საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა.

"მადლობა ჩვენი ნაკრების ერთგულ გულშემატკივარს, რომელმაც დინამო არენაზე მთელი მატჩის განმავლობაში საუცხოო ატმოსფერო შექმნა. თქვენი უდიდესი მხარდაჭერა ნამდვილად იგრძნობოდა სტადიონზე და ტრადიციულად უდიდეს მოტივაციას აძლევდა გუნდს. რისთვისაც, მინდა კიდევ ერთხელ გადაგიხადოთ მადლობა. თუმცა, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, მატჩის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტი, როდესაც მაყურებლის მცირე ნაწილი სტადიონზე შეიჭრა და უსიამოვნო ფაქტს ჰქონდა ადგილი როგორც მოედანზე, ისე სტუმართა გუნდის ტრიბუნასთან.

მიუღებელია მსგავსი ქმედება სტუმარი გუნდის ქომაგის მიმართ. ამ სრულიად მიუღებელი ქმედების გამო, შევურაცხყვეთ როგორც სტუმარი გუნდის გულშემატკივარი, ისე საშუალება არ მიეცა ჩვენს ნაკრებს, ერთგულ ქომაგებთან ერთად ეზეიმა გამარჯვება.

მსგავსი ქმედება აზარალებს ფეხბურთს და ჩრდილს აყენებს ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯს. აღნიშნული შემთხვევა შესაძლოა უეფას მხრიდან სანქციების მიზეზი გახდეს, შესაბამისად დააზარალოს ჩვენი ნაკრები და ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი.

მადლობა სტუმართა გუნდს და ასევე მათ გულშემატკივარს, რომლებმაც როგორც თბილისში, ისე ერევანში მეგობრული გარემო შექმნეს. ასევე განსაკუთრებული მადლობა სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტსა და ჩვენ კოლეგებს უმაღლეს დონეზე მასპინძლობისთვის. ორ ქვეყანას შორის ახლო ურთიერთობის სპორტულ კავშირს ასევე ადასტურებს, საქართველო-სომხეთის ერთობლივი განაცხადი, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჩემპიონატის მასპინძლობაზე. იმედი მაქვს როგორც საქართველო, ისე სომხეთი, 2029 წელს 20 წლამდე ნაკრებთა ფიფას მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძელი იქნება.

ფეხბურთი გვაერთიანებს და ქმნის წარმატებას. განსაკუთრებული მადლობა ჩვენი საფეხბურთო ნაკრების თითოეულ წევრს, გუნდის სრულ შემადგენლობას, სამწვრთნელო შტაბს, რომლებმაც პლეი-ოფის ორივე შეხვედრაში საოცარი თავდადება და გამარჯვებულის მენტალიტეტი გამოავლინეს.”

წყარო: სფფ-ის პრესსამსახური

ბეჟო
და ფედერაცია მარტო იმიტოა ბილეთის ფული რო აიღოს? ვის უნდ უზრუნველყო უსაფრთხცოება?
ნუ ბანაობთ!
მართლა სამწუხარო ამბავი იყო რაც ვნახეთ. მეტი თავშეკავება გვმართებს. არ მესმის რატომ უნდა შევარდე მინდორზე და მითუმეტეს მოწინააღმდეგე გუნდის გულშემატკივარს რატომ უნდა შეუტიო.
ჟორა გაბრიჭიძე
ასეთებად რომ ზრდიდენ სააკაშვილ-ლომაია ამ ბავშვებს, ამოვიღეთ ხმა? ან ახლა ასეთებად რომ იზრდებიან და დღემდე სკოლებში აღზრდა-სწავლების ამერიკული სისტემა რომ გვაქვს და 2 წლის წინ ყველა გამოცდილი მასწავლებელი, რომ გავყარეთ სკოლიდან, ამოვიღეთ ხმა? ჰოდა შედეგით ასეთი დადგა.
გიგო
ძალიან დაგცურებია კრამიტი, შეიძლება აღარც გეშველოს, ან სად ერეკლეო და ...
ჟორა
დიახ, მოგმართავთ თქვენ უგნურთა ბრბოვ, საქონელს აქვს ქცევისა და ქმედების თავისუფლება, ანუ სადაც უნდა დაიბღავლეს, სადაც უნდა მოფსავს და სადაც უნდა მოტ....ს. თუ თქვენც ასეთი თავისუფლების უფლებას აძლევთ თქვენს თავს, მაშინ რით განგასხვაოთ მათგან?
sss
გასაგებია რომ ნაცებს არც კობიაშვილი გეხატებათ გულზე და არც ნაკრების წარმატება და ამიტომაც ანთხევთ ბოღმას კობიაშვილზე. ვთქვათ ხვალ გადადგა ფედერაცია რა ის ბრბო აღარ გადავა მინდორზე? მათ ჩაუნერგეს რომ იცხოვრონ ინსტინქტებით და გააკეთონ ის რაც გაუხარდებათ შედეგებზე კი არ იდარდონ. გამოსავალი არის ალბათ ერთი მინდორი შემოსაზღვრონ მავთულხლართებით. როცა ახალგაზრდას ეუბნები დაწვი რუსთაველი და მე დაგიცავ ის ხვალ რუსთაველსაც დაწვავს და სტადიონსაც.
