ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოს ეროვნულმა გუნდმა სომხეთის ნაკრებთან დამაჯერებელი გამარჯვებით გაგვახარა. მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ფიქრები მაინც შემოდგომისკენ იყო გადასროლილი, როცა მსოფლიო ჩემპიონატზე მოსახვედრად დავიძრებით. B დივიზიონში დარჩენით კი ვხარობთ, მაგრამ სამწუხაროდ, "ერთა ლიგიდან" მუნდიალისთვის ნახევარი გზის გავლა არ გამოვიდა.

ვილი სანიოლმა თქვა, რომ მომავალზე ფიქრი დაიწყო. რა დავინახეთ სამომავლო პერსპექტივაში?

საქართველოს ნაკრები უფრო თანამედროვე მოგვეჩვენა, აჩქარებული და პრესინგზე გაცილებით ეფექტური, ვიდრე ადრე. რამ შეიძლება შეუშალოს ხელი ამ ამბავს? პირველ რიგში, გაცილებით ძლიერ მოწინააღმდეგეებთან ეს საქმე რამდენად გამოგვივა, საქმე ესაა. პატივისცემა ჩვენ ვეტერანებს, მაგრამ ვილი სანიოლს იმაზე დაფიქრდბა მოუწევს, მათზე დაყრდნობა ამ "აჩქარებას" ხელს ხომ არ უშლის? მაგალითად, პირდაპირ ვთქვათ, მინდვრის ცენტრში კვეკვესკირით და მექვაბიშვილით სხვადასხვანაირად ვითამაშეთ, სხვაობაა დიდი იყო. ადრეც დაგვიწერია, სწრაფი შემტევების პირობებში, ნახევარდაცვაში ბურთის ეფექტურად მოპოვებას რამხელა მნიშვნელობა აქვს.

გარდა ამისა, როცა მწვრთნელი ფიქრობს, რომ უკვე მზად ვართ, ოთხი მცველით ვითამაშოთ, ამ ტატქიკით ესპანეთთან დაპირისპირება გვახსენდება, სადაც რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაგვიჭირდა. ისევ პირდაპირ - ვეტერანი კაშიას მთავარი პლუსი სამმცველიანი დაცვის მართვა, ერთ მუშტად შეკვრა და დაბალანსებაა. როცა ორი ცენტრალური მცველით ვითამაშებთ, ამ დროს თანაგუნდელის დაზღვევას გაცილებით მეტი სისწრაფე სჭირდება და ან მხრივ პრობლემები სომხების მიერ გატანილი გოლის შემდეგაც კი გამოჩნდა.

ახალი ტატქიკის პირობებში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ფლანგელებს, რომლებიც როგორც დაცვაში, ასევე შეტევაში თავს კარგად წარმოაჩენენ. თუკი მარჯვნიც ოთარ კაკაბაძე უალტერნატივოა, მარცხენა მცველის პრობლემები საკმაოდ დიდი ხანია, რაც არსებობს. ერევანში შეხვედრაში კარგად გამოჩნდა, ირაკლი აზაროვს მწვრთნელისგან დავალებული ჰქონდა, დაცვაში მაქსიმალურად ყურადღება გამოეჩინა და ბურთის დაკარგვას მორიდებოდა. ობიექტურად, აზაროვი აქ მთავარი არჩევანია.

ამ სქემაში სქემაში შეტევაში მარჯვნივ მოქმედება გიორგი ჩაკვეტაძეს უწევს. ეს მისი ოპტიმალური პოზიცია არაა, მაგრამ კვარაცხელია-კიტეიშვილი-ჩაკვეტაძის შემტევ სამეულში პოზიციები ასე ნაწილდება. მარცხნივ და "კვარასკენ" ყურადღების გადატანა "ჩაკვემ" შესანიშნავად გამოიყენა და ეს მომავალშიც ასე იქნება. ამის მიუხედავად, სანიოლი აშკარად ცდილობს ნომინალური მარჯვენაფლანგელი გამოკვეთოს, რომელსაც საჭირო დროს დაეყრდნობა. ეს მაშინ, როცა ჩაკვეტაძეს შუაში ან მარცხნივ ვიხილავთ(ან შეიცვლება), შესაბამისი ალტერნატივა არსებობდეს. აქ ზურიკო დავითაშვილიც მოისინჯა და ლევან შენგელიაც, გუნდში ამ პოზიციაზე თამაშის მიხედვით კი შესაძლოა, ამ საქმისთვის ყველაზე კარგი ვარიანტი გიორგი წიტაიშვილი იყოს, ერევანში მარჯვნივ ცოტა ხნით რომ ვიხილეთ.

წინ ივნისის ამხანაგური მატჩები გველის, სადაც მეტოქეების დონე მნიშვნელოვანი იქნება. ამ დროს ალტერნატივების მოძიება დიდად ვერ მოხერხდება, რადგან ახალგაზრდებმა ევროპის U21 ჩემპიონატზე უნდა ითამაშონ. ერთ-ერთი ასეთი ალტერნატივა გუნდში ახლაც იყო, 21 წლის ლუკა ლაცაბიძე.

ამაზე ყურადღება ნაკლებად კი გამახვილდა, თუმცა სომხეთთან ორივე შეხვედრის დასკვნით ნაწილში საქართველოს ნაკრებმა კვლავ სამი მცველით ითამაშა, რაც მის საბოლოოდ გამორიცხვას არ უნდა ნიშნავდეს. ერევანში ასეთ დროს მთელი ფლანგის კონტროლი გიორგი გოჩოლეიშვილს დაევალა, თბილისურ შეხვედრაში კი შუაში ისევ კაკაბაძე შეიწია(ეს ერთგვარი ბონუსია), შენგელია მარცხნივ გადავიდა, მარჯვნივ კი გიორგი გულიაშვილი ვიხილეთ. ამ ტატქიკური სქემის მთავარი პლუსი მაინც მასში გურამ კაშიას ეფექტურად გამოყენებაა.

უკვე ვიცით, რომ ივნისში ნაკრებთან ერთად არ იქნება მეკარე მამარდაშვილი, ვისაც ამხანაგურებში დასვენების საშუალება მიეცემა. ვვარაუდობთ, რომ ევროტურნირებზე მაქსიმალურად შორს გასვლის შემთხვევაში, სანიოლი ამოსუნთქვის საშუალებას ხვიჩა კვარაცხელიასა და გიორგი მიქაუტაძეს მისცემს. არაა გამორიცხული, ქილოჩორაშვილს ესპანეთში პლეი-ოფები ჰქონდეს. ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გოგლიჩიძესა და აზაროვს ვიხილავთ. ყველაფერი ეს შემოდგომისთვის სათანადო მომზადებასა და ახალ ტაქტიკასთან მორგებას ხელს შეუშლის.

როგორც ყოველთვის, ჩვენი მიზანი არა არსებულით ტკბობა, არამედ მომავლის განსაზღვრაა. ჯერ დაველოდოთ, ამხანაგურ შეხვედრებში მეტოქეები როგორ შეირჩევიან, საქართველოს ნაკრებზე მსჯელობა კი მანამდე მუდმივად შეგვიძლია.

• სოსო

ნაპოლეონ,ოცდამეერთე საუკუნეში ნაპოლეონობას იჩემებ და კიდევ სხვას ასწავლი, ჭკუას და ნამუსს?!

• გიორგი

სუპერ მომენტი იყო ნამდვილად .... უმაგრესია ჩვენი ხვიჩა ... მსოფლიო დონე !!!

