაგბიში ) ,სულ ასე იქნება .

შენს მასწავლებელს რა ვუთხარი, ვინც გმირის განმარტება ასე გადაგვარებულად აგიხსნა. ზელო ნაცარს იყრის თავზე, შენც წაიყრი ?
მასტერს
რაშია საქმე იცით, რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ: საათობით ვერცერთი კლუბი ვერ ავარჯიშებს ბავშვს ვერც სროლაში და ვერც სხვა კომპონენტში, ნუ დაგვავიწყდება, რომ სპორტული კლუბიც ბიზნესია და შემოსავალზეა დამოკიდებული. ძნელად წარმოსადგენია, თბილისში რომელიმე დარბაზს ასეთი ფუფუნების უფლება ჰქონდეს (რეგიონებში კიდევ შეიძლება). ვარჯიშზე ბავშვი სწავლობს როგორ შეასრულოს რაღაც კომპონენტები, როგორ პოზიციაში აჯობებს ამ კომპონენტების შესრულება სხვადასხვა პოზიციის მოთამაშისთვის, სწავლობს კომბინაციებს და ა.შ. ამ ნასწავლის დამუშავება გეთანხმებით, მართლა საათობით შრომას მოითხოვს, მაგრამ ეს უკვე ბავშვის თუ ახალგაზრდა კალათბურთელის შესასრულებელი საშინაო დავალებაა. უნდა იმუშაოს გაკვეთილზე დასწავლილ კომპონენტებზე ეზოში, უბანში, სახლში (რაც შესაძლებელია). რა თქმა უნდა მწვრთნელების კვალიფიკაციაც და მონდომებაც სერიოზული პრობლემაა ბავშვთა კალათბურთში, მაგრამ მარტო მაგათაც ვერ დავაბრალებთ. მაგალითისთვის შეხედეთ ბავშვების კი არა, ზოგიერთი მოქმედი და პროფესიონალი კალათბურთელის სათამაშო კონდიციებს ჩვენი უმაღლესი ლიგებიდან - სულ არ ეტყობათ, მაინცდამაინც დიდი შრომა რომ აქვთ საკუთარ პროფესიაში ჩადებული, სამწუხაროდ... თვითონ უნდა იშრომონ და მეტი მოთხოვონ საკუთარ თავს ბავშვობიდან, თორემ რომელიმე მწვრთნელი ან მენეჯერი კარგი მონაცემების ბავშვს თან გადაყოლოდეს, ერთეული შემთხვევები გამიგია მარტო ქართულ კალათბურთში. წარმატებას გისურვებთ თქვენც, ქართული კალათბურთის გულშემატკივრებს და ბავშვებსაც!
გულშემატკივარი
თუმცა, ეგეც უნდა ვთქვათ, რომ სანაძემ წინა მატჩში ლამის კარიერის თამაში დადო, ჯინჭარაძემ კიდევ შილდსი გაანეიტრალა და არ იყო ეგ მარტივი ამბავი! ამ სანაკრებო ფანჯარაში მაგ ორმა კაცმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა იმაში, რომ ევრობასკეტზე ვართ. დანარჩენებიდან ზოგს ბევრი აქვს მოსამატებელი, ზოგი ვეღარ მოუმატებს, მადლობა ვუთხრათ გაწეული შრომისთვის! სანაძე ულუ და სანაძე ნარინი - ჩაგეთვალათ!
მმ
ოჩხიკიძე, მაზიაშვილი, სანაძე ნარინი - მინუსი. ჯინჭარაძე ძირითადში ცოტაა და მალე თავდება. ბურჯანაძეს ბოლოს როცა უნდა აეღო თავზე მაშინ არ გამოუვიდა არაფერი. ლონდარიძე ეტყობა შეეჩვია გულშემატკივრის როლს და ვეღარ ჩაერთო თამაშში. რატი ყველას ამშვიდებდა შეცდომების მერე. სანაძე ულუ ასეთ დროს 20 ქულამდე უნდა ადიოდეს. ფევაძე ნი რიბა ნი მიასა
ნუგზარი
ჩვენც 4 კაცი გვაკლდა ძირითადი ხუთეულიდან. მერე სერბეთს ედრები? მსოფლიო და ოლიმპიური ჩემპიონი, 8 გზის ევროპის ჩემპიონი.
ნუ ირთვება ვიდეოები თავისით,თუ გვინდა თვითონ ჩავრთავთ!!!!!!!!!
ანტი-კალათბურთელების ნაკრები რომ შედგეს ორი ჩვენებური უეჭველი მოხვდება,ჯინჭარაძე და ლონდარიძე!
ვვვ
გიზოგ-ს: მოვიხსენი და მოგვიგია! მადლობა! ))
სოსო
ადამიანს.მეგობარო,უკვე მერამდენე წელია წერ,რომ 2 მეტრი სიმაღლის შენ ბავშვს,ყურადღებას არ აქცევენ,რადგან ფული არა გაქვს.რეალურად რა ხდება,ან რამდენი წლისაა თქვენი ბავშვი,არ ვიცი,მაგრამ ასეთი სიმაღლის ბიჭებს,ჩვენი რაგბის მწვრთნელები,სანთლით დაეძებენ და თქვენ შვილს,შრომა თუ არ ეზარება,სიხარულით წაიყვანენ თავისთან.მამუკა გორგოძემ 16 წლისამ დაიწყო რაგბში ვარჯიში და ვარსკვლავი გახდა.2-3 წელიწადში,ქვა და რკინად აქცევენ,თქვენს ბიჭს.დაკეტილ კარზე ტყუილად კაკუნს,სადაც გელიან,იქ მისვლა სჯობია!სცადეთ,რას ჰკარგავთ?წარმატებებს გისურვებთ,თქვენც და თქვენ შვილსაც.
slava
ფაქტია მათი დონე არავართ, ჭე კლასს უგებთ, მაგრამ სერიოზული გუნდი მესამე სასტავითაც გვიგებს თავისუფლად.
დავით 67
ტრამპი რუსეთუმეა
დავით 67
ზელენსკი არი გმირი
გიზოგ
უმადური არა ვიცი, მაგრამ შორსმჭვრეელობაში და ობექტურობაში ნამდვილად მოიკოჭლებთ.
გიზოგ
"ბრწყინვალე მხარდაჭერაა ახალგაზდებისთვის".
გულშემატკივარი
ლიკილიკაძეს ჯიკიჩისთვის ბავშვობაში კიტრი მოუპარავს და გაუხსენა, სანამ არ დააბრუნებ არ გათამაშებო.
გიზოგ
მუქი სათვალეები მოიხსენით ბატონო.
ცოტნე
კაი რა ეს ძმაკაცობა არ ამოგივიდათ ყელში? რა უნდა სანაძეს ნაკრებში? 15 ერთს მეც ჩავაგდებ … ან ლონდაროძეს… ( პირსახოცის დაქნევაში ბადალი არ ყავს მაგრამ?……) არ ვიცი რა გვეშველება შენგელია და შერმო რომ წავლენ… ისროლეთ ბურთი.. რა გეშინიათ კალათბურთია.. თუ არ ისროლე ვერ ჩაააგდებ ბიძი :))))
Gia
Es londarize rato ikavebs adgils?an es bavshvebi tu sheiyvana sastavshi amdros tuar atamashebs ra azri aq?turistebad waiyvana?sanadze da jincharadze araa momavali.burjanazec araa momavali.faktiurad aravin chans vinc shengelias mere liderobas gadaibarebs.enbeas bijebi chtvalet arc gvyavs shesarchevebshi.3weliwadshi evropze gasvlac ki gachirdeba.jikichi kide saidan moiyvanes,wut shesvenebis gamoyeba ar icis.
ვვვ
ლიკლიკაძემ, მახსოვს, ადრე კარგად წარმოაჩინა თავი. აწყენინა რამე? წუთი მაინც რატომ არ მისცა? ტეხავდა, ბოლო-ბოლო, განსაკუთრებით, სანდრო სანაძის ფონზე. მაზიაშვილზე არაფერს ვამბობ. არც ლონდარიძეზე. და არც ჯინჭარაძეზე - დაცვაში რომ ფაციფუცობს, მაგრამ საბოლოოდ სამჯერ მეტი ზარალია. ;)
ფეოლა
გეთანხმები ძმაო, ვერ არის საქმე კარგად კალათბურთში!! ჩემი მეგობრის ბავშვი დადის კალათბურთზე, მაღალი ბავშვია, ენერგიული, კალათბურთელის ყველანაირი მონაცემები აქვს. ამას წინათ ვკითხე: ალბათ სროლებში დიდხანს ვარჯიშობთ, საათები, რომ დახვეწოთ სნაიპერული მონაცემები მეთქი და მის პასუხზე გავვოცდი: არაო, სროლაში არ გვავარჯიშებს მწვრნთელიო. აბა რას გასწავლით მეთქი და ბავშვმა მრავალმნიშვნელოვნად მიპასუხა: ტაქტიკასო !!! ვაი ჩვენს პატრონს....