Ჯამბულ მალანია
ეს არის კედების უაზრო,მარგინალი, დაკარგული თაობა,ვისთვისაც არავის აზრი ავტორიტეტული არ არის. არც ფეხბურთის სიყვარული აქვთ არც ფეხბურთელების. ეს არის მარგინალების ბრბო. პრობლემის საწყისი ისევ ოჯახებში და კანონმდებლობაშია.
d
სამწუხაროდ ყველა თანამდებობაზე გვიზის ხალხი რომლებსაც არ ესმით რომ თანამდებობა ეს არის პასუხისმგებლობა და არა ჯიბის გასქელების საშუალება. ასე რო იმართება ქვეყანა იქიდანაც ჩანს პარლამენტიც კი წერა კითხვის არმცოდნეებით როა სავსე. სინდისიც არ აწუხებთ მაგათ გულწრფელად ჯერავთ რომ პარლამენტარობის ცხოვრება აიწყვეს და მანდატი არის ოჯახის რჩენის საშუალება.
იასონას უდარი
რა მერე? ბოთლი ესროლა რპგ7 ხო არა? თქვე ჩემისებო,მოლოტოვის კოქტეილ ფართი გქონდათ რუსთაველზე,დაწვით და დაასახიჩრეთ ადამიანები,ხოდა ბოთლი გახდა პრობლემა? სად ვთქვი რო კარგი ეს ამბავითქო? მე ვთქვი,ცუდი არის,მარა ხდებათქო. იქვე ვახსენე,რომ ემოციები იწვევს ირაციონალურ გადაწყვეტილების მიღების ალბათობას და რას ნიშნავს ეს? იცი ხო რა არის რაციონიონალური და ირაციონალური? მერედა,უდიპლომო კაცი პარლამენტში აირჩიეთ,ამ კაცმა თავი გინებით გამოიჩინა იმ პარლამენტში,სხვა რამე გააკეთა? თუ გააკეთა,ადექით და გვითხარით. მერე აიღეთ და პრეზიდენტად დადეთ,ხოდა ის გიკვირთ რო ბავშვები იგინებიან ან ბოთლებს ისვრიან? რაც შეეხება მაკედონიასთან თამაშს,მერე რა რო აგინე,შეიცვალა რამე? ახლა მაინც ვერ მიხვდით რო ის კორონა ისტერიკა იყო დანაშაული და ვინმეს პასუხი მოეთხოვა? როგორც იმ ტროიკას? ბავშვები გახდნენ ხო პრობლემა,რადგან მათზე გადავლა და მორალისტობა ადვილია. აქ სტუმარ-მასპინძელს ახსენებენ,ხოდა ნაღდად გაქვთ წაკითული ეს ნაწარმოები? იქნებ ისიც გვითხრათ რო რუსები სტუმრები არიან ან თავის დროზე თურქები სტუმრები იყვნენ? სომხები ჩამოვიდნენ აქ ჩვენს დასამარცხებლად და გასამწარებლად,ხომ არის ასე? ხოდა ეს რანაირი სტუმრობაა,როცა თავიდანვე იცი რისთვის მოდის ის "სტუმარი". ჯოყოლას რო სცოდნოდა თავისი მომავალი სტუმრის ვინაობა,დაპატიჟებდა თავისთან სახლში? ან თემს რას ეუბნება,ეს უდნაშაულო არისო თუ ჩემს სახლში ხელი არ დაედოსო? მიდი აბა მიპასუხე,ხომ გაქვთ წაკითხული და აპელირებთ ამით. და კიდევ,ბავშვებზე რო საუბრობთ და მორალისტობთ,ხომ ხართ ღირსნი რო აკაკის "გამზრდელი" გირტყათ კაცმა თავში? "წადი ნახე შენი გამზრდელიო,და მაგ შენი საქციელის,პასუხს მისგან მოველიო",ხოდა ვისი ბრალია თუ ბავშვი არის უზრდელი? ან ახალი თაობა თუ უზრდელია და არ იცის მოქცევა,ამ ბავშვების თუ უფროსების? რაც გაზარდეთ,ის არიან და ახლა მორალისტობა უაზრობაა. სირცხვილია,ბავშვებისთვის არანაირი რჩევა არ მიგიციათ არასოდეს,თვითონ გადაწყვეტსო და ახლა არ მოგწონთ,ეგ რანაირი ამბავია? ჯერ უნდა აღზარდო და მერე გამოგადგება,თუმცა თქვენთვის არაფერი იცით და ბავშვებს რა უნდა სწავლოთ.
სიმართლე
ვისი ბრალია და შეგნება არა აქვთ არც ფეხბურთი უყვართ და საერთოდ არაფერი იციან მაგ პროვოკაციების გარდა.სასწრაფოდ გამოძიება უნდა დაიწყოს.
Რაგბის ფანი
არ მიყვარს კომუნისტები, მაგრამ მათ დროს გაუნათლებელი კაცი ვერც ერთ სფეროში სამეთაურო თანამდებობაზე,ვერ მოხვდებოდა.
მახო
მერე ჩემი ბრალია? მე თუ პურის ფულს ვიკლებ კეთილი ინებე და ფეხბურთი აკონტროლე
ქართველი
ამოიღეს სკოლებიდან ვაჟა და ილია და რაღა უნდა წაიკითხონ, ეხლა ბიძინას წარ ისტორიას წააკითხებიან სკოლებში თუ როგორი ქველმოქმედია და ჩაანაცვლებენ ილიას ვაჟას და აკაკის, ასეთი ახალგაზრდობა თუ გვყავს ეგ ყველაფერი არის განათლების სისტემის მთავრობის და ასევე თუ ხალხი შედის სტადიონზე ,ეს არის ფედერაციის და შინაგან საქმეთა სამინის პრობლემა და არა ხალხის
სოსო
დღეს უკვე რკინის ღობეებით მოედნის შემოღობვა სჭირდება,უსაფრთხოებას.ცხოველებივით იქცევიან და ცხოველს ვოლიერში აჩერებენ!იქნებ მაშინ მაინც მიხვდნენ,რა დონეზე დაეცნენ.ეს მოიტანა სასკოლო რეფორმამ და სულიერ აღზრდაზე უარის თქმამ.წინა მთავრობებმა თუ ნგრევა დაიწყეს,ესენი ხომ უკვე 12 წელია მთავრობაში არიან და რატომ გააგრძელეს განათლების სისტემის ნგრევა და განადგურება?ბავშვებმა,სკოლა შეიძლება ისე დაამთავრო,წერა კითხვაც არ იცოდნენ.ზოგი ასეთი და საკმაოდ ბევრი კი,უმაღლესის დიპლომის აღებასაც ახერხებს.