• იასონას უდარი

არ მომწონს,როცა კუთხეზე და ფეხბურთელის წარმომავლობაზე საუბრობენ,რა შუაშია მეგრელი ან გურული? ეგრე ნუ უყუებთ ამ ხალხს,ისინი ქართველები არიან და ასე მიუდექით ყველას. რაც შეეხება თემას,გუნდურობა გვიჭირს მთლიან ქვეყანას და ნაკრები ციდან კი არ არის ჩამოვარდნილი,იქაც იგივე პრობლემაა.სულ რო არ იყო ფეხბურთთან ახლოს,მაინც მიხვდები რო არ არის საჭირო ბურთის უაზროდ ტარება.ბურთმა უნდა იმოძრაოს,რათა შენი ჩანაფიქრი ადვილიად გამოსაცნობი არ გახდეს,რასაც საქართველოს ნაკრები არ აკეთებს.როცა კონტრზე თამაშობ გუნდი,მესმის,წინ კვარა და მიქაუტაძე არის,მათ იმედად იგზავნება ბურთი,თუმცა როცა პირველ ნომრად თამაშობ,ეს არის სიმახინჯე. რამე განსაკუთრებულს კი არ აკეთებდა გვარდიოლა,აქ რო გონიათ გენიოსია ის კაციო და ლამის არის ღისების ორდენი გადასცენ. არ არის გენიოსი,უბრალოდ მან იცი რო ფეხბურთი არის მარტივი სპორტი,გაართულებ და წააგებ. როცა ბურთს ფლობ და სულ მოძრაობაშია ეს ბურთი,მეტოქე ვერ ხვდება შენს განზრახვას,თიშავ თამაშიდან და უტან გოლს.მხოლოდ საქართველოშია მიჩნეული,ფლანგზე თუ არ გაიქეცი და კაცი არ მოატყუე,ეს ფეხბურთი არ არის. პასი რატომ მოიგონეს,რათა უსწრაფესად მოხდეს შენი საჯარიმოდან მეტოქის საჯარიმომდე ბურთის ატანა. არც კონტრზე თამაშს სჭირდება დიდხანს ბურთის გაჩერება,რადგან სულ რამოდენიმე წამი გაქვს,მერე მეტოქე ჩამოდის უკან და ზონებს ავსებს.სულ სათქმელად მაქვს,ლივერპულის საჩემპიონო სეზონში იყო თამაში ლივერპული ვს სიტი. სიტი ტრადიციულად ბურთს ფლობდა,თუმცა ლივერპულმა სამ პასში გოლი გაუტანა და ამ სამი პასით მთელი მოედანი გადაჭრეს.ალისონმა პასი არნოლდზე გაუშვა,არნოლდმა გრძელი პასი მოძრაობაში მისცა რობერტსონს,რობერტსონმა ასევე გრძელი მოჭრილი პასით სალაჰი მოამარაგა,ერთი შეხება და გოლი. ეს არის კონტრზე თამაშის მასტერკლასი.რათ უნდა ბურთს დიდხან გაჩერება ფეხში,მოკლე ან გრძელ პასში ითამაშე,შედეგს დადებ. აი,ესპანეთს ფრენკი დეიონგის მაგარი მონაცემების ხარჯზე,ბურთი დაუმალა ჰოლანდიამ პირველ და მეორე თამაშში რიგ შემთხვევებში. ფრენკის ეს მონაცემი აქვს,მოძრავია და ტემპის კონტროლი შეუძლია. აი,საქართველოს ნაკრებს უნდა რო შედეგი ქონდეს,დაამარცხოს ესპანეთი და თურქეთი,თუმცა პასში თამაში არ იცის და ტემპის მაკონტროლებელი არ ყავს. მიიღო ბურთი და მიაწოდე კვარას,ეს არის ჩვენი ტაქტიკა. პირველ თამაშში კვარა არ იყო,უფრო კომბინაციური იყო თამაში და ჩვენი კარისკენ არ გაუხედია სომხეთს. აი,აქ კვარა იყო და 5-0 ვიგებდით,მაგრამ მაკრატელა გაგვიტანა სომეხმა. როცა შეიძლებოდა ამის თავიდან არიდება. ვიღაც მეტყვის,ორი თამაშის ჯამში 9-1 მოვიგეთო,რა გაწუწუნებსო და მათ ვეტყვი რო ეს წუწუნი არ არის,ეს არის პრობლემაზე მითითება. ამ თამაშში გოლოს გაშვებას არ გვეკუთნოდა,რადგან არაფერი არ შეუქმნია სომხეთს. უბრალოდ,უაზროდ ბურთის კატავმა გამოიწვია კონტრი და გოლის გაშვება. თუ გინდა 4-3-3 ითამაშო,მაშინ ბურთის დაჭერის კვალიფიკაცია უნდა გქონდეს. თუ უკან აპირებ დგომას,რა მნიშვნელი აქვს ფორმაცია,არ ჯობია უფრო მეტი დაცვითი ტიპის ფეხბურთელი გყავდეს? 90 წუთი საქართველოს ნაკრებს პრესინგი არ შეუძლია,ბურთის დაჭერა და 4-3-3 ან 4-2-3-1 თამაში გვინდა,რანაირად? ამას სხვა უნარები და რესურსი სჭირდება.

• ტოტტი

ანუ შენ ფიქრობ რომ სანიოლი ყველაფერს უშეცდომოდ და იდეალურად აკეთებს? ეგ არ იყო 7:1 რომ ამოგვტენა ესპანეთმა? ეგ არიყო ბოლო სამ თამაშში ერთა ლიგაზე ერთი ქულაზე მეტი რომვერ ავიღეთ? და ფეხბურთელებზე კიდე რასაც ვამბობ ეგრეა მსოფლიოში ვეღარ არიან ინტენსიურები 36-38 წლის ასაკში რა გასაკვირია აგერ რამოსსს აღარ ათამაშებს დე ლაფუენტე და 18 წლის კუბარსი უყენია ძირითადში

• ბს

ყვიროდნენ -,,მელიქბეკიან ჰერაცი" ისმოდა - ,,მელი ბეჰას ჰევეცი" გაიგეს - ,,ვენი დედას შევეცი". ამ სტატიასთან პირდაპირ კავშირში არ არის, თკმცა აუცილებელია რომ ეს გაუგებრობა რაც მოხდა ჩვენსა და სტუმრებს შორის აღმოიფხვრას. ეს არ ამართლებს ჩვენი ზოგიერთი ხისთავიანის საქციელს, მაგრამ უნდა ავუხსნათ ჩვენ სტუმრებსაც რომ გაუგებრობას ჰქონდა ადგილი.

• დავითი

მადლობა კარგი სტატიისთვის. ჩვენ ერთი გუნდი ვართ! წინ საქართველო ... გელით მსოფლიოზე :)))))

• T.q

შენ ისეთი შეგულიანებული ჩანხარ ტვინი კი არა შენ გადაიხვნები მემგონი

• ც

ერთი რამე მინდა ვთქვა არსად არ ყოფილა. ხვიჩამ სომხეთთან , იყო მომენტი, რა ბურთი გააჩერა :) რა ლამაზად, როგორ უმაღლესი პროფესიონალის ხარიახით, რაღაც ენით აღუწერელი სილამაზის გაჩერება იყო, სასწაული სიმაღლიდან მოდიდოდა და თან ტერფის გარე მხარე დაახვედრა, თან ჩაახვევინა, თან მიიწება და თან ისე რბილად დაისვა ხოდზე, მისგან მარჯვნივ, თან იმდენად შორს რამდენადაც სჭირდებოდა, რომ მივხვდი საბოლოოდ ეს კაცი ფენომენია. სპორტალს ვთხოვ გეხვეწებით რა - ჩემი სახელით, კაცურად, იპოვნეთ რა ეგ მომენტი და ცალკე დადეთ რა :) თუ გახსოვთ რა მომენტში იყო. ეგ არ უნდა დაიკარგოს

• C

ყოჩაღ ღვთისავარ და მადლობა სტატიისთვის ! ბწვრი მაქვს სათქმელი, მარა ამ წუთას ვერ ვწერ. მომეწონა, რომ კომენრარებსაც კითხულობ და შენ პირად შეხედულებასაც ამატებ და რაღაცეებს არჩევ ძალიან სწორად და საინტერესოდ. წარმატებები. ხმა და ტემბრი, დიქციაც თუ ხელს გიწყობს იქნებ კომენტატორობაც გეცადა

• ისევ ალფა

ვაახ, რა უნდათ ამ ჩომბეებს, რას მიდისლაიქებენ, ვერ გავიგე.

