ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრებს მისსავე მოედანზე დამაჯერებლად (3:0) აჯობა და "ერთა ლიგის" B დივიზიონში დარჩენა, ფაქტობრივად, გაინაღდა.

მატჩამდე

საქართველოს სპორტის სამინისტროსა და სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის ხელშეწყობით, სომხეთში გამგზავრება და ყველაფერზე ადგილიდან დაკვირვება მატჩის წინა დღიდან შევძელით. სომეხი გულშემატკივრები აშკარად აღიარებდნენ, საქართველოს დღევანდელ ნაკრებთან ისინი

აუტსაიდერები იყვნენ. ხვიჩა კვარაცხელიას მოწიწებით ახსენებდნენ...

წარსული საფეხბურთო დაპირისპირებებიდან და მატჩის პრინციპულობიდან გამომდინარე, განსაკუთრებული ბრძოლის მოლოდინი იყო, რაც არ შედგა.

მოგეხსენებათ, შეხვედრა ვაჟგენ სარქისიანის რესპუბლიკურ სტადიონზე ჩატარდა. იქნებ სომხური ფეხბურთის ახალ სისხლს ძველი სტადიონის რეკონსტეუქცია დაეხმაროს. შეუძლებელია, ისტორიული "რაზდანი" ასე "მიგდებული" იყოს და ქვეყანაში საფეხბურთო ბუმი ტრიალებდეს. თუკი განაცხადი დაკმაყოფილდა და საქართველო/სომხეთში 2029 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი ჩატარდა, ეს მათთვის სასიკეთო ცვლილებების დასაწყისი იქნება...

შემადგენლობა და ტაქტიკა

მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ვილი სანიოლს არაფერი უთქვამს იმაზე მეტი, რაც ბოლოს თბილისში განაცხადა. ფაქტობრივად, დაანონსებულ ტაქტიკურ სიახლეს ველოდით. აქედან გამომდინარე იყო ჩვენ მიერ რამდენიმე დღით ადრე შედგენილი სავარაუდო შემადგენლობაც, სადაც ერთი აცდენა გვქონდა - მინდვრის ცენტრში, მოულოდნელად, ნიკა კვეკვესკირი ვნახეთ და არა ანზორ მექვაბიშვილი.

გურამ კაშიას არყოფნაში ვილი სანიოლმა ჩათვალა, რომ სამმცველიან ტაქტიკის შუაში მისი პირდაპირი შემცვლელის პოვნა გაუჭირდებოდა, ამიტომ სიახლისთვის კარგი დრო იყო. შეხვედრის ბოლოს ფრანგი მწვრთნელი სამ უკანახაზელზე მაინც გადავიდა და იქ ცენტრალური ადგილი საბა გოგლიჩიძეს ჩააბარა; ოთარ კიტეიშვილი იმ პოზიციაზე ვიხილეთ, სადაც გუნდში ვხედავთ, "ათიანზე". ის მშვენიერი იყო, უბრალოდ ნაკრებში მისი თამაში "ექვსიანის" პოზიციაზე იმის შემძენი გვგონია, რაც გუნდში სხვას ნაკლებად შეუძლია...

მატჩი

შეხვედრა მძიმედ დაიწყო. საქართველოს ნაკრებს ბურთის გათამაშება და პრესინგის დაძლევა უჭირდა, მოწინააღმდეგე სივრცეებს არ აძლევდა და თვითონ ცდილობდა, ის აქეთ ეპოვნა. ცოტა ხანში კარგად გამოჩნდა, საქმე სხვადასხვა კლასის გუნდებთან რომ გვქონდა და როცა ასეთ დროს ხდება ხოლმე, ერთი მახვილგონივრული პასი თუ მოქმედება მატჩის სცენარს ატრიალებს. ასე იყო ახლაც, რამაც "ჯვაროსნებს" "ფრთები შეასხა" და მოედნის ყველა მონაკვეთში სიტუაციას აკონტროლებდა.