ცოტა ფედერაცია,ცოტა შსს,ცოტა სტადიონის უსაფრთხოება და შევრცხვით ქართველები.მთავრობის ლოჟას 1500 კაცი იცავდა და სტადიონს 30??
ზურიკო
სად გაიზარდეთ ბიჭო?! რა ოჯახში დაიბადეთ, ვინ გასწავლათ ასე მოქცევა? ხალხი კი არა ნახირია რა
დევკალიონი
ყველა უბანი სავსეა ასეთი უზრდელი ახალგაზდრობით ,სკოლის მაგივრად აგდიან უბნის ბირჟებზე გოგო ბიჭიანად ბილწსიტყვაობა და სიგარეტის ბოლება მიდის მოგეცა ლხენა ,არც პატრონი ყავთ მომკითხავი,რამე რო თქვა აქეთ გიჩივლებენ ხელს ვერ დააკარებ ,ან რა აცვიათ ან რას გვანან გადაჯიშებული ბაბუინები,არც ღმერთი არც რაიმე ავტორიტეტი ამაგათ არ აბადია ,ჩვეულებრილი დედამო ... ბ
ვახსიმონტო
არც ერთ ამ მოზარდს არ ექნება წაკითხული არც ვაჟას არც ილიას პწკარედი და არც სხვა არაფერი, ბევრი თავხედობა, უზრდელობა და უტიფრობა, საიდან მოვიდა ეს ყველაფერი ჩვენში ? სად დაიკარგა ზრდილობა, კეთილსინდისიერება , გულისხმიერება და რწმენა? არა, უფროსებმა შვილებისთვის ზნეობის სასწავლებლად აღარ სცალიათ , ჯერ პირ ქაფიანი ძაღლივით ეთმანეთზე დაგეშილი ბალანაყრილნი, ნაგვემი და დასისხლიანებული სხეულებით ურთიერთ სიძულვილით, გაუტანლობით უნდა დავაქციოთ ქვეყანა და მერე ჩვენივე შვილების წინაშე ვაგებთ პასუხს იმისთვის რაც მათ დავმართეთ.
ვახო
კობიაშვილი კი არა იმ ხალხის მშობლების და ოჯახის ბრალია ვინც იქ შევარდა და "იკაცა"
ვახო
ვის რაში ადანაშაულებთ ხალხო მართლა გადაირიეთ? რა საჭიროა ვიღაცის მითითება ისეთ ელემენტარულში როგორშიც ბოდიში და ჩავიჯვით რა სიქაჯეა ეს სტადიონზე შევარდნა ვინ ხართ საიდან მოხვედით, ნაკრების 4 ფეხბურთელის სახელი და გვარი არ გეცოდინებათ და მართლა ნამდვილ გულშემატკივარს რას ერჩით ნაკრებს რას ერჩით ქვეყანას რას ერჩით... უზრდელობა, უპასუხისმგებლობა და რავიცი კიდე რა აღარ ითქმება თქვენი მისამართით ვინც სტადიონზე შევარდით და იკაცეთ. იმდენი ტრაკიც არ გაქვთ გამოხვიდეთ და ბოდიში მაინც მოიხადოთ...
alexandre
რაღაც ნამეტანი აურიე ამ ბოლო დროს. ბოთლების სროლა მხოლოდ დაცინვაა? აი დისკვალიფიკაცია თუ მოგვცეს, მხოლოდ ზეიმია? ესაა მთავარი და არა მაკედონიის თამაშის გახსენება. ისე, რაც მე მაშინ ის მსუქანი ქალბატონი მინისტრი ვლანძღე, აი რომ გამოაცხადა უმაყურებლოდ ვითამაშებთო - იმდენი სიხარული მე და საქართველოს ნაკრებს. იმის გამო სულ ასე ბარბაროსებივით უნდა მოვიქცეთ?

ვის აბრალებ კობიაშვილო?ყველაფერი თქვენი არაკომპეტენტურობის და უნიათოების ბრალია!!