• T.q

კუსავით ფეხი რო გამოყავი ვის რა პატივი უნდა ვცეთ და რა გავაკეთოთ ვის ასწავლი დიდ გულზე ხარ იმიტომ რომ სპორრალის ცენზურა იცი გიფარავს ავისაგან და განსაცდელისაგან თორე ამას ვერ დაწერდი ვის დავამოკლებდი და როგორ მაგას შენი ცალი თვალით ნახავდი

• G.LA-ს

მანქურთი განა სხვას ნიშნავს.მიხაელ როთის მადიდებელი საერთოდ ხმას როგორ იღებ.იმისნაირი ხარ შენ და ვინც იქ დგახართ სუყველა. ფედერაციაზე რო ლაპარაკობ ჯერ გაიხსენე კობიაშვილამდე ფედერაციას რა მიხწევები ჰქონდა.მიწასთან რო გასწორეს ფეხბურთი.ფულის კეთების მეტი რა უკეთებიათ?იმ დროს მისტირით თქვენ და არველაძები რა თქმა უნდა. მესმის რო გამწარებული ხარ და ვეღარ იგებ ვის უკმინო(უკმინე როთს). რას იზავთ მოგიწევთ გლოვაში ყოფნა საქართველოს გამარჯვების გამო. წარმომიდგენია ეხლა კალათბურთელებმა უნდა ითამაშონ ევროპა და კიდეც გასკდებით გულზე

• G.LA

ახლა მაგისთვის ვინ მოიცლის? სულ არასოდეს არ მაინტერესებს ლაიქები. დისლაიქებიც ნიშნავს რომ ბევრმა წაიკითხა ჩემი კომენტარი და მადლობა მათაც. ზოგი ქალებიც აქტიურობენ როგორც ვხედავ, ისე იწყევლებიან. მაგ სიმართლით იარეო, რა არის ტყუილი რომ ხალხის გადასვლა ფედარციამ უნდა მოაგვაროს და რომ მათ ევალებათ? თუ ისაა ტყუილი რომ თბილისში რამოდენიმეჯერ ძვირი იყო ბილეთები ვიდრე სომხეთში. დამიწერეთ ტყუილი სად დავწერე? გაუმაძღარი ვერ მიიღეთ ყურებში? უკაცრავად, ჩვენმა კეთილშობილმა ფედერაციამ ხალხის მოთხოვნით ბილეთები ძვირი შემოგვთავაზა ვიდრე სომხებმა, რომლებმაც ხალხის აზრი არ გაითვალისწინეს და პატარა ბილეთების ფასი შესთავაზეს? ასე გინდათ ასეთი სიმართლით იცხოვროთ.? თუ არ წაგიკითხავთ მაინც რომ იტალიაში და საფრანგეთში ასევე გერმანიაშიც ხვდებია ქომაგები და სცემენ ერთმანეთს? საქართველოში მომხდარა ასეთი ფაქტი? ა რ ა ს ო დ ე ს ! რა ხდება თამაშის მერე ეს ვერ გაანალიხეთ ამდენ ხანს? მაშინ დაუნებიც ყოფილხართ უნამუსობასთან ერთად

• Levani

რა შეუშლის ხელს და GLAს ნაირი ხალხი.მიდგომიხართ და ერთმა მუჭა სომეხმა პროვოკატორებმა რომ სცადეს ჩვენს ზეიმს ლაქა მოეცხოთ იმას აბუქებთ. დიდი ამბავი ახლა სტადიონზე თუ ვინმემ იჩხუბა. საქართველოს გამანადგურებელ თამაშზე არ მახვილდება ისე ყურადღება როგორც ვიღაცის ნასროლ ბოთლზე. და ამ ფედერაციას,კალაძეს კობიაშვილს აკრიტიკებთ სტადიონის ბილეთის გამო?! ხალხი მთავრობაშია და თავის წრეს ბილეთები რატო უშოვა? თქვენ მთვარიდან ჩამოხვედით ალბათ ბიძია. სხვა მთავრობა მოვა და ისინი არ იჩალიჩებენ ფეხბურთის ბილეთებს თავისთვის? თქვენ რო არ გიხარიათ ნაკრების წარმატება სხვას მაინც აცალეთ გაიხაროს. ზოგმა ისიც დაწერა სომხეთი სუსტია ახლაო და ჩვენი ბრალია ეგ? ჩვენც ვიყავით სუსტად 4 წლის წინ და არ მოგვიგეს მაშინ? თუ კობიაშვილს უნდა მიეწერა ჩეფერინისთვის სომხეთის მაგიერ გალანძია შეგვახვედრეო ჰა? ვაი თქვენს პატრონს მედიამაც რო ააჭრელეთ ყველაფერი რაღაც 10 მა ხულიგანმა ჩხუბი სცადა-არც უჩხუბიათ და მაგით. მოედანზე კიდე ვინც გადაირბინა ბაზარი არ არი ხიხოა და იქნება აწი ისწავლონ ჭკუა.

• jei-jei-jei-jei Okocha

თავში აქვს ავარდნილი... და ეს ბუნებრივია, იმ ყველაფრიდან გამომდინარე, რაც ხდება ჩვენს (და რამარტო ჩვენს) სოციალურ ქსელებში და მედია სივრცეში. ეს საიტიც კვარას ფანკლუბია, ფაქტიურად. ამას ემატება მეგრელების განსაკუთრებული აღტკინებულობა, როგორც ვიცით ))) მე რომ ნაკრების ამბიციური ფეხბურთელი ვიყო, მაგარ გატეხილში ვიქნებოდი, ამ სიტუაციაში (ჩაკვეტაძის მაგალითი რომ ავიღოთ, დამოკიდებლება ისაა, რომ თუ ჩაკვე კარგად თამაშობს, ეს თურმე იმის ბრალი ყოფილა, რომ მეტი ყურადღებაა კვარაზე დდ ასეთი რამე რომ მითხრას ვინმემ, ხომ დავახურე თავზე ყველაფერი ))). პლიუს არაერთი უსამართლობა ისტორიულად ჩვენს ნაკრებში და ვიღებთ შედეგს, რომ ძლიერ გუნდებთან გუნდი არასდროსაა საკმარისად მედეგი, როგორც გუნდი. თუმცა, როგორც ჩანს, გუნდში დიდად არაავის აწუხებს ესეთი "ღრმა" საკითხები: უფრო პირიქით, ყველანაირად უწყობენ კვარას ხელს, რომ კარგი სტატისტიკა დადოს, რადგან ალბათ ფიქრობენ, რომ კვარას თუ გავაქაჩინეთ, მერე სხვა ქართველ ფეხბურთელებსაც მეტი ყურადრება გვექნებაო. ზოგადად, დეგრადირების ხარისხი უმაღლეს ნიშნულს აღწევს ჩვენს სოციუმში დღესდღეობით, როგორც ვიცით.