ეს არ იყო შეხვედრა, სადაც ყოველთვის შეიძლება ვითარება შეიცვალოს, ერთმა გოლმა დაძაბოს და ა.შ. საქართველის ნაკრები აღარც ის გუნდია, პრობლემები გამოიგონოს, სიტუაციის კონტროლი დაკარგოს და ეგოიზმმა გუნდურობა ჩამოშალოს.

ის, რაც ახალია

საბა გოგლიჩიძეს ნაკრებში დებიუტი ჰქონდა, ისე კი მისი შესაძლებლობების შესახებ კარგად ვიცით. მატჩდეც დავწერეთ, "ემპოლის" მცველი ახალ სიტყვას იტყოდა და ასეც მოხდა. გოგლიჩიძე არა უბრალოდ კარგად თამაშობს ფეხით და პასებს აკეთებს, არამედ შეუძლია, ცენტრამდე ამოიწიოს და ნახევარმცველის ფუნქციებიც კი შეითავსოს. თანამედროვე ფეხბურთისთვის ეს მნიშვნელოვანი ამბავია.

ორთაბრძოლების დროსაც ვნახეთ, საბას იტალიური სკოლა როგორ ეხმარება, საკმაოდ ხისტი და თამამია.

საინტერესოა, რომ საერთაშორისო გვერდებზე გოგლიჩიძეს გუნდში ყველაზე დაბალი (კვეკვესკირის შემდეგ) შეფასება აქვს, რაც იმით უნდა იყოს გამოწვეული, რამდენჯერმე პოზიციური შეცდომა დაუშვა. ეს ისაა, გამოცდილებითა და შეთამაშებით რომ დაიძლევა. მთავარია, საკუთარ თავზე მუშაობა არ შეჩერდეს!

კიდევ ერთი სიახლე იმას დაუკავშირდა, ქართველმა მეკარემ საგოლე პასი რომ გააკეთა. ეს ისაა, რაც გიორგი მამარდაშვილს "ლივერპულისა" და ალისონის შემცვლელის გზაზე აუცილებლად დაეხმარება.

სომხეთთან თბილისში კვარაცხელიაც ითამაშებს...

დამაინც...

საქართველოს ნაკრებს ახლა სწორება შემოდგომასა და მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩზე აქვს. შესაბამისად, ყველაფერი მასთან მიმართებაში უნდა განვიხილოთ. გამარჯვების შემდეგ ნეგატივზე ყურადღდბის გამახვილება თითქოს არც ღირს, არადა, სწორედაც რომ მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რისი შეცვლაა საჭირო და რა შეიძლება უკეთ. თანამედროვე ფეხბურთისკენ სვლა კარგია, მაგრამ ამ გზაზე კიდევ უფრო მეტი გვურს, მუნდიალზე თამაში.

საქართველოს ნაკრებს და მის თითოეულ წევრს მადლობა ეკუთვნის იმ მცდელობისთვის, ფეხბურთით დიდი სიამოვნება რომ მივიღოთ!..

• gomako-ს

ეგრე გააგიჟე კაშია, მაგან ნაკრებიდან წასვლა გვამცნოს....))) ამათ თოფიც რომ ესროლო, მაინც არ წავლენ. ყველაფერს პოლიტიკა განსაზღვრავს საქართველოში. აი, როცა დაინახავენ რომ ურეიტინგოა, მაშინვე ეტყვიან და მერე რა თქმა უნდა აღიარებს რომ დაბერდა, რომ ასპარეზს ახალგაზრდებს უთმობს და ა.შ.

• Bmb

ძალიან არ მინდა ამის დაწერა, მაგრამ ბოლო თამაშმა ეს აჩვენა. ერთმა ფრანგმა თქვა დავითაშვილზე, რომ მას საფეხბურთო IQ აქვს დაბალიო და ეს ამ თამაშში ძალიან თვალშისაცემი იყო. ეგ უნდა შემოიყვანო ბოლო 10-15 წუთით. დღეს ეს რეალობაა და ხვალ რა იქნება, ვნახოთ.

