ეროვნული ლიგა 2-ის მე-4 ტურის ცენტრალური მატჩი, ქვემოქართლის დერბი, რუსთავში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრში ჩატარდა. ერთ დროს საქართველოს ჩემპიონები, "რუსთავი"(მაშინდელი ოლიმპი) და ბოლნისის "სიონი" ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. Sportall.ge შეხვედრის გასაშუქებლად რუსთავში იმყოფებოდა, სადაც დაპირისპირებამ საკმაო დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვარლამ კილასონიას რუსთაველები ტურს 7 ქულითა და პირველი ადგილით შეხვდნენ, თამაშის დაწყებამდე კი მესამეზე აღმოჩდნენ. ბოლნისელები მათთან ქულებით გათანაბრებას ესწრაფოდნენ. საბოლოოდ, მასპინძლებმა 1:0 მოიგეს და 10 ქულით ლიდერობა დაიბრუნეს.

"რუსთავის" რიგებში უკვე 35 წლის ლევან კუტალიას ისევ გააქვს (მიმდინარე სეზონში 2 გოლი), ამ გუნდის კარს ერთ დროს საქართველოს ნაკრების რიგებში მყოფი ლევან შოვნაძე იცავს. აქაა (ათიანი მინდორზე 67-ე წუთზე შევიდა) დავით სამურკასოვი, თავი "ლოკომოტივში" ლამაზი ფეხბურთით რომ დაგვამახსოვრა.

"სიონის" შემადგენლობაში უკვე ვეტერანები, 36 წლის კაპიტანი დათა სიჭინავა (კარიერის ნაწილი სწორედ რუსთავში გაატარა) და დავით მაისაშვილი არიან. ქვემოქართლის დერბს გიორგი ჭელიძე საკადრო პრობლემებით შეხვდა. ბოლნისელთა კარის დაცვა, 20 წლის, ლუკა ავალიანს დაევალა.

მატჩი მასპინძელთა უპირატესობით დაიწყო, მათ ზედიზედ ორი კუთხური შეასრულეს, იაპონელი იუტა ნაკონოს ჩაწოდებას კი 20 წლის მარჯვენა მცველი მამუკა კაპანაძე ზუსტი თავურით გამოეხმაურა.

ბოლნისელებს სახიფათო იერიშის განხორციელება უჭირდათ. მთავარმა მსაჯმა რევაზაშვილმა რუსთაველთა ორი ფეხბურთელი, წოწონავა და კუტალია გააფრთხილა.

"რუსთავს" მე-18 წუთზე ანგარიშის გაორმაგება შეეძლო - განელმა კესიმ ბურთი უბილავას გააყოლა, ის საჯარიმოში აქტიურად შევიდა, ნაკანომ კი კარს მცირედით ააცილა.

23-ე წუთზე საქმეში შოვნაძეც ჩაერთო, რომელიც გაფრინდაშვილის ე.წ. ჩაწოდება-დარტყმას გაუმკლავდა. 28-ე წუთზე მის კარს უკვე დათა სიჭინავა ჯარიმიდან ემუქრებოდა, რომლის შესრულებულ საჯარიმოსაც ვერავინ გამოეხმაურა. მალევე, აშკარად აქტიური სიჭინავას დარტყმული ვაჟა ფაცაციამ კარის ხაზიდან გამოიტანა.

რუსთაველთა კუთხურს, უკვე მარჯვენა ფლანგიდან, კვლავ სახიფათო მომენტი მოჰყვა, ამჯერად კი გატანას ფაცაცია ცდილობდა. ტაიმის ბოლოს უკვე ბოლნისელები, მაისაშვილი და ნოზაძე "გააყვითლეს."

41-ე წუთზე იაპონელმა ნაკანომ, რომელიც აქტიური და შესამჩნევი იყო, მშვენიერი საჯარიმო დაარტყა, რომელიც მეკარე ავალიანმა მოიგერია. ამის შემდეგ დათა სიჭინავამ მოწინააღმდეგის საჯარიმოში ჭკვიანური პასი შეაგდო, შოვნაძემ კი ვერულიძე ბურთთან არ მიუშვა.

შესვენებაზე ადგილობრივები ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის ცნობილმა "ოთარინიომ" გაახალისა.

მეორე ტაიმი გუნდებს ტემპი არ დაუგდიათ, საგოლე მომეტების კი არ იქმნებოდა. ჯარიმების შესრულებით ცნობილი დათა სიჭინავამ საჯარიმოს გატანა შორიდან სცადა, რუსთაველთა კიპერმა შოვნაძემ კი ბურთის ტრაექტორია ზუსტად განსაზღვა.

57-ე წუთზე "რუსთავმა" მარჯვენა ფლანგიდან კარგი იერიში განახორციელა, რამდენიმესვლიანი კომბინაციის შემდეგ კაკაშვილმა კარში ძლიერად დაარტყა და "სიონის" მეკარეს მშვენიერი რეაქციის გამოვლენა ერთხელაც დასჭირდა. 69-ე წუთზე ავალიანმა კიდევ ერთი განელის, ახლადშემოსული ჯიბრილის ძლიერად დარტყმული მოიგერია. განელმა ლეგიონერებმა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს. თამაში სამურკასოვის მოედნის ხედვამ და შორეულმა პასებმაც გაამწვავა. შეხვედრის ბოლოს გატანა კვლავ მასპინძლებს შეეძლოთ, თუმცა მეკარე ავალიანი შეუვალი იყო.

დამატებითი დროის უკანასკნელ წუთზე რუსთაველები გოლს ფაცაციას თავგანწირულმა თამაშმა გადაარჩინა და მატჩიც დასრულდა.

02.04. რუსთავი. ტექნიკური ცენტრი.

რუსთავი - სიონი 1:0

გილი: 1:0 კაპანაძე (2).

მომდევნო ტურში, 6 აპრილს, "რუსთავი" თბილისის "ლოკოკოტივს" ეწვევა, "სიონი" კი თბილისის "იბერია 1999"-ის მეორე გუნდს უმასპინძლებს.

კახა კაჭარავა "ოდიში 1919"-ის სათავეშია - ახალი ამბიციების და გამარჯვებების დრო!
საფრანგეთის ახალგაზრდული ნაკრების ექსფორვარდი ეროვნული ლიგა 2-ში ითამაშებს
სერიები... "იბერია 1999"-მა, "ტორპედომ" და "გაგრამ" მოიგეს
15-ქალას ელიტური მეტოქე
ქართველი მსაჯები ასაკობრივი ნაკრებების საერთაშორიო მატჩებს განსჯიან
გრანდების ინტერესის მიუხედავად - ტრესოლდი სეზონს "ბრიუგეში" ჩაამთავრებს
"ძალიან გაგვიმართლა, რომ გუნდში ასეთი ლიდერი გვყავს" - ტუხელმა კეინს "ოქროს ბურთის" მოგება მიულოცა
შონ დაიჩი შესაძლოა, პრემიერ ლიგას დაუბრუნდეს
"სიტყვებს ვერ ვპოულობ... ეს ფაქტი ამ ამბავს განსაკუთრებულს ხდის!" - რა თქვა კეინმა "ოქროს ბურთის" მიღების შემდეგ
2026 წლის "ოქროს ბურთის" გამარჯვებული ჰარი კეინი გახდა
ქოჩორაშვილის დაბრუნება გადაიდო - "სევილიამ" "ოსასუნა" დაამარცხა
[VIDEO] მეილიუს აღნიშვნა კვარაცხელიას სტილში - პსჟ-მ ლიდერების გარეშე მოუგო "ლიონს" და გალიდერდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 3-2 ტორპედო. "იბერიამ" კინაღამ 3:0 გაფლანგა, "ტორპედოს" პლეი-აუტის ზონასთან 7 ქულა აშორებს
ტრეზეგე: კვარაცხელიას ყველაფერი აქვს, რათა მომავალში "ოქროს ბურთი" მოიგოს
ესპარტს 7 კვირა მოუწევს უქმობა - მასთან შეჯახებისას მიიღო 21 ოქტომბერს კვარაცხელიამ ტრავმა
ალეგრი ორმატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯეს
ყოფილი ინგლისელი ფეხბურთელი ძაღლმა დაკბინა და 50-ზე მეტი ნაკერი დაადეს
პსჟ-მ კვარაცხელიას შემცვლელად შეიძლება 18 წლის მექსიკელი დაიმატოს
სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი სუმოს საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტს, ლეგენდარულ იოკუძუნა ჰაკუჰო შოს შეხვდა
"ვინ უნდა ჩაიბაროს "იუნაიტედი"? მათთან მიახლოებაც კი არავის მოუნდება" - ინგლისის ნაკრების ყოფილი მეკარე
"აი, ასე დავამარცხეთ "ბარსელონა" - ჟოზე მოურინიო
ქართველების 4-4 ქულა ესპანეთში: შერმადინის დამაჯერებელი გამარჯვება, ანდრონიკაშვილი ბილბაოში დამარცხდა
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
მამია გავაშელიშვილი "სამგურალში" გადავიდა
"არც ერთ სხვა ქვეყანაში ეს არ მოხდებოდა, სანიოლმა იცის ჩემი არსებობის შესახებ?" - ლევან კუტალია
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
დავით სამურკასოვი კარიერას საბერძნეთის მე-2 ლიგაში განაგრძობს
კუტალია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელი გახდა
"ლოკომოტივის" ამბები: წამსვლელ-მომსვლელები და შეკრება საქართველოში
ლევან კუტალია ერევნის "ალაშკერტში" გადავიდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 0-1 რუსთავი. უფრო ახლოს გასავარდნ ზონასთან...
ქუთაისის "ტორპედომ" ახალგაზრდა მეკარე დაიმატა
U21. საქართველო VS პოლონეთი - მიზანი მხოლოდ გამარჯვებაა
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 0-1 რუსთავი. ერთპიროვნული ლიდერი ისევ "რუსთავია"
ეროვნული ლიგა. XXX ტური. "სიონი" - "დინამო" თბ [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-2 იბერია 1999. მძიმე ყოფილა ლიდერის ტვირთი...
დათა სიჭინავა "რუსთავში" მესამედ დაბრუნდა
"ცხინვალის" ფეხბურთელი Sportall.ge-სთან საუბარში თურქეთში დაკავების დეტალებს ჰყვება
საქართველოს ნაკრების ახალწვეული: სიტყვებით ვერ გადმოვცემ, რასაც ვგრძნობ
"გაგრამ " "ტორპედო" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა [VIDEO]
ბოლნისის "სიონმა" "საბურთალო" დაამარცხა [VIDEO]
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | გაგრა 2-1 რუსთავი. ჩაგდებული ტაიმის ფასი - "გაგრა" მეოთხედ გავიდა ფინალში!
კუტალიას სუპერგოლის რონალდოსაც კი შეშურდებოდა [VIDEO]
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 2-1 მეშახტე. როცა შეგიძლია, გართულება თავიდან აიცილო...
ეროვნული ლიგა. XIV ტური. "სიონი" - "დილა" [LIVE]
ლევან კუტალია: ჩემი საოცარი გოლი ფეხბურთის ისტორიას დარჩება [VIDEO]
[VIDEO. ეროვნული ლიგა / ლიგა 2. პლეი-ოფი] "მეშახტე" და "სპაერი" პირველად! ეროვნული ლიგა კახელების გარეშე...
"ტორპედოს" ფეხბურთელი "სამგურალში" ითამაშებს - პირველი კომენტარი
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 0-3 იბერია 1999. კონტრშეტევების ფასი
დათა სიჭინავა "რუსთავში" დაბრუნდა
დათა სიჭინავა კარიერას საფრანგეთში გააგრძელებს
დათა სიჭინავა: "რუსთავიდან" ჩემი წასვლის მთავარი მიზეზი მწვრთნელი გაზაევია
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ტორპედო" - "სიონი" [LIVE]
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 0-1 დინამო (ბთ). ვინ იცის, რამხელა მნიშვნელობის 3 ქულა...
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
[ეროვნული ლიგა 2] "რუსთავი" ელიტაში დაბრუნდა!
"ტორპედოში" ცვლილებები გრძელდება - გუნდი გამოცდილმა მეკარემ დატოვა
U19: საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატი მარცხით დაიწყო
საქართველოს ნაკრების მეკარის რთული და სევდიანი ისტორია - საამაყო მომენტში ყველაზე დიდი გულშემატკივრის გარეშე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო ბთ 2-2 გაგრა. გამოსყიდული "დანაშაული"
VIDEO | ეროვნული ლიგა| ნინუას სტანდარტი და არაფრისმომცემი ქულები
"სამგურალის" მე-7 "მშრალი" მატჩი და სამეული [VIDEO]
ერთ კვირაში "ტორპედოდან" მესამე ფეხბურთელი წავიდა
"ჩემი მიზანი მაღალი დონის გუნდში გადასვლაა" - დათა სიჭინავა საფრანგეთში მიდის
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 3-1 დილა. ვის არგო და ვის აწყინა სანაკრებო პაუზამ?