იასონას უდარი
თუ იმიტო ამბობ რო რაღაც თქვა,გასაგებია კობი ჯიგარო,მარა თუ უბრალოდ მორალისტობა მოგწონს,მაშინ შენი თავი გადაიყენე ჯერ და შენი გუნდიიანად მოხიე ფედერაციიდან. არ გვახსობს,ამის ძმაკაცის და ფედერაციის თანამშრომლის ლევან ცქიტიშვილის ქცევა საკუთარ ფანებთან? ამოიღეთ კადრები და გავიხსენოთ,რას ამბობდა ეს ვაჟბატონი. მთელი გუნდი გამოენთო და იცავდა ცქიტიშვილს. რა მოხდა გუშინ ისეთი,ჩვენი გუნდის ფანებმა მეტოქის გუნდის ფანებს დასცინეს,რა მერე მაგით? რა უცრო ცუდია,ეს თუ საკუთარი ფანების გინება ან ხელის დარტყმა? არავის გამართლებას არ ვაპირებ,მეტი საქმე არ მაქვს,თუმცა მესმის რო ესეთები ფეხბურთში ხდება და არაფერი ტრაგედია ამაში არ არის. ფეხბურთს თან ახლავს ემოცია,ზედმეტი ემოცია იწვევს ირაციონალურ გადაწყვეტებას,ეს მეცნიერულად დადასტურებული ამბავია. თან ისიც არ ვიცით,იქნებ და სომხებისგან იყო პროვოკაცია,იცით ვინმემ? რუსები ჩამოსულან აქ,თურქები ჩამოვლენ და რაღა სომხებს დაერივნენ? არავის გაგიჩნდათ ეს კითხვა? დაგვსჯიან და დასჯილები ვიქნებით,თუმცა არ მგონია რო ეს მოხდეს. ასეთი ფაქტები უამრავია ფეხბურთში,ასე რო ყველა ისჯებოდეს,ჩეფერინი და კობიაშვილი ეყოლებოდათ მხოლოდ ფანებად გუნდებს. შეიძლება ფულადი ჯარიმა იყოს,გადავიხდით რამენაირად. რაც შეეხება ფანების დაშვების აკრძლავას,რა ახლა გაახსენდათ ფანების საჭიროება? როცა კორონას დროს უეფამ დაუშვა ხალხის გარკვეული რაოდენობა,ამ ჩემის კობიაშვილმა არ დაუშვა ხალხი სტადიონზე.მაშინ რის გამო დაისაჯა გუნდი და ქართული ფეხბურთის ფანობა? კობიაშვილი და კალაძე რო ისხდნენ ოჯახითურთ ტრიბინაზე მარტო,რა ჩემთვის იყო კორონა და კალაძესთვის არა? ისიც გვითხრას,კლუბიდან ჯამრთელად წამოსულ კვარაცხელიას,კორონა როგორ დაუდასტურდა თამაშის წინა დღეს. აი,კობიაშვილო,ჩვენც ბევრი რამე გვახსოვს და თუ ერთი ავფეთქდით,მარტო რუსთაველი არ გადაიკეტება,პირდაპირ ნაგვის ურნებით მინგეჩაურზე გაგიშვებთ. ამიტომაც,შენც სუ და ჩვენც სუ,ერთი ადგილის თამაშს თავი დაანებე. ცივი გონებით ესეთი ფაქტები ცუდია,თუმცა ცხელი და ემოციური გოენებით ჩვეულებრივი ამბავია,რაც არ არის ტრაგედია და არც არასოდეს იქნება.თვითგვემაში ჩემპიონატი რო იყოს,მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით უკონკურენტოდ.
კობა
სად გყავდათ დაცვის თანამშრომლები მე თქვენი ,,,,,. ეს ე.წ. სტუარტები რომ არ ამართლებს ხომ ხედავთ.
ვერ მიხვფი ხო?
თურქებმა ფული გადაიხადეს და ეხლა უეჭველი წავაგებთ თურქებთან
სიმენონი
ნაცების? ეგ არის ქალივით ჭორაობა, რამე ფაქტი გაქვთ?
ხვიჩა
შეუგნებელი ლაწირაკი ვაიქომაგების ამბავი გასაგებია და ფედერაცია არაფერ შუაშია? ნაკრების თამაშების უსაფრთხოება ვისი საზრუნავია? როდისმე თუ დაგისჯიათ ან ახლა თუ აპირებთ ფედერაციიდან იმ პასუხისმგებელი პირის დასჯას, ვინც უშუალოდ კურირებს ნაკრების თამაშებზე უსაფრთხოების საკითხებს?
გია_544
და რაო, ფედერაციის საქმე არააო მატჩის ორგანიზაცია, ჩვენ არაფერ შუაში არა ვართო მომხდარი რომ არ მომხდარიყო-ვო? ჩვენ უბრალოდ მაკედონიასთანაც არაფერ შუაში არ ვიყავითო?
აქეთ გვედავება და გვამუნათებს))
პასუხისგებაში ხარ მისაცემი რომ ვერ ურუნველყავით წესრიგი სტადიონზე? თქვენი პირდაპირი მოვალეობაა. ბილეთს ხომ კარგად ადებთ ოთუზბირს? ჰოდა აქეთ ხალხს კი ნუ არიგებ ჭკუას, შენს უნიათობაზე აგე პასუხი. ის სტიუარდები თქვენი დაყენებულია და არა ხალხმა. სანქციების შემთხევაშიც პასუხისმებბლობა მთლიანად თქვენ და ორგანიზატორებს გეკისრებათ. რუსეთის საწინააღღმდეგო პლაკატებით ხომ არ უშვებდით ხალხს სტადიონზე? მაშინ კარგად იცავდით წესრიგს.))
დავითი
და ვინ უნდა უზრუნველყოს წესრიგი?!!!! თქვენ ხომ არა ბატონო კობიაშვილი?!?!?!? ფედერაცია არ იღებს ფულს ბილეთებიდან?!!!! რომ ჩამოგვიარა თატა ბურდულმა ამაყად, ვითომ მაგის დამსახურება იყოს ქვეყანაში ფეხბურთის სიყვარული ან კვარაცხელია ჟორჟის და ჩაკვეს შემდგარი კარიერა! დაცვის ვანიჩკები ისევ ავსებენ სტიუარტების რიცხვს, ნათესავ, მეზობლე ახლობლებით და რაღა სხვას მიცენ, ახლობლებში ინაწილებენ კუშს! არაპროფესიონალი და უყურადღებო კოლექტიური "კაციტაძეებით" არის სფფ სავსე და ურემი რო ბრუნდება, მერე იწყებთ კრიახს!!!! მერამდენედ, უნდა ავნოთ ქართულ ფეხბურთს ამ არაპროფესიონალების გამო თორე კაი ჭამონ!!!! პ.ს. ხო აქვე მინდა ხაზი გავუსვა მამასისხლად ნაყიდ 100 ლარში - სკამები დურდღლიანი და ბინძური!!! პ.პ.ს უბილეთოებით სავსე იყო სტადიონი, როცა მე ვიღაც მატრაკვეცამ გვერდითა გეითიდან არ შემიშვა!!!!
giorgi
პოლიცია სად არის სტიუარტი რას აკეთებენ მარტო ჟილეტი უნდა ჩააცვათ? ტვინშერყეული ხალხიცაა პატარა ნაბიჭვრები ნორმალურ ხალხთან ერთად სტადიონზე და თქვენ უნდა ორგანიზაცია გაუკეთოთ უსაფრთხოებას და წესრიგს!!!