• იასონას

კაშიას მხარე გაირღვა და გოგლიჩიძე უნდა გადასულიყო? მითუმეტეს უკან კაშია მოძუნძულებდა.. რომ ჰქონოდა სისწრაფე დაეწეოდა ან როცა ჩააღწია რა ქნა ხელიც ვერ შეუშალა ჩაწოდებაში. არუნდა ეხლა ერთი ადგილის გაწმენდები! კაშია არაა ძირითადში სათამაშო! თუ ვიგებთ ბოლო წუთებია და დაცვაში ვიქნებით ჩამჯდრები მაშინ კიდევ ხო შეილება გამოიყვანო..

• ახლა მაგისთვის ვინ მოიცლის?

მართალია ყველაფერი რაც დაწერე. ქოცები არ დაგეთანხმებიან რადგან მედროვე გაუმძღრები უწოდე. ეგ სიტყვები ამოგეღო ლაიქებით გაგავსებდნენ. დდდდდ

• G..LA-s

მაგ, სიმართლით იარე შენ და მაგ შენმა ლაწირაკებმა არუსთაველზეც და სტადიონს იქით! შენნაირები ათამამებთ და ახალისებთ ცუდ საქციელში მაგათ.

• ზლატან დროგბა

სამი მცველით წავაგეთ თურქეთთან, ესპანეთთან, უკრაინასთან ორგერ, ჩეხეთთან და ნამეტანია უკვე.

• G.LA

სპორტალ გთხოვთ რამე თქვენ დაწეროთ, ჩვენი ხმა არ ესმით. იქნებ თქვენი ხმა დაყრუვებულებმა გაიგონ? ჯობს ტაქტიკურ სქემებზე ლაპარაკს და სქემების გარჩევას, ფედერაციას მიმართოთ. რამე იმიქმედონ სტადიონზე გადასვლების შემდეგ რომ აღარ ვივიშვითოთ შემდეგში. საბერძნეთან ევროპაზე გავედითო ზოგი ასე ამართლებდა მაშინდელ მომხდა ფაქტს და სომხებთან ეს რა იყოვო? რა იყო და ხალხის გახარებული მასა იყი. ვერ ნახეთ რა იყო? ხალხის მასა ისე აშინებთ რუსთაველზე თვითონ კლეტკებში შესხდნენ პარლამენტიანად და ქვეყანა კიდიათ. ადრე მახსოვს პირველ 2-3 რიგში სამხედროები იჯდნენ და ახლა ვეღარ ძღებია ფედერაციაში, ადგილები აღარ ემეტებათ. სომხეთში იგივე თამაშსზე ბილეთების ფასი 14 000 სტადიონზე 10 ლ ღირდაო და თბილისში 4-5 ჯერ მეტ ტევადობაზე რა ღირდა ბილეთი?(50-120)რამდენიც რამე ხდება სულ ხალხის მასებს ამბრალებთ ყველა აქ კომენტარებში და მაღლაც ( ფედრაციაშ,მთავრობაში). რომ არაფერი მოხდეს ზომები ფედერაციამ უნდა მიიღოს. რატომ არ ხდება სხვაგან ასეთი გადასვლები მინდორზე? იქ ქომაგები პირდაპირი გაგებით ხოცავენ ერთმანეთს და რა გინდათ ნითხრათ, სტადიონზე ანგელოზები ხდებიან? ახლა რატომ უნდა იყოს იმის საშიშროება რომ თუნდაც დაშვების დონეზე დაგვემუქრა უმაყურებლოდ ან თუმდაც 2 ათასი მაყურებლის დაბლოკვა? ამაზე მომხდარის შემდეგ ვლაპარაკობთ მაგრამ არავის არ ესმით. რატომ, დაყრუვდნენ? არა . ვეღარ ძღებიან და ესეაა დღეს საქართველოს სირცხვილი, გაუმაძღარი მედროვე ხალხი და არა ახლაგაზდობა/ბავშვები რომლებმაც თავისი სიხარული ისე გამოხატეს რისი საშვალებაც დაყრუვებულმა მედროვეებმა მისცეს.

• ტოტის

ისე, შენ და შენი საძმაკაცო, ამ სპორტული საიტიდანაც, რომ აიძურწოთ, ნაღდად წაგვადგება გულშემატკივრებს! სუფთა პარანოიკული შეტევები გაქვთ! მაგ თქვენს ავადმყოფობას, დიაგნოზი ქვია! რამდენჯერ უნდა გიმეოროთ,რომ სანიოლმა იცის თავისი საქმე, შენ და შენისთანები,ნუ ეკვეხებით იქ სადაც გაგებაში არ ხართ! წადით იმკურნალეთ და აქ კი, ტვინი ნუ მოგვიხანით! ვააა, არ შეგვიკიკინეთ: ის წავიდეს, ეს წავიდეს, ის მოიყვანონ და ასე შემდეგ.

• ვაჟა

ანუ ვიღაც სადმე და ნაკრებს იქვე უნდა რამე ფაქტიურად ვახ!

მაისურაძეა ამოსაწევი რამაზ სვანაძის ნაკრებიდან ევროპის ჩემპიონატის შემდეგ. იმედია უკრაინასაც დააღწევს თავს, ტყუილად აკარგინებენ დროს იქ. ეგ ქვეყანა ფეხბურთის კუთხით არ გვწყალობს და თავს თუ მოვარიდებთ სამომავლოდ კაი იქნება.

• ალფა

არ დაგვავიწყდეს, რეიტინგში დაწინაურება გვჭირდება რო მესამე კალათიდან მეორეში ავინაცვლოთ. ამიტო ამხანაგური მატჩები ისეთ ნაკრებებთან შეარჩიონ, რომლებთან ერთდროულად მოგების მეტი შანსი გვექნება და თან ძაან წყალწაღებული არ არიან.

