საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, ანზორ კავაზაშვილმა Legalbet-ს განუცხადა, რომ ორჯერ შეეძლო რუსეთის ფეხბურთის კავშირის პრეზიდენტი გამხდარიყო, მაგრამ ამის უფლება არ მისცეს:

"ერთხელ მუტკო დანიშნეს, მაშინ ყველამ იცოდა, რომ ის "ზენიტიდან" იყო. როდესაც კანდიდატი "ზენიტიდან" მოდიოდა, ის აუცილებლად გახდებოდა პრეზიდენტი. ასე იყო ფურსენკოს, დიუკოვის და მუტკოს შემთხვევაში. ჩვენი ფეხბურთის ჩამოშლის შემდეგ ფული არ იყო და ინიციატივა ხელში "ზენიტის" წარმომადგენლებმა აიღეს. "გაზპრომი" ხომ ყველაზე მდიდარი ორგანიზაციაა. ერთადერთ გამონაკლისს ჰქონდა ადგილი, როდესაც შემთხვევით ტოლსტიხი აირჩიეს, მაგრამ მან შეცდომა დაუშვა, რადგან მუტკოზე კომპრომატების შეგროვება დაიწყო, მშრალზე დატოვეს და აღარ აფინანსებდნენ.

კოლოსკოვის პერიოდში ვიყავი პრეზიდენტობასთან ახლოს, თუმცა მან ჩემს წინააღმდეგ რესურსები გამოიყენა.1992 წელს შექმნილ რუსეთის ფეხბურთის ფედერაციას ვედექი სათავეში. მაშინ კოლოსკოვი მაგრად დავამარცხე. 173 ხმა მივიღე და მხოლოდ ერთმა შეიკავა თავი. კოლოსკოვი უკვე თამაშგარეში იმყოფებოდა. ციურიხში დამადასტურებელი საბუთებით გავემგზავრეთ, რომ ერთადერთი ორგანიზაცია ვიყავით. კოლოსკოვმა კი ჟანგბადი გადაგვიკეტა. მერე ელცინთან წავიდა და უთხრა, თითქოს ბანდიტები ვიყავით და ქართული მაფიიდან მივედით. არადა, მთელი ცხოვრება რუსეთში ვთამაშობდი. როცა ფიფას ვიცე-პრეზიდენტი იყო, კოლოსკოვს ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. დარეკა და გადაგვაგდეს!"

დათო
ეხხხ ანზორ ანზორ
tngh
ან. კავაზაშვილი სსრკ-ს ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო მეფარე იყო. კიდევ კარგი 1964 წლის "ოქროს მატჩში" მოსკოვის "ტორპედომ" არ დააყენა, თორემ დიდის ალბათობით ის ილია დათუნაშვილისგან ის კუთხურიდან ბურთს არ გაუშვებდა!!!
ასეა
ბატონო ანზორ გვარი გჭირდებათ კოვაზოვი და მერე წავა პროცესი,ისე რუსები შოვინისტები არიან მსოფლიოში პირველი,
თორნიკე ჟორა!
მოღალატე იმიტომ კი არაა რო რუსულ გუნდებში თამაშობდა, თვითონ რომ რუსეთი საქართველოს ურჩევნია და პუტინი რო მისი ღმერთია და აფხაზეთი რო "საქართველოს ნაწილი არ არის" და რუსული ჩექმა უკრაინაში რო სწორია და ა.შ. პოზიციის გამოა მოღალატე! ტყუილად ნუ დაუდგები ადვოკატად. ქართული გვარი აქვს მხოლოდ. მასე პავლიაშვილიც ამხნევებს ოტეჩესტვენნი ჯარისკაცებს უკრაინელები რო კარგად დახოცონ! დიდი ქართველები!
ჟორა
არავითარი მოღალატე არ არის მაშინ დინამოს კარში სერგო კოტრიკაძე იდგა და ჭიათურის მაღაროელში ხომ არ ითამაშებდა?
mac book pro
რა. გამოსაჩენია. ეს მოღალატე. ლამაზი დიზანია. საიტის
სოსო
ცდილობდა რუსებზე უფრო რუსი ყოფილიყო,მაგრამ ბოლომდე მაინც არ მიიღეს.რუსებისთვის ის ქართველი იყო,ქართველებისათვის კი რუსი.თვითონ თავი ვინ ჰგონია არ ვიცი,მაგრამ მგონი ბერძნული წარმოშობის,საქართველოში დაბადებულ-გაზრდილი რუსი ღამურაა.მწარეა სამშობლოს მოწყვეტილი ადამიანის ბედი.ვაი იმას,ვინც სამშობლოს ფესვებს მოსწყდება!
"პსჟ კარგი გუნდია, მაგრამ..." - დომინიკ სობოსლაი
[VIDEO] მესის მე-900 გოლი - მაიამის "ინტერი" კონკაკაფს გამოეთიშა
გადაწყვეტილება შეიცვალა - აფრიკის თასის 2025 წლის გამარჯვებულად მაროკო გამოცხადდა
შიდა ჩემპიონატების თამაშები გადაიდო
"ბაიერნთან" "რეალი" ძირითადი მეკარის გარეშე ითამაშებს
3x3SpringCup2026-ის პირველი ტურნირი Space Jam-მა მოიგო
მიმდინარე სეზონში მეხუთედ - მარკის რიდი თურქეთის ჩემპიონატის ტურის MVP გახდა
[VIDEOS] "ბაიერნი" და "ატლეტიკო" გავიდნენ - 1/4-ფინალის წყვილები გაირკვა
კვერნაძის "ფროზინონემ" "ბარის" მოუგო
[VIDEO] "ბარსელონა" "ნიუკასლს" დაუნდობლად გაუსწორდა
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის განცხადება
"მოდით და წაიღეთ - გაგიჟდნენ!" - სენეგალელმა მცველმა აღშფოთება გამოხატა
კალათბურთის ფედერაციის ორგანიზებული ყველა მიმდინარე ტურნირი შეჩერებულია
ტიტე კალანდაძემ ისრაელთან პლეი-ოფის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
ქართველებს შორის რეკორდი - კვარაცხელიას ორნიშნა ნიშნული “ჩელსისთან” შეხვედრების მერე
ალვარესი წასვლას არ აპირებს - არგენტინელს "ატლეტიკოში" დარჩენა დიდი ხნით სურს
მუდმივი ლოდინით დაიღალნენ - "მილანი" ლეაოს გასხვისებაზე უარს არ იტყვის
როდრიმ მის "რეალში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
სამიზნეში გრინვუდია - "იუვენტუსს" ზაფხულში დიდი გეგმები აქვს
FIFA უარზეა - მექსიკა მუნდიალზე ირანის მატჩების მასპინძლობის მზაობას გამოთქვამს
ჰაკიმის რეკორდი - არცერთ მცველს მსგავსი სტატისტიკა არასდროს ჰქონია
სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
"თავხედი ამერიკელია, რომელიც იმას აკეთებს, რაც სურს" - კავაზაშვილი ტრამპზე და მუნდიალის მასპინძლობის სტატუსის ჩამორთმევაზე
"ფეხბურთელების უმეტესობა ძალიან ჭკვიანია... სსრკ-ის დროს..." - კავაზაშვილი ყაველაშვილის პრეზიდენტად არჩევაზე
ანზორი ვერ ისვენებს - თბილისში საქართველოსა და რუსეთის ნაკრებების მატჩის ჩატარება უნდა
"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
კავაზაშვილის სკანდალური განცხადება - ყოფილი მეკარის თქმით, ჩვენს ქვეყანაში შესაძლოა, საქართველოს, რუსეთის, ბრაზილიისა და არგენტინის ნაკრებების მონაწილეობით, ამხანაგური ტურნირი ჩატარდეს