თაზო
10 10 წელი ეგენი კი არა უბილეთოებით იყო სავსე სტადიონი
zura222
უსახელო ნაც საქონელი წერს ჩემი სახელით ამ იდიოტობებს და ამით ჰგონია რომშემაშინებს DDD
ამდენ სომხებს ჩვენ მიწა ეყალზე გაცხოვრებთ ძმურად მართლაც და არმენოფობიებიც გელანდებათ?
კი სურიკ ძალიან მაგრები ხართ. ასე გააგრძელეთ. დამწერლობა გვაჩუქეთ, რუსთაველი გამოუშვით საქართველოში, თბილისი აგვიშენეთ, აფხაზეთში რუსების წინააღმდეგ დაგვეხმარეთ აღარ ვლაპარაკობ იმ საუკუნეებზე რაც “გვიერთგულეთ” ჩურჩხელაც გვაჩუქეთ, ხინკალიც და ფეხბურთშიც ლამაზი გოლების მაგალით გვანახეთ ქართველებს.
შალვა
ცნობისთვის, ამ დროს, პოლიცია აფიქსირებს ფაქტს რომ მხოლოდ ერთი ბოთლი ისროლა ვიღაც თინეიჯერმა, და გასაუბრების შემდეგ გავუშვითო???!!! ამ ნათქვამს მე ვადასტურებ სრული პასუხისმგებლობით
ფეოლა
ეხლა მართლა მაიცააა! ბატონო ლევან, დაგმობა, მოწოდება და ეს ყველაფერი გავიგეთ, მაგრამ პასუხისმგებელი ვინ არის ამ ყველაფერზე? ბოლობოლო ერთხელ მაინც ვინმე რამეზე აიღებს პასუხისმგებლობას ამ ფედერაციაში? სტიუარტების ინსტიტუტზე და ზოგადად უსაფრთხოებაზე რამე გაგეგებათ საერთოდ? ვისაც უნდა, როცა უნდა ისეირნოს სტადიონზე და გამოვა მერე ეს ვაჟბატონი და დაიწყებს ბრტყელ-ბრტყელი სიტყვებით საუბარს. ერთი მაშინ აიღეთ პასუხისმგებლობა, კვარამ რო გამოტოვა თამაში და მეორე - ეხლა. სამარცხვინოები და არაფრის მაქნისები ხართ.
დიღმელა
პროვოკატორების უმრავლესობა იგვე ხალხი ვინც პოლიციას მოლოტოვს ესროდა მტავრობამ რა გაკეთა საიმმისოდ რო დასჯილიყვნენ პროვოკატორები არაფერი და არც არაფერს აკეთებს
მირო+
ამოიღეთ გაანალიზეთ და 10-10 წელი არ შეუშვათ სტადიონზე,ეგ იქნება მართებული! არ უნდა ეხლა მომხდარზე ტირილი,ვისაც ქომაგო არ შეუძლია ისეთი ნაკრების როგორიც დღეს ჩვენ გვყავს ნუ შეუშვებთ!!! ეს უნდა მოვითხოვოთ!!! ამ ხალხმა თავზე დაიჯვეს ყველგან ყველაფერს კადრულობენ,ერთი ვიღაცა წინა საღამოს დაარიგებს და რო მიუშვა გმირთა მოედანზე მოისაქმონ ჯგუფურად შეიძლება...არაფერია გამორიცხული!!!
o.k.
სირცხვილი, სირცხვილი, სირცხვილი... უნდა დაისაჯონ პროვოკატორები, პაუხი უნდა აგის ყველამ ვინც ვერ შეძლო წესრიგის დაცვა..
G.LA
საბერძნეთან უარესი იყო ბევრად და დასკვნები ვინც არ გამოიტანა მათი ბრალია ყველაფერი. ეიფორიაში მყოფს ხალხს ნუ ადანაშაულებთ. როდესაც ხალხის მასებია ეიფორიაში იქ ზრდილობას და თავშეკავებულებს ნუ ელოდებით. ჯერ კიდევ თამაშის დროს მოედანზე ბიჭუნამ შეისეირნა და კვარას ჩახუტება მოუნდა. სად იყვნენ სტევარდები საერთოდ?
ssss
ტქვენი ბრალია დაცვა ვერ უზუვერ ყავიტ და ბავსვებს აბრალებტ ესეტ ტამასზე ომონი უნდა ყოფილიყო სტადიონზე....................................
ეგრეა
ეს არის ბარდაკის ბრალი, ბარდაკია ქვეყანაში , თითქმის ყოველდღე თბილისის ცენტრში ვიღაცას კლავენ, რა ხდება ახსნის ვინმე,ან მთავრობა ან ქალაქის მერია,არ დაიჯეროთ მაგრამ დაბრუნდა ოთხმოცდაათიანები,ასე იყო იმ დროს , არაფერი არ იცვლება,
alexandre
ნამდვილად უნდა მოვუხადოთ!
მალხაზ ჯობავა
იყოს შენი ის ერთი გოლი, რომელმაც ვითომ ის ჩვენი ცხრა გოლი გადაწონა. ჩვენ კიდე, ყოველთვის ცხრა გოლი გაგვეტანის არმენებისთვის, იმათ კიდე ერთი, რომელიც ჩვენს ცხრას გადაწონის ვითომ. ხო-ხო, რა ვიცინე.