გია
ჯიკიჩს რა ვუთხარი,რას აწვალებენ ამ ლონდარიძეს რა კარგად შემოვიდა ის 16 წლის ბიჭი,ათამაშე რა ახალგაზრდები უთხარით ვინმემ,რა იყო ეს.
ადამიანი
დავიწყოთ იმით რომ 20 წლის განმავლობაში ერთი და იგივე სახხეები და დაბერდნე და დაიღელენ ვეღარ გაქაჩეს. მეორე რომ ბოლო 5 წელია რაც ვითომ ახალი სახეები მაგრამ ისინიც ვერ ქაჩავენ....არ გაზარდეს მომავალი თაობა....ჯინჭარაძე და ფევაძე ვითომ თამაშობენ .დაცვა კი თამაშობენ მაგრამ შეტევაში ხომ უნდა ჩააგდო ბურთი...მსროლელები არ არიან. ლონდარიძეს საერთოდ რა უნდა ნაკრებში....ნეპოტიზმის ნაკრები მესამესაც ჩასვავენ არ იქნება პრობლემა.ნეპოტიზმი....ახალი სახეები გვყავს ყველაზე მაღალი ანდრონიკაშვილი დანარჩენები დაბლები სულ...კალთბურთი ლილიპუტების გავხადეთ...არ გაზარდეს ბავშვები რომლის მშობლებიც არ იყვნენ კალათბურთელები ...არ აქვთ ფული არ ყავთ მეგობრები კალათბურთში...ნეპოტიზმის ნაკრები..სამარცხვინო ნაკრები გვყავს...ბითაძე მამუ და მაგითი ვერ მოიგებ...შენგელია მუდმივი არ არის...სანაძეს თავისი ძმა ჩაანაცვლებს და ეგრე გაგრძელდება..ბურჯნაძეც მუდმივად არ არის დაბერდნე...და ვინ მოდის და გავზარდეთ არავინ 2 3 ნომერი არ გვყავს..მსროლელი არ გვყავს და რატო არ ზრდიან მაინტერესებს. ფედერაციას მივმართავ 198 დან 203 სმ სიმაღლის ბავშვებს რატო არ ვზრდით კითხეთ ფედერაციას...კითხეთ ფედერაციას ასაკობრივში და აკადემიებში 198 203 სიმაღლის ბავშვებს ცენტრად ათამაშებენ ჩვენთან და დაბალი ბავშვებით ფონს ვერ გავალათ....ძალიან რთული სიტუაციაა
მაიცა რა
ამ ევროს მერე ლიდერები ასაკოვნები წავლენ დიდი ალბათობით და შემდეგ შესარჩევს ვითამაშებთ კარგი სიტყვააა..დავიჯერო ამათზე კარგი კალათბურთელები არ გვყავს ვინც გუშინ პარკეტზე იყო??? ამათ თამაშს უნდა ვუყუროთ შემდეგ შესარჩევზე????
დიმა
ის 3 კაცი რომ გვყოლოდა, ამოვტენიდით სერბებს.
დავით 67
სლავა უკრაინე.სლავა ზელენსკი.
შაქრო პაპა
ორი წვერებიანი დევი ჯიკიჩმა დარბაზში რომ პატარა ბავშვები იყვნენ, იმათ შესაშინებლად ჩაიყვანა? )) იცით რატომ წავაგეთ? ყველას ხელები უკანკალებს და ვერ ბედავენ ბურთის კალათში თამამად სროლას, ზოგჯერ გამოცდილი სანაძეც კი. ხისტი დაცვა კიდევ სულაც არ ნიშნავს რომ არასრულ 2 წუთში 4 გუნდური ჯარიმა უნდა მიიღო. არც ერთი დამუშავებული კომბინაცია( სანიოლი გამახსენდა უნებურად), სუსტია ჯიკიჩი. გამოსავალი? ბალასტის მოცილება და ახალი მწვრთნელი.
