ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

სირცხვილი და მავნებლობა - თურქეთთან მატჩი შეიძლება მაყურებლების გარეშე ჩატარდეს

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის პლეი-ოფში ორი მატჩის ჯამში სომხეთს 9:1 სძლია და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა, თუმცა ვაიგულშემატკივრებმა ეს სიხარული არ შეგვარგეს.

საპასუხო შეხვედრის წინ ვწერდით, რომ თბილისში სომეხი გულშემატკივრები აპირებდნენ ჩამოსვლას, რომლებიც ერევანში კარგად დაგხვდნენ და ასეთივე მასპინძლობა უნდა გაგვეწია. სამწუხაროდ, მსაჯის საფინალო სასტვენის შემდეგ, მოედანზე ახალგაზრდათა ერთი ჯგუფი გადავიდა, ტრიბუნასთან მიიჭრა, სტუმრებს შეურაცხყოფა მიაყენა და სხვადასხვა საგნების სროლა დაუწყო. „სირცხვილი, სირცხვილი“ - სკანდირებდნენ ნამდვილი გულშემატკივრები, მაგრამ მათი არ ესმოდათ, რადგან ამ ბრბოს ქართული სტუმარმასპინძლობის წესისა და ტრადიციების არაფერი გაეგება.

სხვა საკითხია, საერთოდ როგორ მოხვდა ამდენი უბილეთო ადამიანი სტადიონზე. მატჩის ორგანიზატორებმა ელემენტარული წესრიგის დაცვა ვერ უზრუნველყვეს, ვისაც უნდოდა, ისე გადადიოდა „დინამო არენას“ ღობეზე და მოედანზე შესვლაც არავის არ უჭირდა. კიდევ კარგი პოლიციამ დაძაბულობის განმუხტვა მოახერხა, თორემ შეიძლებოდა ტრაგედია დატრიალებულიყო.

ახლა არსებობს საშიშროება იმისა, რომ უეფამ მკაცრად დაგვსაჯოს და „ჯვაროსნებმა“ მომდევნო ოფიციალური მატჩი, 4 სექტემბერს თურქეთთან მაყურებლების გარეშე ჩაატარონ. ცნობისათვის, გასული წლის 2 ნოემბერს უეფას საკონტროლო-სადისციპლინო კომიტეტმა ალბანეთის ნაკრებთან ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩისას ზოგიერთი დარღვევის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია 56 ათასი ევროთი დააჯარიმა - 4 ათასი ევროთი მიხეილ მესხის სტადიონის გასასვლელების ბლოკირებისთვის, 12 ათასით გულშემატკივრების მიერ მეტოქე გუნდის ფეხბურთელებისთვის ლაზერის მინათებისთვის, 30 ათასით კი პიროტექნიკის გამოყენებისთვის. ამას გარდა, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, თუ მომავალ ორ წელიწადში დარღვევა განმეორდება, საშინაო მატჩზე სტადიონზე ერთ-ერთი ტრიბუნა (2 ათასი მაყურებელი) დაიხუროს.

ერთი ტრიბუნის დახურვას ვინ ჩივის, არაა გამორიცხული, ინციდენტიდან გამომდინარე, სასჯელი კიდევ უფრო მკაცრი იყოს. ერთი სიტყვით, იმის მაგივრად, რომ ბოლომდე გვერდში დაუდგნენ ეროვნულ გუნდს, ისეთი საქმე გააკეთეს, მტერი მტერს რომ არ გაუკეთებს.

მიმომხილველი

• იროდიონი

ასე უნდა დამესრულებინა,მაგრამ მეჩქარებოდა სამუშაოზე - "იგივე სულისკვეთებაა,ფაქტიურად".)

• იროდიონი

ეს კომენტარი კარგად რომ დაალაგო,გალაკტიონ ტაბიძის ლექსი გამოვა თითქმის. )) (იგივე სულისკვეთებაა).

• გამოსავალი

სახლი-ტელევიზორი-ლუდი. )

• ალექს

იგივე თუ არა, მონათესავე კონტინგენტი გადავიდა დაუკრეფევში, რუსთაველზე რომ კრეფენ "დემოკრატიი" ნაყოფებს " !

• ბარტი

სამარცხვინო ქცევა

• tngh

ეს არის შედეგი მკკეინის სტიპენდიანტის მიერ "მოლოტოვის" კოქტეილის პოლიციელზე მსროლელის შეწყალებისა!!!

• ჭ. წ.

ლონდონსა და პარიზში ჩატარებული ტრენინგები.............. გუანტანამოს აბუგრეის ციხეში გავლილი ტრენინგები.............. ლომაიას ნამინისტრალი შედეგები...............

• მწარე

ბილეთი უნდა ღირდეს ძვირი. არასრულწლოვანი მშობლის გარეშე არ უნდა შეუშვან. პოლიციელები არ უნდა შედიოდნენ უფასოდ. დაცვა უნდა დაევალოს კერძო კომპანიას. პოლიცია ამ კომპანიას უნდა აკონტროლებდეს. კიბეებზე დაჯდომა აიკრძალოს, ეს ხელს უშლის წესიერ მაყურებელს.

• მაია

ამას რა თქმა უნდა ნაცების ხელწერაა!

• ენვერი

ზუსტად!!!!!!!!!!

• იულია

აი ეს არის ტიპიური ნაცსექტის წევრი!

• Fan

Ra enaze saubrob da risi tkma gindoda??

• ვაჟა

ფაქტიურად მერე ახლა იქნებ და წასულან როგორ და ვინმე სად და გამოჩნდა თურქეთს ვერ შეტევაში იქვე ნახა ანუ მერე და თამაში და რადგან. აუცილებელი კი და თუ ვიღაცამ უნდა იყოს აქვე რომ და მოგება და ბულგარეთი

• ჯელა

კარგი რა ხალხო რა გვჭირს ვერ გავიგე.რა ქოცი და რა ნაცი.ამას ბიძინა და მიშა კი არა შეგნება უნდა.ლაწირაკების ხროვაა,რომელსაც ვაჟკაცობის არაფერი გაეგებათ.რაც ამათ ევაჟკაცებათ სირცხვილია და დამრიგებელი არ ყავთ.ბნელი 90-ანების უბანში ვდგარვართ ბიჭები და სულ მაღლა ვიყურებით კორპუსში სართულებისკენ ხო არავინ გვიყურებს უფროსი რო ცუდი სიტყვა არ ვთქვათო.ერთმანეთს შეჩემას ჩურჩულით ვეძახდით ქალმა არ გაიგოსო.ეხლა?რა უბანი,რა ვაჟკაცობა,რა მორიდება.ეს საქციელი სამშობლოს ღალატია მორალურად.გაუზრდელი ღლაპები არიან.ისე დავიჯერო ერთი ესეთი "ვაჟკაცი" მაინც არაა ამ საიტის მომხმარებელი?დაიჯერო კაცმა რო სიამოვნეს ეს შეურაცხყოფა?გონს მოდით ახალგაზრდებო.ისწავლეთ ზრდილობა

• სამართლიანი

ასე როგორ შეიძლება, ეხლა რო მაყურებელი არ დაუშვან თურქეთთან თამაშზე,ხო უნამუსობა იქნება. არავინ დგას დაცვა მოედნის გარეთ რო ეს ბავშვები არ შეუშვან. ამაზე ვინ არის პასუხისმგებელი გაგვეცით პასუხი

• ვახო

ქოცებმა ჩატარებული მატჩი. უწესრიგობა, არა კომპეტენტურობა, სიძულვილი უბადრუკობა...

