გიორგი შერმადინის "ტენერიფემ" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური სერია რთული გამარჯვებით დაიწყო. სერიაში, რომელიც 2 მოგებამდეა, მოედნის უპირატესობა ტენერიფელებს აქვთ. შერმადინის გუნდის მეტოქე იტალიური “დერტონაა”, რომელმაც ტენერიფეში დიდი ბრძოლა გაუმართა მასპინძლებს. შეხვედრის ბედი ძირითად დროში ვერ გაირკვა და ტენერიფელებმა დამატებით დროში – 93:89 დაამარცხეს მეტოქე.

გამარჯვებაში ლომის წილი დაიდო ქრთველმა ცენტრმა. შერმადინმა მოედანზე 37:28 წუთი გაატარა და 19 ქულა, 5 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა ლეგიონერმა 9-დან 7 ორქულიანი და 7-დან 5 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს და არც პერსონალური ფოლი მიუღია.

შედეგად, შერმადინის სარგებლიანობის კოეფიციენტი 25-ს გაუტოლდა და ის თანაგუნდელთა შორის მხოლოდ ბრაზილიელ მარსელინიო უერტასს (26) ჩამორჩა, რომელმაც 26 ქულა და 9 პასი მიითვალა. 17 ქულა ჩააგდო ტიმ აბრომაიტისმა, სტუმართა რიგებში კი საუკეთესოები კაილ ვიმსი (17) და ტომასო ბალდასო (16) იყვნენ.

სერიის მომდევნო მატჩი 16 აპრილს, იტალიაში გაიმართება, ხოლო თუკი გადამწყვეტი თამაშის გამართვა გახდა საჭირო, მას 23 აპრილს "ტენერიფე" უმასპინძლებს. "ტენერიფესა" და დერტონას შორის გამარჯვებული ნახევარფინალში ჩეხურ "ნიმბურკსა" და თურქულ "გალათასარაის" შორის საუკეთესოს შეხვდება.

GBF.GE

მამუკელაშვილმა "ტორონტო რეპტორზთან" ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი ესპანურ გუნდში გადავიდა
კვლავ NBA-ში, თუმცა არა "სან ანტონიოში" - მამუკელაშვილის მომავალი კლუბი გაირკვა
"შავი ლომი" | "მონპელიე" და "ძებრე" თბილისში, "ქონახთი" და "მონტობანი" სტუმრად
ჯორდან ჰენდერსონი პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ვინისიუსი “რეალს” ახალ კონტრაქტზე ვერ უთანხმდება
ვესლი სნეიდერის შვილმა პირველი პროფესიონალური კონტრაქტი გააფორმა
ოფიციალურად - მოდრიჩი "მილანის" ფეხბურთელი გახდა
"კეთილი იყოს თქვენი მობრძანება" - პორტუგალიური კლუბი ლომინაძეს ქართულად მიესალმა
ლუის ენრიკე: რთულ მომენტებში ცხადი ხდება, ვინაა შენს გვერდით და ვინ - არა
Ballon d'Or 2025. რეიტინგი განახლდა - კვარაცხელია პრეტენდენტთა შორისაა
ხვიჩას თანაგუნდელს პსჟ-ს დატოვება უნდა
U20. საქართველოს ნაკრებმა ესპანეთს სძლია და მეცხრე ადგილისთვის ფინალში ითამაშებს
ტრამპი "ჩელსის" დიდი ფანია - ჯეიმსმა მას თასის აღმართვის ნებართვა სთხოვა
ნევეში და ლუის ენრიკე შეიძლება დასაჯონ
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
"წელს დემბელეს, გაისად კი - იამალს" - ბარსელონას ყოფილი ფეხბურთელის განცხადება
"რეალმა" როდრიგოს სატრანსფერო ფასი დაასახელა
როგორ მიიღება კვარაცხელიას საუკეთესო ვერსია - პსჟს წაგების მიზეზები
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"მაშინ ჩემთვის რომ დაერტყა, ცოცხალი აღარ ვიქნებოდი" - სერ ალექს ფერგიუსონმა საინტერესო ისტორია გაიხსენა
"მისი საქციელი ამაზრზენია" - იამალი სერიოზულ სკანდალში გაეხვია
"ფინალები მიყვარს და ეს კვლავ დამტკიცდა" - პალმერი მატჩის შემდეგ