ლიგა 1-ის 26-ე ტურში „ლიონმა“ სახლში „ჰავრი“ 4:2 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც „სტიაუასთან“ ევროპა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ მატჩში დუბლი შეასრულა და ორი საგოლე გადაცემა გააკეთა, მწვრთნელმა პაულო ფონსეკამ 77-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე, რის შემდეგაც ქართველის პასით ასევე შეცვლაზე შესულმა მალიკ ფოფანამ ანგარიში გაათანაბრა. ცოტა ხანში კი მიქაუტაძემ გაიტანა, ბოლოს ტიაგო ალმადასაც გაატანინა და "ოლიმპიკმა" გაიმარჯვა.

ქართველმა ანალიტიკური საიტებისგან ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი შეფასებები მიიღო: sofascore 9.4, flashscore 8.7, whoscored 8.6. გიორგის ანგარიშზე ამ სეზონში ყველა ტურნირზე 36 მატჩში 13 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა.

„ლიონი“ 45 ქულით მე-5 ადგილზეა და 28 მარტს „სტრასბურგს“ ესტუმრება.

ლიონი. „გრუპამა სტადიუმი“

ლიონი - ჰავრი 4:2

გოლები: 1:0 ლაკაზეტი (22, პენ), 1:1 ტურე (31, პენ), 1:2 კაზიმირი (45+1), 2:2 ფოფანა (78), 3:2 მიქაუტაძე (82), 4:2 ალმადა (90+6)