• gomako

ჩემი პირადი აზრია რომ ხვალ ლორია დადგება კარში,კვეკვესკირს აღარ დააყენებს,მოკლედ სომხეთთან გამოვემშვიდობებით კაშოს,ლორიას და კვეკვესკირს... დიდი ალბათობით დღეს კაშო იქნება პრესკონფერენციაზე და სანაკრებო კარიერის დასრულებას გვამცნობს

• იგორ

დილეტანტი მოლაყბე

• Givi

მოგება კარგია, მაგრამ თვალში მომხვდა ბევრი შეცდომა, ზურიკო ხშირად კარგავს ბურთს ისეთ სიტუაციებში პასი რომ უნდა მისცეს და ეს ჯიუტად ცდილობს ვიღაცას ბურთი გაუძვრინოს ფეხებში, აზაროვი დაცვაში კარგი იყო, მაგრამ იყო მომენტები როცა შეტევაში სივრცეც ქონდა და მარტო ერთი კაციც ედგა, მაგრამ არ მიდიოდა და უკან 30 მეტრიან პასებს აკეთებდა, კვეკვე აშკარად ყველაზე სუსტი იყო, თან თავიდანვე გააყვითლეს და რატომ არ შეცვალა ვერ მივხვდი, ლოჩოს ასეთი დამაჯერებელი თამაში მე არ მახსენდება ღმერთმა ჯამრთელობა მისცეს, შეცვლაზე ვინც შემოვიდა ფაქტიურად არ ან ვერ ითამაშეს ბოლო 30 წუთი მოსაწყენი იყო, მაგრამ ამ ანგარიშზე ვერავის გაამტყუნებ.

• არჩი

უკაცრავად, ვახტანგ ქორიძე რა თქმა უნდა

• როკო

დროე კვეკვესკირს მადლობა გადავუხადოთ და დამსახურებულ პენსიაში გავუშვათ...ახალ სპორტის სახეობას თამაშობს, ფეხბურთი კუს ნაბიჯებით სიარული, თანაც პირველივე წუთებზე გააყვითლეს, სანიოლმა კი არ შეცვალა (რაც მისი აშკარა შეცდომააა)

• მოვეშვათ ილუზიებში ყოფნას!

გამარჯვება რა თქმა უნდა კარგია, მაგრამ დღევანდელი სასომხეთის ნაკრები საერთოდ არ გამოდგება ჩვენი გუნდის შესაფასებლად. თუ ასევე ვითამაშებთ უკრაინასთან, შოტლანდიასთან, ირლანდიასთან, თურქეთთან და ფრეს მაინც ვეთამაშებით ა ლიგის გუნდებს, მაშინ უკვე შეიძლება თქმა, რომ კარგი ნაკრები გვყვავს. ასეთ სუსტ სასომხეთის ნაკრებს, ან თუნდაც აზერბაიჯანს, მეორე შემადგენლობით უნდა ვუგებდეთ, განსაკუთრებით საკუთარ მოედანზე პირთამდე სავსე გულშემატკივრებით პაიჭაძეზე!

ყველაზე კარგად ითამაშეს აზაროვმა,ჩაკვემ,მიქაუტაძემ,ქოჩორამ და გოგლიჩიძემ!!!ჩაკვე პას არასდროს არ აგვიანებს,რასაც ვერ ვიტყვით დავითაშვილზე და წიტაიშვილზე,ჯიუტად ცდილობენ თვითონ დაარტყან კარში მარა არაფერი გამოსდით,არ მიყვარს ეგოისტი ფეხბურთელები!!!

• პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი

კრემლებოტ "ასეა!"-ს ვასია! "უფროსი ნაჩალნიკის" სახელით ერთ კვირაზე მეტია შენ წერ. ამ სახელს თუ მომპარავ, სხვა სახელით დავწერ. მაგრამ ძალიან მეეჭვება, რომ ამ სახელის მოპარვას გაბედავ.

• სასწრაფოდაა საჭირო ახალი მწვრთნელი!

სანიოლმა დიდი ხანია უკვე რაც ამოწურა თავისი შესაძლებლობები. ეს კაცი ამ მართლაც ნიჭიერ და უკვე ევროპაში შემდგარ ბიჭებს ახალს ვერაფერს შესძენს და ასწავლის. უბრალოდ თვითონაც არ იცის და მაგიტომ, მხოლოდ ეხლა სწავლობს და აგროვებს გამოცდილებას. ჯვარი გვაქვს დაწერილი, რატომ არ ვუშვებთ? რატომ არ შეიძლება მოვიწვიოთ ძლიერი მწვრთნელი, რომელიც ამ ბიჭებს ნებისმიერ მეტოქესთან ტოლსწორად თამაშს ასწავლის? კონტინგენტი საკმარისზე მეტი გვყავს, მთავარია როგორ შეარჩევ და რა შემადგენლობას დააყენებ კონკრეტულ თამაშისთვის. ეს კი სანიოლს არ შეუძლია, როგორც არ შეუძლია ამდენი ხნის განმავლობაში ესწავლებინა ბიჭებისთვის რაიმე დამუშავებული კომბინაცია თუ სტანდარტული გათამაშება. რასაც ეს ბიჭები გვაჩვენებენ მინდორზე, იმ გუნდის, მათი მწვრთნელების და იმ ჩემპიონატების დამსახურებაა, სადაც ისინი თამაშობენ. რას ნიშნავს ძველი დამსახურება, ხათრი, კაი ბიჭობა, კაი ადამიანობა, როცა საქმე ეხება ეროვნული ნაკრების თამაშს და შედეგს? წინასწარ გეტყვით, რომ არც კვეკვესკირის და არც კაშიასი მტერი არა ვარ. მაგრამ, შე დალოცვილო, როცა ხედავ რომ ბურთი უკვე ფეხებში გებლანდება, წინ ვერ გარბიხარ, უკან ვეღარ ასწრებ, ხომ უნდა მიხვდე და შენ თვითონვე მოითხოვო რომ შეგცვალონ? ან ეს სანიოლი. ჯანდაბას, ათამაშე ერთი ტაიმი, ხედავ ვერ ქაჩავს, თანაც გაყვითლდა, რატომ ათამაშებ მთელ მეორე ტაიმს? აი აქ ჩანს მწვრთნელის არაკომპეტენტურობა. ან სრულიად სამწვრთნელო შტაბის, ნუთუ ვერავინ ვერ ხედავდა და ხვდებოდა ამას? მოკლედ, თუ გვინდა რომ კიდევ ერთი მართლაც რომ უნიჭიერესი, პროფესიონალი და პატრიოტი თაობა არ დავკარგოთ, სასწრაფოდ მოსაყვანია ძლიერი მწვრთნელი. თურქებს რომ საკუთარ კარში 30-40 -ჯერ დაარტყმევინებ, იქ მთავრდება შენი მწვრთნელობა!

• გუსანი

მოგება შესანიშნავია და მადლობა ბიჭებს! მაგრამ არ იყო გამართული თამაში, ბევრს ცოდავდნენ ბიჭები, ასე ბ ლიგაში სულ ბოლო ადგილზე ვიქნებით, თვალში მომხვდა ზოგიერთების მოშვებული, უინტელქტო თამაში, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მომენტების სწორედ გათვლას ვერ აკეთებენ- ინსტიქტებით მოძრაობენ , ამაში კი ვერ ვართ დონეზე....

• Lasha

Somxeti farerebtan agebs kosocostan latviastan ase ro kargia.mogeba magram somxetinis gundi ar arischveni minusebi plisuebindagvanaxos

• kaxa

აშკარაა , რომ სომხეთი, აზერები,ყაზახეთი,ბალტიისპირეთი უკვე ბევრად ჩამოგვრჩება ანუ ც დივიზიონის სასტავი.ეს დივიზიონები ზუსტად ასახავ ევროპული ნაკრებების დონეს. ჩვენ ვართ ბ დივიზიონის დონის გუნდი. დღეს ჩვენი კალიბრია: საბერძნეთი,რუმინეთი,ირლანდია შოტლანდია,სლოვაკეთი. ჩვენი სწორება ახლა უნდა იყოს შვეიცარია,ბელგია,ხორვატიას დონეზე. ნუ ტოპებს ესპანეთს და გერმანიებს ალბათ ვერ გავუტოლდებით.

• jeremo

შენგელია და ლობჟანიძე, რამ გაავეტერანა?დდდდდ

• როთის ნაჩალნიკს!

უფროსი ნაჩალნიკი აღარ ხარ? როთი გელოდება!

• არტუშას!

არტუშ ცავატანემ! ტოლმა არ გინდა?

• simartle

ყოჩაღ ნაკრები. იმედია სომხეთის ნაკრები დალაგდება ნელ ნელა და თუ ევრო მოგვცეს ბიძგს მისცემს ინფრასტრუქტურის გამოსაკეთებლად და ასე შემდეგ... გოგლიჩიძე ყოჩაღ. მურთაზ ხურცილავას ჯანზეა, ფიზიკურ დაპირისპირებას არ გაურბის და ყველა სუფთად მოიგო. თავითაც კარგად ითამაშა. საინტერესოა შორიდან როგორ ურტყამს კარებში. მურთაზის და ჩივაძის მსგავსი ბომბა დარყმა თუ აქვს. ყველამ კარგად და გუნდურად ითამაშა, რაც სომხეთის ნაკრებს აკლდა. არ მოვდუნდეთ...

• სვანსკი

არტუშ ხედამ? ჩვენებმა ჩვენებს როგორ მოუგეს? )))

• ბრაზი

აშკარაა,რომ სომხეთისა და მისი დონის გუნდებს კაი ხანია გავუსწარით.ჩვენ უმაღლესი დონის გუნდებზე გვაქვს სწორება.ეს ასეც უნდა იყოს.გვაქვს ამის რესურსი და უდიდესი სურვილიც. წინ,საქართველო,სულ წინ და წინ!!!

• არჩი

ჩვენ გვყავს: ტოპ დონის ფეხბურთელები - კვარაცხელია, მამარდაშვილი, მიქაუტაძე, ჩაკვეტაძე. მაგარი ფეხბურთელები - კაშია, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, დავითაშვილი. კარგი ფეხბურთელები - გუგეშაშვილი, კაკაბაძე, დვალი, ლოჩოშვილი, ზივზივაძე. ვინც უნდა მოუმატოს - გოგლიჩიძე, გოჩოლეიშვილი, აზაროვი, წიტაიშვილი, მექვაბიშვილი. ვეტერანები - ლორია, კვეკვესკირი, შენგელია, ლობჟანიძე, ქვილითაია. პერსპეტიულები - გულიაშვილი, ხარებაშვილი, სალია, ლაცაბიძე, ლომინაძე, კვერნაძე, ლორთქიფანიძე. ძირითადად ესაა ჩვენი ავლა-დიდება. გვყავს კიდევ ნონიკაშვილები, მამაგეიშვილები, გაგნიძეები და სხვებიც. ყველას წარმატებას ვუსურვებ და ყოველი შემთხვევისთვის გავიხსენებ - ოთარ ქორიძემ დინამოში 29 წლის ასაკში დაიწყო თამაში და მერს საკავშირო ნაკრებშიც ითამაშა რამდენჯერმე. ანუ, მთავარი შრომაა. გვყავს მაგარი მთავარი მწვრთნელი, რომელიც მართალია თითქმის გამოუცდელი მოვიდა ნაკრებში, მაგრამ გუნდთან ერთად გაიზარდა და ეს მოხდა იმის გამო, რომ დისციპლინა დაამყარა მინდორზე და მის გარეთ, თავდაჯერება ასწავლა ფეხბურთლებს, გამარჯვებულის მენტალიტეტი გადასცა. ამიტომაა, რომ ჩვენი გუნდი ნებისმიერთან მოსაგებად გადის მინდორზე. მადლობა ვილის, მადლობა ბიჭებს. წინ საქართველო!

• გიგო პაპა

მე ჟანას ველოდები. ჩამოვა ალბათ კვირას. უუუჰ, ჟანაააა)))

• სოსო

სერია ა-ს გუნდის ძირითადის ფეხბურთელია და ამითაც დამტკიცებულია,რომ კლასით მეტი თუ არა,ნაკრებში არავის ჩამორჩება.გამოცდილება აკლია და დრო მაგასაც მოიტანს.ამ შესარჩევის დასასრულს,ის უკვე ნაკრების შეუცვლელი წევრი იქნება.ლუკა ლოჩოშვილი,თავის გუნდში ახლა საკმაოდ ბევრს თამაშობს და საბა საზონოვმაც,როცა გამოჯანმრთელდება,ფორმა თუ აღიდგინა,უკვე სამი საკმაოდ ხარისხიანი და ახალგაზრდა მცველი დაგვიგროვდება სანაკრებო პერსპექტივებით.სხვებიც ხომ ჯერ არსად გარბიან,21 წლამდელებში კი კიდევ მოდიან ბიჭები.სამწუხაროდ მაგათ მომდევნო თაობის ნაკრებები საშინლად და უსუსურად გამოიყურებიან.მეგონა ნაკრების შევსება ტალანტებით,მუდმივი გახდებოდა,მაგრამ ეტყობა ტალანტების მუდმივი ნაკადის უზრუნველყოფა,მაინც გვიჭირს.

• მწარე

კარგი ბიჭია. უშიშარი. ჭკვიანი. პოზიციური შეცდომები აქვს. ამის მიზეზი ჩვენი ბავშთა ფეხბურთის, საქართველოს ჩემპიონატის დონის და გამოუცდელობის ბრალია.

• პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი

მადლობა ყველას, მშობლებიდან და პირველი მწვრთნელებიდან დაწყებული და სანიოლით დამთავრებული, ვინც ამ ბიჭების ფეხბურთელებად და კაცებად ჩამოყალიბებაში თავისი წვლილი შეიტანა ან თუნდაც სულ მცირე მონაწილეობა მიიღო.

• Რერო

არ ველოდი გოგლიჩიძის ასეთ სოლიდურ თამაშს,გამომდინარე იქედან ,რომ ჯერ ძალიან ახალგაზდაა. მე არ ვიცი რა შეაფასეს მაგრამ ყველაზე მაგარი იყო დაცვაში

• არტუშა

პროსტამც მაგრა გაგიმართლათ. ტიფლისში გნახამთ.

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

"პორტუგალიასთან მატჩამდე, კვარა ჩემთან მოვიდა და მითხრა..." - ვილი სანიოლი

მიხეილ წულაიამ საქართველოს ნაკრებში შესაძლო თამაშზე ისაუბრა

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"ტოტენჰემი", "რომა" და სხვები - მიქაუტაძის შეძენის სურვილი რამდენიმე კლუბს აქვს

მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის კვალიფიკაციის ფინალში გავიდა

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

მარიამ გოგუაძე: გულშემატკივარს მეორე ეტაპზე ბევრად უკეთეს თამაშს ვაჩვენებთ

ადამ ლალანამ 37 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა

გიორგი ჯიქია კარიერას თურქეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

ევროპაში გატარებული 18 წლის შემდეგ ფერნანდო მუსლერა სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე დაბრუნდა

ბოლო დეტალები თანხმდება - ბაინო-გიტენსი კარიერას "ჩელსიში" გააგრძელებს

პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება

ახალი კონტრაქტი - ნეიმარი კვლავ "სანტოსში" ითამაშებს

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

ორი გუნდი პრემიერ ლიგიდან, ერთიც ჩემპიონშიპიდან - ჩაკვეტაძის ტრანსფერი სულ უფრო რეალური ხდება

გოგლიჩიძის მოულოდნელი ვარიანტი - ინტერესი საუდის არაბეთიდან და სერია A-ს ორი კლუბი

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

პსჟ კვლავ "ინტერთან" თუ "რეალი"/"სიტის" საუკეთესო - გზა ფინალამდე

პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

პირველად მესის კარიერაში - ეს კვარაცხელიას პსჟ-ის წინააღმდეგ მოხდება

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ბრაზილიელმა რონალდომ პსჟ-იდან თავისი ფავორიტი ფეხბურთელი დაასახელა

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია