ვიქტორ ოსიმენს მალე "გალათასარაისთან" საიჯარო ხელშეკრულება დაუსრულდება და ჯერ უცნობია სად გააგრძელებს კარიერას.

26 წლის ნიგერიელს "ნაპოლისთან" კონტრაქტი 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული, გამოსასყიდი ღირებულება 75 მილიონი ევროა და როგორც ჩანს, მის შეძენას "მანჩესტერი" და "იუვენტუსი" ვერ შეძლებენ.

მიზეზი ოსიმენის ფასის გარდა მაღალი ანაზღაურების მოთხოვნაა. ის სეზონურ გასამრჯელოდ 11 მილიონ ევროს ითხოვს, ანუ დაახლოებით იმდენივეს, რამდენსაც ხვიჩა კვარაცხელია პსჟ-ში იღებს. ამდენის გადახდაზე "მანჩესტერი" თანახმა არაა. იყო საუბრები ვიქტორით "პარი სენ ჟერმენის" დაინტერესების თაობაზე, მაგრამ გუნდის მწვრთნელი ლუის ენრიკე ამ ტრანსფერის განხორციელების წინააღმდეგია.

ნეაპოლური კლუბის პრეზიდენტმა აურელიო დე ლაურენტისმა განაცხადა, რომ ოსიმენს "იუვენტუსს" არასოდეს არ მიჰყიდის. თავად ფეხბურთელსაც არ უნდა "ნაპოლიში" დაბრუნება და კლუბიც არაა თანახმა, რადგან ასეთ შემთხვევაში სეზონში მისთვის 10 მილიონის და პლუს ბონუსების გადახდა მოუწევს. ერთი სიტყვით, რჩება "ჩელსის" და საუდის არაბეთის ვარიანტი.

მიმდინარე სეზონში ოსიმენმა "გალათასარაიში 24 მატჩში 21 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა.

მერაბ
არ გვინდა ოსიმენი, უფრო კარგად გრძნობს ხვიჩა თავს მის გარეშე.
ჟორა
ხვიჩას ხელფასს მაინც ვერ დაეწევა, რადგან ლიგის მოგების შემდეგ ხვიჩას ხელფასი კიდევ მოემატება. სხვათაშორის დემბელეს 20 მილიონი აქვს ხელფასი და 15 მილიონი ხალხიცაა პსჟ-ში.
მახო
მაგარი ბორმააა,ვერ იტანს რომ ხვიჩია მეტი აქვს ხელფასი ახლა ვიდრე მას.
ანგისას "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
კვარაცხელიას ტრავმის გამო - პსჟ-მ შეიძლება ბრაზილიელი შემტევი დაიმატოს
[VIDEO] ბითაძის 20 წუთი - "ორლანდოს" 4-მატჩიანი მოგებათა სერია "ფილადელფიასთან" შეწყდა
ბასილაშვილი მეცის ჩელენჯერს ტრავმის გამო ჩაეხსნა
ისტორიული ზღვარი და დრამატული გამარჯვება - 4000 ქულა თორნიკე შენგელიას ევროლიგაში
მარკის რიდი მატჩის საუკეთესო მოთამაშეა - "ბაჰჩეშეჰირმა" იტალიაში "რომა" გაანადგურა
19-წლამდელებმა შესარჩევში ასპარეზობა სან-მარინოსთან გამარჯვებით დაასრულეს
ლევან კობიაშვილი: მჯერა, რომ ამ გუნდს აქვს რესურსი, დაძლიოს არსებული სირთულეები და კიდევ ერთხელ აჩუქოს ჩვენს ქვეყანას ის ემოციები, რომლებიც ასე ძალიან დაგვაკლდა
შერმადინის "ტენერიფემ" ევროთასის მატჩი "ტელეკომს" თურქეთში დრამატულად მოუგო
CHANGE - ცვლილებების საჭიროება და ცვლილებები რეალური ცვლილებების გარეშე!..
ისევ საფრანგეთში, მაგრამ მე-3 ლიგაში - ბენ იედერი სამშობლოში დაბრუნდა
პრობლემა დე ლაურენტისის მოთხოვნაა - დე ბრუინს "ნაპოლიდან" წასვლა უნდა
"ეს უბრალოდ ფარსია!" - კასანომ რონალდინიო კარიერის განახლების გამო გააკრიტიკა
"იქ ვართ, სადაც ვიმსახურებთ" - შევჩენკომ თქვა, რომ მიზანს ვერ მიაღწიეს, მაგრამ მალდერა ნაკრებში დარჩება
"არანაირი პრობლემა არ იქნება" - სკალონი მესის სამწვრთნელო შტაბში შესაძლო გაწევრიანებაზე
ყაზახებმა ქართველებისთვის კარგად ნაცნობი ჯონ ვან'ტ სხიპი დანიშვნიდან 3 თვეში დაითხოვეს
"საქართველოს ნაკრები კარგად გამოიყურებოდა" - რა თქვა ზაბარნიმ გუშინდელი მატჩის შემდეგ
[PHOTO] ახლო მეგობრები - უკრაინის ნაკრების წევრმა მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
სვანაძე: ასე გაგრძელება არ შეიძლება - გულშემატკივრების რეაქციას კარგი თამაშით უნდა ვუპასუხოთ
უკრაინელთა მწვრთნელი: საქართველო არაფრითაა უნგრეთზე ან უკრაინაზე სუსტი - აბსურდულ სიტუაციაში გავიმარჯვეთ
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა უკრაინასთან მატჩში?
რა უშლის ხელს ოსიმენის "არსენალში" გადასვლას?
[VIDEO] ოსიმენმა დუბლი შეასრულა და "გალათასარაის" ფანებს მოუბოდიშა
"უმადურებო, მე რომ არა, "გალათასარაის" შესახებ არავის არაფერი ეცოდინებოდა" - ოსიმენი კლუბს შემოსწყრა?
მე-3 კლასში სკოლის მიტოვება მოუწია - ოსიმენმა თქვა, რას აპირებს კარიერის დასრულების შემდეგ
"არტეტა მის შეძენას ითხოვს" - ოსიმენი შესაძლოა, "არსენალში" გადავიდეს
უარი სუპერ შეთავაზებაზე - "გალათასარაიმ" ოსიმენი არ გაყიდა