გურულო
არ ვდავობ არავისთან ფონსეკას ტაქტიკის გამო, ვიტყვი მხოლოდ ერთს, ჯერ ერთი, 10 წუთის სათამაშოდ ასეთი თავდამსხმელის შემოყვანა არა მგონია მის გენიოსობაზე და გადაწყვეტილების სისწორეზე მიუთითებდეს. თუ მანდამაინც, მეორე ტაიმში თავიდანვე უნდა შემოეშვა. და მეორეც, ლაკაზეტს და გიოს ორივეს 14-14 გოლი აქვთ გატანილი და ახლა მათი თამაშის დროს თუ შევადარებთ, კარგად ჩანს რომელია უფრო მაგარი თავდმფსმელი! და იმავე ფონსეკას ტქტიკური განსწავლულობაზეც ეს ფაქტი მეტყველებს ყველაზე კარგად! გასახდელში ავტორიტეტით სარგებლობსო და ესაა მოტივი მისთვის უპირატესობის მისანიჭებლად? ყავდეთ მერე თუ ასე ძალიან სურთ! გიოს ძალიან მალე დაუძახებენ ბარსაში და უყურონ მერე რა ბონუსებს მოუტანთ ლაკაზეტი... ასე არაა ბაბუებო? :)
სოსო
დაიმსახურა და შეაფასეს!პსჟ აშკარად გადაღლილი იყო,ლივერპულის შემდეგ.ლივერპულმაც წააგო,ნიუკასლთან.ამიტომ მათ თამაშში აღმაფრენა არა იგრძნობოდა.ლიონისთვის ყოველ ქულას დიდი მნიშვნელობა აქვს და ამიტომ ცდილობს ძალების სწორად გადანაწილებას.მათაც როცა დასჭირდათ,მაშინ ამუშავდნენ სრული ძალით და საუკეთესო რესურსებით.დარჩენილი დრო,სრულიად საკმარისი აღმოჩნდა მატჩის შემოსატრიალებლად.დღეს ლიონი სულ 2 ქულით ჩამორჩება მესამე ადგილს და 4 ქულით,მეორე ადგილს.ასე რომ ისინი ბოლომდე იბრძოლებენ,მაშინ როცა პსჟს მოდუნების უფლებაც აქვს,ქულებში დიდი უპირატესობის გამო.მათთვის მედლის მოპოვება,ვერცხლის მედლისაც კი,ძალიან რეალური პერსპექტივაა.
სოსო
უკვე დაღლილი მცველების წინააღმდეგ, დასვენებული,სწრაფი,ტექნიკური თავდამსხმელები გამოიყვანა,მიქაუტაძე და ფოფანა.ლაგაზეტიც მოედანზე დატოვეს და ჰავრმა ვეღარ გაუძლო.ლაგაზეტიც მხოლოდ მაშინ შეცვალეს,როცა ლიონი ანგარიშში დაწინაურდა.ფიზიკურად მძლავრ მცველებთან ბრძოლაში,ლაგაზეტსაც უჭირდა და ჟორჟი ,ფოფანასთან ერთად თავიდანვე რომ დაეყენებინათ,დაჩეჩქვავდნენ,დაღლიდნენ და შესაძლოა ვერც ვერაფერი გეკეთებინათ.ტაქტიკაც სწორედ ეს არის,იცოდე ვინ, როდის და როგორ გამოიყენო,საქმისათვის საუკეთესო შედეგით.ბრავო მწვრთნელს!
ანალიტიკოსი
ჟორჟს კვარაზე მაღალი შეფასებები აქვს ანალიტიკური შეფასებების.
ბელადის ფერმა
ვიდეო (10 წუთი) https://www.youtube.com/watch?v=Bw0siUzdqao
Burton
თუ დააკვირდებით, ევროპა ლიგის მატჩებს მიქაუტაძე იწყებს და ლაკაზეტი შემოდის ბოლოსკენ, ხოლო ლიგა 1-ის მატჩებში - პირიქით. ეს სავარაუდოდ ბოლო სეზონია ლაკაზეტისთვის ლიონში და მომავალი წლიდან გიო გახდება მთავარი თავდამსხმელი. არა უშავს, რაც მთავარია, სტაბილურად იღებს სათამაშო დროს და ფორმაშია.
ირაკლი
ვან სხიპი მინდა ვნახო… ერევანში ჯორჯ
მწვრთნელი
მიქაუტაძეს და ზივზივაძეს სომხების დაცვა ვერ გაუმკლავდება 100%!
რაიო ?
ბიუროკრატიაო, ფეხბურთელის მწვრთნელისგან ? :) ------------ უუჰ, ძაან საზზზიღარია ევროპა !:))) რა უნდა "ამსიშიტეზე", ევროპაში? სადმე, ჩვენს მეზობლად, სადაც დემოკრატიაა და ბიუროკრატიის ჭაჭანება არაა ... ფეხბურთის გუნდებში ! :)))
kvaratsivia
საგოლე პასები როდის უნდა დადოთ?!
ემიგრანტი
და ძირითადში მაინც ლაკაზეტი იწყებს, რა ხელშეკრულება ან რა ვალდებულება აქვს ასეთი აღებული ტიპი დაფრინავს და მაინც არ ათამაშებენ. ხანდახან შოკში მაგდებს ხოლმე ევროპული ბიუროკრატია...
სოსო
ეს წუთია ლევანტემ 2-1 გასვლაზე მოუგო უესკას და ცხრილში პირველ-მეორე ადგილზე გადავიდა,56 ქულით,თუმცა დამატებითი მონაცემებით,ის პირველ ადგილზეა.პირველი გოლი,მისმა პარტნიორმა შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ შეაგდო,თუმცა პასი ქოჩორაშვილმა მისცა და არ ვიცი,საგოლე პასად ჩაუთვლიან თუ არა,მეორე გოლი კი,უკვე დამატებულ დროში,ქოჩორას ძალიან მაგარი პასის შემდეგ შეაგდო ლევანტემ.