• ნაცო

დიახ ყველაფერი ნაცების ბრალია რადგან გულზე სკდებიან სპორტის და ქვეყნის წინსვლით. და რომ უკრაინის დღეში არ ვართ.

• პსს

იმას ვხვდებით რომ ჯაფარას და მსგავსთა სექტებმა გამოზარდეს საშიში კატეგორიის ახალი თაობა

• კახაბერს

აუ აღარ მოგბეზრდათ ეს ცოდვა რუსეთუმეობას შესახებ? აგერ ჯო უილსონსაც კი მობეზრდა და ჩინეთი ირანისტობას დაბრალებაზე გადაერთო, რუსეთუმეობას დაბრალება აღარაა მოდაში, კახაბერ!

• ავთოს

გეთანხმები ორგანიზებულად კი გავს და...

• მიშას

შენ კიდე ცოცხალი ხარ? გვამური ლაქებიც მოგირჩენია დემენციანო მომაკვდავო.)))

• არა

არაა ძნელად მისახვედრი. ცოფიანი ნაცების ნახელავს გავს, თუმცა იმედია ვცდები.

• მირო

ესენი არიან ჯაფარიძისნაირების მიერ სპეციალურად პროვოკაციებისთვის დატრენინგებული,მომზადებული არამზადების ჯგუფი,რომლების მთავარი ამოცანაა საქართველოს გადამტერება ყველა ქვეყანასთან,მათ შორის მეგობარ მეზობლებთანაც კი.სხვა არანაირი ლოგიკა ამ უმსგავსობას არა აქვს.

• silovanchik dzgeria

დს მაგატი ბრალია კი შე უწიგნურო , მაგათი . მაგათი ტავსმოხვეული სასკოლო რეფორმების , ინდიელებივით რო ვეცით და მოვსპეთ სასწავლო პროგრამა და პროცესი სკოლაში . შენნაიორი უაზროების ბრალია კიდევ , დაფიქრების გარეშე რომ აფეტიშებთ ხან დასავლურს და ხან აღმოსავლურს . ღადაობს ბიჭი აქ ირონიულად ,კლავიატურის ლომი .

• silovanchik dzgeria

მზე ხარ , ღირსების ნატამალის გარეშე .

• გეთანხმები

მასეა კი ბატონო და კიდევ იმას დავამატებ რომ ,,ჩემი დედა...'' აი ეს ტერმინი თუ რაც არის ჩვეულებრივი სიტყვის მასალად რომ იქცა მაგიტომაც არიან ესენი და კიდევ ბევრი ამ ქვეყანაში ისეთი უტიფარი როგორიც სჩანს და ამას უყურებს უცხო და სხვა ერის წარმომადგენელი!

• რეზო

მიდით ბიჭებო მთელ მსოფლიოს შეეჯიბრეთ არა კაცობაში და თანაც თავი იმართლეთ,იმათ უფრო მეტი ნაგავური საქმე გააკეთეს და ჩვენ უფრო მეტად უნდა გამოვიჩინოთ თავი,ჩვენ ხომ ქართველები ვართ.

• ოთარი

სტადიონზე არასაკმარისი პოლიციელი იყო ამიტომაც. გაბედეს. ხულიგნებმა ასეთი. უპატივცემლობა სტუმართა გულშემატკივრების. მიმართ შევრცხვით სომხებთან

• ვახსიმონტო

არც ერთ ამ მოზარდს არ ექნება წაკითხული არც ვაჟას არც ილიას პწკარედი და რაც სხვა არაფერი, ბევრი თავხედობა, უზრდელობა და უტიფრობა, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ჩვენში ? სად დაიკარგა ზრდილობა, კეთილსინდისიერება , გულისხმიერება და რწმენა? არა, უფროსებმა შვილებისთვის ზნეობის სასწავლებლად აღარ სცალიათ , ჯერ პირ ქაფიანი ძაღლივით ეთმანეთზე დაგეშილი ბალანაყრილნი, ნაგვემი და დასისხლიანებული სხეულებით ურთიერთ სიძულვილით, გაუტანლობით უნდა დავაქციოთ ქვეყანა და მერე ჩვენივე შვილების წინაშე ვაგებთ პასუხს იმისთვის რაც მათ დავმართეთ.