• იასონას უდარი

ოდესმე თუ მოვესწრები ადეკვატურ რეაქციებს ამ ქვეყანაში,სომხეთის უსუსტეს გუნდს მოვუგეთ და ეიფორიაში ჩავარდა ქვეყანა.მესმის რო მოგება ყველა კარგია,თუმცა სომხების დამარცხების მერე ოცნების კოშკების აგება არ გვინდა. ევროპაზე გუნდი მოემზადა და შედეგი დადო,მერე სექტემბერშიც კარგად დავიწყეთ,მაგრამ ბოლო ტურები იყო კატასტროფა. ამიტომაც არ შეიძლება ასეთი რამე,მოვა სექტემბერი და გამოჩნდება,რა და ვინ ითამაშებს,როგორი სქემა იქნება. ესპანეთთან და თურქეთთან 4-3-3 შანსი არ გვექნება,ეგ მარტივი ამბავი არ არის. შენ გჭირდება 3 ნახევარცმველი,რომელიც ფიზიკურად ძლიერია,6,8,10 ერთნაირად კარგად თამაშობს ან ერთი ნომინალური 6 ნომერი და ორი რვიანის და ათიანის თანამბრად კარგად მოთამაშე. მერე ამათ შემცვლელი ხომ უნდათ და გვყავს? მერე თავდავსხმა უნდა იყოს პრესინგზე და ნახევარდაცვიდან ერთი მაინც უნდა ეხმარებოდეს,ხოდა რომელს შეუძლია ეგ ამბავი? სომხებთან გამოვიდა,მარა არ გამოვა ესპანეთთან ან თურქეთთან,რადგან პრესინგის დროს ზონებს ხსნი და სივრცე რჩება უკან,ესპანეთი დახელოვნებულია ამ ამბავში. აი,თურქეთი ავიღოთ,სწრაფი გამქცევები ყავს,გაუხსნი ზონებს და წააგებ. იმას არ ვამბობ რო უეჭველად არ გამოვა,ვიძახი რო გააჩნია რა კონტიგენტი გვყავს. ამ რესურსით არ შეგვიძლია ძლიერ გუნდებთან ასე თამაში,ბულგარეთთან შესაძლებელია. თურქეთმა მწყობრად მოთამაშე უნგრეთს გადაუარა,რადგან გახსნა უნგრეთმა თამაში და ეს ზონები თურქებმა კარგად აითვისეს. ჯერ არაფერს არ ვიტყვი,მოვიდეს სექტემბერი და დასკვნებს მერე გამოვიტან. რაც არ უნდა იყოს,სანიოლიმ ჩემზე კარგად იცის და ისეთ ტაქტიკას შეიმუშავებს,რაც ოპტიმალური იქნება. ერთხელ შეცდა,მეორედ არ იზავს იგივეს და მაინცამაინც ესპანეთთან არ დადგება ასე,ჯერ დატესტავს. ის მარტო შეცდომის ბრალი არ იყო,წაუვიდა თამაში ესპანეთს,რაც დაარტყა კარში,ყველა გავიდა ლამის. მერე ეს იამალი მაგარი ბავშვია,მიდი და გააჩერე,თან ფეხბურთი ესმის.აი,კვარასგან განსხვავებით,რომელმაც ვერ ისწავლა დროულად პასში თამაში. ათრევს ბურთს და რისთვის,მარჯვნივ შეიგდოს და დაარტყას? იამალი 18 წლის ბიჭია და ამის ახსნა არ სჭირდება,როცა პასის ვარიანტია აკეთებს. ნაკრებში ვიძახი,თორე კლუბში ხვიჩაც აკეთებს.ესე არ შეიძლება,ორი პასი დაუგვიანა გუნდელს,როცა სივრცეში იდგა ეს გუნდელი. სომხეთი იყო და გადავუარეთ,თურქებს ესე ადვილად ვერ მოუგებ. აი,ჩაკვე მაგიტომ მომწონს,სულ პასში თამაშს ცდილობს და ეს არის ფეხბურთი. კაციც მოატყუოს,არავინ უშლის,თუმცა პასებით ფონს გასვლა ჯობია. ადვილი სამიზნე არ უნდა გახდე მეტოქის,სულ ბურთი შენ თუ გექნება,ადვილად გაგაჩერებენ,მაგრამ არა პასების დროს.მესის შეუძლია წავიდეს და მთელი გუნდი მოატყუოს,მარა თუ გუნდს არ სჭირდებოდა,არ აკეთებდა ამას. რა მესიზე მაგარია კვარაცხელია თუ მასზე მაგარი ბურთის თრევა იცის? ლიდერის მოვალეობა არ არის 5-0 მატაობა და ბურთის თრევა,ლიდერი უნდა ელოდოს და მაშინ იმოქმედოს. თუ გუნდს სჭირდება,ბურთიც უნდა ათრიო და კარშიც დაარტყა,მარა როცა იგებ,ეს სისულელეა. არასაჭირო მომენტში ჩაგარტყავს მეტოქე და მეყოლე ვარდივით,ხოდა რატომ რისკავს უაზროდ. ეს არ მომეწონა ამ ბოლო თამაშში. რა მეორე ნეიმარია?ცენტრში რო ჟონგლიორობდა და მერე სულ ფეხებში ხვდებოდა,არამარტო ფეხებში

• ტოტტი

კაშია კვეკვესკირმა და ლორიამ დროა კანკავასავით თქვან ნაკრებიდან წასვლაზე . მარცხენა მცველად ხარებაშვილი გვეყოლება მალე მშვენიერი პერსპექტიული ბიჭი

• იასონას უდარი

მოდი,გადაახვიე და თავიდან ნახე სომხების გოლის მომენტი,ვისი ბრალი იყო და რატომ იმასაც გაიგებ.უბრალოდ,არ მოგწონთ კაშია და წერთ,როცა ეგ გოლი მამარდას ბრალი იყო. მეტოქეს იყვანდა მცველი,მეკარის გამოსვლის აუცილებლობა არ იყო და თუ ამას აპირებდა,მაშინ სწორად უნდა გაეთვალა ბურთის ტრაექტორია და ეთამაშა ბურთზე. გამოვიდა და კარი დაკარგა,ბურთზე ვერ ითამაშა და გავიდა გოლი. ეს არის სიმართლე და არა ის რო ვიღაც კუსავით დადის.ჯერ რა მიმართვა არის ნაკრების კაპიტანზე და მერე არც გესმის ფეხბურთი,რა ან რატომ ხდება.

• ამბაკოს-ს

ბოდიშს ვიხდი პასუხისათვის.ხელახლა წავიკითხე შენი ნააზრევი და მივხვდი რომ ასეთ უსუსურობაზე და სიდებილეზე პასუხი არ უნდა გამეცა.

• რომკა

სტადიონზე იყავი და ნახე შენი თვალით რა მოხდა? ათასი იტყვის რამეს ყველას კიარ უნდა დაუჯერო! რო იგინებოდნენ ეს სომხები ფოხერცი და ამბები რო გაუდიოდათ პირიდან და ხელებს რო იშვერდნენ რა გაიგოს ქართველმა ვის აგინებს? სტადიონიდან რომ უყვიროდნენ თავის პრეზიდენტს რას გააგებინებდნენ ჩასულიყვნენ ერევანში და იქ ეყვირათ უფრო გააგებინებდნენ ხმას.. ქართველ ხალხს არასდროს დაუჩაგრია სტუმარი ეხლაც უმიზეზოდ არ დაერივნებოდნენ

• არჩი

გეტყობათ, რომ ქართველი ფეხბურთელების დაუძინებელი "მოყვარული" ბრძანდებით. ისიც გეტყობათ, რომ ქართველების კლუბების თამაშებს არ უყურებთ და გოჩოლეიშვილის (ჩემგან დიდი წარმატებების სურვილი მას) ჩელსისთან შეცდომები არ გინახავთ, რის გამოც განმეორებით თამაშში საერთოდ არ დააყენეს. უნდა შევეგუო ალბათ - ძალიან ბევრი ბოღმიანი და გაბოროტებული ადამიანი წერს აქ სტატუსებს. თუ მართლა გიყვარს ფეხბურთი - უყურე და დატკბი ჩვენი ბიჭების თამაშით და პროგრესით. ერთი თაობა მსოფლიო გრანდებში ვერ გადაგვიყვანს. ასაკობრივ ნაკრებებზეც ვიტყვი - თითო ასაკიდან ერთი მაინც რომ მოხვდეს ეროვნულში, ეს შესანიშნავი იქნება. ნეტავ გოგლიჩიძემ ითამაშოს დიდი ფეხბურთი, ლაცაბიძის პერსპექტივები არ ვიცი - ახალგაზრდულში ბევრი ვერაფერი შევატყვე, იქეთ ხარებაშვილს აქბენ და წამოვლენ თანდათან ახალგაზრდები.