ეჰჰჰ
ბატონებო, ეს პატრიოტიზმი კარგია, რომ რა უნდა მიქაუტაძეს სკამზე, მაგრამ ისიც ხომ ნათელია, რომ მწვრთნელს ჩვენზე 10-ჯერ მეტი ინფორმაცია აქვს. თანამედროვე ფეხბურთში 70-80 თამაშის ჩატარება რომ უწევს ფეხბურთელს, მიქაუტაძე კი არა, ანრი და რონალდო უნდა დაასვენო ხოლმე. ანუ, იმის თქმა მინდა, რომ მისი დასვცენება დაუფასებლობას არ ნიშნავს, ხშირად პირიქით. გამოვიდა, 15 წუთი ფანტასტიური გვაჩუქა, გაუმარჯოს, სულ ეგრე ევლოს. ბოლო-ბოლო სულშერი ძირითადში მგონი 25% დრ არ მდგარა, ისე გახდა მუ-ს ლეგენდა. როცა საჭირო იყო, მაშინ შემოდიოდა და 15 წუთში თამაშს ატრიალებდა. თანა, გუნდი თუ ასე უფრთხილდება, ნაკრებისთვის კიდევ უფრო კარგია, ეგეც ფაქტია, მგონი. გიორგის ცხადია წარმატებები - უაღრესად ნიჭიერი ფეხბურთელია.
გიორგი
36. მატჩს ნუ წერთ სადღაც გამოთვალეს და გიოს სრული 18 მატჩი გამოდის რაც შთამბეჭტავი შედეგია
ირაკლი ქუთაისელი
იასონას უდარი ესაა ალბათ
L.J .
Sagol gio mgeli xar!!!!ra dartma aqvs tips vau!!!!fonsekas kritika moicdis,shedegi iyo mtavari am tamasshi !!!warmatebebi gio!!!
Semi
იმიტომ სვავს სკამზე რომ როტაციას მიმართავს, არ გადატვირთა ფეხბურთელები, ვერ ნახეთ ჩერკი დღეს ძალიან გადაღლილი ჩანდა, როტაციას რომ აკეთებს იმიტომაა გიორგი ასეთი შედეგიანი. და ზოგადად ლაკაზეტიზე რამე გსმენიათ, ღმერთო ნეტავ გიოსაც ჰქონდეს ლაკაზეტისნაირი კარიერა
ჯუჯი
ფონსეკა სულ ლიდერ ლაკაზეტს ვერ აჯენს სკამზე,ამიტომ ან ერთს ათამაშებს ან მეორეს.კი ხანდახან ორივეს. ჯერჯერობით ამართლებენ.უფრო ჟორჟი.
სოსო
ფოფანამ შესვლიდან 7 წუთში გაათანაბრა ანგარიში,მიქაუტაძემ შესვლიდან 5 წუთში წინ გაიყვანა ლიონი და ამის გარდა,ორი საგოლე პასიც მოასწრო.მწვრთნელის მიერ შეცვლების გამოცნობაც ასე უნდა და 13 წუთში სამი საგოლე მოქმედებაც.(მსაჯმა 7 წუთი ათამაშა, დამატებით.)
ანაგელი
12 წუთში სამივე გოლში იყო გიო, ერთი გაიტანა, ორი გაატანინა. მაგ ფონესკას ტვინი არა აქვს ? რატო აჯენს ამ კაცს სკამზე? გოლი მარა რა გოლი!!!
გოგა
ა წინა თამაშზე წერდით მე ბოდიში
გოგა
ავტორ, დუბლი არ შეასრულა, 1 გოლი და 2 ასისტი
ზვიადი
საღოლ ჟორას - მაგრად გამოვიდა ზამენაზე))
Miqautadze!
დაასვენეს. ამან ხვიჩა უკან მოიტოვა უკვე, საოცარ ფორმაშია!
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
მესი ამერიკული ფეხბურთის დასაცავად - ხვიჩა გუნდის ნახევარს აკეთებს...
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" ისე წააგო და უგოლოდ და უქულოდაა
მიქაუტაძე დაფრინავს - ისევ გაიტანა და "მეცს" ისევ მოუპოვა გამარჯვება [VIDEO]
"ლიონის" პრეზიდენტმა პსჟ-ის დამარცხებით ძალიან გაიხარა
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
უახლოეს 24 საათში სამედიცინო შემოწმებას გაივლის - შერკი "სიტიში" გადავიდა
ზურიკოს "სენტ-ეტიენი" სტუმრად "ჰავრს" ფრედ ეთამაშა
"ლიონი" გადარჩა - მიქაუტაძის გუნდს სატრანსფერო ბანი მოუხსნეს
არის მიქაუტაძის პირველი საგოლე მოქმედება "ლიონში" - მალე გოლსაც ვიხილავთ [VIDEO]
მიქაუტაძემ ისევ გაიტანა - ბოლო სამ მატჩში მეხუთედ [VIDEO]
ზოგსა კაცსა კაცი ჰქვია, ზოგსა კაცსა - კაცუნაო. ალ-ხელაიფიმ "ლიონს" დახმარების ხელი გაუწოდა
"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
ლა ლიგის გრანდის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე - მიქაუტაძე მსურველთა ნაკლებობას არ განიცდის
2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია LGBTQ კამპანიის ლოგოს დამალვის გამო - საფრანგეთში ნემანია მატიჩი დასაჯეს
ხვიჩა შეცვლაზე შევიდა - პსჟ-მ "ჰავრს" მოუგო
[VIDEO] რთულია ემოციების გარეშე უყურო - გიორგი მიქაუტაძე პარიზში საკვირაო წირვას დაესწრო, ნახეთ ქართველი ქომაგების რეაქცია