ჰაჰაჰა
ნაცებიიი....ნაცებიიი..., ნაცებიი... მაგას ჯიგარ, ობსესია (შებყრობილობაგართულება) ქვია ფსიქიატრიაში. ეს ისე, ცნობისათვია.
zura222
ხო დამავაწყდა კიდე ჯორკაეფი და გერდ მიულერი იტანდნენ კიდე
ოტელო
მერ შენ რა გახარებს. შენ მართლა კესარია
zura222
ისე რა მაგარი გოლი გაგვიტანეს, 9 გოლი გადაწონა რა. ზიდანი და მარადონა იტანდნენ ეგეთ გოლებს. ძაან მაგარი რამე იყო.
Ზაზა
ფეხბურთის თამაშის დროს ტრიბუნებზე უსაფრთხოება მკაცრად უნდა იყოს დაცული. მოედანზე ფეხბურთელის გარდა ვერავინ უნდა ხვდებოდეს! თუ ახალს ვერაფერს მიფიქრებთ, ძველი მეთოდი გაიხსენეთ! გაიმეტეთ უფასო ბილეთები - ჯარის და პოლიციისთვის! პირველს სამ რიგში ჩვეულებრივი მაყურებელი ვერ უნდა იჯდეს!
sos
ერთადერთი გადამწყვეტი თამაშია თურქეთან და რა გააკეთეს ამ უზრდელებმა გაუზრდელებმა ! თურქეთან თუ ვერ მოვიგეთ არანაირი შანსი არ დაგვრჩერბა პლეიოფის
Დინამოელი
ხვიჩამ ცოტა ხანი ბათუმში რომ ითამაშა დინამოზე რაც მოხდა თბილისელებთან თამაშის ბოლოსკენ ალბათ ბევრს გახსოვთ. კობიაშვილი ისეთი შთაბეჭდილება რჩება კიდევ სხვისკენ იშვერს ხელს ნაცვლად იმისა, რომ ბოდიში მოიხადოს ფედერაციის უსუსურობისა და უუნარობის გამო (ეს არ ეხება მათ მიერ მოკრძალებული თანხების ჭამას). არსად არ ხდება სხვაგან ისეთი შევარდნები სტადიონზე, როგორც ჩვენთან. სირცხვილია
კახა ქ.
მთელი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს მატჩის ორგანიზატორებს, რომლებმაც სათანადო ყურადღება არ გამოიჩინეს და უპასუხისმგებლოდ მიუდგნენ თამაშის ჩატარებას. სად იყვნენ სამართალ დამცველები(რუსთაველი რო გადავსებულია, აქ მოგეყვანათ,კი ბ-ნო იქაც უნდა იყვნენ, მარა აქაც უნდა ყოფილიყვნენ) სტუარტები,(იყვნენ მარა სულ ეკიდათ რაც ხდებოდა).ზოგი რო ამართლებს ბავშვებს. ე.ი.მთავარია ბავშვებს ქონდეთ სურათები ფეხბურთელებთან თორე ამას რა შედეგი მოყვება ეგ მეორეხარისხოვანია, ცარიელი ტრიბყნების წინ თამაში, ფულადი ჯარიმა და ა.შ. აი მაგ ბავშვებს, ეგ სულ ნაკლებად ანაღვლებთ, მთავარია სურათი ქონდეთ.ხომ შეიძლებოდა თამაშის მერე დალოდება და გარეთ სურათის გადაღება.....თუმცა მაგი სუ კიდიათ მაგათ
ანზ
როგორც ცივილიზებულ ქვეყნებში ხდება. გააკეთეთ იდენტიფიცირება. დასაჯეთ სამაგალითოდ. ფინანსური სანქცია + სტადიონზე შესვლოს აკრძალვა. რამდენიმე ჯუნგლის გამო არ მინდა რომ მთელი სამყარო უკულტუროს და საქონელს მეძახდეს
zura222
კობიაშვილმა კი არა შსს-მ და პროკურატურამ უნდა გამოიძიოს ეს საქმე და ყველა დამნაშავე დაიჭირონ ! ვიდეოებში კარგად ჩანან ის საქონლები რაღაცეებს რომ ისროდნენ სომხებისკენ და კეთილი ინებონ ამოცნობის ოპერაცია ჩაატარონ ! მე დარწმუნებული ვარ რომ ეგ იყო სპეციალურად გაკეთებული (ან ნაცების და ლიბერალების ან ჩვენი მუსლიმი მეზობლების დაგეგმილი@) და მერე კიდევ--დააბრუნონ არასრულწლოვანების პასუხსმგებლობის მუხლები თორემ მალე უარესებს გააკეთებენ !
david
ჩემს აზრს მოგახსენებთ. რაც მოხდა არის მიუღებელი და არის პროვოკაცია. მიზეზი არის ის რომ ბილეთების გაყიდვის ახალი მეთოდით სტადიონზე ვერ ხვდება საშუალო და უფროსი თაობის გულშემატკივარი(ნაღდი და ფეხბურთის მცოდნე, ვინც იცის და კარგად ერკვევა ფეხბურთშიც და სტადიონზე როგორ უნდა მოიქცე იმაშიც, იცის სტუმრის პატივისცემაც და ზეიმიც). არავის არ ვაყენებ შეურაცხყოფას მაგრამ ძალიან ბევრი ისეთი დადის თამაშზე აზრზე არ არის არაფერში: ვერ ცნობს ფეხბურთელებს, არ იცის წესები, რა თამაშია, რა შედეგი გვჭირდება და ასე შემდეგ. ზოგი სელფების გადასაღებად დადის, ზოგი საგინებლად, და რავიცი კიდევ რაზე!!! ყველაფერზე ნაღდი გულშემატკივრობის გარდა: შედეგად ვიღებთ იმას რაც მერამდენედ ხდება უკვე. თუ დაგვსაჯეს და თურქეთთან ცარიელი ტრიბუნებით ვითამაშეთ ასე მგონია ვიღაცეებისათვის ეგ იყო მიზანი!!! ნაკრებს და ნებისმიერ სტუმარ გულშემატკივარს პატივისცემა სჭირდება!!!
goga
გავიჩალიჩეთ, მეტს არც ვიმსახურებთ. როცა დიდ ბიძიებს ტ...კი არ აქვთ ლაწირაკებს ყური აუწიონ, უარესის ღირსებიც ვართ. რეალობა კი ისაა, რომ გასალახი უნდა გაილახოს.
მერაბი გ.
"შეურაცხყვეთ" კი არა - "შეურაცხყავით" ვაიგულშემატკივრების მოქმედება მართლაც ამაზრზენი და დამაზიანებელია! დაცვა რატომ არ იყო სტადიონზე? პირველ-მეორე რიგში პოლიცია და ჯარი მაინც დაგსვათ როგორც ადრე
გიორგი
იმედია მეორედ აღარ გამეორდება! ვისაც კონტროლის თავი არ აქ იჯდეს სახში და იქ უყუროს და თუ ვერ ისვენებს მერე ეზოში აღნიშნოს
alexandre
სამწუხაროდ, მე მგონია, რომ ვერ გადავურჩებით სანქციებს! თუ მხოლოდ ნაწილი ტრიბუნების დაგვიხურესმ გადავრჩებით. მე კი მგონია, რომ საერთოდ უმაყურებლოდ გვათამაშებენ. მშვენივრადაც ვიცით, რით მთავრდება ასეთი თამაშები. აწი ამ გაფუჭებულს აღარაფერი ეშველება. ვინც ამას კითხულობთ, დარწმუნებული ვარ მინდორზე არავინ გადავიდოდა. ამითომ ყველას გთხოვთ! საახლობლოში, სანათესაოში ყველგან აუხსენით ყველას, განსაკუთრებით ახალგაზრდებს: თუ ქვეყნის მტერი არ ხარ, რა ჭირი გინდა მინდორზე?! აღარ დავიწყებ ეჭვებზე ლაპარაკს, ვინ და რატომ ჩავიდა ძირს, არცერთი ვერსია არ არის უსაფუძვლო. ეხლა მთავარია მომავალში რას ვიზამთ. ფედერაციას და მერიას კი ვთხოვ, იქნებ ძვილ კომუნისტური დრო გაიხსენონ და პირველ რიგში ჯარისკაცები დასვან. ისე ჯერჯერობით ჩვენი საშვრლი არ არის! ხალხს, ვინც ამართლებს მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებას, მხოლოდ ძალით თუ დააშოშმინებ.
papai
სტადიონზე ფანების შესვლა არის გამართლებული მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში.. ჩემპიონი, ევროპაზე გასვლა, მსოფლიოზე გასვლა რაც მთელს მსოფლიოში მოსულა ასე ყველა გამარჯვებაზე შევარდნა არის ქაჯობა და იმის აღიარება რომ გამარჯვება ყოველთვის გიჭირს
qartul ocnebas gaumarjos gubernias gaumarjos
კარგად შეუძვერი კობიან კარგად . სურიკა222 ს ბოდიში ხო არ მოუხადოთ აქ კიდე?
ზორო
ოხ ლევან ნაკრებს ძალიან ბევრი მიეცი და ვერ შეგაგინებ,მაგრამ ორგანიზაციაში ჩავიჯვით...რბილად რომ ვთქვათ უსაფრთხოება იყო ნული
gzp
ასე იქნება ყოველთვის როცა ახალგაზრდების აჟიტირებას ახდენთ ხელოვნურად. როცა თამაშს ეძახით ბრძოლას. სპორტულ შეჯიბრს კი ომს. როცა უბილეთო მაყურებლით ავსებთ ტრიბუნებს და როცა ბილეთები უიაფესი ღირს.
კაი ერთი
გულშემატკივრებს შორის რომ მსგავსი არაფერი მოხდეს, სწორედ ამიტომაა მსოფლიოს ყველა მეტნაკლებად საფეხბურთო ქვეყანაში რომ მოწინააღმდეგეტა სექტორებს შორის პოლიცია არის განლაგებული. კობიაშვილმა, აქ მორალის კითხვის მაგივრად იქნებ აგვიხსნას, რატომ არ იყო საკმარისი პოლიცია სტადიონზე? საკმარისი კი არა, შეიძლება ითქვას, საერთოდ არ იყო! მინდორზე თამაშის შემდეგ შეჭრასაც იგივე ეხება. რა, არ იცის ფედერაციამ, რომ ისედაც პირობითი სანქციების ქვეშ ვიყავით? არაფერი გააკეთეს იმისათვის, რომ ეს რაც მოხდა, არ მ0ომხდარიყო. და ახლა სანქციები გვემუქრება და სეიძლება ნაწილბრივ ან მთლიანად ცარიელი ტრიბუნების წინაშე მოგვიწიოს თამაში თურქეთტან შემოდგომაზე! ამის შემხედვარეს, ეჭვი მიჩნდება, რომ გამიზნულად დაუშვეს ეს ყველაფერი მისათვის, რომ დინამოს სტდიონზე თამაშები აღარ ჩატარდეს. გახსოვთ ალბათ, სურვილიც გამოთქვეს დინამოს დანგრევის შესახებ, მაგრამ ხალხის მხრიდან დიდი აღშფოთება წამოვიდა და დროებით ამაზე საუბარი შეწყვიტეს. მოკლედ თუ შემოდგომაზე თურქეთთან თამაშს ბათუმში გადაიტანენ, ყველაფერი ცხადი იქნება!
ჟორჟი არ დადის, ხვიჩასთან ერთად დაფრინავს
მერე ვინ დაგიშალა ლევან ბატონო აგეღო ხელში მიკოფონი და მოგეწოდებინა ხალხისთვის? თქვენ ხომ ხალხის ნახევარზე მეტი გიჭერთ მხარს? უბედურებაც მაგაშია რომ ყურსაც არავინ გათხოვებდათ, რადგან უმცირესობაში ხართ და დაცვის გარეშეც ვერ გამოდიხართ გარეთ. თქვენი პასუხისმგებლობაცაა წესრიგის უზრუნველყოფა სტადიონის დირექციასთან ერთად. თუ მხოლოდ ბილეთების ცეცხლის ფასად გაყიდვა გეხერხებათ? საინტერესოა, ბანკეტზე ჟანასთან ერთად კარგად მოილხინეთ? )) ფული საკუთარი ჯიბიდან გადაიხადეთ?))
ddw
წილი პასუხის მგებლობის თქვენც გეკუთნით რაუნდა ჯერ უბილეთოებს სტადიონზე ? რანაირად ახერხებენ შესვლას? რატო არაა გამკაცრებული სტადიონის პერიმეტრი იქნებ ვინმემ ბომბი შეიტანოს?! სტიუარდების პრობლემა რატოაა რატო არუტარებთ ტრეინგს თამაშის დაწყებამდე თუ იციან რატო ბოგინობს ყველა როგორც უნდა? ბოთლი დანა რატო არ მოწმდება? კიდე უამრავი კითხვაა... მარტო სხვის შეგნებაზე ვერ ვიქნებით
რემი-ს
ძნელი მისახვედრია? რატომ ყავთ და საარჩევნოდ...)) მიუგდებ ორ კაპიკს და იყიდი ხმას.))
დათო
ჩააყენეთ პირველ რიადში განზაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი და მორჩა ამოვიფა ყელში ეს უზარო ბორიალი მინდორზე ასე უკვე აფრიკაშიც არ ხდება .
ტვინ ბურღოლოგია
ბილეთი ისევ ძველ ნიშნულამდე 50 ლარამდე დაწიე და ნამდვილი გულშემატკივრები უფრო მეტნი მოვალთ. 100 ლარიან ბილეთებს ნამდვილი ქომაგების უმეტესობა ვერ ყიდულობს გაიგე შე მოღალატე?
KAXA
მერე შე დალოცვილო თავიდან მოგეფიქრებინათ ზომები, რო არ შეჭრილიყვნენ სტადიონზე. იმისი არ იყოს, კვარას მეორე ყვითელი ბარათი არ ვიცოდითო.
რიად მაჰრეზი
თუ გადავრჩით თურქეთთან უმაყურებლოდ ,პირველ სკამებზე დასვით სპეც რაზმი თავისი ეკიპირებით და ვერ გაბედავს ბრბო ამ სისულელეს .
zviadi
1. უნდა გამკაცრდეს სტადიონზე მოხვედრის არსებული წესი (პირადობის გარეშე არ უნდა დაიშვას არავინ) 2. უნდა აიწიოს ასაკი ბილეთების გაყიდვისას 3. აუცილებლად უნდა დააყენონ კამერები სტადიონზე, რაც შეიძლება ბევრგან (რომ ყველა ასეთი დამნაშავე გამოვლინდეს, რომ ასეთი უმსგავსოება ავირიდოთ მომავალში)
რემი
სტიუარდები რატომ გყავთ ?
გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს
კაბო-ვერდესთან საქართველოს ნაკრების მატჩზე ყველა ბილეთი გაიყიდა
"ქართველ ფეხბურთელებს რუსეთთან თამაშის გამბედაობა არ ეყოფათ" - ამბობს დუმის დეპუტატი
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
[VIDEO] ოსიმენის ისტორიული რეკორდი - ნიგერიელმა "გალათასარაის" თასი მოაგებინა
სკანდალი. "მსაჯი რეციდივისტი და მძარცველია - მამარდაშვილის მომენტის გამო პენალტი არ უნდა დანიშნულიყო" - ესპანური მედია
[VIDEO] მამარდაშვილის მოგერიებები, "აკიდებული" პენალტი და "ვალენსიას" ათმატჩიანი წაუგებელი სერიის შეწყვეტა
საფრანგეთში რეფორმა იგეგმება, რათა პსჟ ვადამდე არ გახდეს ჩემპიონი
პსჟ ორი ფეხბურთელის შეძენას აპირებს და დაცვის ეკვადორული ცენტრი ეყოლება
"შახტარს" "ნაპოლის" მიერ სუდაკოვში შეთავაზებული თანხა ეცოტავა
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა შეიძლება ესპანური კლუბი დატოვოს
„შავი ლომის“ ბრიტანული ტურნე: მატჩები შოტლანდიაში და შემადგენლობაში ცვლილებები
ეს საქართველოსთვის სასარგებლოა - ჩეფერინი უეფას პრეზიდენტად დარჩენას აპირებს
"დინამოს" სტადიონის ადმინისტრაციიდან სფფ-ში ეს წერილი მოვიდა... მასში ამ პრობლემებზეა საუბარი..." - კობიაშვილმა თქვა, რატომ არ იმართება საქართველოს ნაკრების მატჩი "დინამო არენაზე"
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
ლევან კობიაშვილი: სანიოლის სურვილი ნაკრებში დარჩენაა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...