• რონი

დავიწყოთ იქიდან რომ სომხებმა გოლი იმიტომ გაგვიტანეს კაშია კუსავით რომ დარბის. დაბერდა ეს კაცი მაინცდა მაინც მისი სპრინტის მოკლე ვიდეო უნდა დაიდოს რა სასაცილოდ გარბის რომ ვნახოთ? აღარ შეუძლია... ადგილზე პოზიციურად თამაში და ამბები ეხლა რომ დააყენო სულაქველიძე ისიც აიყვანს კაცს.. დღეს ფეხბურთი სისწრაფეზეა გადასული რა კაშია ხალხო? შენგელიამ რაც ითამაშა იმის ფონზე კიდე ახსენებთ??? დვალი გოგლიჩიძე უნდა იდგეს დაცვის ცენტრში. აზაროვი და კაკაბაძე ფლანგებზე. უკეთესები არ გვყავს და რავქნათ. ჩაკვემ და კვარამ ფლანგები ხშირად უნდა ცვალონ როგორც ამას პსჟ ში აკეთებს.. სულ მარჯვნივ ჩაკვე ცოდოა ვერ ავლენს ბოლომდე საკუთარ შესაძლებლობებს... საზონოვის იმედიც მაქვს იმედია მალე აკრიფავს ფორმას

• ნაპოლეონი

გურამ კაშიას და განსაკუთრებით კვეკვესკირს ფედერაცია მფარველობს .თავად სინდისი არცერთს არ აქვს. . . მიიღო ბურთი შემოტრიალდა უკან და აღარც შეტევა გაქვს. . . ეგრე იყო კანკავა მარა ჯაბა თავდადებული მაინც იყო. . .ლოჩოშვილი კი წავიდეს რაგბში ფეხბურთელობა რა მაგის საქმეა. . .წიტაიშვილის ამნაირად გამოყენება დანაშაულია და ბოლო ლობჯანიძე თუნდაც სათადარიგოთა სკამზე შენგელიას აღარ ჯობია მაგის დედაც ჯეკ ჰა?!

• ამბაკოს

ავტორი რა შუაშია, ქვეყნის პრობლემაა კაკაბაძეზე უკეთესი რომ არაა, გოჩოლეიშვილს 4 მცველში არ დააყენებს. კაშიაზე ისევ სამკლაურის გახსენება ტეხავს. ფეხბურთი ალბათ კარგად არ გესმით. მანდ ფლანგი ჩავარდა და კაშია იყო მარჯვენა ცენტრალური მცველი, მას უნდა დაეზღვია, საბა კი კაშიას აზღვევდა. სანიოლს რაზე უნდა ეზრუნა, 2 ცენტრალურზე გადადის, სადაც ერთი გოგლიჩიძე იქნება და მეორე დვალი ან ლოჩოშვილი

• goga

აქ მოგვიწოდებენ "ვეტერანებს მეტი პატივი უნდა ვცეთო", "მათზე საუბრისას პირი გამოირეცხეთო" და ა.შ. კი ბატონო, ორი აზრი არაა პატივისცემა ასაკიანსაც ეკუთვნის და ახალგაზრდასაც, მაგრამ ამ პრინციპით რომ მივუდგეთ, მაშინ მოვიწვიოთ კაშიას პოზიციაზე ხურცილავა და ძოძუაშვილიც არ დაგვავიწყდეს მარჯვენა მცველად.

• ქორ-პარიკმახერი

როთი და ევროპელობა რა შუაშია. კაზიოლი და თავხედი ევროპაშიც კაზიოლია და აფრიკაშიც. არ არი საჭირო პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანა და ამ საზიზღარი საქციელის გამოყენება რაღაც ქულების დასაწერად ან ვინმესთვის ქულების დასაკლებად. პრო..ი ყველგან პრო..ია, საქართველოში, რუსეთში, სომხეთში, ევროპაში და კიდევ ვიმეორებ აფრიკაშიც. და მაგ არაკაცეჰს თავიანთმა ახლობლებმა უნდა მოსთხოვონ პასუხი იმის გამო რომ ქვეყანა და ერი შეარცხვინეს. და რაც მთავარია: არაკაცები სწორედ ისინი იქნებიან ვინც თავიანთ გარშემო ასეთებს არ ეტყვიან რომ მაგრად მიქარეს და თავი მოგვჭრეს. თუ გარშემო მყოფებმა ისევ მლიქვნელობა დაუწყეს ასეთებს და არ უჩვენეს მათი ადგილი მაშინ ეს ისევ გაგრძელდება და გამოდის რომ ასეთები ვყოფილვართ. მე პირადად ვისაც მივწვდები ყველას მოვთხოვ პასუხს ქვეყნის შერცხვენისათვის და თქვენგანაც მაგის იმედი მაქვს. ამის ასე გატარება არ შეიძლება! არა!

• ამბაკო

კაკაბაძე,რომ უალტერნატივოდ მიგაჩნია ეს შენთვის ვერაა კარგი ამბავი ავტორო,თორემ რეალურად მას მშვენიერი ალტერნატივები ჰყავს,გოჩალეიშვილის და წიტაიშვილის სახით.გოჩო თამაშობს დანიის ჩემპიონ გუნდში.თამაშობს ევროპის თასებზე(ჩელსის წინააღმდეგ) და სწორი დავალებისა და ნდობის შემთხვევაში ნამდვილად ,რომ გამოადგება გუნდს.რაც შეეხება კაშიას,მე იგი არ მიყვარს ,თავისი ლგბტ-ობის და ტატუების გამო.იმდენად უაზროა ,რომ ამაყობს კიდეც ტანზე ნაჯღაბნ-ნაცოდვილარის გამომზეურებით.კაპიტანი უნდა იყოს სანიმუშო, როგორც თამაშით ,ასევე პირადი თვისებებით.ამ ეტაპზე მის წასვლაზე კი მაინც თავს შევიკავებდი,რამეთუ ,აქ ნამდვილად არ გვყავს შემცვლელი.სანიოლს ადრე უნდა ეზრუნა ამაზე.რაც შეეხება გოლს სომხეთთან ,სწრაფი კონტრშეტევის დროს ,როდესაც მოწინააღმდეგემ მიიღო ბურთი,კაშია ,თავიდან აედევნა,მერე შეყოვნდა--გოგლიჩიძე გადმოდიოდა დაზღვევაზე.გოგლიჩიძემ რაღაცატომ გადაიფიქრა და ცენტრისკენ ჩასვლა ამჯობინა,---კაშია იძულებული გახდა კვლავ თვითონ დადევნებოდა,მაგრამ აბა,რაღას მიუსწრებდა? ცენტრში ჩასულმა გოგლიჩიძემ ჩაწოდება ვერ ჩაჭრა,---მამარდაშვილიც ლენჩივით გაისარჯა და გოლიც მივიღეთ.ასე,რომ კაშიას ამ გოლში ნაკლები ბრალი მიუძღვის და არ გამოდგება მისი წასვლის საბუთად.საერთოდ კი დაცვა ყველაზე პრობლემატურია ამ ფორმაციაში და დიდ ყურადღებას და ძალისხმევას მოითხოვს.

• ბოკინიო

კვარა არის ხელშეუხებელი და ფაქტია ევროპული გუნდების ბუმი ქართველ ფეხბურთელებზე კვარას დამსახურებააა! კიტე ნაკრებში 2017 წლიდანაა კვარა 2018 წლიდა ესე რომ არაფერი ინტრიგა აქ არ არის და არავის არ უნდა ეწყინოს! მეორე ჯერ კაშია არსად წასულა.

• ბს

მე მგონი ახლა შენ უკვე ზუსტად იმ ჩორტს აგდებ რომელსაც ვითომ თვითონ ერიდები. მიაყენე ერთი ადგილი ჯობია. არ არი საჭირო ასეთი ბოზ..რი ლაპარაკი.

• Noko

დაცვაში კაკაბაძე უფრო საიმედოა

• დევი

კვეკვესკირი და კაშო ხელმძღვანელობის ხელდასმულები არიან და მათი მომავალი ფედერაციაშია

• დევკალიონი

პირველ რიგში ერთიანობაა საჭირო და ამიტომ მისახედია ის პრობლემა რაც კაპიტნობასთან დაკავშირებით არის წარმოქმნილი და კლანების ბრძოლა უნდა შეწყდეს ნაკრებში,დაყოფილი არიან სამ ჯგუფად ფაქტიურად ,აქეთ ჯუღელს უნდა კვარაცხელიას მეშვეობით ფედერაციაში დაიმკვიდროს ,იქით კობიაშვილი ფარულ ბრძოლაშია ჯუღელთან ,კვარაცხელია სრულ ნდობას უცხადებს ჯუღელს ,კაპიტნობა კიტეიშვილს შესთავაზეს და კვარასთან არც მისულან ამ თემით ,რასაც ის დიდ დაუფასებლობად მიიჩნევს თვითონ კვარა,ყველამ ინტრიგებს თავი დაანებოს და მიხედონ ერთიანობას ,ყველა ერთ გემზე ვართ ამ ქვეყანაში.