• იასონას უდარი

არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა და ნუ ადრამატიზებთ,ფანური თემაში მოსულა და არ არის ტრაგედია.ეს თვითგვემა რატომ იცით ხოლმე,რა პირველად გაიგეთ რო ფანები მოედანზე შეიჭრნენ ან მეტოქის ქომაგებს დასცინეს? ინგლისში უარესი ხდება,ჯერ ფანკლუბები ერთმანეთს ქუჩაში ეჩხუბებოდნენ და ლეწავდნენ,მერე სიტის ფანები დღემდე აყენებენ შეურაწყოფას ლივერპულის 97 გარდაცვლილ ფანს,ხოდა გინახავთ დაესაჯათ? ან უფრო უარესი,საფრანგეთში ლიგა ერთში უარესი ხდება,ფანების ჩხუბი იქეთ იყოს,მწვრთნელი წავიდა ერთერთი გუნდიდან,რადგან ფანები აშინებდნენ და ემუქრებოდნენ. გაგახსენოთ,რომას ფანებმა ლივერპულის ფანი დაიმარტოხელეს და სცემეს რომში,შონ კოქსი ქვია სახელად,ირლანდიიდან არის და დღემდე ინვალიდის ეტლით დადის. არგენტინაში,რივერის ფანებმა ბოკას ფეხბურთელები მოწამლეს და მერე რა? ეს არის ფეხბურთი და მისი თანმხლები ეპიზოდები,არაფერი განსაკუთრებული და უცნაური არ არის ამაში. სტუმარმასპინძლობა ფეხბურთში არ არის,ეგ სხვა თემებს ეხება. ფეხბურთში მეტოქე შენს დასამწუხრებლად ჩამოდის და შენი დამარცხება უნდა,ხოდა შენ ხაჩაპურით უნდა შეხვდე? ეს იყო დაპირისპირება,ერთგვარი კავკასიური დერბი და ეს მოსალოდნელიც იყო. ვინც აქ მორალისტობთ,არ ხართ ბიძიკო ფანები,წადით ბალეტს უყურეთ. ჩემთვის აბსოლიტურად მისაღები ამბავი იყო,ეს არის ფეხბურთი და ასეთები ხდება.გინდათ რო ფეხბურთი განვითარდეს,დაპირისპრების გარეშე ეს არ მოხდება,ადამიანებს სჭირდებათ მუხტი სტადიონზე მისასვლელად. რატომ იყო ძველი დინამო მაგარი,იმიტო სომხები და რუსები ჩამოდიოდნენ აქ,ჩვენ ვცდილობდით დედა გვეტირა ორივესთვის. სომხები მე თუ მკითხავ საერთოდ შემოსაშვებები არ არიან საქართველოში,აფხაზეთში ჩადენილი მოინანიეს? ფანობა ემოციის გარეშე არ გამოვა,ცივი გონებით მოსიარულე ფანი ვერ იქნება. ზედმეტი ემოცია ირაციონალურ გადაწყვეტილებებამდე მიდის,ფეხბურთში ემოცია ალბათ ყველაზე მაღალია. უემოციოდ რანაირად მიდიხართ მოედანზე და რანაირად უყურებთ ფეხბურთს,ხან იჩხუბებ,ხან მსაჯს შეაგინებ და ხან უეფას,რა არის ამაში გასაკვირი? თუ ეს გიკვირთ ე.ი. თქვენ არ ხართ ფანები და ტყუილად დადიხართ სტადიონზე.

• გეგი

ღირსებიც ვიქნებით! ხალხო ჩვენ არ ვართ განვითარებული და აშენებული ქვეყნის ღირსები,რომელიც თავად ხალხმა უნდა ააშენოს! არაფრის ღირსები არ ვართ ჩვენ არაა,შერგება რომ არ შეგვიძლია აი მაგიტომ! დადექით ახლა და მიზეზები ეძებეთ სხვებთან!

• დავით

ჯოგი. “ იი ღირსებით ევროპაში”

• თაზო

დისლაიქი გაგიკეთე, მაგრამ მინდა განვმატრო - უსაქმურობაში გეთანხმები, აი კალაძის სამაკაცოში არა, რადგან უმეტესობა ისევ რევაზ არველაძის დროინდელი კადრი და ნაცმთავრობის დროინდელი ბალასტია! კაციტაძე, ბურდული, გიორგაძე და სხვა!

• DS

ვისი ბრალია და ვინ არის ამაIს დამნაშავეო? რას კიხულობთ ხალხნო! რა ვერ გაიგეთ? რა არ შევიდა ზოგიერთების თავებში? რას "გასწავლიდნენ გიმნაზიაში"? არ გითხრეს ასჯერ და ათასჯერ ვისი ბრალია? აბა თვით დ, დი, დიფ. დიფს, დიფსთე, დიფსთით, დიფსთეითი, კაცო დიფსთეითი, ახლა გავიმეოროთ ინ ინგლიშ - "deep state

და მთელი სტადიონი რა შუაშია? ვიღაც გაუზრდელი ტიპები დაშლიგინებდნენ და "ძერსკობდნენ", თავისი ჭკუით, მთლიან მაყურებელს რატომ ვრდვთ ამ სიგლახეში?

• ანალიტიკა

თამაშის ბოლოს ხხადი ყახდა რომ თურქებს ვუპირისპირდებით, ხოდა არვგამიკვირდება ქზერბაიჯანულ-თურქულმა ფულმა იმუშავა. ეხლა თურქეთი გარანტირებულად მეორე ადგიკზე გავა, აქ ცარიელ ტრიბუნებზე დედას გვიტირებს და თურქეტმტში მიწასთან გაგვასწორებს. მოკლედ ქზერულ-თურქული სუსი მაგარია. ნამახვანჰესის არ იყოს. გოიმი გრუზინები როგორც ყოველთვის ერთ ადგილზე ვიქნებით

• ფეხბურთის ქომაგი

რა თქმა უნდა, იდეალური არ არის, მაგრამ ჩემი აზრით, ფედერაციის ეს მენეჯმენტი საუკეთესოა, რაც ყოფილა.

• zura222

ისე რა მაგარი გოლი გაიტანეს სომხებმა! მე იშვიათათ მინახავს ეგეთი მაგარი გოლი! ნუ ტექნიკურები არიან ეგ ნაღდია პროსტა ერთმანეთში შეთამაშება აკლიად

• ჰეჰ-ს

დღევანდელ ადეკვატურ ქართველს შეიძლება ბევრი შეეშალოს, მაგრამ მავნებლობა და ქვეყნის მტრობა მხოლოდ ლიბერ "ქართველს" და მის დაფინანსებულ ხროვას ძალუძს. ნაც სექტა და მისი სატელიტი შეშლილები ნორმალური ცხოვრების და განვითარების ტორმუზები არიან ყველა სფეროში.

• ზაალ

ბერძნებთან გამარჯვებისა და ევროპაზე გასვლის დროს გასაგები იყო გულშემატკივრის ეიფორია და მოედანზე აღნიშვნა, მაგრამ რაც სომხებთან მოხდა, ყოველგვარ ზღვარს სცდება. ყოველ თამაშზე წესად იქცა. არ გაგვიკვირდეს რომ თურქებს ცარიელი ტრიბუნებით ვეთამაშოთ. და თუ ასე მოხდა (დიდია ალბათობაა),მაშინ ვიღაცამ ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებელი წესრიგზე. მოკლედ სრული ბარდაგი იყო, დაწყებული სტადიონზე შესვლიდან, დამთავრებული თამაშის შემდეგ.ფედერაცია სუუუუუუუუს....

• ტარიელი

შენ ახლა უნებლიედ ალბათ , მაგრამ პროპვოკატორობ . რა აზერი , სახეებს დააკვირდი ვინც სტადიონზე ყრიან შეთრეულები , აზერები არიან ეგენი ? აზერები კი არა , უმშობლო ( ,,თავისუფალ " ცხოვრებას რომ აჩვევენ შვილებს ,იმათ მსობელი არ ჰქვია . ჰქვია გამკეთებელი .) , უმასწავლებლო , ულექტორო და საბოლოო ჯამში დეგრადირებული , საცოდავი , ღირსების გრძნობის უქონელი , ფულს და სქალაფავს დახარბებული , რაღაც უაზრო ,,უფლებებს " გამოკიდებული ახალგაზრდების ნახირია . ფგულს მიკლავს მათი ასეთი მდგომარეობა , მაგრამ ფაქტია სამწუხაროდ .

ეს ახალგაზრდები ვინ დაქოქა, საკითხავი აი ეს არის ! ზურგშექცეულთა სექტამ ხომ არა ? დაუმორჩილებობას და " ბესპრედელს " ეგენი ქადაგებენ.

• პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი

უტვინო ბავშვების ბრალი კი არ იყო ეს არეულობა, ვინც ეს ბავშვები მოედანზე შეუშვა, იმის ბრალია. კონტროლის მაგივრად ვიღაცამ ორგანიზებული პროვოკაცია მოაწყო. ვის ხელშია ასეთი პროვოკაციის მოწყობის რესურსი? ძნელი მისახვედრია?

• დათა თუთაშხია

ასე საშინლად ორგანიზებული მატჩი ალბათ ბოლო 20 წელია არ მინახავს. შესასვლელებში ჭყლეტა, გაუმართავი ტურნიკეტები, ყოვლად არაკვალიფიციური კადრები გასასვლელებში, უბილეთოების კრიტიკული რაოდენობა სტადიონზე, არაკვალიფიციური სტიუარდები. მეტი რაღა ვთქვა. მადლობა ბიჭებს შედეგისთვის და სირცხვილი თითოეულ მოედანზე გადამხტარ ვაიგულშემატკივარს.

• ვალერი

შესანიშნავ თამაშს აჩვენებს ჩვენი ნაკრები და ეს ყველაფერი იმის დამსახურებაა რომ ძალიან სწრაფად გადაადგილდებიან ჩვენი ფეხბურთელები და სწრაფად მოძრაობს ბურთი და საფეხბურთო ინსტიქტები და უნარებიც ბუნებრივია რომ თავის დიდ როლს თამასობს ყველაფერ ამაში. ასეთი თამაშით ჩვენთან პაექრობა მე ვფიქრობ ნებისმიერ დიდ გუნდს გაუჭირდება და ძალიან მინდა ჩვენმა ბიჭებმა ეს ფორმა მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლშიც შეინარჩუნონ. უბრალოდ გული დამწყდა რომ ეს მასა რომელიც თამაშის შემდეგ მოედანზე შეიჭრა ვერ ხვდებოდნენ რას სჩადიოდნენ ან რა უნდოდათ საერთოდ რამ გადარიათ ასე. ტეხავს მაგრად!

• gzp

2 თამაშითაც რომ დასაჯონ არ გამიკვირდება. უნდა შეწყვითოთ ახალგაზრდების ზედმეტი აჟიტირება ამ სპორტული პატრიოტიზმით. თამაშს არ უნდა ეძახოთ ბრძოლა და შეჯიბს - ომი. პოლიციაც არ იყო საკმარისი როგორც ჩანს. ფედერაციის პასუხისმგებლობაა ეგ ყველაფერი.

• კიეზა

ერთი რამ ნამდვილად ვიცი რომ ვინც ეგეთი რამე ჩაიდინა..სტუმარ-მასპინძელი კი არა..არც ოჯახის ფასი იცის..არც სამშობლოს სიყვარული..და მინიმუმ ზრდილობა არ გააჩნია..სპორტში რომ იძალადებ..თან გამარჯვებისას..ან თუნდაც დამარცხების ფონზე ემპცოებს რომ ვერ მოთოკაბ ზრდასრული ადამიანი .გავკარი მასეთ ქართველობას..იმედია უეფა არ დაგვსჯოს ამ ახვრების საქციელის გამო..წარმატებები ჩვენს ნაკრებს..

• დემე

შეიძლება ძალითაც შეყარეს ბავშვები უფროსმა პროვოკატორებმა ხომ იციან რაც მოყვება ამას ფეხბურთელებს ბოიკოტი რომ გამოუცხადეს

• ნუკრი ტაბატაძე

რაც მეტ ზიანს მიაყენებენ ქვეყანას ამაზე არიან ორიენტირებული ყეველგან და ყველაფერში ქვეყნის მტრებისგან (ნაცებისგან) დაფინანსებული ახალგაზრდები!

• ევგენი

ხო და აღმოჩნდება რომ ერთი და იგივე ბავშვები არიან რუსთაველზეც რომ უაზროდ დგანან და ესენიც! ნაცსექტის წახალისებით!!

• მიშა

ეს იმის ბრალია კალაძეს საძმაკაცოთი რომ არის გატენილი ფედერაცია და ფულის კეთების მეტს რომ არაფერს აკეთებენ

• ნოდო

რა აქვთ გასახარებელი ვინმე რო ეტყვის თქვენი ნაკრები რა დონეზეაო? აი ვარსკვლავებს რო წყვეტდნენ კი ბატონო მარა ასეთ სიტუაციაში გულში უნდა გაიხარონ მხოლოდ თან ეგ კონფლიქტი დასასრულს უახლოვდება

• ნოდო

სადღაც მინდა რო უმაყურებლოდ ჩატარდეს თურქეთის ფანობასთანაც რატო არაა იგივეს განმეორების შანსი? და პლიუს ევროზე თურქეთთან მარცხის გამო ეს სასტავი უფრო აგრესიული იქნება და არც თურქი ფანები დარჩებიან ვალში სად სომეხი და სად თურქი ფანები ულტრასობის შედარებაში

• გივი

დიდი ხანი ფიქრობდი, სანამ ამ პირობას გამოაქვეყნებდი?!

• თომა

შეძლებისდაგვარად უნდა მოხდეს მათი იდენტიფიცირება და სამუდამოდ უნდა აეკრძალოთ სტადიონზე შესვლა. ამ ლაწირაკების გამო, 10 ათასობით გულშემატკივარი შესაძლოა დარჩეს გარეთ და ნაკრებმა მატჩები ცარიელი ტრიბუნების წინ ჩაატაროს.ამით ისევ ჩვენ დავზარალდებით. რაც შეეხება უსაფრთხოების ზომებს, ამ კუთხით კიდევ ბევრია სამუშაო.

• გოგა

არავის არაფერს არ ვაბრალებთ მაგრამ სომხების ასე წაგება ყველაზე მეტად აზერებს უხარიათ სიახულით კომენტარებშიც ვერ მალავენ ემოციებს! აქ რამდენი აზერი ცხოვრობს კი ვიცით!

• ვანდა ჯიქია

მოედანზე 'შევარდნა' უკვე ჩვევაა ჩვენ სტადიონზე :( თავი მოგვჭრეს...

• სირცხვილი და კიდევ ერთხელ, დიდი სირცხვილი!

თამაში კი მოვიგეთ, მაგრამ სტუმარ-მასპინძლობა თბილსში , პირწმინდად წავაგეთ! ერევანში კი სომხებმა 10-ით ნოლი მოგვიგეს მასპინძლობაში!!!!!!

• ლუარსაბ-დარეჯანს!

მაგ, სიმართლით იარე შენ! ამ ლაწირაკების შევარდნა და არეულობა "ნაც გულანთებული ბავშვების" მიერ, რომ იყო დაგეგმილი, ამას ყველანი უკვე წინასწარ ვგრძნობდით. საქართველოში რა უბედურებაც ხდება,ყველაფერი ნაც ხროვების მოწყობილია! სანამ საქართველოში არ აილაგმება ნაცმოძრაობა თავის გირჩ-მირჩებიანად, ყოველთვის მივიღებთ ასეთ დაბოლილ თაობას!

• Რაგბის ფანი

ვის ევალებოდა მაგის გაკონტროლება?

• ავთო 1964

იმ ხალხის შეკვეთაა ვისი დავალებითაც აგინებენ ტალახაძეს,გენო პეტრიაშვილს,ლაშა ბექაურს,გრიგალაშვილს და სხვა წარმატებულ სპორტსმენებს!!!განსაკუთრებით სახიფათოდ თვლიან ფეხბურთელების წარმატებას!

• ლუარსაბი

მერე სტადიონი სახელმწიფომ რატომ არ დაიცვა? როცა ამ დღეს მარჯანიშვილის მეტროში პოლიცია ხალხს ჯიბეს უჩხრეკდა! ქოცი ტროლების შპანა შევარდა სტადიონზე და ქონების დავალება უნდა შეესრულებინათ, რომ მერე ოპოზიციისთვის დაებრალებინათ. რატომ არ დაიცვეს სტადიონი? ეხლა მიხვდი?

• ლუარსაბი

ეს ველურობა და სიქაჯე, რათქმაუნდა წინასწარ იყო დაგეგმილი ქართული ოცნების მიერ. ქართული ოცნების ტროლები შეკრიბეს და სტადიონზე შეუშვეს რომ ეს არეულობა მომხდარიყო და დაბრალებოდათ ოპოზიციას. ხალხიც აღშფოთდებოდა და ამით ქულებს დაიწერდა ქართული ოცნება. მაგიტომაც იყო ყველაფერი ღია და არ კონტროლდებოდა, რომ ბოლოს ეს მომხდარიყო! სახელმწიფოს რომ სდომოდა ამ მოედნის კონტროლი, ყველგან დაცვას დააყენებდა და ალაგმავდა უბილეთო "შპანას", მაგრამ არ ქნეს. მარჯანიჭვილის მეტროსთან პოლიცია ხალხს ჯიბეს უჩხრეკდა და სტადიონზე როგორ არავინ არ დააყენა? აი ეგაა სახელმწიფო, როცა უნდათ ჯიბეში ხელს ჩაგიყოფენ და როცა არ უნდათ, სტადიონზე ესეთ არეულობას აწყობენ!

• დააT

აი ასე ხდება როცა ბილეთს ღორულ ფასებს ადებენ, სტადიონზე მცირდება ნამდვილი ქომაგების რაოდენობა და მოდის ფულიანი დედიკოების და მამიკოების სირი შვილიკოები. კიდე გააძვირეთ, 200 ლარამდე აწიეთ ფასი და საერთოდ ვეღარ ნახავთ ნამდვილ გულშემატკივრებს, მხოლოდ ერთუჯრედიან შპანას ნახავთ სტადიონზე. ბოლოს როცა ქართველები ქუჩის ერთუჯრედიან შპანასავით მოიქცნენ იყო 2005 წლის 30 მარტი თბილისში მესხზე თურქეთთან, რის გამოც უეფამ დაგვსაჯა და შემდეგი ორი მატჩზე მაყურებელი არ დაიშვა.

• "qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos"-ს

ახლა რომ გითხრა ლოგიკის გარტყმაში არ ხარ-თქო, გეწყინება და მეტყვი შეურაცხყოფას მაყენებო და ამიტომ ასე გეტყვი -- კობახიძე ხო გაიძახის ჩვენს მომხრეებს მაღალი IQ აქვთო? ხოდა ინტერნეტში ვედრო მანეთადაა IQ ტესტები და მიდი სცადე, არ გაინტერესებს რა ქულას მიიღებ? თუ დაწერ მაგ ტესტს, მე გეტყვი რასაც მიიღებ და მერე გაგახსენდები: 30-დან 40%-მდე.

• Pepelu

დაცვის პოლიცია, ჩვეულებრივი პოლიცია და ამდენი ფორმიანი ადამიანის მიუხედავად სტადიონზე იყო სრული ქაოსი!! ვიღაც ბრიყვებს ქვეყანა ლაფში ამოასვრევინეს!! სახის ამომცნობი კამერები, ტელევიზიების მიერ გადაღებული კადრები ხომმარსებობს და მაგათ ოჯახებს დაელაპარაკონ ზრდილობას და კულტურას ახლა ვინღა ავწავლის მაგრამმსამომავლოდ ასეთი სირცხვილი, რომმაღარ განმეორდეს!! შპანის გამო თურქეთთან დავრჩებით მაყურებლების გარეშე!!!!

• kesha

ორი აზრი არ არსებობს იმაზე და ყველა ვთახმდებით რომ ესეთი უკულტორო გულშემატკივრები სამარცხვინო და ამაზრზენია! მაგრამ კიდევ რა მაინტერესებს იცი ვისაც ევალება პოლიცია თუ რავი იმათ ძინავთ ესე პანტაპუნტით რომ გადაცვივდებიან ხოლმე ეს ლაწირაკი ბავშვები ყველა თამაშის მერე სტადიონზე? მაგათ უნდა მოთხოვო კიდევ მკაცრი პასუხი რომ ნორმალუირად დაიცვან უსაფრთხოება.

• Რერო

ესაა ევროპული ახალგაზრდობა? ამის იმედი გაქვთ ჯენზიო რომ გაიძახით. ასე უაზროდ დარბიან რუსთაველზეც და ამიტომაც უწევს ზოგიერთს ვირის აბანოში ყოფნა. შეეხები და აქეთ ამუნათებენ პოლიციას,გამოუჩნდებათ მაშინვე ათასი დამცველი.

• მაო-ს

აბსოლუტურად ლოგიკურია რასაც ამბობს და რატომაა სამარცხვინო?

• იაგო

მაჩანჩალა ქვეყანააა,, დასდებვენ მომიტინგეებს და აქ წესრიგი ვერ უზრუნველყვეს...ეს პროვოკატორები იქნეს იდენტიფიცირებულნი და პასუხისგებაში მიცემულნი....ამათ არც ფეხბურთი იციან და არც უყვართ,,, არიან ჩვეულებრივი შპანა ....

• zura

სკოლის გაწელილი მოძველბიჭო შპანა, ელემენტარული ზრდილობა რო არ გააჩნიათ და გონიათ მაგარი ძერზკი რაღაცეები ჩაატარეს, დიდი ჯარიმები უნდა აარტყა ამათ ოჯახებს და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომა უნდა დაეკისროთ, იქნებ მერე მოიცალონ მაგათმა მშობლებმა შვილის აღზრდისთვის, ძალიან დიდი სირცხვილი, ორი ქვეყნის მაღალი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ, რატო არ გაკონტროლდა სიტუაცია, სად იყო პოლიცია, რას მიკეთებენ რაში იღებენ ხელფასებს, როდემდე შეიძლება ყველა სფეროში ეს უპასუხიმსგებლობა, უნიათობა და გულგრილობა.

• ეგი გინდათ ქართველებს?

სადაა წესრიგი სტადიონზე რომ იყოს?

• სუდია

იძახეთ ახლა -უნდა დაისაჯონ უმკაცრესად - და ვინ უნდა დაისაჯოს - ხალხი? და როგორ? ამდენი ადამიანიე ერთად - მთელი სტადიონი?ყველანი ერთად ხომ არ დავეხვრიტა ან გვეცემა მაინც ათასობით ადამიანი, მთელი ხალხი? მალადეც! ოეეე, გამოფხილდით - ვინ იყო პასუხისმგებელი, რომ აერიდებინა ეს პროცესი წინასწარ, ვიდრე მოხდებოდა? რა არ იცოდნენ, რომ მოხდებოდა - საბერძნეთთან ასე არ მოხდა კვეკვესკირის გოლის შემდეგ? არ იყო გუშინაც მოსალოდნელი? სად იყო ეს ძალოვანი სისტემა განლაგებული? რომ მოხდეინა პრევენცია? მარტო რუსთაველზე ცემა-ტყეპა ეველებათ? არეულია რამსები!

• ddw

ყველაფერი მოშლილია ამ ქვეყანაში არაა წესრიგი უბილეთოებითაა ბოლო 5 წელია სტადიონი სავსე კიბეებზე ზიან

• მაო

მაგ სამარცხვინოებზე სამარცხვინო ხარ

• ემზარი

აუცილებელიცაა მკაცრი სასჯელი, შემდეგში მსგავსი და კიდევ უარესი პროვოკაციების თავიდან ასაცილებლად

• გაქოცებული გურული

მთავარია მთავრობას და ბატონ ექვთიმეს ვინც ღამის ძილს უფრთხობს ეგენი გალახოთ და სტადიონზე თუ ვინმე შეიპარება - ვინ ჩივა?

• კახაბერი

და რატომ არ შეიძლებს დავუშვათ,რომ ეს მიზანმიმართული პროვიცირებული იყო რუსული ,,ხელისუფლების, ჯერ ერთი, რუსებს გულზე ესობა ქართველობის წარმატებები და დიდი ხანია იბოღმებიან- ძალიან გაუხარდებათ- დისკვაკიფიკაცია რომ მივიღოთ!მერე-მე-2-ე,დღეს სომხეთი დასავლეთის პოლიტიკირ პარტნიორი შეიქმნა,მით სახელმწიფოს ავითარებს,რაც არ შედის რუსულ ინტერესებებში და ჭირდებათ,მათთვის საჭიროა,საქართველოში სიძულვილის,ანტი სომხური პროპაგანდის გამძაფრება, და მისი ქოც-ბის ,,ხელისუფლებით,, პროვოცირებას აწარმოებენ(?!),თან პროპაგანდისტები ჩასაბრებული ეგრევე ოპოზიციას რომ აბრალებს-აბრალებენ,რასაც თავად აკეთებენ,რასაც თავად პროვიცირებენ 13 წელია(?!]. ან. ,,უბრალოდ, ისე დააუსუსურეს, დააკნინეს,გაძარცვეს,დისფუნქციური გახადეს სახელმ-ფო ინსტ-ბი-სტრუ-ები რომ- არანაირი სამართლებრივი წესრიგი, რაც ასევე კრემლის დირექტივაა!

• ლაშა

სტადიონის ქვედა სკამებზე უნდა მჯდარიყვნენ პოლიციელები! მართლა სირცხვილია, ამ ზოგიერთი გარეწარი მოზარდის გულისთვის თურქებს შესაძლოა გაუხარდეთ, ეს კედელზე მჯღაბნელთა თაობა!

• qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos

ნამდვილი გმირები. დასაჯეჯი არიან ეგ არმენები ერთი კარგად. გამყიდველთა პაროდა. ვინც ამათ კიდე მეგობრებათ მოიხსენიებს იმათ უნდა გაუსწორო ეგ სიფათი კიდე. ლორე დააბრუნეთ ჯობია თქვე უნამუსოებო. არ დაბლოკო ადმინ იქონიე სინდისი .

• ჰეჰ

მაგას ზუსტად შენნაირი ქოცები ასრულებთ მორალატე რუსების როლს

• იბერიელი

მეგობრებო ძალიან სამწუხაროა, ბოდიშს ვიხდი, ასეთი რამ არ უნდა განმეორდეს, გამოქვაბულში ხომ არ იყვნენ ეს ხალხი, სტადიონის სელექტორმა უნდა გამოაცხადოს რა შეიძლება და რა კატეგორიულად აკრძალულია ,და ეს უნდა ხდებოდეს რეგულარულად მიკროფონით, და ბოლოს პროვოკატორებს კატეგორიულად აეკრძალოს სტადიონის მიახლოება ხუთასი მეტრის მანძილზე,და ბოლოს პაპუასები კულტურული ხალხია ისინი ასე არ იქცევიან, მადლობა,

• aburjga

ამ სამარცხვინო ვანდალიზმის, დებოშის და საერთოდ არაქართული საქციელის მომწყობებისათვის ევროკავშირმა ფული უკვე გადმორიცხა და მედლები უკვე შეკვეთილია, სულ მნალე სალომეს გამოატანენ!

• ნ ი ა

უ ნ ა ხ ა ვ ე ბ ი

• ლადო

აქ არის სამი ამბავი, პირველი სტიუარდების მოუმზადებლობა, დაყავთ დაცვის ტიპებს თავისი ახლობლები 2 კაპიკის საშოვნელად და ისინი კიდე სრულიად მოუმზადებლები არიან! მეორე, "გულშემატკივრების" უკულტურობა, რომლებმაც უბრალოდ არ იციან, როგორ უნდა მოიქცენ! და მესამე პროვოკაცია, არ გამორიცხოს არავინ, რომ ვინმეს "ნაც უსამშობლოთა" მსგავს ძალას აწყობდეს, დესტრუქცია და გარკვეული ზიანი მიაყენოს ქვეყანას!!!

• sss

შესაძლოა ბრბოს კონკრეტული დავალება არ ქონია რომ სტადიონზე გადასულიყო მაგრამ როდესაც მათ ამზადებ იმისათვის რომ ნებისმიერ დროს დაარღვიონ კანონი მოახდინონ არეულობა და პირდები რომ თუ დააჯარიმებენ შენ გადაუხდი მათგან უკვე ყველაფერია მოსალოდნელი. თუ რუსთაველის გადაწვისთვის ეროვნულ გმირად აცხადებ სტადიონზე გადასვლა რატომაა დანაშაული? ნურავის ეგონება რომ რუსთაველის გმირებს გააკონტროლებს რაღაც დროის შემდეგ ეგენი თავიანთი პატრონების დარბევასაც დაიწყებენ. თუ მონსტრს შექმნი მზად უნდა იყო რომ ის მონსტრი ერთხელაც შენს შეჭმას მოინდომებს.

• ნენე

დასჯა არ შეიძლება?- დამუნათება არ შველის, როცა ქვეყანაში ამდენი პროვოკატორი და ავის მოსურნეა..

• d

მასეა ვიყავი ერევანში თამაშზე და სომეხი გულშემატკივარი ძალიან პოზიტიური განწყობით იყვნენ ჩვენს მიმართ. ზოგადად სხვა დროსაც ვარ ნამყოფი იქ და რაივიც მე პირადად სომხებისგან მარტო დადებითი დამოკიდებულება დავინახე. არეულია ქვეყანა ყველა სფეროში არაპროფესიონალიზმი. თანამდებობებზე გაუნათლებელი უსწავლელი სუბიექტები და ეს სტადიონზეც გამოჩნდა არ აქვთ უნარი მატჩის ნორმალური ორგანიზების და უსაფრთხოების თუ წესრიგის დაცვის.

არაფერი გვეშველება. ფორუმებსა და ფეისბუქზე აჟიტირებული ხალხი გვამუნათებს, რა მოხდა, ბავშვები არიან, უხარიათო. შეგნება და მენტალიტეტი - ნული. ის, რომ უზარმაზარი თანხით დაგვაჯარიმებენ, რომელიც, საბოლოოდ, ჩვენი ჯიბიდან იქნება ამოსაღები, ეს ვითომ არაფერი.

• ATP 16

ასე ხდება როდესაც ყველაფრის უგულებელყოფა ხდება, იმ ნორმების რაც საერთაშორისო სტანდარტით არის გათვალისწინებული. ის რომ უბილეთო ადამიანი არ უნდა ხვდებოდე ს სტადიონზე, ის რომ უსაფრთხოების მინიმალური დონე უნდა იყოს დაცული, არ შეიძლება ზერელედ და ინტინქტების დონეზე ყველაფრის კეთება, პროტოკოლები არსებობს მაგისთვის. ხან გაფრთხილებების ლიმიტს ვერ ითვლიან, ხან ბილეთებს ვერ ყიდიან და ასე შემდეგ. და როგორ ფიქრობთ, თურქეთი რომელიც თითქმის ყველა ჩვენი წამყვანი ფეხბურთელის ყიდვას ცდილობს(რისთვის ბევრისათვის გასაგებია), ამ ფაქტს არ გამოიყენებს საკუთარი უპირატესობისათვის? ააა , ჩვენი მეგობარი რომ არის ეგ დამავიწყდა!!!

• T.q

აშკარაა რომ ასეთი უნახავობა შემთხვევითი არ ყოფილა. გამოქვაბულოდან გამოსულებივით რატო ვიქცევით რა საჭიროა ვერ გამიგია ან სომხების ლანძღვა რა ზრდილობაა სტუმარი მოდის და შენკიდე პაპუასივით იქცევი არ ვიცი ძმაო ერი როდისღა უნდა გაიზარდოს მენტალირად ბოლოსდაბოლოს

• ბესო

რაის ორგანიზატორი ? განა პოლიტიკური აქციაა ? პატარა ბავშვი 10-12 წლის ჯერ კიდევ თამაშისას და მერე თამაშის დამთავრების შემდეგ ბავშვების ბრბო , დარწმუნებული ვარ ეს არასრულწლოვნები მშობლების გარეშე ესწრებოდნენ ამ თამაშს . მახსენდება 26 მარტის თამაში გისოსებში რომ ძვრებოდნენ . მეც შემიყვანია სრულიად უცხო ბავშვი . ჩემი აზრით როგორც პრაქტიკამ აჩვენა არასრულწლოვნები აღარ უნდა დაუშვან თამაშზე მშობლების , ან ვინმე უფროსის დაქვემდებარების გარეშე.

• პ.ს.

ხვდებით დღევანდელი ხელისუფლების არაეფექტურ,მიკერძოებულ,პროტექციონისტული მმართველობის ფორმებს რა მდგომარეობაში შეიძლება ქვეყანა მიიყვანოს!

• G.LA

რა სისულელეებს წერთ კომენტარებში, რა ორგანიზატორი და რა პროვოკატორობას ეძებთ სტადიონზე? ყოველთვის ცდილობს ყველგან სტადიონზე ტრიბუნიდან ხალხი გადასვლას და ზუსტად ამიტომ არიან ყველგან სტევარდები მინდვრის გარშემო. ვისაც ევალება უზრუნველყოს უსაფრთხოვება სტადიონზე მას უნდა მოეთხოვოს პასუხი. ჯერ კიდევ თამაშის დროს ვიღაც პატარა ბიჭუნას მოუნდა კვარასთან ჩახუტება და თითქოს პარკში იყო ისე თავისუფლად მიისეირნა კვარასთან. სად იყვნენ იმ დროს სტევარდები ან პოლიციელები? რა თქმა უნდა ცუდი ფაქტია, მაგრამ უზრუნველყოფა სტადიონის უსუფრთხოებისა მოეთხოვებათ და პასუხს სტევადრები აგებენ. თუ დაგვაჯარიმებენ 2 ათასი ადგილის დაბლოკვით, დინამო არენას ისეც დახურული ქონდა 2 იარუსი და არაფერი დაგვაკლდება.

• ჟორა

მართლა ღორებო, რა ისეთი დაუძლეველი ბარიერი იყო სომხეთის ნაკრები, რომ ასე გაგიჟდით?

• Რაგბის ფანი

დაისაჯონ!

• 1976 წ 3 სექტემბერს ლუჟნიკზე მყოფი

ბავშვები არა? რუსთაველს რომ წვავენ გმირები არიან და ახლა უჭკუო ბავშვები და ეპატიებათ? თუ დაგვასანქცირეს? იქნებ "ჯენზებს" საფეხბურთო სანქვიაც უნდოდათ ქვეყნის სანქციის მოსურნეებს? ტრიბუნების პირველ-მეორე რიგში პოლიცია, ან ჯარი რომ დასვათ ძველებურად, არა? თუ თურქებთან უმაყურებლოდ მოგვიწია თამაში, ეს კობიაშვილის, ფიფიას და მთავრობის ბრალი იქნება!

• გიკი

არ ვიცი რა მოხდა მაგრამ როგორც ყოველთვის ქართველები საკუთარ თავს აბრალებენ ყველაფერს რათქმა უნდა არასწორი საქციელი იყო მოედანზე გადმოსვლა თუმცა დიდი შანსია გაბრაზებული სომეხი გულშემატკივრიდან მოდიოდეს ეს პროვოკაცია მარცხის შემდეგ

• სანდრო

ამ დროს ფედერაცია რას აკეთებს?მათი პასუხისმგებლობა არ არის სტადიონის უსაფრთხოება?უფრო მეტი პოლიციის მობილიზება არ შეეძლოთ?მაგრამ არ ყოფნით ხალხი ეტყობა

• დიკემბე მუტომბო

ნაცების ბრალი იქნება, რა თქმა უნდა. მაგრამ პოლიცია სად იყო? აააა, რუსთაველზე ხალხია საცემი და 5000 ლარიანი ჯარიმები დასაწერი. პ.ს. სერიოზულად კი, მაგარი სირცხვილია რაც იკადრეს ამ პაცანა ბავშვებმა. ისედაც პირობითო ქონდა ფედერაციას ორ წლიანი და პირველი თამაშზე ეს მოხდა. ჩათვალეთ რო თურქეთს უმაყურებლოდ უნდა ვუმასპინძლოთ, რაც დიდი ალბათობით ვერმოგებას და მსოფლიოზე გასვლის შანსის განულებას ნიშნავს. პ.პ.ს. რაც ნაცების ბრალია, რასაკვირველია.

• ირაკლი

ჩემი აზრით არავითარი პროვოკაცია არ ყოფილა, უბრალოდ არის მცირეწლოვანი ლაწირაკების რაოდენობა ე.წ. "შპანა" რომელთა გაგებაშიც სიტყვები " ეროვნული, პასუხიმგებლობა, სტუმარ-მასპინძლობა" საერთოდ გაუგებარია, მათი ტვინი ამ ინფორმაციას ვერ ამუშავებს და ინსტინქტების დონეზე მოქმედებენ. ჩემს გვერდით ტრიბუნაზე ორი უბილეთო თინეიჯერი იჯდა, რომლებაც რამოდენიმეჯერ შეიცვალეს ადგილი და ბოლოს როცა ყველა სკამი შეივსო საერთოდ ადგნენ და წავიდნენ (სხვა სექტორისკენ ალბათ). წესრიგის დაცვა იმ ბიძიებს ევალებათ მთელი თამაში მოედნისკენ ზურგით რომ დგანან ან სხედან და საქმე საქმეზე რომ მიდგება მათ შორის ისე გადიან როგორც საცერში წყალი.

• ავჭალიდან

ხომ თქვა მერე შაჰ აბასმა?! ო ალაჰ არ მისცე ქართველებს ერთი პირიო?!

• ფარნა

დაიჭირონ მოედანზე ვინც შევარდნენ და ჯარიმები მაგათ ან მაგათ "მშობლებს" ააკრეფინონ! ვინ არიან ეს უნახავი ტყიურები. ამოიცნონ და აღარ შეუშვან სტადიონზე. როგორ შეიძლებოდა თურქეთთან მატჩის წინ ნაღდი მხარდამჭერების დასწრება კითხვის ნიშნის ქვეშ აღმოჩენილიყო.

• პატარა ბელადის პატარა ბოტოფერმის დიდი უფროსი

ამ პროვოკაციას ორგანიზატორები ჰყავს. ვიდეოკამერების ჩანაწერების ანალიზია საჭირო. ყველა მონაწილის (თუნდაც არასრულწლოვანი) ნახვა შეიძლება. მონაწილეებთან პოლიციამ და სხვა ორგანოებმა უნდა ჩაატარონ საუბრები, ორგანიზატორების ვინაობა რომ დაადგინონ. აუცილებელია პროვოკაციის ორგანიზატორების დასჯა.

• ვახო

შიდა მტრები და მოღალატეები ყოველთვის ყავდა საქართველოს

• თორელი

ზოგადად ამ პატარა ქვეყანაში ყოვთვის მოიძებნება საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც მტრის ფუნქციას ასრულებს ქვეყანაში. ე.წ ,,პროტესტის 100 დღე ამის თვალსაჩინო მაგალითია და ამ პროცესის შემყურე ბავშვების ქცევის ასეთი გამოვლინებაც რა გასაკვირია. ..

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა

"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი

სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა

[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა

[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა

საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი

პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება

"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს

„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები

100 მილიონი ევრო ფაბრეგასის შესანარჩუნებლად - "კომოს" დიდი მიზნები აქვს

ფინანსების მოძიება ჰოლანის ტრანსფერისთვის - "ბარსელონა" ნორვეგიელის დამატებას გეგმავს

რაფინიამ ახსნა, როგორ ცდილობდა ნეიმარი "ბარსელონაში" დაბრუნებაზე დაერწმუნებინა

ბასილაშვილის ბრწყინვალე შეხვედრა - ნიკოლოზმა სახელოვანი ესპანელი მეტოქე 2 სეტში გაანადგურა

კვარაცხელიას შეტევაში ახალი პარტნიორი ეყოლება? - მიქაუტაძის თანაგუნდელის გზა პარიზისკენ მიდის

მორიგი ტრანსფერი "ბარსელონადან" "რეალში"? - მადრიდელები კატალონიელთა მცველს უმიზნებენ

"სელესაოში" ანჩელოტის წარმატების არ სჯერა - ბრაზილიის პრეზიდენტმა ამის მიზეზი განმარტა

მარიამ ჩიტაძე - ფიგურული მოციგურავის რთული გადაწყვეტილება და კარიერის ვერგაგრძელება...

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან

"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა

საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები

ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?

9:1 ორი მატჩის ჯამში - საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ისევ დამაჯერებლად მოუგო და B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა [VIDEO]

არეულობა საქართველოსა და სომხეთის მატჩის შემდეგ - რა მოხდა "დინამო არენაზე"? [VIDEO]

პრეზიდენტმა და კაპიტანმა სომეხ გულშემატკივრებს ბოდიში მოუხადეს