გუშინ, 6 აპრილს, გვიან ღამით გარდაიცვალა კლოდ სორელი, საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ყოფილი დამრიგებელი, ადამიანი, ვინც ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

ღვაწლმოსილი ფრანგი მწვრთნელი და იქამდე მორაგბე, 77 წლის გახლდათ. კლოდი პატარა ქალაქ, მეზეში ცხოვრობდა და სწორედ იქ გარდაიცვალა.

კლოდ სორელი საქართველოს ნაკრების მთავარ მწვრთნელად 1996 წელს დაინიშნა და ჩვენმა ეროვნულმა გუნდმა ისტორიაში პირველად, მსოფლიოს თასის საგზური 2003 წელს მასთან ერთად მოიპოვა. ამას გარდა, სორელი გახლდათ გზის გამხსნელი ქართველი მორაგბეებისთვის - მისი ინიციატივითა და რეკომენდაციით საფრანგეთის ჩემპიონატში საქართველოდან 80-ზე მეტი მორაგბე გადავიდა.

აღსანიშნავია ის, რომ 2001 წელს ფრანგი მსოფლიო რაგბის საბჭომ წლის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელა!

საქართველოს ნაკრებში მოღვაწეობამდე, სორელმა ორჯერ მოიგო საფრანგეთის ჩემპიონატი "ბაზიესთან" ერთად, მაროკოს 7-კაცა ნაკრები მსოფლიოს თასზე გაიყვანა. ბოლო წლებში, კი ახალგაზრდულ გუნდებს წვრთნიდა.

მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
"ბორჯღალოსნები" | მომავალი მეტოქე - მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი და რეიტინგ-ლიდერი სამხრეთ აფრიკა
საქართველოს U18 ნაკრებმა A დივიზიონის წევრი გერმანია ლატვიაში დაამარცხა
პსჟ-ს თავდამსხმელის გაყიდვა სურს და შეთავაზებებს ელის
20 წ. | ცვლილებები რაზმში
დიეგო ლონგო: "დილა" თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმისგან ჯერ კიდევ შორს არის
"მილანს" რასმუს ჰოილუნის შეძენა სურს
[PHOTO] მორიგი ბრწყინვალე ჟესტი - "ლივერპული" ჟოტას არ ივიწყებს
დირკ შუსტერი: უზომოდ ბედნიერი ვარ და თითოეული ფეხბურთელით ვამაყობ
აზაროვმაც ითამაშა და გოჩოლეიშვილმაც - "შახტარის" მომავალი მეტოქე "ბეშიქთაშია"
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
"დილამ" "რასინგს" ისევ მოუგო და მეორე ეტაპზე "რიგას" შეხვდება
[VIDEO] მიკერძოებული მსაჯობის მიუხედავად "ტორპედომ" "ორდაბასის" ბარიერი გადალახა და მეორე ეტაპზე გავიდა
Nuovo Kvara - "ნაპოლიმ" ქართველის შემცვლელი შეიძინა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
Giorgi² - ფრანგული "მეცი" ქართული ფრთებით შეუტევს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
"თუკი კვარაცხელიას ხელი არ შეუშალეს, ოსიმენს პრობლემებს რატომ უქმნიან?!" - ნიგერიელის მეგობარმა დე ლაურენტისი გააკრიტიკა
რეტეგის მიქაუტაძე შეცვლის? - "ატალანტა" ქართველ ფორვარდზე ოცნებობს