• T.g-s

ვეტერანებს, მეტი პატივისცემა მართებთ ჩვენგან გულშემატკივრებისგან! ეგ გრძელი ენები დაიმოკლეთ და ისე ილაყბეთ კაშიაზეც და კვეკეზეც! გატყობთ მეხსიერების პრობლემა გაქვს, შენც და შენნაირ "ვაი ვითომ ქომაგებს"! სანიოლს ნუ ასწავლით, ვინ დააყენოს და ვინ არა,შენზე უკეთ იცის მწვრთნელმა. კაშიას და კვეკესკირს, კი შეეშვით!

• zura222

ეს თურქები მაგრათ არ მევასება მაგრამ ეს შეუთამაშებელი სომხეთის ნაკრები არ გეგონოთ. ძაან ბევრი ფულია მანდ და მაგარსაც თამაშობენ, ჩემი პროგნოზი ეგეთია ნოლ-ტრი იქა და ჰა ჰა ნოლ-ნოლ აქა. მეტის გაქაჩვა საქართველოს არ შეუძლია

• გოჩა

ფანკლუბმა და თვითონ ფეხბურთეებმაც უნდა ხმამაღლა დაგმონ, ამ ვირთხების საქციელი!მიყრუება და გაჩუმება, უარეს შედეგს გამოიღებს.

• კაირა

პატივს ვცემ გოჩოლეიშვილს, მაგრამ ჯერ ვერ სჯობია კაკაბაძეს.

• T.q

ეგ მე არ მიგულოსხმია თუ წერ ერთზე მეორეზე მორიდებით არ უნდა დაწერო წასასვლელი უნდა წავიდეს და დამრთავდა მე ვწერდი წინა წლოდან მოყოლებული წავიდეს კაშია სანამ კარგი დრო არის და გულშემატკივარი პატივს სცემს და მადლობას გადაუხდის რაც ნაკრებისთვის გააკეთა და თუ დროზე არ წავიდოდა და ვერ მიხვდებოდა ამას და ეს საქართველოდა და გადამლაშების შემთხვევაში პატივისცემასაც დაკარგავდა მადლობასაც და სიყვარულსაც და რაში გადიზრდებოდა ეს ყველაფერი ამის მიხვედრა საქართველოში ძნელი არ არის. სკამზე თუ უნდა იჯდეს ბაზარი არ არის მაგრამ ძირითადის ფეხბურთელი აღარ არის კაშია

• Დინამოელი

კაკაბაძის ალტერნატივაა სასწრაფოდ მოსაძებნი. რა რესურსიცაა ამ ეტაპზე, გოჩოლეიშვილმა არამგონია იმაზე მეტი სისულელე აკეთოს თამაშისას, რასაც კაკაბაძე აკეთებს

• T.q

კაზიოლობაა რაც აქ მოხდა

• Givi

ყველას პატივი უნდა ვცეთ, მაგრამ უნდა ითქვას სიმართლე, მექვაბიშვილი კვეკვეს ჯობს ამ ეტაპზე ყველანაირად დაცვაშიც და შეტევაშიც, სომხების გოლისას დაახლოებით 30 მეტრი ზდია კაშიამ მეტოქეს და ვერც დაეწია, ვერც ჩაწოდებაზე შეუშალა ხელი, მანდ წესით გოგლიჩიძე უნდა ყოფილიყო და შეჭამდა მაგ შემტევს, ასაკი თავისას შვება... მარჯვენა ფლანგს რაც შეეხება შეტევაში მე რომ ვიყო მაგ პოზიციაზე წიტაიშვილს ვათამაშებდი, ძალიან სწრაფია და ტექნიკური.

• alexandre-ს

საბაზე მეტი შანსი ალბათ ოდუშარიას, ისევ ამ გულიაშვილს და სხვებს ექნებათ. წიტაიშვილი ალბათ კარგი ვარიანტია აქ როგორც წერია

• irakli-ს

ისევ 5 მცველი იქნებ იმით ჯობდეს გოჩოლეიშვილი ვნახოთ სასტარტოში

• alexandre

ღვთისავარ, ერთს დავუმატებ, შვილო. მარჯვენა ფრთაზე საბა ლობჟანიძე არ დაგვავიწყდეს. მას დიდი გამოცდილება აქვს, კლასიც არ დაეწუნება. სათამაშო პრაქტიკაც არ აკლია.

• Irakli Apkhaidze

ვერ დაგეთანხმები, რომ დაცვის მარჯვენა ფლანგი უალტერნატივოა. მარცხნივ აზაროვი უფრო საიმედოა ვიდრე მარჯვნივ კაკაბაძე. ფაქტია ოთარი ადრე უფრო ეფექტური გვახსოვს. დღეს გოჩოლეიშვილი უფრო მყარად მოჩანს ამ ფლანგზე ვიდრე კაკაბაძე (თუ მწვრთნელი ან სხვა გარემოებები არ ამოიჩემებს კაკაბაძეს). თუმცა ორივე მეტი სიმყარის სურვილს ტოვებს, ამიტომ კიდეა ფეხბურთელები მაგ ფლანგზე გამოსაცდელი.

• t.q-ს

ხო კაშია მაფიოზია და აშანტაჟებს ავტორს. გამგები გაიგებდა რომ კაშიაზეც პირდაპირ წერია 4 მცველში რომ მაგის დაყენება არ შეიძლება

• T.q

კვეკვესკირზე რო პირდაპირ დაწერეთ რატო კაშიაზე არ დაწერე ეგრე პირდაპირ პლიუსით დაიწყე მისი ყოფნა არ ყოფნის საკითხი რაიყო მაფიოზია თუ გამბედაობა არ გყოფნით. აქ ერთი ბიჭი გამოვიდა და სექტანტები ეძახა კაშიას ნაკრებიდან წასვლა ვისაც უნდოდა მაშინ არაფერი დამიწერია ეხლა მასაც გავცემ პასუხს! ისენი თუ ფლეშსკორის სექტანტებად მოიხსენია და შენი თავი ფეხბურთთან შენობით რაღაც პირიქით არის გადაახვიე იმ ერთადერთი გოლის მომენტი რატო გავიდა და თუ ფეხბურთთან შენობით ხარ მიხვდები მარა ბიჭები რადგან გალანძღე ესეიგი შენც არ გესმის საკმარისად ფეხბურთი შეტევა რო წამოიწყეს სომხება კაშია ზევით იყო აწეული და მის ზურგს უყან მყოფ შემტევზე გაკეთდა პასი რაც დროზე ვერ წაიკითხა და ვერ ჩაჭრა ეგ პასი, პასი ადრესატამდე მივიდა და სანამ ამან რიოკი აკრიფა მოწინააღმდეგე საჯარიმოში შევიდა ჩაწოდებაც ვერ დაფარა და რაღათქმაუნდა წიტაიშვილს მცველის ფუნქციები თითქმის არ აქვს და ვერ მოიგო ორთაბრძოლა და კი არ გაგვიტანეს გაგვთხარეს ისეთი დაარტყეს მოხუცი კაშიას გამო იმენა კაშიას კიდევ ერთი შეცდომის გამო გავიდა ეს ბურთი ეხლა მიხვდები რატომაც ვითხოვთ მის წასვლას თვითონ ნამუსი არ ყოფნის რო ადგეს და გ@@$&&ას. გადაახვიეთ გოლის მომენტი და ნახავთ რატომ გავიდა ეს გოლი! ამაზე დიდიხანია ყველგან ვწერ სადაც კი რამე სპორტული გვერდები და ჟურნალ-საიტებია. ალბანეთი ჩეხეთი უკრაინის ორივე თამაში ნახეთ გოლოს მომენტები დააკვირდით და დაინახავთ რომ კაშიას შეცდომების გამო გაგვივიდა აბსოლიტურად ყველა გოლი და სომხეთთან მოგვიწია ფლეიოფი მუდრიკმა რო ყუმბარა დაგვირტყა და პირველი თამაში წავაკეთ უკრაინასთან ნახეთ მანდ რა სისულელე გააკეთა ვერ გავიგე ათჯერ გადავახვიე და ვერ გავიგე რა გააკეთა ან რატო გააკეთა და ერთი ოდნავ შეტეხა მიდრიკმა და დაუქნია კიდეც და გაჭედა ბურთი კარში