ლევანი
სერბი რომ ვიყო, მაგრად შემრცხვებოდა, რა მსაჯობა იყო? ბურთები არ ჩაგვითვალეს, სულ ცოტა ორჯერ, პლიუს ჯარიმები. განა რამე, მაგრამ, რა ვიცი აბა? არ ტეხავს? ბიჭები ყოჩაღ! დიდება საქართველოს!
goga
იქნებ ვინმემ ახსნას - რატომ ვკლავთ დროს და ქაოტურად ვუტევთ ბოლო წამებზე? ასე იყო ზუროსის დროს და ასეა ახლაც. არ მინდა დავიჯერო, რომ გონებაჩლუნგობის (სათამაშოების პრობლემა დიდი ხანია აღარ არსებობს) გამო მოგვდის. გთხოვთ, ვინც იცის განმარტეთ ასეთი თამაშის მიზეზი.
დააT
საქართველოს ნაკრების წარმატებული სვლა იწყება 2008-2009 წლებიდან როცა მოვიგეთ ბ დივიზიონი და ა დივიზიონში პირველივე ცდით გავედით ევრობასკეტ 2011-ზე. აქედან მოყოლებული თუ გავიხსენებთ ყველა შესარჩევს, ევრობასკეტ 2025-ის შესარჩევი იყო ყველაზე სუტად ჩატარეული საქართველოს ნაკრების მიერ. ილია ლონდარიძე - დებიუტიდან დღემდე ამტკიცებს რომ არ ვარგა და კიდევ რადენი ხანი უნდა იყოს ნაკრებში? მხოლოდ ტრიბუნიდან გაგვიღიმოს წვერულვაშში ოჩხიკიძე - ცანცარებს წვალობს, მაგრამ ძირითადად ზარალია. საკმაოდ ბევრი თამაში დაუგროვდა ნაკრებში და ალბათ აღარ ღირს მისი წვალების ყურება რატი ანდრონიკაშვილი - მისი ბავშობის დროინდელი კლასიდან აჩრდილიც აღარ დარჩა, თუმცა ევრობასკეტზე ჩაჭრებში გამოგვადგება. ფევაძე - მარტო მოხსენების გამო უნდა წაიყვანოს ევობასკეტზე, მეტი არაფერი იცის ბექა ბურჯანაძე - მისგან კარგ თამაშებს აღარ ველოდი და სასიამოვნოდ გამაოცა უმადური არ ვარ. მადლობა ბიჭებს მორიგი ევრობასკეტისთვის და წარმატებები
ნოდო
სერბები რაც არ უნდა ისეთი ხალხით იყოს რომლის გვარებიც არ გვსმენია მაინც ფავორიტები იქნებიან ბევრთან თან სახლსე შერმადინი-შენგელია ბოლდვინის გარეშე მინუს ცხრა თან მესამე პერიოდში რო გაიქცნენ მაინც გავათანაბრედ შესაბამისად ორი მეოთხედი წინ რო იქნები მესამეში ჩამორჩენას ამოქაჩავ ამდენი ლიდერის გარეშე ლოგიკურად კარგი ნაკრები უნდა ჩამოყალიბდეს
მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
დაეხმარება თუ არა ბოლდუინი ევრობასკეტზე საქართველოს ნაკრებს? - ნაკრების ექიმის კომენტარი
13 მაისს დოჰაში მსოფლიოს ჩემპიონატის წილისყრა გაიმართება | საქართველო IV კალათაშია
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს
ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს
რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა
ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში ჩაფრინდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები სერბეთს ამარცხებს
საქართველოც და სერბეთიც მეორე ევროსაკვალიფიკაციო მატჩს დანაკლისით ხვდებიან
ჯიკიჩი: სწორად გავაანალიზოთ ყველაფერი და მოლოდინებიც შესაბამისი გვქონდეს
საქართველოს ნაკრებმა სერბეთთან პირველი ტაიმი 7 ქულით წააგო
რა მატჩი, რა ემოციები - საქართველოს ნაკრებმა დანია დაამარცხა და ზედიზედ მეექვსედ გავიდა ევროპის ჩემპიონატზე! [VIDEO]
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონთან დამარცხდა[VIDEO]
საქართველო მე-4 კალათაშია | ევრობასკეტის წილისყრა 27 მარტს, რიგაში გაიმართება
ალეკსანდარ ჯიკიჩი: მონდომება არ არის საკმარისი ისეთი კარგი გუნდების დასამარცხებლად, როგორიც სერბეთია
ევრობასკეტ 2025-ზე საქართველოს ნაკრების კალენდარი ცნობილია