საქართველოს თასის გათამაშება გადამწყვეტ ფაზაში შედის. თბილისსა და ქუთაისში მეოთხედფინალური სერიების საპასუხო მატჩები გაიმართა, რის შედეგადაც ოთხთა ფინალის 2 მონაწილე გაირკვა. შეგახსენებთ, რომ თასის გათამაშებს შერჩენილი 8 გუნდი მეოთხედფინალში დაწყვილდა და თებერვლის დასაწყისში ორმატჩიანი სერიების პირველი შეხვედრები გამართა. დღეს კი 2 წყვილში საპასუხო მატჩები გაიმართა, რომელთაგან საკმაოდ დაძაბული ქუთაისში გამართული შეხვედრა გამოდგა.

სერიის პირველ მატჩში "ივერიონს" "ქუთაისი" გორში 3 ქულით ჰყავდა დამარცხებული და საპასუხო მატჩში ამ უპირატესობას თუ შეინარჩუნებდა, შემდეგ ეტაპზე, ანუ ოთხთა ფინალში გავიდოდა. მატჩის დებიუტი გორელებს კარგს არაფერს უქადდა. პირველი პერიოდი მასპინძლებმა 34:21 მოიგეს, ხოლო მეორეში უპირატესობა კიდევ უფრო – 20-ამდე გაზარდეს.

მესამე პერიოდში ვითარება რადიკალურად შეიცვალა. გუნდური თამაშით გორელებმა ჩამორჩენის 16 ქულით შემცირება შეძლეს. ეს უპირველესად ნიკოლოზ დარბაიძის დამსახურებაა, რომელმაც მესამე პერიოდში 4 სამქულიანი ჩააგდო და "ივერიონის" თამაშში დაბრუნება განაპირობა. მისი ზედიზედ 3 სამიანის შემდეგ სხვაობა 4 ქულამდე შემცირდა და გორელებს 2 ქულის შეკვეცაც აძლევდათ ხელს.

"ქუთაისს" 2-წუთიანი შესვენება დიდად წაადგა. მოედანზე დაბრუნებულმა მასპინძლებმა აკაკი დვალიშვილის წინამძღოლობით მეტოქე ახლოს აღარ მიუშვეს. "ივერიონი" შანსს ბოლო წუთებამდე ინარჩუნებდა. თამაშის დასრულებამდე 2 წუთით ადრე სხვაობა მხოლოდ 6 ქულა იყო, მაგრამ სტუმებს სასურველი ანგარიშის დასაფიქსირებლად ძალები აღარ ეყოთ.

საბოლოოდ "ქუთაისმა" მეტოქე 11 ქულით – 97:86 დაამარცხა და ოთხთა ფინალში გავიდა, სადაც მეტოქედ ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდი (ვსა) ეყოლება. აკადემიელებმა ოთხთა ფინალის საგზური ქუთაისელებზე ოდნავ ადრიანად მოიპოვეს. დიღმის არენაზე, ვსა-მ "რაშს" უმასპინძლა და მეოთხედფინალური სერიის მეორე შეხვედრაც მოუგო – 85:73.

პირველი მატჩი აკადემიელებს 11 ქულით ჰქონდათ მოგებული და გამარჯვება არც ამჯერად გასჭირვებიათ. დავით ნოზაძის გაწვრთნილმა ვსა-მ მატჩის ბედი პირველ ნახევარშივე გადაწყვიტა. საწყისი პერიოდი 32:21 მოიგო, მეორე – 21:12 და დიდ შესვენებაზე 20 ქულით, პირველი მატჩის გათვალისწინებით კი 31 ქულით იგებდა.

"რაშის" სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მესამე პერიოდში 10 ქულა გააბათილა, მაგრამ საბოლოო მიზნის მისაღწევად ბოლო პერიოდში 21 ქულის გაქვითვა ესაჭიროებოდა. ვერ შეძლო. პერიოდი სულაც ვსა-მ მოიგო და ოთხთა ფინალში შეაბიჯა.

ოთხთა ფინალში თითო მატჩიანი ნახევარფინალებია. ფინალიც, ცხადია, ერთმატჩიანია. ოთხთა ფინალის დარჩენილი 2 საგზურისთვის 27 მარტს კიდევ 2 წყვილი ითამაშებს: თსუ – "მარგვეთი" (პირვლი მატჩი თსუმ 108:86) მოიგო და "გურჯაანი" – "ბათუმი" (75:77).

GBF.GE

თასის ოთხთა ფინალში ქუთაისი მარგვეთს დაუპირისპირდება, თსუ – თელავს
ვსა-მ დუდუ დადიანის თასი ზედიზედ მეორედ მოიგო
"ქუთაისი" საქართველოს თასის მფლობელია | იმერულმა კლუბმა ფინალში თსუ დაამარცხა
პულიშიჩმა "მილანთან" კონტრაქტი გააგრძელა
აფრიკის თასი კვლავაც ყოველ 2 წელიწადში გაიმართება
იკარდი შეშლილივით ვარჯიშობს და ახალი კლუბის ვარიანტს ელის
ქებას ნახვა სჯობიაო - კარდინალდემ ზამთარში "მილანის" გაძლიერების პირობა დადო
ქოჩორაშვილის 67 წუთი - "სევილია" თასის მომდევნო ეტაპზე გავიდა
საზონოვი შეცვალეს - "ხეტაფემ" თასზე თამაში შემოატრიალა
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
სპალეტი შეიძლება გადააყენონ
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
კვარაცხელიას დოჰას კლინიკაში პსჟ-ს პრეზიდენტი ეწვია
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
"რეალში" გადასვლით დიდი შეცდომა დაუშვა და "ლივერპულში" უნდა დაბრუნდეს - კარაგერმა არნოლდზე ისაუბრა
"კონტე უნდა მოვიდეს და ყველაფერი თავდაყირა დააყენოს" - სქოულზმა "იუნაიტედს" იტალიელის დანიშვნისკენ მოუწოდა
"მისი წყენინება არ მიცდია" - ტიერი ანრიმ იამალთან დაკავშირებულ ხუმრობაზე ისაუბრა
"მე "ოქროს ბურთს" კვარაცხელიას გადავცემდი" - ტონი კროოსმა ქართველზე კიდევ ერთხელ ისაუბრა
[VIDEO] საბა ლობჟანიძის ულამაზესი გოლი MLS-ში
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
[VIDEO] დონჩიჩის გარეშე და სანდროს გაზრდილი დრო - "ლეიკერსმა" "კლიპერსი" მარტივად დაამარცხა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