• გულშემატკივრებმა, მკაცრად უნდა მოვთხოვოთ პასუხი ამ შლეგიანებს!

ვერ მომინელებია ამ ბრბო ნახირმა თუ როგორ შეგვარცხვინეს, სომეხ გულშემატკივრებთან! ერევანში ვიყავი ჩემს მეგობრებთან ერთად და გვერდი-გვერდით ვიჯექით სომეხ ფანებთან ერთად, არ გვახსენდება ერთი გადაკრული სიტყვაც ან ცუდი ჟესტი ჩვენსკენ! აქ კი ამ ლაწირაკებმა თავი სამუდამოდ მოგვჭრეს. მაგარი თავხედები და გაუზრდელი ლაწირაკები არიან,რომლებიც თანახნა არიან ყველაფერი გადაჯეგონ. რაღაც მაგათი სითამამე და ვაჟკაცობა არ გვახსენდება,როცა საქართველოში მოეთრევა ვოიაჟებით, ქართველებისთვის მიუღებელი პერსონა მიხაილ როთი! ერთი ობსტრუქციაც კი არ მოუწყვიათ მის სააწინააღმდეგოდ,რატომ? პასუხი მარტივია როთი მაგათია, ევროპელია! წადით ბიძიებო და თავში ქვაც გიხლიათ,ჩვენ აქ საქართველოში კი დაგვანებეთ თავი და შეგვარგეთ ფეხბურთის ყურება!!!!!!!

• d

კაკაბაძე არ არის უმაღლესი კლასის ფლანგელი. ეს იქიდანაც ჩანს თუ რა დონის კლუბშიც თამაშობს. და ნაკრებში რო უალტერნატივოა ეს ვერაა კარგი საქმე :) ჩემი აზრით კი ნაკრებში ვერ ხერხდება სრულად წიტაიშვილის და გოჩალეიშვილის გამოყენება. მათ აქვთ პროგრესის რესურსი. რაც შეეხება კაშიას მგონი თავადაც უნდა მიხვდეს რო წავიდეს. 40 მიღწეული ცენტრალური მცველი აუცილებლად დაუშვებს შეცდომებს. ის ვერ აუწყობს ფეხს იმ სისწრაფეებს რაც საჭიროა ესპანეთთან თუ თურექთთან. ესენი არ არიან სომხეთის ნაკრები. კაშიას აქვს ავტორიტეტი ნაკრებში. და სანიოლზეც გავლენა აქედან გამომდინარე და საჭირო დროს სანილომა შესაძლოა არ აკადროს მაგას სკამზე დასმა და ძირითადში გაამწესებს ყოველთვის. რამაც შესაძლოა გამოუსწორებელი შედეგი მოიტანოს. არაა კაშია რონალდო და პეპე. კაშია კი არა რონალდო ვეღარ უძლებს იმ ტემპს რაც ევროპულ ფეხბურთშია

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

"არსენალი" 17 წლის ბერძენი ფეხბურთელის 45 მილიონ ევროდ შეძენასთან ახლოსაა

"ყოველთვის გვერდით მედგა, როცა კარიერის ყველაზე რთულ პერიოდს გავდიოდი" - მამარდაშვილმა ლორიას მიმართა

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

"გავყიდდი თუ არა "ნაპოლის" 2.5 მილიარდის სანაცვლოდ?" - აურელიო დე ლაურენტისი

"იცით, ხვიჩა როგორი ბიჭია?" - საფონოვმა რუსულ გამოცემასთან კვარაზე ისაუბრა

[VIDEO] პორტუგალიამ გერმანიას გასვლაზე მოუგო - რონალდომ 937-ე გოლი გაიტანა

შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

"ნაპოლი" ინგლისის ნაკრების ფეხბურთელის დამატებას გეგმავს

[VIDEO] დავითაშვილის გოლი ლიგა 1-ში საუკეთესოდ აღიარეს

[VIDEO] U21. ევროპირველობის დაწყებამდე საქართველოს ნაკრები რუმინეთთან დამარცხდა

ფარერის კუნძულების ნაკრების მწვრთნელი: საქართველოსთან ბურთის მეტ ფლობას და შეტევაში სიახლეებს ველოდებით

გადავალ თუ არა პსჟ-ში? - გავიმ კომენტარი გააკეთა

სანიოლი: ხვიჩა საქართველოს ელჩია - ყველაზე პოზიტიური შთაბეჭდილება ნიკა გაგნიძემ დატოვა

ეს ჩვენ არ შეგვშვენის... მავანს ნუ ვაჩვენებთ ჩვენი ძმობის სახეს, ნუ აძლიერებთ სტერეოტიპს, დაგმეთ არმენოფობიაც... - გამოხმაურება ინციდენტზე

"სანიოლმა კვარაზე ასეთი რაღაც მითხრა" - ფრანგი ჟურნალისტი

ჩემპიონთა ლიგა. VII ტური: "ბარსელონას" ფანტასტიკური ქამბექი ლისაბონში - "ლივერპულმა" ისევ მოიგო [VIDEO]

საქართველოს ნაკრები პრობლემებს აღარ იგონებს - ის, რაც ახალია და მეტის, მსოფლიო ჩემპიონატის სურვილი

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

კაშიამ "ატლეტიკოსთან" შეუცვლელად ითამაშა - "სლოვანმა" მორიგი მარცხი განიცადა [VIDEO]

სანიოლი: მეტოქედ ნიდერლანდებს ავირჩევდი - მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, მისი სკამზე დასმა შეუძლებელია

ივნისის მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

მატჩის დღე. სანიოლი: მოტივაციის პრობლემა არ იქნება!

"14 სანტიმეტრით დაბალი გრიზმანი თავზე გადაახტა" - სლოვაკურმა გამოცემამ "ატლეტიკოსთან" "სლოვანიდან" ყველაზე სუსტად კაშია მიიჩნია, მაგრამ ამას სხვები არ ეთანხმებიან...

საქართველო VS სომხეთი "დინამოზე" - მოდუნება დაუშვებელია!..

ჩემპიონთა ლიგა. V ტური: კაშიას კარგი მატჩი "მილანთან" და "სლოვანის" დასანანი მარცხი [VIDEO]

მეტოქეები ცნობილია - ეროვნული ნაკრები ივნისში ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

მთავარი საქართველოს სიამაყე და ღირსეული გამარჯვება იყო! - ერთი წელი ევროპის ჩემპიონატზე გასვლიდან

ხვიჩას პსჟ VS "სიტი" - L'EQUIPE-ს სავარაუდო შემადგენლობა

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია