ერთა ლიგაზე სომხეთის ნაკრებთან პლეი-ოფის საპასუხო მატჩის 6:1 მოგების შემდეგ, პრესკონფერენციაზე საქართველოს ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"დღეს ბევრი სანაკრებო შეჯიბრია და ყველგან საუკეთესო შედეგის მიღწევა გვსურს. B ლიგაში დარჩენა მნიშვნელოვანი იყო, ძლიერ მეტოქეებს შევხვდებით. პირველი ტაიმით განსაკუთრებით კმაყოფილი ვარ. ანგარიშისა და შეცვლების გამო, იმ ინტენსივობით მეორე 45 წუთის გაგრძელება იოლი არ იყო. ბიჭები შეცვლაზე კარგად შევიდნენ და შეკრებას კარგ ხასიათზე ვასრულებთ.

მიქაუტაძე ჯერ ახალგაზრდაა და მისი საუკეთესო ფორმა ჯერ კიდევ წინაა. ევროპის ჩემპიონატმა მას თავდაჯერება კიდევ უფრო შემატა. როგორც გოგლიჩიძემ, ასევე ლოჩოშვილმა ერევანში კარგად ითამაშეს, თანაც ერთად პირველად გამოვიდნენ. დღეს კაშია იყო და მისი შესაძლებლობები ყველამ ვიცით. კმაყოფილი როგორც დაცვით, ასევე ნახევარდაცვით ვარ. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სწორად ვვითარდებით, დაცვაში გვყავს როგორც ვეტერანები, ასევე გოგლიჩიძე, რომელსაც დიდი მომავალი აქვს.

ზაფხულში ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატს უპირატესობა ექნება, ფეხბურთელებს დავუთმობთ. ეს ფეხბურთის ფედერაციასთან შეთანხმებულია.

მიქაუტაძე ახლა ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია. ეს როგორც ზივზივაძეს, ასევე სხვებსაც ეხებათ. შესაძლოა, გულდაწყვეტილნი იყვნენ, მაგრამ გუნდში მუშაობა უნდა გააგრძელონ და შანსს ისევ მიიღებენ.

ჩემი ნება რომ იყოს, ნიდერლანდებს შევხვდებოდი, რადგან ესპანელებს ბოლო დროს ბევრჯერ დავუპირისპირდით და ეს სიახლე იქნებოდა. ვინც არ უნდა შეგვხვდეს, მთავარია, ვიბრძოლოთ და წარმატებას მივაღწიოთ. 3-4 წლის წინ 3 მცველით თამაში ფეხბურთელების რესურსიდან გამომდინარე გადავწყვიტე. ახლა სიტუაცია იცვლება, გოგლიჩიძე და ლოჩოშვილი ბევრს თამაშობენ. ეს ტაქტიკის შერჩევაში მრავალფეროვნებას მოგვცემს".

სვანსკი
გაიგეთ და შეიგნეთ,რომ სომხეთის ნაკრებით არ უნდა შეფასდეს მწვრთნელისა და გუნდის შესაძლებლობები,საქართველოს ნაკრების ყველა ფეხბურთელი ლეგიონერია და მხოლოდ ამის ხარჯზე გადაუარეს სომხებს,რომლებიც ჯერ ღრმა კრიზისში არიან,რა ტაქტიკოსიც არის თქვენი საყვარელი სანიოლი ამას მომავალ საშუალო დონის გუნდებთან მიხვდებით არ ვლაპარაკობ ჩასაფრებულის პოზიციიდან რადგან ჭირი თავის თავს არ დამალავს, ერთი ნიჭიერი მწვრთნელი რა გახდა სანიოლის ტაქტიკა ნულის ქვემოთაა
კუკური ჯიჭონაია
ყენია?
Vaja
ნუ ახურებს რა რმერე რა გახდა ძაღლების ქვეყანაში ძაღლებმა დაიკავონ რო არ შეიჭრან პოლიციის ბრალია ეგ აბა არ დაიჭირონ 1თვე ქურდობაში თუ არ იმატებს ქურდობა
G.LA
ვილი ისევ ჩვენ თუ მოუგებთ მაგ ესპანეთს, როგორც ვხედავ სხვა არავინაა მაინც მაგათი მომგები. 1-7 წინა თამაში თბილისში ცოტას გადაგვირჩნენ. მსოფლიო ჩემპიონებიც დამარცხებული გვყავს ევროპის ჩემპიონებიც დროა მოქმედი ჩვენზე ძკიერი ევროპის ჩემპიონი დავამარცხოთ.
დევკალიონი
კაპიტანი ვინ უნდა იყოს კაშოს მერე?
მწარე
გვეკაიფები? ლაცაბიძე გამოიძახა და დააკვირდა ვარჯიშზე. ათამაშე, რა ბლენა?
კაირა
ჭანტურია გამოგრჩა.
ფანტაზიორი ხარ?
დი ლორენცოს დაურეკე და უთხარი იტალიაზე უარი თქვას, ჩვენ თანახმა ვართ ვათამაშოთ. გადახედე კიდევ ევროპულ გრანდებს, კიდევ ვინ მოგწონს რომ მოვიპატიჟოთ?
იბრუხ მართალი
არაბიძესთან დავრეკოთ მოვიკითხოთ სად დაგვეკარგა.

კიტეიშვილი ლა ლიგაშიი!!
ზაკო-12
შენი შესაძლებლებობი არ იციან კარგად, თორემ უეჭველი კანდიდატი ხარ ნაკრების მწვრთნელობის და იმათი კიდევ ვინც ლაიქი დაგისვა. ეტყობა ეს თამაშები პეპთან ერთად გაარჩიე
ჰკა ხვიჩა, ჰკა!
ლობჟანიძე, არაბიძე, გაგნიძე, ძალიან ჭირდებიან ნაკრებს. ამას სანიოლი 100 წელი ვერ მიხვდება კიდევ.
სანიოლი გასაშვებია
ვერ არჩევს სანიოლი შესაფერის კონტინგენტს შეკრებისთვის. ყოველთვის ცდება არჩევანში, შესაბამისად ცვლილებებიც არ ამართლებს. გულიაშვილი და ზარია არ არიან ნაკრების დონის, კაშია, კვეკვესკირი და შენგელია გასაშვები არიან. ასევე სანიოლიც. ძლიერი მწვრთნელი დღეს ორნიშნა ანგარიშით დაამარცხებდა სომხებს. ახალგაზრდა, ზესწრაფი და ძლიერი მცველები გვჭირდება, დი ლორენცოს დონის მაინც, თორემ კაკაბაძის იმედად შორს ვერ წავალთ.
ჭორლეონე
მართალი ხარ
pepe
მეტოქედ ნიდერლანდებს ავირსევდიო გვეკაიფება ეს ...................... სომხებს მოუგო საერტოდ გარტმასი არ არიან სომხები
გიორგი
არ ვარ ის ადამიანი რომ ვინმეს კარგი გაკეთებული საქმე არ დავინახო მაგრამ გოგლიჩიძე რომ მაგარია ეხლა ჩვენც ვიცით თქვენ უნდა აღმოაჩინოთ და შანსი მისცეთ ახალგაზრდა ნიჭიერ ფეხბურთელებს რვა ბურთიან ფორით დაწინაურდით და ლაცაბიძეს არ მიეცით საშუალება თუნდავ ათი წუთით გაშინაურებულიყო ნაკრების წევრებთან თანაც ფსიქოლოგიური ტვირთი არ დააწვებოდა სადებიუტო მატჩში იმდენად დიდი იყო უპირატესობა
იასონას უდარი
მოსალოდნელი შედეგი იყო,უკვე ვთქვი და გავმეორდები,ამ წყვილში გამარჯვებული კენჭისყრის დროს გადაწყდა.სომხეთი ძალიან სუსტი ნაკრებია დაბალი კვალიფიკაციის მწვრთნელით.გიბრალტარი და ანდორა აღარ უშვებს პირველ ტაიმში 5 გოლს. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს,სტატისტიკა გაიუმჯობესეს ბიჭებმა და კარგი ხასიათი შეიქმნეს. აქ ვიღაცას ემშვიდოდბებიან და ვიღაცას აქებენ,იმას არავინ ამბობს რო წარმოდგენა არ აქვთ ფეხბურთზე და მხოლოდ ფლეშქორის სტატისტიკით უყურებენ ამ სპორტს.ეს რაღაც სექტასავით არის,ფლეშქორელების სექტა თუ კლანი. თამაშს უყურებ,ასეთი ანგარიში და თამაში მიდის,მერე შემოდიხარ აქ და ამბობ,კაშია და კვეკვესკირი უნდა წავიდესო,ხოდა სად გაგახსენდათ ეს ამბავი? იმას კი არ ამბობთ,ქოჩორაშვილმა გრძელი პასები როგორ დახვეწა,50 მეტრიან პასს თამაშში უამრავჯერ აკეთებს ან ის თქვით,3-0 მოგების მერე კიტეიშვილი როგორ იბრძოდა ან წიტაიშვილი როგორ კარგად იდგა მარცხენა მცველად,არა კვეკვესკირის და კაშიას გაშვება ყოფილა მნიშვნელოვანი. ამას ვამბობ სულ,რაღაც უცნაური სჭირს ამ ქვეყანას,არაადეკვატურობის ეპიდემია შემოვიდა ქვეყანაში და მოედო თითქმის ყველას,ზოგს იმუნიტეტი აღმოაჩნდა. მოვიგეთ და შეირგეთ,რა დროს ვიღაცის გაშვება ან მიღებაა,ისიამოვნეთ და დააფასეთ.კაშია და კვეკვესკირი ოდესმე წავლენ,თუმცა დღეს საჭირო ხალხია გუნდში. თქვენ გუნდი და ფეხბურთი მარტო მოედანზე გგონიათ არის,არადა ვარჯიშებზე და გასახდელში წყდება ამბავი.აგერ,ინგლისის ნაკრებს უამრავი ფეხბურთელი ყავს,იშვიათად იძახებენ ინგლისს გარედან ხალხს და ეს ხალხი სუპერვარსკვლავი თუ არ არის,ნაკრების კარი ჩაკეტილია. ჰოი საოცრებავ და ჰენდერსონი გამოიძახეს აიაქსიდან,ხოდა რატომ? რომელი ინიესტა ეგ არის ან ბუსკეცი,მაგრამ გამოიძახა. ახლავე გეტყვით რატომ,პირველი თამაში ჩაატარა ტუხელმა ინგლისის ნაკრებთან ერთად და პირველი შეკრება იყო,მას სჭირდება ისეთი ტიპაჟი,ვინც დაეხმარებოდა შიდა თემების დალაგებაში.სწორედ ასეთი კადრია ჰენდერსონი. ფეხბურთელი მარტო იმიტო კი არ გყავს გუნდში რო მესი ან რონალდუა,გუნდში ატმოსფეროს მოყვანაში და გუნდის შეკვრაში უნდა მოგეხმაროს.კვეკვესკირი იმიტო კი არ არის გუნდში ან კაშია რო ზეკლასი აქვთ,მათ აქვთ პროფესიონალური დამოკიდებულება და ახალგაზრდებისთვის სწორი მაგალითის მიცემა შეუძლიათ. კაშია ისეთი ტიპია,ლაცაბიძემ რო თხოვოს ბურთი მომიტანეო,ადგება და მოუტანს,როგორც კვეკვესკირი. ესეთი თემები რო გესმოდეთ,ფეხბურთთან შენობით უნდა იყო,მარა არ ხართ და ეს ძალიან სამწუხაროა.მესმის,ბევრი სწორად ვერ გაიგებთ ამას,თუმცა მე რა ვქნა,სიმართლე არ გითხრათ?

უკაცრავად, შენი კორდინატები ვერ მოიძიეს, თორემ შენთან აპირებდნენ შეთანხმებას

კიდევ კარგი სანიოლი შენ და შენისთანებს არ ეკითხება ჭკვას,თორემ ფეხბურთელი აღარ ეყოლებოდა.
ჟორა
ყოჩაღ გიორგის, მაგრად დასაჯა სხიპი და თავისი გოლების რაოდენობაც კარგად წაწია წინ.
ჟორა
მაგრადაც ცდება თუ ფედერაციას უთანხმებს და შენ არ გეკითხება.
სოსო
ევროპის ჩემპიონატის პერიოდში პირველ ნაკრებს,ამხანაგური მატჩები აქვს ჩანიშნული და რა თქმა უნდა ვინც დასჭირდებათ,ახალგაზრდულ ნაკრებს დაუთმობენ.ფედერაცია და ნაკრებები კოორდინირებულად მოქმედებენ და სწორედ ასე უნდა მუშაობდნენ.თუ ამდენი არ გესმით,ეს თქვენი პრობლემაა და არა მათი.
baggio
სხვაგვარად როგორ წარმოგიდგენია?
კახა
ახალგაზრდული გუნდი ევროპაზეა გადული და უნდა დაუთმოს რა თქმა უნდა, აქ გასაკვირი რა არი, თუნდაც ფედერავიის ჩართულობა
ალფა
დროა გურამ კაშიას მადლობა ვუთხრათ და დავემშვიდობოთ, სისწრაფე დაკარგული აქვს. შტაბში დანიშნონ კარიერის მერე და მცველებს ასწავლოს. ლაცაბიძისთვის უნდა მიეცა მცირე სათამაშო წუთები. კვეკვესკირზე აღარაფერს ვამბობ, მადლობა პენალტისთვის, მაგრამ ნაკრების დონეს ვეღარ აკმაყოფილებს. შენგელია ზედმეტია, უთამაშებელი არაბიძე ჯობია მაგას კიდე. ამ თამაშებში გამოჩნდა, რატო უნდა იყოს აზაროვი მარცხენა მცველად. წიტაიშვილი ცვლილებებზე უნდა შედიოდეს, ოღონდ შეტევაში. მადლობა ნაკრებს და განვითარების და კიდე უკეთესის იმედს ვინარჩუნებთ.
ესენი მაგრად არიან
თურმე ფედერაციას უთანხმებს რომელ ფეხბურთელებს დაუთმობს ახალგაზრდულს. )))))))))))
ეგრეა
ვილი მადლობა შენ და რა თქმა უნდა მადლობა იჩებს.ესენი ახალგაზრდები არიან კიდევ ბევრ სიხარულს გვაჩუქებენ!!!
დიმა
გოგლიჩიძე ძალიან მაგარია, მე კი მექვაბიშვილმა სასიამოვნოდ გამაკვირვა. მუდმივად მოძრაობდა. კვეკვესკირსა და მექვაბას შორის სხვაობა ძალიან დიდია.
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა
ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე
3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო
"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა
"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა
"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა
[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა
შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური
"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს
[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს
[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა
ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით
გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა
სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა
ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე
"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი
მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
ბუდუც დაგვაკლდა - სავარაუდო შემადგენლობა ფარერებთან
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...
ნაკრების დებიუტანტები ახლო ხედით - ბიჭი, ვისზედაც ევროპა საუბრობს...
[VIDEO] საქართველოს ნაკრებს ახალი სათამაშო ფორმა აქვს
საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..
მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]
პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს
სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს
მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია